შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სანაპირო


6-04-2016, 22:21
ავტორი Dippie
ნანახია 1 750

შემოდგომის მეორე თვე ახალი მოსული იყო თბილისის ჭრელ ქუჩებში...სუსხის,ცუდი ამინდების მატებისა და მოღუშული სახეების პერიოდი დამდგარიყო.ჩემი ჩანაწერის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი-ნინა,ბუკიას ბაღში იჯდა,ყურსასმენებში "სიგურ როსის" სიმღერას ატრიალებდა და ერთი შეხედვით უაზრო სანახაობაში დიდ სილამაზეს ხედავდა.კი ძალიან რთული პირვნებაა,მარტოსული,არა იმიტომ,რომ არავინ არ ყავს,უბრალოდ მარტოობა მისი სიმყუდროვის ერთადერთი საშუალებაა,სხვა დანარჩენი უბრალოდ უაზრობაა.ყოველწამს ეცვლებოდა ხასიათები და დღეში ათასგვარ პიროვნებას განასახიერებდა,რითაც ნაცნობებიც და თვითონაც ძალიან შეწუხებული იყო. რას ხედავდა...ძაღლს რომელიც მშვიდად იწვა და არანაირი შიში არ გააჩნდა იმ ადამიანების მიმართ რომლებიც მეტროდან ამომავალ კიბეებს მოყვებოდნენ.ხეებია ლამაზი დაკვირვებიხათ? სწორი "ტანი" შემდეგ კი ბარაქიანად გაშლილი ტოტები რომლებიც მრუდე ფორმას ქმნიან.ქარი მარჯვნიდან მარცხნივ ფანტავდა ფოთლებს,ხალხი ერთმანეთში ირეოდა,ზოდი ტელეფონს ჩასჩერებოდა და ა.შ.
მეორე მთავარი პერსონაჟი-ირაკლი.(დიახ მათი გზები რათქმაუნდა გადაიკვეთება).პიროვნულად თბილი,გარეგნულად უხეში,დაკუნთული,სიმპათიური ადამიანი იყო.იტაცებდა პროგრამირება,სპორტი,გოგონები...მოკლედ რომ ვთქვათ სწავლის გარდა თითქმის ყველაფერი.არ ვიცი ამ დროს იგი სად იყო,ვინაიდან ნინას(ანუ მე) არ იცნობდა.
ყველაფერი სოციალური ქსელით დაიწყო,ხანგრძლივი ლაპარაკით და ერთი კვირის შემდეგ პირისპირ შეხვედრით გაგრძელდა ყველაფერი.
-სად გნახო
-დღეს კარგი ამინდია გავისეირნოთ სადმე...
მათი პირველი შეხვედრა ზოგისთვის ნაცნობ,ზოგისთვის უცნობ, საირმის ქუჩაზე მოხდა.დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ჩახუტებულები იდგნენ და საუბრობდნენ იმაზე რაც თავში ამოუტივტივდებოდათ...სიცოცხლის ბოლომდე ახსოვდა ნინას ის სურნელი,ის პირველი სურნელი როდესაც მას შეხვდა,სითბო,ხმა...ყველა მინორული დეტალი.გაირკვა რომ ნინას კლასელების ძმაკაცი იყო ირაკლი(ეს ისე ინფორმაციისთვის). მალევე შეეცვალათ სტატუსი და "შეყვარებულებიც" გახდნენ,როგორ? მაგასაც მოგიყვებით...ზუსტად არ მახსოვს რატომ მაგრამ ძალიან გავბრაზდი ირაკლიზე,მასთან ვიყავით სახლში,მოვიცვი პალტო და გამოვქანდი სადარბაზოდან...კიდევ ერთი საშნელი თვისება ქონდა ნინას,აფექტი. საბურთალოს ქუჩას მიუყვებოდა მკაცრი,სწრაფი ნაბიჯებით როცა ირაკლი დაეწია და წინ გადაეღობა:
-გამატარე
-არა
-ირაკლი გეყოფა რა,-მკაცრად უთხრა და ხელით მიაწვა მაგრამ აზრი? საშნლად გაბრაზდა და აფორიაქდია...მუჭაში დამწყვდეული ჩტივით ცდილობდა ირაკლის ძლიერი მკლავებიდან გამოძრომას როდესაც ყურში მკაცრად ჩასჩურჩლა:
-მიყვარხარ ადამიანო,-მჰმმ რეაქცია? გაშეშდა, ნინა ხომ ის ადამიანი იყო ვისაც წლების წინ გული ატკინეს,გაქვავდა და აღარავის იკარებდა,უეცრად კი ადვილად უახლოვდება სრულიად უცხოს ის კი სიყვარულს უხსნის.შუაღამის სუსხისგან ტუჩებმოყინული,ჩუმი, ათრთოლებული ხმით პასუხობს:
-რა?,-ირაკლიმ კი დაუფიქრებლად გაიმეორა ისევ იგივე "მიყვარხარ ადამიანო"...დაახლოებით ერთ კვირაში კი ნინამაც იგივეთი უპასუხა და ასე შეიქმნა მათი წყვილი.
"ნინა როგორ მომენატრე ვერ წარმოიდგენ,ცუდად ვარ უშენოდ.არშემიძლია უბრალოდ,მჭირდები..როცა მაგრძნობინებ რომ ასი პროცენტით ჩემი ხარ მაშინ ვარ ყველაზე ბედნიერი.მთელი ცხოვრება ერთად უნდა გავატაროთ იცოდე" (ზუსტად ასე მომწერა) მისი სიყვარული რას ნიშნავდა ნინასთვის? იგი სიცოცხლის ბოლომდე თვლიდა რომ ირაკლის ნაირ პიროვნებას არ იმსახურებდა,ის ხომ ნინას თითოეულ უაზრო ხასიათს იტანდა და შეეძლო გადაებიჯა ამ ყველაფრისთვის.ნინას სიყვარული ირაკლისთვის? "ირაკლის სამყარო,პატარა გოგო,ფერია ყველაფერია" (ასეთი რითმა შეთხზა და სიცოცხლის ბოლომდე უმეორებდა ნინას) "გნახე თუ არა ეგრევე შემიყვარდი,ამდენი წლის განმავლობაში რაც ვცხოვრობ პირველად ვიგრძენი თავი სრულყოფილად,თითქოს პაზლის ნაწილები ვართ და ერთად შევვერთდით...შენგარდა არავინ მინდა შეიგნე,ყოველთის მეყვარები და გული მწყდება იმ დაკარგულ წლებზე როცა შენ არ გიცნობდი." ირაკლი საუკეთესო იყო,როგორც მათი სიყვარული,როგორც მათი ასაკი,როგორც ის პერიოდი და საერთოდ ყველაფერი.ნინა თექვსმეტის იყო,ირაკლი ერთი წლით დიდი. რა ენაღვლებოდათ გარდა გამოცდებისა და უნივერსიტეტში მოწყობისა? არცარაფერი.მხოლოდ ერთმანეთს ხედავდნენ და ეგონათ არანაირი პრობლემა არ ექნებოდათ,ვინაიდან უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ სწორედ სიყვარულს ევლება გარს სასტიკი პრობლემების ნუსხა და ცხოვრებისეული სირთულები....

გამარჯობა.დიდი ხანია არაფერი დამიწერია,რაც ადრე გამოვაქვეყნე ბოლომდე არც დამისრულებია.გადავწყვიტე დავიწყო ამ ისტორიის წერა,რომელიც ასე ვთქვათ რეალურ ფაქტებზეა დაყრდნობილი. გამარჯობა, მე ნინა ვარ, ისტორია კი ჩემ სიყვარულს ეხება რომელიც ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის.ისტორია ნამდვილი ფაქტებით დაიწყება,და ის რაც არ მომხდარა მომავალში უკვე ჩემი ინტერპრეტაციით გაგრძელდება.(ტექსტში გამოყენებული ასევთქვათ "ამონარიდები" რეალურია).თუ დაგაინტერესებთ დააკომენტარეთ რომ შევუდგე შემდეგი თავების წერას. დიდი მადლობა წინასწარ.სიყვარულით ნინა ^




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent