შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ ვარ ანგელოზი,მაგრამ არც ეს ცხოვრებაა სამოთხე(1)


9-04-2016, 19:26
ავტორი Psychopathic
ნანახია 2 612

ანასტასია ლეხმანიუკი.22 წლის მხატვარი.ოჯახი:დედა_ხათუნა გასვიანი(42 წლის).მამა_ვლადიმერ ლეხმანიუკი(46წლის).და_დიანა ლეხმანიუკი(24 წლის) მამინაცვალი_სერგო ვაშაკიძე.(57 წლის). სერგოს შვილი_ბექა ვაშაკიძე(28 წლის).სამეგობრო წრე_თათუკა ლეჟავა,ოთო ჩარკვიანი,დემნა ტუღუში,სანდრო ბერიძე და იოანე და გიგა არაბიძეები.

არ ვარ ანგელოზი,მაგრამ არც ეს ცხოვრებაა სამოთხე(1)

*****************************************************
არაფრის მეშინია,საერთოდ არაფრის...რა თქმა უნდა ფრთხილი ვარ (ისე როგორც სხვა დანარჩენი),მაგრამ არასოდეს არ ვაძლევ შიშს ჩემი დაძლევის უფლებას.ვცხოვრობ ისე როგორც მინდა,რომ ვცხოვრობდე,ზედმეტი შეზღუდვების,წინასწარი დაგეგმვების და ფიქრის გარეშე.ეს უშიშარი და თავგადასავლებით სავსე ცხოვრება კი ჩემთვის უბრალოდ იდეალურია.ყოველთვის ლიდერობის სურვილი მქონდა,ყოველთვის მინდოდა „ყველაზე“ კარგი და გამორჩეული ვყოფილიყავი.მაგრამ ჩემი ესოდენ დიდი სურვილის მიუხედავად ვხვდები,რომ ლიდერი ჩემგან ნამდვილად ვერ დადგება,ერთი მარტივი მიზეზის გამო,გაუნათლებელი ადამიანების მასასთან კავშირს ვერასოდეს ვამყარებდ.ვიცი რომ ძლიერი ვარ,მაგრამ ამავე დროს რთული ადამიანი.ადვილად შემიძლია უცხო გარემოში ადაპტირება და სწრაფადვე ვიწყებ საკუთარი წესების სხვებისთვის კარნახს,მათ მიმართ’აც,ვინც თავად აპირებდა ამის გაკეთებას.ყველას საკუთარი წესებით თამაშს ვაიძულებ.აქედან გამომდინარე ჩანს,რომ მუდამ ვმოქმედებ ისე,როგორ თავად ვთვლი საჭიროდ.სწორედ ამიტომ მიმიჩნევს გარშემომყოფების დიდი ნაწილი უხეშ და ძალაუფლების მოყვარულ ადამიანად.არ მაინტერესებს იმ ადამიანების აზრი,ვინც „სინამდვილეში“ არ მიცნობს.ყოველთვის ვწყევეტ ურთიერთობას მათთან,ვისი აზრიც ფუნდამენტალურად განსხვავებულია.
სწორედ ამ ფუნდამენტალურად განსხვავებული აზრის გამო მაქვს ჩემს ოჯახთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვეტილი.არასდროს მიყვარდა როდესაც ვინმეს მადარებდნენ,მითუმეტეს თუ ეს „ვინმე“ ჩემი და იყო.ყოველთვის ისმოდა ჩვენს ოჯახში სიტყვები: „დიანა დააწინაურეს,უსაქმურ ტაისიას კი არ გავს“ „დიანა სამსახურშია,შენსავით უსაქმურად კი არ დაყიალობს ძმაკაცებთან ერთად“ და მსგავსი შინაარსის უამრავი წინადადება.არ გასულა დღე,რომ არ დავემცირებინე.ეს ყველაფერი კი იმან განაპირობა,რომ მათ „ნაბრძანებს“ არ „ვასრულებდი“.დიანა კი პირიქით,ყველაფერს ისე აკეთებდა,როგორც მშობლები ეტყოდნენ.დიანამ ბიზნესზე ჩააბარა,მე კი სამხატვრო აკადემიაში.მშობლებმა მეცხრე კალსიდან გამომიყვანეს და მეც „მათი ბრძანებების შესრულება“ დავიწყე.2 წლის შემდეგ,მივხვდი რომ ეს ყველაფერი მარაზმი იყო და მეტი არაფერი! სახლიდან წამოვედი და საშველად ოთოს მივმართე.მისი დახმარებით ვიპოვნე პირველი სამსახური (წიგნების მაღაზიაში კონსულტანტად),მისი დახმარებით ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში და მისი დახმარებით გავიგე „სიმართლე“ მამაჩემზე.
მეხუთე კლასში ვიყავი,როდესაც დედა და მამა გაშორდნენ.მამა რუსეთში წავიდა,დედა კი ჩვენ „გვზრდიდა“. დაშორებიდან რამოდენიმე თვეში ახალი „კაცი ააგდო“.ცნობილი და წარმატებული ბიზნესმენი-სერგო ვაშაკიძე.57 წლის,ცოლს გაშორებული(რომელთანაც ერთი ბიჭი ყავს) კაცი,რათქმაუნდა ეს „ოჯახი“ სიყვარულით არ შექმნილა.დედას მისი ინტერესები, სერგოს კი_მისი.დედა_ფულის გამო იყო მასთან,სერგო კი_ მხოლოდ იმიტომ,რომ დედა ლამაზი და ახალგაზრდაა.სერგოს შვილი,ჩემი ძმა,ბექა ყველაზე თბილი,კეთილი და კარგია.ერთმანეთზე ვგიჟდებით და 24 საათს ერთად ვატარებთ.მისი სახით მყავს უფროსი ძმა,რომელსაც თვალდახუჭული ვენდობი.ბექას ყოველთვის მივყავდი თავის მეგობრებთან და ჩემს თავს ისე აცნობდა,როგორც მის დას.სწორედ მაშინ გავიცანი დემნა,სანდრო,იო და გიგა-ბექას საუკეთესო მეგობრები.
დედაჩემის და მამაჩემის გაშორების შემდეგ სამი წელი მამასთან ურთიერთობა არ გამიწყვიიტავს.სამი წლის შემდეგ კი „დამივიწყა“ არანაირი დარეკვა,მოკითხვა და რაიმე მსგავსი.მსუბუქად რომ ვთქვა „მიმაგდო და წავიდა“.დედაც ამ ამბავმა შეაშფოთა,თან ისე,რომ საკუთარი შვილის წინ მამამისის ლანძღვასაც არ ერიდებოდა.მეუბნებოდა თუ როგორ გამოგვიყენა,როგორ დაგვტოვა და გვატკინა გული.მიკვირდა რატომ ღელავდა ჩემზე „დედა“,რომელიც მანამდე ჩემს არსებობასაც ვერ ამჩნევდა (თუ რაიმე არ დაჭირდებოდა),ეხლა საოცრად ღელავდა და ჩემს დამშვიდებას ცდილობდა.ყოველთვის მღრღნიდა ეჭვი,რომ რაღაც არ ვიცოდი,ვგრძნობდი რომ რაღაცას მიმალავდა.

ამ რაღაცას კი წლების შემდეგ მივაგენით მე და ოთომ.ყველაფერი კი შემდეგნაირად იყო.მერვე კლასში(როდესაც მამამ ჩემთან ურთიერთობა გაწყვიტა) გაიგო,რომ ფილტვის კიბოთი დაავადდა.ბევრი მკურნალობის მიუხედავად,მაინც ვერ დაამარცხა და გარდაიცვალა.დედამ კი ეს ამბავი ერთი მარტივი მიზეზის გამო დამიმალა,სურდა,რომ მამა შემძულებოდა.ამ ამბის გაგების შემდეგ მივხვდი რომ ხათუნა დედობის ღირსიც არ იყო.
**********************************************
2013 წელი.27 ოქტომბერი.
ორი კვირაა რაც ბებოს და პაპას ჩამოვაკითხე სოფელში.ძველი მეგობრები ვნახე და როგორც ყოველთვის ეხლაც გვანცას დავუძახე.
_ვახ ტაისია ჩამოსულა.სულ როგორ დაგვივიწყე ქალავ?
_ახლა აქ ვარ და თუ არ ჩამეხუტები ვიფიქრებ,რომ ჩემი ჩამოსვლა გეწყინა და უკან გავბრუნდები.
_მაინც არაფერი გეშველა შენ.ჩამო ვჭამოთ და გავიდეთ მერე ბიჭებთან.
მართალია საერთოდ არ მშიოდა,მაგრამ ინგულის გამომცხვარ ხაჭაპურზე უარს ნამდვილად ვერ ვიტყოდი.ოთახში ინგა შემოვიდა.
_კაი კონიაკი მაქვს და თითო_თითო ჭიქა ხომ არ ჩაგვერტყა ჰაა? დასათრობად კი არა, პროსტა ხასიათზე მოგიყვანთ რაა.
აი ამიტომ მიყვარს მე ეს ქალი.
_ბეზ ბაზარ ინგული.
ხოდა დაიწყო აქ „შარაფი“.გადავკარი ერთი_კარგად ვარ!გადავკარი ორი_ძაან კარგად ვარ!გადავკარი სამი_მაგრადა ვარ!გადავკარი ოთხი_და ჰაეეე...მერე ემოციებს უკვე ვეღარ ვიკავებ და მთელი უბანი ჩემი მგონია.სიმთვრალის მიუხედავად,მაინც წავედით ბიჭებთან.გიოს ღობესთან მივედი და მთელი ხმით დავუყვირე.როგორც ჩანს ყველანი აქ იყო,სახლის გვერდით მაგიდა გაეშალათ და სვამდნენ.ყველა მოვიკითხე და ჩვენც მათ შევუერთდით.საბა და ტატო სახლშ შევიდნენ და უკან პატარა ცელოფნით დაბრუნდნენ,გახსნენს და შიგნით რა იყო?,მათთვის ზედმეტად მარტივად მოსაპოვებელი.ალბათ სიმთვრალის ბრალი იყო,რომ ცხოვრებაში პირველად გადავწყვიტე მომეწია,მანამდე სიგარეტიც კი არ მქონდა მოწეული.
პირველი ნაპასი როგორც კი დავარტყი ეგრევე ხველა ამიტყდა,მაგრამ ცოტახანში მივეჩვიე.გადავეშვი სიამოვნების მორევში და ვიგრძენი როგორ დატრიალდა ყველაფერი,ყველაზე ცუდი კი ის იყო,რომ ეს ქაოსი საოცრად მსიამოვნებდა და კიდევ ერთი ნაპასის დარტყმისკენ მიბიძგებდა.ხელის აწევაზეც კი ისტერიულად ვიცინოდით და არაადეკვატურად ვიქცეოდით. გუგას ხმა გავიგე,რომელიც მიყვიროდა.
_ანასტასია ჟირაფი მოდის.
მეც „თითქოსდა“ ნათლად დავინახე და თავი დავხარე.ჩემს ამ ქცევაზე გიოს სიცილი აუტყდა.
_თავი რატოღა დახარე?
_ბიჯო ფეხებშუა გავუძვერი.
ყველამ უაზრო სიცილი დავიწყეთ.რამდენიმე ხნის შემდეგ ვიგრძენი,რომ ისე „ცუდად“ აღარ ვიყავი და სახლში წასვლის სურვილი გამოვთქვი.სახლის გზას სიცილით დავადექი,თან ვცდილობდი არაფერი შემემჩნია,რაც ყველაზე ნაკლებად გამომდიოდა.სახლში სანამ შევიდოდი ღრმად ჩავისუნთქე,ზღურბლს გადავაბიჯე და ტელევიზორის წინ,მდივანზე მსხდომ ბებოს და პაპას გავხედე.ისე იყვნენ გართულნი კურიერის ყურებაში,რომ ჩემთვის ყურადღებაც არ მოუქცევიათ.აარეული ნაბიჯებით შევედი ჩემს ოთახში და ლოგინზე პირქვე დავემხვე.ტელეფონს დავხედე,რო.მელიც ბატარეიის „დაჯდომას“ მაუწყებდა.მისაღებში გავედი და ტელევიზორთან დადებული სატენი ავიღე.შესაერთებელთან მივედი და დაახლოებით 10 წუთი ვცდილობდი სატენის თავი სასურველ ადგილას შემეერთებინა.ბებომ გაკვირვებული სახით გამომხედა.
_რას შვები?
_არაფერს ხვალ დავტენი.
ლუღლუღით ვთქვი და უკან ავბრუნდი.

P.s.იმედია მოგეწონათ და კიდევ უფრო დიდი იმედი მაქვს,რომ შეცდომებს შემისწორებთ და თქვენს აზრს გამოთქვამთ.


არ ვარ ანგელოზი,მაგრამ არც ეს ცხოვრებაა სამოთხე(1)



№1  offline წევრი natia-natia

Auu magaria gagrdzele raa. Veli shemdegs

 


№2 სტუმარი Bla

Mxatvari?..h,h

 


№3  offline წევრი Psychopathic

Bla
Mxatvari?..h,h

ვერ მიგიხვდი :დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent