ვერ ვხვდები როგორ შემიყვარდი(3)(თვით უჟმურებავ)
მეგობრებისკენ წავედი და შორიდანვე შევამჩნიე მათი ერთდროულად ინტერესით და კმაყოფილებით აღსავსე მზერა. ფანჯარასთან იყვნენ და არ გამოპარვიათ როგორ ვესაუბრებოდი სიმპათიურ მამაკაცს. -ვინ იყო?-მოუთმენლად მკითხეს. მე ჯერ ჩამოვჯექი ყავის ფინჯანი და თეფში რომელზეც ნამცხვრის ნაჭერი იყო ახლის მოვწიე. -ჩემი უფროსი.-ვთქვი და ჩანგლით ნამცხვარს პატარა ნაჭერი ჩამოვაჭერი. -რაა?-ფეხზე წამოდგა ლილე და ფანჯრიდან დაუწყო თვალიერება ზურგით მდგარ დათის. -რასაკეთებ არდაგინახოს!-თვალები გავაფართოვე მე. -რასიმპატიურიაა.-კმაყოფილი სახით დაიკავა თავისი ადგილი ლილემ. -მეც მინდა ეგეთი უფროსი-წარბები შეათამაშა სოფიმ. -ჰო რაიქნებოდა შენი სტატიის მთავარი პერსონაჟი ეგ რომ ყოფილიყო?-ეშმაკური ღიმილოთ წარმოთქვა ლილემ. -ჰო მე შენს ადგილზე უეჭველი მაგას შშევაბავდი-ყავა მპსვა სოფიმ. ხველება ამიტყდა ჭამა არ დამაცადეს ნორმალურად. -კარგით გოგოები შეწყვიტეთ-მტკიცედ ვთქვი.-რეებს ბოდავთ რგეთი სიმპატიურიც არარის რომ ჩაგაკაიფოთ! და თან რომელ შებმაზეა ლაპარაკი სულ ბატონო დათით ვეძახი, თან ისეთი უჟმურია რომ მოვინდომო მაინც ვერ შევაბავ!-გავაბი ჩემთვის ლაპარაკი გოგოებს კი ისეთი ღიმილი აეკრათ სახეზე მივხვდი რომ ტყვილა ვლაპარაკობდი. -ეე კარგით ეხლა რა, თემა შევცვალოთ-ჰაერში თითები გავატკაცუნე რომ მათი ყურადღება მიმექცია. -ესეიგი შენ შენს ანდრიას არ ეშვები ხომ?-დუდღუნით თქვა ლილემ და ნამცხვარს ყავა მიაყოლა. -ნტ... ხომ გითხარი რომ სტატიისთვის კარგი ვარიანტია სიმპატიურიცაა და კარგი ტიპია. გუშინ ქსეროქსის შეკეთებაშიც დამეხმარა. -ეგ მე მითხარი ლილეს რას უყურებ.-თქვა სოფიმ და მზერა ლილედან მასზე გადავიტანე. -აბა არმომწონსო?-ისევ მკითხა ლილემ და ჩემი თავი უკვე დაკითხვაზე მეგონა. -არმომწონს! უბრალოდ ცოტა მსახიობობა მომიწევს და ჩემი ფანტაზიაც დამჭირდება. -არ დაგავიწყდეს რომ თინას ნამდვილი ისტორია უნდა!-ნიშნისმოგებით წარმოთქვა სოფიმ. -ღმერთო...-უკვე ნერვებმოშლილმა წარმოვთქვი მე-ნამდვილი ისტორია იქნება უბრალოდ არაფერი დაშავდება თუ ისტორიას და ანდრიას ტიპაჟს უფრო შევალამაზებ-მთელი ემოციებით ვუხსნიდი გოჰოებს ჩემს განძრახვას როცა დავინახე როგორ გვიახლოვდებოდა გაღიმებული ანდრია. ლაპარაკი შემიწყდა, მზერა მისკენ გადავიტანე და მეც გაღიმებულმა შევხედე. გოგოებიც გაჩერდნენ ჩემს მზერას თვალი გააყოლეს და მათაც ანდრიას შეხედეს. ინსტიქტურად თმები შევისწორე და ლილეს უნებურ ჩახითხითებას ყურადღება არ მივაქციე. რამდენიმე ბიჭთან ერთად იყო სამივე მეცნო ალბად ეგენიც ჩვენი თანამშრომლები არიან. მივხვდი რომ გოგოებს იმის კითხვა უნდოდათ თუ ვინ იყო ეს მომღიმარი ბიჭი რომელიც ჩემსკენ მოდიოდა და მას კიდევ სამი მოჰყვებოდა მაგრამ ვერ მოასწრეს რადგან ანდრო უკვე ახლის იყო. -გამარჯობა თაკო-მომესალმა გაღიმებული. -გამარჯობა ანდრია როგორ ხარ?-სახელი სპეციალურად ხმამაღლა წარმოვთქვი რომ გოგოებს გაეგოთ. ისინიც რაღაცნაირად შეიშმიშნენ. მათ გადავხედე სოფი აშკარად გულწრფელად იღიმოდა ლილეს კი ისეთი სახე ჰქონდა მივხვდი რომ გაღიმება აზრააც არ მოსვლია ამიტომ ისეთი მზერა მივაბყარი ოდნავ გაიღიმა ისიც სამი წამით. -კარგად შენ როგორ ხარ?-მკითხა მან. -მეც კარგად-ვთქვი და ორწამიანი პაუზის შემდეგ დაქალებისკენ მოვბრუნდი. -გაიცანი ესენი ჩემი დაქალები არიან, სოფი და ლილე. -სასიამოვნოა. -ჩვენთვისაც-გაეკრიჭა ლილე და აშკარად შევამჩნიე მისი ცინიზმი. მოვკლავ ამგოგოს. ლილე ყოველთვის ასეთი იყო ძირითადად ცინიკოსი იშვიათად რეალისტი. განსხვავებულია და მაინც ყოველთვის მართალი. -ესენი გიო, ნიკუშა და ლევანი არიან. გიო და ლევანის შეიძლება იცნობ ნიკუშა კი ჩემო დეიდაშვილია. რაღაცეები კიდევ ვისაუბრეთ და მალევე წავიდნენ. თითქოს მათი წასვლჯსას ამოვისუნთქე. -რაგჭირს?-თვალებგაფართოებულმა ვკითხე ლილეს.- გასაგებია რომ დათი მუფრო მოგეწონა მაგრამ ანდროაათან მთელი შენი ცინიზმის გადმოფრქვევა არაა საჭირო. -რადავაშავე?-ვითომ ვერ მიხვდა. -ოოო კარგით გეყოფათ.-დაგვაწყნარა სოფიმ. -წავედი რა სანდროსთან მიმეჩქარება-კვლავ ცინიკურად თქვა ლილემ და გაბრაზებული წავიდა. მივხვდი რომ ჩემზე გაბრაზდა, ნაკლები გაბრაზებული არც მე ვიყავი. -მეც წავედი-ცივად წარმოვთქვი და წამოვდექი. -კარგი რა მე რაღა დავაშავე?-პატარა ბავშვივით იკითხა სოფიმ. მის ასეთ სახეზე გული მომილბა და გამეცინა. -არაფერი რასისულელეა, ჩემთან წამოდი რა. კაფიდან გამოვედით და მანქანით ჩემს სადარბაზოსთან გავჩერდით. ჩვენს წინ კიდევ ვიღაცამ დააპარკინგა. -ეე ისარის-წარმოვთქვი უცებ. -ვინ?-კისერი დაიგრძელა სოფიმ. -"ჩვენი გადამრჩენელი"-ჩავიხითხითე მე. -აა ჰოო ეეგ-ვითომ უინტერესოდ წარმოთქვა სოფიმ და ღვედის მოხსნა დაიწყო. მე უცნაურად შევხედე. -ისე რა ბედი მაქვს-წარმოვთქვი ჩანთიდან ტუჩსაცხი ამოვიღე სარკე ჩამოვვხსენი და ტუჩზე წასმა დავიწყე, სულ არ ვჩქარობდი მანქანიდან გადასვლას,-თანამშრომლები ხომ მყავს და მყავს სიმპატიურებიდა მეზობლებიც კი ასეთები მყავს-ეშმაკურად გადავხედე სოფის და მანქანიდან გადმოსვლის პროცესში მყოფ "ჩვენს გადამრჩენელზე" მივუთითე და მანქანიდან სწრაფად გადავედი. სოფიც ჩემი შემყურე უცებ გადმოვიდა მანქანიდან. -გამარჯობა-მომესალმა სადარბაზოს შესასვლელთან შემხვედრი გადამრჩენელი. -გამარჯობა-მივესალმე მეც და ამასობაში სოფიც დამეწია, ბიჭმა მზერა სოფიზე გადაიტანა და მასაც მიესალმა. -აამ... შენ ადი მე მანქანაში რაღაც დამრჩა ავიღებ და მოვალ-ხელში სახლის გასაღები მივაჩეჩე სოფის მის მზერას სათაურით "მოგკლავ" ყუტადღება არ მივაქციე და ღიმილით წავედი მანქანისკენ. უკან რომ მივიხედე დავინახე როგორ დაუთმო გზა მამაკაცმა სოფის და კმაყოფილად გამეღიმა. ერთი-ორი წუთი მოვიცადე და მერე ელვის სისწრაფით გავვარდი და თქაფათქუფით ავირბინე კიბეები. ლიფტით არ მისარგებლია ბავშვობიდან მეშინია ლიპტების. საერთოდ კლაისტროფობია მაქვს და მითუმეტეს ლიფტში რო მომკლა ვერ შევალ რამდენიმე წამითაც კი. ერთხელ ათი სართულიც კი ავიარე ფეხით. ქოშინით ავირბინე ოთხი სართული და კარზე გაბმულად დავიწყე ზარის რეკვა. ღილაკს ხელი მანამ არ ავუშვი სანამ სოფი არ გამომივარდა და ბუტბუტით არ შემათრია სახლში. -აბა?-სულელივით გავეკრიჭე. ჩემს სახეზე ოდნავ მოლბა. -რა აბა? -რაქენი? -რაუნდა მექნა შენ გოგო გიჟი ხოარხარ? -აუუჰ არ მითხრა ეხლა რომ არმოგწონს რაა-წარბები ავათამაშე. -ოოო გიჟი ხარ შენ ხომ იცი? -არაფერი გითხრა?-ვიკითხე და ფეხზე გავიხადე. -როგორ არა. -რაგითხრა? -ლყკა ქვია. -ლუკა? -ჰო ლუკა რაიყო?-გაუკვირდა სოფის. -არაფერი. -თურმე დები ვეგონეთ-გადაიკისკისა სოფიმ და სავარძელში ჩაეშვა. მეც გამეცინა. აბა რა იქნებოდა იმდღეს იყო ერთად ვიყავით ეხლაც ერთად გვნახა. -მერე? -არაფერი დავემშვიდობე და სახლში შემოვედი.-თქვა სოფიმ მე კიდევ სულელივით გაღიმებული შევცქეროდი. ორშაბათს დილით თავი ძლივს ავწიე. წინა დღით მე და ლილე შევრიგდით და კარაოკე ბარში წასვლაზე დამიყოლია. იქაც კარგად დავლიე და იმდენი ვიკივლე ვითომ სიმღერაში, რომ ხმა ჩამეხლიჩა. მთვრალებმა ეგეც არ ვიკმარეთ და ამის შემდეგ კლუბშიც დავლიეთ. სახლში სამსაათზე დავბრუნდი და მკვდარივით დამეძინა. საწოლიდან რომ წამოვდექი ყველაფერი დატრიალდა და კედელს მივეყრდნე, ცოტა გამოვფხიზლდი და აბაზანაში შევიზლაზნე. თავი გასკდომაზე მქონდა და შევამჩნიე რომ პიროდან ისევ სასმლის სუნი ამომდიოდა. ღმერთო რა იდიოტი ვარ! რამ დამალევინა ამდენი. მგონი ლოთებიც არ სვამენ ამდენს. სააწრაფოდ მაგარი ყავა გავიკეთე დიდი ფინჯნოთ და გასვლისას კიდევ ერთხელ გავიხეხე კბილები. ორიცალი ციტრამონი დავლიე და მანქანაში ჩამჯდარმა ერთი ხუთი საღეჭი რეზინი ერთდროულად დავღეჭე. მთავარია პატრულმა არ გამაჩეროს. სამსახურამდე ჩვეულებრიავად მივედი არავის გავუჩერებივარ. საათს რომ დავხედე ზუსტ დროს ორი წუთით გადაცილებოდა ამიტომ მანქანა სირბილით დავტოვე და სირბილით შევვარდი შენობაში. ეს ორი წუთიც კი შეიძლება სავალალო გამხდარიყო ჩემთვის. ძლივს ავიარე კიბეები და ყავის კეთებას შევუდექი. ყავა უფროსის ოთახში შევიტანე და მაგიდაზე დავუდგი. -უშაქრო ამერიკანო-კიდევ ერთხელ დავირწმუნე თავი და გამოსაავლელად შემოვტრიალდი რომ კარში პირდაპირ ის შემეჩეხა. ჩემდაუნებურად შევხტი თუმცა საბედნიეროდ დროულად დავამუხრუჭე და ზედ არ შევასკდი. პირდაპირ თვალებში შემომხედა თავისი ღრმა ჭაობისფერი თვალებით თითქოს ჩემგან რაიმეს ახსნა განმარტებას ელისო და დავიბენი. -აამ... გამარჯობათ... ბატონო დათი-ძლივს მივესალმე-მეე.. -დაიგვიანე-ცივად მითხრა და ადგილზე მიმყინა თან თვალებში ყურებას არ წყვეტდა და ხმას ვეღარ ვიღებდი. -მხოლოდ ორი წუთით-ისე ხმადაბლა ვთქვი მგონი ვერც გაიგო მაგრამ საბედნიეროდ გვერდი ამიარა და სავარძელში ჩაჯდა. ამოვისუნთქე მივხვდი რომ მთელი ამ რამოდენიმე წამის განმავლობაში არ ვსუნთქავდი და გულისცემაც გაორმაგებული მქონდა. -ბოდიშს ვიხდი აღარ განმეორდება-როგორც იქნა წარმოვთქვი ამჯერად ხმამაღლა და მისკენ შევტრიალდი. -თავისუფალი ხარ.-მითხრა უემოციოთ. მეც უსიტყვოდ შევბრუნდი და კაკუნით წავედი კარისკენ. -ჰო მართლა...-მისმა ხმამ შემაჩერა უკვე გამოსასვლელთან მდგომი. მას შევხედე თავი მაინც ქაღალდებისკენ ჰქონდა დახრილი და წარბებს ქვემოდან მკყურებდა.-ნანუკა თავის საქმეს თავს კარგად ვერ ართმევდა, ამიტომაც დაკარგა სამსახური და არა მხოლოდ იმიტომ რომ ტკბილ ყავას აკეთებდა, ასე რომ ყოველ დილით საკუთარი თავის დარწმუნება არაა საჭირო რომ ჩემს მაგიდაზე უშაქრო ამერიკანოს დებ.-ბოლო სიტყვებისას თავი ასწია და ლაპარაკთან ერთად ჩემს დათვარიელებას შეუდგა. ფეხებიდან დაწყებული თმის ბოლოებამდე შემათვალიერა. ბოლოსკენ ცოყა შევიშმუშნე, ისეთი გამრჭოლი მზერა ჰქონდა. საუბარი რომ დაასრულა ისევ თავის საქმეს მიუბრუნდა, არვიცი რა დამემართა მაგრამ ადგილიდან არ ვიძვროდი და გაშტერებული თვალებდაუხამხამებლად შევცქეტოდი. -რამის თქმა გინდა?-კვლავ ამომხედა -არა-ძლივს დავაშორე ტუჩები ერთმანეთს და მივხვდი რომ უნდა გამოვსულიყავი. წამშივე დავტოვე მისი კაბინეტი. ღმერთო როგორი მზერა აქვს! ვინცარუნდა იყო რასაც არუნდა გრძნობდე მის მიმართ ზიზღს თუ სიყვარულს რომ შემოგხედავს ადგილზე გაშეშებს. არვიცი იმედია მხოლოდ მე არ მემართება ასე. ეს დღე იმაზე დამღლელი აღმოჩნდა ვიდრე მეგონა. ერთი წუთით არ მომეცა დასვენების საშუალება! თუ ვიჯექი უამრავ ზარს ვპასუხობდი, თუ ვიდექი აქეთ-იქით დავრბოდი სხვადასხვა საბუთებზე. -ყავა!-უკვე მეხუთედ მაძლევს ყავის შეტანის ბრძანებას. მეც მეხუთედ ვდგები ბუზღუნით ვასხავ უშაქრო ამერიკანოს და ფეხსაცმელების კაკუნთან ერთად კარზე კაკუნით შევდივარ მის ოთახში, ის რათქმაუნდა ზედაც არ მიყურებს მეც მის მაგიდაზე ვდგავ ყავას და უკან ვბრუნდები. -თაკო-მაჩერებს კართან. -დიახ -კაბინეტში მე თუ გიბარებ ტვინის გამაყრუებელი კაკუნი არაა საჭირო-მკაცრად თქვა.-მხოლოდ მაშინ დააკაკუნებ თუ დაბარებული არ ხარ. -დიახ ბატონო დათი-თავს ვუქნევ და გამოვდივარ. საკმაოდ ნერვებ მოშლილი მომეჩვენა თუმცა არ გამკვირვებია. მალევე როგორც იქნა დატოვა თავისი კაბინეტი და მეც დრო ვიხელთე. ავდექი და ყავა გავიკეთე. მთელი დღე იმდენად გადაღლილი ვიყავი მეც ამერიკანო ჩამოვასხი და უკან გავბრუნდი როცა მთელი ძალით შევასკდი ვიღაცას ცხელი ყავა მთლიანად ზედ გადამესხა მაგრამ ვერაფერი ვიგრძენი რადგან ჩემს წინ დათი იდგა და მის თეთრ პერანგზე აშკარად ეტყობოდა პატარა ყავის ლაქა რომელიც ჩემი წყალობით მიიღო. ლამის ყბა ჩამომვარდა მინდოდა იმდდროს გავმქრალიყავი როცა მის მრისხანე მზერას მოვკარი თვალი. -უკაცრავად... ბატონო დათი არმინდოდაა...-დავიბენი აღარ ვიცოდი რა მექნა. -არაუშავს-მკაცრად შემაწყვეტინა-ჯობია შენს ტავს მიხედო-თვალები ჩემს ტანზე გადმოიტანა. ორი წამი რაღაცნაირად მიყურა, მერე მეც დავიხედე და ლამის ვიკივლე, თეთრი პერანგი დასველების შედეგად სულ გამჭირლალე გამხდარიყო და ტანზე მომკრობოდა, ფაქტიურად მე მის წინ მხოლოდ და მხოლოდ ბიუსჰალტერის ამარაღა ვიდექი. წამში გამოვიწიე პერანგი წინ და გამჭირვალობა დაკარგა, აწითლებული სახით დათის შევხედე რომელიც წამის მეათასედში მიბრუნდა კაბინეტისკენ არვიცი მომეჩვენა თუ მართლა შევამჩნიე მისი ოდნავი, სულ ოდნავი ტუჩის კუთხეში შეპარული ღიმილი. კაბინეტში შევიდა და კარი მიიკეტა. პერანგს ხელი შევუშვი და ისევ ტანზე მიმეკრო. -ღმერთო!-ჩავილაპარაკე და ოდნავ წინ ჩამოყრილი თმა უკან გადავიწიე. -თაკო?-გაისმა კითხვით აღსავსე ანდრიას ხმა. მე ტანზე მიწებებული პერანგი ისევ წინ გამოვიწიე. -ანდრია-ჩავილაპარაკე. -რამოგივიდა-გაღიმებულმა მკითხა. -ყავა გადამექცა, როგორც ხედავ.-ვუთხარი და სიცილი ამიტყდა. -სულ დასველდი რაუნდა ქნა? -წარმოდგენა არ მაქვს დღეს ძალიან გადატვირთული დღეა და დათის რო ვთხოვო მგონი არგამიშვებს სულ რამოდენიმე წუთით ამიტომ ჩემს დაქალს დავურეკავ და მომიტანს რამეს. ჩანთასთან მივედი და ტელეფონს დავუწყე ძებნა. -კარგი მიდი, თუ რამე დაგჭირდეს მითხარი-ღიმილით დამშორდა ანდრია. რასაყვარელია-გავიფიქრე და მივხვდი რომ ხელებიც სველი მქონდა ამიტომ საპირფარეშოში შევედი და რაც შემეზლო მოვწესრიგდი. გამოვედი და ლილეს დავურეკე. -ლილე სად ხარ?. -სოფისთან რა იყო? -სასწრაფოდ მოდი ჩემთან სამსახურში და რაიმე პერანგი ან ბლუზა წამოიღე ისეთი ლურჯ მუხლამდე ბოლოკაბას რომ უხდებოდეს. -და რატო? -ოო ყავა გადამესხა რა მალე მიდი რაც შეგიძლია სწრაფად! -კაი კაი ჰო.-მითხრა და გავთიშე. -ჯანდაბა ეხლა ესე როგორ უნდა ვიყო. ისევ ჩემს მაგიდას მივუბრუნდი და შევეცადე პერანგი კვლავ არ მიმკრობოდა. -თაკო ჩემს კაბინეტში!-რაა ? კარგი რა ესე როგორ უნდა შევიდე? ავდექი და უფროსის კაბინეტში თავი შევყავი. -შემოდი-კი არ მინდოდა მაგრამ მომიწია შესვლა. -ხომ იცი რომ ოც წუთში ჩვენ ბიზნესპარტნიორებთან მაქვს შეხვედრა? -დიახ ბატონო დათი-პატარა ბავშვივით დავუქნიე თავი. -ჰოდა თუ არგინდა რომ აქ შენამდე მომუშავე გოგოების რეკორდი მოხსნა და სამუშაო ორ დღეში დატოვო ათ წუთში ასეთ მდგომარეობაში აღარ იყო!-მკაცრად ჩამომიყალიბა აზრი და მეც თავის ქნევას მოვყევი. -ათი წუთი გაქვს! -დიახ დიახ, ათი წუთი-გავიმეორე და კაბინეტიდან გამოვედი კიდევ კარგი წინასწარ დავურეკეილეს თორემ ათ წუთში რა უნდა მომესწრო. ზუსტად ხუთ წუთში ჩემთან ლილე გაჩნდა ყვითელი თხელი უმკლავო ბლუზით. -რაა? ყვითელი?-სახე დავმანჭე. -საყვედურები სოფის უთხარი, გინდა თუ არა ყვითელი და ლურჯი ერთმანეთზე მიდის და ორივე ერთად კი თაკოს აკვდებაო... -კაი კაი ჰოო მომეცი-წარმშეკრულმა გამოვგლიჯე ხელიდან. ათ წუთში სტუმრებიც მოვიდნენ.მე დათის კაბინეტში შევედი და მის წინ ავესვეტე ახალი ბლუზით და მომხიბვლელი ღიმილით. -ბატონო დათი სტუმრები უკვე მოსაცდელში არიან. დათი ფეხზე წამოდგა და ერთ წამში ჩემს წინ გაჩერდა წარბშეკრული. -მგონი გაგაფრთხილე რომ დაბარებული თუ არ ხარ კარზე უნდა დააკაკუნო-მკაცრი გამომეტყველებით გამოსცრა კბილებში.-აღარ განმეორდეს-მკვახეთ მომახალა და მეც იმედგაცრუებული გამოვედი მისი კაბინეტიდან. -სტუმრები შემოუშვი რამდენხანს ალოდინებ! მის ბრძანებას დავემორჩილე და ნერვებმოშლილი ჩავჯექი კუთვნილ სავარძელში. ხეპრე!უჟმური!ურჩხული! ნამდვილი თვით უჟმურებაა! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.