შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭიქა ჭითელი ღვინო (1 თავი)


9-04-2016, 13:26
ავტორი wripawripa123456
ნანახია 1 581

სიყვარული შვიდასგვარია.
ერთხელ მოვა მოულოდნელად და აგაწიოკებს.
შეგრძნებებს გაგიორმაგებს.
გადაგრევს.
და სასიამოვნო შეგრძნებებს დაგიტოვებს.
ერთ მშვენიერ დღეს, თუკი ადამიანი ნამდვილ გრძნობებს ამოაფრქვევს დალაგებულ-მოწესრიგებული საგნებიც კი ქაოსში გაეხვევა.
ადამიანი ვერ იარსებებს უსიყვარულოდ.
ქალ-ვაჟური სიყვარული ხომ საოცრებაა.
ისე უცებ შემოვა შენში ვერც გაიგებ.
და რომ მიხვდები უკვე, უკან ვეღარ გააბრუნებ და დაიწყება ნაირ-ნაირი თავგადასავლები.

შეხედულება შეიძლება შეგიცვალოს სიტყვის ერთმა ასომ, გამოთქმულმა ერთმა ბგერამ, გამოხედვამ ან თუნდაც „თვალის ხაზის გავლებამ“

***
წვიმდა
თანაც საშინლად.
მეც ვიჯექი ფანჯარსთან, ვუყურებდი ლამპიონებით განათებულ ქალაქს და მორბენალ ხალხს.
ზოგი ქოლგასთან ერთად მირბოდა, ზოგს კი თავზე პარკი ჰქონდა წამოფხატებული.
და ვფიქრობდი თუ რა დებილები არიან.

და მაინც რა მწარეა ეს მონატრების გრძნობა.
საშინელებაა როცა საყვარელ ადამიანს.
გგონია შენი სხეულის ნახევარიც არსებობას წყვეტს.
წითელი ღვინო და მოგონებები.
სულ მგონია, რომ ახლაც კარს შემოაღებს და მეტყვის:
-დედი, კიდე ფანჯარაზე ზიხარ? წადი მეგობრებთან გაერთე.
როგორ მინდა ძლიერი ვიყო, მაგრამ რავქნა არ გამომდის.
სიგიჟემდე ვარ მისული ნატალიას მონატრებით.
ყველაზე ახლოს ის იყო ჩემთან.
მყავს მეგობრებიც, მაგრამ დედა მაინც სულ სხვაა რა.
ძალიან მაკლია.
ჩემი ტელეფონი ბზუის და არ მინდა ყურადღება მივაქციო.
ვერ ველევი ჭიქა წითელ ღვინოს.
მაგრამ არ ჩერდება.
ეკრანს რომ დავხედე გამეღიმა წარწერის დანახვაზე, პოზიტივა მირეკავდა ))
-თაია შეგიძლია დადო ეგ ღვინის ჭიქა და ჩამოხვიდე დაბლა. ჩამყვირა ტელეფონში ნინამ.
(პოზიტივას ვეძახით მეგობრები, ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე მოგიყვანოს, ვგიჟდები ამ გოგოზე.)
-რამინდა დაბლა ნინა?
-მთაწმინდაზე გავიკატავოთ რა. რომ მივხვდი ამ გაკატავებაში რა იგულისხმა ისტერიული სიცილი ამიტყდა.
-მიმიხვდი ხო? მიდი ჩამო, საწვიმარიც წამოიღე.
-რათ მინდა საწვიმარი გოგო? ხომ იცი როგორ მიყვარს წვიმაში სიარული.
-შენზე ვინ ზრუნდავს მერე, მე ჩამომიტანე. ხატიაც აქაა და გავაჯაზოთ რა.
-კარგი.
რო ჩავედი ქვემოთ რამდენიმე წუთი წვიმაში ვიდექი და მსიამოვნებდა ერთნაირად თბილი და ცივი შეგრძნებები.
შემდეგ მანქანაში ჩავხტი და ხატიას გაბრაზებულ სახეს წავაწყდი, რომელზეც ხარხარი ამივარდა.
ვერ იტანდა მანქანას, რომ ვუსველებდი ))
-მოკლედ მაგრად ვაჯაზებთ რა, ჩვენს ატრაქციონზე უნდა ვიკატაოთ. ამბობს ნინა და ეღიმება.
-ხო, მერე კიდე ბიჭებს გავუაროთ და გავიდეთ სადმე რა. თქვა ხატიამ თავისი აზრით კმაყოფილმა.
-მე მერე სახლში დამტოვეთ და თქვენ წადით, არ მინდა სადმე გიჟურ გარემოში წასვლა, არ ვარ ჯერ მასეთ ხასიათზე.
-თაია გეყოს! მიჯავრება ორივე ერთად.- 6თვე თაია, 6 თვე გავიდა. ნატალიას მოსწონდი როდესმე ცუდ ხასიათზე მყოფი? ყოველთვის შენი ღიმილის დანახვა უნდოდა. იქ მაინც იყოს კარგად ეგ ქალი შენი გადამკიდე, სულ გაგიჟებული გვყავდა აქ, ცრემლები მოადგა ნინას. რა მაგარი ქალი იყო რა,თან ბლინებს, რომ სულ მიცხობდა. დამინრუნე ძველი თაია, მუდამ მომღიმარი თავისი სიგიჟეებით.
-ჩვენ რა არ გვენატრება ნატალია თუ რა გგონია? მეორე დედა იყო ჩვენთვის კარგად იცი, ასე არიან ჩვენი მშობლები შენთვისაც და იცი რომ სულ შენს გვერდზე ვართ. ვიცი რთული და ვერ შეგიმსუბუქებთ ტკივილს, მაგრამ ეცადე რა, გთხოვ და თუ გინდა სულ სველი ჩაჯექი ჩემს მანქანაში.
საოცარი გრძნობაა, როდესაც მეგობრებისაგან ამდენ სითბოს იღებ.
-რო შემეძლოს და სველი არ ვიყო ჩაგეხუტებოდით, ხო ვიმახსოვრებ შენს სიტყვებს ხატია და კარგით, ვეცდები ყველანაირად.
თვალის დახამხამებაში უკან გადმოძვრნენ და ვიჯექით ასე ჩახუტებულები, ვის ახსოვდა მთაწმინდა და მანქანები?


დაგიბრუნდით ახალი ისტორიით.
გული მიგრძნობს ეს იქნება ყველაზე კარგი ისტორია, რაც კი ოდესმე დამიწერია.
მაგრამ თქვენი შეფასება განსაკუთრებით მაინტერესებს, სტიმულს მაძლევს ხოლმე წერისთვის.



№1  offline წევრი wripawripa123456

ძალიან დიდი ბოდიში, სახელში შესწორება შევიტან, ჭიქა წითელი ღვინოა.

 


№2  offline წევრი Nini123456

თავები გაზარდე. მომეწონა წინა ისტორიებიც მაქ წაკითხულო და ძალიან კარგად წერ იმედია შემდეგს მალე დადებ♥️♥️♥️♥️♥️❤️❤️❤️❤️❤️

 


№3  offline წევრი wripawripa123456

Nini123456
თავები გაზარდე. მომეწონა წინა ისტორიებიც მაქ წაკითხულო და ძალიან კარგად წერ იმედია შემდეგს მალე დადებ♥️♥️♥️♥️♥️❤️❤️❤️❤️❤️


მადლობა საყვარელო <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent