თანამედროვე ურჩხულის ოდნავ შერეკილი პრინცესა(9)
სესილი მე და დემეტრე ქვაზე ვისხედით და ლაზარეს ველოდებოდით, როდესაც რაღაცის ჩხაკუნი მოგვესმა, ორივემ ერთად გავიხედეთ და შიშისგან ენა ჩამივარდა, როცა ჩვენს წინ იარაღიანი კაცი დავინახე.. დემეტრემ ხელი ჩამჭიდა.. - თქვენ გვირაბში იყავით.. ახლა მე წამიყვანთ იქ - გვიბრძანა მან.. დემეტრემ თავი დამიქნია.. - მისმინე, მე წამოვალ, ეს გოგო აქ დარჩეს კარგი? - ფრთხილობდა დემეტრე - ნურას უკაცრავად ახალგაზრდავ, ორივე წამოხვალთ, სწრაფად - დაგვიყვირა მან.. ჩვენც გავემართეთ ძველ გზაზე.. მიკვირდა, ნეტავ რა არის გვირაბში ისეთი, იარაღით რომ გვაშინებს.. დემეტრეს ხელს არ ვუშვებდი.. მდინარეს მივიახლოვდით.. - რა არის იმ გვირაბში ასეთი? - ჩავჩურჩულე დემეს.. - არ ვიცი - ჩაფიქრდა - ან იქნებ ვიცი - თქვა რამდენიმე წამში.. შემდეგ ისევ ჩემკენ მობრუნდა - მენდობი? ხომ მენდობი? - მკითხა ისევ - კი, რახდ.. - სიტყვის თქნა ვერ მოვასწარი ისე მტაცა ხელი და წყალში ჩემიანად ჩახტა.. ალბათ ის კაცი ამას არ ელოდა, წყალი არც ისე ღრმა იყო, მე პანიკაში ვიყავი, დემეტრე კი მიცურავდა.. იმ კაცმა ისროლა, მაგრამ ტყვია აგვცდა.. მეორე ნაპირზე გავედით.. მან სიტყვის თქმა არ მაცალა ჩამჭიდა ხეჭი სა სირბილით წამიყვანა.. ცოტა ხანს მივრბოდით, შემდეგ გავჩერდით.. - გაგიჟდი? შენ მე წყალში ჩამაგდე - ვუყვირე და ხელები მკერდზე მივარტყი, მან კი ხელები დამიჭირა, ახლოს მიმწია და ჩამეხუტა.. ცოტა ფართხალის შემდეგ გავყუჩდი.. მან კი იფრო ძლიერად მომჭიდა ხელები.. ეს უცნაურია არა?.. შემდეგ ხელები შემიშვა.. - იქ ვერ მივიყვანდი.. - რატომ, ასეთი რა იყო იქ?.. - ნარკოტიკი იყო, თვალი მოვკარი ფანრის შუქზე, მაშინ ყურადღება არ მივაქციე, მეგონა უბრალოდ მომეჩვენა.. - საოცარია, რა უნდოდა მანდ ნარკოტიკს - სესილი, უამრავი ბანდიტი დაიარება, ეს კი ყველაზე საიმედო დასამალიa.. არ მინდოდა შენი შეშინება, უბრალოდ ნარკოტიკი ძალიან საშიშია, ამ საზიზღრობას არასრულწლოვანებზეც კი ჰყიდიან.. - კარგი არაუშავს.. - ცოტა ხანს გავჩუმდით.. - არ მჯერა, წყალში ვიყავი და მივცურავდი - აღფრთოვანებული ავხტუნავდი - შენ კი არა მე ვცურავდი - ნუ ჩავუღრმავდებით - ავიჩეჩე მხრები, მან კი უბრალოდ გაიღიმა.. - არა, მართლა.. მაგარი იყო, არც შემეშინდა, უფრო სწორად ვერ მოვასწარი შემშინებოდა.. არა, დაინახე? მივცურავდი... - არ ცურავდი-მეთქი ვა.. უბრალოდ ფრთხიალებდი - დამცინა მან.. - ისე, იქით ნაპირზე როგორ გადავიდეთ.. - როგორც გადმოვედით.. - არა.. - სესილი გაიგე, რომ შიშით ვერ იცხოვრებ, შიში ადამიანს არ აძლევს იმის გაკეთების საშუალებას, რაც უნდა.. ისე არც მაინტერესებს, ისევ ამიტაცა ხელში, მე კი ავფრთხიალდი.. მან უცებ გადამიყვანა მეორე ნაპირზე.. გადასვლის შემდეგ ისევ იმ კაცის სილუეტს მოვკარი თვალი.. - გავიქცეთ - ვუთხარი დემეს და ხელი ჩავჭიდე.. მივრბოდით.. მალე გზაზე გავედით და ლაზარეს მანქანაც გამოჩნდა, გაუკვირდა ხელჩაკიდულები რომ დაგვინახა, ან ჯერად ერთი მხრიდან მივვარდით ორივე მანქანას და შიგნით შევხტით.. - რა ხდება, რა გამოვროვე - იკითხა ლაზომ - დროულად მოხვედი, ახლა დააჭირე გაზის პედალს ფეხი და ჩქარა წადი - მივაყარე მას და გავჩუმდი.. მანაც უპირობოდ შეასრულა ყველაფერი.. ერთ საათში ლაზარესთან ვიყავით, მე ''ჩემს'' დემეტრე კი ლაზარეს სააბაზანოში შხაპს ვიღებდით.. თავს საოცრად კარგად ვგრძნობდი.. ამდენი სირბილის და გვირაბში ძრომიალის შემდეგ კარგად ვიყავი, უფრო სწოეად ბედნიერი ვიყავი, ურჩხულის გამო.. მასთან ისე კარგად ვგრძნობდი თავს, ისე დაცულად.. წყალშიც კი ვიყავი.. მე რაც თავი მახსოვს წყალში ფეხი არ ჩამიდგამს, დღეს კი.. რა დღე იყოო მოკლე ცისფერი სარაფანი ჩავიცვი და მისაღებში სავარძელში ჩავეშვი.. თავი მაღლა რომ ავწიე ოთხი წყვილი თვალი მომშტერებოდა.. - მოყვები ახლა თუ მივმართო ნაცნობ ხერხებს - მითხრა ლაზარემ.. აი, დემეტრე მოგიყვებათ - ვანიშნე იმ წამის შემოსულ დემეტრეზე და სამზარეულოში გავვარდი.. ცოტა ხანში დემეტრე შემოვიდა, მე მაცივართან ვიდექი და შოკოლადს ვიღებდი.. ის ჩემს უკან დადგა და იქვე მდგარ სალათს მიწვდა, მაგრამ მე დავასწარი და მთლიანად ავიღე, ახლა წვენს დაწვდა, მაგრამ ისიც ავაცალე.. მომეჩვენა, რომ მთლიანად შეცვალეს და ახლა ვცდიდი, - ობობაა - გაიშვირა ხელი - რა? სად? მართლა?- შევყარე უკან ყველაფერი და გავვარდი.. რა ვქნა, თუ ობობებიც მაშინენს.. გამოსასვლელში გავიგე მისი სიცილი და ადგილზე მოვეყინე.. შევბრუნდი და თვალებს ვერ დავუჯერე.. ის იცინოდა.. ისეთი მშვენიერი იყო.. საოცარია,.პირდაპირ ჩემს თვალწინ ურჩხული პრინცად გადაიქცა.. გამეღიმა, მაგრამ დანებებას არ ვაპირებდი.. შევბრუნდი, მაგიდიდან კეჩუპი ავიღე და მაისურზე შევასხი.. ერთი წუთით შეყოვნდა, ვიფიქრე ეს-ესაა მომკლავს-მეთქი, რპდესაც გაიღომა, ხელი მომჭიდა და მაგრად მიმიხუტა.. - ოო, ჩემი კაბა.. - ხომ იცი, რომ უფროსებს არ უნდა ''გაებლატავო'' - მითხრა ღიმილით და მომშორდა.. - ვერ გიტან - ვუთხარი დაუფიქრებლად, ის გაჩუმდა, ხელებზე ჩამეჭიდა და ახლოს მიმიზიდა.. - მართლა ვერ მიტან? - მართლა - დავიბენი ცოტა - მართლა მართლა? - ბავშვი არ ვარ - დავიძვრინე თავი და ოთახში გავვარდი.. გზად ანა შემხვდა.. არაფერი მითქვამს, ისევ უნდა გამომეცვალა.. - ეს კარგადაა? - ჰკითხა სიხილოთ ლაზარეს.. მეტი ვეღარ გავიგე.. შევედი და ისევ გამოვიცვალე.. გამოსულს დემეტრეც სხვა მაისურით დამხვდა.. გოგონებს მაგიდა გაეშალათ.. ცოტა ვჭამეთ და შემდეგ დავიშალეთ.. ნია და ლუკა ერთად წავიდნენ.. ანა მანქანაში იჯდა და ლაზარეს ელაპარაკებოდა... შემდეგ კი დემეტრეს მანქანით სახლამდეც მიმაცილეს.. გადასულს დემეტრეც გადმომყვა.. - გმადლობ, რომ გადამარჩინე - შევუბრუნდი დემეტრეს - ის დაიხარა და ისევ ნაზად მაკოცა.. - ეს რას ნიშნავს? - ვკითხე უეცრად.. - ეს, ყველაფერს - გამიღიმა და წავიდა.. დავრჩი ასე გაშეშებული ერთ ადგილზე და აზრზე ვერ მოვდიოდი.. შემდეგ ნიას ხმა მომესმა და გამოვფხიზლდი.. არ მოისვენა და ყველაფერი მათქმევინა.. - მეც ინდა გითხრა რაღაც - შემომციცინა მან - გისმენ - ვუთხარი და სმენად გადავიქეცი... მოკლედ, მივხვდი, რომ ლუკა შემიყვარდა..- გამეღიმა - ხომ იცი, საციგურაო მოედანი, რომელზეც პირველად წამიყვანა.. მთელი ეს დრო იქ მივყავდი ხოლმე.. ვსრიალებდით, ვსაუბრობდით და რა ვიცი.. ძალიან შევეჩვიე და არ ვიცი, ვგრძნობ, რომ მისგანაც მოდის რაღაც დადებითი გრძნობა, თუმცა მეშინია.. - რისი? -მთელი ცხოვრებაა არ მიმართლებს სესილი.. ყოველთვის ხელ-მოცარული ვიყავი.' მამა არ მყავდა და ბევრი მჩაგრავდა კიდეც.. მერე შენ გამოჩნდი სესილი, შენ შემოიტანე ჩემს ცხოვრებაში ნათელი ფერები, ლუკა... ახლა კი, როდესაც ლუკა მნიშვნელოვანი გახდა, მეშინია, როგორც ყველა, ისიც არ დავკარგო.. - ყველაფერი კარგად იქნება საყვარელო - დავამშვიდე ის.. მალე კი დავიძინეთ.. დილით ლუკამ ნიას.დაურეკა და შეხვედრაზე დაიბარა.. ამ ჯერად გაუვლიდა და თავად წაიყვანდა.. მალევე მოემზადა ნია და ლუკას დაელოდა.. როცა ლუკა მოვიდა და ნია მანქანაში ჩასვა.. შემდეგ საიდანღაც გრძელი ნაჭერი ამოაძვრინა და ნიას თვალები აუხვია, თანაც პირობა ჩამოართვა, რომ არ მოიხსნიდა.. წყნეთისკენ მიდიოდა ლუკა.. ცოტა ხანს იარა და ერთ პატარა სახლთან გაჩერდა.. ნიას გადასვლაში დაეხმარა და სახლში შეიყვანა.. შემდეგ თვალზე სახვევი მოცსნა და დააკვირდა.. ნია გაოცენული უყურებდა კედლებს.. იქ ყველგან ლუკას ნახატები იყო, რომლებზეც ნიას გამოსახულება იყო.. მათი ყველა შეხვედრა იყო ასახული და თანაც ძალიან ლამაზად.. ნიას თვალზე ცრემლი მოადგა, პირზე ხელი აიფარა და ლუკას კისერზე ჩამოეკიდა.. - ე.ი მოგეწონა - გაიღიმა ბიჭმა.. - კი, ძალიან.. -მოგწონს ეს სახლი? - კი, ძალიან, ვისი სახლია? - ჩვენი.. ეს ჩვენი სახლია.. ეს პატარა, მაგრამ ლამაი სახლი ჩვენია.. აქ ჩვენი პატარები ირბენენ.. წარმოიდგინე, ჩემი და შენი შვილები - ეუბნებოდა და ეხვეოდა.. - მე.. - მიყვარხარ ნია.. ალბათ იმ წამიდან, როცა პირველად შეგხვდი.. - უთხრა და დაეწაფა გოგონას ტუჩებზე.. - მეც ძალაინ მიყვარხარ - უთხრა გოგონამ და ჩაეხუტა.. დიდ ხანს იდგნენ მათ სახლში და ეხუტებოდნენ ერთმანეთს.. ლაზარეს და ანას ურთიერთობაც წინ მოდიოდა.. ლაზარეს უნდოდა მისთვის ხელი ეთხოვა, მაგრამ თავში არანაირი იდეა არ მოსდიოდა.. დიდ ხანს იფიქრა და გადაწყვიტა, რომ ეს დღე საშინლად რომანტიკული უნდა ყოფილიყო.. მალე ანას დაბადების დღე ჰქონდა.. ჰადაწუბიტა, რომ ამ დღეს სთხოვდა ხელს.. ანას დაბადების დღეც დადგა.. ლაზარე დილიდან არ ჩანდა.. ამაზე კი პასუხი არავის ჰქონდა, თვით სესილისაც კი.. არავინ იცოდა სად იყო, რას ალეთებდა და რატომ არ ჩანდა..ანა ბრაძდებოდა, სწყინდა და ეტირებოდა კიდეც, მაგრამ მეგობრებმა დაარწმუნეს, რომ უნდა გაეღიმა.. საღამოს გამოჩნდა ლაზარე.. ანას ზურგიდან მიეპარა და თვალებზე ააფარა ხელი.. ანა შებრუნდა და ლაზარე დაუნახა.. ამ წამს ის საშინლად გულმატკენი იყო.. ეგონა საყვარელ ადამიანს არ დაავიწყდებოდა და პირველი მიულოცავდა.. - აანა - დაიწყო ლაზარემ.. - არაფერი თქვა.. ამას არ მოველოდი.. მეგონა ეს დღე შენთვისაც მნიშვნელოვანი იყო, შენ კი არც გამოჩნდი.. - ანა, ჯანდაბა... თუ ასე ფიქრონ ჩემზე ასახსნელიც არაფერი დამრჩა - გულდაწყვეტილი გაბრუნდა ლაზარე და სესილიც უკან გაჰყვა.. -ლაზო მოიცა.. გთხოვ, არ გეწყინოს.. ის აღელდა.. - მე ხელის თხოვნას ვაპირებდი სესილი, მინდოდა დაუვიწყარი საღამო ყოფილიყო.. - ლაზუნა - ჩაილაპარაკა სესილიმ და.მეგობარს მაგრად მოეხვია.. შდეგ კი.ლაზარე წავიდა.. სესილიმ.ნევრი იფიქრა და გადაწყვიტა, რომ მათ დაეხმარებოდა.. დემეტრეს სესილისთვის ყურადღება არ მოუკლია.. უყურებდა მას და ბედნიერდებოდა.. იცოდა, რომ ძალიან შეიცვალა, მაგრამ ეს ცვლილება მოსწონდა.. ანას დაბადების დღეზე სესიც მივიდა.. ულამაზესი იყო.. გარეთ რომ გავიდა დაინახა, როგორ იდგა კედელთან მოწყენილი.. მიუახლოვდა და მხარზე ხელი მოჭიდა.. სეაი შემობრუნდა, დემეტრე კი ისევ ჩაეხუტა.. ასე უსიტყვოდ იდგნენ და ერთმანეთის სურნელს სუნთქავდნენ.. საუკეთესო მელოდია კი, რაც ესმოდათ ერთმანეთის გულების აჩქარებული ცემა იყო'.. დროს უქმად არც ბატონი ლევანი კარგავდა.. ნელ-ნელა რწმუნდებოდა, რომ მაია შესანიშნავი იყო.. რამდენი ხანია, რაც ასეთი რამ არ უგრძვნია.. ეკას ( ცოლი) სიკვდილის შემდეგ გული მთლად გაეყინა.. მისთვის მსგავსი აღარავინ იყო.. სულ დააცარიელა ეკას წასვლამ, მაგრამ ახლა ნელ-ნელა მაია უბრინებდა ყველაფერს.. საოცარი ქიმია ოყო.მათ შორის.. ისხდნენ და საათობით საუბრობდმენ, ერთმანეთი კი არ ბეზრდებოდათ.. გოგონები კი ათას ხრიკს მართავდნენ, რომ ერთად დარჩენილიყვნენ, ეს კი ჭრიდა.. ******** შემდეგი თავიი.. იმედია მოგეწონებათ.. ვიცი, რომ პატარაა, მაგრამ ფიზიკურად მეტი ვეღარ დავწერე.. შემდეგი თავი კი მართლაც დიდი იქნება.. გელოდებით კომენტარებში.. შეცდომებისთვის ბოდიში ♥♥ მიყვარხართ.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.