შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ ვარ ანგელოზი,მაგრამ არც ეს ცხოვრებაა სამოთხე (2)


10-04-2016, 19:20
ავტორი Psychopathic
ნანახია 1 890

2013 წელი.31 დეკემბერი.
ახალი წელია და ძალიან მიხარია,დილიდან ამაღლებულ განწყობაზე ვარ და ერთ ადგილას ვერ ვჩერდები.ხან სახლში ვარ,ხან ოთოსთან და ხან ახალ შეუღლებულ წყვილთან (სანდრო და თათუკა).შევთანხმდით,რომ დილით ექვსი საათისთვის ყველანი ჩემთან მოვიდოდა.მეც ამით ბედნიერი საჭმელით აქეთ-იქეთ დავრბოდი და მაგიდას ვაწყობდი.ტელეფონმა დამირეკა და მისკენ წავედი.ოთოს სურათი დავინახე და ყურებამდე გაკრეჭილმა ვუპასუხე.
_ხო ბრატ.
_ტას ახლა წელს მარტო ხვდები?
_არ მითხრა რომ ჩემთან გამოსვლას აპირებ.
ზედმეტად აჟიტირებულმა ჩავყვირე.
_როგორი მიხვედრილი მყავხარ! არ გაბედო და უჩემოდ არ დალიო! მე და მიუმიუმი(ოთოს ძაღლი) მოვდივართ და დაგვხვდი.
კავშირი გაწყდა და მეც ტელეფონი სავარძელზე მივაგდე.
________
უკვე თორმეტის ნახევარია ოთო კი არ ჩანს.ტელეფონი ავიღე და დავურეკე.
_ხო ტას.
_რა ხო ტას? სად ხარ აქამდე?
_კაროჩე მიუმიუმი დავუტოვე ბიძაჩემს და 15 წუთში შენთაან ვარ.
_მიდი,ოღონდ ფრთხილად იარე.
კავშირი გაწყდა და ტელეფონი ტუმბოზე დავდე.თორმეტს წუთები აკლდა,მაგრამ ოთო არსად ჩანდა.ტელეფონი ავიღე და ისევ დავურეკე,მაგრამ, პასუხად მხოლოდ ოპერატორის ხმა გავიგე : „მობილური ტელეფონი გამორთულია,ან გასულია მომსახურეობის ზონიდან“.გამწარებულმა ტელეფონი პუფში ჩავაგდე და ღვინის ბოთლს თავი მოვხსენი.ახალი წელიც დადგა,ოთო კი მაინც არ ჩანს,ეხლა უკვე გაბრაზება ნერვიულობამ ჩაანაცვლა და უაზროდ დავიწყე ოთახში აქეთ-იქეთ სიარული.ჩემს ყურთასმენას მობილურის ხმა მიწვდა და მეც სწარაფად ავიღე,იმ მიმედით,რომ ოთო იქნებოდა.მაგრამ ტელეფონის ეკრანზე იო გამოჩნდა.
_ალო ტაისია.
_ხო იო.
_ყველანაირი ნერვიულობს და შენებური პანიკების გარეშე,ჩაიცვი და ამ მისამართზე მოდი.
_კი მაგრამ...
დასრულებაც ვერ მოვასწარი ისე გამითიშა.ისიც კი ვიფიქრე ალბათ რაიმე სიურპრიზს მიკეთებენთქო,მაგრამ მაშინვე გამიქრა ეს აზრი,როცა მივხვდი,რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში უნდა მივსულიყავი.სახლიდან სწრაფად გავვარდი და ვცდილობდი ტაქსი გამეჩერებინა,პარალელურად იოსთან დაკავშირებას ვცდილობდი.როგორც იქნა ტაქსიც გამოჩნდა და ლამის შუა გზაზე დავდექი,რომ გაეჩერებინა.
_რესპუბლიკურში სწრაფად.
ანერვიულებურმა ვუყვირე და ნერვიულად დავიწყე მუხლზე თითების კაკუნი.
_მეტი სწრაფად ვერ ივლით?
მოუთმენლად გავხედე მძღოლს.
_კი ვივლი,თუ რათქმაუნდა სურვილი გაქვთ რამე დაგვიშავდეს.
შემომღრინა და ჩიხში შეუხვია.როგორც იქნა მივედით ფული დავუტოვე და ნახევრად გაუჩერებელი მანქანიდან გადავხტი.მიმღებში შევვარდი და იოსთან დარეკვა ისევ ვცადე.
_სად ხარ?
_ტაისია მიმღებთან დაიცადე და თათუკა გამოვა.
თათუკაც გამოჩნდა,ერთი შეხედვითაც ეტყობოდა,რომ ბევრი ენერვიულა.
_ტაისია მოხვედი?
_როგორც მხედავ.
ცივად ვუთხარი და იქვე სკამზე დავჯექი.სანდრო გვერდით მომიჯდა და ხელი გადამხვია.
_არ ინერვიულო რა!
_რა მაქვს სანერვიულო?ჩემი ოთო ძლიერია და ამ სიტუაციიდანაც გამოძვრება!მე მჯერა მისი და სხვა თუ არაფერი,ჩემი ღალატის უფლება არ აქვს.
გავიდა ნახევარი საათი,მაგრამ არავინ ჩანს...გავიდა ერთი საათი,ისევ არაფერს ამბობენ....გავიდა ორი საათი და მაინც ისევ არაფერი.
ლოდინი ეს ისაა რაზეც ნებისყოფა არასოდეს მყოფნის.მითუმეტეს მაშინ,როდესაც ამ ლოდინის შემდეგ გადაწყდება რა მოხდება.ან მოკვდები ან თავიდან დავიბადები.
როგორც იქნა 4 საათის ლოდინის შემდეგ ექიმი გამოჩნდა.ფეხზე წამოვხტი და მისკენ წავედი.
_როგორაა?
_ჩვენ ყველაფერს ვეცადეთ,მაგრამ........
ყურებში წუილი ვიგრძენი და უკვე აღარაფერი მესმოდა და ვერც ვერაფერს ვხედავდი...თქვენ წარმოიდგინეთ ვერც ვგრძნობდი.ნელ-ნელა კედელზე ჩავჩოჩდი,თავი ცივ კედელს მივადე და ხელის გული პირზე მივიჭირე,ვცდილობდი ჩემი ყვირილი შემეკავებინა და ხელს ვკბენდი.ჩემთან გიგა მოვიდა და გულში ჩამიკრა.
_გთხოვ დამშვიდდი ტას.
_არ მჯერა! ჩემი ოთო ძლიერია,ჩემი ოთო ასე ვერ მომექცეოდა!
ვბუტბუტებდი და თან მსუბუქად ვურტყამდი კედელს თავს.


P.s.აბა რას ფიქრობთ ღირს გაგრძელება?თქვენ ხომ ვერ წარმოიდგენთ იმ მცირე კომენტარებმაც როგორ გამახარა.აი ოდნავი ბიძგი მომცა და ისევ ველოდები შეფასებას.იმედია ისიამოვნებთ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent