ვერ ვხვდები როგორ შემიყვარდი(2)(თვით უჟმურებავ)
დილით თაკოს ადრე გაეღვიძა. მთელი ღამე იწრიალა და ნორმალურად არც უძინია. ყოველთვის ასეა როდესაც რამეზე ნერვიულობს ან რამე უხარია ვერ იძინებს. ამ ღამით კი ორივე გრძნობამ ერთდროულად შემოუტია და დილით თვალებდასიებულმა და გაბრუებულმა გაიღვიძა , მაგრამ საწოლიდან რასაც ქვია წამოფრინდა არუნდოდა პირველივე დღეს დაეგვიანა. აბაზანაში შევიდა გადაივლო იქიდან გამოსულმა წინა დღით შერჩეული ტანზე მომდგარი ნაცრისფერი მუხლამდე კაბა ჩაიცვა და ზემოდან უმკლავო თეთრი ბლუზა. მაკიაჟი საერთოდ არ გაუკეთებია დიდად არ უყვარდა მაკიაჟი მხოლოდ წამწამები აიპრიხა და სარკისწინ კმაყოფილი დადგა. ჩანთაში თავისი ნოუთბუქი ჩაიდო და სახლიდან გავიდა. ცხრას ოცი ეკლდა შენობასთან მანქანა რომ დააპარკინგა და ზუსტად ხუთ წუთში უფროსის კაბინეტთან და თავის მაგიდასთან იდგა. მაგიდას გადახედა რაღაც რაღაცეები გადააადგილა და რაღაცეებიც ჩაამატა. მერე ყავის აპარატთან მივიდა და დიდ ჭიქაში ცხელი ამერიკანო ჩამოასხა. -უშაქრო!-თავისი თავი კიდევ ერთხელ დაარწმუნა-უშაქრო ამერიკანო.. რა ხააიათიც აქვს ისეთ ყავას სვავს -ჩაიბუტბუტა და გაეღიმა. თავისთვისაც ჩამოისხა კაპუჩინო და მაგიდასთან მოთავსდა. საათს დახედა ზუსტად ხუთი ეკლდა. "წესით უკვე უნდა მოვიდეს" თვალებს კარს არ აშორებდა, და ნერვიულად ფრჩხილებს აკაკუნებდა მაგიდაზე. რამდენიმე წამიც არ იყო გასული რომ კარები გაიღო, თაკოს გულმა ორმაგად დაიწყო ბაგაბუგი და მამაკაცის სილუეტის დანახვისთანავე ფეხზე ადგა, მარჯვენა ხელში ყავის ჭიქა დაიჭირა და წელში გაიმართა. ოთახში მაღალი ახალგაზრა მამაკაცი შემოვიდა. მკაცრი გამომეტყველებით შავი დაბალზე აღებული თმით და ნაცრისფერი ოდნავ მომწვანო თვალებით. თაკო ადგილზე მიიყინა, თითქოს რაღაცნაირი იმედგაცრუებაც იგრძნო რომ უფროსი ასეთი არ ყავდა წარმოდგენილი გონებაში. "ეს და მკაცრი?" გაიფიქრა წამიერად და მისკენ მომავალი უფროსი შეათვალიერა. "ჯანდაბა მერჩივნა დიდი კაცი ყოფილიყო ამის შენიშვნებზე უფრო გამიჭირდება თავის შეკავება პრეტენზიების გამოთქმისგან." გაიფიქრა და ახალ უფროსს გაღიმებული შეეგება. -გამარჯობათ...-დაიწყო თაკომ და ღიმილი სახეზე შეაშრა როცა მიხვდა რომ საკუთარი უფროსის სახელი არ იცოდა. "ჯანდაბა როგორ დამავიწყდა მეკითხა! იმანაც აღარ მითხრა" გაბრაზა თაკო და მხოლოდ გამარჯობით შემოიფარგლა. ყავა ოდნავ წინ გასწია და უფროსს გაუწოდა. მაშინღა გაჩერდა უფროსი და თაკოს შეხედა უემოციო სახით. ხმას არ იღებდა უბრალოდ ის კარგად აათვალიერ ჩაათვალიერა. თაკოც იდგა და ელოდებოდა როდის მორჩებოდა მამაკაცი მის თვალიერებას სხვას ვერაფერს აკეთებდა ყავის ჭიქა კი უკვე ხელს წვავდა. -ანდრია!-უცებ ხმამაღლა დაიძახა მამაკაცმა და რამდენიმე წამში მის გვერძე ახალგაზრდა ბიჭი გაჩნდა რომელის სამუშაო კუთხეც უფროსის კაბინეტთან და მისი მდივნის სამუშაო კუთხესთან ყველაზე ახლოს იდგა. -დიახ ბატონო დათი.-წარმოთქვა ანდრიამ მისი სახელი და თაკომაც ამოისუნთქა -ის სად წავჯდა რა ერქვა...-ვიღაცის სახელის გახსენებას ცდილობდა დათი. -ნანუკა?-იკითხა ანდრიამ. -ის თქვენ გაათავისუფლეთ გუშინწინ. დათის ისიც კი არახსოვდა რომ მისი მდივანი ორი დღის წინ გაათავისუფლა. ამის შემყურე თაკოს ლამის ყბა ჩამოვარდა."ჯანდაბა ეს ვინ ყოფილა ისე გაათავისუფლა ვითომც აქ არაფერი და თან არც ახსოვს" -რატომ?-კითხვა განაგრძო დათიმ. -იმიტომ რომ შაქრიანი ყავა მოიტანა. -აა ჰო გამახსენდა მთელი ორი თვე იმუშავა ჩვენთან და ის ვერ დაიმახსოვრა როგორი ყავა უმდა გაეკეთებინა, ჩემი ბრალი არაა. კარგი საქმეს დაუბრუნდი.-თქვა და ანდრია თავის ადგილს დაუბრუნდა. მერე თაკოს გამოწვდილ ყავას დახედა. -კაბინეტში... სხვა დროს კაბინეტში დამახვედრებ ხოლმე-უთხრა თაკოს და გვერდი აუქცია თაკოც კაკუნით უკან აედევნა ყავით ხელში. "უშაქრო ამერიკანოა"-კიდევ ერთხელ დაირწმინა თავი მან სავარძელში მოთავსებულ დათის ყავა წინ დაუდგა და უსიტყვოდ დატოვა კაბინეტი. ამოისუნთქა და დამშვიდებული ჩაჯდა სავარძელში. -დიახ ბატონო დათი-უფროსისგან შემომავალ ზარს უპასუხა. -ნანუკა ჩემს კაბინეტში. -მე თაკო ვარ-ამოილაპარაკა თაკომ მაგრამ დათის ყურმილი უკვე დაკიდული ჰქონდა. -დიახ ბატონო დათი.-კაბინეტში გაღიმებული შევიდა თაკო თუმცა ვინ შეამჩნია დათის ქაღალდებში ჩაერგო თავი და მისთვის არც შეუხედავს. -ამ საბუთების ასლი გამიკეთე- ქაღალდის მთელი დასტა გაუწოდა დათიმ მანაც დაუყონებლივ გამოართვა.-და საღამოს შეხვედრა გადადე გასვიანის კომპანიის წარმომადგენლებთან. ჩვენი განყოფილების წევრებთან კი შეკრება დანიშნე სამსაათზე. ყველას შეატყობინე. -დიახ ბატონო დათი-კვლავ ეს სიტყვები გაიმეორა თაკომ და კაბინეტიდან გასვლას აპირებდა როცა დათისხმამ შეაჩერა. -ჰო მართლა სახელი?-უემოციოთ ახედა დათიმ-დამავიწყდა ნანულა რომ აღარარის აქ. -თაკო-წყნარად წარმოთქვა თაკომ და მანაც დათის შეხედა. -თავისუფალიხარ-მკაცრად უთხრა დათიმ და თავის საქმეს მიუბრუნდა თაკომ კაბინეტი დატოვა და კმაყოფილი გაემართა ქსეროქსისკენ. ნახევარი ფურცლები გადაქსერიქსებული ჰქონდა რომ ქსეროქსმა გაჭედა. -ჯანდაბა -ჩაიბუტბუტა თაკომ და ბრინტერზე თითები დააბაკუნა თითქოს თავისი ოდნავი დაკაკუნებით რამეს უშველიდა. გვერდიდან ჩახითხითება მოესმა. ეს ანდრია იყო რომელიც გაღიმებული შესცქეროდა შეწუხებულ თაკოს. მისი მიმზიდველი ღიმილი თაკოს არგამოპარვია და მანაც ღიმილით უპასუხა. -გაჭედა?-ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მიუახლოვდა ანდრია. -ჰოო-დანანებით ჩაილაპარაკა თაკომ და ანდრიასკენ შებრუნდა. -ანდრია-ხელი გამოუწოდა ბიჭმა. -თაკო-მანაც ხელი ჩამოართვა. -მოდი პატარა ფოკუზს ჩავატარებ უცებ... -თქვა ანდრომ და ქსეროქსის აპარატის უკანა მხარეს რაღაც რაღაცეები შეასწორა. ქსეროქსიც ამუშავდა. -ვაა-მსახიობურად წამოიძახა თაკომ და ანდრიას კიდევ ერთხელ გაუღიმა.-მადლობა. -არაფრის რისი მადლობა რამე თუ დაგჭირდება მითხარი და დაგეხმარები.-თქვა და წავიდა. -კარგი თურამეა...-დააწია სიტყვები . ------ როგორც იქნა ასლების კეთებას მოვრჩი და შემდეგ ყველას გაფრთხილება დავიწყე შეკრებასთან დაკავშირებით. შეკრებაზე ყველაზე ბოლო დათი შემოვიდა. მთელი შეკრება ბათუმთან დაკავშირებით საუბრობდა რაღაცას მაგრამ ჩემი გონება სულ სხვაგან იყო წინასწარ ვფიქრობდი ჩემს სტატიაზე და იმედებს ძირითადად ანდრიაზე ვამყარებდი კარგი ბიჭი იყო უნდა ვაღიარო რომ არ მომწონებია მაგრამ სტატიისთვის შესაფერისია ამიტომ ცოტა მსახიობობა მომიწევს ბოლოსდაბოლოს მართლა ჭეშმარიტი სიყვარული კი არ უნდა ვიპოვო უბრალოდ ეს სტატიაში უნდა ჩანდეს ასე. -...ამიტომ მომდევნო კვირაში თავად წავალ ბათუმში და იქაურ ინვესტორებს და ბიზნესპარტნიორებს პირადად მოველაპარაკები თან როგორც იცით სეზონი იწყება და უფრო მეტი შანსია მეტი დამფინანსებელი ან პარტნიორი შევიძინოთ.-დათის საუბრის დასასრულს გამოვფხიზლდი და მის სიტყვებს მოვკარი ყური. ღმერთო ჯერ ერთი დღეა რაც ვიცნობ და აუტანელი ვინმე ჩანს. იმედია გავუძლებ, თუმცა რაც არუნდა იყოს უნდა გავძლო! ჩემი ოცნება უნდა ავისრულო. სამუშაო საათები დამთავრდა თუ არა ამოვისუნთქე მანქანა დავქოქე და სახლში წავედი. -აბა როგორი იყო პირველი სამუშაო დღე?-ყურმოლი ავიღე თუ არა გავიგე სოფის წკრიალა ხმა. -ჩვეულებრივი. -ანუ? -რავიცი ყველაფერი კარგადაა ჩემი სტატიისთვის კანდიდატიც მყავს, მაგრამ უფროსი მყავს აუტანელი. -აუტანელი? -ჰოო ზედმეტად სერიოზულია ანუ უჟმური და რავიცი აუტანელი ვინმეა რაა ერთი სიტყვით. -არაუშავს შეეჩვევი თან მხოლოდ ორი თვე უნდა იყო რა მანდ ხო იცი. -ეჰ ჰო ორთვეში უნდა ვიპოვო "ჭეშმარიტი სიყვარული ".... ეგ რაარის ჩემს წინ ვინც იყო ის იცი რის გამო გაააგდო? -კი ვიცი...-მობეზრებით ჩაილაპარაკა. -ყავაში შაქარი ჩაყარა და მაგიტომ. -უიმე -ჰო ომან ორი თვეც ვერ გაძლო მე კიდე ამ ორთვეში ორი სხვადასხვა პროფესია უნდა შევითავსო. ვაიმე მგონი ეს უჟმური არმაცდის წერას იმდენ რამეს მავალებს. -კარგი შენ კიდევ რა იყო ერთი დღე იყავი ჯერ და ისე ლაპარაკობ თითქოს ერთი კვირაა რაც მანდ ხარ და წლელში გაგწყვიტა უკვე. -დამიჯერე მაგას ერთი კვირაც არ დასჭირდება. -ოო კაი რაღა შენი უჟმური უფროსი აგიტყდა მომიყევე შენს ერთ-ერთ კანდიდატზე. -ერთ-ერთი არა ჯერ-ჯერობით ერთადერთია. ანდრი ქვია სიმპატიურია ქერაა და ყავისფერი თუ თაფლისფერი თვალები აქვს საყვარელია მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ პატარაა. -კაი 24 წლის ხარ და შენზე პატარა ვერ იქნება მაშინ უნდა სწავლობდეს ჯერ კიდევ სამუშაო მაგიდასთან კი არ უნდა იჯდეს. -ჰოო რავი. -ანუ მოგეწონა? -კი სტატიისთვის შესაფერისია კაი ბიჭია მაგრამ რომ ვთქვა რომ მომეწონა არა. მაგრამ ვითომ მომეწონა ცოტა მსახიობობა დამჭირდება თორემ ეგრე შეიძლება ამდენი ბიჭიდან არცერთი არმომეწონოს გულწრფელად და სტატია საიდანმოვიტანო ვითომ?. -და ისე ეგ სტატია შენ რომ მოგეგონებინა შენი ფანტაზიით და საკუთართავზე არგამოგეცადა არა? -არა თინას ნამდვილი უნდა და...-ამ ლაპარაკ ლაპარაკში მანქანა სახლთან გავაჩერე და სადარბაზოში შევედი. -გამარჯობა-გაღიმებული მივესალმე იმ ბიჭს რომელმაც სამაჯური დამიბრუნა მაშინ, სახელი აღარ მახსოვს მგონი არც უთქვამს. -გამარჯობა-ისიც მოკლედ მომესალმა რადგან მობილურზე ვლაპარაკობდი და გზა გავაგრძელეთ მე ზევით მან ქვევით. -ვის მიესალმე?-მობილურში იკითხა სოფიმ -შენი სამაჯურის გადამრჩენელს. -აა ჰო მაგას. -ჰო მაგას. -კიდევკარგი იპოვა თორემ ვერგადამირჩებოდი. -აბა ორივე გადაგვარჩინა-გამეცინა მე. -აამ კაი წავედი აბა ლილე მირეკავს. თუ გინდა ზარებს გავაერთიანებ და ერთად ვილაპარაკოთ. -აუ არა იყოს სახლში შევედი ეხლა და გამოვიცვლი. -კაი კარგად -კარგად-დავემშვიდობე სოფის და მობილური გავთიშე. მომდევნო დღეს შაბათი იყო ამიტომ ძილი გვიანობამდე გვაბი. ავდექი მსუბუქად ვისაუზმე და გოგოებთან შესახვედრად კაფეში წავედი ბავშვობიდანვე მეშინია ძაღლების. არამარტო ძაღლების უამრავი რაღაცის მაგრამ უფრო მეტად ძაღლების რადგან ქუჩაში ხშირად ვხედავ. ამიტომაც ლამოს შოკში ჩავვარდი ჩემსკენ მომავალი ლაბრადორი რომ დავინახე. მომიახლოვდა თუ არა კივილი მოვრთე და უკუსვლით სირბილი დავიწყე ისიც ბაჯბაჯით მომდევდა ენაგადმოგდებული. -ნუ გეშინია არგიკბენს!-მომესმა უკნიდან ნაცნობი გამყინავი ხმა და ის ის იყო უკან სწრაფად მივბრუნდი რომ ვიღაცას ძლიერად შევეჯახე, ეს ხმის პატრონი იყო ბატონი დათი. -ფრთხილად-წარმოთქვა და მე ჩამომხედა. არვიცი რადამემართა მასთან საკმაოდ ახლოს ვიყავი და მის სახეს მივაშტერდი წამიერად შევათვალიერე მისი სწორი ცხვირი სავსე ბროწეულისფერი ტუჩები, აი ღრმაჭაობისფერი თვალების უცნაურმზერას რომ წავაწყდი ძაღლი გამახსენდა და ბუზღუნით ამოვეფარე დათის. -არგიკბენს რა იყო ასე ძალიან გეშინია ძაღლების? სხვა რომ ყოფილიყო ალბად გავიღიმებდი და უდარდელად გავუბავდი ლაპარაკს მაგრამ მას ისეთი ხმა და ტონი ჰქონდა რომ მასთანერთად სიცილი და მეგობრული საუბარი ვერწარმომიდგენია. -ჰო საკმაოდ. თქვენი ძაღლია?-ვითომ ინტერესით ვკითხე მას. -კი-ისევ სერიოზული ტონი, სახისგამომეტყველებაც კი არეცვლება ცივიმზერით იყურება უემოციო სახით წარბები ოდნავ შეჭმუხნნული აქვს რაც უნდა ვაღიარო რომ უფრო მიმზიდველს ხდის -გიყვართ ძაღლები-დავიწყე იდიოტური კითხვების დასმა რადგან ერთი გზა გვქონდა და ერთი სული მქონდა როდის მივაღწევდი კაფეს. -ჩემი ძაღლი კი ისე რომ ვთქვა ცხოველებზე არვგიჟდები. "უუფ რაგასაკვირია"-გონებაში ჩამეცინა. ერთხელ კიდევ გავხედე გაუღიმარ ხელმწიფეს გონებაში დავასკვენი რომ ასეთი უჟმური ტიპია და გაღიმება არშეუძლია და მოუთმენლად შევაღე კაფის კარი. -ნახვამდის ბატონო დათი-გავუღიმე მას. -ნახვამდის-ჩვეული ტონოთ მიპასუხა და უკანმოუხედავად დამტოვა თავის ლაბრადორთანერთად. კაფიდან ერთხელ კიდევ შევათვარიელე, სპორტულ სამოსში სრულიად განსხვავებულად გამოიყურებოდა და გამეღიმა. მერე გავბრაზდი. -ამას თუ კიდევ გავუღიმო!-ჩავიბუტბუტე გაბრაზებულმა და მეგობრებისკენ წავედი.... ------- რას იტყვით?♥ გავაგრძელო? (თუ რაიმე შეცდომაა ბოდიშს გიხდით მობილურით დავწერე) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.