შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

13 თვე (18) დასასრული


10-04-2016, 23:34
ნანახია 2 945

***

აქამდე ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა რა არის ტკივილიო ვიტყოდი, რომ ფიზიკურ ტკივილზე საშინელება არაფერი არ არის..
მაგრამ ასე არ ყოფილა..
სულიერ ტკივილს ფიზიკური გვერდზე ვერ დაუდგება.
როგორია იმის გააზრება, რომ კარგავ შენი სულის ნაწილს. როგორი მძიმეა იმ რეალობას შეხვდე, რომელიც ისეთი მძიმე და საშინელია, რომ ან გაუმკლავდები ან არა.
საყვარელი ადამიანის დაკარგვა შავ ლაქად ყოფილა ცხოვრებაში.
როგორია, რომ მოგაჭრან ფეხი ან ხელი ან დაგჭრან?
მაგრამ ალბათ, ეს ტკივილი არ შეედრება სულიერს.
სულის ყვირილია.. გრძნობ როგორ აქუცმაცებს ტკივილი სულს, როგორ ეთამაშება და ანადგურებს.
ყვირი და თხოვ, რომ გაჩერდეს.. მაგრამ არ ჩერდებდა და ყოველ ჯერზე იმატებს.
რა ძნელია იმის გაფიქრება, რომ ვეღარ ნახავ, ვეღარ შეეხები, ვეღარ შეიგრძნობ მის სურნელს და უბრალოდ აღარ გამოგხედავს იმ სიყვარულით ანთებული თვალებით, რომლებსაც ჭკუიდან გადაჰყავდი.
აი, ამას მართლაც ჰქვია ჭკუიდან გადაყვანა. სიგიჟის ზღვარზე მყოფი უნებლიედ აკეთებ გადაწყვეტილებას გახდე შეურაცხადი და რამაც დაგწყვიტა შენც მას შეუერთდე..


***

გონზე საშინელმა სუნმა გამოიყვანა. თვალები მძიმედ გაახილა და დაინახა შეშინებული მშობლების სახეები. ნინოს მთელი სახე სველი ჰქონდა..

-ვაიმე, დედიკო მადლობა ღმერთს, როგორ შემაშინე!-თქვა ნინომ და ცრემლები მოიწმინდა.
-მა, რა დაგემართა? თავი ხომ არ გტკივა? მშიერი ხარ,ხო?-მაშინვე მიაყარა გივიმ კითხვები საყვარელ ქალიშვილს.
-იქ.. იქ.. იმ რეისზე..-ამოილუღლუღა სესილიამ.
-ჰო, იმ რეისზე ჩვენც ვინერვიულეთ,-თქვა გულდაწყვეტილმა ნინომ.
-მამა, დაურეკე ნუგზარს..-ძლივს თქვა სესილიამ და მუდარის თვალებით შეხედა გივის,-იქ.. დათა იყო..-ამის თქმა იყო და ნინომ სახეში შემოირტყა ხელები.
-ვაიმე, რას ამბობ სესილი? დროზე გივი!-სასწრაფოდ გავიდა გივი ოთახიდან და ნუგზარს დაურეკა. ნინო კი სესილიას მიუწვა გვერდზე და ჩაეხუტა.
-დარწმუნებული ხარ?
-კი, დე.. წავიდა.. ნიასთან გაფრინდა..-ატირდა აღელვებული სესილია.
-არ ვიცი რა ვთქვა, უბრალოდ არ ვიცი..-უთხრა ნინომ და ატირებულ შვილს აჰყვა ტირილში. სანამ გივი ოთახში დაბრუნებოდა დრო საუკუნედ გაიწელა. გივის შემოსვლა ოთახში, მისი სახის დანახვა და სესილიას გაჩერება ერთი იყო.
-რა.. რაო?
-არვიცი, სესო.. არ ვიცი.. არც მათ იციან არაფერი.. ელოდებიან საკონსულოდან პასუხს..-უთხრა გივიმ და მაშინვე ოთახიდან გავიდა. ამხელა კაცი იყო და პირველად წამოუვიდა ცრემლები. თავის კაბინეტში შევიდა და ხელებში ჩარგო თავისი სახე. ვერ წარმოედგინა, რომ ეს შეიძლებოდა სიმართლე აღმოჩენილიყო. ასეთი ვაჟკაცი და კარგი ბიჭი რომ აღარ იყო.. აღარ ახარებდა გარშემომყოფებს და მით უმეტეს, სესილიას.. კაბინეტში ნინო შევიდა.

-რაო ნუგზარმა? როგორ იქნებიან არც მინდა წარმოვიდგინო..
-რა გითხრა ნინა, გაგიჟებასაა კაცი.. ეკას ვერ ვაჩერებ ტირისო. ისეთი ხმა ჰქონდა, მინდოდა მიწა გამსკდომოდა. წამოდი, წავიდეთ..-უთხრა გივიმ და ფეხზე წამოდგა.

სესილია ტიროდა და ასველებდა ბალიშს. ოთხად იყო მოკეცილი და ასეველებდა მთელ თეთრეულს. მისტიროდა თავის ბედნიერებას.. დათა.. ვთქვი, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სხივი იყო მის ცხოვრებაში. სხივი, რომელიც ასე მოულოდნელად ჩაქრა და დაამთავრა თავისი კაშკაში.
ნუგზარი მის ოთახში შევიდა და შვილის დანახვაზე გული მოუკვდა. ფრთხილად ჩამოჯდა მის საწოლზე და თმაზე ხელი გადაუსვა.

-გიყვარს, არა?- პასუხად სესილიამ უბრალოდ უმატა ტირილს,-დამშვიდდი რა.. ჯერ ხომ არ გარკვეულა არაფერი..
-კი, მაგრამ აქამდე ხომ ჩასული უნდა იყოს.. დარეკავდა. აუცილებლად, დარეკავდა..
-ცუდზე ნუ ფიქრობ, მამა.. იქნებ, ჯერ არ ჩასულა და..
-დარეკავდა.. აუცილებლად.. მიყვარს მამა.. ჩემი პირველი სიყვარულია.. იცი, როგორი ადამიანია? აი, საუკეთესო! შენ რომ ინატრებდი ისეთი ზუსტად.. იცი, რამხელა პატივს გცემდა? რატომ არ გითხრა აქამდე არ გაინტერესებს? გერიდებოდა.. არ უნდოდა ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიეღო. ნუ, იფიქრებ იმას რომ ჩვენ შენგან მალულად რაღაცას ვაკეთებდით. ჩვენ უბრალოდ ხშირად დავსეირნობდით, ვსაუბრობდით და მეგობრებთან ვატარებდით დროს. ის ისეთი იყო... ისეთია ზედმეტად მცემდა პატივს!-თქვა სესილიამ და გივის ჩაეხუტა. გივის გული აუჩუყდა შვილის აღიარებასა და ცრემლებზე. მაგრა ჩაეხუტა შვილს და თმებზე ხელი გადაუსვა.
-სესო, ეკასთან და ნუგზართან მივდივართ მე და ნინა და ხომ არ..
-არა! წადით.. ვერ წამოვალ, არ შემიძლია..-უთხრა სესილიამ და ისევ ბალიშში ჩარგო თავი. ნუგზარიც გამოვიდა ოთახიდან და ატირებულ ნინოს შეეგება.
-ანკას დავურეკე, მოდის. არ მინდა სესილიას მარტო დატოვება.
-ნინა, იცოდი?
-რა გივი?
-დათაზე და სესილიაზე..
-მივხვდი,-თქვა ნინომ და ცრემლები წამოუვიდა,-არ მინდა ეს სიმართლე იყოს! ვიცი, ვერ გადაიტანს ჩვენი გოგო.. არ გამიბრაზდე, რომ არ გითხარი.
-არა, რა უნდა გაგიბრაზდე?! დათა ისეთი ბიჭია, რომ მასზე ვერასოდეს გავბრაზდები ალბათ.-უთხრა გივიმ და ცოლს ჩაეხუტა. მალე ანკაც მოვიდა და მაშინვე ატირებული ჩაეხუტა „დედობილსა და მამობილს“.
-როგორ არის?-ჰკითხა ნინოს ჩუმად.
-იცის ანკა გივიმ..-ნინომ ანიშნა, რომ გივისთან შეიძლებოდა ხმამაღლა ამაზე საუბარი.
-აუ, ნინააა...-გაიწელა ანკა და აქვითინებული ჩაეხუტა ნინოს.
უფროსები წავიდნენ ჯანხოთელების ოჯახში, სადაც სასწაული ხდებოდა. რამდენიმე საათის განმავლობაში, მათთან სასწრაფო დახმარების ბრიგადები მიდიოდნენ. აბა, როგორია როცა შენს საამაყო შვილს კარგავ?! ან უბრალოდ არ იცი, ცოცხალია თუ არა.
სესილიას კი ღრმად ეძინა და სიზმარში დათასთან ერთად გატარებულ ლამაზ დღეებს ხედავდა. ანკა მის გვერდზე იწვა და დაქალს უყურებდა. ძილშიც კი შფოთავდა სესილია.. როგორ დაიტანჯა ეს პატარა გოგო! ამხელა ბედნიერება ეწვია და უცებ, უბედურება დაატყდა თავს.
ანკა მისაღებში იჯდა და გაშტერებული კედელს უყურებდა, როცა სესილია გავიდა მასთან.

-მოდი, სესო..-უთხრა ანკამ და ხელები გაშალა. სესილიაც მასთან მივიდა და ჩაეხუტა დაქალს. გულზე თავი დაადო და მჭიდროდ მიეკრო.
-ხომ არასოდეს მილაპარაკია შენთან დათაზე, ხომ არასოდეს მითქვამს შენთვის რა არის ჩემთვის..
-კაი, არ გინდა რა..-შეაწყვეტინა ანკამ.
-მინდა ანკა, მინდა.. იცი, როგორ მიყვარს? ჩემი საოცრებაა ეგ ბიჭი! თუ.. თუ სიმართლეა ის რაც მოხდა და დათას სახელი და გვარი დაფიქსირდა. იცოდე, რომ ჩემი ცხოვრება აღარაფერი იქნება. ჩემს ცხოვრებას სახელი აღარ ერქმევა და მე სესილია აღარ ვიქნები.. ამ ცოტა დროის განმავლობაში შეძლო და თავი ისე შემაყვარა, რომ მის გარეშე არსებობაც კი აღარ მინდა. რა საშინელებაა, როცა გრძნოვ რომ ვეღარ ნახავ.. არ მინდა ანკა.. არ მინდა ეს სიმართლე აღმოჩნდეს!-ატირდა სესილია და თავი მის მკერდში ჩადო.
-დამშვიდდი ჩემო გოგო, დამშვიდდი..
-როგორ ანკა? უბრალოდ, როგორ.. მეორე ნაწილი კი არა ჩემი თავი დავკარგე, როცა ეს გავიგე. იცი, წასვლისას რა მითხრა? ასე მგონია, ბოლოჯერ გნახულობ და ჩამეხუტე მაგრადო.. ძალიან შემეშინდა და მაშინვე ვუთხარი რასისულელეებს ამბობთქო. მაგრამ ხომ არ გრძნობდა? მითხარი, ადამიანი ხომ გრძნობს სიკვდილის მოახლოებას?
-კაი, სესო რა...
-მიყვარს და მეყვარება მთელი ჩემი სიცოცხლე..


***

დილას სესილიამ მძიმედ გაახილა თვალები და გადახედა მის გვერდზე წამოწოლილ მეგობარს. გაახსენდა გუშინდელი ტკივილი და სასწრაფოდ დახედა ტელეფონს, რომ იქნებ რამეს მაინც გაექარწ....ბინა მისი დარდი, მაგრამ არანაირი გამოტოვებული ზარი ან შეტყობინება. ტელეფონი მხოლოდ დათასა და თავის სურათს უჩვენებდა, დროსთან ერთად. ფრთხილად წამოდგა და სამზარეულოსკენ გავიდა, სადაც გივი და ნინა საუზმობდნენ.

-მოდი, ჭამე.. არ გიჭამია არაფერი..-უთხრა ნინამ და სკამი გამოუწია შვილს.
-არ მშია,-მშვიდად უპასუხა სესილიამ და სკამზე ჩამოჯდა.
-სესო, ჯერ არაფერი არ ვიცით და ნუ ნერვიულობ რა.. ჭამე, რომ ორგანიზმი არ გამოგეფიტოს..
-არ მინდა დედა.. არ მინდა, არ გესმის?-თქვა სესილიამ და ცრემლები წამოუვიდა.
-დამშვიდდი, მა. დაიჯერე, რომ ყველაფერი იქნება კარგად და სასწაულებიც ხდება..
-ჩემი სასწაული დათა იყო და სხვა სასწაული რა უნდა მოხდეს?-ჰკითხა ატირებულმა სესილიამ და მაშინვე ოთახიდან გავიდა. აივანზე დადგა და ჩაისუნთქა დილის ცივი ჰაერი. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ძალიან ციოდა და შემოდგომა იწურებოდა სესილია საღამურების ამარა იდგა აივანზე და სივრცეს გაჰყურებდა.

იქნებ გამოსავალია? როგორ გაძლოს ახლა დათას გარეშე? როგორ გააგრძელოს ცხოვრება მისი შავი თვალების გარეშე.. მის ცხოვრებას ხომ ფასი არ აქვს. ჯერ მხოლოდ 18 წლისაა და უკვე ამხელა უბედურების თანაზიარი გახდა. მიხვდა, რომ ცხოვრებაზე საშინელი არაფერი არ არის. როდის რა მოხდება არავინ იცის.. მძიმედ ამოისუნთქა და მოაჯირს დაეყრდნო, ნელა გადაიხარა და იგრძნო მძიმე ხელი მაჯაში.

-რას აკეთებ, გოგო?-დაუყვირა ირაკლიმ.
-დათასთან მივდივარ!
-რა დათასთან მიდიხარ, შენ სულელი ხომ არ ხარ?
-რა აზრი აქვს ირაკლი ასე ყოფნას?
-ეხლა მომისმინე შენ მე! მიბრძანდი შენს ოთახში გამოიცვალე და დაჯექი და ჭამე. რას იკლაბ თავს, ტო? ჯერ სიები არაა ცნობილი და იქნებ მოხდა სასწაული და დათა კარგადაა?
-სასწაული, სასწაული! რა ყველამ ეს აიჩემეთ? გჯერა სასწაულების? ბავშვი ხარ იკა?
-რა შუაშია ბავშვი? შენ მებავშვები და მაგდენს ვერ ხვდები. ცოტა აზრზე მოდი, თორემ უკადრებელს ვიკადრებ რომ გამოგაფხიზლო. გააფრინე შენ მგონი! საკუთარ ძმაზეა ლაპარაკი და ვცდილობ, შევინარჩუნო პასუხის გაგებამდე მაინც ის განწყობა, რომ ცოცხალია. შენ გგონია ჩემთვის არ იყო მძიმე იმის გაგება, რომ ჩემი ერთადერთი ძმა შეიძლება გარდაცვლილია? როგორ ფიქრობ მე არ განვიცადე? მაგრამ აზროვნების უნარი მაქვს შერჩენილი და ელემენტარულად პასუხს ველოდები!-დაუღრიალა ირაკლიმ სესილიას. მართალი იყო ირაკლი.. არ უფიქრია სესილიას ამ ყველაფერზე.. მაგრა ჩაეხუტა ირაკლის და უთხრა:
-მეშინია, მის გარეშე გატარებული ერთი წუთისაც კი..!

-აჰა, შენ ეს..-უთხრა ირაკლიმ და მანქანის გასაღები დაუდო. დათას ნაჩუქარი მანქანის გასაღები, რომ დაინახა სესილიამ გონება გაეყინა და გაახსენდა ის დღე, დათამ რომ უსახსოვრა მანქანა.
-ქვემოთ აყენია. ვფიქრობ, რომ შენთან უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში დათამ მთხოვა, სანამ ჩამოვალ მიუყვანე იაროსო..-უთრა ირაკლიმ და გაუღიმა აღელვებულ გოგოს. რამდენიმე საათი გაჩერდნენ ანკა და ირაკლი მათთან. წავიდნენ თუ არა მისი მეგობრები სესილიამ მანქანის გასაღები აიღო და კარისაკენ წავიდა.
-დე, გავედი მე სუფთა ჰაერზე..-მიაძახა ნინოს ისე, რომ პასუხს არც დალოდებია. სასწრაფოდ ჩაირბინა. გავიდა თუ არა მისი მანქანა დაინახა და წამებში გაახსენდა როგორ ეყუდებოდა დათა მანქანას, როგორ დასვა და როგორ აცნობა, რომ მანქანა სესილიას ეკუთვნოდა. ჩახტა მანქანაში და თავბრუ დაეხვა. მანქანაში დათას სურნელი იყო. სასწრაფოდ შეისუნთქა და მანქანა დაქოქა. მიდიოდა ნელა და თან ტიროდა. ახსენდებოდა ერთად გატარებული დღეები, ბედნიერებით განცდილი საათები, სიხარულით აღსავსე წუთები და თავბრუდამხვევი ემოციური წამები. მათ საყვარელ ადგილას ავიდა და ახედა ცას. არ იყო ღამე და ვარსკვლავებიც არსად ჩანდა. იმის გაფიქრებაზე, რომ დათა ალბათ სადღაც ზემოთ იყო და იქედან იყურებოდა უსიამოვნოდ გასცრა. გივის სიტყვები გაახსენდა: „დაიჯერე, რომ ყველაფერი იქნება კარგად და სასწაულებიც ხდება..“ და დაფიქრდა მამის სიტყვებზე. იქნებ, მართლაც სასწაული მოხდა. დათა ხო თვითონ სასწაული იყო და იქნებ ჯინმა გადაარჩინა. რაღაც იმედი მიეცა და მძიმედ ამოისუნთქა. მოიწმინდა ცრემლები და უბრალოდ ჰორიზონტს გახედა, საიდანაც შეიძლებოდა საყვარელი მამაკაცი გამოჩენილიყო.

დიდხანს გაჩერდა ხედზე. მანქანაში ჩაჯდა თუ არა ტელეფონს დახედა. ანკას 30 დარეკილი და შეტყობინება იყო, რომ სასწრაფოდ დაერეკა; ასევე, ირაკლის, ნინოსა და გივის გამოტოვებული ზარები. არ უნდოდა მშობლებთან ლაპარაკი იფიქრა, რომ მის მდგომარეობაზე დაუსვამდნენ შეკითხვას და ამიტომ ანკას დაურეკა.

-ვაიმე, მადლობა ღმერთს!-ჩაჰყვირა ტელეფონში ანკამ.
-რა ხდება?-ცივად იკითხა სესილიამ.
-სასწაული სესო, სასწაული..!-გაიგონა სესილიამ ანკას აღელვებული ხმა, რომელიც სავარაუდოდ ტიროდა.
-აუ, თქვი რა არ მაქვს ნამიოკობანას თამაშის ნერვები..
-სასწრაფოდ სახლში მოდი, არსად გადაუხვიო...-უთხრა ანკამ. სესილიამ უპასუხოდ დატოვა ანკას წინადადება და ტელეფონი გაუთიშა. ძალიან არ უნდოდა სახლში მისვლა და რაც შეიძლება შორი გზით გაისეირნა სახლისკენ. სადარბაზოსთან დააყენა მანქანა და შეამჩნია, რომ მის წინ დათასა და ირაკლის დედის, ეკას მანქანა იდგა. ცოტა ანერვიულდა, რომ ეკა უნდა ენახა, მაგრამ ისიც გაუკვირდა რომ ეკა მათთან იმყოფებოდა სახლში. ნელა ავიდა კიბეებზე და ზარი დარეკა. მაშინვე კარები გაუღო ნინომ, რომელიც უჩვეულოდ გაღიმებულიყო.

-დედა.. არ მითხრა, რომ..
-სასწაული დედა, სასწაული..!-უთხრა ნინომ და ბედნიერი ჩაეხუტა შვილს.
-ანუ.. ანუ გინდა მითხრა, რომ სიაში არ აღმოჩნდა?-ძლივს თქვა წინადადება სესილიამ და შეშინებულმა შეხედა დედას.
-უკეთესი სესო.. მოდი..-უთხრა და შვილს მისაღებისკენ მიანიშნა. შესული არ იყო მისაღებში, მაშინვე გონება წაერთვა და ძირს დავარდა.

გონზე სპირტის სუნმა მოიყვანა. მძიმედ გაახილა თვალები და მის წინ ცოცხალი და მთელი დათა დაინახა.

-დათა...-ძლივს წარმოთქვა და მოწყვეტით ჩაეხუტა დათას.
რა ბედნიერებაა! ისევ ის შავი თვალები, ისევ ის სურნელი, ისევ ის ემოციები..
და გაღვიძებული ზოოპარკი.
ფლორა და ფაუნა.

-როგორ? რანაირად? როგორ ხარ? სად იყავი?-მიაყარა შეკითხვები დათას.
-ჰო, მეც მომენატრე,-გაეცინა დათას.
-აუ, დათი..!
-ეგ რეისი, რომელიც ჩამოვარდა ჩემს გაფრენამდე ერთი საათით ადრე გაფრინდა. ჩვენ უკვე რომ ჩავსხედით თვითმფრინავში და ავფრინდით გამოაცხადეს, რომ გარკვეული მიზეზებისდა გამო სტამბოლის აეროპორტში უნდა დავფრენილიყავით. როგორც კი ჩავფრინდით აეროპორტში ჩემი ტელეფონი მაშინვე მოკვდა. გარშემო არავის ჰქონდა სატენი რომ დამეტენა. ჩემი კი იმ ბარგში მქონდა, რომელიც თვითმფრინავში იყო. შესაბამისად ვერსაიდან ვერ დავრეკე. მერე პირველივე რეისი იყო სტამბოლის მეორე აეროპორტში და იქედან თბილისში. სხვა გზა არ მქონდა ეს უნდა გამეკეთებინა, რომ მალე დავბრუნებულიყავი და უფრო მეტად არ მენერვიულებინეთ!
-ვაიმე, გითხარი ხომ ჩემი სასწაული რომ ხარ?-უთხრა სესილიამ და ჩაეხუტა დათას,-მადლობა ღმერთს, რომ ცოცხალი ხარ და კარგად ხარ..
-არ მინდოდა ასე მენერვიულებინე, მაგრამ რა ვქნა?!
-უშენოდ ვერ ვიცოცხლებდი..!
-სხვათაშორის ქალბატონო, ირაკლიმ მითხრა რაც სცადე და მაგაზე სერიოზულად მოგხვდება..!-მკაცრი სახე მიიღო დათამ.
-არამგონია, ამის მერე რამე სერიოზულზე დაფიქრდე,-უთხრა სესილიამ და მოწყვეტით აკოცა დათას. მონატრებული ტუჩების გემო! ცხოვრებაში რომ ასეთი გემრიელი არც კერძი, არც დესერტი და არც არაფერი არ გიჭამია ადამიანს.
-ამის მერე უფრო სერიოზულზე შემომეფიქრა, ვიდრე შენი გატყეპვაა,-უთხრა დათამ და მის კისერში ჩარგო თავი. უცებ ჩახველების ხმა გაიგეს და კარებში გივის მოკრეს თვალი. დენდარტყმულებივით მოშორდნენ ერთმანეთს.
-ცუდ დროს შემოვედი,ხო?-იკითხა გივიმ და გაიღიმა. სესილიამ ამოისუნთქა გივის გაღიმებულ სახეზე.
-ბოდიში, გივი..-უთხრა დარცხვენილმა დათამ.
-რაზე მიხდი ბოდიშს? ჩემი შვილი რომ გიყვარს იმის გამო? პირიქით..! დიდი მადლობა, რომ შენ ხარ და არავინ სხვა,-უთხრა გივიმ და გაღიმებულმა გაუწოდა დათას ხელი.
-მადლობა, გივი.-უთხრა დათამ და შეაგება ხელი.
-ხო, ხედავ სესო? გითხარი, სასწაულები ხდება-მეთქი?-უთხრადა ოთახიდან გაუჩინარდა.

***

როგორ გაგრძელდა ცხოვრება?
იმაზე უკეთესად ვიდრე აქამდე იყო.
იმაზე ბედნიერი და სიყვარულით სავსე დღეებით ვიდრე აქამდე ჰქონიათ.
დადიოდნენ ერთად და თავიანთ ბედნიერებას გადადებდნენ ყველა გამვლელს.
ახალი წლის ღამე იყო? რაღაც საოცარი..
ორივესთვის..
31 დეკემბერს ახალი წელი და დათას დაბადების დღე იყო.
ხომ ვთქვი ეს ბიჭი სასწაულია-მეთქი?!
ახლა 31 რიცხვი შევაბრუნოთ და გეტყვით რატომ 13 და რატომ 13 თვე. მათი ნაცნობობისა და ურთიერთობის მერე ზუსტად 13-ე თვეს დათამ სესილიას ხელი სთხოვა. ყველაზე ბანალურად რაც კი ოდესმე შეიძლებოდა.

-კაროჩე, გამომყევი რა ცოლად.. გაცნობის დღიდანვე მოგიყვანდი, მაგრამ წაკითხული მაქვს წყვილისთვის 12 თვე არის გამოსაცდელიო და ჯანდაბას, მე ხო გამაბავშვე და მიამიტი გამხადე და მეც დავიჯერე. ხოდა, 12 თვე ხო წინა თვეს გავიდა და მიდი, რა ცოლად გამომყევი..
-აუ, დაააააათ რა რომანტიული ხარ!-დასცინა სესილიამ. დათამ წარბები შეკრა და პასუხის მოლოდინში შავი თვალებით მიაჩერდა სესილიას.
-ცოტა რამე ვერ მოიფიქრე ისეთი, ორიგინალური?
-რავი, ტო..
-ამ ძმებს ხომ ფანტაზიაში გარღვევა გაქვთ რა.. შენ იმენა ქუჩურ-ლიტერატურულად მთხოვე ხელი, იმან კიდე საგურამოში რო გაიპარნენ. ან ვის ეპარებოდნენ სულელები რო არიან..-გაეცინა სესილიას.
-აუ, ტო.. მითხარი ეხლა.. გევასება ნერვებზე რო მეთამაშები?
-მოდი, რადგანაც ძმები ბანალურები ხართ და ერთ-ერთი ცოლიც ბანალურია ისინი თუ გაიპარნენ შენ მომიტაცე..!-უთხრა სესილიამ და ჩაბჟირდა სიცილისგან.
-რა მოგიტაცო სესო, გაგიჟდი?
-აი, რა მომიტაცო და დაქოქე მანქანა და წავედით..!
-საგურამოში?
-არა, ხო ვამბობ ფანტაზია არ გაქვს-მეთქი,-თქვა სესილიამ და აკოცა საყვარელ ადამიანს. დათამაც ბედნიერმა დაძრა მანქანა საგურამოს მიმართულებით.

ჭირი-იქა,
ქატო-აქა..!


***
დიდი იმედი მაქვს იმედები გავამართლე!
ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც კითხულობდით.
მე თქვენ მიყვარხართ, იმიტომ რომ საოცარი ენერგიისა, ემოციისა და სტიმულის მომცემი ადამიანები ხართ!

მადლობა თქვენ!



№1  offline წევრი Pepper

ძალიან კარგი დასასრული იყო
გამეხარდა დათა რომ გადარჩა
ამათი ბედნიერებაც განიმიხარდა
კარგი ისტორია იყო
ნამდვილად კარგი <3

 


№2  offline აქტიური მკითხველი tatuka20

Kargi iko dzaaaliaaaan

 


№3  offline წევრი mani156

ვაიიჰჰჰ რაკარგიი იყოო ^_^ ძაალიან მომეწონა ^_^

 


№4  offline წევრი gvanciii kereselidze

Umagresii iyooo
--------------------
G.ke

 


№5  offline წევრი შამხათი

ძალიან კარგი იყო, ცოტა გვანერვიულე დათაზე მაგრამ არა უშავს, გაპატიებ love
მომეწონა, ჩემი სიმპატიები შენ love

 


№6 სტუმარი tamuna

Dzalian kargi iyo<3

 


№7  offline წევრი Mad Lovely

ვაიმეეეე ეს... ეს რაიყო? ჩემს გულს ეს უნდოდაა? დედაა რაც მე ვინერვიულე კაპლით ხელში ვკითხულობდი უკვე :D მარა რაც მართალია უნდა ითქვას საღოლ დაო შენ :D კი გამიხეთქე გული მარა ამას ვჩივი? ისე მაგრად დასრულდა, რო როგორც ანკა იტყოდა პელე ხარ პელე :D უახლოეს მომავალში ველოდები ახალს და აბა შენ იცი <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent