შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარმოუდგენელია, მაგრამ მიყვარხარ (2)


9-04-2016, 10:01
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 12 931

-აუ მიშო რომელი საათია?- კაირსკენ გაიხედა და სანდრო რომ დაინახა ოთახის მეორე ბოლოში სავარძელში კომფორტულად მოკალათებული როგორ უყურებდა ,ბრაზისგან ცეცხლი მოეკიდა- მიშო სად არის?
-საავადმყოფოშია
-შენ რა გინდა აქ?
-დავალებას ვასრულებ
-ჩემს ძილს დარაჯობდი პატარავ?- ირონიულად გაუღიმა და არ შეიმჩნია ზედმეტად გამჭვირვალე პენუარი. ნახევრად მოშისვლებული მკერდი და სადღაც ჯანდაბაშ მოსროლილი საბანი. მშვიდად წამოდგა
-პატარაო რომელიმე შენს ორგანოს ეუბნები ალბათ
-არა გენაცვალე მე არ ველაპარაკები ამათ - მკერდზე მიუთითა და გახედა- ალბათ შენ ელაპარაკები რაიმე პაწაწუნას. -სანამ სანდრორ ამეს ეტყოდა მანამ შეცვალა გამომეტყველება - გვეყო ...მიბრძანდი აქედან და მერე მითხარი რა გინდოდა ნუ არამგონია სერიოზული იყოს მაგრამ მაინც ჯანდაბას - სააბაზანოში შევიდა . დიდხანს დარჩა, შემდეგ პირსახოცით გამოტანტალდა, გარდერობისკენ დაიძრა , ტანსაცმლის არჩევა დაიწყო, მელოდიას მოუმატა და ცეკვა დაიწყო . არაჩვეულებრივ განწყობაზე იყო. პირველი დღე სახლში და ახალი საქმე სხვა რა სჭირდებოდა ქალბატონს. შესაბამისი სამოსი შეარჩია და საწოლისკენ დაიძრა
-თუ შეიძლება გაითვალისწინე რომ კაცი ვარ და ამდენიც არ შემიძლია
-შენ... შენ აქ .. რა ჯანდაბას აკეთებ ისევ აქ სულ გაგიჟდი? ვინ ხარ საერთოდ ასეთი თავნება. ორი საათის წინ გითხარი გადი აქედან და ქვემოთ დამელოდეთქო ისიც იმიტომ რომ ჩემს ძმას აშკარად მოსწონხარ და გაფასებს .ვერ ვხვდები რატომ მაგრამ მას ვცემ პატივს და კიდევ გიტან ჩემს გარემოცვაში შენ კიდევრ რას აკეთებ
-შენც სხვებს გავხარ
-რა შუაშია
-ყველა ქალის მსგავსად ისტერიჩკა ხარ ან ჩემთან ვერ აკონტროლებ თავს
-ნუ მოდიხარ- სანდროს ნახევარი მანძილი უკვე გადალახული ჰქონდა ამაღლებულა დგილას ააბიჯა და საწოლის ნაწილშიც გადაინაცვლა. მარიამია დგილზე იყო მიყინული და ვერ ირხეოდა - მანდ გაჩერდი უკან შებრუნდი და გაქრი
-იცი შენ ჩემი უფროსი არ ხარ შესაბამისად ვერც ვერაფერს მიბრძანებ
-მე ყველას შემიძლია ვუბრძანო თუ ჩემს უფლებას შეზღუდავენ
-და რა უფლებას ვზღუდავ? პირიქით შენ შეუზღუდე ჩემს კაცურ ღირსებას თავისთვის მშვიდად ყოფნის უფლება დაიწყე აქ გამომწვევი ცეკვა ნახევრად შიშველმა, ღიღინი და სულ გაშიშვლებაც დააპირე
-თავხედი ხარ - ისე გაარტყა ხელი თავადაც აეწვა - შენ თუ გგონია ძალიან მეხალისება შენი ცინიზმის მოსმენა ,უხამსი სიტყვების გაგება და საერთოდ შენი ყურება ძალიან ცდები. კარგად ვერ გაიგე როგორც სჩანს ვინ ვარ . ორ წამში თუ არ გაქრები ცემი თვალთახედვიდან დაცვა გაგიყვანს და სულ ფეხებ... რას აკეთებ აქ და საერთოდ მიშოს აზრიც მიჰყვება შენთან დაკავშირებით, აღარ..- კიდევ აპირებდა გაგრძელებას თუმცა ეს დრო საკმარისი იყო მოღრეცილი ყბის დასაზელად და ბრაზის გასაღვივებლად, რამდენიმე წამიც და ზურგის ტკივილი იგრძნო, აშკარად რაღაცას შეასკდა, ეს რაღაც კედელი იყო, მის წინ ,უფრო ზუსტად კი მასზე აკრული თავად სანდრო ფილფანი იყო და მთელი ძალით უჭერდა ხელებს მკლავებზე,ისე უყურებდა ის მწვანე თვალები შავს უფრო ემსგავსებოდა
-კიდევ ერთხელ აუწევ ტონს, გასცემ ბრძანებას ჩემი მიმართულებით და ფიქრშიც კი გაივლებ დარტყმას და გეფიცები გაჩვენებ როგორ უნდა ეგ ყველაფერი. შენ თუ გგონია ჩემთან გაგივა თავხედობა ძალიან ცდები. შენი ძალაუფლება, სიამაყე და უხეშობა მაგრად .ვინმეში არ შეგეშალო და როცა ვცდილობ ჩხუბი არ დავიწყო და მსუბუქი ცინიზმს დავჯერდე რომელიც ნამდვილად მსუბუქია ჩემს გაბრაზებასთან და ჩხუბთან შედარებით შეირგე და შესაბამისი პასუხი გამეცი თუ შეგიძლია თუ არადა ქალბატონო ახვლედიანო უბრალოდ გაჩუმდი და გააკეთე ყველაფერი ისე როგორც საჭიროა -ხმამაღლა ესაუბრებოდა, ძარღვები დაბერილი ჰქონდა, თვალები ჩაწითლებული და ისე უჭერდა თავს ვერ აკონტროლებდა, შემდეგ შეუშვა და სრულიადმშვიდად უთხრა,ისე თითქოს არაფერი მომხდარიყოს- ქვემოთ გელოდები ათ წუთს გაძლევ .
გაბრაზდა? არა ეს რაღაც საოცრება იყო. შეურაცხყოფილი იყო, დამცირებული და გააფთრებული. სხეული უთრთოდა, ამდენი ემოცია ერთდროულად უკვე მეტისმეტი იყო , ერთი უზრდელი ბიჭი რომელიც თავს არ ანებებდა ზედმეტი იყო . მობილური აიღო და მიშოს დაურეკა
-ახლავე მითხარი ვინაა ეს სანდრო თორემ შეიძლება მოვკლა
-რა ხმა გაქ გოგო რა ხდება არ გითხრა სასწრაფოდ რომ წავედი ?
-სად წახვედი
-თათბირი იყო კლინიკაში და გაირკვა რომ უნდა გავფრენილიყავი სტამბოლში , პირველივე რეისით გავფრინდი იქ ვარ უკვე
-რომელი საათია რა მოასწარი ამდენი
-ოთხი საათია თათბირი ცხრაზე იყო
-რა? ოთხია უკვე? მერე ვერ გამაღვიძე რომ წახვედი?
-ისე ტკბილად გეძინა ვერ გაგაღვიძე, მერე სანდროს დავავალე და მოსულა რა გინდა ვერ დააცადე თქმა?
-ის უთხარი ჩემს დას საწოლში ნახევრად შიშველს დაადექი და გააღვიძეო?
-ნუ მიახლოებით
-შენ ნორმალური ხარ? ვინაა ეს ბიჭი ამდენს რომ ბედავს აშკარად შენ მეიცი ნება და იმიტომაა ასე როგორ შეიძლება ხელქვეითმა ამდენი გაბედოს არც კი ვიტყვი როგორი ამაზრზენი, უზრდელი, ქუჩის ბიჭია ნამდვილი. ველური, უტაქტო და ყველაფერთან ერტად ჰგონია რომ უფლება აქვს მიბრძანოს მე მან? მიბრძანოს მე ? შენ კიდევ არ მეუბნები ვინაა
-მიდი და თვითონ გეყვის ვინ არის მე არ მცალია .
-შენ ბიჭო ნორმალური ხარ? არ გამითიშო მიშოო.. ოხ თქვენი ორივესი რა .ხომ გამომიყვანეს მწყობრიდან - სწრაფად ჩაიცვა . თმა შეიკრა და კიბეები ჩაიარა. ძალიან მშვიდად მიდიოდა ,ამაყად მხრებშ გამართული,ყელმოღერებული მიაბიჯებდა. სანდრო ეზოში იჯდა და ყავას მიირთმევდა თან ცირას ესაუბრებოდა ტკბილად, ისიც უყვავებდა ეფერებოდა და იცინოდა
-შენ გენაცვალე შვილო რა კარგი ბიჭი ხარ
-ცირა დილამშვიდობის. ყავა გთხოვ რა
- როგორ გეძინა ჩემო ლამაზო?
-კარგად ცირა
-ახლავე მოგიტან ყველაფერს ჩემო გოგო- ცირა წავიდა მარიამი კი ჩამოჯდა, როგორც ყოველთვის ისე მოკალათდდა როგორც შეეფერება მის ხასიათს . ჩუმად ისხდნენ , მარიამი უყურებდა ის კი ყავას მიირთმევდა და ბაღს ათვალიერებდა
-მკითხე -მშვიდად უთხრა ,ფინჯანი დადგა და მზერა გაუსწორა-მკითხე რა გაინტერესებს
-რას წარმოადგენ
-ოო საინტერესო კითხვაა .ჩემი გენეოლოგია გაინტერესებს? ცისფერსისხლიანი არ ვარ ჩვეულებრივი სვანი ვარ
-სწორედ ეგ მაინტერესებს ჩვეულებრივი სვანი როგორ მელაპარაკება ასე
-აჰ უფრო უღრმავდებით საკითხს? მიშოსთან ვმუშაობ
-გავიგე ეგ . და მეათასედ ვკითხულობ რას აკეთებ ამ სახლში მაგრამ არავინ მეუბნება
-კარგი დამშვიდდი შენს ასაკში ნაოჭების გაჩენის ალბათობა დიდია და არ გინდა ნერვიულობა..-გაიღიმა და ურცხვად შეათვალიერა ტანზე გამოყვანილ მწვანე კაბაში გამოწყობილი მარიამი, რომელსაც სხეულის ყველა ნაკვთი გამოკვეთილი ჰქონდა და საოცრებას წარმოადგენდა- ლაამზი კაბაა
-ასეთი თავხედი როგორ შეიგმნეს
-ჰიბრიდი ვარ სპეციალური ჯიში
-ჰაჰ საინტერესოა შხამქიმიკატები მოუვიდათ ეტყობა ზედმეტად და ტვინი გაგიქრა მხოლოდ ენა დაგრჩა და რაც მოგადგება იმას ისვრი
-რა ვქნათ ყველა ტქვენნაირი განათლებული ვერ ვიქნებით. ზოგს არ აქვს მაგდენი ფული ჰარვარდი რომ დაასრულოს მერე უცებ მოუნდეს ექიმობდა უი ბიზნეს ვუმენობა არაა ჩემი სტიქიაო და გერმანიის საუკეთესო უნივერსიტეტში დაიწყოს სწავლა ახალი ახირების შესასრულებლად
-შენ საუბარიც კი არ იცი
-გინდა მასწავლო?- მისკენ გადაიხარა და ისე ახლოს იყო ცხელ სუნტქვას გრძნობდა მარიამი -არა უვიცებს ვერ მივცემ განათლებას , შინაგანი ღირსება და უნარი შეუძლებელია მიიღო სხვისგან
-ნუ რაც არ გაგაჩნია მამენტ ვერც ვერავის გადასცემ იმას- უცებ მოშორდა და იგივენაირად დაჯდა,ნახევრად იწვა სკამზე, ერთი ფეხი მეორეს მუხლზე ედო ,ხელები მუცელზე, თავი სავარძლის საზურგეზე და მშვიდად უმზერდა მარიამს. უაზრო დიალოგი რომელიც ერთმანეთის გამწარების მეტს არაფერს აძლევდათ.ორი გატუტუცებული ბავშვის საუბარს უფრო ჰგავდა და არცერთსი სიძლიერე იკვეთებოდა, მხოლოდ ჯიუტი, სულელური გამოხტომები .სხვა არაფერი. მარიამი ამას იაზრებდა და ხვდებოდა როგორ შეიტყუა უაზრო თამაშში ამ გაიძვერა ბიჭმა.
ცირამ ყველაფერი მიიტანა, რაც მარიამს უყვარდა და მანამ არ შეესვა სანამ არ დაანაყრა
-კარგი რა ცირა ასე არ შეიძლება
-მართალია გასუქება ნამდვილად არ დაგამშვენებს - უდარდელად ცაილაპარაკა და სოკოლადი მადიანად ჩაკბიჩა. რაღაც კი ჰქონიათ საერთო -შოკოლადი.
-მიშოს ვერ ვუკავშირდები ..
-ერთი კვირით წავიდა ნუ თუ არ გართულდება საქმე .შემდეგ ჩამოვა,მანამდე შეგიძლია ყველაფერი მკითხო რაც მიშომ იცის იმ ინფორმაციას საქმესთან დაკავშირებით მეც ვფლობ-ამჯერად სრულიად სერიოზული ტონით საუბრობდა სანდრო. მარიამმა წარბები მაღლა აზიდა- დღეს წავიდეთ კლინიკაში გაეცნობი საქმეს თუ ხვალიდან დაიწყებ
-გადადებული საქმე არ მიყვარს . შენ ისიც უნდა იცოდე იგივე კადრებია საავადმყოფოსი თუ ბევრია ახალი
-ძირითადად იგივე ექიმები არიან, თუმცა ახალი კადრებიც მივიღეთ, რამდენიმე ჭკვიანი სტუდენტი აიყვანეს . გაფართოვდა სფერო ,ახალი ტექნოლოგიები შევიძინეთ სხვადასხვა განყოფილებისთვის. რომ მივალთ თავად ნახავ ალბათ .
-სამშენებლოში რა ხდება?
-არაფერი განსაკუთრებული, ახალი სასტუმრო შენდება, სრულდება ერთ თვეში ,მერე რემონტი დაიწყება ,ინვეტარიზაციაც იმიტომ რომ შესაბამის კომპანიასთან გვაქვს ხელშეკრულება და ისე ვაბარებთ ობიექტს როგორც სურს დამკვეთს , ამ შემტხვევაშ მიშოს წილი სურდა და მიიღო კიდეც . კონტრაქტის მუხლებს ნუ ჩამომათვლევინებ რა .კომპანიის მფლობელებზე მერე გაიგებ
-კარგი და სვანეთში მართლა თავიდან ააშენა სახლი იმ გადარეულმა ?
-კი ორი წლის წინ ააშენა, ცუდ მდგომარეობაში იყო, ზვავის გამო ჩამოინგრა და აზრი არ ჰქონდა რემონტს , საშინელი ზამთარი იყო მაშინ, მიშომ მარიამი გაგიჟდება სახლი რომ არ დახვდესო და ააშენა . ხო ახალი სახლიც იყიდა
-რატომ გაიღიმე? სად იყიდა?
-არაფერი განსაკუთრებული , კითხე და გეტყვის.აღარ დაასრულე?
-მადროვე დავლიო მიდი გააგრძელე
-რა გავაგრძელო
-რა გააკეთა კიდე . ის მაინც მიტხარი რამდენი ხანია მიშოსთან მუსაობ
-მუშაობით ერთი წელია თითქმის
-რაა?- ყავა გადასცდა ძლივს ამოისუნთქა
-ისუნთქე არ დაიხრჩო მე მყავხარ ჩაბარებული მომკლავს მიშო -წყალი დაალევინა და ზურგზე ჩამოუსვა ხელისგული -კარგად ხარ?
-არა !
-რატომ სუნთქვა გიჭირს?
-ერთი წელი როგორ
-ხომ მკითხე ერთ კითხვაზე გიპასუხე რა არის ამდენი, პირადულს რატომ ეხები? მოსამსახურე ვარ თუ საქმრო
-მოსამსახურე აშკაარდ არ ხარ
-მეორეზე ბევრი ოცნებობს აბა და ჩადექი რიგში არაა პრობლემა
-შევალ მოვწესრიგდები და წავიდეთ სჯობს- აღარ აჰყვა ისედაც იცოდა პასუხს რომ ვერ მიიღებდა. უკვე მხიდვა როდის იწყებდა მსგავს საუბარს და სულაც არ მოსწონდა საუბრის გადატანის ეს მეთოდი. რამდენიმე წუთში გამოვიდა და თავისი მანქანისკენ დაიძრა თუმცა სანდრომ ხელით თავისი მანქანისკენ უბიძგა ,კარი გაუღო მარიამის გასაოცრად და ისიც ჩაჯდა.
-არ მეგონა ჯენტლმენობა თუ შეგეძლო წამით მაინც
-შემესინდა რამე არ გაგეფუჭებინა ჩაჯდომის დროს ,მანქანის დამტვრევის უფლება მხოლოდ მე მაქვს- თავიდან ვერ მხიდვა რა იგულისხმა მაგრამ ღვედის შეკვრა და გაფრენა ერთი იყო. კიდევ კარგი არ სეინოდა სიჩქარის თორემ ნამდვილად მოკვდებოდა. ორ წამში მივიდნენ, კლინიკის დანახვისას კმაყოფილს გაეღიმა, წასვლამდე დაგეგმა კლინიკის საქმე , საკმაოდ დიდი ინვესტიცია ჩადო მითუმეტეს თავის საქველმოქმედო ორგანიზაციასთან მჭიდრო კავშირი ჰქონდა და თითქმის ყველა ოპერაციას რაც კი ხელმოკლე ოჯახებიდან ბავშვებს უკეთდებოდათ აფინანსებდა საკუთარი ხარჯებით. ამაყად შეაბიჯა შენობაში და მაშინვე მიიქცია ყურადღება. ამას მიჩვეული იყო და მოსწონდა კიდე ცყურადღების ქვეს ყოფნა, ნაწილობრივ მოენატრა ამ ხუთი წლის მანძილზე ეს ემოცია . ნაცნობ ექიმებს მიესალმა და დირექტორთან შევიდა კაბინეტში, სანდროც მიჰყვებოდა, არაფერი უთქვამს მასთან ჩხუბზე დროის ხარჯვას აღარ აპირებდა, ეყო რაც დაიმცირა თავი . ზოგჯერ პასუხით შეიძლება სამაგიეროს გადახდა ზოგჯერ კი დუმილით.
-არ ველოდით თქვენს დაბრუნებას
-ხო მოულოდნელად გადავწყვიტე , ცოტა ხნით ვიმუშავებ ტრავმატოლოგად
-როგორ
-ნუ ღელავთ ამ ხნის მანძილზე ვსწავლობდი, ჩვეულებრივად გავივლი ყველა საჭირო გამოცდას შემოწმებას
-კარგით როგორც გგნებავთ უბრალოდ ვერ მივხვდი ..
-უბრალოდ რთულ სიტუაციებში მივიღებ მონაწილეობას მკურნალობაში ნებისმიერ პაციენტს ნამდვილად ვერ მივიღებ ,მათთვის გვყავს ექიმები, შემდეგ განვიხილოთ უკეთ. მოკლედ ასე უკეთ მივხედავ საქმეებს და ჩემი პროფესიითაც დავკავდები ცოტა ხნით . ახლა კი უკაცრავად კლინიკა უნდა დავათვალიერო ,მაინტერესებს რა მდგომარეობაა ამჟამად
-რა თქმა უნდა გამოგყვებით ახლავე
-არაა საჭირო თავად ვაჩვენებ თქვენი საქმე განაგრძეთ
-კარგით ბატონო ალექსანდრე- აქ კიდევ ერთხელ დაამუხრუჭა გონებამ, როგორ ბოტონო ალექსანდრე რას ნიშნავს. ღმერთო ცოტაც და გაგიჯდება ეს გოგო.
ყველაფერი ნახეს, სანდრომ ყველა კითხვას რომ უპასუხა სულ გადაირია, როგორ შეიძლებოდა სამედიცინო ტერმინოლოგიაც გამოეყენებინა და ასე გარკვეული ყოფილიყო ამ საქმეში. ბოლოს თავის კაბინეტში შევიდა და სავარძელში მოკალათდდა, ახალგაზრდა გოგონა შევიდა სანდროს ფართოდ გაუღიმა, მაგიდაზე ყავის ფინჯნები დადო და ღრმა დეკოლტიდან მკერდიც კარგად გამოაჩინა,ისევ უკან გაკუსკუსდა და კარი დახურა
-აქ მდივანს ვინ არცევს ხოლმე
-მიშომ შეარჩია ეს უკანასკნელი, სხვა დანარჩენს თავად უფროსი
-ყოველთვის ასეთი გემოვნება ჰქონდა -ჩუმად თქვა მაგრამ სანდრომ მაინც გაიგო
-არ გეთანხმები !
-უკაცრავად?
-მიშოს მშვენიერი გემოვნება აქვს დამიჯერე. რომ გაიგებ მისი საყვარელი ქალის ვინაობას გაგახსენებ
-ვის ვინაობას ? მიშოს ვინმე უყვარს?
-მე არ მითქვამს რომ ახლა უყვარს მე ვთქვი რომ ნახავ გაგახსენებთქო შენს მსგავსად შნაბერა ხომ არ იქნება ...
-სულ ასე იძვრენ თავს?
-ვერ ვხვდები რა ახირებაა შენ პაციენტებს ვერ მიიღებ მაინც ცნობილი ბიზნესვუმენი , მილიონერი ქალი ხარ და ვიღაც დამსხვრეულ ხალხს ააწყობ? აქ რა გინდა
-შენ ხომ ყველაფერი იცი მაგას როგორ ვერ ხვდები
-თუ დავფიქრდები მივხვდები უბრალოდ შენზე ფიქრით არ მინდა გონება გადავღალო
-მართალია ნამდვილად ვერ გაუძლებ მაგდენ დატვირთვას შენი ტვინი ,რომ მიხვდეს ჩემი ქმედებების მიზეზს
-ხო ძალიან რთულია იმის მიხვედრა რომ მდიდარ გოგონას უბრალოდ სურს ყველასთვის საჭირო სპეციალობას დაეუფლოს რათა ზოგადად ერკვეოდეს ჯანმრთელობის საკითხშიც კი , თავს იზღვევს უნდა ყველაფერი უმაღლესი ხარისხით იცოდეს და უნივერსიტეტში სწავლასაც არ იზარებს. აბა სხვა რა საქმე აქვს, შემოსავალი მუდმივი, ძამიკო მუშაობს საათივითაა ყველაფერი აწყობილი და დაეუფლება კიდევ ერთ საქმეს რა შავდება რო?
-შენ მგონი ამ პლანეტის შვილი არ ხარ
-ვითომ? უბრალოდ შენ არ იცი ადამიანების ამოცნობა, ვერ ცნობ მათ ჩემგან განსხვავებით
-და შენ გგონია რომ მიცნობ?
-იმაზე უკეთ ვიდრე წარმოიდგენ . არ გაბრაზდე იქნებ შენც გაიგო ოდესმე ჩემს შესახებ რამე . ახლა კი დაგტოვებთ ქალბატონო მარიამ, თუ დაგჭირდით თქვენს მობილურიში ჩემი ნომერია და დამირეკეთ არ მოგერიდებათ ვიცი...- გაუღიმა სათვალე აიღო და გავიდა.
მარიამი კი ვერ იშორებდა მასზე ფიქრს, იმდენად იზიდავდა რომ თავს ვერ აღწევდა ფიქრებს. განსხვავებული იყო, ერთდროულად უხეშ, გაუნათლებელ ხეპრე ბიჭთან ჭკვიანი, განათლებული, მშვიდი, ერუდირებული ყმაწვილის შთაბეჭდილებას ქმნიდა და ეს ყველაფერი ერთმანეთს საოცრად ეწინააღმდეგებოდა და შეუძლებელი იყო ნამდვილი სახის ამოცნობა იმ ინფორმაციით რასაც ფლობდა. ბოლოს როცა საქმეები დაასრულა და გაარკვია რომ ყველაფერი წესრიგში იყო ,მიშიკოს შეუქო ნახელავი . უკვე საღამო იყო ოპერაციების განრიგი გაიგო, პაციენტების მდგომარეობას გაეცნო და დაგეგმა კიდეც რამდენიმე დამატებით, რომელსაც თავად დააფინანსებდა და შესაბამისად სრულიად უფასოდ გააკეთებდა ოპერაციას. დიდხანს იფიქრა ,ბოლოს გასწორდა და მობილური მოიმარჯვა. ამ ძალაუფლებას ისე ხომ ვერ მოიპოვებდა მასაც ჰყავდა ხალხი ვინც ეხმარებოდა .ერთ-ერთს დაურეკა და დაელოდა ბედნიერი ინფორმაციის მიწოდებას
-ქალბატონო მარიამ როგორ ბრძანდებით
-კარგად ლაშა შენ როგორ ხარ?

-გმადლობთ
-ლაშა ერთ პიროვნებაზე მინდა გავიგო ყველაფერი რაც კი შეიძლება
-გასაგებია ვინ არის?
-სანდრო ფილფანი .რამდენ ხანში მომაწვდი ინფორმაციას?
-შევეცდები მალე მოგაწოდოთ. დაგირეკავთ
-კარგი ლაშა ნახვამდის.-კმაყოფილი წამოდგა, ნივთები აიღო, კაბინეტი დაკეტა და შებრუნდა, კმაყოფილი ღიმილით სანდრიკო წინ დაუხვდა და ლამის კივილი დაიწყო- აქ რა გინდა
-არ ვიცოდი თუ გამოდიოდი. კმაყოფილი ჰამომეტყველება რამ გამოიწვია?
-ასე დაინტერესდი ჩემი ემოციებით სანდრიკო?
-იგივე ხერხებით მეთამაშები
-რითაც შენ? ცდები სანდრიკო, ცდები თამაში ჩემი მოგონილია პატარავ - თვალი ჩაუკრა და კურტუმოს ქნევით განაგრძო გზა. მანქანაში ჩაჯდა და ღვედი შეიკრა სანამ გაფრინდებოდაისევ მანქანა. სანდრომ პასუხი რომ არ დაუბრუნა და უბრალოდ გაუღიმა არ მოეწონა,არადა თამაშის ხასიათზე იყო.
სახლში შევიდა თუ არა ცირა შეეგება, ვახშამი მზად მაქ ბავშვებო და მალე ჩამოდითო. საძნებელში ავიდა, შხაპი მიიღო სპორტული შარვალი და მაისური მოირგო და ქვემოთ ჩავიდა. ისეთი სხვანაირი იყო სანდროს წამით შეეცვალა გამომეტყველება, უყურებდა პატარა მსუნაგ გოგოს გადაღლსი შემდეგ მადიანად რომ შეექცეოდა საყვარელ კერძებს და ეღიმებოდა.
-გისმენ სიცოცხლე- გაღიმებულმა უპასუხა ზარს და კიდევ ერთი ბალი მოიქცია ყბაში
-ოჰ სიცოცხლე ვარ უკვე?
-როდის არ იყავი რო? შენს გარდა ვინ მყავს ჩემო საოცრებავ
-აუ ბარში მივდივართ და არ წამოხვალ? შენს ჩამოსვლას ვზეიმობთ სასტავი
-აქამდე ვერ მითხარი ? მოვდივარ აბა არა?
-ოჰ გვიკადრებ? შენ ხომ არ გიყვარს მსგავსი გართობა
-მერე რა ყველაფერი იცვლება , ვბერდები და ცოტა ხომ უნდა დავტკბე ცხოვრებით
-ტუჩებს რატო იკვნეტ?
-შენ რა იცი
-ვიცი .მიდი აწიე შენი ლამაზი ტაკო და ჩაიცვი
-კარგი მიყვარხარ
-მეეეც.
სწრაფად წამოდგა ბლით სავსე ჯამი გადადო და კიბეებისკენ წავიდა, სანდრო დააიგნორა, როგორც ის აკეთებდა მტელი საღამოს მანძილზე და იჯდე ჩუმად. სწრაფად მოწესრიგდა, ამჯერად მოკლე კაბა ჩაიცვა, უზურგო, თმები მაღლა აიწია, მკვეთრი მაკიაჟი გაიკეთა ,მაღლებზე შედგა, კლატჩი აიღო და მზად იყო. მანქანის გასაღებიც არ დავიწყნია, ბოლოს და ბოლოს მარტომაც ხომ უნდა იმგზავროს . სანამ გავიდოდა ლაშამ დაურეკა და უფრო გაიბადრა
-გისმენ ლაშა აბა რა გაიგე?
-ვერაფერი ქალბატონო თითქოს არც არსებობს
-რაა? ეგ როგორ -მაშინვე წაუხდა ხასიათი და ისევ გაბრაზდა- რას ნიშნავს არ არსებობს . კარგი ,კარგი მორჩა .
-მაპატიეთ მე უბრალოდ
-კარგი ლაშა რაა საპატიებელი ვერ გაიგე და მორჩა . -მობილური გათიშა და სანდროს შეხედა . რომელიც უყურებდა ,ბოლოს წარბი მაღლა აზეიდა და წამოდგომა ინება
-სადმე მიდიხარ?
-დიახ
-მოიცადე? ვინ მოგცა გასვლის უფლება
-უკაცრავად?
-მიშომ დაიბარა რომ მარტო არსად წახვიდე , მე ძალიან მეზარება შენთან ერთად ტასავი ამიტომ ბიჭები გამოგყვებიან მანქანით უკან ან თვითონ წაგიყვანენ
-ეს ახალია რამე?
-ახლა სხვა სიტუაციაა ასეა შენი უსაფრთხოებისთვის და მიშოს სიმშვიდისთვის საჭირო. იმედია პატარა ბავშვივით არ დაიწყებ წუწუნს
-არა რა სისულელეა დაგელოდები
-რა?
-დაგელოდები . რისთვის ხარ ,ხომ დაგიბარა ჩემი მეთვალყურეობდა, დაცვა რა ვიცი უკან გაყოლა . ჩაიცვი და წავიდეთ
-დიდხანს მოგიწევს ლოდინი
-კარგი მერე ბიჭებს არ გაუბრაზდე რომ ვერ გეტყვიან სად და ვისთან ერთად გავქრი კლუბიდან -მშვიდად წამოდგა და წავიდა. რა თქმა უნდა უკან არავინ გაჰყოლია. კიდევ ერთხელ მიხვდა რომ სანდრიკო მართლა არ ჰგავდა სხვებს. კლუბში შევიდა , როგორ ვერ იტანს ამ სიტუაციას , ნაცნობი სილუეტები შენიშნა და მათკენ დაიძრა. ყველას თბილად გაუღიმა და დაჯდა ლიზის გვერდით. ცოტა ხნით ისაუბრეს , ერთ ჭიქა კოქტეილს მშვიდად მიირთმევდა. როცა გვერდით სანდრო მიუჯდა
-საღამომშვიდობის სასტავ
-ვა სანდრიკოც მოსულა -ყველა შეეგება, ასკარად საოცარი ხელქვეითია .
-აქ რა გინდა? ხომ არ მომყვებოდი
-ვინ გითხრა რომ შენ გამოგყევი ,მიშოს კიდევ ერთი დაცვის ობიექტი ჰყავს და მარტო ხომ არ დავტოვებ. შენ შეგიძლია გაერთო მე ლიზიკოს მივხედავ -ძალიან მშვიდად უთხრა და ვისკი გადაკრა. მარიამი ის ქალია რ იყო ვიღაც კაცებს რომ ჩამოჰკიდებოდა ყელზე, უბრალოდ საუბრობდა , ცოტა გაერთო კიდეც. ბოლოს წამოდგა და წავიდა. ქუჩაში სეირნობდა, დიდი ხანია ასე მშვიდად არ ყოფილა. გრძნობდა რომ უკან მიჰყვებოდა ვიღაც, თუმა არ ეშინოდა. საკმაოდ აცივდა, ცოტა ხნით შედგა და გარემო მოათვალიერა . უკან დაბრუნებას აპირებდა როცა მხრებზე პიჯაკი მოახურა სანდრომ. ხელებს არ უშვებდა
-გაიყინები ასე ქალბატონო მარიამ
-რაო შენი დაცვის ობიექტი აღარ საჭიროებს დაცვას?
-არა უკვე სძინავს ,რაც მთავარია მარტოს და რა საჭიროა დაცვა . ახლა მეორე ობიექტზე ვიფიქრებ
-მეორე? სიანტერესოა
-არასდროს ყოფილხარ მეორე?
-როგორ არა მშობლების მეორე შვილი ვარ
-ვაუ მაგარია - გაიცინა და მასთან ერთად გაუყვა გზას.

დილით ადრე გაეღვიზა, დრო იყო ჩვეულ რიტმს დაბრუნებოდა , შორტით და მაისურით ჩავიდა სავარჯიშო დარბაზში . საკმაოდ დიდხანს ვარჯიშობდა, ბოლოს დაიღალა, პირსახოცი დაცვარულ სახეზე მოისვა და ყელზე გადაიტანა, შემდეგ წყალი დალია და სარბენი ბილიკიდან ჩამოვიდა. კართან სანდროს შეეჩეხა, მასაც შორტი ეცვა მაგრამ მაისური მხარზე ჰქონდა . უკვე ნათლად ხედავდა მის პრესს მაისურიდან რომ იწონებდა მანამ თავს და ლამის წვეთებტან ერთად ჩაყვა ქვემოთ . სწრაფად მოაშორა მზერა მიესალმა და გავიდა . ათზე ჩავიდა სასაუზმოდ, უკვე დღის გეგმა ჰქონდა და პლანშეტში ეძებდა რაღაც მასალებს, უცებ წააწყდა თავის ფოტოებს და თვალები გადაატრიალა
-რა ხდება?
-გაიგეს რომ ჩამოვედი და ჩემი ფოტოებია ყველგან
-მათხოვე ერთ წუთს- უცებ გამოგლიჯა პლანშეტი და სადღაც დარეკა ,შემდეგ გავიდა ოთახიდან და ეზოში ესაუბრებოდა ვიღაცას. ბოლოს დაბრუნდა და მშვიდად განაგრძო საუზმობა. მარიამს არაფერი უკითხავს იცოდა პასუხს ვერ მიიღებდა .
-დღეს ბიჭები წაგიყვანენ აუცილებლად !
-შენ სად იქნები?
-ასე გაინტერესებ უკვე?
-როგორც გავიგე უნდა გამარკვიო ახლანდელ მდგომარეობაში, კლინიკის ამბები კარგადაა მიშიკოს ყოჩაღ აქამდე რაღაცეები არეული იყო ხოლმე ეგ ძალიან რბილია და თაღლითებს სხვა რა უნდათ
-გეთანხმები მაგაში , ახლა სად გინდა წასვლა?
-კომპანიაში
-დღეს იქ იქნები? ბევრი გექნება საქმე .არ ენდობი მიშოს?
-მე ან ვენდობი ან არ მაქ კავშირი არანაირი
-კარგი ნუ ბრაზდები ,ესეიგი უბრალოდ ამოწმებ რადგან ფიქრობ რომ ერთ ადამიანს შესაძლოა შეეშალოს გადაღლის გამო
-კი ხვდები და ცოტა რომ დაფიქრდე ხოლმე კარგი იქნება
-შენ არ უნდა მეუბნებოდე მაგას
-დამიტოვე მეც- შოკოლადი გამოგლიჯდა და თვითონ ჩაკბიჩა-ნუ მიყურებ ეგრე მიყვარს და რა ვქნა. წავედით- ჩანთა სანდროს მიაჩეჩა და თვითონ კიდევ აიღო რამდენიმე ფილა-კარგად ცირააა
-ნახვამდის ჩემო გოგო ,წარმატებულ დღეს გისურვებთ
-მადლობა ცირაჩკა- გაუღიმა სანდრომ და ჩანთა მანქანაში ჩააგდო
-ფრთხილად იდიოტო
-ვგავარ იმ ბიჭს ჩანთების ტარება რომ ევასება?
-შენნაირი უხეში ბიჭები შინაგან უფრო იზიდავენ მამაკაცებს და რა ვიცი იქნებ კი გინდა ჩემნაირი ჩანთები,კაბები და ფესაცმელები
-რას აღარ აკეთებ ჩემს გასაღიზიანებლად .გევასება რომ გტკენ თუ რა ხდება- მაჯა აჩვენა და მარიამსაც გაუკვირდა სულ ოდნავ ეტყობოდა ისიც შიგნიდან წინა დღის კვალი.-რატომ იღიმი
-არაფერი წინ იყურე ისედაც არ მიდიხარ ნელა
-საინტერესო შეფასებაა . პირველი ხარ ვინც ეგრე აფასებს ჩემს მართვას.მანქანა გააჩერა და მარიამს გახედა რომელიც უკვე გადასული იყო. აი მისი ნამდვილი იმპერია სადაც თავს დედოფლად გრძნობდა, ეს მის თითოეულ ნაბიჯში შეიმჩნეოდა და ეღიმებოდა სანდროს. როგორ არ მოსწონდა ასეთი ქალები ,მაგრამ მარიამში ესეც დადებითად მიაჩნდა. ხომ აქვს ყველაფერს ორი მხარე ,ისიც მხოლოდ დადებითი ნაწილით აღიქვამდა. ისეთი ამბავი დატრიალდა რამდენიმე წამში, მიხვდა რომ მისი დახასიათება ნამდვილი იყო და არ აჭარბებდნენ. კაბინეტში ისხდნენ ერთად და სხვადასხვა დოკუმენტს სწავლობდნენ. სანდრო მარტივად უხსნიდა რაღაც ამბებს და არარ სჭირდებოდა დამატებით ხალხის გამოძახება.
-საოცარია ყველაფერი წესრიგშია ...- ბოლო დოკუმენტებიც დახურა და სავარძელს მიეყრდნო
-იურისტის დიპლომი გაკლია
-უკვე საკმარისად მაქვს ასაკი სწავლის ტავიდან დასაწყებად თან არ მაინტერესებს სასამართლოები, მსჯავდებულები და საერთოდ ეგ სიტუაცია. ალბათ იმიტომ რომ მიშოს და ვარ
-გასაგებია
-წავიდეთ დროა.
-ათი წუთი დამელოდე და წავიდეთ-არც დალოდებია პასუხს მაშინვე გავიდა. მარიამი მიშოს ესაუბრა მობილურით და იქეთ დასჭირდა ლოდინი . ბოლოდ გააღწიეს როგორც იქნა .სანამ გავიდოდნენ შენობიდან მარიამმა ნაცნობი სილუეტი შენიშნა და ისიც მათკენ დაიძრა . უკვე ეზოში იყვნენ ბიჭი რომ მიუახლოვდათ
-საღამომშვიდობის მარიამ. როგორ ხარ?
-არაჩვეულებრივად თავად?
-შენი დანახვისგან გამოწვეული სიხარულით თუ ვიმსჯელებთ კარგად .არ ვიცოდი უკვე თუ ბრუნდებოდი
-არც უნდა გცოდნოდა
-ისევ ისეთი ხარ როგორც ადრე
-დასკვნების გამოტანის უნარი შეგძენია რა საინტერესოა . უკაცრავად მეჩქარება ,ფუჭად დროის დაკარგვა არაა ჩემი სტილი ხომ იცი
-მოიცადე - მაჯაში წვდა და მოშორებით მდგომი სანდროს ყურადღება დაიმსახურა- სადმე დავსხდეთ ვისაუბროთ ,დიდიხანია არ ..
-მეჩქარება თაზო -ხელი გამოგლიჯა და მანქანისკენ დაიძრა. მშვიდად ჩაჯდა ,რასაც სანდროზე ვერ ვიტყვით. საჭეზე ათამაშებდა თიტებს და სწრაფად მიდოდა
-რა უნდოდა იმას?
-ახსნა განმარტებებს ჩემგან მიშო არ იბარებს ასე რომ
-სამაგიეროდ მე ვიბარებ და სანამ მისგან გავიგებ გირჩევნია მითხრა
-არ მესმის რატომ უნდა გითხრა თორემ კი
-ამდენი წინადადება თქვი და ხომ გექნებოდა უკვე ნათქვამი
-უბრალოდ მომიკითხა და საუბარი შემომთავაზა ,არ მინდოდა და წამოვედი
-მარტივია ხომ ხედავ მხოლოდ რამდენიმე სიტყვის თქმა იყო საჭირო. მოდი შევთანხმდეთ კარგი?- გვერდით დაუდგა და გააჩერა
-გისმენ
-არ მინდა შენთან კამათი ,უბრალოდ მინდა ჩემი საქმე შევასრულო ამ რამდენიმე თვის მანძილზე და ისეთს არაფერს გკითხავ რაც უმნიშვნელოა . უკვე საკმაოდ ბევრს გელაპარაკები არადა არ მიყვარს ,როგორც ვიცი არც შენ და უბრალოდ მიპასუხე ხოლმე
-კარგი - ზურგი აქცია და სახლში შევიდა . ცირა მაშინვე გამოვიდა და მოეხვია- დავიღალე ცირაა
-ვიცი ჩემო გოგოვ მე შენთვის შოკოლადის ტორტი მაქვს და წვენიი ვახშმის შემდეგ მოგართმევ
-მიყვარხარ ცირაჩკა
-მეც ჩემო გოგოვ. როგორ ხარ სანდრო
-კარგად ცირაჩკა - ხმაურით აკოცა ქალს ფუმფულა ლოყაზე და გაუღიმა ყოველგვარი ირონიის გარეშე . მეორე სართულისკენ დაიძრა. მარიამიც უკან მიჰყვა , საიდანაც გაიგო რომ იქ ოთახი ჰქონდა დაკავებული და გააჩერა
-აქ ცხოვრობ? ამიტომ მოდიხარ ასე ადრე?
-არა უბრალოდ რაღაც ნივთები მაქ აქ -არც გაუხედავს ისე უთხრა და ოთახში შევიდა.
-მიპასუხა საოცრება -ჩუმად თქვა და სამოსი მოიშორა, გადაეჩვია ასეთ გრაფიკს და უკვე დამღლელი იყო მთელი დღე საბუთებში ქექვა . შხაპმა მოადუნა , საკმაოდ ცხელოდა გარეთ გრძელი სარაფანი გადაიცვა ,თმა შეიკრა და ქვემოთ ჩავიდა. სანდრო არ ჩანდა ,ამიტომ მარტომ ივახშმა. შემდეგ ბაღში გავიდა და ჰამაკში მწოლიარე სანდრო რომ დაინახა რაღაც უცხო ტალღამ დაუარა. უკან შებრუნებას აპირებდა როცა დაუძახა
-შეგიძლია მოხვიდე არ შეგიშლი ხელს
-ისედაც ვერ მიშლი ხელს- მაინც უხეშად უპასუხა, ამ გოგოს ადამიანური საუბარი არ შეუძლია, სანდრომ უბრალოდ თავი გადააქნია და გაიღიმა . ჰამაკს რომ მიუახლოვდა სავარძელში ჩაჯდომას აპირებდა მაგრამ მკლავში წვდა სანდრო და ისიც მის მკლავებში აღმოჩნდა მოქცეული, ლამპიონის განათებაზე კარგად შედავდა მის ნაკვთებს, გულისცემა აუჩქარდა ,თუმცა ისევ სანდრომ გამოაფხიზლა
-ორივე დავეტევით - გვერდით გადასვა და ხელები მოაშორა
-იქნებ არ მინდოდა ,აუცილებლად ძალის გამოყენებით უნდა გააკეთო ყველაფერი?
-ნუ ბრაზდები, რომ მეთქვა უარს იტყოდი და არაკომფორტულად ყოფნას არჩევდი ,ასე უფრო მარტივია -თავი საპირისპირო მხარეს შეაბრუნა და თვალები დახუჭა, მშვიდად სუნთქავდა ,მაგრამ აშკარად არ ეძინა . მარიამი კი თვალს ვერ ან არ აშორებდა, ცდილობდა რაღაც ისეთი ეპოვა და თან ეფიქრა . ერთი მხარე უკვე ეწვოდა ,ისედაც ცხელოდა და სანდრო მთლიანად წვავდა . ორივე ჩუმად იყვნენ ,მობილურის ზარმა დაარღვია სიმყუდროვე, სანდრომ გაღიზიანებულმა უპასუხა
-რა ხდება-იქედან კი გოგოს წიკვინა ხმა გაიგო მარიამმა და არ მოეწონა
-აუუ საან სად ხარ?
-რა ხდება-მეთქი ვინ გთხოვა დარეკვა ? რომ მეცალოს და მინდოდეს მოსვლა ხომ გნახავდი
-აუ რატო ხარ ასეთი უხეში
-აუ არ ვიციი- გააჯავრა და მერე ისევ უხესად განაგრძო-თქვი სხვა თუ გჭირდება რამე თორე ვთიშავ
-კარგი ხო . იმ ამბავზე გირეკავ უბანში რომ იცხუბეს ბიჭებმა
-შენ რა გესაქმება მაგათთან გოგო
-დავინახე ვინაც დაჭრა ლუკა და ვიფიქრე ..
-მოვდივარ -უცებ უთხრა და სწრააფდ წამოდგა ,მარიამიც თან მიიყოლა მაგრამ ხელი მოხვია და იხსნა გადავარდნისგან
-მიდიხარ?
-ხო ჩემი სამუშაო საათები დიდი ხანია ამოიწურა, ისე შეგიძლია ისევ დარეკვა საჭიროების შემთხვევაში- უცებ უთხრა და ისე წავიდა ზედაც არ შეუხედავს. მარიამი სიტყვებს ვერ არჩევდა მაგრამ მაინც გაბრაზდა ვიღაც გოგოს გამო რომ წავიდა. გაბუსხული იჯდა და ცოტა ხანში იმაზე გაბრაზდა ასე რომ იქცეოდა პატარა თინეიჯერი გოგოს მსგავსად. კიდევ ერთხელ გადაწყვიტა ნეიტრალური ურთიერთობის დამყარება მაგრამ არ ვიცი რამდენად გამოუვა. ჰამაკში ჩაეძინა ლიზისთან სამ საათიანი საუბრის შემდეგ ,რომელსაც უძილობა აწუხებდა და კი იჭორავეს გაუთავებლად. სიცივეს გძნობდა მაგრამ ძილს თავს ვერ აღწევდა, შემდეგ ხელში აიყვანეს და სასიამოვნო სურნელით აივსო ფილტვები, თან გათბა, ცხვირი მაისურზე გაუხახუნა და კომფორტულად მოეწყო უცნობის მკლავებში,თუმცა მალევე დასვეს საწოლზე .შემდეგ ფუმფულა საწოლში განაგრძო ძილი და საერთოდ ვერაფერი გაიგო.



№1  offline აქტიური მკითხველი aanamaria

აუ რა კარგი იყოო winked როგორ მომწონს სანდროო feel როგორ ჯმუხია ეს მარიამ ნერვებს მიშლის am შემდეგს ველი მოუთმენლად love

 


№2  offline წევრი Pepper

აუ როდისგავიგებთ ვინ არის სანდრო კონკრეტულად
ამათ კინკლაობებზე ბევრს ვიცინი
ძალიან მომწონს ისტორიაა აველოდები შემდეგ თავს <3

 


№3  offline მოდერი bibo

ვაიმეე ცუდად ვარ სანდროს შემხედვარე love love რამფრა ველურულა ეგი ბიჭი თან ისა კიდო რამფრა ყორიპელი გაურკვეველია კაცო რა ესსს არაპერი არ ვიცი და ეს უპრო მაგიჟებს მეეე და მაყვრებს ამ ველურულ ბიჭს ....აუ ლიზი როგორ მომწონსსსს მიშოსთვისსსსს....უხ უძალიანმაგრესობაა ჩემოო ვარდის კოკორო და ყლორტოვვვ tongue love აუ მომწონს ამათი დაძმობა რაგაც მათბობს მატკბობსსს და არ მინდა რამე ისეთი მოხდესსს უხ ისე კარგები არიან love love უფ სანდრო მომწონს უძალიანესად მეეე კაცოოო რა ეს ამდენი როგორ უყვარდება ამ ერთი ციდა გულს რა ეგი არა კაი recourse recourse ჩემო დოხრუკულო კარტიოშკაააა ...კიტრი და პომიდვრის სალათავ ყველითურთ და კიდო კორკაკოლავ მომგებიანო პეპსოვ wink wink wink wink ჩემო ხოჭოპურო დატენილო ყველითურთ და ტორტის უდიდესო ნაჭეროოოო ვაფრენ მე შენზეეეე ატმის ბუსუსო ალუჩის კურკავ ვაშლატამავ და კიდო ბევროა რაგაცებოო..12 ის მერე დადე რა ბისკვიწოოოო love love

 


№4  offline წევრი nutsa214

შესანიშნავია♥ ვგიჟდები შენზე♥ უნიჭიერესი ხარ!!!♥♥♥

 


№5 სტუმარი babi

აუ მაგარია მარა შეგიძლია სანდროს ფიქრებიც რომ დაწეროთ? მაინტერესებს

 


№6 სტუმარი Teo...

Vaime hemo gadareulo avtoro vgijdebi shenze.ushenod Rameshveleboda.gamaxare rom daabrune ,aleqsandre,mariami,da mishoo.vaime rogor miyvars eseni .

 


№7 სტუმარი ani

babi
აუ მაგარია მარა შეგიძლია სანდროს ფიქრებიც რომ დაწეროთ? მაინტერესებს

ხო ეგ მეც მაინტერესებს

დადე მალე რა , ძალიან მაგარი იყოოოოოოოოოოო <3 love love მარა არ მომწონს სულ ეს ბიჭი რო "იმარჯვებს" მარიამზე რა :D sad wink

 


№8  offline აქტიური მკითხველი uchveulo

uuuh dzaaan magariaa ... Vgijdebi am bichze :)) sayvarelu... vaime mariami ra jujgunaaa ... aba shen ici 12 is mere dade raa kidee :))

 


№9  offline წევრი masu

ძაან მაგარია <3 ველოდები ახალტ თავს <3

 


№10  offline წევრი თათულიTN

vau ra magaria. exla wavikitxe orive tavi da dzaan damainteresa sandrikom :* veli shemdegs tkbilo :*

dadeb 12is mere?

 


№11  offline წევრი nini31323

ოუუ ძაალ მაგარია რა საყვარლად უხეშია ეს სანდრო საყვარლებიიი.ძაან მომწონს შენ ყოველთვის კარგ ისტორიებს დებ ოღონდ ერთს გთხოვ უშეცდომოდ წერე ზოგიერთ მონაკვეთში აზრი ვერ გამოვიტანე.გელოდები

 


№12  offline წევრი კალლ აია

❤️❤️❤️❤️❤️

 


№13  offline აქტიური მკითხველი terooo

Სიყვარულის ამბები... ლიზი როდის გახდეა რძალი ნეტა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent