უფლის იმედი....(9თავი)
მიუხედავად ლანას სმსისა-შენთან გამოვალო-არ მოსულა და მთელი ღამე მშვიდ ძილში გაატარა ნანამ..სასიამოვნო,თბილი დილა იყო,ნანას გვიან გამოეღვიძა,რატომღაც კარგ ხასიათზე იყო,სამზარეულოში გავიდა ყავა გაიკეთა და ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა..დაფიქრდა თავის ცხოვრებაზე,ყველაზე მეტად დედის სითბო მოენატრა...მთელი დღე წინ ჰქონდა და ნელა შეუდგა სახლის დალაგებას,როცა ყველაფერს მორჩა 4 საათი დაწყებული იყო.სააბაზანოში შევიდა,საიდანაც კარგა ხანს არ გამოსულა,ტელეფონზე იხედებოდა ხშირად ლანას სმს ელოდა,არ უნდოდა თვითონ დაერეკა და მოეცდინა,საღამომდე მოითმენდა როგორმე..საწოლზე ვარსკვლავის ფორმაში გაწვა და დაიწყო ფიქრი:სამსახური უნდა ეშოვა..იქ არ დაბრუნდებოდა..ლანას მოსლამდე ცოტა წაუძინა და სრულიად დამშვიდებული შეეგება ლანას რომელიც კარებში შემოსვლისთანავე აქოთქოთდა -ნან როგორ ხარ? რაღაც კარგ ხასითზე ხარ და დამშვდებულიც მეჩვენები..ეგ ყველაფერი კარგია მაგრამ ახლა რასაც გეტყვი შეიძლება ხასითი გაგიფუჭოს -ლანა ნუ ქოთქოთებ,მოითქვი გოგო სული..წამო რამე შევჭამოთ მერე ყავას ჩაუჯდეთ და მომიყევი..შენ გელოდი არაფერი მიჭამია ამსაღამოს.. ყავა მოადუღა ნანამ,მანამ ლანა აბაზანაში შევარდა..დივანზე მოკალათდნენ ორივენი ყავით ხელში.. -აბა რა ხდება? კი ვხვდები რაზეც უნდა მელაპარაკო მაგრამ მინდა წინასწარვე გითხრა რომ მე მანდ არ დავბრუნდები,სხვა სამუშაოს ვიშოვი..მესმის უფროსი და ლაშა ნაწყენი იქნება მაგრამ მე უკვე გადავწყვიტე ლანა -ხო მიხვდი არა? კარგი ეგ არაფერი,შენც იცი ლაშას როგორ უყვარხარ და პატივს გცემს,უფროსთანაც გამოგაძვრინა მაგაზე არ იდარდო,მე სხვა რამ მაწუხებს ნანა,ის ვაჟბატონი იყო დღეს მოსული და პირდაპირ ლაშასთან მივიდა,შენზე ეკითხებოდა,ლაშამ უთხრა რომ წახვედი და ძალიან გაბრაზდა..ლაშამ მითხრა აქედან წასვლა ვერ უშველის ნანასო,არ მოისვენებს სანამ არ მოძებნისო,და ამაში ლაშას სრულებით ვეთანხმები..ეგ ისეთი ტიპი არ არი ასე ადილად დაგანებოს თავი.. უფრსთანაც შესულა მაგრამ მეტი არაფერი ვიცი..აი ეს მაშფოთებს და მიკვირს შენ ასე მშვიდად როგორ ხარ? -რა ჯანდაბა უნდა რას გადამეკიდა?მაგის შიშით ვერ უნდა გავიდე გარეთ? თავი ვინ გონია მაგ იდიოტს?ვერაფერს დამიშავებს მისი არ მეშინია სამყარო მის გარშემო არ ბრუნავს ნამდვილად.. -ეხ არვიცი,არვიცი,მაგრამ ფაქტია არ მოისვენებს სანამ არ გიპოვის.. -კაი რა ლანა მაგის არ მეშინია..ის კი არა ხვალ სამსახური უნდა მოვძებნო,დანაზოგის იმედად ხომ არ ვიქნები.. -ხვალ ვისვენებ და ერთად წავიდეთ,რამეს მოვძებნით -როგორ გამახარე ლაან..შენ რომ არ მყავდე რავი რა.. -კაი მორჩი ეხა..წამო დავწვეთ თორე აქვე ჩამეძინებაა ისეთი დაღლილი ვაარ..მეორე დღეს ერთად გავიდნენ.დიდხანს იარეს,სად არ მივიდნენ, მაგრამ უშედეგოდ..სახლში დაღლილები დაბრუნდნენ,გოგოები იმედს არ კარგავდნენ..ასე გავიდა თითქმის კვირა..ნანას მამა ესტუმრა ერთხელ ლანა კი თითქმის სულ მასთან იყო..მიუხედავად იმისრა,რომ ნიკა რამდენჯერმე იყო მისული მათთან ლანას ამაზე არაფერი უთქვამს ნანასთვის...ნანამ გადაწყვიტა გაზეთი ეყიდა..ორმა განცხადებამ მიიქცია მისი ყურადღება,ერთგან გამყიდველი სჭირდებოდათ,ხოლო მეორეგან მომვლელი..ორივეგან დარეკა და მეორე დღისთვის დაიბარეს..გამყიდველის ვაკანსიაზე მივიდა მაგრამ პირობები არ მოეწონა თან ხელფასი ისეთი მცირე იყო,მთელი დღის დაკარგვა არ უღირდა..მეორე განცხადების მისამართს გადახედა და ავტობუსში ავიდა, მაინცდამაინც დიდი იმედი არ ჰქონდა..მეორე სართულზე მშვიდად ავიდა მაგრამ როგორც კი კარზე დააკაკუნა ნერვიულობა დაეტყო.კარი ლამაზად ჩაცმულმა ქალბატონმა გაიღო -გამარჯობათ,მე განცხადების საფუძველზე მოვედი,გუშინ დავრეკე და.. -დიახ გოგონა მე გესაუბრეთ გუშინ..შემობრძანდით და მოვილაპარაკოთ-ღიმილით უთხრა ქალმა,ნანას ცოტა არ იყოს გულძე მოეშვა და მორიდებით შეაბიჯა.. -რა სიმყუდროვეა-ხმამაღლა მოუვიდა ფიქრი რაზეც ქალს გაეღიმა..ნანას ისე მოეწონა იქაურობა რომ აღბრთოვანებული აცეცებდა თვალებს,-ეტყობათ ძალიან მდიდრები არიან-ფიქრობდა გულში ქალმა მისაღებში შეიყვანა თვითონ ამზარეულოდან წვენებით ხელში გამოვიდა,ერთი ნანას მიაწოდა მეორე თვითონ დაიდო.. -როგორი დახვეწილი ქალია,მოვლილი და ნაზი-ამ ფიქრებიდან ქალის ხმამ გამოიყვანა -ნანა ხო? -დიახ ნანა მქვია ქალბატონო-მორიებით უთხრა ნანამ -მოდი ერთ რამეზე შევთანხმდეთ ქალბატონო აღარ გამაგონო ბებერი მგონია თავი..ვგავარ ბებერს?მოჩვენებითი სიბრაზით უთხრა -არა რას ამბობთ ეგ არ მიგულისხმია-აღელდა ნანა -კარგი არაუშავს ჩემო კარგო..უბრალოდ ნონა დამიძახე ასე უფრო ახალგაზრდად ვგრძნობ თავს-და ისე გულით გაიცინა ნანასაც გაეცინა -მომიყევი შენზე,რამდენი წლის ხარ და სად ცხოვრობ ნანამ ყველაფერი მოკლედ მოუყვა..უთხრა მხოლოდ ის რომ დედა გარდაეცვალა.მამაზე არაფერი უთქვამს რაც შენიშნა ნონამ მაგრამ არ ჩაძიებია.. -გასაგებია ჩემო კარგო ახლა მე პირობებს გაგაცნობ და თან გაგაცნობ იმას ვისაც უნდა მოუარო,ცოტა უხეში და ჯიუტი ქალია მაგრამ იმედია შეძლებ,დედაჩემია და რამდენი მომვლელი გამაშვებინა ღმერთმა იცის,პრეტენზიულია,იმედია მოეწონები..მოკლედ თუ მოეწონე და დარჩი კვირაში ორი დღე დაისვენებ..დანარჩენი დღეები დილის 10 დან 6 მდე აქ იქნები..თუ სურვილი გაქვს შეგიძლია ღამეც დარჩე..საკვებს და წამლებს ყველაფერს მოგიტანენ,დედაჩემს ძალიან უყვარს სეირნობა,შეიძლება დღეს გახვიდეთ სახლიდან და ხვალ სხვა ქალაქში ამოყოთ თავი..მომვლელი იმიტომ ჭირდება რომ წამლები,საჭმელი დროულად მიიღოს,რაზეც დიდად არ იწუხებს თავს და კიდევ იმიტომ,რომ მარტო არ იყოს..მე ცალკე ვცხოვრობ ჩემს ქმართან ერთად..ხშირად ვმოგზაურობ და ვერ ვიცლი მისთვის სულ..ძალიან უყვარს სიმყუდროვე...მინდა გითხრა რომ ახლანდელ თანამედროვე ქალებს არაფრით ჩამოუვარდება-ეს ბოლოს სიცილით თქვა ნონამ..წამო ახლა გაგაცნობ ქალბატონ თინას და ზედა სართულის ხვეულ კიბეს აუყვა..ნანა უკან მიყვებოდა თან ფიქრობდა ნუთუ არ მოვეწონოო.ნონამ ერთ-ერთი ოთახის კარი შეაღო და ნანას ანიშნა შესულიყო..სავარძელში მოკალათებულიყო ქალბატონი თინა და წიგნს კითხულობდა..არც ისე ბებრულად გამოიყურებოდა თავის ასაკთან შედარებით.. -დედა ეს არის შენი ახალი მომვლელი,ნანა ქვია,გაიცანი,გაესაუბრე..თუ მოგეწონა დარჩება,პირობები უკვე გავაცანი..აბა თქვენ იცით და კარებში გაუჩინარდა ნონა..ნანა მორიდებით იდგა კარებთან..თინამ სათვალის ქვემოდან გამოხედა და მასთან მისვლა სთხოვა..ნანაც მოწიწებით მიუახლოვდა და თინას მითითებულ სავარძელში ჩაჯდა.. -აბა ნანა რაო იმ მოსიარულე მაკიაჟმა,რა გითხრა ჩემზე? დესპოტიაო?-მშვიდად საუბრობდა თინა თან ნანას აკვირდებოდა -არა ქალბატონო თინა რას ბრძანებთ -ვიცი ვიცი რასაც გეტყოდა მაგრამ არაუშავს,არ მწყინს,ახლა შენზე მომიყევი რამე დრო გვაქვს საკმაოდ..ნანამ კვლავ დაიწყო თავის ამბის მოყოლა და როცა დაასრულა შვებით ამოისუნთქა..თინას სახე მოეღუშა როცა ნანამ დედის ამბავი უამბო,მამაზე კი არაფერი უთქვამს -მამაშენი სად არის?კითხა თინამ.ნანას არ უნდოდა მოყოლა მაგრამ თინას სახეს რომ შეხედა მიხვდა ტყუილს სიმართლის თქმა ჯობდა და ყველაფერი უამბო..თინა ამ დროის განმავლობაში აკვირდებოდა გოგოს და ხედავდა მის გულწრფელობას,რიდს და ბავშვურ სახეს,რაც მოსწონდა.. -კარგი ნანა 3 დღე დარჩი გამოსაცდელად და მერე გეტყვი აგიყვან თუ არა..მაგრამ მანამდე მინდა გითხრა რომ ეგრე დაძაბული ნუ ხარ და ნონას სიტყვებს ყურადღება არ მიაქციო,მასეთი დესპოტიც არ ვარ..და თბილად გაუღიმა ნანას |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.