შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აფერისტი მაჭანკალი –3–


5-04-2016, 19:02
ავტორი sopiko
ნანახია 3 202

[თავი 3]
იცით, რა არის აურზაური? მე მაშინ გავიგე, ''მგონიქიარიმეს'' მისაღებში რომ შევდგი ფეხი.
–ცოტა არეულობაა, მაგრამ ღამით ვმუშაობდი და...–კისერს იქექს ის და დაბრძანდითო, მეუბნება.
ცოტა?! მე ბევრს ვიტყოდი...
–მოდით, საქმეზე გადავიდეთ.–ვინაზები მეფის ასულივით და ფეხს ფეხზე ვიდებ.–იცით, მე კარგი მახსოვრობა მაქვს და ფურცელი არ მჭირდება.
–ძალიან უცნაურად აღწერთ, თუმცა ეს კარგია! მე ორიგინალურობის მომხრე ვარ.–აღნიშნავს ის.
–მეც ასევე! ღმერთო, რა დამთხვევაა! როგორ შევეფერებით ერთმანეთს!–ტაშის დაკვრისთვის ვამზადებ ხელებს, მაგრამ ვინ გაცლის...
–ერთი დამთხვევა ყველაფერს არ განსაზღვრავს, ძვირფასო!
ეჰ, არა უშავს... ძვირფასო მაინც ბევრს ნიშნავს!
–კარგი, დავიწყოთ... სახელი და გვარი?
–ქიარიმე ქურხული.–დასერიოზულებული მპასუხობს და თავს წევს.
თურმე ასეთი უცნაური მშობლებიც არსებობენ! სამაგიეროდ ერთი იქნება და მე მეყოლება! დიახ, ხვალ აუცილებლად მოველაპარაკები ჩემს საყვარელ ლეილა დეიდას!
ეს კარგი, მაგრამ რატომ ვერ მცნობს?! იმ ქალის ნაკვთები, რომელსაც ლამისაა ზედ გადააკვდე, ზეპირად უნდა იცოდე... ეს კი ან მშვენიერი მსახიობია, ანდაც რაღაც მახეში გავყავი თავი... არადა უკვე ვფიქრობდი, რომ უკანასკნელად ტკბებოდა მარჯვენა ხელის არათითი თავისუფლებით, თვალებს კი მოესწროთ ქიარიმეს თვალებზე სიმებით მიჯაჭვება.
–დიახ...–ძლივს ვფხიზლდები მოსმენილის შემდეგ.–სხვა რას მეტყვით?
–მე უნდა გითხრათ რამე?–თმებს იჩეჩს და მე მიხარია, რომ მგონი პირველად მივიდნენ აღწერაზე მასთან.
–არა! არა!–მსწრაფლ ვასწორებ წუთის წინ ნათქვამ სისულელეს.–თქვენი ასაკი მაინტერესებს.
–გაინტერესებთ თუ ესეც საჭიროა ამ რაღაცისთვის?–ტუჩის კუთხეში ღიმილი ეპარება მამაკაცს. აჰა, ამ სიტყვებში ეშმაკის თავია ჩამალული... გამოგიჭირე?! შენ ხარ ''ის'' ხომ?!
უხერხულად ვიღიმები და კვლავ ბოლოს დასმულ კითხვას ვუბრუნდები.
–ასაკი?
–ოცდაათი წლის.–ისეთი ტონით მიმხელს თავის ასაკს, თითქოს დიდი ვინმეც ეს იყოს.
–მე ოცდარვის.–აღელვებისგან სკამიდან წამოხტომამდე არაფერი მიკლია, რადგან ჩემი უკანალი უკვე საერთოდ აღარ ეხება რბილ ზედაპირს.
–გასაგებია, მაგრამ არ მიკითხავს.–თვალს მიკრავს და მაგიდაზე დადგმულ ფინჯანზე თითებს ათამაშებს.
''ეს არის, სიტყვას არ შემოგიბრუნებსო?!''–კბილებს აღრჭიალებს მეორე მე. თვით სესილი ქავთარაძე კი მხოლოდ ღიმილით შემოიფარგლება. ჯერ კიდევ არსებობს შანსი, რომ ის თვისებები გამოავლინოს, რაც ლეილამ დამისახელა.
–დაოჯახებული ხართ?–ჩემი ცნობისმოყვარეობის ბოლომდე დაკმაყოფილებას ვაპირებ და ესეც მიზნის მისაღწევად გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
–საიდან გაიგეს, რომ ჩამოვედი?–თავის თავს ებურტყუნება ქიარიმე და მერე კადრულობს და ყურადღებას მაქცევს.–თქვენ ჟურნალისტი ხართ, არა?
–რა სისულელეა! ხომ გითხარით, აღწერას ვატარებ...–ყველაზე მეტად რასაც არ ველოდი, ის კითხვა აწუხებს და მეც ვოცდები, სხვა თუ არაფერი...
–არა.
–რა არა?–ცოტაც და ამ სახლიდან გავიქცევი. ასეთი არეული ქმარი რაში მჭირდება. აჰა, ლეილას მისი შემოტენება უნდოდა?! ...მაგრამ ვარდებზეც ის ხომ არ იზრუნებდა... ასეთი რამ როგორ ვიფიქრე! მგონი მეც მის ჭკუაზე დავედი...
–დაოჯახებული არ ვარ და იმედია თქვენც თქვენი ქალიშვილის ჩემთვის მოთხოვებას არ აპირებთ.–ამის თქმისას მოულოდნელად დინჯდება და ვხვდები... ჩემს მეტი არავინ და არაფერი უნდა და ეს ხალხი რატომ დგება ჩვენ შორის?!
–არც მე! ესე იგი არაფერი არ გვიშლის ხელს...–დროზე ვჩერდები, თორემ ქიარიმე მიხვდება, რომ წინ საცოლის დედა კი არა, საცოლე უზის.
–რაში?–დაახლოებით წვდება ჩემი სიტყვების აზრს, მაგრამ არც ის განავრცობს თავის ეჭვებს, ამაში კი სანახევროდ სტუმრის წასვლის ხელიც ურევია...
–რაც საჭირო იყო უკვე გკითხეთ... ნახვამდის და მადლობა.–უკუსვლით მივდივარ კარებისკენ და ოთახიდან გასვლისას კედელზე ნახევრად მიჭედებულ ლურსმანს ვკრავ ხელის ზურგს.
–გეტკინათ?–ჩემს ხელს ხელში იღებს და ხედავს, როგორ მოჟონავს გაფხაჭნილი ადგილიდან სისხლი.–ძველი ლურსმანია, დაჟანგულია. ჩამოიბანეთ, ინფექცია არ შეგეჭრათ.
''შენი მისაღების ნახვის შემდეგ უკვე წარმომიდგენია, როგორი იქნება სააბაზანო, მაგრამ სხვა რა გზაა...''–ასეთ მდგომარეობაშიც კი სისუფთავეზე და მოწესრიგებულობაზე ვფიქრობ და საღებავგადასულ კარებს ვაღებ.
–საპონიც არ გამიხსნია... აი, აქ დევს.–საშუალო ზომის სააბაზანოში შემოდის ქიარიმეც და საპონს მიწვდის. მადლობას ვუხდი და წყალს ვუშვებ.
უკან მხოლოდ მაშინ ვტრიალდები, სახელურის რამდენჯერმე ჩამოწევის ხმა რომ მესმის. მოკეტილ კართან მამაკაცი დგას და სახელურს ეჭიდავება, თუმცა მისი ცდის მიუხედავად ეს უკანასკნელი ბოლომდე არ ჩამოდის.
–გაიჭედა?–დამფრთხალი ვეკითხები და ნერვიულობის დასაძლევად ხელებს იქვე ჩამოკიდულ თეთრ პირსახოცზე დაუკითხავად ვაწმენდ.
–გაიჭედა არა... გავიჭედეთ.–ჩემკენ ტრიალდება ის და დახუთულ ჰაერს ღრმად ისუნთქავს.
–შენ გულისხმობ, რომ ჩავიკეტეთ?–ხმა მიწყდება და კედელს ვეყრდნობი.
ქიარიმე აბაზანაზე გადადებულ ფიცარზე ჯდება და მინას ეყუდება. მისი დუმილი ყველაფერს ამბობს... ჩვენ ჩავიკეტეთ. მე და ის. აქ არც მობილური ტელეფონი გვაქვს, არც სახლის აპარატი. სააბაზანო არც ისე პატარა ბინის ცენტრშია და ყვირილის ხმაც გარეთ ვერ გასტანს. არა, სააბაზანოს ასეთი გამძლე კარი რად უნდოდა? ...თუმცა თუ ყველა იმედი გადაგვეწურება, მთიულს ნამდვილად მოუწევს თავისი სატრფოს გამო გვერდების დაჟეჟვა და ყველა შემთხვევაში კარის განგრევა.

^^^
უჰ, რა ტკბილები და თბილები ხართ თქვენ...
ხომ ხვდებით უკვე შემდეგ თავში რამდენი რამე გელოდებათ? მე მაგალითად მეოთხე ნაწილი მგონი ყველაზე მეტად მიყვარს... (ამ ისტორიაში)
ისე ხო, რატომ არ მოგწონთ სახელი ქიარიმე ვითომ? თქვენც სესილისავით ფიქრობთ? მე არა (აქ ვიცინი)
ველი თქვენს შეფასებებს... როგორ მოგწონთ თითოეული პერსონაჟი, არამარტო მთავარი, არამთავარიც, მაგ:ლიკო, ლეილა, თუნდაც გალიაც, მართალია ჯერ კარგად არ იცნობთ, მაგრამ მაინც... როგორ ხართ განწყობილი ამ თავში განვითარებული მოვლენების მიმართ და ა.შ და ა.შ.
მოკლედ, მიყვარხართ რა... უკლებლივ!



№1  offline წევრი shany shany

saxeli me sashinlad momwons ... au tu dawerili gaqvs gazarde tavebii raa dzaan pawukebia...

 


№2 სტუმარი Black

Kai saxelia vin tqva eg?!sagol soop kai tavia da veli shemdegs:D<3

 


№3  offline წევრი teddy))

Me piradad qiarime saxelze vgijdebiii :D ra momentze gawyvite qalaav? :D dzalian momwoons! Ra chaxlartulobaa, ox leila, leila :D samagierod sheayvarebs amat ertmanets :D gelodebioo <3

 


№4  offline მოდერი sopiko

shany shany
saxeli me sashinlad momwons ... au tu dawerili gaqvs gazarde tavebii raa dzaan pawukebia...

სამწუხაროდ მეტად ვერ გავზრდი, თუმცა ეს სხვებთან შედარებით მართლა პატარაა love
Black
Kai saxelia vin tqva eg?!sagol soop kai tavia da veli shemdegs:D<3

გმადლობ, ბლექ! request
teddy))
Me piradad qiarime saxelze vgijdebiii :D ra momentze gawyvite qalaav? :D dzalian momwoons! Ra chaxlartulobaa, ox leila, leila :D samagierod sheayvarebs amat ertmanets :D gelodebioo <3

შენი მსჯელობა მაგიჟებს, თედ'უნია lol love

 


№5  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Vaime ra gadavi gogoa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent