სანაპირო (თავი 2)
ზოგჯერ ყველაფერი ისე მშვიდად და კარგად მიდის, რომ ყოველწამს რაღაც ცუდს ელოდები.გეეჭვება ნუთუ ასე მარტივად შეიძლება იყოს ყველაფერი?..რათქმაუნდა არა,ყოვლეთვის უნდა იყო მზად რომ ნებისმიერ ბარიერს მტკიცედ დახვდე.ერთი წელი გაატარეს ერთად ნინამ და ირაკლიმ, რათქმაუნდა მცირე პრობლემები მათ გზაზეც აღმოჩნდა მაგრამ ყველაფერი მაშინ შეიცვალა როდესაც ირაკლის 18წელი შეუსრულდა და ჯარში წასვლის თემაც წამოიჭრა.რას ფიქრობდა იგი?ეშინოდა რამის? რათმქუნდა მას ნინას დაკარგვის ეშინოდა. -რომ არ წახვიდე? -არ არის ეგრე ნინა,ხომ იცი არა?რამდენჯერ უნდა მიმეორო იგივე შეკითხვა... დღისით ბევრად მარტივია ყურადღების გადატანა,მაგრამ მაშინ როდესაც ბნელდება და საკუთარ თავთან მარტო რჩები ყველა მოგონება მთელი სიმძაფრით გეხვევა გარს და შენს არსებას ყველამხრიდან ბოჭავს ,ამცრებს...საბანში გახვეული უმოძრაო სხეული გაუნძრევლად იწვა და მისი ოთახის ჭერს მიშტერებოდა სადაც ფოსფორის ვარსკვლავები ანათებდნენ... -იცი როგორ მიყვარს ვარსკვლავები? აი ვგიჟდები ირაკლი,ულამაზესია,ყოველჯერზე როცა ვუყურებ,ძილისწინ სულ შენ მახსენდები,ჩემი ყველფაერი ხარ... ნინას ახსენდებოდა მრავალი სიტყვა რაც მისთვის უთქვამს,სხვადასხვა მოგონებები ერთმანეთში ირეოდნენ და გაყინულ სახეზე მდუღარე ცრემლები იკვალავდნენ გზას,რომლებიც შემდეგ უსასრულობაში ქრებოდნენ. -რამდენი ხანი გავიდა? -3თვე -რამდენი დარჩა? -არ ვიცი... საკუთარ თავს ხშირად უსმევდა ამ კითხვებს და თვითონვე პასუხობდა.ირაკლის წასვლიდან 3თვე გავიდა,არცერთხელ არ გამოჩენილა,არცერთხელ არ დაურეკავს ან მოუწერია,თითქოს წავიდა და მთელი მისი არსებაც თან გაიყოლა... ----- ზაფხულის ულამაზესი დღე იყო,ნინას მისი საყვარელი ფერის,ცისფერი მოკლე სარაფანა ეცვა,სახლიდან ახალი გამოსული იყო და ბახტრიონუს ქუჩას ჩქარი,თამამამი,ლაღი ნაბიჯებით მიუყვებოდა,მეგობარს შეხვდებოდა კაფეში შემდეგ კი სადმე გაისეირნებდნენ. -სად ხარ ამდენი ხანი დავიხრჩვი ისე ცხელა,-ელენე შეწუხებული სახით შეხვდა ნინას -ელენე უფრო თბილად უნდა ჩაგეცვა ვერ ხედავ როგორ ცივა??-დამახასიათებელი სარკაზმით უპასუხა ნინამ და ხელი ჩაკიდა,-რას ვშვებით აბა? -მმმ კანაპეში შევიდეთ ვკვდები ისე მინდა მექსიკური კართოფილი -ჰაჰა რომ გკითხონ დიეტაზე ხარ და ხდები -ნინაა მაცადე რა ორშაბათიდან ახალ რეჟიმში ჩავდგები -ვაიმე საიდან მეცდნობა ეს ფრაზა??ა ჰო ეს წინა ორშაბათსაც და იმის წინა ორშაბათსაც გავიგე,-ნინამ ხმამაღლა გაიცინა და გზას გაუყვნენ.ელე მისი ბავშვობის მეგობარი იყო.ბაღიდან მოყოლებული ,უკვე მეცხრამეტე წელიწადში მყოფნი ისევ ერთად იყვნენ.დიახ ირაკლის გაუჩინარებიდან 2წელზე მეტი გავიდა,ნინამ საბოლოოდ დამალა საკუთარი სიყვარული გულის რომელიღაც ნაწილში და ცხოვრება მეტი შემართებით გააგრძელა. ილიას უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა,მაგისტრატურაზე კი კრიმინალური ფსიქოლოოგიის განხრით საზღვარგარეთ ქონდა დაგეგილი მომავალი.ელენე მაერიკაში სწავლობდა იურიდიულ ფაკულტეტზე და იმ წლის აგვისტოს ნინას დაბადებისღისთვის ჩამოვიდა. -რა ხდება მომიყევი,როგორ არის შენი ამერიკელი მეორე ნახევარი,-ნინამ მისი საყვარელი ფორთოხლის წვენი მოსვა და მხიარულად დაელოდა ელენეს პასუხს -რავი აბა... -რა არის?,-ელე ჩუმად იჯდა და არ იცოდა ეპასუხა თუ არა... -ქორწილს ვგევმავთ,-უხერხულად თქვა და ნინას თალი აარიდა.იცოდა , მან იცოდა ის ტკივილი რასაც ნინა დიდი ხნის განმავლობაში განიცდიდა და თვლიდა რომ მისი ბედნიერება ნინას ძველ იარებს გაახსენებდა. -რა?? -გეხვეწებ...-ნინამ არც დაამთავრებინა სიტყვა გიჟივით წამოხტა და ელენე ლამის გაჭყლიტა სიხარულისგან -ამდენი ხანი ჩუმად იყავი??აბა აბა ბეჭედი მანახე,ჰო გაჩუქა? კი კი აბა რას იზავდა ,-მიაყარა კითხვები და ყველაფრის გაგება იმწამსვე სურდა... ნინას დიდი ხანია დაევიწყებინა საკუთარი ბედნიერების შესახებ,არც უბედურება ეტყობოდა მაგრამ შინაგან სიცარიელეს საკუთარ თავს მაინც ვერ უმალავდა,ელენეს ბედნიერება??მისთვის ამომავალი წერტილი იყო,ისევე როგორც სხვა ახლობლების,ახალა იგი სხვისი ბენდიერებით საზრდოობდა... დაბადების დღეზე ნინა და ელენე ბათუმში წავიდნენ,სხვა არავინ გაიყოლეს ერთმანეთის გარდა არავინ უდოდათ,ისედაც წელიწადში ერთხელ ხედავდნენ ერთმანეთს -ნიიი დროზე რააა, სულ შენ რატო უნდა გამოდიოდე ყველაზე ბოლოს სახლიდან გამაგიჟე უკვე-სადარბაზოდან უყვიროდა ელენე და ნინა ფართხაფურთხით ჩამორბოდა კიბეებზე,პირით თავისი საყვარელი სმარტის შოკოლადის ბულკი ეჭირა,თმა გიჟივით აეწია კოსით,ხელებში ჩანთები ეჭირა და თან იცინოდა.ნინას მანქანაში მოათავსეს ყველაფერი და გაუყვნენ გზას ბათუმისკენ.ხმამაღალი მუსიკა,ბოლო ხმაზე სიმღერა და წინ დიდი გზა,ზუსტად ისე იყო ყველაფერი როგორც ბავშვობაში ოცნებობდნენ... -ე ელე ნახე მეთამაშება,-იდაყვით გააღვიძა ნინამ და ეშმაკურად იღიმოდა -ვინ გეთამაშება რა ჭირი გინდა დეგენერატო გააფრინე? -ნწ ვერ ხედავ ბიჭები რო ზიან იმ მანქანას?გაიხედე უკან,ნახე ეხლა კიდე ეცდებიან რომ გაგვასწრონ მაგრამ ნწ არ იციან საჭესთან ვინ ზინ,-გადაიხარხარა და ელენეს თავი მიატრიალებინა -აუუუ კაი რაა რამე შარში არ გავეხვეთ წესიერად იარე და შეეშვი -თვითონ არ გვეშვებიან,სანამ არ მოეხაზებათ ვერ მოისვენებენ,-ელენე ნინას ვერც ცნობდა,ზედმეტად გაჯიუტებული და ძლიერი იყო,იმასთან შედარებით ვიდრე წლების წინ,ალბათ მართალია რაც არ კგლავს ისე გაძლიერებს. ბიჭების მანქანამ კვლავ სცადა გასწრება,ნინამ თავის საყვარელ პედალს ძიერად დააჭირა და ის იყო რომ თანაბრად მიდიოდნენ გადასახვევიდან ახალგამოსულ მანქანას მთელი სისწრაფით შეასკდნენ.ყველაფერი წამებში მოხდა,გაუაზრებლად.ნინას მანქანა სამჯერ გადატრიალდა და სახურავით დაენარცხა მიწაზე... ------ გთხოვთ დააკომენტარეთ თვქენი აზრი,ღირს თუ არა გაგრძელება ძალიან მაინტერესებს რას ფიქრობთ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.