ჰერა –1
თავი 1 ომი ბარბაროსების ბიზნესია რელიგია – ეს ერთადერთი გზაა, რომელიც ადამიანს აიძულებს “წყნარად” იყოს. ნაპოლეონ ბონაპარტი __________________________________ მაგრამ რა ხდება მაშინ როდესაც ადამიანები რელიგიურ ნიადაგზე ებრძვიან ერთმანეთს , ამ ბრძოლაში კი არცერთი რელიგიური მრწამსის არცერთი შემწყნარებლური შეგონება არ აისახება ადამიანთა მოქმედებაში?! რახდება მაშინ როდესაც ადამიანები ერთმანეთს ჭიანჭველებივით სრესენ განურჩევლად ასაკისა, სქესისა და წარმომავლობისა?! ეს არის ჩვენი ჰუმანური სამყარო ?! ________________ Zayn's P.O.V ყველაფერი განადგურებულია, აქაიქ კიდევ მოჩანს თეთრი კვამლი , ჰაერი გაჟღენთილია წამლისა და მძორის სუნით, ირგვლივ სიკვდილი ტრიალებს, მის არსებობას თითოეული ნაბიჯის გადადგმისას უფრო და უფრო მძაფრად შეიგრძნობ , აღარ არსებობს სხვა სამყარო , აღარ არსებობს სხვა ემოცია . ტკივილი, ნოსტალგია, ნანახის დავიწყების სურვილი მუდამ შენი თანამდევი ხდება, არ არსებობს სხვა განცდა მათ გარდა . უდანაშაულო ხალხთა სრესვა,მატლებივით , პლანეტის უმშვენიერესი ადგილების დანახშირება ,ეს ხომ ზოგადად სამყაროს ძირითადი დევიზია ისედავ და ისევ "სამყაროს დასაცავად" . მერე რა თუ ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირება ამ "დიად მიზანს". "პოლკოვნიკო! 25 მკვდარი 14 მძიმედ ხოლო 36 მსუბუქად დაჭრილი ჯარისკაცი" სიმივით გაიჭიმა დორიანი. "თავისუფლად , დაჭრილები ლაზარეთში გადაიყვანეთ , მკვდრებისთვის აქვე ამოთხარეთ საფლავები! რაც შეეხება ტყვეებს? " ამოვიფრუტუნე თითქმის დაზეპირებული ფრაზები და სიგარეტს მოვუკიდე. " სულ 21 ტყვეა, აქედან 13 ქალი , ტყვეთა უმეტესობა პარტიზანია." "პარტიზანები სიკვდილით დასაჯეთ , დანარჩენებიდან საუკეთესოები ამოარჩია სხვადასხვა სახის სამუშაობეისთვის. " "არის პოლკოვნიკო" კვლავ გაიჭიმა იგი და სამხედრო , გრძელი ნაბიჯებით დატოვა პერიმეტრი, რამდენიმე ღრმა ნაფაზი დავარტყი ,მძიმე ნაბიჯებით მოვამთვარიელე ტერიტორია. "მძულს პაკისტანი" აღმომხდა თითქმის სასოწარკვეთილს, თვალი ჯარისკაცთა ჯგუფისკენ გავაპარე რომლებიც ტყვეებთან შეჯგუფებულიყვნენ და ოხუნჯობდნენ.მყარი ნაბიჯით გავემართე მათკენ, ნაბიჭვრები! ამ საბრალოებს ისიც კმარათ რომ ჩვენ ხელში ჩავარდნენ! ვეცადე სახეზე გაღიზიანება არ შემმჩნეოდა, მე ხომ სისასტიკის მაგალითი უნდა ვყოფილიყავი ამ ცხვირმოუხოცავი სშვილებისთვის! #Herra's P.O.V " გაიქეცი ! " ხელი მკრა და ხმამაღლა დაიყვირა დედამ. "წამოდექი! სწრაფად დედა! " ვსლუკუნებდი და ტყუილად ვექაჩებოდი მის კაბას, გაწამაწიაში თავსაბურავიც კი მომძვრა , ვგრძნობდი როგორ გვიახლოვდბოდნენ ნაცრისფერ ფორმაში ჩაცმული ავტომატიანი იდიოტები, მათი გულის გამაწყალებელი ყვირილი და უხამსი შეძახილები ყურებს მიყრუებდა. " ჰერა! " ხმამაღლა წამოიყვირა დედამ , როდესაც ერთერთმა ჯარისკაცთაგანმა თავის მარწუხებში მომაქცია , უშედეგოდ ვფართხალებდი მის დიდრონ ხელებში . "დედა!!! " ვკიოდი მაგრამ თითქოსდა ჩემი არავის ესმოდა. "რას იტყვი?! გადარჩება ეს დედაბერი? " ინგლისურად წარმოთქვა ერთერთმა ავტომატიანმა და როგორც მკვდარს ისე მიარტყა ფეხი ჩემთვის სათაყვანებელი ქალის სხეულს, საპასუხოდ ჩუმი კვნესა გაისმა . "რომც იცოცხლოს ჩვენთვის გამოუსადეგარია რასაც ვერ ვიტყვით ამ ალქაჯზე." სიცილით წარმოთქვა "ჯენტლმენმა" რომელიც მაკავებდა. "შეგიძლია ბოლო მოუღო დედაბრის ტანჯვას ახალბედავ" წააქეზეს, ლოყებღაჟღაჟა ,გამოუცდელი ,ცისფერთვალება. მან დიდი ნერწვი გადაყლაპა და იარაღის ლულა შუბლზე მიადო. "არა! არა ძალიან გთხოვ ! " შევყვირე თითქმის ხმაწასულმა , და ძლიერად ავფართხალდი. ახალბედამ საწყალობელი თვალებით შემომხედა. "ნუ უყურებ ამ ძუკნას! ესროლე ჯოშ ! ესროლე! ომში სხვანაირად არ ხდება! დაუყვირა ისევ მან რომელსაც ვეჭირე. "არა! " ამოვიგმინე კიდევ ერთხელ , ერთი წამით სრული სიჩუმე გამეფდა რომელიც ავტომატის განგმინავმა ხმამ შეცვალა., სხეული ჯერ ოდნავ შეტორტმანდა შემდეგ გაშეშდა , გაიყინა, ჩემსკენ მობყრობილი გახელილ , მუქყავისფერ თვალებში, სიყვარულით და სევდით სავსე გამოხედვა სამუდამოდ , უცვლელად შენარჩუნდა. "დედა! " წამოვიყვირე გააფთრებით , ორგანიზმში თითქოს ერთიანად ამოქმედდა ყველა ინსტიქტი, მუცელში ტალღისებრად დამიარა რაღაც უცნაურმა შეგრძნებამ, საოცარი ძალის მოძღვავება ვიგრძენი, ჯანღონით სავსე მამაკაცს ხელზე ვუკბინე, პირში მისი ბინძური სისხლის მომჟავო გემო ვიგრძენი . "შე ძუკნა! " დაიყვირა მან ხმამაღლა და ორივე ხელი სასწრაფოდ გამიშვა, ერთი წამით გარშემო მდგარ ჯარისკაცებს მოვავლე თვალი, შემეძლო მხოლოდ დედის ცხედარზე გადაბიჯებით გავსულიყავი "სამშვიდობოს" , ამას ვერასოდეს შევძლებდი, ჩემი ძალა და სიმამაცე წამის მეასედებშივე გაქრა, მუხლებში საშინელი სისუსტე ვიგრძენი , მუხლებზე დავვარდი და თავი ხელებში ჩავრგე. "ეს ! " კისერზე ცივი ლულის შეხება ვიგრძენი,არ გავნძრეულვარ, უბრალოდ კანკალი შევწყვიტე, რათქმაუნდა ტყვედ ჩავარდნა კარგს არაფერს მიქადდა , მაგრამ არ მინდოდა ასეთი არაკაცის ხელიდან მოვმკვდარიყავი. "სად არის ღმერთი?! " გავიფიქრე გულმოსულმა და მაშინვე ვინანე ჩემი სისულელე. "ბორის! " შეაჩერა ჩემს წინ მდგარმა და ავტომატი გვერდძე გააწევინა. " გოგო გამოგვადგება, სხვანაირად გადაუხადე სამაგიერო " სიცილით წარმოთქვა მეორემ და მაჯაში მწვდა. "გამოსატირებლად მთელი დარჩენილი სიცოცხლეც გეყოფა, ახლა კი ამის დრო არაა." ზიზღით წარმოთქვა, სანამ წამოვდგებოდი თავსაბურავი მაგრად ჩავბჟუჯე და ცალი ხელით თავზე მოვიგდე. სიცხისგან და ემოცებისგან დაცლილს თითქმის მიმაფხოწიალებდნენ ცხელ მიწაზე, ჯარისკაცები ჩემზე იცინოდნენ , ჩადრზე მექაჩებოდნენ , ჩემს გაღიზიანებას ცდილობდნენ, ძუ ლომივით გააფთრებული ვიცავდი ჩემს უკანასკნელ ღირსებას და არაფრით არ ვანებებდი მათ შავი "ძონძის" წართმევას. *** დაახლოებით ნახევარ საათში , სამხედრო შტაბი გამოჩნდა, ჯარისკაცები აქეთ იქით ბუზებივით დაფუსფუსებდნენ , ზოგი ტანსზემოთ შიშველი ზოგიც კი სამხედრო მუნდირში გამოწყობილი, ერთერთ მოზრდილ ჯგუფთან მიმიყვანეს, მაშინვე ყველა დასერიოზულდა, ხელის კვრით სხვა ტყვეებთან ერთად მიწაზე დამაგდეს, მწყობრში, სამხედრო სალამი მისცეს მაღალ ,შავგრემან, მკაცრი გამომეტყველების მქონე მამაკაცს , რომელმაც უგრძნობლად ამათვალიერა და მკაცრი მზერა კვლავ ჯარისკაცებზე გადაიტანა. " გადაანაწილეთ ტყვეები! " ბოხი ხმით წამოიძახა მან და ზიზღნარევი მზერა მომაბყრო. თვალები დაბლა დავხარე, ვერ გავუძელი მის მკაცრს ცეცხლისფრად მოელვარე მკვლელის თვალებს, გული ტკივილისგან მეკუმშებოდა, საშინლად მეშინოდა მათი, სიმტკიცის ნატამალიც აღარ გამაჩნდა, გული გამალებით მიცემდა მზის სხივებზემეტად მისი მზერა მწვავდა. "პარტიზანია?" იკითხა იმავე უგრძნობი ტონით. "უბრალო მაცხოვრებელია ,რომელიც გაქცევას ცდილობდა." "მიზეზი ქონდა არა? " ირონიული ტონით წამოიძახა მან, "კარგი საკბილოა, წამოაყენეთ !" "გამიშვი!" წამოვიკივლე როდესაც ერთერთმა ჯიბგირმა ხელში ამიტაცა და ორივე ხელი გამიკავა, თმები თავის ქნევით უკან გადავიყარე და შავგრემანს მივაშტერდი. "რა ვუყოთ პოლკოვნიკო?!" შეეკითხა მოთმინებადაკარგული . " ჯილდოებს შორის მოათავსეთ " უცნაური ღიმილი ათამაშდა მის სახეზე, ერთერთმა ჯარისკაცმა ხელი გამიშვა და ჩემი თავი მთლიანად მიანდო ბორისს,იგი გრძელი ნაბიჯებით გაემართა ერთერთი ნახევრად დანგრეული შენობისკენ,ცალი ხელით ჩემს მაჯას ჩაბღაუჭებოდა ,გაღიზიანებული მზერას აქეთ იქით აცეცებდა და ხანდახან ნაკბენ ხელზე იყურებოდა, "ჩემი დროც მოვა ნაბოზარო" უეცრად შეჩერდა, კართან მიმაგდო და დააკაკუნა. ჩუმად ვიჯექი , თავდახრილი უაზროდ მივშტერებოდი ყავისფერ ,სველ მიწას, მანამ სანამ კარი ჭრიალით არ გაიღო და ბორისმა უხეშად არ წამომაყენა. "მხოლოდ პოლკოვნიკებისთვის ან მაიორებისთვის" ღვარძლიანად ჩაილაპარაკა და სწრაფი ნაბიჯით უკან დაიხია. "სწრაფად შემოდი" გაყინული ხმით მომმართა, წაბლისფერთმიანმა ქალმა, რომლის სახესაც მარცხენა ლოყაზე არსებული ნაიარევი საზარელ შესახედაობას სძენდა. Zayn's P.O.V -სიგარეტს მარჯვენა ხელში ვათამაშებდი, თან თვალს ვადევნებდი ჯარისკაცებს რომლებიც საფლავებს თხრიდნენ გარდაცვალებულებისთვის,უფრო სწორად ერთ დიდ საფლავს. მათი ტანჯული სახეები რთული გასარჩევი იყო ბინდში, ამდენი უბედურების მიუხედავად მათი ნერვიული სიცილი ,გარემოში გამეფებულ სიჩუმეს მკვეთრად არღვევდა და ექოდ გაისმოდა მთებს შორის. მათი ემოცია ,სრულიად საპირისპირო მუხტს აძლევდა , ნორმალური ადამიანების განწყობას ამდენი მძორის ხილვის შემდეგ. 1 წელია მსგავსი სიტუაციების მოწმე ვარ და მათი მსგავსი საქცილეი უკვე გასაკვირი აღარაა, თითოეუულმა ჩვენგანმა ვიცით, რომ შესაძლოა ჩვენ ვეყაროთ უპატრონოთ ამ გვამების მაგივრად , ჩვენც მიგვიჩინონ ბინა "ძმათა საფლავში" რომ ჩვენი "წმინდა" სისხლის ბოლო წვეთებიც შეერიოს მათ "ბინძურ " სისხლს . სწორედ ამიტომ ვიქცევით მხიარულად,სიცილით შიშს ვდევნით ორგანიზმიდან, თავს ვიმხნევებთ და წარსულ ბედნიერ წლებს ვიხსენებთ . დავცინით და ვამაყობთ ჩვენი აწ უკვე ყოფილი ცოლებით ან საყვარლებით, ერთმანეთს ვადარებთ მათ ტრაკებს, მკერდის ზომებს, სექსის დროს ამტანობას და ამბიციებს. "ყარნან ეს მკვდარი ნაბიჭვრები" მხარზე ხელი მეგობრულად დამკრა მაილსმა, ჩემი მისდამი ზიზღის მიუხედავად მაინც მხედრულად მივესალმე, სწორედ ისე როგორც მის აღმატებულება მაიორს შეეფერებოდა, სასაცილოა ომშიც სწორედ ისეა როგორც რეალურ ცხოვრებაში, იმის და მიუხედავად რომ გვეზიზღება მაინც ვეპირფერებით ჩვენზე რამდენიმე საფეხურით მაღლა მდგომ ადამიანს, ისედავ და ისევ ჩვენი კეთილდღეობისთვის. "მძიმე დღე გვქონდა ზეინ, ცოტა შესვენება არ გვაწყენდა " ჩაიფრუტუნა შედარებით ხმამაღლა და წინ გამიძღვა თავისი "აპარტამენტებისკენ." ღრმად ამოვისუნთქე , მუნდირი ცალ მკლავზე გადავიკიდე და უკან გრძელი ნაბიჯით მივყევი. ოდნავ დაუბერა, გამაჟრიალა, ინგლისის ნესტით და ნისლით გაჟღენთილი მძიმე ჰაერი მომენატრა. კიდევ ერთხელ ჩავისუნთქე სუფთა ჰაერის იმედით ,თუმცა ცხვირში მზეზე გაფიცხებული მკვდრების საზიზღარმა სუნმა მომიღიტინა და მოგონებებიც უცებ გამიქარწყლდა. ცხვირზე რამდენჯერმე მოვისვი ხელი და მაილსს მყუდრო სახლში შევყევი, რომელიც საღსალამათი გადარჩენოდა ჩვენი ქვემეხების რისხვას. "დაჯექი ზეინ , ცოტა დავლიოთ და მოვეშვათ " თეთრი სითხით ნახევრად სავსე ჭიქა გამომიწოდა , სულმოუტქმელად გადავკარი, სასმელის მომწარ-მომჟავო გემომ ყელი ჩამიწვა, მოულოდნელობისგან თვალებიდან ნაპერწკლები დამცვივდა და რღმად ჩავახველე. "თურქული რაქია, შეუზავებელი, ასწორებს არა?! " " მაგარია" დავუდასტურე როდესაც ჭიქა ხელახლა შეავსო , სავარძელზე გადავწექი თვალები მივლულე, სასმლის საამო სითბო ნელ ნელა მოედო სხეულს, სრულიად არ ვუსმენდი მაილსისა და მეოცე ასეულის პოლკოვნიკის , ლუის, საუბარს გერმანია-რუსეთის მოსალოდნელი მეორე ბრძოლის შესახებ. ------------- ძილ -ბურანში ვიყავი როდესაც ლუიმ ძლიერად შემანჯღრია. "რასიტყვი? არ გინდა გავსინჯოთ პაკისტანის უმწიკვლო ქალიშვილთა სხეულის გემო? ავხორცულმა ღიმილმა სახე გაუნათა, თვალები მოვიფშვნიტე , ოდნავ წამოვიწიე, სასმელისგან ამჩატებულმა სხეულმა, დიდი ხნის მონატრებული ქალის შიშველი სხეული ინატრა, ჯრუანტელმა მკერდიდან და ფეხებიდან ერთდროულად დამიარა და ჩემს სასქესო ორგანოსთან შეჩერდა ,ვგრძნობდი როგორ მიმძაფრდებოდა ორგაზმის განცდის სურვილი, სწრაფად წამოვდექი, მეც და ლუიც სწრაფი ნაბიჯით გავემართეთ, " ტყვეთა მოწყალების სახლისკენ". Herra's P.O.V წაბლისფერ თმიანმა ქალმა უხეშად მიბიძგა შიგნით ,უამრავი ცნობისმოყვარე თვალი მათვალიერებდა, თვალის ერთი გადავლებით შევისწავლე ოთახი, რამდენიმე საწოლი იდგა რომელზეც სულ დალურჯებული ნახევრად შიშველი გოგონები ეყარნენ. მათმა ზიზღით და მწუხარებით სავსე მზერამ დამაბრთხო , უკან დავიხიე და კედელს მივეკარი. " გაქცევა ვერ მოახერხე არა? " -მომაძახა ერთერთმა და სულ მთლად გალურჯებული ტუჩებიდან , მოყვითალო ფერის კბილები გამოაჩინა. მათთან ლაპარაკი არ მინდოდა ამიტომ მზერა ფანჯრისკენ გადავიტანე , რომელსაც ფარდის ნაფლეთები ფარავდა. "შეხედეთ ერთი, ლაპარაკიც არ უნდა ჩვენთან, წმინდანს. " მხარი აუბა მეორემ და მომიახლოვდა. " ხედავ რა დღეში ვართ? შენც 1-2 სეანსის შემდეგ ჩვენს დღეში ჩავარდები." " იფექ მოეშვი" როგორც იქნა ,ვიღაც გამომექომაგა, ხელზე ხელი მომკიდა და საწოლზე დაჯდომაში მომეხმარა. "რა გქვია? " მისმა მონაცრისფრო თვალებმა , ჩემი ნდობა მალევე დაიმსახურა და ჩემი სახელი ხმადაბლა ამოვიფრუტუნე. " ჰერა...ქალღმერთივით არა? " გამიღიმა მან და ჩადრი თავიდან ოდნავ გადამიწია. "ცოტათი გავხარ კიდეც, მე ლუნა მქვია. " " რაო რა გითხრეს, რომელი წოდებისთვისხარ?." ინტერესით ჩამეკითხა იფექი. "პოლკოვნიკები და მაიორი" ჩემს მაგივრად წაბლისფერ თმიანმა ქალმა გასცა პასუხი. ცოტახნით ხმა ამოუღებლივ ვუსმენდი მათ ლაპარაკს, სერჟანტების ს სიგრძეზე , მათ მაგივრად ვწითლდებოდი და მიკვირდა როგორ შეეძლოთ ამაზე ლაპარაკი. "სწრაფად ადექი ჰერა, უკვე დროა გამოემშვიდობო შენს გულუბრყვილობას." ვერ გავაცნობიერე რა ხდებოდა , ფეხზე წამოვდექი და გაოცებული მიშტერდი ლუნას. "ერთ რჩევას მოგცემ ძვირფასო, პოლკოვნიკს ძალიან უნდა ასიამოვნო რომ სერჟანტებში არ გადაინაცვლო, თორემ ხომ ხედეავ ქადიფე რას დაამგავნეს იმ ფსიქოპატებმა" პასუხის გაცემა ვეღარ მოვასწარი ისე გამათრია ნაიარევიანმა დერეფანში, შემდეგ კი კიბისკენ მიბიძგა. " აქ შედი, იცოდე ჰერა ნუ გაუძალიანდები " საბოლოო დარიგება მომცა მან , კარები გამიღო და კიბეზე უხმოდ ჩავიდა. გულის კანკალით შევაბიჯე ოთახში , იქ ჯერ არავინ არ იყო, ფანჯარასთან ნელი ნაბიჯით მივედი და ღრმად ამოვისუნთქე. დერეფანში მძიმე ნაბიჯების ხმა გაისმა, დავფეთდი , მკერზე ძლიერად გადავიჯვარედინე ხელები და კედელს ავეკარი. კარებში მაღალი სილუეტი გამოჩნდა, მისმა ცეცხლისფერმა თვალებმა ოთახი სანთლებზე მეტად გაანათა. "ღმერთო ჩემო " ამოვგმინე სუსტად მისი მკაცრი მზერის დანახვისას , მან კარები ფრთხილად მიხურა , რამდენიმე წამში სრულად ამათვალიერა, შემდეგ აუჩქარებელი ნაბიჯით საწოლისკენ გაემართა და ფრთხილად ჩამოჯდა. " დიდხანს გელოდო ძვირფასო?" მომნუსხველი ხმით ჩაილაპარა და სიგარეტს მოუკიდა. მისმა სიტყვებმა გული ამიკანკალა და ვიგრძენი ავთრთოლდი ფიზიკურადაც. "კარგი , ნუ ღელავ ბიოლოგიური მოთხოვნილებაა მხოლოდ. ახლოს მოიწიე." უნებურად დავემორჩილე მის ბრძანებას, რამდენიმე ნაბიჯი მისკენ გადავდგი და მის ფეხებთან ახლოს შევჩერდი. უკან გადაიხარა, სიგარეტი საფერფლეზე დააგდო, შემდეგ წამოდგა და ხელი წელზე ფაფუკად შემახო, გველნაკბენივით უკან დავიხიე, ჩემმა ამგვარმა საქცილემა მისი ღიმილი და ბრაზი ერთდროულად გამოიწვია. "რა გქვია ძვირფასო?" ჩაილაპარაკა ვნებიანი ხმით და ხელზე ხელი მომიჭირა. "ჰერა" ამოვისლუკუნე შეშინებულმა და კედელს მიოვეყრდენი. "ჰერა, სასიამოვნო სურნელი გაქვს ჰერა" თავიდან ცადრი მომაშორა და ჩემს ყელს ტუჩებით შეეხო. აქამდე უცნობმა შეგრძნებამ ერთდროულად ამაფორიაქა და შემაშინა. საშინელი მოთნთილობა ვიგრძენი, როდესაც ენა ოდნავ გადამისვა ტუჩებზე , რომ არ წავქცეულიყავი მის ხელებს მოვეჭიდე. გაუაზრებლად ვეჭიდებოდი მის ძლიერ მკლავებს და მისი ტუჩების მონად ქცეულს ხმის ამოღებაც აღარ შემეძლო. ***** პირველ რიგში მოგესალმებით. პირველად ვტვირთავ ისტორიას ამ საიტზე და დიდი იმედი მაქვს რომ მინიმუმ 2ადამიანი მაინც გამოეხმაურება. მგონი მიხვდებოდით სიუჟეტის მსვლელობა რა პირობებში ხდება. ამ სტილის მოთხრობები ხშირად არ იდება და იმედი მაქვს დაგაინტერესებთ. მოხარული ვიქნები თუ დამიწერთ თქვენს აზრს პერსონაჟებთან დაკავშირებით, მთავარი გმირები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან და ვფიქრობ ეს "პლოტს" უფრო საინტერესოს ხდის. მოკლედ, ველოდები თქვენს შეფასებას. შემდეგი თავი ზეგ დაიდება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.