შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქაოსი. #1


10-04-2016, 03:25
ავტორი ჯია
ნანახია 7 527

სახლში ყოფნა მომწყინდა და ჩემს სახლთან მდებარე კაფეში ჩავედი.
-ერთი ცივი ლატე, თუ შეიძლება. - ვუთხარი გრძელთმიან მიმტანს და სიგარეტის კოლოფი მაგიდაზე დავდე, ერთი ღერი ამოვაძვრე და მოვუკიდე.
მიყვარს აქ ჩამოსვლა, თან შუადღით ხალხმრავლობა არ არის და წყნარად შემიძლია წიგნის კითხვა ან სხვადასხვა საკითხზე დაფიქრება.
ჩემ უკან ორი გოგო ისხდა და მათ საუბარს შემთხვევით მოვკარი ყური.
-ჩემი აზრით, ეგეთი სისულელის გამო არ უნდა დაშორებულიყავი. -უკმაყოფილო ტონი ჰქონდა აშკარად ერთ-ერთს.
-ოო, მოიცა რა, თავი მომაბეზრა. თან უკვე ვატოს ვწერ და მაგრად მ*იდია გეგა. - საშინელი გაწელილი საუბარი ჰქონდა. გავღიზიანდი. ეგრევე მივხვდი ”ფულიან ბაბულიკებზე” მონადირე გოგოების კატეგორია რომ იყვნენ და ყურადღება აღარ მივაქციე, უარესად გამაღიზიანებდნენ.
როგორ გაუფასურდა დღეს ყველაფერი. მეგობრობა, სიყვარული.. აღარ გიფასებენ ნამდვილ გრძნობას, გვერდში დგომას. ყველაფერი მატერიალიზმშია გადართული. დაპროგრამებული ზომბები ვართ.. მხოლოდ ფული, ბოლო მოდელი აიფონი და ახალი მანქანა წარმოადგენს რაღაც ღირებულს. ადამიანური განცდები მეორე ხარისხოვანია.. ჩემი ნება რომ იყოს, მრავალი საუკუნის წინ დავიბადებოდი, როდესაც რაღაცისთვის ბრძოლა ღირდა და აზრი ჰქონდა. დღეს ყველაფერი ძალიან მარტივია, ძალიან ხელმისაწვდომია და ამიტომაც არაფრად აღარ ვაგდებთ და არ ვაფასებთ საერთოდ არაფერს. ალბათ ტელეფონზე ეკრანის გატეხვა უფრო გვტკივა, ვიდრე მეგობრის ან საყვარელი ადამიანის გულის ტკენა.
დაშორდი ერთს? მერე რა? მეორე დღესვე გამოჩნდება ახალი, ერთ კვირაში უკვე სიყვარულს შეფიცებ და მაქსიმუმ ერთ თვეში მაგასაც დაშორდები. რა პრობლემაა, უმარტივესია.. ჩვენ ხომ უგრძნობი რობოტები ვართ და ყველაფრის მართვა შეგვიძლია?
არ მომწონს, ბევრი რაღაც არ მომწონს, მაგრამ ახლა ხშირად მიწევს ისეთი რაღაცეების კეთება, რაზეც ალბათ სხვას გავაკრიტიკებდი ადრე.
-გემრიელად მიირთვი. -წინ დამიდო მიმტანმა ჩემი ცივი ყავა და გამიღიმა.
-მადლობა. -საპასუხოდ მეც გავუღიმე და მეორე ღერს მოვუკიდე.
ერთხელ მეც მიყვარდა, ძალიან მიყვარდა. იმდენად დიდი იყო ჩემი გრძნობა, მეგონა მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებოდით, მაგრამ სამწუხაროდ არ დამიფასდა. ალბათ, ზედმეტად გავეხსენი და დიდი დოზით დავანახე სიყვარული. ისეთი დარწმუნებული იყო რომ მთელი არსებით მისი ვიყავი, ეგონა ყველაფერს ვაპატიებდი და არასოდეს მივატოვებდი. ჯერ მხოლოდ 19 წლის ვარ, მაგრამ მგონია არასოდეს შევიყვარებ მეორედ. საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდა, იმისათვის რომ ისევ გადავიტანო იგივე დარტყმა. მეშინია ამ გრძნობის და არასდროს არავის აღარ ვუშვებ გულთან ახლოს.
როგორ სევდიანად შემოვიჭერი, არადა ძალიან მხიარული გოგო ვარ. არასდროს ვამბობ გართობაზე უარს და დროის დიდ ნაწილს მეგობრებთან ერთად ვატარებ, მაგრამ
განმარტოება ხშირად მჭირდება ხოლმე. ვიტენები, იმ ენერგიით ვივსები, რასაც მეგობრებთან ერთად ყოფნის დროს გავცემ. ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამომიყვანა.
-ხო, დათ?
-სად ხარ, კირაჩკა? -ჩამესმა დათას მხიარული ხმა. ეს ბიჭი, ხომ სულ კარგ ხასიათზეა.
-სტრადაში, შენ სად ხარ?
-ჩემთან ვართ მე და გიო. მოიხოდე და ამოდი დავლიოთ.
-აი, მაგრად მეზარება, დათ.. არ ვარ ხასიათზე.
-ეე, ნუ წუწუნებ სულ რა. 15 წუთში აქ იყავი, გელოდებით.
ამ ბიჭთან ლაპარაკს ხომ აზრი არ აქვს რა.. წავალ, იქნებ გავმხიარულდე. ანგარიში მოვითხოვე, გადავიხადე და დათას სახლისკენ გავემართე.
-მისმინე, რამე არ წამოვიღო? -ტაქსიდან გადავურეკე.
-რავი არაფერი.. ანდა, წითელი ფორთოხლის წვენი იყიდე.
-კაი. -ტელეფონი გავთიშე და ტაქსის მძღოლს უახლოეს მარკეტთან გაჩერება ვთხოვე. რომ არ წაიწუწუნონ ისე ხომ არ შეუძლიათ ამ მძღოლებს რა, 2 წუთით გაჩერებას ისე მოგამადლიან, ტაქსიდან მაღაზიამდე და პირიქით, გგონია, რომ მინიმუმ ხელს მოიტეხ, კისერს თუ არა.

-დამჯერე გოგო. -ღიმილით გამიღო დათამ კარები და გადამეხვია.
-როგორ ხარ? -მისაღებში გავედი და გიოც გადავკოცნე.
-ჩვენ კარგად, შენ რატომ ხარ მჟავე სახით?
-დაი*იდეთ. -გავუღიმე და მაგიდასთან დავჯექი. -დაასხით ახლა, რას მიყურებთ. -ჭიქისკენ მივუთითე ბიჭებს. დათამ არაყი გახსნა და ჭიქასთან შეაჩერა ბოთლი.
-კონიაკს ხომ არ დალევ?
-არა არაყი მირჩევნია, თუ რამე მერე გავაგრძელოთ კონიაკით.
-ჰა, გვითხარი ახლა რა გჭირს. -მკითხა გიომ და დიდი ჭიქა წვენით გამივსო.
-ხო იცი, არ მიყვარს ჩემს პრობლემებზე ლაპარაკი. -არაყით სავსე ჭიქას დავსწვდი და წელში გავიმართე. -ჩვენ გაგვიმარჯოს. -ვთქვი და უცებ გადავკარი, ორი ყლუპი წვენიც მივაყოლე და ჭიქები მაგიდაზე დავაბრუნე.
-გაგვიმარჯოს. -ბიჭებმაც იგივე გაიმეორეს და დათამ თავიდან შეავსო.
-კირა, მოყევი მიდი, იქნებ შეგვიძლია დახმარება. -ჩამაჯინდა გიო და მისი ცისფერი თვალები შემომანათა.
-ისეთი არაფერი, სამსახური ისევ ვერ დავიწყე და ბინის ქირაც ახლოვდება. მოკლედ, შარში ვარ. -მხრები ავიჩეჩე და იატაკს გავუშტერე თვალები.
-მაგას ნერვიულობ მერე? ამ თვის ფულს ჩვენ გადაგიხდით და სამსახურიც ერთად ვიჩალიჩოთ რა. -ხელი დამადო დათამ მხარზე და გიოს თვალი ჩაუკრა.
-გამორიცხულია, თქვენ რატომ უნდა გადამიხადოთ? აი, სამსახურს თუ მიშოვით მაგაზე უარს მართლა ვერ გეტყვით.
-გამორიცხული არაფერია. -ამჯერად გიომ მე ჩამიკრა თვალი და ჭიქა აიღო ხელში. -კიდევ ჩვენ გაგვიმარჯოს. -გაეცინა და დალია.
წყნარად ვსვამდით, მუსიკა დაბალ ხმაზე გვქონდა ჩართული. ბევრი ვილაპარაკეთ კლუბებზე და ფესტივალებზე. სამივეს ძალიან გვიყვარს ღამის ცხოვრება და ძირითადად ჩვენი სალაპარაკო თემაც ეს არის.
-ისე სახლში დაბრუნებას არ აპირებ? - მკითხა დათამ.
-ხო, დავბრუნდები და
მერე ეგრევე მამაჩემს გავაცვლევინებ თავს ბიზნეს-გარიგებაში. კარგი რა, დათა..
-ხოდა მე მოგიყვან ცოლად. -ხელი გადამხვია გიომ და გულზე მიმიკრა.
-მოგიტაცებთ. -თქვა დათამ და სამივეს სიცილი აგვიტყდა.
-მაინც წინასწარ გამაფრთხილეთ, ძალიან მოულოდნელიც რომ არ იყოს. -გიოს ავხედე და ნიკაპზე ვაკოცე.
-რა საყვარლები ხართ, რა გინდა რატომ მიწუნებ ძმაკაცს ჰა? -მოჩვენებითი სიმკაცრით მითხრა დათამ.
-არ გიწუნებ უბრალოდ გათხოვება არ მინდა ჯერ. -წავიწუწუნე და გიოს მკლავში გემრიელად მოვკალათდი.
-ასე მაწვალებს, მერე მომტაცებს ის ფულიანი ბიძია ამის თავს და დამტოვებს გაღიმებულს. -აყვა ღადაობაში გიოც დათას.
-რა გინდა, შენთან ერთად არ ვარ?
-ფიზიკურად კი, სულიერად არა. -ახლა მართლა დასერიოზულდა გიო.
-დათა, უთხარი ახლა ამას ისევ არ დაიყწოს რა.
-ნუ დამიტანჯე ძმაკაცი მეთქი, მითქვამს შენთვის. -წარბი ამიწია დათამ.
-ა, შენც. -გაბრაზებულმა გადავხედე და გიოს მოვშორდი.
-კარგი ვსო, იმით ვკმაყოფილდები რაც მაქვს. -ხელები აწია გიომ და თავი ჩემს მუხლებზე მოათავსა.
-არაყი გვიმთავრდება, მოიტანე კონიაკი.
-მე აღარ მინდა მთვრალი ვარ მაგარი.. -გვითხრა გიომ, დათა
კი კონიაკის მოსატანად გავიდა სამზარეულოში. -დღეს დარჩები? -ამომხედა გიომ.
-არა, არ ვარ ახლა სექსის ხასიათზე. -გავუღიმე და ყელთან დავუწყე კანზე თამაში, მეორე ხელით კი თავზე ვეფერებოდი.
-ისე დარჩი, ჩაგეხუტები.
-მარტო მინდა, გიო, ყოფნა. არ გაგიტყდეს, სხვა დროს დავრჩები. -დავიხარე და შუბლზე ვაკოცე. მაჯაზე ჩამჭიდა ხელი და თითით
მტევანზე ფერება დამიწყო. დათაც მალევე გამოვიდა და კონიაკით შემივსო ჭიქა.
-ბოლოს ისევ მე და შენ დავრჩით. -გამეცინა და ჭიქას მოვკიდე ხელი.
-როგორც ყოველთვის. -გაეცინა დათასაც და ორივემ ერთდროულად დავლიეთ.
-თითქმის ერთი წელი არ არის რაც შენ და გიო ერთად ხართ? -მკითხა მოულოდნელად.
-ერთად არ ვართ. -მოვუჭერი მკაცრად.
-აბა რა ქვია თქვენს ურთიერთობას?
-მეგობრები ვართ, რომლებსაც ხანდახან სექსი აქვთ რა. -უდარდელად ვთქვი და დათას უკმაყოფილო სახეს ყურადღება არ მივაქციე. ამჯერად მე შევავსე ჭიქები. -მეც მაგარი მთვრალი ვარ, მაგრამ გაჩერება არ მინდა.
-იმედია, ოდესმე შეგეცვლება შეხედულებები რაღაც-რაღაცეებზე.
-არ შემეცვლება. - დარწმუნებით ვთქვი და ცარიელი ჭიქა მაგიდაზე დავდე. გიო მთელი ამ ხნის განმავლობაში ხმას არ იღებდა, თურმე ჩასძინებია. -უნდა წავიდე გვიანია. -მაჯის საათს დავხედე, გიოს თავი დივანზე გადავანაცვლე და წამოვდექი.
-რაღა აზრი აქვს წასვლას 4 საათია. -წამოდგა დათაც.
-არა, მართლა ვერ დავრჩები. დილიდან საქმეები მაქვს. -თავის დასაძვრენად ვიცრუე, თან დავიხარე, რომ გიო ჩამეკოცნა, რამაც მისი გაღვიძება გამოიწვია.
-მიდიხარ?
-ხოო.. -თავი დავუქნიე.
-გაგაცილებ. -მითხრა და წამოდგომა სცადა.
-იყავი, რა უნდა ტაქსამდე ჩასვლას. -ხელით გავაჩერე, მაგრამ მაინც გამიძალიანდა და ადგა. დათას დავემშვიდობე და მე და გიომ სახლი დავტოვეთ.
-ხვალ მნახავ?
-ჩემთან გამოდი და დარჩი. -გავუღიმე და ლიფტში შევედით.
-დღეს რომ წამოვიდე, არ შეიძლება?
-ჯანდაბას შენი თავი, წამოდი. გააფრთხილე ოღონდ დათა.
გიო ჩამეხუტა და შემდეგ სმს გაუგზავნა დათას.
-ჩემი მანქანით წავიდეთ.
-ნასვამი რომ ხარ?
-აქვე ვართ, არ გამაჩერებენ.

მალევე მივედით ჩემს მყუდრო ბინაში და საწოლზე მივეყარეთ.
-გამოცვლის თავი არ მაქვს. -გავიზმორე და გიოს გადავხედე.
-მე გამოგიცვლი. -გაეცინა გიოს და კარადასთან მივიდა. -ამას ჩაიცმევ? -ხელებში პიჟამოს მოკლე შორტი და მაიკა ააფრიალა. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. მომიახლოვდა და ნელ-ნელა გახდა დამიწყო.
-კაი მომე ჩემით ჩავიცმევ. -წამოვჯექი როდესაც საცვლების ამარა დავრჩი.
-რაღა დარჩა. -გაეცინა გიოს. სასაცილოდ დავეჭყანე და შორტი ამოვიცვი, ერთი ხელის მოძრაობით ბრა გავიძრე და მაიკაც გადავიცვი.
-შენი რაღაცეები მეორე უჯრაშია და ამოიღე რაც გინდა. -კარადის ქვედა ნაწილზე მივუთითე და საწოლში შევწექი. გიომაც გამოიცვალა და გვერდით მომიწვა.
-გეძინება? -მკითხა და ჩემს კისერში ჩარგო თავი.
-არა, შენ? -ვუთხარი და თავზე ფერება დავუწყე.
-არც მე და მელაპარაკე რაღაცეები რა. -კისერში მკოცნიდა პერიოდულად და მუცელზე მეფერებოდა.
-იცი რას ვფიქრობ? -უცებ დამისერიოზულდა ხმა.
-რას? -თავი წამოყო და თვალებში ჩამხედა.
-უნდა შევწყვიტოთ ეს ურთიერთობა.
-რატომ, კირა? -სახე მოეღრუბლა და საწოლში
წამოჯდა.
-დროა უკვე ისეთი გოგო ნახო ვისაც შეიყვარებ და შეგიყვარებს. აღარ შემიძლია ასე, ვიცი რომ გულს გტკენ.
-მე შენ მიყვარხარ და შენც შემიყვარებ.. ადრე თუ გვიან.
-რომ არ შემიყვარდე? ეგოისტურად გამომდის.
-აღარ მინდა ლაპარაკი. მაკოცე და დაიძინე. -ისევ მომიწვა, ხმის ამოღებაც არ მაცადა, ვნებიანად მაკოცა და გულზე მიმიკრა.
-ზედმეტად სექსუალური ხარ, შენზე უარი რომ ვთქვა. -ხმაჩამწყდარი ხმით ვუთხარი და თვალები მივნაბე.
-ტკბილი ძილი. -თავზე მაკოცა და მის მკლავებში კომფორტულად მომაქცია.

ალბათ ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი გიოსთან, მაგრამ არ შემიძლია. ისე მატკინა აკომ გული, მეშინია.. მეშინია, რომ გიოც რომ დაინახავს ჩემგან საპასუხო გრძნობას, ისიც ადგება და სხვაში გამცვლის. მე კი ამის პატიება შემდეგ არ შემიძლია. თუ მიღალატეს, იმას
კი არ ვფიქრობ რომ ის არის არაკაცი, პირიქით ე.ი. რაღაც ვერ მივეცი ბოლომდე, რაღაც დავაკელი. ანუ მაგ დროს ჩემს თავში მეპარება ეჭვი, მე კი ვერ ვიტან ამ მდგომარეობას და ამიტომაც შემდეგ პატიებაც მიჭირს. ამიტომ ყველაფრის გართულებას და ამ შიშების რეალობად ქცევას, ასეთი თავისუფალი ურთიერთობა ჯობია. ხო, ვიცი სისულელეებს ვფიქრობ და უაზროდ ვმსჯელობ, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ. გამიგეთ..

-დილა მშვიდობისა. -თვალები გაახილა გიომ. საპასუხოდ გავუღიმე, ალბათ 20 წუთია უკვე მღვიძავს და გიოს ძილს ვაკვირდები. -რატომ მიყურებ ეგრე?
-არაფერი, ისე. -მკერდზე ვაკოცე და წამოვდექი.
-კირა, მითხარი.
-ვამაყობ, რომ ჩემი პირველი მამაკაცი შენ ხარ. -თვალი ჩავუკარი და აბაზანაში გავედი.
-ხო ის არ მითხრა, ერთადერთი და განუმეორებელიც რომ მე ვარ. -მომაძახა ხუმრობით.
-შეიძლება განუმეორებელი იყო, მაგრამ ერთადერთზე რა მოგახსენო. -ჩემთვის ჩავილაპარაკე კბილის პასტით გამოტენილი პირით.
-ყველაფერი გავიგონე. -ენა გამომიყო გიო და თავისი კბილის ჩოთქი აიღო.
-აბაზანაშიც არ მაცადო მარტო ყოფნა. -ბეჭი გავკარი და გავუცინე.
-ვერსად გამექცევი. -საჩვენებელი თითი დამიქნია და ისიც შეუდგა დილის პროცედურებს.

-რას აპირებ? -ვკითხე გიოს ჩაცმის დროს.
-დათასთან გავალ ტელეფონის დამტენს ავიღებ და შემდეგ სახლში გამოვიცვლი. შენ?
-მე გოგოები უნდა ვნახო. -ვუთხარი და ჩანთა ავიღე.
-მე დაგტოვებ.
-კარგი, წავედით.

მანქანას ვუახლოვდებოდით, როდესაც შავ დაბურულმინებიან მერსედესს მოვკარი თვალი, მახსოვრობაშიც ამომიტივტივდა, რომ გუშინაც სადღაც დავინახე და გულში უსიამოვნოდ გამკრა.
-რა დაგემართა? -მკითხა გიომ, როდესაც ჩავსხედით.
-რა უნდა დამმართნოდა? -უდარდელი ხმა მივიღე.
-რა ვიცი. -მხრები აიჩეჩა. -სად დაგტოვო?
-ლისასთან.
მანქანა დაძრა და გზას გავუდექით, სარკეში გავიხედე და დავინახე, როგორ გამოგვყვა ის მანქანაც. შიშმა ამიტანა, მაგრამ გიოსთან არაფერი შევიმჩნიე.

-----
ჰოლააა, როგორც იქნა დავბრუნდიიი...
ძალიან ძალიან მომენატრეთ, ხოდა ახალი ისტორიით შემოგეჭერით ისევ.
იმედია მოგეწონებათ.
მიყვარხართ!



№1 სტუმარი ემი

გენაცვალეე, როგორ გამიხარდა შენი დანახვა....

დასაწყისი უკვე კარგია, ისტორიას ველოდები შენებურს.... თბილს... ვნებიანს... ემოციურს.... და კიდე და კიდე, შენებურს.... love

ვიქნები ბანალური და გეტყვი - არ დააგვიანო რაააა wink

 


№2 სტუმარი mariami

uh rakargiaa *-*

 


№3  offline მოდერი Eleniko13

რომ დაასრულებ,
მერე წავიკითხავ,
თორემ იცი ხოლმე შენ დაგვიანებები
და გადაგდებები.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№4  offline მოდერი ჯია

ემი
გენაცვალეე, როგორ გამიხარდა შენი დანახვა....

დასაწყისი უკვე კარგია, ისტორიას ველოდები შენებურს.... თბილს... ვნებიანს... ემოციურს.... და კიდე და კიდე, შენებურს.... love

ვიქნები ბანალური და გეტყვი - არ დააგვიანო რაააა wink


მადლობა ემი ❤️ შევეცდები მოლოდინი გაგიმართლო და დაგვიანებებსაც მოვერიდები :D :****


mariami
uh rakargiaa *-*


❤️❤️❤️


Eleniko13
რომ დაასრულებ,
მერე წავიკითხავ,
თორემ იცი ხოლმე შენ დაგვიანებები
და გადაგდებები.


ეს იუ ვიშ, დარლინგ :D ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent