შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნობი (თავი 10)


6-04-2016, 20:59
ავტორი ninas gogo
ნანახია 1 691

ბიჭები მოემზადნენ და ტასუნასთან ავიდნენ. კარები მარიამმა გააღო რომელიც პიცის გაკეთების პროცესში ფქვილით დაისვარა, ბიჭებს შეეგება და მისაღებ ოთახში გაიყვანა. ამ დროს ანასტასია შემოვიდა და თავის ძმას ლამის შეახტა, მოეხვია, ლუკა საბა და გიორგი გაიცნო. გოგოებმა გააწყვეს მაგიდა. კარებზე ზარი გაისმა, ნიკა წამოდგა კარებს მე გავაღებო და წინ ეკა დაუდგა. თვალი თვალში გაუყარეს. რა ემართებოდა ამ დროს ეკას? თითქოს მის მუცელში მთელი ზოოპარკი დადიოდა, სიხარულისგან კინაგამ შეახტა ნიკას, ლამის ერთი სული ქონდა სახე დაეკოცნა, მაგრამ ეს არ შეეძლო. ეს ორი ასე გაშტერებულები იდგნენ სანამ ეკასთან მდგომმა შავგრემანმა გოგონამ ხმა არ ამოიღო.
-უკაცრავად ასე ვიდგეთ?
-ა ხოხო მოდით(ნიკა)
შემოატარა ნიკამ გოგოები ეკა გადაკოცნა, რბილად აკოცა ლოყაზე, შემდგომ უცხო გოგონას მიესალმა. შევიდნენ მისაღებში, ეკამ გოგოები და ბიჭები ნახა და თავისი დაქალი თინა გააცნო. ერთი შეხედვით უბრალო გოგოს შთაბეჭდილებას ტოვებდა მაგრამ გაცნობის შემდგომ ამ აზრს შეიცვლით. ყველაზე საყვარელი და თბილი ადამიანი იყო.
-მარიააამ მოდი ნამცხვარი დაიწვა მგონი(ანასტასია)
-უიმეე დედააა სულ დამავიწყდა მოვდივარ ჰო( მარიამი)
ყველამ დაიწყო ქეიფობა. გოგოები ნანუკას და მის მეგობარს ელოდნენ და აი ისინიც. სანამ ეს გოგოები ბიჭებს ნახავდნენ, ლუკა და საბა აივანზე გავიდნენ მოსაწევად.
-ვაიმე როგორგამახარე რომ მოხვედიი(ტასო)
-ჰო ბოლოს იმედიც გადაგვეწურა ლამის(მარიამი)
-არა რას ამბობთ ყველანაირად ვეცადე მოვსულიყავი(ნანუკა)
- გაიცანით ეს ჩემი გოგო ანაა, მართალია რძალ-მული ვართ მაგრამ მაგარი მეგობრები ვართ(ნანუკა)
ნანუკას ქმრის და-ანა, მწვანეთვალება, შავგრემანი გოგო იყო, ულამაზესი სახით, არც გამხდარი და არც მსუქანი გოგო იყო, ჩვენს გოგოებს ძალიან მოეწონათ ანა, განსაკუთრებუთ მისი აწითლებული ლოყები რომელიც უფრო ბავშვურს ხდიდა. მორცხვი გოგო ჩანდა მაგრამ ყველასთან გახსნილი იყო. და გოგოებს თავისუფლად ელაპარაკებოდა, ლუკას და საბას დიდი ხანი მოუწიათ აივანზე ყოფნა, რაღაც თემებს განიხილავდნენ როცა სიცივე კარგად იგრძნეს მაშინ იკადრეს შიგნით შემოსვლა. საბას გულმა ორმაგად დაუწყო ფეთქვა, როდესაც მის თვალწინ იხილა ისევ ის გოგონა, რომელზეც ფიქრს ვერ იშორებს მთელი დღის განმავლობაში და არც სიზმრებში ასვენებს. თვალწინ გადაურბინა იმ მომენტმა როდესაც პირველად შეხედა მის თვალებს და მისი ხმა გაიგონა. შემთხვევითი მომენტი, ბევრჯერ ხდება ესე მაგრამ ვინ იცის რა შეიძლება მოგიტანოს ამან.
-ბიჭებო სად იყავით ?გაიცანით ჩვენი ნანუკა და მისი მული ანა(ანასტასია)
ერთი წამით არ აცილებდა საბა ანას თვალს, უსირცხვილოდ მისჩერებოდა რამაც ანას ლოყების აწითვლა გამოიწვია, ანა თავს უხერხულად გრძნობდა როდესაც ბიჭი ასე დაჟინებით უყურებდა, საბას ენით აუღწერელი გრძნობა დაეუფლა როდესაც გაიგო რა ერქვა მას- ანა, ეს მისი საყვარელი სახელი იყო ანა, ანა და ანა იმეორებდა გულში.
-გოგოებო ეს კი საბუნა და ლუკაჩო
-გოგო!! (ლუკა)
-კააიიხოო არ მომკლა მომიტევეთ დღეს ნუუუუ (ანასტასია)
-ბიჭო ნახე ერთი დღეც არაა რაც გაგვიცნო და როგორ გვებლატავება შენი და უთხრა ლუკამ ნიკას და საბას თავში წამოარტყა, რაზეც პასუხად საბას მკვლელი სახე მიიღო და პატარა ბავშვებივით დაიწყეს ჭიდაობა. ყველა იცინოდა, ეუცრად თავზე საშუალო სიმაღლის, შავგრემანი ხუჭუჭათმიანი გოგო დაადგა, ყველა გაკვირვებული იყო, ირგლივ გამეფებულმა სიჩუმე ანასტასიამ წივილ-კივილმა დაარღვია.
-ჩემო სიცოცხლეეეეეეეეე(ანასტასია)
-ვაიმე გოგო გავგიჟდი მეთქი ომი დაიწყოთქო, როგორ მომენატრეეეე
- მეეეეეეც აქ როგორ გაჩნდიი, რა კარგი გოგო ხარ რომ მოხვედიიი
ანასტასიამ ყველა იქ მყოფ სტუმარს გადახედა და თავისი დაქალი ლიზა გააცნო. შემდეგ ტასომ სათითაოდ ყველა გაააცნო ვისაც ლიზა არ იცნობდა და მისი გაკვირვება გამოიწვია როდესაც ნიკაზე უთხრა ეს ჩემი ძმააო, მარიამს იცნობდა და გადაკოცნეს ერთმანეთი. ანასტასიამ გოგოები თავის ოთახში გაიყვანა ლიზა წინ დაისვა, დანარჩენები დასხდნენ, ანასტასიამ მოყოლა დაუწყო ლიზას და შემდეგ მარიამი აგრძელებდა და ყველა უსმენდა.
ბიჭები კი სუფრასთან ისხდნენ და კომპანიის საქმეზე საუბრობდნენ. როცა გოგოებმა მოყოლა დაამთავრეს ლიზა ადგა და ანასტასიას ჩაეხუტა, ტასოსთვის ეს ყველაფერს ნიშნავდა.
-მაგარი გოგო ხარ შენ და ვისი შვილიც არუნდა იყო არ მანტერესებს, შენ ხარ ჩემი დაქალი და იქნები სულ!! (ლიზა)
-ამიტომაც მიყვარხარ მე შენ, რომ ასე ზუსტად და ყოველგვარი კითხვების გარეშე იცი რა უდა მითხრა(ტასო) დანარჩები ადგნენ და მათ შეურთდნენ ყველა ერთმანეთს ეხუტებოდა, ამ გოგოებს თითქოს და საერთო მეგობრები აკავშირებდათ მაგრამ მათ ერთმანეთი სჭირდებოდათ, მათ იცოდნენ რას ნიშნავს იყო დაქალი მიუხედავად მათი განსხვავებული თვისებებისა და ცხოვრებით. ნიკამ კარზე დააკაკუნა და დის ოთახში შევიდა.
-მაპატიეთ გოგოებო შეიძლება?(ნიკა)
-მოდი რა იყო( ანასტასია)
- ტასუნა უნდა წავიდეთ და დამშვიდობება მინდოდა (ნიკა)
-ხო მშვიდობაა?(ანასტასია)
-კიი კიი საქმეა რაღაც მოგაგვარებთ და მოვალთ მერე(ნიკა) ანასტასიამ გაგაცილებო, გოგოებს დაემშვიდობა. და-ძმა ერთამანეთს დაემშვიდობეს, ტასომ ბიჭები გადაკოცნა და ფრთხილად იყავითო უთხრა. როცა ბიჭები წავიდნენ
ანასტასია დაბრუნდა გოგოებთან და გააგრძელეს ჭორაობა.
კარზე ზარი იყო.
-რაღაც დარჩა ალბათ რომელიმეს, მე გავაღებ (მარიამი)
მარიამმა გააღო კარები და იმავე ადგილას გაშეშდა, ლამის ჩაიკეცა, მეჩვენებაო, თვალებს სწრაფად ახამხამებდა, წამით იჩხვლიტა სიზმარი ხომ არ არის ისევო მაგრამ ხმამ მდგომარეობიდან გამოიყვანა.
-ვიდგე ასე თუ?
- აქ რა გინდა?
-რა უკულტურო ხარ, შიგნით მაინც შემიპატიჟე და მერე მკითხე რა მინდა, ესაა სტუმათმოყვარეობა?
მარიამს სისხლი უდუღდა მთელ სხეულში, სიბრაზისგან ნაპერწკლებს ყრიდა თვალებიდან,ისე უნდოდა ამ წამს რამე ჩაერტყა მაგრამ არ უნდოდა, რაღაც ძალა აჩერებდა, მარიამი არ იყო ასეთი დონის რომ მწყობრიდან გამოსულიყო, თავისი გეგმა გაახსენდა და აქეთ შეუტია.
-აჰა ასე ვიცი სტუმრის მიღება, პრეტენზიები გაქვს? შეგიძლია მიბრძანდე მაინც გარეთ ხარ და მანდ დარჩი სადაც ხარ(მარიამი)
კარებს კეტავდა უკვე როცა ხელში წვდა დემეტრე, მოატრიალა კარები მოხურა და კარებთან ააკრა, მარიამი გონზე ვერ მოდიოდა და ამ წამით დემეტრემ ისარგებლა და ტუჩებზე ეძგერა. როცა იგრძნო გოგონას ათრთოლებული სხეული, ჩაეღიმა
-ენა მწარე კი გაქვს მაგრამ ტუჩები ტკბილი გაქვს, ისე სასიამოვნო არომატია მომწონს(დემეტრე)
მარიამმა როცა გაიზრა რაც მოხდა დემეტრეს სახეში ისეთი ძლიერი სილა გააწნა, ძველების ტკაცუნის ხმა გაიგო.
-მეორედ არ გაბედო!! და არ შემეხო იდიოტო!!!! მარიამმა
კარები გამოგლიჯა, სახლში გაცოფებული შევიდა, გზადაგზა ცრემლებს ყლაპავდა, სააბაზანოში შევიდა და ჩაიკეტა. ამ ხმაურზე გოგონები გამოვიდნენ, მარიამს ეძახოდნენ, შემდეგ ხმა გაიგეს რომელიც სააბაზონოში გამოდიოდა, ანასტასია კარებზე აკაკუნებდა
-მარიამ აქ ხარ? გამეცი ხმა(ანასტასია)
-კიი გოგო დავისვარე და მივიღებ შხაპს და გამოვალ
მარიამი მაქმალურად ცდილობდა ხმაზე არაფერი დამჩნეოდა, მაგრამ ანასტასიას მაინც ვერ გამოაპარებდა
-დარწმუნებული ხარ?(ტასო)
-კიიი, მაცალე გოგო ცოტახანი
-კარგიი(ტასო)
ტასომ იცოდა რომ რაღაც მოხდა, მაგრამ აღარ შეაწუხა კითხვებით, იცოდა რომ ამით გაართულებდა სიტუაციას და გოგოებთან არ შეიმჩნია, ვიღაცას აერია სახლიო და სამზარეულოში დასვრილა და ეხლა შხაპს იღებსო მოახსენა გოგოებს, ისიც დაამატა რომ კაი ხანი არ გამოვიდოდა რადგან გამოსვლა არ იცის რო შევაო და გოგოებს გააცინა: ჩვენც ეგრე ვართო. ერთმანეთს დაეხმარეს, სუფრა აალაგეს, თეფშები დარეცხეს, ამასობაშიც მარიამი მოწესრიგდა და დამშვიდდა, არაფერს იმჩნევდა და გამოსდიოდა კიდეც. ანასტასიამ კი თვალებში შეხედა და უჩურჩულა მერე მომიყვებიო შენო. გოგოები ერთობოდნენ, გადაწყვიტეს ერთად დაეძინათ და არაფერზე ნერვიულობდნენ, ყველაფერი დროებით დაივიწყეს, რასაც ამას ბიჭებზე ვერ ვიტყვით. არავინ იცოდა რა მდგომარეობაში აღმოჩდებოდნენ ისინი არც თვითონ იცოდნენ რომ მათ სერიოზული საფრთხე ემუქრებოდათ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent