შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აფერისტი მაჭანკალი –6–


8-04-2016, 17:36
ავტორი sopiko
ნანახია 3 216

[თავი 6]
მეორე საღამოს ექვს საათზე ქიარიმეს გაკრიალებული ავტომობილი უკვე ჩემს ეზოშდი დგას. გაოცებული საათის ისრებს ვაკვირდები, მაგრამ ცხრა საათი ნამდვილად არაა! როგორც ჩანს მე კი არა, ''იმას'' აერია რაღაც–რაღაცები...
სანამ მე ამ ფიქრებში ვარ, ზარის ხმა მატყობინებს, რომ მამაკაცი უკვე მეახლა.
როგორ გამოვიყურები? მხოლოდ და მხოლოდ თხელი, ნახევრად გამჭვირვალე ხალათი მაცვია, რომელიც სრულიად არ ფარავს ჩემს სიმდიდრეებს, თანაც განძეულობასაც ხომ გააჩნია!
საძინებელში შესვლას და ტანისამოსის ჩაცმას ვერ მოვასწრებ. ამასობაში ქიარიმე იფიქრებს, რომ სახლში არ დავხვდი ან მასზე კვლავ ნაწყენი ვარ და წავა... ამას ვერ დავუშვებ! არ კი არა, ვერ, რადგან ერთი მხრივ ძალზედ მიხარია რამდენიმე საათს მასთან ერთად რომ გავატარებ. ამ საათებს და თუნდაც წუთებს კბილებს ჩავავლებ და მოხუცებულობისთვის შემოვინახავ, სასიამოვნო მოგონებები რომ არ მომაკლდეს...
''ნუთუ ესეც შურისძიებაა?''–გონებაში ელავს კითხვა. მეცინება, თუმცა რა დროს სიცილია!
უეცრად შემოსასვლელში გაჩხერილ მაცივრის მაღალ ყუთს ვხედავ, რომელსაც ორი ადგილი გამოჭრილი აქვს. ხო, აქ ხელებს გავყოფ, იმას თავზე ჩამოვიცმევ და...
ეს აზრი თავიდან ბოლომდე მხიბლავს. ის კი არა, იმასაც ვფიქრობ, წვეულებაზე ოქროსფერი კაბა მუყაოს ყუთით ხომ არ ჩავანაცვლო_მეთქი... მასში ვეწყობი და კარს ''დედოფალივით'' გამოწკეპილი ვაღებ.
–არ შეგეზიზღოს, ნაგვის ყუთი არაა!–არაფრის თქმას არ ვაცლი ზღურბლზე გაშეშებულ მამაკაცს, ისე ''ვაწყნარებ''.
–არ მითხრა, რომ ასე მოდიხარ წვეულებაზე და ეს შენი მორიგი შურისძიებაა!–ფხუკუნი უტყდება მას, როგორც შუძლია, ისე მხვევს წელზე ხელს და ტანგოს მეორე ეტაპზე გადასვლას ასპირებს.
–და პირველი როდის იყო ერთი?–ვერ ვაჩერებ ენას და უკან ვახევინებ.
–როდის და... შარშან. მთიულეთში პაპის სანახავად რომ ჩამოხვედი და დედაჩემმა ერთ დილით თავისთან რომ შემოგიპატიჟა.–ანთებული თვალებით მპასუხობს და კედელთან მამწყვდევს. კიდევ უფრო მიახლოვდება... კიდეც... კიდევ და... ყუთის კუთხე მეტად მოახლოების საშუალებას აღარ აძლევს, მე კი გამოფხიზლებაში მეხმარება.
–ნინაკა დეიდა დედაშენია?–გაოგნებულს რამდენჯერმე გამეორება მჭირდებას იმის, რაც ქიარიმემ მითხრა, რომ დავიჯერო.–ანუ რა გამოდის... დათო ბიძია_მამა... ლეილა_მამიდა...
–ლეილა რაღა შუაშია?–ვერაფერს ხვდება ის.
–შუაში კი არა, თავშია!–მოტყუებულს უკვე ალმური ამდის, როცა ჩემს ფანტაზიებში ლეილას თავზე გვირგვინს ადგამენ აფერისტ მაჭანკალთა კონკურსში გამარჯვების ნიშნად.
ვითომ არანაირი ინტერესი არ ჰქონდა და მხოლოდ ჩემთვის უნდოდა კარგი, ისე დამტრიალებდა თავს და ქიარიმეს სახელს მიმეორებდა და მიმეორებდა. ხო, საქმეც ამაში იყო, რომ უნდოდა დავებნიე. ამ დაბნევის შედეგი კი ის იქნებოდა, რომ მიზანს მიაღწევდა. მიზანი, რაღა თქმა უნდა, ჩვენს დაოჯახებაში გამოიხატებოდა. ნეტავ, ეს ყველაფერი იცის კი ქიარიმემ? აი, რა იყო მისი დუმილის მიზეზი ვარდებთან და ლექსებთან დაკავშირებით... ყოჩაღ ლეილას! თავისი ძმიშვილი რომ დაექორწინებინა, მაღალი ხარისხის წითელ ვარდებს ყიდულობდა, მაგრამ ლექსები დიდი მონდომების მიუხედავად არ გამოსდიოდა...
უნებურად ღიმილი მირბენს სახეზე... განა ამ ქალის დამსახურება არ არის ის, რომ ქიარიმეს შევხვდი? გუშინ შუბლზე რომ მეამბორა? დღეს წვეულებაზე ერთად რომ მივდიოდით, მერე კი ღმერთმა იცის, რა იქნებოდა?
გულში ბედნიერება მეღვრება და მე ამას მხოლოდ მოგვიანებით ვამჩნევ... მაშინ, როცა ქიარიმეს ტუჩებს შუბლზე კი არა, საკუთარ ბაგეებზე ვგრძნობ...
თვალები ლამისაა ბუდიდან გადმომიცვივდეს. წინაამღდეგობის ძალა იმ წინაღობასაც კი ლახავს, წუთის წინ ჩვენ შორის მანძილის სახით რომ არსებობდა... ეს უკვე ეიფორიაა! ოღონდ იცით როგორი? შურისმაძიებლური!
***
გული ყელზე მებჯინება უჰაერობისგან და ემოციების მოზღვავებისგან... ქიარიმეს საყელოში ხელს ვავლებ და მთელი ძალით ვტყორცნი მაგიდისკენ. ის მხოლოდ ბორძიკდება და დაწვრილებული თვალებით რასაც ჰქვია მჭამს... პირველადაა მისი მზერა ასეთი მშიერი და ასეთი... თავხედი.
–არ გაბედო ჩემთან მოკარება!–მთელ სიმკაცრეს ვაქსოვ ხმაში და თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ გადავიხარხარო.
–იტალიელი შურისმაძიებელი თავის საქმიანობას განაგრძობს!–დუდუნებს მამაკაცი და ჩემს მიერ წაქცეულ მაღალ ვაზას აყენებს. ხო, ჩემს მიერ, მაგრამ ის რომ არა, არც მე დამავიწყდებოდა სად ვიყავი და როგორ.
–რადგან შენ ამ საქმიანობით მოგხიბლე, არც არასდროს შევწყვეტ მას!–თავმომწონედ ვუღიმი, ამჯერად მე ვიღებ ინიციატივას და მოწყვეტით ვკოცნი ტუჩის კუთხეში.
–ეს შენი სიტყვების დასტურია?–შეკავებული სიფიცხით მეკითხება ქიარიმე.
–ასეც შეიძლება ითქვას!–ვხითხითებ უდარდელად.–ახლა კი შენ... აქ დამელოდე. მალე შვიდი გახდება. ამ ყუთში კი მიუხედავად მისი მიმზიდველობისა, ამაზე შენმა საქციელმა მიმითითა, თავს არაკომფორტულად ვგრძნობ.
საძინებლის კარს ვიხურავ და სულ მალე სპორტული ჟაკეტით და ბრიჯით ვუბრუნდები ძვირფას სტუმარს.
–მართალია იმას არ ჯობია, მაგრამ ესეც ძალიან კარგია.–ცერა თითის აწევით აღნიშნავს ქიარიმე და ფეხზე დგება.–დაბლა ჩავიდეთ და მერე სადმე გავიდეთ.
სახლიდან გასვლას რა ჯობია, ხოდა მეც დაუფიქრებლად ვეთანხმები. ეზოში ჩასული მის მანქანაში ვსკუპდები და მამაკაციც უმალ კალათდება ჩემ გვერდით. უკანა სავარძლიდან რაღაც მუყაოს ყუთს იღებს და მე მიწოდებს.
–საჩუქრების მიღების ეტაპზე გადავედით?–თვალებგაბრწყინებული ვხსნი ყუთს და იქიდან ზუსტად ისეთ ფოტოაპარატს ვიღებ, როგორიც გუშინ ქიარიმეს ''წყალობით'' დაიმსხვრა.
–შენ... დიდი მადლობა!–სიტყვებს ვეღარ ვპოულობ, კისერზე ხელებს ვხვევ და ცხვირს პერანგზე ვუხახუნებ.–ფოტოაპარატი... ჩემი... მადლობა! მადლობა!
მამაკაცი ყელში სველ კოცნას მიტოვებს და მანქანას ძრავს.
მთელი გზა მას მივჩერებივარ და ავტომობილი რომ ჩერდება, ფანჯარაში იმის გასაგებად ვიხედები, თუ სად მივედით.
შენობაზე დამაგრებული ასოები სიბნელეში განათებულია. წარწერას ხმამაღლა ვკითხულობ და აღტკინებულს სულ მავიწყდება, მანქანაში რომ ვზივარ და ისე მოულოდნელად ვხტები ფეხზე, რომ თავს მის ჭერს ვარტყამ.
–გალერეაში ვართ? ფოტო–გალერეაში?–ვუბრუნდები მამაკაცს და მის პასუხს არ ველოდები, ისე გადავდივარ გარეთ.
–წამოდი, წამოდი... ნეტავ, დღეს ვისი ნამუშევრებია?–ქიარიმეს ხელს ვკიდებ და შენობაში ერთად შევდივართ.–არა, ეკრანს თვალს არ შევავლებ, ფოტოს რომ ვნახავ, თავად გამოვიცნობ.
ქიარიმე ბილეთებს აწოდებს დაცვის ფორმაში გამოწყობილ ბიჭს და ჩვენ უკვე იმ ოთახში ვართ, რომლის კედლებზეც უამრავი ნამუშევარია გამოფენილი. პირველ ჩარჩოს ვუახლოვდები და მუხლები მეკეცება, ზედ გამოსახულ დაფურცლულ ვარდებს და დახეულ ფურცლებს რომ ვხედავ... ყველაფერი თვალწინ მიდგება. იმ ღამით ისე გავჯავრდი, რომ ჩემს ნამოქმედარს სურათი გადავუღე. დიახ, სწორად მიხვდით! დღეს ჩემი გამოფენაა, ამას კი ქიარიმეს უნდა ვუმადლოდე! მართალია ის ლექსები და ვარდები მისგან არ იყო, თუმცა თავის დროზე ეს არ ვიცოდი... შეუბრალებლად ვანადგურებდი მის თითოეულ საჩუქარს... ოჰ, როგორ ვნანობდი ჩემს საქციელს, როცა ქიარიმე წინ მედგა და თბილი ღიმილით მიმზერდა... მის თვალებში სიყვარული დავინახე... ალბათ იმიტომ, რომ ეს მეც ძალიან მინდოდა...
–თუ... თუ შენ ოდესმე მოგინდება, რომ ლეილას შექმნილი ქიარიმესნაირად შენც გქონდეს ლექსების და ვარდების ტრადიცია, მაშინ ასე აღარ მოვიქცევი... პირიქით... პირიქით, მე...–ცრემლები სიტყვებში გამოღწევას ლამობენ. წინადადების გაგრძელების პერსპექტივას რომ ვეღარ ვხედავ, მამაკაცის გაშლილ ხელებში ვპოვებ ადგილს.
–ნუ გავიწყდება, რომ მე ის ქიარიმე არ ვარ! ნამდვილი ქიარიმე შენ წინ დგას, თუმცა იმ წინას მხოლოდ ერთი რამით ვგავარ! მიყვარხარ...
–შენ... შენ... რა მითხარი?–მისი მკლავებიდან ვძვრები და ყურებზე ხელს ვიჭერ.–აი, ახლა გამიმეორე! გამიმეორე! მიდი, მიდი, თქვი რა!
–მიყვარხარ...
–მე... კიდევ არ მესმის!–ღიმილი მეფინება სახეზე.
–მიყვარხარ...
–მგონი დავყრუვდი!
–მიყვარხარ!–გაბედულად, მთელი ძალით ყვირის ის, რადგან უკვე ვეღარ ამჩნევს ჩვენ გარშემო შემოკრებილ ხალხს... მისი მიყვარხარ გამძლე და ფერად გარსად გვევლინება! ამ გარსს კი ჩემი საპასუხო სიტყვა უფრო ამტკიცებს!

^^^
ეს თავი ისეთი სიმღერის ფონზე დავწერე, რომ... და ჩემი აზრით ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორიც უნდა ყოფილიყო!
ნავსი გატყდა!
ინტრიგა ჩაქრა...
დარჩა მხოლოდ და მხოლოდ ერთი თავი!
ველი თქვენს შეფასებებს მ ო უ თ მ ე ნ ლ ა დ! განსაკუთრებით მაინტერესებს რას ფიქრობთ, როგორ ფიქრობთ...
სოფოს უყვარხართ თქვენ...



№1 სტუმარი Black

Sagol qiarimes,a kaci sheuyvarda da utxra pirdapir..:Dra sayvarelia es gogoc raa<3sagol sop magari gogo xar..uyvarxar noes shen<3

 


№2 სტუმარი Teo..

Gadasarevi xar hemo shokoladooo .kargia cota gaagijos es gogo hvenma qiariem .yvela tavze vergitoveb komentars da ar gewyinos.warmatebebi.

 


№3  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Au ra magariaaa vgijdebi shenze

 


№4  offline წევრი Psychopathic

აი რაღაცნაირი თავი იყო,მართალია უკვე ყველაფერს აეხადა "ფარდა",მაგრამ მაინც მაინტერესებს როგორ დასრულდება(მიუხედავად იმისა,რომ დაახლოებით ვხვდხები).ველი მომდევნო თავს და აბა შენ იცი დაგვატკბე და გაგვითბე გულები love

 


№5  offline წევრი teddy))

Miyvarxaro?? Mec vupasuxeo? Dzalian momwoons! Tavidan xom es bichi ar chanda imdenad tbili, magram rodesac daaxlovda da sheuyvarda dzalian tbili agmochnda! Sesilic sayvareli gogoa! Isetia rogoric shens gmirebs axasiatebs!

 


№6  offline მოდერი sopiko

Black
Sagol qiarimes,a kaci sheuyvarda da utxra pirdapir..:Dra sayvarelia es gogoc raa<3sagol sop magari gogo xar..uyvarxar noes shen<3

ა, მართლაც wink ვაიმეე, დიდი მადლობა request
Teo..
Gadasarevi xar hemo shokoladooo .kargia cota gaagijos es gogo hvenma qiariem .yvela tavze vergitoveb komentars da ar gewyinos.warmatebebi.

ჩემო შოკოლადი თეო love არა, რა თქმა უნდა არ მეწყინება...
aanamaria
Au ra magariaaa vgijdebi shenze

მახარებ, ანამარია love
Psychopathic
აი რაღაცნაირი თავი იყო,მართალია უკვე ყველაფერს აეხადა "ფარდა",მაგრამ მაინც მაინტერესებს როგორ დასრულდება(მიუხედავად იმისა,რომ დაახლოებით ვხვდხები).ველი მომდევნო თავს და აბა შენ იცი დაგვატკბე და გაგვითბე გულები love

ხო, მომდევნო უკვე ბოლო იქნება... დიდი მადლობა, საყვარელო love
teddy))
Miyvarxaro?? Mec vupasuxeo? Dzalian momwoons! Tavidan xom es bichi ar chanda imdenad tbili, magram rodesac daaxlovda da sheuyvarda dzalian tbili agmochnda! Sesilic sayvareli gogoa! Isetia rogoric shens gmirebs axasiatebs!

ასეა ხოლმე, ხომ იცი... lol დიდი მადლობა, ჩემო თედ'უნია love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent