შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სფეარმენთის ეფექტი (თავი 4)


6-04-2016, 21:00
ავტორი Ioana
ნანახია 2 307

მე და ლაშა მესხი დავმეგობრდით,მაშინ მეგონა,რომ ჯერ თუ დავანახებდი რამდენად კარგი მეგობარი ვიყავი,მაშინ სხვა შანსიც გამოჩნდებოდა და შეძლებდა ისე შემოეხედა ჩემთვის,როგორც ნამდვილ ქალს.მოხერხებული კი ვარ,მაგრამ წინასწარ გათვლებში ნამდვილად მოვიკოჭლებ.ერთხელ მითხრა,მინდა ჩემი მეგობრები გაგაცნოვო და მეც დავთანხმდი.ვიფიქრე ეს ურთიერთობაში წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა და სიხარულით წავყევი მათ გასაცნობად.მეგონა უნივერსიტეტის ნაღები საზოგადოება დამხვდებოდა,ვისთან ერთადაც ვხედავდი ხოლმე.მაგრამ ჩემ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა,კაფეში შესულს ორი სრულიად უცხობი ბიჭი რომ დამხვდა,ათობით ნაცნობი სახეების მაგივრად.
-გაიცანით ბიჭებო,ცნობილი ხულიგანი,ნინო მელიქიშვილი.ესენი კი ჩემი ბავშვობის მეგორბები არიან,გიორგი-მიმითითა ქერა სიმპათიურ ყმაწვილზე,რომელიც მიღიმოდა-ეს კი მიშკაა-ახლა მეორეს შევხედე,რომელიც გიორგისთან შედარებით ძალიან შავი მომეჩვენა,მაგრამ რომ დავაკვირდი მივხვდი რომ რუჯი ჰქონდა.ღმერთო ეს სამი ერთად,ნამდვილი სამოთხეა.მეც მეგობრულად გავუღიმე ორივეს და უკეთ გავეცანი.შემიძლია დავიფიცო,მათნაირი მეგობრები არასდროს მყოლია.მიშკა და გიორგი მუდამ ჩხუბობდნენ,გიოს ისეთი მწარე იუმორი ჰქონდა,ვითომ დასტოინი მიშკას სიცილის ხან გულიანს და ხანაც სიმწრისას,თბილისის ყველა უბანში გაიგონებდით ალბათ.სადაც არ უნდა წასულიყვნენ და რაც არ უნდა გაეკეთებინათ,მუდამ მათ გვერდით ვიყავი.ერთი ქალებში არ დავყავდი ხოლმე,თორემ სადაც ეს სამი იყო,იქვე ნინოც მოიხსენიებოდა.წარმოიდგინეთ,რამდენი გოგოს შურიან მზერას ვუძლებდი.თუმცა რა იცოდნენ,რომ ჩემ გულს მხოლოდ ერთი,ლაშა უნდოდა.
მოკლედ ყოველ დღე ვხედავი ლაშას,უნივერსიტეტის წინ დავსხდებოდით ხოლმე,ის სიგარეტს გაუკიდებდა,მე კიდევ ფეხებს სკამზე ავალაგებდი და განცხრომაში მყოფნი ყველა გამვლელს ჩვენებურად ვამკობდით.ზოგს ვლანძღავდი,ზოგისთვის გულწრფელ კომპლიმენტს არ ვიშურებდი.ლაშა კი მუდამ იმას მეუბნებოდა,ჭორიკანა ქალივით ნუ იქცევი,კაცი ხარ თუ პროპკაო.მეც პირში ჩადებულ საღეჭ რეზინს გამოვიღებდი და ვუმიზნებდიი ხოლმე,ამაზე სულ მთლად გიჟდებოდა,მერე ერთს შეიგინებდა ამ კევების შემქნელების მიმართ და თან დააყოლებდა.ისე სფეარმენთი რომ არა,ხომ ვერ გაგიცნობდიო.ასე ღლაბუცში გადიოდა დრო და რაც უფრო ვუახლოვდებოდი,მით მეტად მიყვარდებოდა.მართალია ჩემთვის მაგრამ მაშინ იმითაც ბედნიერი ვიყავი,რომ უბრალოდ გვერდით მყავდა.


ზაფხულის არდადეგები ახალი დამთავრებული იყო,მთელი ეს პერიოდი არც ლაშა მინახავს და არც ბიჭები.საშინლად მენატრებოდნენ,ბევრჯერ მინატრია მათთან ყოფნა,მაგრამ თავს ზევით ძალა არააო,ხომ გაგიგიათ?!მართალია ძალიან მიქრის,ბიჭურიც ვარ და ალქაჯიც,მაგრამ ზაგარი ეს ის ერთადერთი რამაა,რის გამოც შემიძლია ვეწამო.მთელი ზაფხული სადაც წავიდოდი,მზეს დავსდევდი.ხო და შედეგიც გამოიღო.ისეთი შავი ვიყავი,დედაჩემი უკვე ვეღარ მიტანდა დასანახად.სექტემბრის ორი რიცხვი იყო,გიორგიმ რომ დამირეკა,ჩვენ კაფეში მოდი ხულიგან,მოგვენატრეო.მეც მეტი რა მინდოდა,სასწრაფოდ ამოვიცვი მოკლე შორტი,თეთრი ზედა,რომელიც ჩემს რუჯს უფრო მეტ ელფერს სძენდა.სველი თმა მხრებზე დავიყარე და ისეთი სისწრაფით გავვარდი,რომ დედამ წამოიყვირა ნელა ალქაჯოვო.მოკლედ შევდივარ ჩვენს კაფეში და ვხედავ ორ იდიოტს.რომლებიც ისე მიღიმიან ოცდათორმეტივე კბილი უჩანთ და ხელებს და ფეხებს ერთნაირად იქნევენ.მონატრებული მიშკა და გიო გულში ჩავიკარი,ბევრიც ვაკოცე და მათ წინ სკამზე დავჯექი,ფეხები მაღლა ავაწყე და მიმტანს ერთი ლუდი შევუკვეთე.
-ღმერთო როგორ მომენატრეთ,მეგონა ვეღარასდროს გნახავდით-ბედნიერებისგან გაკრეჭილი ვიჯექი და თვალს არცერთს ვაშორებდი.
-ხულიგან რა მაგარ ვიდძე ხარ,აი შენ ძმობას ვფიცავარ ესეთი მაგარი რუჯით ჯერ არავინ მინახავს.
-თან ესე უხდებოდესსს? ვაფშე არ გვინახავს ეგეთი-დაამატა გიორგიმ და მიშკას თავში ხელი წამოარტყა.ამაზე ვაჟბატონი სულ აიჭრა და ძლივს დავაშოშმინე ორივე.
-ლაშა სადაა ბიჭებო,დღეს არ შევხმიანებივარ-ისე ვიკითხე,სასხვათაშორისოდ.
-მოიცა ეეე-გაიკვირვა გიორგიმ-შენთვის არ უთქვამს?
-რავი კი მწერდა ხოლმე,მაგრამ ისეთი არაფერი მოუყოლია.რა ხდება?-ვიკითხე გაოცებულმა იმით,რომ ლაშამ მე რაღაც დამიმალა.
-ჩვენი ლაშიკო მგონი შეყვარებულია-თქვა გიორგიმ და ჩემმა რეაქციამაც არ დააყოვნა,ლუდი გადამცდა და მთელ კაფეში დიდი შადრევანი გავხსენი.ამაზე გიორგიმ ატეხა სიცილი,მაგრამ მაგისთვის სად მეცალა.
-რას ჰქვია შეყვარებულია? და ვისზე?
-ოცდათხუთმეტი წლის დეიდაზე!-ამის თქმა და მეორე შადრევანის გახსნა ერთი იყო.ხველებით ლამის მოვკვდი.ჩაწითლებული თვალებით ავხედე ბიჭებს,რომლებიც ჩხუბობდნენ.მიშკა ებუზღუნებოდა რატომ უთხარი,ლაშამ ხო გვითხრა თავად მინდა თქმაო.
-და აქამდე რატომ არ მითხრა?-ვიკითხე ნაწყენმა იმით,რომ ლაშა რაღაცას მიმალავდა.ბიჭების გაცურება კი შემეძლო,მაგრამ საკუთარ თავს ხომ ვერ მოვატყუებდი.გავმწარდი არა იმიტომ რომ რაღაც დამალა,არამედ იმიტომ რომ ჩემი იმედები დაიმსხვრა.მისთვის ხომ მართლაც მეგობარი ვარ და მეტი არაფერი.როგორი დებილი ვიყავი,ასეთი ილუზიები რომ შევიქმენი.მეგონა ისიც გრძნობდა გულის სიღრმეში რაღაც ისეთს,რომელიც არ მისცემდა უფლებას სხვა ქალი შეყვარებოდა.ამ ფიქრებში ვიყავი მიშკამ რომ კარგად შემანჯღრია:
-ხულიგან არ გაუბრაზდე რა,ახალი ამბებია და შენთვის თავად აპირებდა თქმას.ამ ს..რს ნუ უსმენ-თვალით გიოსკენ მანიშნა.მე კი მათ გულუბრყვილობაზე გამეცინა.
-რა საყვარლები ხართ-ვუთხარი გულწრფელად და ორივეს გავუღიმე-არაფერს ვეტყვი,ან რატომ უნდა გავუბრაზდე?მისი ცხოვრებაა,ის კი საკმაოდ დიდი ბიჭია,რომ თავად გადაწყვიტოს რა უნდა.და დღეს რატომ არ მოვიდა?
-ხომ იცი დღეს ჩამოვიდა ლაშაც ბათუმიდან და ეკა უნდა ენახა,რაღაც საქმე ჰქონდათ.
-ააა იმ დეიდას ეკა ჰქვია?
-კიი და რომ განახა რა ქალია,დეიდას კი არა დაიკოს დაუძახებდი,ისეთ ვიდზეა-მითხრა გიომ და ჩემ ლუდს წაეტანა დასალევად.ბიჭებთან კიდევ ერთი საათი დავყავი და შინისკენ მიმავალ გზას დავადექი.ფიქრები თავში მერეოდა,ათასობით აზრი ტრიალებდა,ასობით გრძნობაში არეული.ვბრაზობდი,რომ მე ვერ გავხდი ის ერთადერთი,რომ დღეს ლაშა მის გამო არ მოვიდა ჩემ სანახავად,როდესაც მთელი აგვისტოა არ ვუნახივარ.გაბრაზებული და გაცეცხელბული ვიყავი,მაგრამ ძალიან მშვიდი.გასაოცარია არა? ადრე სიბრაზეს ისე გამოვხატავდი,რომ ყველამ იცოდა რაც მჭირდა.ახლა? ახლა კი წარბიც არ შემხრია.ასე რობოტივით მივდიოდი უცებ რომ აბზუილდა რაღაც,ჯიბისკენ წავიღე ხელი და მომარჯვებულ ტელეფონს დავხედე.ლაშა მირეკავდა:
-ალოო
-ხულიგან შე ძველო,მომენატრეე!
-ნეტა ეკა გისმენდეს ახლა-ჩავიბურტყუნე ჩემთვის.
-რა მითხარი ხულიგან?არ მესმის.
-არა,არაფერიი!
-რა გჭირს ნინუც?-ხმა დაუსერიოზულდა,თითქოს სულ ჩემზე დარდობდეს.
-აააა...ისა.. არაფერი,ბიჭები ვნახე დღეს და დაღლილი ვარ უბრალოდ.შენგან განსხვავებით ზოგ-ზოგიერთებს მართლა ვენატრები.
-ხომ იცი,რომ ვერ ვიტან ესეთ საუბარს.კარგად იცი,ჩემსავით მაინც არავის ეყვარები და არც მოენატრები!
-კარგი,კაგიიი ვიცი რომ საპატიო მიზეზი გქონდა.
-მართალია ხულიგან,ეგრე რაა.მაგ მიზეზს მალე გაგაცნობ.-მერე გავიგე ვიღაცის წიკვინა ხმა და მესხის ტელეფონიც გაითიშა."ნაბიჭ..რები"-შევყვირე ხმამაღლა და სფეარმენთი გავიქანე ყბაში.
მეორე დილით ლაშას ზარმა გამაღვიძა.
-ხულიგან გაიღვიძე,უნდა გნახო.
-იმედია მოგიტაცა შენმა "დედიკომ" და მაგიტომ მირეკავ,რომ დაგაბრუნოთ.თუ არა და სახეს წაგაძრობ-ისე მივაყარე,რომ არც დავკვირებივარ რა ვილაპარაკე.
-მოიცა,შენ რა იცი? რა თქმა უნდა გიორგი ს..რმა ენას კბილი ვერ დააჭირა!
-გიორგის შეეშვი და რა გინდა შენ ის თქვი!-გავბრაზდი რომ კიდე პრეტენზიებით იყო.
-ერთ საათში ჩვენ კაფეში!-გამწარებულმა შეყვირა და არც მაცადა რამის თქმა,ისე გამითიშა.

მეც გავემზადე და ერთ საათში ადგილზე ვიყავი.ლაშა ფანჯარასთან იჯდა და გზას გაჰყურებდა.ღმერთო როგორ უხდებოდა ზაგარი,ეს თეთრი ზედაც და საერთოდ,ისეთი სიმპათიური იყო,იმ წამს ყველა წყენა,ყველა ეკა და ყველაფერი დამავიწყდა.ალბათ ჩემი მზერა იგრძნო და შემომხედა,რომ დამინახა ღიმილი მოეფინა სახეზე და მანდ გულმა დარტყმა გამოტოვა.ეს ღიმილი თავს მაკარგვინებდა!დაჰიპნოზებული მივდიოდი მისკენ,ხელის გულებზე ოფლს ვგრძნობდი.ისეთი განცდა მქონდა თითქოს პირველად ვხედავდი.სწრაფად ადგა და ჩემკენ წამოვიდა,განიერი ხელები გაშალა და გულში ისე ჩამიკრა რომ მის ნეკნებსაც კი ვგრძნობდი.მეხუტებოდა და თან მკოცნიდა,ხან ლოყაზე,ხან თავზე,ხან ჩემ გრძელ თმებში ჰყოფდა ცხვირს და მეფერებოდა.ახლა თუ ხელს არ გამიშვებს ალბათ ინფაქტი მომივა,ეს უკვე ზედმეტია ჩემი სუსტი გულისთვის.რამდენიმე წამიც და მოვშორდით ერთმანეთს.
-ხულიგან,როგორ მომენატრე წრიპა!დამაკლდა შენი კაცური ხელი,ხო იცი-მითხრა ბედნიერი სახით.
-მეც მომენატრე პატარა კაციი-ისე გავინაზე,მეც კი მეუხეშა ყურში ეს ბგერები.
-ძალიან გიხდება რუჯი,სულ სხვანაირი ხარ ხულიგან.
მერე ვისაუბრეთ ბევრი და ბოლოს როგორც იქნა სასურველ თემას მივადექით.სულ სხვა რაღაცაზე ვესაუბრებოდი და ისე უცებ მკითხრა,რა გითხრა გიომ ეკაზეო,რომ მომენტალურ გავშეშდი.მერე გონს მოვედი და მიმიკებიც დავილაგე.
-ზუსტად გინდა,თუ მოკლე შინაარსი?-გახუმრება ვსცადე ჩემი ჭკუით,მაგრამ ლაშამ ისე შემომიბღვირა,კიდევ ერთხელ დამარტყა გულმა.
-მოკლედ ასე გამომიცხადა,ჩვენი ლაშა შეყვარებულია ვინმე ეკაზეო-ჩამოვურაკრაკე მეც.
-შეყვარებული მთლად არ ვარ,უბრალოდ კარგად ვგრძნობ მასთან თავს!არ გავს სხვა ქალებს,არაა მათნაირი ისტერიჩკა,ყველა სიტუაციაში ცდილობს გამიგოს.მოკლედ ძალიან კარგი ადამიანია,აი გაგცნობ და შენც მიხვდები-ისეთი ემოციებით საუბრობდა მასზე,რომ ის პატარა იმედიც კი მომიკლა,ყველაფერი გაანადგურა.
-ხულიგაან,რატომ ხარ ჩუმად,ხომ იცი შენი აზრი ჩემთვის როგორი მნიშვნელოვანია?
-რა გითხრა ლაშა?დიიდ ბიჭი ხარ და შენ უკეთ იცი რა გააკეთო.მე შენი მეგობარი ვარ და არ მაქვს უფლება განგსაჯო!მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებს.შენ 24 წლის ხარ,ის ქალი კი 35 და ეს არაფერს ცვლის?
-არა ნინუუც,არაფერს ცვლის!
-მაშინ რაღა დამრჩენია,ბედნიერებას გისურვებ,თუ კი იცი რომ ეს ის ერთადერთია-ამ სიტყვების ასე უემოციოდ თქმა ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო.მერჩივნა მეთქვა,რომ მეც მიყვარდა,ვიდრე ბედნიერება მესურვებინა მათთვის.
ის დღე თითქმის ლაშასთან ერთად გავატარე,მაგრამ აღარ იყო ყველაფერი ძველებურად.ის არ მესაუბრებოდა ძველებურად ჩვენთვის საყვარელ თემებზე,ახლა იმ თემაზე საუბრობდა რომელსაც სახელად "ეკა" ერქვა და მხოლოდ მისთვის იყო საინტერესო.

პ.ს. წუხელ დამესიზმრა,თითქოს ერთ-ერთი თქვენგანი მლანძღავდა.ეს რა საშინელი თავია,ასეთი უაზრობა ჯერ არ წამიკითხავსო და ძალიან აღელვებულს გამეღვიძა :დდდ ხო და არ გამიხეთქოთ გული ახლა :დდ



№1  offline წევრი elo123

აუ კაი იყოო :D :D

 


№2  offline წევრი miyvarxar1992

მე ლაშას მოკლვა მომინდა ამ წამს ძალიან.ისე კარგი იყოოო.მინდა მალე ამ ასწავლო აბ ბიჭს ჭკუა.წარმატებები

 


№3  offline წევრი jinjeri

არა სულაც არაა საშინელი და ძალიან კარგია, მაგრამ პატარაა!!! მაგრამ მალე თუ არ დადე მერე კი გაგლანძღავ!!!

 


№4  offline წევრი PARVENU

Msgavsi gemovnebis bichebis ar mesmis da momkalit>_>
--------------------
Parvenu

 


№5 სტუმარი tasss

Exla wavikitxe 4 tavii damainteresa da ve

 


№6  offline აქტიური მკითხველი lalita

ვაიმე მოუკლა გული ... უჰ საზიზღარი და შენ გაადიდე თავები.

 


№7 სტუმარი hipo

vaih :/ guli metkina

 


№8 სტუმარი ele

au male dade ra plz...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent