შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვერ ვხვდები როგორ შემიყვარდი(4)(თვით უჟმურებავ)


10-04-2016, 23:38
ავტორი nutsa214
ნანახია 2 398

დათისთან სტუმრების ვიზიტი კარგა ხანს გაგრძელდა მეც ავდექი და ყავის აპარატთან მივედი ყავის ჩამოსასხმელად. ყავა ჩამოვასხი და ამჯერად აქეთ იქით მიმოვიხედე, რომ დავრწმუნდი ჩემს ყავას საფრთხე არ ემუქრებოდა თავისუფლად გავემართე კუთვნილი ადგილისკენ.
-დღეს საკმაოდ გადატვირთული დღეა არა?-მომესმა ანდრიას ხმა და მეც მისკენ ღიმილით შევბრუნდი.
-კი ძალიან-თავი დარწმუნებით დავიქნიე და ყავა მოვსვი. ანდრიაც ყავის აპარატთან მივიდა და ყავა ჩამოასხა.
-არაუშავს მალე შეეჩვევი.-ყავა მოსვა და ჩემსკენ მობრუნდა
-მგონი სანამ შევეჩვევი ბოლოს მომიღებს-ვთქვი და ცხვირი დათის კაბინეტისკენ გავიშვირე. ორივეს გაგვეცინა. ანდრია ძალიან საყვარელია მართალია არ მომწონს მაგრამ ძალიან კეთილი ადამიანი ჩანს, დიდი სიამოვნებით ვიმეგობრებდი მასთან რომარა სტატია... სტატია უფროსწორად თინა უფრო მეტს მოითხოვს.
-არმჯერა რომ უკვე ზაფხულია-ფანჯარაში გავიხედე, მზეს ყველაფერი გაენათებინა და დადებითი განწყობა მოჰქონდა.
-ჰო ერთი სული მაქვს შვებულებაში როდის გავალ.
-სად აპირებ დასვენებას?
-ამბროლაურში.
-მაგარია, რაჭაში არასდროს ვყოფილვარ.-ჩავილაპარაკე-არც სვანეთში-დავამატე სასხვათაშორისოდ რადგან რაჭისა და სვანეთის გარდა საქართველოს ყველა კუთხეში ნამყოფი ვარ.-მე ალბათ ბათუმში წავალ, მეგობრებთან ერთად.
-სვანეთის რაგითხრა მაგრამ თუ გინდა მოკიდე შენს მეგობრებს ხელი ა ჩემთან ჩამოდით რაჭაში კარგ გიდობას გაგიწევთ.-ანდრომ სასაცილოდ აათამაშა წარბები და გამეცინა თან საკმაოდ ხმამაღლა. ზუსტად ამდროს გაიღო დათის კაბინეტის კარი და ყველა ერთად გამოლაგდა იქიდან. სიცილი წამიერად შევწყვიტე და მათკენ გავიხედე, დათი მათ ემშვიდობებოდა რამოდენიმეჯერ ჩვენსკენაც გამოიხედა და შეგვათვალიერა.
-კაი მე საქმეს მივუბრუნდები, დროებით-ვუთხარი ანდრიას , ჩემი მაგიდისკენ კაკუნით გავემართე და ისევ ის მწველი მზერა დავიმსახურე. დათის გვერძე მდგარი მამაკაცი თვალს არ მაშორებდა, თან ისე მიყურებდა სახე მომეღრიცა. ზუსტად ორ წუთში როგორც იქნა წავიდნენ და ამოვისუნთქე.
-ბატონო დათი-დავეწიე თავისი კაბინეტისკენ მიმავალ დათის. უხმოდ მომაპყრო საფირმო მზერა.-აამ...ის დოკუმენტები გავასწორე და თანმიმდევრობით დავაწყე, თქვენ რომ დამავალეთ. შემოგიტანოთ?
-ახლა არა, ზუსტად ხუთ წუთში შემოიტანე.-თქვა და ცხვირწინ მომიხურა კარი.
რამნიშვნელობა აქვს ახლა თუ ხუთი წუთის მერე? კიდევ ერთი თავსატეხი გამიჩინა მართალია დამიბარა მაგრამ ხუთი წუთის მერე, ნეტა უნდა დავაკაკუნო თუ არა? ოოხ ვინარის ეს ბიჭი ნორმალურად ხმას ვერ ამოაღებინებ, გაურკვევლობაში გტოვებს და შემდეგ შენგან მაქსიმუმს მოითხოვს. ზუსტად ხუთ წუთში დაუკაკუნებლად შევაღე კარი. საბედნიეროდ საყვედურებით არ ავუვსივარ, ჩვეული მზერით ამომხედა.
-ინებეთ-საბუთები მაგიდაზე დავუწყე და უკან გამობრუნებას ვაპირებდი რომ...
-დაჯექი-ხელით მიმითითა სკამისკენ. ღმერთო რადავაშავე ნეტა რა უნდა მითხრას? იქნებ გამათავისუფლოს? მერე რაღა ვქნა?
-თაკო თაკო-ჩაილაპარაკა ჩემი სახელი ქაღალდები მაგიდის კუთხეში აკურატულად დააწყო და კვლავ მე შემომხედა.-მოკლედ ამ ხუთშაბათს ბათუმში მივდივართ ამიტომ მინდა დარჩენილი ორი დღე ყველაფერი მოაწესრიგო რაც კი მოსაწესრიგებელია.
-ბათუმში?
-კი ბათუმში იქაც რაღაცეები მაქვს მოსაგვარებელი და ერთი კვირით იქ მოგვიწევს ყოფნა, კვირას საღამოც კი გაიმართება სადაც ბევრი საჭირო ხალხი იქნება ისეთები ვინც მომავალში სასარგებლოდ წარგვადგება.
ჯანდაბა! არადა შაბათს ჩემი დაბადების დღეა, ვერ წავალ.
-გასაგებია ბატონო დათი-ჩემი ფიქრების საპირისპიროდ მოვიქეცი, არაუშავს უბრალოდ გოგოების ისტერიკების გადატანა მომიწევს და სხვა არაფერი .
-კარგი თავისუფალი ხარ, ხუთშაბათამდე კი ყველაფერი უნდა მოაგვარო რაც მოსაგვარებელია.
-დიახ.-თავი დავიქნიე და გასასვლელისკენ გავემართე. მობილური ავიღე და ლილეს გადავურეკე, მერჩივნა ეს ყველაფერი მობილურით მეთქვა.
-ალო
-ლილე
-ჰოუ
-ხუთშაბათს ბათუმში მივდივარ.
-მერე?
-ერთი კვირა იქ უნდა ვიყო.
-რაა? რატო?
-სამსახურის საქმეებია რა.
-აუუუუუ კაი რა თაკო გიჟი ხოარხარ.
-აუ ლილე ვიცი რო ძაან გინდოდათ ჩემი დაბადების დღე ერთად აღგვენიშნა თან გიჟურად მაგრამ ვერანაირად ვერ გამოვა რა სამსახურს სჭირდება, სამსახური კი სტატიას, სტატია ,ჩემს მომავალ კარიერას, და ჩემი მომავალი კარიერა კი საერთოდ ჩემს ცხოვრებას. ამიტომ მხოლოდ ერთი დაბადების დღისთვის ამ ყველაფერს ვერჩავშლი.-ისე სწრაფად ჩამოვარაკრაკე ლილე დადუმდა.
-ნტ....აუუუ რაცუდია.
-ჰოო ძაან.
-უუხ სულ მაგ დათის ბრალია უთხარი იქნებ გადადოს.
-ღადაობ? ჩემს გამო ასი წელი არ გადადებს.-ჩავიცინე მე.
-ოოოო-წუწუნს აგრძელებდა ის.
-კაი ლილე მიდი სოფის დაურეკე და ჩემთან ამოდით რა ოც წუთში უკვე ვამთავრებ სამუშაოს.
-დავურეკავ და შენ ამოდი ჩემთან.
-კაი ჰოო.
ზუსტად ოც წუთში სამუშაო საათები ამოიწურა და მეც დავიწყე წასასვლელად მზადება.
-მანქანით ხარ?-გასასვლელისკენ მიმავალს დამეწია ანდრია. კარგია ესეიგი ჩემით დაინტერესდა, ვფიქრობ ზუსტად მასთან გამოვა ის რაც სტატიისთვის მჭირდება, თუმცა ერთი კვირით მასთან დაშორება მომიწევს.
-კი შენ?-გაღიმებულმა ვკითხე.
-მეც, ვიფიქრე თუ ფეხითაა გავიყვანთქო.
-არა მანქანით ვარ მადლობ.
-არაფრის რისი მადლობა.
-კაი აბა კარგად-გაღიმებული დავემშვიდობე მას და მანქანაში ჩავჯექი.
მომდევნო ორი დღე საშინელება იყო. ისეთი დატვირთული დღეები მქონდა ტვინი გადამიტრიალდა. ხუთშაბათიც დადგა. დაილით ადრე ავდექი გამზადებული ტანსაცმელები ჩავიცვი, უმკლავო ნაცრისფერი ტანზე მომდგარი ტოპი და მაღალწელიანი შავი ჯინსი. ჩემოდანი გავამზადე და დათის ზარის მოლოდინში ფანჯარასთან დავჯექი. მალევე მოვკარი თვალი როგორ გაჩერდა ჩემი სადარბაზის წინ შავი მანქანა მივხვდი რომ ის იყო. მობილურზე ზარიც გაისმა.
-დიახ ბატონო დათი.-ვუპასუხე მის ზარს თან გულში ჩამეცინა ჩვენ თავისუფალსტილში ჩაცმულები მივდიოდით ბათუმში და მე მას ბატონ დათის ისე ვეძახდი როგორც ჩემზე ორჯერ დიდ ადამიანს.
-მზად ხარ?-მის ხმაში ისევ სიმკაცრე იგრძნობოდა თუმცა აშკარად ჩანდა რომ ეს სიმკაცრე მისი ბუნებრივი ხმა იყო.
-დიახ ჩამოვიდე?
-კი აქ ვარ უკვე.
-კარგით ერთ წუთში მანდ ვარ- ვუთხარი, ჩემოდანს ხელი დავავლე კარი ჩავკეტე და კიბეებზე დავეშვი.
-თაკო?-ერთი სართულის ჩავლის შემდეგ ლუკა შემხვდა.
-გამარჯობა ლუკა-გავუღიმე მე.
-დახმარება ხომ არგინდა?-ხელი ჩემოდანისკენ გაიშვირა.
-აამ.. არა მადლობა თავად მოვუვლი.
-დაგეხმარები-არმეშვებოდა.
-მადლიბა-მეც დავუთმე კუთვნილი ჩემოდანი.-ლიფტით ჩავიტსნდი თუმცა მეშინია ლიფტების-თან უხერხულად შევიშმუშნე.
-არაუშავს არაა პრობლემა-გაიღიმა ისიც და ჩემოდანი რომელსაც მე ძლივს ძლივობით მივათრევდი ერთი ხელით ასწია.
გარეთ რომ გავედით დათი მანიდან გადმოსულიყო და მასზე აყუდებული სიგარეტს აბოლებდა. რაღაც სხვანაირი მომეჩვენა სათვალეები ეკეთა და სინათლეში თმა ყავისფრად მოუჩანდა და არა შავად. ტანზე მომდგარი მაისური ეცვა რაც მისი სხეულის ნაკვთებს კარგად გამოხატავდა, განიერი მხრები დაკუნთული მკერდი და პრესი. მის შემხედვარეს ოდნავ გამეღიმა ოღონდ მეთვითონაც ვერ მივხვდი რატომ.
-მადლობა მანქანამდე მე მივიტან.-ვუთხარი ლუკას თუმცა ჩემოდანს ხელს არუშვებდა.
-მიგატანინებ ბარეღამ... იმ მანქანამდე-მანიშნა დათის მანქანისკენ.
-კი.
მანქანამდე სანამ მიიტანდა დათი ჩვენსკენ წამოვიდა და შუა გზაში გამოართვა ჩემოდანი. ერთი გამარჯობა უთხრეს ერთმანეთს და ორივე მე მომიბრუნდა. ჯერ ერთს დავემშვიდობე და კიდევ ერთხელ მოვუხადე მადლობა მერე მეორეს გამოვედევნე უკან. დათიმაც ერთი ხელით ჩადო ჩემი ჩემოდანი საბარგულში. რახდება ორივე ოცდაოთხი საათი ვარჯიშობს თუ მე ვარ ასეთი სუსტი?
-ჩაჯექი-მითხრა დათიმ და მეც დავიკავე წინა ადგილი. უნდა ვაღიარო ცოტა ვღელავდი. მთელი ხუთი საათი ერთად უნდა გვემგზავრა და წარმოდგენა არ მქონდა როგორ მოვქცეულიყავი. მელაპარაკა, გავჩუმებულიყავი თუ საერთოდ ყურსასმენები გამეკეთებინა და მუსიკისთვის მომესმინა. მანქანის სარკე ჩამოვწიე სათვალეები მოვირგე და გაშლილი თმებიც შევისწორე, ამასობაში მანქანაში დათიც ჩაჯდა. ღვედის შეკვრა დავაპირე და არვიცი ან მე დამემართა რამე ან ღვედს. ყოველი გამოწევისას ერთიდაიგივე ადგილას ჭედავდა ღვედი. ცოტა მომერიდა კიდევაც ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა თითქოს ღვედის გადაჭერის აზრზე არ ვიყავი.
-გაიჭედა-ჩუმად ამოვილაპარაკე და ტუჩის კუთხეების კვნეტა დავიწყე ეს ჩემი ჩვევაა, როცა რამეზე ვნერვიულობ ან თუმდაც რამეზე ვფიქრობ ყოველთვის ეს ჩვევა მახსენებს თავს. დათის აშკარად შევატყვე უკმაყოფილება.
-კიდევ სცადე-უემოციო ხმით მითხრა. მეც ხელი წავიღე ღვედისკენ, თავიც იქით მქონდა მიბრუნებული რომ დათის სიახლოვეზე მშუბუქად შევხტი. არ მოველოდი თვითონ თუ გადმოიწეოდა ჩემსკენ ღვედის შესაკრავად მაგრამ ასეც მოიქცა. ისე ახლოს მოიწია სუნთქვა შემეკრა, მისი სხეულის სიმხურვალეც კი ვიგრძენი. ღვედს ხელი მოკიდა, კარგად დავინახე მისი მკვეთრად დაძარღვული ხელი, რომელმაც უპრობლემოდ გამოწია ღვედი და შეკრა. ძალიან მაინტერესებს ეს ასე მარტივად მე რატომ არ გამომდის! ნამდვილი მოუხერხებელი ვარ!
-ხედავ მარტივი ყოფილა-მის სერიოზულ ტონში ოდნავი დაცინვაც იგრძნობოდა, რამაც გამაბრაზა და სულ გადაფარა უკანასკნელი წამების შედეგად გამოწვეული ემოციები. გზაში მჭერმეტყველობით არცერთმა არ გამოვიჩინეთ თავი. რაც იმას ნიშნავს რომ ორივე გასუსულები ვიჯექით, კიდევ კარგი მუსიკა მაინც იყო ჩართული თორემ ალბათ მის გვერდით სიჩუმეში გავგიჟდებოდი. ზესტაფონშიც არ ვიყავით შესულები შიმშილი რომ ვიგრძენი. მან კი მობილური აიღო ხმამაღალზე ჩართო და ვიღაცას დაურეკა. ყურმილი ქალმა აიღო.
-გამარჯობათ.-მიესალმა ქალი.
-გამარჯობათ, ორი ცალი ხაჭაპურის შეკვეთა მინდა მოგცეთ ზუსტად თხუთმეტ წუთში მანდ ვართ-თქვა დათიმ და მეც ძალიან გამახარა ამ ფაქტმა.
-კიბატონო, გელით.-წარმოთქვა ქალმა და გათიშა.
-ხაჭაპურს ხო ჭამ.
-კი-მხრები ავიჩეჩე მე.
-აქ კარგ ხაჭაპურს აცხობენ თან მგზავრობისთვის ზედგამოჭრილია წინასწარ დაურეკავ მიხვალ და შეკვეთა მზად დაგხვდება.-ლაპარაკობდა დათი და თან გზას უყურებდა, მე კი მას ვუყურებდი. მართლაც ძალიან სიმპატიურია. სიმპატიური და თან უჟმური!
მალევე მობილურმა დარეკა.
-გისმენთ
-გამარჯობათ ბატონო დათი, როგორ ბრძანდებით?-გაისმა ახალგაზრდა ბიჭის ხმა.
-კარგად-მკვახედ უპასუხა მან. ღმერთო რა ხეა!
-სად ხართ ტერიტორიულად?
-ზესტაფონში.
-დიახ იმიტომ გირეკავთ რომ გითხრათ რაც დაგვავალეთ ყველაფერი გამზადებულია.
-კარგით გასაგებია.
-ნახვამდის ბატონო დათი.
დათიმ მობილური გათიშა და მე შემომხედა. მე მას ვუყურებდი და სწრაფადვე არ ავარიდე თვალი უხერხული იქნებოდა ერთი წამით შევხედე ჭაობისფერ თვალებში და გზას გავხედე.
ზესტაფონში ერთ ერთ სახაჭაპურესთან გავჩერდით.
-გადავიდეთ, იმედია ღვედის მოხსნაც არ გაგიჭირდება.-ოდნავ წარბაწეულმა შემომხედა. მე სახეზე მთლიანად ავწითლდი.
-არა ნუ ნერვიულობთ-მოჩვენებითი თბილი ღიმილი ავიკარი სახეზე და ღვედი ისე მოვიხსენი მისი მზერისთვის თვალი არ მომიცილებია.
-როგორც ხედავთ არ გამიჭირდა-ისევ"თბილი" ღიმილით ვუთხარი თან ვეცადე არც ირონია გამომემჟღავნებინა და არც ცინიზმი, რაც ძირითადად ლილესთან თორმეტწლიანი დაქალობის შედეგად გადამედო, ვეცადე და გამომივიდა კიდეც. მანქანიდან ორივე უხმოდ გადმოვედით და სახაჭაპურეშიც უხმოდ შევედით. მანქანიდან გადმოსვლისას აშკარად ვიგრძენი სიცხე რომელიც გარეთ პაპანაქება მზის ქვეშ იყო. სახაჭაპურეში კი საბედნიეროდ გრილოდა.
-აქ დაჯექი მოვალ ეხლავე-მიმითითა დათიმ ერთადერთი თავისუფალი მაგიდისკენ და მეც იქ დავჯექი. საკმაოდ ბევრი ხალხი იყო მთელი ოთახი ხალხით იყო სავსე. რამდენიმე წამში დათიც დაბრუნდა და ჩემს წინ დაჯდა თან კიკაკოლა მოიტანა და ჭიქებში დაასხა.
-მოიტანენ ეხლა.-თქვა თან შემოსასვლელი კარისკენ მიიხედა.
შეკვეთა მალე მოიტანეს და ჩვენც გემრიელად დავნაყრდით.
საბედნიეროდ გამოსვლისას მანქანის ღვედს იგივე არ დამართნია. გზაში ძილი მომერია და ვერც გავიგე ისე უცებ ჩამეძინა.
ოდნავი თბილ შეხებას ვგრძნობდი და მისი ხმაც ტკბილად ჩამესმოდა ძილში.
-თაკო-ნელნელა გამომაფხიზლა დათის ხმამ. ერთი ხელი მხარზე ედო და მსუბუქად მანჯღრებდა.
-გაიღვიძე ჩამოვედით.
თვალები ძლივს ძლივობით გავახილე და მისი დაბღვერილი სახე დავინახე. არ შეუძლია ერთხელ მაინც გაიღიმოს?!
-ჩამოვედით?
-ჰო გადავედით.-თქვა და მანქანიდან გადავიდა. მეც იგივე გავაკეთე. იქვე ვიღაც ბიჭი დაგვხვდა და ორივე მიგვაცილა სასტუმრონდე. სასტუმროს მისაღებში ლიფტს რომ მივადექით და ბიჭმაც ლიფტი გამოიძახა აღარ მომეწონა ეს ამბავი და დავიძაბე.
-ბატონო დათი.-დათის დაბალ ხმაზე ჩავჩურჩულე.
-რა?-შემომხედა პირქუშად.
-ლიფტით ვერ ამოვალ?
-რატომ?
-მეშინია ლიფტების... თან კლაუსტროფობია მჭირს.-ვთქვი და დათი უცნაურად შემობრუნდა ჩემსკენ, სახეზე კარგად შემათვარიელა.
-სხვა გზა არ გაქვს მეთხუთმეტეზე ფეხით ვერ ახვალ.
რაო მეთხუთმეტეზე? ცოტა დაბლა ვერ დაიქირავა ნომეტი რაამბავია მეთხუთმეტე ფეხით რომ ავიდე ხომ მოვკვდი, არადა ლიფტითაც მოვკვდები.
-არა ლიფტში ვერ შემოვალ.-შეშინებულმათავი გავიქნიე, ჩემს წინ გაღებული ლიფტი რომ დავინახე.
-კი შემოხვალ თაკო აბა რას იზავ-მკაცრად მითხრა დათიმ ლიფტში შევიდა და გულხელდაკრებილი დამელოდა როდის შევიდოდი.
-აუუუ-დავიწუწუნე და ინსტიქტურად ტუჩების კვნეტა დავიწყე.
-თვალები დახუჭე და წარმოიდგინე რომ ლიფტში არ ხარ! ოღონდ სწრაფად შემოდი-უკვე გაბეზრებულმა მითხრა დათიმ, მეც სხვა გზა არ მქონდა ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა გადამედგა პირველი ნაბიჯი ამ შიშის დაძლევისკენ. მეც თვალები დავხუჭე და ლიფტში შევაბიჯე. ლიფტი დაიძრა და არვუცი რადამემართა თითქოს ვიღაცა თავზე ხელს გუჭერსო, თავბრუსხვევის და გულისრევის შეგრძნებები ერთდროულად დამეუფლა ვგრძნობდი რომ ვეღარ ვსუნთქავდი. ვიღაცის ჩაფხუკუნება გავიგე. ალბათ ის ბიჭი იყო ჩვენი დამხვედრი აბა დათი ხომ არ გაიცინებდა! უკვე გული მიმდიოდა რომ კარი გაიღო და გიჟივით გამოვვარდი ლიფტიდან ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და გამიხარდა რომ ეს შევძელი. დათისა და ჩემი ოთახები გვერდიგვერდ იყო მე ჩემს ოთახში შევედი და დიდ რბილ საწოლზე კომფორტულად მოვკალათდი. მუშაობას ხვალიდან ვიწყებდით ამიტომ ეს დღე შემეძლო დამესვენა. ჰოდა მეც გაურკვეველი მიზეზებისგამო საკმაოდ ბედნიერი, ტკბილ ძილში წავედი.



№1  offline წევრი nineli

როგორ მომწონს ვერ წარმოიდგეენ love love რაც შეიძლლება მალე დადე რააა love

 


№2  offline წევრი nutsa214

nineli
როგორ მომწონს ვერ წარმოიდგეენ love love რაც შეიძლლება მალე დადე რააა love

მიხარია რომ მოგწონს ვეცდები რაც შეიძლება მალე დავდო♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent