შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სფეარმენთის ეფექტი (დასასრული)!


10-04-2016, 21:28
ავტორი Ioana
ნანახია 2 690

ერთი ასეთი გადაწყვეტილება იყო,ჩვენი და ეკას წასვლა კლუბში.წარმოიდგინეთ სიტუაცია,მე,გიო,მიშკა და ჩვენი წყვილი ვსხედვართ მაგიდასთან და რადგანაც მუსიკა უსაშველოდ მაღალ ხმაზეა,ბოლო ნოტაზე ვყვირივარ,რომ ბიჭებს რამე გავაგებინო.ეკა კი ისე ეტმასნება ლაშას,რომ სულ ცოტა მაკლია და ცეცხლი წამეკიდება.მათ ყურებას მირჩევნია ვიცეკვო,ამიტომ მუდამ მხიარულ გიოს ვეხვეწები საცეკვაოდ გამყვეს.ისიც რა თქმა უნდა მთანხმდება და ბრბოსკენ მივდივართ.იმდენს ვცეკვავთ,რომ ლამის ენა გადმოვაგდოთ,მაგრამ ერთად ისე ვიცინით,რომ დაღლა სულ ცალ ფეხზე გვკ..დია.ბოლო ხმაზე ვხარხარებთ,როდესაც გიო თავის ყოფილ ნაშას ხედავს და სანამ ის მეტყვის რამეს,მე თვითონ ვრთავ ნებას დამტოვოს და მასთან მივიდეს.მეც ეულად მყოფი მაგიდისკენ მივდივარ და რას ვხედავ?!მიშკა სადღაც წასულა და ეს ორნი განცხრომაში არიან,ეკა ისე კოცნის და ეხვევა ლაშას,რომ სურო მიმიქარავს.ვუყურებ მათ და ვხვდები თუ რა რთულია გიყვარდეს და მისგან არც რაიმეს ღებულობდე სამაგიეროდ და არც გქონდეს ამის ილუზია.საშინლად მტკივა გული,რადგან სრულიად სხვაა იცოდე რომ ვიღაც ჰყავს და საერთოდ სხვა ხედავდე მათ რეალურად,თუ როგორ არიან ერთად თან ბედნიერები.მათთან აღარ მივდივარ და ბრბოს ვუბრუნდები,ვცეკვავ მარტო და თან ვტირი,ახლა შემიძლია ვიღრიალო,ვიბღავლო,რადგან მუსიკის ეს გამაყრუებელი ხმა ყველაფეს ნიღბავს და ფარავს.არ ვარ ის ადამიანი,რომელიც მარცხს ეგუება,მაგრამ ამ წამს ტირილის გარდა არაფერი მინდა.ასე გიჟივით ვდგავარ,უფრო სწორედ ვცეკვავ ენერგიულ მუსიკაზე და თან ვტირივარ გაუჩერებლად.ცეკვითაც ვიღლები და გარეთ გავდივარ,ირგვლივ არავინაა,ამიტომ ტირილს ვუმატებ,თავს მაგიდზე ვდებ და ახლა მხოლოდ ის მინდა,რომ დედამიწიდან გავქრე.მოულოდნელად ვიღაცის ცივ ხელს ვგრძნობ მხარზე და გაოცებული ვრჩები,როდესაც ჩემ წინ ის აუტანელი და მდიდარი თორნიკე დგას,რომელსაც ბავშვობაში სიცოცხლეს ვუმწარებდი.მგონია,რომ ისევ თავი უნდა შემაწყინოს,თუმცა ყველაფერი საპირისპიროდ ტრიალებს.
-არ ღირს ჩვენ გამო ტირილი!
-უკაცრავად?-ვეკითხები გაოცებული და თან ჩაწითებულ თვალებს ვისრეს,რომ მხედველობა უფრო გამისუფთავდეს.
-რა და არ ღირს არც ლაშას და არც რომელიმე ჩვენგანის გამო ტირილი!
-და შენ რა იცი,მე რის გამო ვტირი!-საშინლად ვბრაზდები,რომ ეს იდიოტი ცდილობს,რაღაც მასწავლოს.
-რაც მოხვედი გაკვირდები და რთული არაა,მივხვდე რა ხდება შენ თავს!
-და შენ რატო ღელავ ამაზე,ვინ ხარ ჩემთვის საერთოდ?ან ახლა რატომ ვსაუბრობთ?!
-იცი ნინუც,არ ვარ მე ცუდი ადამიანი-თითქოს ჩემი შეკითხვა არ გაუგია,გვერდით სკამზე ჯდება და ცას მიშტერებია.არც მე ვუყურებ თორნიკეს და ახლა უკვე ვარსკვლავებს ვაკვირდები-ალბათ შენ გგონია რომ საშინელი,გატუტუცებული ბიჭი ვარ!სინამდვილეში არ ვარ ისეთი,როგორც ვიქცევი.ყველას ვჩაგრავდი,ყველას რაღაცას ვართმევდი,მაგრამ ეს ჩემი ბრალი არასდროს ყოფილა.ჩვენი ოჯახი სულ ისეთ წრეში ტრიალებდა,სადაც ადამიანობაზე მეტად ფული ფასობს.ყველა ადამინი ვინც ჩემ ირგვლივ იყო ,აქეთ მჩაგრავდა.მდიდარი მამიკოს ბიჭი ვიყავი,მაგრამ მათ მამებს ჩვენზე მეტი გავლენა ჰქონდათ.ამიტომ ისინი მე მჩაგრავდნენ,მე კი ჩემზე პატარებს.გეფიცები ყველა შენი წიხლი თუ სილა მახსოვს.ერთადერთი ნათელი წერტილი იყავი ჩემ ცხოვრებაში,რომელიც მუდამ მახსენებდა რომ კარგი ადამიანებიც არსებობენ.პატარა ვიყავი და იმ წრემ ჩემზე გავლენა იქონია! შენ რა გგონია,მე რომ არ მდომოდა თავს გაცემინებდი ოდესმე?! ისეთი გამხდარი იყავი,ხელის ერთი კვრაც არ დამჭირდებოდა ისე მოგიშორებდი.მაგრამ არა!! თავს გაცემინებდი,რადგან მეგონა წმინდანი იყავი და თუ ჩადენილი დანაშაულისთვის ერთს მაგრად შემომკრავდი,ესეიგი სამაგიეროს ვიღებდი და იმ ცოდვებისგან ვიწმინდებოდი.ვიცი გიკვირს,ახლა და ასეთ სიტუაციაში რატომ გიშლი გულს.უბრალოდ მინდა იცოდე,რომ ამას ადრე თუ გვიან მაინც გეტყოდი,რადგან მინდა იცოდე,არ ვარ დამპალი სულის,არ ვგავარ მე "მათ".ხო და ნინუც,შენ ზედმეტად კარგი ხარ იმისთვის,რომ ლაშა ან რომელიმე მამაკაცი შენი ცრემლის ღირსი იყოს.შეიძლება ხვალ ისე ჩამიარო,არც მომესალმო.მაგრამ ის მაინც გეცოდინება,რომ შენ ჩემში ბევრი რამე შეცვალე,ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან.-თორნიკეს გავხედე და კიდევ ცას უყურებდა,თითქოს არ იყი დედამიწაზე,თითქოს ამ წამს სულ სხვა ადამიანი იჯდა ჩემ გვერდით.ლაშასგან დამძიმებულს,ამ აღსარებამ ორმაგად ამატირა და ერთადერთი რაც მოვიფიქრე ჩახუტება იყო.ვეხუტებოდი თორნიკეს და ვხვდებოდი,თუ ადამიანის უკან რამდენი რამ იმალება.
-თორნიკე,შენ მართლაც კარგი ხარ და გთხოვ არ მისცე მათ უფლება გმართონ!იყავი ის რაც ხარ,ბევრად უკეთესი იქნები და ბევრად მეტს მიიღებ ამ ცხოვრებისგან!
-ნინუც ვიმეგობრებთ?
-რა თქმა უნდა!
-ხომ არასდროს მომცემ იმის უფლებას,რომ მათ დავუბრუნდე და მათნაირი გავხდე!
-არასდროს თორნიკე!
-ნინუც,შენ სასწაული ხარ!
და იმ დღეს მე შევიძინე ყველაზე მაგარი მეგობარი,ყველაზე თბილი და კეთილი.მიყვარდა ისე როგორც გიო და მიშკა.ახლა უკვე სამი ძმა და ერთი ლაშა მყავდა.იმ დღეს არაფერი მომხდარა,ჩვენ დავიშალეთ.ყველა თავისი გზით წავედით და ყველა შეცვლილი მეჩვენებოდა რატომღაც.


კვირები გადიოდა,მე ეკას ვამწარებდი,ლაშა კი მე მამწარებდა.უნივესიტეტიც დაიწყო,ერთი განსხვავებით,მესხი იქ აღარ მეგულებოდა,რადგან გასულ წელს დახურა ბაკალავრიატი,თანაც წითელ დიპლომზე.მოკლედ ძალიან ჭკვიანი ბიჭი მყავს რა.მე კი მეორე კურსზე გადავედი ,ახლა გვერს თოკო მიმშვენებდა,რომლის ცვლილებასაც ყოველ დღე ვხედავი და ეს ფაქტი მაბედნიერებდა.ყველას ეგონა ერთმანეთი გვიყვარდა,მაგრამ მათ რა ესმით ჭემარიტი მეგობრობის.ერთ დღეს ესე ვისხედით თსუს წინ მე და თოკო,ლაშამ რომ
დამირეკა სასწრაფოს გამოდიო.მეც ჩანთა მოვიკიდე და მის მანქანაში ჩავჯექი.
-რა ჯანდაბა ხდება?-იმხელა ხმაზე იღრიალა,მანქანამ კოტაობა დაიწყო მგონი.
-და რა ხდება?-ვიკითხე გაოცებულმა.
-ნინო მწყობრიდან გამოვდივარ,თავს რატო ისულელებ გოგო.რა საერთო გაქვს თორნიკესთან და რა უნდა შენგან?არ მითხრა კეთილი ბიჭი გახდაო.მაგ ს..რს შენთან რა უნდა ჰქონდეს საერთო,რატო მაგიჟებ-ისე ღრიალებდა ლამის ზოოპარკში გავუშვი დასაბმელად.მესხი მიყვარდა და არაფერს ვუმალავდი,ამიტომ ყველაფერი მოვუყევი იმ დღის და ცოტა დაწყნარდა.მხოლოდ იმ განსხვავებით,რომ ტირილის ამბები არ მომიყოლია.არც ის რომ ეკასთან ერთად დავინახე.
-იცოდე ნინუც არაფერი დამიმალო,ხომ იცი რა ძვირფასი ხარ.ხელი რომ დაგაკაროს ან რამე ზედმეტი გაკადროს,მოვკლავ.დედას გეფიცები,მოვკლავ!-მერე თავისკენ მიმწია და ისე ჩამიხუტა,როგორც არასდროს.და ეს დღე იყო ყველაზე ბედნიერი,განვლილ დღეებს შორის,რადგან ვიყავით მხოლოდ მე და ლაშა,ეკას გარეშე.მთაწმინდისკენ მიმავალ გზას ფეხით მივუყვებოდით და ათას რამეზე ვსაუბრობდით.
-ლაშა რაღაც უნდა გკითხო!
-აბა ხულიგან,გისმენ.
-ლაშა,ეკა გიყვარს?
-არ ვიცი ნინუც,ვერ გეტყვი.რთული კითხვაა,მასთან თავს კარგად ვგრძნობ მაგრამ რაღაც მაკავებს და რა არ ვიცი.
-ლაშა,მე გიყვარვარ?
-რა თქმა უნდა ხულიგან,შენ ამ ქვეყნად ყველაზე მაგრად მიყვარხარ!
-ეს იყო პასუხი,მაგრამ აქ ძმურ სიყვარულზე მესაუბრებოდა ის და არა რაიმე სხვაზე.
-მეც ლაშა,მეც ძალიან მიყვარხარ!


ამ ამბებიდან რამდენიმე თვე გავიდა და ეკას სახელი მაინც ვერ წავშალე მისი ცხოვრებიდან.არ ვნებდებოდი,გამუდმებით ვიბრძოდი,მაგრამ შედეგი არ ჩანდა.ზამთარი გადავაგორეთ და გაზაფხულმაც შემოაბიჯა თბილისში.არ ვიცი რატომ,მაგრამ ცხოვრება ორმაგად ლამაზი და ტკბილი მეჩვენებოდა.ყველას მიმართ თბილი გავხდი,მინდოდა საყვარელ ადამიანებთან უფრო მეტი დრო გამეტარებინა.
-ლაშა შეიძლება ჩაგეხუტო?-ისე მოულოდნელად ვკითხე,რომ ლაშას გაეღიმა და სანამ მე მოვეხვეოდი,ის მოვიდა და ხელში ამიტაცა.მეც გამხდარ მკლავებს ვუჭერდი კისერზე და მის სურნელს ღრმად ვისუნთქავდი.ვხვდებოდი,რომ თუნდაც არასდროს ყოფილიყო ჩემი,მე მაინც ბედნიერი ვიქნებოდი მისი არსებობით.მე ეს ადამიანი მიყვარდა უზომოდ.
-ნინუცც,შენ ყველაზე ნათელი და ლამაზი ნაწილი ხარ ჩემი ცხოვრების იცი?თან ცოტა ქარაწაღებულიც-ამაზე ორივეს გაგვეცინა.
-ლაშაა,მიყვარხარ და მინდა იცოდე,რომ რაც არ უნდა მოხდეს მე ყოველთვის შენი ნინუცა ვიქნები!
-რა უნდა მოხდეს,რატომ სულელობ?
-არაფერი მოხდება,მაგრამ ხოშეიძლება ერთ დღეს ისე ვიჩხუბოთ და დავშორდეთ,რომ აღარასდროს დავუბრუნდეთ ერთმანეთს.
-შენ რაც არ უნდა გააკეთო,ყველაფერს გაპატიებ ნინუც.ყველაფერს გაპატიებ ჩემი მიტოვების გარდა!
-მაშინ ბედნიერად დავბერდებით ერთად,რადგან მე არასდროს დაგტოვებ-გავეკრიჭე მესხს და ლოყაზე გემრიელად ვაკოცე.

ამ ამბიდან მეორე დღეს ლაშას ტელეფონზე ზარი იყო:
-უკაცრავად ლაშა ბრძანდებით?
-დიახ!
-გთხოვთ საავადმყოფოში მოხვიდეთ,ნინო მელიქიშვილი დაჭრილია-მეტი არაფერი გაუგონია,ისე გავარდა.სახლში იყო და ისიც არ გახსენებია,რომ ჩუსტები გაეხადა.გიჟივით მიქროდა და ახლა მხოლოდ მისი სახელი უტრიალებდა თავში.ბიჭებსაც მას შემდეგ დაურეკა,რაც იქ მისულს უთხრეს რომ მძიმედ იყო პაციენტი.რამდენიმე წუთში ყველა მესხთან იყო და ყველა იმ ერთზრ დარდობა,ასე რომ უყვარდათ.
-რა მოხდა ლაშა?
-ჩვენი ხულიგანი რისი ხულიგანია გიო,თუ შარში არ გაეხვა-გიჟივით იკრიჭებოდა მესხი,ნერვული აშლილობა სჭირდა,ცოტაც და გაგიჟდებოდა.
-ლაშა გონს მოეგე-უღრიალა მიშკამ-და თქვი ამის დედაც რა მოხდა?
-რა და უბანთან უნახავს ვიღაც ბიჭები როგორ ურტყამდნენ ერთს,ესეც რა კეთილია არ იცი?ღმერთო რატომაა ასეთი კარგი? რატომ-გამწარებული იყო მესხი,თავის თავს აღარ ჰგავდა-ხო და მისახმარებლად მისულა,სწორედ ამ დროს ერთ-ერთს უსვრია და ჩვენ ნინუცას მოხვდა.

-ლაშა რომელია?-იკითხა ექიმმა.
-მე ვარ-ახედა არაადამიანური და ჩაწითლებული თვალებით მესხმა ექიმს.
-გამაგიჟა ამ გოგონამ,მგონი არ არის ნორმალური ხო? საოფერაციოში ლამის ჩაგვაკვდეს ხელში და მაინც გამონახა ძალა,ნარკოზს არ გვაკეთებინებს.ასე იძახის სანამ ლაშას არ მანახებთ ყველას ტრ..კში შეგთხრით მაგ ნემსებსო!ასეთი არაფერი მინახავს-გაოგნებული იყო ექიმი,ვერ წარმოედგინა ამ პატარა არსებას ამდენი ძალა თუ ექნებოდა.

ლაშა შეიყვანეს საოპერაციოში.ალბათ არასდროს დაავიწყდება ნინუცას გაფითრებული კანი,დახეთქილი ტუჩები და ის ჩამქრალი შავი თვალები ასე რომ უყვარდა.
-ლაშაა-ახლა მისი ნათქვამი ეს ლაშა,ჩხავილს უფრო ჰგავდა.
-ნინუც,ჩემო ნინუც როგორ შემაშინე!-ცხოვრებაში პირველად ტიროდა მესხი და არ რცხვენოდა ამ ცრემლების.
-ლაშა მიყვარხარ,მიყვარხარ ისე როგორც ქალს კაცი და გთხოვ არ განმსაჯო ამის გამო!-ახლა უკვე ნინუცაც ტიროდა,იმის გამო რომ აქამდე ვერ შეძლო ამის თქმა.
-ნინუც,ღმერთო ჩემო,აქამდე რატომ დუმდი,ღმერთო როგორ დამიტანჯიხარ!
-ლაშა მომაკვდავს ერთ სურვილს შემისრულებ?
-შეგისრულებ,მაგრამ გახსოვდეს რომ შენ არ მოკვდები!ხომ გახსოვს გითხარი ყველაფერს გაპატიებ,ჩემი მიტოვების გარდათქო!
-ლაშა მოკეტე-მაინც ეღიმებოდა ხულიგანს-გთხოვ მაკოცე!მინდა პირველი და უკანასკნელიც შენიყო!
მერე იყო ვნებიანი და ძალიან ბევრის მთქმელი კოცნა,ნინუცას ბედნიერი თვალები,რომ მის ტუჩებს გაუგო გემო და საოპერაციოდან ძალით გაყვანილი ლაშა.


-ექიმოო,ჩვენი ნინუცა როგორაა?
-მაპატიეთ,მაგრამ ზედმეტად სუსტი აღმოჩნდა მისი ორგანიზმი!
-რას ბოდავ?-აღრიალდა მესხი
-მაპატიეთ,ჩვენ ყველაფერი ვსცადეთ!
მერე იყო ბიჭების ტირილი,წარმოიდგინეთ სამი მთასავით ბიჭი და სამივე ატირებული.მათი ხულიგანი აღარ იყო,ასეთი ცელქი,ასეთი კეთილი ადამიანის გარდაცვალება განა სამართლიანი იყო?!არცერთი აღარ ჰგავდა საკუთარ თავს,არცერთს არ შეეძლო იმ ტკივილის ატანა,რასაც უნინუცობა ერქვა.
მის უსულო სხეულთან იდგნენ ლაშა,გიორგი,მიშკა და თორნიკე.ყველა რაღაცას იხსენებდა,ყველა ნინუცას სიკარგეზე საუბრობდა.
-ნინუცამ ჩემი ცხოვრება შეცვალა!ის რომ არა ჩემი სული დალპებოდა!ალბათ ეს იყო მისი მისია,ყველას შეცვლა უკეთესობისაკენ!რატომ უნდა მომკვდარიყო ის და არა ჩემნაირი ლეში?-უკვე ტიროდა თორნიკე,თან ხულიგანის გაცრეცილ სახეს თვალს არ აშორებდა.
-თურმე ვუყვარდი-მხოლოდ ახლა ამოიღო მესხმა ხმა,თუმცა ეს განწირულ ჩხავილს უფრო ჰგავდა.-გესმით ბიჭებო?მას მთელი გულით ვუყვარდი,მე დებილი კი ამას ვერ ვხვდებოდი.ამას ვერ ვაფასებდიი,ღმერთო რატომ ჩემი ნინუცა?! ნინუც-მის სახესთან დაიხარა მესხი,თან იმ გათეთრებულ სახეს უკოცნიდა-იცი ნინუც,თურმე მეც მყვარებიხარ,მე შენზე უარესად მყვარებიხარ და გთხოვ მაპატიე,რომ ეს წლები დავკარგე ნინუც!
-იმ დღეს,მე რომ ვესაუბრე,აი კლუბში რომ ვიყავით-ახლა თორნიკე საუბრობდა და იმ დღეს ახსენებდა როდესაც,ნინუცას გული გადაუშალა-იცი ლაშა, გარეთ იჯდა და ტიროდა.თავისთვის იყო,გამხდარი მკლავები თავთან ედო და ტიროდა.იცი რატომ ტიროდა ლაშა? მაშინ უყვარდი და ვერ აიტანა შენი და ეკას ერთად ყოფნა.ვერ უძლებდა ამას,მაგრამ არაფერს გაგრძნობინებდათ.
ამის თქმა იყო და მესხი გარეთ გავარდა,ვეღარ უძლებდა ამ ყველაფერს.სძულდა საკუთარი თავი,რომ ასეთი ეგოისტი და დაუნახავი იყო.სტკიოდა უნინუცობა,სტკიოდა ყველა ის წყენა,რაც ხულიგანისთვის ოდესმე გაუკეთებია.
მერე იყო ამ ანგელოზის დაკრძალვა და განადგურებული ბიჭები.უმისობით გამოწვეული ტანჯვა და უიმედო,უფერული დღეები.
ზუსტად ნინუცას წლისთავი იყო,ლაშა რომ პირველად გამოვიდა სახლიდან.ახლა არც ეკა და არცერთი ქალი არ სჭირდებოდა ნინუცას გარდა,მაგრამ გვიანი იყო.უნივესიტეტის პირველ კორპუსთან იდგა და იმ დროს იხსენებდა,ერთად რომ დასხდებოდნენ ხოლმე სკამზე,ხულიგანი კი ყველა გამვლელს კომენტარს უკეთებდა.მერე ლაშა დატუქსავდა,რა ქალივით ჭორაობ,კაცი ხარ თუ პროპკაო.ამაზე ნინუცა ბრაზდებოდა და კევს ესროდა ხოლმე.იდგა უნივერსიტეტის წინ და იხსენებდა ყველა იმ ბედნიერ წამს,რაც მასთან ერთად გაეტარებინა.მხოლოდ ახლა აფასებდა,იმას რაც ჰქონდა.ამ ფიქრებში იყო გართული,წინ რომ ვიღაც ბიჭი აესვეტა.
-თქვენ ნინუცას შეყვარებული არ ხართ?-ეს ყმაწვილი ეცნობოდა მესხს,მაგრამ საიდან არ იცოდა.
-უკაცრავად და თქვენ ვინ ხართ?
-მე ის ბიჭი ვარ ბასეინიდან-იკრიჭებოდა და ცდილობდა ის დღე გაეხსენებიდა ლაშასთვის,დაძარღვული რომ უყურებდა ბასეინში მოსუაბრე ნინუცას და დათას.
-აა გამახსენდით! ვინ გითხრათ რომ შეყვარებულები ვართ?
-მაშინ ნინუცას ვკითხე,ვინაა ეს ბიჭი ასე მტრულად რომ მიმზერსთქო და ასე მითხრა,ჩემი შეყვარებულიაო-ამის თქმაზე ლაშას ცრემლი მოადგა,თითქოს ჭრილობაზე მარილი მოაყარესო ისეთი ტკივილი იგრძნო.სანამ გონს მოვიდოდა,დათა იქ აღარ იდგა.უცებ იგრძნო,რომ თავში რაღაც მოხვდა.უკან მიიხედა და დაშტერდა.არ ელოდა თუ ნინუცას მერე,კევს კიდევ ვინმე ესროდა.მის წინ იდგა მომღიმარი გოგონა,ნინუცას მსგავსი თმებით,დახეული ჯინსებითა და შავი კეპით.უყურებდა და მასში თავის ხულიგანს ხედავდა,ასე რომ უყვარდა ცელქობა.
-უკაცრავად მანდ სადღაც კევი დამივარდა და ხომ ვერ მომაწვდით?-იყო ზუსტად იგივე ირონიული კითხვა,როგორც წლების წინ ნინუცამ იკითხა.
-ჩემი ხულიგანი დაბრუნდა-იყო ლაშას ბურტყუნით ნათქვამი ეს ფრაზა და ყველაფერი იმავე გაგრძელებით.თუმც ამ შემთხვევაში იყო ბედნიერი დასასრული და ლაშასათვის ანგელოზად მოვლენილი ნიაკო(ასე ერქვა იმ მეორე ხულიგანს,ყველა ასე რომ ამსგვასებდა ნინუცას და ბიჭებმა ისევე რომ შეიყვარეს,როგორც მათი ნინუცა).

პ.ს. როდესაც წერა დავიწყე,არ მქონდა მსგავსი დასასრული მოფიქრებული.სულ სხვანაირად ვაპირებდი,მაგრამ არ ვიცი დღეს,რომ ვწერდი ესე გაგრძელდა თავისით.ამიტომ მაპატიეთ თუ მოვლრნები მალე განვითარდა ან არ ჰქონდა სასურველი დასასრული.ველი თქვენს კომრნტარებს,გთხოვთ!



№1 სტუმარი Gijiij

Auu ramdeni matiree agar shemidzlia mishvelet auuu

 


№2 სტუმარი hipo

raa iyo es ? aa isedac mkvdari var da aman imdeni mabgavla :(

 


№3 სტუმარი Anuko

Ramdeni virile shenc xom ar ici... tavidan dzalian ar momcons ninuca, zogadad very vital uzrdel gogonebs, magram shemdeg... Mokled kargi iko. Xo kidev gaagrdzele ra ,,gaigime chiti gamofrinda,,

 


№4  offline წევრი Brunette

Gtxov raa gaagrdzele sheni wina motxroba

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent