შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭიქა წითელი ღვინო (2 თავი)


10-04-2016, 14:35
ავტორი wripawripa123456
ნანახია 1 555

უბრალოდ მთაწმინდის ქუჩებში დავსეირნობდით ფეხით.
წარმოიდგინეთ პლეხანოვიდან მთაწმინდაზე, თან კოკისპირულ წვიმაში.
შემდეგ ვანიკომ და ალექსანდრემ ამოგვაკითხეს.
ვანიკოს და ხატიას ტომის და ჯერის მიამსგავსებდით.
აი პოზიტივა და ალექსანდრე ერთად სასწაული წყვილი იყო.
ისე ვარ მათზე შეჩვეული ცალ-ცალკე არ წარმომიდგენია.
არც მინდა წარმოდგენა.
ერთი გიჟი ქარბორვალასავით, მეორე კი სერიოზულობის პიკი.
მე კი ასე ეული ვარ მარტო.
-შინაბერაც აქ ყოფილა შეხედე შენ, გამეკრიჭა ვანიკო.
თავიდან ვბრაზდებოდი, მაგრამ რა საწყენია?
22წლის გოგო ვარ და ჯერ შეყვარებული კი არა ფლირტის დონეზე ურთიერთობაც კი არ მქონია.
სამაგიეროდ მეგობრები მყავს სასწაული.
-ახლა სახლში ახვალთ სამივე, თაიასთან ადით, ვიცი ტანსაცმელები იქაც გაქვთ, ეღიმება ალექსანდრეს და აგრძელებს: გამოიცლით, კარგად გამოეწყობით, ოღონდ ზედმეტი გადაპრანჭვების გარეშე და წავალთ კლუბში.
ხმის ამოღებას ვაპირებდი როცა თვალები დამიბრიალა და გამაჩუმა.
სახლში რომ დაგვტოვეს ვიფიქრე დავრჩები მეთქი, მაგრამ ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა.
„გეფიცები თაიკოო თმებით თუ არ წამოგათრიო, ჯობს ნებითა შენითა ვიდრე ძალითა ჩემითა.მპუააჰ“
საცოდავი ვანიკო. ამის საშველი ხომ არააა.

ერთ საათში სამივე მზად ვიყავით.
დაბლა,რომ ჩავედით ვანიკოსთან და ალექსანდრესთან ერთდ ვიღაც ბიჭი იდგა.
-მგონი ბედი გაგეხსნა, ყურში ვითომ ჩამჩურჩულა ნინამ, არადა ჩამყვირა.
-დაადგა მგონი საშველი, მხარი აუბა ხატიამაც.
-გაგწეწავთ. რამე ოინები არ მომიწყოთ, თორემ ციხეში წავალ!
-ეს რა კრასავჩიკები მოსულაან ტოო, გაიწელა ვანიკო და ალექსანდრესგანაც მიიღო წამორტყმა თავში.
-ეე ბიჭი ვის ურტყავ შენ?
-გეყოფა ამხელა კაცი ხარ და რით ვერ დაჭკვიანდი შენ?
-მაგას სად აქვს ტვინი, რომ დაჭკვიანდეს ალექს? უცებ წაგესლა ხატიამ.
-შენ ენა წაგიტლეკავს და უფრთხილდი. უთხრა ვანიკომ ვითომც არაფერი.
-ხო მართლა ბექა, ეს ჩემი შეყვარებულია ნინა, ეს ხატია, ეს კი თაია.
-ეს საიდან მოიყვანე ერთი გამაგებინე ალექსანდრე რა, არა კი სასიამოვნოა შენი გაცნობა, მაგრამ მერევიან უკვე ერთმანეთში ამის მეგობრები.
-ეტყობა ძმა შენი შეყვარებულია რომაა, გადახედა ბექამ და გაუცინა.
-სასიამოვნოა გოგოებო, მე და ხატიას ნაზად გვეამბორა ხელზე და უცებ რასაც არ მოველოდით, მეორე პოზიტივა გამოდგა.
აბა ჩქარა, თორემ სანამ ჩვენ მივალთ დაიკეტება კლუბი, ხო დღეს ჩამოვედი მე ესპანეთიდან, რას წარმოვიდგენდი ასეთი მშვენიერი ქალბატონები, რომ დამხვდებოდნენ აქ თორემ რამეს ჩამოგითრევდით.
-ჩამოგვითრევდა ბიჭი, ისტერიულად გამეცინა მე.
კლუბში ნახევარ საათში მივედით, ჯერ ისე ნელა ატარებდა ეს ბექა მანქანას და მერე სულ რვიანები მოხაზა, ხან ერთ მხარეს ვიყავით აყუდებულები, ხან მეორე მხარეს.
ცოცხლები თუ გადავრჩებოდით არ გვეგონა.
მერე 6 ბოთლი არაყი აიღო და რომ თქვა ცოტახანში კიდე დავამატებ სასმელსო ხო თვალები გამიფართოვდა.
-სახლში უნდა მივიდე თუ მიმასვენო ბექა?
-ნუ წესით მისვლას აპირებ თაია, მაგრამ შენს ამტანობას გააჩნია, ისე სიამოვნებით მიგასვენებდი, კარგი მნიშვნელობით ოღონდ.
-რამდენის ხარ?
-25, ისე მოგეწონე ასაკზეც გადახვედი?
-არა, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ არ ხარ ნორმალური.
ისეთი ხმა ამოუშვა სიცილისას მეგონა ჭერი თავზე ჩამოინგრეოდა ან კიდევ ბექა კი არა რაღაც მისტირუი არსება იცინოდა.
აქეთ კიდე ვანიკო და ხატია ჩხუბობდნენ, რას გაუგებ ამ ორს.
-აღარ დალიო ხატია!
-შენი რა საქმეა ერთი, დედაჩემი ხარ თუ მამაჩემი?
-მეგობარი.
ამათ შემხედვარეს გვეღიმებოდა.
ყველაფერი ჩხუბით იწყებაო ხომ გაგიგიათ.
ხოდა ჩვენ ვხვდებოდით, ესენი კი ვერა.
ალექსანდრე და ნინა კი იდგნენ და ცეკვავდნენ, ნინა გიჟობდა-ალექსანდრე აჩერებდა.
მე და ბექა კი ვიჯექით ჭიქებით ხელში და დალევას ვაგრძლელებდით.
დამავიწყდა, რომ მეთქვა.
დ ა ვ ნ ი ძ ლ ა ვ დ ი თ.
და რაზე არ გაინტერესებთ?
შეყვარებულობას გავუწევდი თუ წავაგებდი, ვიღაც გოგოს მოსაშორებლად.
რა ადვილი მეგონა ამდენის დალევა.
-არ ნებდები თაია?
-რათქმაუნდა არა, ვეუბნები და ვხვდები, რომ მეტი აღარ შემიძლია.
-ხომ ხედავ, ვერ მიქაჩავ რა. ერთი თვე მეტი ხომ არა, თან ვიკაიფებთ ცოტას და ეგ იქნება, მართლა ხომ არ იქნები ჩემი შეყვარებული.
-ცუდად გახდომას, ისევ ვითომ შენი შეყვარებულობა მირჩევნია.
და იმ წუთში მეგონა, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მივიღე.
დილის ექვსამდე ვიცეკვეთ და სახლში როგორ მოხვდი სიმართლე გითხრათ არ მახსოვს.
დილით უბრალო თავის ტკივილმა გამაღვიძა და ჩემი წითელი ღვინისაკენ ავიღე მაშინვე გეზი.
სასწაულია, ნაბახუსევიდან ადვილად გამოყავხარ, თან გათრობს, თან არა.
რაღაც შუაში გაჩერებს და სასიამოვნოდ გრძნობ თავს.
დედის გარდაცვალების შემდეგ დავიწყე ასე, ცოტ-ცოტას წრუპვა.

ესეც მეორე თავი.
რას მირჩევთ ღირს გაგრძელება?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent