შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"თუ ქალი შემჩნეულია ჯადოქრობაში, ის უნდა დაიწვას..!!" (1)


8-04-2016, 00:40
ავტორი gijka13
ნანახია 2 122

" - გამარჯობა... როგორ ხარ?
რა სისულელეა არა..? მე რომ ვზივარ... გწერ წერილს და გეკითხები როგორ ხარ...
მე ხომ ვიცი, რომ ეს წერილი შენამდე ვერასდროს მოაღწევს...
ნეტავ შემეძლოს უკან დავაბრუნო დრო...
აი მაგალითად დღე, როცა პირველად დაგინახე, ციცქნა... სულ რაღაც 3 დღის დაბადებულს გიყურებდი და 5 წლის ბავშვი ვგრძნობდი რომ სული რომელიც შენს სხეულში იყო მე მეკუთვნოდა...
დამიჯერე რა... რომ შემეძლოს დროის უკან დაბრუნება, მხოლოდ ერთ შევცვლიდი...
იმ მიკარგულ სახლში სადაც შენ 3 დღის დაბადებული იწექი, დედას არ შემოვყვებოდი... ვიტირებდი და იძულებული გახდებოდა გარეთ დავეტოვებინე.
განა იმიტომ რომ ვნანობ შენს გაცნობას...
არა... უბრალოდ შენს ნათელ ცხოვრებაში შავ წერტილად აღარ გავჩნდებოდი.
რაღაც მინდა გითხრა, იმ ბევრ რაღაცას შორის რასაც გწერ...
გახსოვს გითხარი არასდროს მომიტყუებიხართქო...?
ეგეც მოგატყუე... მე ბევრს გატყუებდი, მაგალითად იმას რომ სკოლაში, შენი სახლის კართან დაგდებ ფურცლის ნაგლეჯზე წაწერილი " მიყვარხარ " მე არ დამიდევს...
ისიც მოგატყუე რომ გითხარი არასდროს დაგტოვებმეთქი... წავედი და დიდხანს მომიწია შენი მხოლოდ და მხოლოდ სიზმრებში ხილვა...
დამიჯერე რა...
რომ შემეძლოს დროის უკან დაბრუნება შენს ნათელ ცხოვრებაში შავ წერტილად აღარ გამოვჩნდებოდი...
აღარ მომიწევდა შენი დატოვება... აღარც იმას მოგატყუებდი, რომ შენი სახლის კართან ფურცლის ნაგლეჯი წარწერით " მიყვარხარ " მე არ დამიდევს...
დამიჯერე რა... დამიჯერე რომ დღეს მე ისევ ისე მიყვარხარ როგორც მაშინ... ახლაც გატყუებ... უფრო მეტად მიყვარხარ...
დამიჯერე და გახსოვდეს... უსასრულო მხოლოდ უსასრულობაა და ჩემსა და შენს სიცოცხლეს ოდესღაც მაინც ექნებოდა დასასრული... თუმცა არა ასეთი...
შენს სიკვდილში დამნაშავე მე არ ვიქნებოდი და პირიქით... ჩემს სიკვდილში შენ...შენს სიკვდილში რეალურად... მე კი შენმა სიკვდილმა მომკლა სულიერად...
რა თქმა უნდა მერჩივნა შენს ადგილას ახლა მე ვყოფილიყავ, მაგრამ იმითვისაც ვერ გიმეტებ რომ მთელი ცხოვრება ისევე დატანჯულიყავი როგორც მე ვიტანჯები ახლა...
მწარეა... მტკივა... მიმძიმს... ვერ ვსუნთქავ...
მაგრამ ვიმსახურებ...
დამიჯერე რა...
მაშინ როცა სულ ციცქნას გიყურებდი, ვერ წარმოვიგენდი შენს ასეთ დასასრულს... მე ბავშვი ვიყავი... ბავშვები კი სუფთები არიან... ჩვენ, ზრდასრულებს მერე გვემღვრევა სული...
რომ მცოდნოდა... რომ წარმომედგინა... გავქრებოდი...
დამიჯერე რა...
დამიჯერე..."


* * *

- სალამი მერიენ...
- ბედნიერი დღე ბატონო ვინსენტ
- დედაშენი როგორ არის მერიენ?
- იცით დღეს პატარა გოგონა დაიბადა... დედაც კარგადაა.
- ოო როგორ გამახარეთ, ხომ ვთქვი გოგონა იქნებათქო.
ზორბა ტანის კაცმა თავზე ბინძური ქუდი მოიხადა და ჰაერში ააგდო, დაიჭირა და ისევ თავზე მოირგო.
- მეც სულ გეთანხმებოდით...
- შენ ჭკვიანი გოგონა ხარ, გახსოვს ლისბეტმა გამოცდის დროს, გოგო იქნებოდა თუ ბიჭი, მარცხენა ხელი ასწია... ეს კი სწორედ იმის მანიშნებელი იყო, რომ პატარა შავთვალება გოგონა დაიბადებოდა.
ნიშნის მოგებით დაჰკრა კაცმა გოგონას ცხვირზე საჩვენებელი თითი.
- კი, მაგრამ პატარა მალეფისენტას შავი თვალები არ აქვს ბატონო ვინსენტ...
მერიენის ხმას მწუხარება დაეტყო.
- არ თქვა რომ ბავშვს რამე ნაკლი აქვს, ეს უსამართლობა იქნება.
შეცბა ვინსენტი.
- იცით... უცნაურად წითელი თვალის ფერი აქვს.
- ღმერთო ჩემო..! -
წამოიყვირა მამაკაცმა, თუმცა შემდეგი სიტყვები თითქმის ჩურჩულით წარმოთქვა: - სოფელში ჯადოქარიღა გვაკლდა...! ხომ იცი რომ აქ ასეთი ადამიანი ვერ იცხოვრებს... კოცონზე დაწვავენ...
- კი მაგრამ ის ხომ მხოლოდ პატარა ბავშვია..?
ანერვიულდა მერიენი.
- გაიზრდება... არამგონია პატარა ბავშვი დაწვან სოფლის ბინადრებმა, მაგრამ თუ კი ხმა მეფემდე მივა... - მამაკაცმა დამაფიქრებლად ამოიდო მარჯვენა ხელი ნიკაპის ქვეში. - მე ვფიქრობ მალეფისენტა უნდა გადავმალოთ... ხომ ასე დაარქვით ?
- კი მალეფისენტა.
დაუდასტურა გოგონამ.
- უნდა გადავმალოთ, მოწითალო თვალის ფერი ჯადოქრის პირველი ნიშანია...
- დედაც სწორედ ამაზე ღელავს.
- ვინმემ ნახა ჩვილი?
- არა არავის უნახავს.
- ძალიან კარგი, ხო და დღესვე გავამგზავრებ ჩემს დასთან... ის ოზოლენდის ტყეში ცხოვრობს განცალკევებით ქოხში, ქი მალეფისენტას ვერავინ მიაგნებს და არც არავინ შეეხება ბინძური ხელებით. თანაც ჯადოქრობასთან შეხება ვერ ექნება და მშვიდად და ნორმალურად იცხოვრებს.
- დედა მეცოდება, მალეფისენტა ჯერ 6 საათის დაბადებულიც არ არის და უკვე მოვაშოროთ?
- ბავშვისთვის ასე სჯობს დამიჯერე.
- კარგით ბატონო ვინსენტ, თქვენ მართალი ბრძანდებით. რადაც არ უნდა დამიჯდეს მალეფისენტას დავიცავ.
- ყოჩაღ მერიენ... დღეს ღამით მე თავად წავიყვან ბავშვს ჩემს დასთან.
- გმადლობთ ამ სიკეთეს ვერასდროს გადაგიხდით...
- პირიქით, ჩემი და 12 წელია გათხოვილია, მაგრამ შვილი არ ჰყავს, გოგონას საკუთარი შვილივით მოუვლის და აღზრდის.
- კარგით, დედას მოველაპარაკები.
- აბა შენ იცი მერიენ, შემატყობინე რას გადაწყვეტთ.
- აუცილებლად ბატონო ვინსენტ.
ვინსენტი გოგონას გაეცალა... მერიენი დამწუხრებული იდგა ბოსტნეულის კალათით ხელში ქუჩაში.
- დღე მშვიდობის მერიენ...
კიდევ ვიღაც მიესალმა, თუმცა ყურადღებას ვერავის აქცევდა...


მალეფისენტა მერიენის მესამე დედმამიშვილი იყო... რამდენიმე თვის წინ მამა დაეღუპა, ყაჩაღებმა ცოცხლად დაწვეს, გოგონა კი ამ ყველაფერს საკუთარი თვალით უყურებდა.
ლისბეტს ცოტა ხანში მუცელი რომ შეეტყო მიხვდა რომ ორსულად დარჩენილა მეხუთე შვილზე. ბავშვი დანაკლისის ასანაზღაურებლად გამოგზავნილ საჩუქრად მიიღო და მოუთმენლად ელოდებოდა დღეს როცა ხელში დაიჭერდა.



მერიენმა უბრალო ქოხის კარი შეაღო და შევიდა.
- დედა...
შესვლისთანავე დაუძახა ლისბეტს.
- მოხვედი მერიენ? ხომ არავისთვის გითქვამს მალეფისენტას თვალის ფერის ამბავი?
შეშინებულმა იკითხა მწოლიარე ქალმა.
- მხოლოდ ბატონ ვინსენტს... მან კარგი იდეა მოგვაწოდა. -მერიენი ოთახის კუთხეში დადგმულ, უხეშად გამოყვანილ ხის კუნძზე ჩამოჯდა, რომელსაც სკამის ფუნქცია მოერგო. - შემომთავაზა რომ ბავშვი მის დასთან, ოზოლენდის ტყეში გავგზავნოთ, ის მარტო ცხოვრობს, შვილი არ ჰყავს და ჩვენს მალეფისენტას შვილივით გაზრდის და რომ აქ მას საფრთხე ემუქრება. დედა მე ვფიქრობ ასე სჯობს მისთვის.
ლისბეტს თვალები აუწყლიანდა, უხეშ ნაჭერში გახვეულ ბავშვს გადახედა და ხმით ატირდა.
- დედა ვიცი, რომ რთულია... მალეფისენტაზე იფიქრე...
- მართალი ხარ მერიენ, ვინსენტის ნდობა შეიძლება, ის მამაშენის კარგი მეგობარი იყო, თანაც მისი სიკვდილის შემდეგ გვერდიდან არ გვშორდება.
- ვიცი დედა.
კარები გაიღო და ერთადერთ ოთახში რომელიც ამ ქოხს გააჩნდა, მაღალი და მხარბეჭიანი ყმაწვილის სილუეტი გამოჩნდა. ის მერიენის უფროსი ძმას და ლისბეტის პირველი შვილს ვლადიკას ეკუთვნოდა.
- დედა იხვი მოვინადირე, დღეს კარგად ვისადილებთ.
თქვა და ოთახში შემოვიდა, გაცვეთილ ხის მაგიდას მიუახლოვდა და კმაყოფილმა დააგდო მასზე ნანადირევი.
- ვლადიკა ხომ გთხოვე მარტო არ ინადირომეთქი?
გაუწყრა დედა.
- ვითომ რატომ? ვისი უნდა მეშინოდეს?
- ხომ იცი მამას...
- კარგი რა დედა... -
გააწყვეტინა ვლადიკამ, - აღარ მოგბეზრდა ყველაფერზე მამას მაგალითის მოყვანა?
- ვლად დედას როგორ ელაპარაკები?
გაუწყრა მერიენი.
- მორჩით დავას.
ხმა გაიმკაცრა ლისბეტმა.
- ბავშვი როგორ არის?
იკითხა ვლადმა.
- სძინავს, მაგრამ მალე ბატონი ვინსენტი წაიყვანს.
უთხრა მერიენმა.
- სად წაიყვანს?
გაოცდა ყმაწვილი.
- მალეფისენტას აქ საფრთხე ემუქრება, უსაფრთხო ადგილი უკვე ვიპოვნეთ.
- მე დავიცავ მას.
გაბრაზდა ვლადი.
- მთელი ქვეყნის წინააღმდეგ ვერ წახვალ ვლად.
ხმა აუკანკალდა ლისბეტს.
- ჩემს დას თითსაც კი ვერავინ დააკრებს , ჯერ ჩემი მოკვლა მოუწევთ.
ხმას აუწია ბიჭმა.
- ხო და მოგკლავენ.
მოკლედ მოუჭრა მერიენმა.
- რა გამოდის, რომ მალეფისენტას ვეღარასდროს ვნახავთ?
- სამწუხაროდ ასეა, მისთვის ასე აჯობებს.
დაუდასტურა დედამ.
ვლადმა მძინარე ჩვილს დახედა, ცოტახანს უყურა და სახლიდან გიჟივით გავარდა.
- გაუჭირდება, მაგრამ მიეჩვევა.
თქვა მერიენმა.
ქოხში 6-7 წლის ტყუპი ბიჭუნები შემოცვივდნენ და დედას მივარდნენ.
- დედა იცი მისტერ ფიშერმა ტბაში ნავით გაგვასეირნა.
უთხრა გენრიმ.
- ხო დედა იცი რა კარგი იყო? წყალში ვხედავდით როგორ დაცურავდნენ თევზები.
გენრის სიტყვა გააგრძელა ჰენრიმ.
- კარგია... წადით ითამაშეთ.
უთხრა ლისბეტმა და ორივეს სახეზე მოეფერა.
- დედა მალეფისენტა როდის შეძლებს ჩვენთან თამაშს?
უეცრად იკითხა ჰენრიმ.
ლისბეტს ხელი აუკანკალდა.
- მალე შვილებო... მალე.
- რა კარგიაა...
ყვირილით გაიქცნენ გარეთ ბავშვები.


- - -
ცოტა განსხვავებულია... მითხარით გავაგრძელო თუ არა.



№1  offline წევრი დუდაツ

პირველი ვააარ.....ეხა წავიკითხავ :)

მომეწონა ხოიცი ცუნცულ :) კაია მალე დადე თორე ხოიცი სისხლს გაგიშრობ:დ

 


№2  offline წევრი gijka13

დუდაツ
პირველი ვააარ.....ეხა წავიკითხავ :)

მომეწონა ხოიცი ცუნცულ :) კაია მალე დადე თორე ხოიცი სისხლს გაგიშრობ:დ
ვიცი ვიცი :დდ ოთონდ პრალელურად ბაიკერ ლინდას ვაგრძელებ, ამიტომ ამას ორ დღეში ერთხე დავდებ.

 


№3 სტუმარი Nino

Zalian kargi da sainteresoa, iseti kargia lodinat namdvilad girs

 


№4  offline წევრი gijka13

Nino
Zalian kargi da sainteresoa, iseti kargia lodinat namdvilad girs

მადლობა

 


№5  offline წევრი Soow

კარგია რაღაც განსვავებუალია ! გააგრძელე აუცილებლად !!!

 


№6  offline წევრი gijka13

Soow
კარგია რაღაც განსვავებუალია ! გააგრძელე აუცილებლად !!!
მადლობთ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent