წარმოუდგენელია, მაგრამ მიყვარხარ (4)
სანდრო წავიდა მარიამი კი წყალში ნებივრობდა სანამ არ მობეზრდა. ის ფაქტი კი საერთოდ არ აღელვებდა წამის წინ რაც მოხდა. სურვილებს არ ეწინააღმდეგება უბრალოდ ამით არაფერს ცვლის. წყლიდან ამოვიდა , გამჭვირვალე მოსაცმელი მოისხა და ზემოთ ავიდა. მისაღებში უნდა შესულიყო სანდრო რომ წვდა მაჯაში და უკან დააბრუნა -რას აკეთებ გაგიჟდი? -მიშო ჩამოვიდა, ბიჭები ჰყავს სტუმრად და ყველანი იქ არიან. დამელოდე ჩამოგიტან ტანსაცმელს -იქნებ ასე მინდოდა გამოსვლა , რა იყო თქვენს საძმაკაცოს საცვლებით ქალი არ ჰყავს.. -გეყოს მარიამ , მაგდენად გიცნობ ეგ რომ ვიცოდე -მოკლედ რა ... სანდრო წავიდა და მალევე დაბრუნდა .სარაფანი და საცვლები ჩაუტანა . -დიდად გმადლობთ, ახლა უნდა მიყურო? -დაგელოდები ერთად ავიდეთ- შებრუნდა და ჯიბეებში ჩაიწყო ხელები -იმედია მალე ჩაიცმევ -გახდა უფრო სწრაფად შემიძლია მაგრამ არც ისე ვარ ნელი- სიცილით უთხრა და მხარზე დაეყრდნო .მალე უშვა ხელი კაბა გაისწორა და გასასვლელისკენ წავიდა-ვინები არიან იქ? -ჩემი ბიჭები, საბა, თაზო, ოთო -ვაა სასტავი ყოფილა. შენი ბიჭები გამაცანი, გუშინ რომ დამადგნენ მოჩვენებებივით მამენტ შემეშინდა -გაგაცნობ - წელზე ხელი მხოვია და ერთად შევიდნენ ოთახში. იქ სხვა ბიჭებიც იყვნენ, რამდენიმე გოგოც და ასკარად წვეულებისთვის მზადება მიდიოდა. -ბატონო მიხეილ დაბრუნდით და იწყებთ? -შენი დაბრუნების არსაღნიშნავადაა -რამე ხდება? -არაფერი უბრალოდ რამდენიმე ჟურნალსტი იქნება და იტყვი რომ საქართველოში სამუდამოდ დაბრუნდი -კარგი ,ავალ გამოვიცვლი.-არც კი შეხედა იქ მყოფებს ისე აირბინა კიბეები, სანდროს ანიშნა გაჰყოლოდა. მაგრამ არ წაყვა. ეგონა არ მიდიოდა ამიტომ მზადება დაიწყო. უკვე საცვლებით იდგა სანდრო რომ შევიდა -განგებ ემზადები ჩემს დასახვედრად? -ნუ გამიბლატავდები ახლა რა . კაბებს დააკვირდა და ერთი მათგანი აიღო -ეგ არაა ამ საღამოს შესაფერი აი ეს სჯობს- სრულიად სხვა მიაწოდა -ეს სად მქონდა?კარგი კია - სწრაფად გადაიცვა და შესაკრავს წაეპოტინა -ნუ მიყურებ ისე როგორც მშიერი მგელი ცხვარს .შემიკარი ეს -როგორც მიბრძანებთ- თითები შიშველ ზურგზე აატარა და შესაკრავს დაწვდა.ფრთხილად შეკრა და ყელში აკოცა -სანდრო ფილფანო ის ერთი კოცნა არ ნიშნავს იმას რომ სულ მომინდება შენი კოცნა -არც მიფიქრია .ის კოცნა ასე ვთქვად დამამშვიდებელი ეფექტის მატარებელი იყო -თურმე შეგვიძლებია ერთ ენაზე საუბარი -მხარზე დაეყრდნო და ფეხსაცმელი მოირგო -ესეც ასე . იცოდი ამ ამბის შესახებ? -არა მიშოს ხუშტურა არ გეგონოს , სასწრაფოდ მოუხდა ამის გაკეთება -და მიზეზს არ მეტყვი ხომ? -უბრალოდ გაუღიმე კამერებს და თქვი რომ ქართველ ხალხთან ურტიერთობას არაფერი სჯობს -ვხვდები ბატონო პიარ მენეჯერო რა უნდა ვთქვა და რა არა. გიხდება კლასიკური სამოსი . დაიმახსოვრე მეტჯერ არ გეტყვი -დიდი პატივია ქალბატონო -მასხარაც ყოფილხარ შეთავსებით -რაღაც საოცრება გამოვდივარ შენს შეფასებებს თუ შევკრებთ მარიამს არაფერი უთქვამს, ეზოში მყოფ ხალხს შეერია და ყველას ყურადღება მიიქცია, უკვე მარტო ამაყად მიაბიჯებდა, სანდრო კი მოშორებით იდგა და უყურებდა. -ესე იგი ესაა თავად ქალბატონი მარიამი? -ეგაა ეგ -მაგარი ქალია ძმაო -ენის ამოძრობაზე და უკან შეტენვაზე გსმენია? თუ არა გაიგებ რაც არის -კაი შე ჩემა რა გჭირს რა თქვა ისეთი -მთავარია რა იფიქრა -აუ ტო ფიქრებსაც მიკრძალავს ასეთი მნიშვნელოვანია შენთვის ეს განებივრებული გოგო? მასზე რაც გამიგია იმით თუ ვიმსჯელებთ ჩვენნაირ მოკვდავებს თავს არ გაუყადრებთ .თუმცა შენ ხომ მდიდარი ბიჭი ხარ უკვე -დამიანე რა ლაპარაკია? -რასაც ვფიქრობ და რაც სიმართლეა ის ვთქვი .ნუ მართალია შენი ქონება ჩვენიცაა მაგრამ შენნაირი ჭკვიანი მასტები არ ვართ ჩვენ . თუ გინდა მომკალი მაგრამ ეს ქალი ნამდვილი საოცრებაა .ბედნიერი ის ვისი საოცრებაც იქნება -სანდრომ ხელი მიარტყა დამიანეს რომელიც იცინოდა და მოეხვია . ერთი განუყოფელი რგოლი აკლდათ რომელიც ჯერ კიდევ იბრძოდა სიცოცხლისთვის და აუცილებლად გაიმარჯვებდა. მარიამი ჩვეული იყო ამ გარემოს და მისვლისთანავე მოირგო თავისი სახე რომელსაც არასდროს იშორებდა გამონაკლისების გარდა. ჟურნალისტებს ფოტოზეც არ დაზარდა,საოცარი განცხადებაც გააკეთა და მეორე დღეს ყველა მასზე საუბრობდა. არ უცეკვია არც დაულევია ამ მხრივ სხვა გოგონები იხვეჭდნენ სახელს. მარიამი უბრალოდ იდგა აუზთან კოკტეილის ჭიქით ხელში ,აკვირდებოდა ყველას ,რადგან სიტუაციის კონტროლი უყვარდა და ყველაზე მეტად ლიზიკოს და მიშოს წყვილს აქცევდა ყურადღებას განსაკუთრებით მაშინ როცა ეჭვიანობაზე გამოიჭერდა ხოლმე. სანდრო მივიდა მასთან და ვისკის ჭიქა რომ დაუნახა ხელში მაშინვე გამოგლიჯა -ნორმალური ხარ შენ? -არა რა ხდება? -ოხ რა იდიოტი ხარ , ჯერ წყალში ჩახტი ,ახლა სვამ .დაჭრილი ხარ ადამიანო -არ მაწუხებს ჭრილობა და შენ რას მახსენებ ვერ ვიგებ -ასეთი უგრძნობი როგორ ხარ -უბრალოდ ზედმეტ ყურადღებას არ ვიჩენ. -გირჩევნია ხალხში აერიო თორემ კიდევ რამდენიმე წუთი და დაგვაქორწინებენ -ნუ დარდობ სანამ რამეს დაწერენ ვნახავ -ყველაფერ ყოველთვის ვერ გააკონტროლებ -ჩემი გაცნობის შემდეგ აღმოაჩინე ეგ? -მე შენ არ გიცნობ .არაფერი ვიცი შენს შესახებ -სამწუხაროდ ცუდად ეძებ თორემ იპოვიდი რამეს -ლაშასაც შეუთანხმდი ხომ? -ლაშა ვინ არის? -ნუ ისულელებ თავს .აღარ ვაპირებ რაიმეს გარკვევას. თუ არ გინდა რომ ვიცოდე არც მანაღვლებს ,მთავარია საფრთხე არ მემუქრებოდეს შენ კი ასე ვთქვათ მგელი ხარ რომელიც არ შემჭამს -ნუ იქნები დარწმუნებული -მე მხოლოდ იმაში ვარ დარწმუნებული რა კონტექსტით შეჭმაზე გაიფიქრე - გაიღიმა და ტუჩზე იკბინა-არადა მე არ მომწონს შენნაირი ბიჭები -მე ერთიც საკმარისი ვარ დამიჯერე ,მაგაზე არ ინერვიულო -შენც არასდროს მოგწონდა ჩემნაირი ქალები ეს ხომ ნათელია . უბრალოდ ჩემი ფორმები მოგწონს. პატარა გოგო არ ვარ რომ არ ვიცოდე ვის რა სურს ჩემგან . ასე რომ ამაზე საუბარს აზრი არ აქვს ,მე და შენ შეუძლებელია ვიმეგობროთ, საერთოდ ნეიტრალური ურთიერთობა გვქონდეს იმიტომ რომ არც ერთი მსგავსი თვისება გვაქვს -გამოსვლა დაასრულეთ? ახლა შემიძლია დავლიო? -არ შეგიძლია ! -აუ შენ როგორ გიძლებს მიშო ტო -ვუყვარვარ და ძალიან მარტივად „მიძლებს“ ისე როგორც შენ გიძლებენ შენიანები -არც არავის ვუყვარვარ და არც მიძლებს-უცებ თქვა და როგორც კი შეხედა მარიამმა მაშინვე შეეცადა თემა გადაეტანა თუმცა ვერ შეძლო თვალებშ ჩამდგარი სევდა გაექრო -იჩხუბე და სახლიდან წამოხვედი? -დააკვირდა და რეაქცია არ ჰქონდა- არავინ გყავს? არც და ან ძმა? -კარგი რა ახლა ტირილი არ დაიწყო საბრალო ობოლი ბიჭის გამო -ანუ მართალი ვარ? -მარიამ შემეშვი -კარგი როგორც გინდა. ოდესმე თუ მოგინდება მითხრა სიამოვნებით მოგისმენ -დავიმახსოვრებ. მე გავალ თუ რამე იმ წამსვე გავჩნდები იცოდე- ისე სწრაფად უთხრა და წავიდა ვერ მიხვდა რას გულისხმობდა თუმცა მისი თაყვანისმცემელი რომ გამოჩნდა ყველაფერი გაიაზრა და გაეცინა. როგორც ყოველთვის გულგრილად შეხვდა აუტანელ თაყვანისმცემელს და ისიც წავიდა. ამჯერად თავად წავიდა სანდროსაკენ,რომელიც დამიანესთან ერთად იყო ისევ -საღამომშვიდობის მარიამი- ხელი გაუწოდა დამიანეს და გაუღიმა -დამიანე.სასიამოვნოა -იმ დღეს გაღიზიანებული ვიყავი და შეიძლება უხეშად მოგმართეთ -არაუშავს უხეში საუბარი არ მიკვირს - სანდროს გადახედა და გაიცინა -თქვენ სანდრომ მეგობარი ხართ როგორც ვხვდები -დიახ ბავშვობის მეგობარი ,არაბიოლოგიური ძმა -კარგია როცა გყავს ადამიანი რომელსაც ძმასავით უყვარხარ ნუ მე ლიზიკო მყავს ეგეთი,ალბათ იცნობთ -ელიზაბეტს როგორ არ ვიცნობთ -იჟღურტულეთ თქვენ მე გავალ არაა პრობლემა -უჟმური -შენ ხომ ხარ მხიარული რას ამბობ -აუ არ იჩხუბოთ რა . თუმცა მე წავალ იმ გოგოს თუ არ დაველაპარაკე შეიძლება გულმა-ც შემახსენოს თავი-უცებ მიაყარა და სადღაც წავიდა. სანდროს მიუახლოვდა მარიამი და უცებ უთხრა -ლიზის და მიშოს ერთმანეთი უყვართ თუ? -არა რა უყვართ უბრალოდ .. მოიცა შენ რა იცი -უბრალოდ რამე ჰქონდათ? - იმდენად გაუკვირდა მარიამს თვალები გაუფართოვდა -ვის ლიზიკოს და იმ ხისთავიანს? შანსი არაა ვერ დავიჯერებ, ხოცავენ ერთმანეთს და ... -სწორედ მაგ დახოცვის დროს ჩნდება ქიმია . ჩხუბის შემდეგ შერიგება როგორი ტკბილი იქნება -არ მაინტერესებს დიდად -ნუ შენ იმდენ ვინმეს ეჩხუბები ყველას თუ შეურიგდი არ იქნება კარგი ეგ -ოხ ერთ სიტყვას არ იტყვის ადამიანურს - მარიამმა თავი გადააქნია და წავიდა. ერთი სული ჰქონდა ლიზის როდის ჩაიგდებდა ხელში მაგრამ ცოტა ხანში სულ გაქრნენ, აღარც მიშო ჩანდა და გაგიჟდა. მაშინვე სანდრო იხმო , საძინებელშ შევიდა და ისიც უკან მიჰყვა -რა ხდება ? -სად წავიდნენ -ვინ ? -ლიზა და მიშო არსად არიან -აზრზე არ ვარ - ტუჩის კუთხე ჩატეხა თითქოს რაღაც გაახსენდა და სავარძელში ჩაეშვა -რაღაც იცი . მითხარი თორემ გავგიჯდე შეიძლება -ზუსტად არ ვიცი მაგრამ ის თუა რაც მე მგონია დაქალი გაგითხოვდა და შენი რძალი გახდა თან -შანსი არაა ეს ასე როგორ შეიძლება რა სიგიჟეა. არა რა მიკვირ ორივე არანორმალურია ანუ გაიპარნენ? -არა მოიტაცებდა -რა მოიტაცებდა ველურია? -რას ცააჯინდი ამ ველურს გოგო უყვარს დაავლო ხელი და მოიტაცა. ასე უფრო მარტივად დაიმორჩილებს -რა დამორჩილებაზე მელაპარაკები ველური ცხენია? -ყველა ქალი ჰგავს რაღაცით ველურ ფაშატს მთავარი ტაქტიკა გქონდეს სწორი -ღმერთო გავგიჯდები ახლა მიპასუხოს მაინც რომელიმემ -დიდხანს არ გიპასუხებენ დარწმუნებული იყავი -ღმერთო ლიზი გაგიჟდება,დახოცავენ ერთმანეთს -ძაან კაი ძმისშვილი გეყოლება -ეს რო იცინის აქ .რა ენაღვლება ფეხზე კიდია მოიტაცა დაიმორჩილებს . ქალის უფლება ნული. ნამდვილი მეცხრამეტე საუკუნის მთის შვილი. -მარიამი ოთახში მიმოდიოდა და ხელებს უმისამართოდ იქნევდა, სანდრო კი იჯდა სავარძელში და იცინოდა .თუმცა ჭრილობა ძალიან ტკიოდა და მალე გამომეტყველებაზეც დაეტყო. ამრიამმა მორიგიწრე რომ დაარტყა სანდროს შეხედა და უცებ მივიდა, დივანს დაეყრდნო ერთი ხელით,მეორე შუბლზე დაადო და სხვა მიმართულებით განაგრძო ქოთქოთი- სიცხე გაქ . აბა რა იქნებოდა გუშინ ორი დღის წინ დაგჭრეს ბიჭმა ცურვა გადაწყვიტა, სიარული, დალევა და გულავი -რა გულავი ქალთან არ ვყოფილვარ გეფიცები -როგორ დამამშვიდეე? -მართლა ხო? -გაუღიმა და თვალები მინაბა - წყალი მინდა ძალიან -დამეყრდენი უნდა დაგაწვინო -არა სტუმრები ისევ იქ არიან,უნდა მივხედო ყველაფერს -უფროსი აქ ვარ მე და მე მივხედავ . - საწოლზე დააწვინა მარტივი ბიძგის საშუალებით , პერანგის ღილები გაუხსნა და ჭრილობას სახვევი მოხსნა -ესეც ასე სისხლი მოდის , ჩემი საოცარი ნამუშევარი როგორ დაამახინჯა -ჯალათი! -დიახაც არაჩვეულებრივად გაგკერე და შენ კდიე რა გააკეთე -ისე მეუბნები გოგო მგონია თავი -უიმე რარა დროს მაგის ოპერაციაა - აჰყვა საუბარში ტან ჭრილობას უმუშავებდა , შემდეგ წამლები მისცა ,ნემსიც დაარჭო დიდი კამათის შემდეგ და მიაძინა . თავად გააცილა ბოლო სტუმრები შემდეგ მოსამსახურეებს მიანდო ყველაფერი. უკან დაბრუნდა სანდროს ისევ ეძინა, მიშო და ლიზი არ პასუხობდნენ ზარებს, ბოლოს შეწყვიტა ყველაფერი. სანდროს ფეხსაცმელი გახადა , მერე დააკვრიდა და ისეთი სიცხე იყო შარვლით დასაძინებლად შეეცოდა და ისიც გახადა. სიცხე გაუზომა ,საბანი დააფარა, შუქი ჩააქრო და წავიდა მეზობელ საძინებელში. გამთენიისას ისევ გავიდა ,ტემპერატურის შესამოწმებლად, როგორც კი გამოსვლა დააპირა მაჯაში წვდა სანდრო და გააჩერა -სად მიდიხარ -მეორე ოთახში -რო მიმაძინე გეთქვა და მე გავიდოდი -არააქ მნიშვნელობა, დაიძინე -რომ არააქ იმიტო გძინავს ტკბილად -არ შეიძლება სიარული იწექი რა დაშავდება -მაშინ აქ მოდი შენც -შენი ჯანმრთელობით მაშანტაჟებ? -არა უბრალოდ მინდა რომ აქ დაიძინო და გთავაზობ -იმედია არ ხვრინავ- გაიცინა და საწოლზე აძვრა . ხალათი მოიშორა ,საბანში შეძვრა და მისკენ გადაბრუნდა -ნწ - გაიცინა და თვალები დააწვრილა- ასე რომ საუბრობ ნამდვილად შოკოლადი ხდები -ისეც შოკოლადი ვარ უბრალოდ მწარე შოკოლადი -ჩემი გემოვნებით მანიპულირებ -რა შუაშია... ა შენც მწარე შოკოლადი გიყვარს -ფიონა ხარ - გაიცინა და ისიც გადაბრუნდა მარიამისკენ - შენც ღამით ხდები კარგი -ანუ რამდენიმე საათის წინ ფიონას კოცნიდი? ასე მოგწონს უშნო ქალები? -სიტყვაზე თუ მიჭერ კარგი- უფრო მიიწია და ნაზად აკოცა- უკვე ლამაზმანსაც ვაკოცე დამშვიდდი? -ნწ- ხელი ლოყაზე მიადო და თავად აკოცა-მოსიარულე ხათაბალა ხარ და ვხვდები მეც გამაგიჟებ ეს კი არ მომწონს -შენ ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს -მართალია. ვერავინ შენს გარდა -არასდროს ...-რაღაცს თქმა დააპირა თუმცა მობილურზე დაურეკეს და მაშინვე უპასუხა-გისმენთ ...დიახ რა თქმა უნდა ახლავე წამოვალ -მობილური სწრაფად გათიშა და წამოდგა -რა ხდება სად მიდიხარ -საქმეზე -არსაც წახვალ ! სიცხე ისევ გაქვს -არ მაქვს მარიამ კარგად ვარ -როგორ ხარ კარგად ჭრილობა ლამის დაგიჩირქდა, გტკივა დარწმუნებული ვარ, სიცხე გქონდა ,ფერდაკარგული ხარ და სუსტად .ახლა რომ წახვიდე ნებისმიერ კუთხეში დაკარგავ გონებას .არ მისმენ ხო? -ზედმეტად ღელავ ჩემზე ეგ არაა კარგი . რაც ნაკლები სადარდებელი გყავს მით მარტივია ცხოვრება -შეეშვი ფილოსოფიას .სანდრო არ წახვიდე -დაიძინე .ხვალ მოვალ -თუ არ მოკვდი მოხვალ კი -მაშინ სულის სახით გამოგეცხადები -ეგღა მაკლია - უყურებდა მიმავალს და ბრაზობდა. სწრაფად ამოიცვა შარვალი, მაისური გადაიცვა და სპორტული ჟაკეტი მოიცვა , სანდროს ჟაკეტსაც დაავლო ხელი და მანქანასთან დაეწია სანდროს რომელიც ძლივს მიაბიჯებდა . სწრაფად გააღო კარი და ჩაჯდა მანქანაში მძღოლის ადგილას .სანდროს გამომეტყველებაზე დიდი სიამოვნებით გაიცინებდა მაგრამ აღარ გააბრაზა- დაჯექი წავიდეტ რას მიყურებ -მარიამ არ წაგიყვან -შენ კი არა მე არ წაგიყვან -ვიცი შენი მანქანის გასაღებები სად დევს -სანამ მიხვალ აიღებ მერე წახვალ შენი საქმე გაჩერდება? არ დაგაგვიანდება? -ჯანდაბა ! რა დიდი თავსატეხი ხარ მიშოს მოვკლავ შენ გამო რაღა ახა მომიყვანა შენ რო ბრუნდებოდი გადარეულები მაკლდნენ ვითომ- ბუზღუნით ჩაჯდა და ღვედი შეიკრა -იმედია კუს არ მიბაძავ სიარულში -ზედმეტი ლაპარაკი არ შეიძლება ენერგიას ხარჯავ- გაიცინა და ისე უცებ მოწყდა ადგილს სანდრომ გაოცება ვერ დამალა. მისამართი რომ უთხრა გაუკვირდა -საავადმყოფოში რა გვინდა .დამელოდე - ხელზე მოეხვია და წასვლაში დაეხმარა .არ მიპასუხებ? -არ ილაპარაკოო ხომ მითხარი -გაიძვერა -ჩაიბურტყუნა და ლიფტში შევიდა. ბოლო სართულზე ავიდნენ სადაც ყველაფერი დახურული დახვდა ,რამდენიმე ექიმი და ექთანი დერეფანში ელოდნენ დამიანეც იქ იყო და მარიამის დანახვამ გააკვირვა -როგორაა? -იღვიძებს გილოცავთ თქვენმა მეგობარმა შეძლო ,ყველაფერი კარგად იქნება .მკურნალობის კურსს გაივლის და ისევ ისეთი ძლიერი იქნება -მადლობა ღმერთს -სანდროს გაბრწყინებულ თვალებს და წრფელლ ღიმილს უყურებდა და თავადაც უფრთხიალებდა გული მაგარმ მიზეზს ვერ ხსნიდა. დამიანე სანდროს მოეხვია თუმცა თავი ვერ შეიკავა უკანასკნელმა და ლამის დაეცა -რა გჭირს შენ -ირაკლი ექიმო დამეხმარეთ თუ შეიძლება- მარიამმა სანდრო პალატისკენ წაიყვანა . -ქალბატონო მარიამ თავად ... -არაა საჭირო - ხელით ანიშნა გასულიყო თავად იპოვა ყველა საჭირო წამალი და გაუკეთა -არ დაიწყო ახლა წუწუნი. ამათ გაგიკეთებ და აღარ გეტკინება -ვერ დავიძინებ უნდა ვნახო შენ არ გესმის თითქმის ერთი წელია ასეა ერთი თვეა კომაშია და ახლა იღვიძებს უნდა ვნახო მარიამ -კარგი გაგიკეთებ გამაყუჩებელია არ დაგაძინებს და მერე გახვალ -კარგი . ძაან ნუ დამარჭობ ახლა ვგრძნობ მეც ტკივილს -გაგიკეთე უკვე და ნუ წუწუნებ ხოლმე პატარა ბავშვივით-ნემსი ყუთში ჩააგდო და ბამბაც მიაყოლა -თავისუფალი ხარ -ტყუილად ნუ ჰკითხავ ირაკლის არაფერს გეტყვის დამიჯერე -არც ვაპირებდი ,მივხვდი ყველანი გაფრთხილებული გყავს და ვერაფერს გავიგებ სანამ თავად არ მეტყვი -ჭკვიანი გოგო ხარ- გაიღიმა და გავიდა. მარიამი გაჰყვა დერეფანში დაჯდა და უყურებდა ორ მეგობარს რომელიც ცრემლებამდე მისული ელოდა ზღვარის გადალახვას მათსა და ძმაკაცს შორის . ღრმად ჩაისუნთქეს და შევიდნენ . იქედან რამდენიმე წუთში ხმები ესმოდა ,ექიმიც გახარებული გამოვიდა -ამ ბიჭებმა სასწაული შეძლეს - ერთ-ერთმა ექთანმა უთხრა ექიმს და გაიცინა - გადარჩა ეს გიჟი -გადარჩა. გადარჩა და აგვაწიოკებენ ახლა ვეღარც მარტო დატოვებ და გაივსება პალატა -რამეს მოვიფიქრებთ ... მარიამმა ვერ მოითმინა და ოთახში შევიდა .დამიანე და სანდრო საწოლთან ისხდნენ და ბიჭს ელაპარაკებოდნენ ,თან იცინოდნენ . პირველად პაციენტმა დაინახა ძალიან გამხდარი იყო, ფერმკრთალი ისე რომ მიცვალებულს ჰგავდ მხოლოდ თვალები უბრწყინავდა ცისფერი თვალები და იღიმოდა -ვა ანგელოზი მეჩვენება ტო? ჩემთვის ჩამოიყვანეთ ზემოდან? -რა ანგელოზი შენ ში... მარიამ?- სანდრო უკან შებრუნდა თან იცინოდა სანამ რამეს ეტყოდა მარიამი უკვე საწოლის მეორე მხარეს იყო და ბიჭს უღიმოდა -დაბრუნებას გილოცავ ლუკა . იმედია ამის ხასიათი შენმა მდგომარეობამ განაპირობა და ახლა შეეშვება ჯუჯღუნს და ურჩხული აღარ იქნება.-ისეთი ხალისით ელაპარაკებოდა თითქოს სხვა მარიამი იყო. -ვინ ამას ტო სანდრიკაზე ამბობ? არაა ამას რა შეცვლის ეს სულ ურჩხული იქნება ისევე როგორც შენ ანგელოზი -ანგელოზი როგორ არა - ჩაიბურდღუნა სანდრომ და გაბრაზებულმა შეხედა მარიამს -შეხედეთ როგორ მიბღვერს რომ მივხვდი გაბრაზდა. ინფორმაცია გავიდა როგორღაც -მარიამ უღრმესი მადლობა რომ მომიყვანე შეგიძლია წახვიდე -ჩემი კლინიკად მაგდებს რა დონის თავხედია ხედავთ ? აბა ლუკა როგორ გრძნობ თავს ? ერთი თვე დაგისვენია როგორც გავიგე -ხო მეც მითხრეს უკვე .არ ვიცოდი ამდენი დრო თუ გავიდა ,მთავარია გავიღვიძე თორე ამათ რა ეშველებოდათ უჩემოდ- აშკარად ამათზე მხიარული ბიჭი იყო ლუკა ასეთ მდგომარეობაშიც კი ხუმრობდა -სანამ იქ ვიჯექი შენს მდგომარეობას გავეცანი და უკვე აღარ ხარ საფრთხის ქვეშ.ნუ ჭრილობები დაგრჩება - ისევ გაუღიმა და ხელზე ხელი დაადო- მე წავალ , სრულად გამოჯანმრთელებას გისურვებ რაც შეიძლება მალე -აუ მოიცადე ტო ამის სიტყვას უსმენ? -ლუკა გაუ.. -შენ ჩუ მე ვარ ახლა უფროსი დარჩეს ,შენ თუ რამე არ მოგწონს მაგას გავმაზავ? თან ასეთი ლამაზია ტო , უტვინოა რა არ იცის ვის როგორ უნდა ელაპარაკოს . საერთოდ ლაპარაკიც არ იცის მაგრამ არაუშავს თუ რამე მე ვილაპარაკებ -სხვათაშორის არ შეიძლება ბევრი ლაპარაკიო -დიდი ხანია გავიღვიძე ,აქამდე იმიტომ არ შემოგიყვანეთ რომ ვერ ვლაპარაკობდი და ჩუ ახლა -აქამდე რატომ არ დამირეკა ირაკლიმ -მე ვუთხარი ,ვიცოდი ცუდად იყავი და -რატო რა გჭირს? -არაფერი ისეთი ლარნაკი ვესროლე და ცუდად მოხვდა-მარიამმა დაიხსნა სანდრო და კომფორტულად მოკალათდდა -აბა ლუკა მომიყევი შენზე .ეს ორი არაფერს მეუბნებიან -აუ არ დაიწყო ახლა ძმობას გაფიცებ თორე ჩვენ გავალთ -გული მომიკალი დემუსია .ერთი წელია ნორმალურად რ დაგლაპარაკებივარ და ათი წუთი ვერ მიძლებ? -რა ბედნიერი ვიყავი შენ რო ჩუმად იყავი -კაი რა პუპსიკ რა გინდა მითხრა რომ ჩემი ლაპარაკი აღარ მოგწონს? ანუ მე აღარ მოგწონვარ? -აუ მოვკლავ ამას . ერთი თვე კომაშ იყავი და ეს პიდარასტული გადახრები ევრ მოიშორე? -გადაგხრი ახლა მე შენ - დაუბღვირა და მარიამს შეხედა ისევ სიცილს რომ ვერ იკავებდა და გულიანად კისკისებდა. სანდრო კი სულ არ უსმენდა იმათ მარიამს უყურებდა გაშეშებული სანამ დამიანემ არ ჰკრა ხელი -მოკლედ მარ მე ვარ 28 წლის , დაუოჯახებელი ჩიტივით თავისუფალი , უსიმპაწიურესი ახლანდელი გარეგნობით ნუ შემაფასებ ძაან გთხოვ , საფლავიდან წამომდგარ მუმიას ვგავარ . არ მყავს არავინ ამ ორი ხისთავიანის გარდა და რა ვქნა იძულებული ვარ მიყვარდეს ეს ორი გამოქლიავებული,ავიტანო სანდროს მუნჯობა, მუშტები, თვალების ბრიალი და ამ მეორეს ვითომ კაიბიჭობა და ბაბნიკობა .სიყვარული ბრმააა ხომ იცი -გამიგია -მეტს არაფერს მეტყვი? შენც კაი მუნჯი ყოფილხარ.მიტხარი რამე შე ქალო გადამძვრა ენაზე ტყავი ისედაც ძვლები ვარ და ხორციანი ენა დამრჩა მარტო მგონი.აუ წყალი მომეცით რა -როგორმე იქნებ უფრო უკეთ ილაპარაკო- დამიანემ მიაწოდა და მანაც თვალი ჩაუკრა -მადლობა სიიიხ -ღმერთო რა დავაშავე -მომიყევი რამე მარიაამ -მეც 28 წლის ვარ ქორწინებაში არ ვიმყოფები . ექიმი ვარ ,მყავს ძმა და საუკეთესო მეგობარი რომელიც როგორც ვიცი შეუღლდნენ ან შეუღდებიან მალე .სასტიკად ვარ გაბრაზებული და ღმერთმა უწყის რას გავაკეთებ. შეიძლება მრავლობითი მოტეხილობებით მეზობლად მოგიწვინო რომელიმე... -ხოხ ხედავ შენ?კიდევ? -კიდევ რა მეტი არაფერი -როგორ არა მარიამ უთხარირ ომ ხარ ბიზნესვუმენი მარიამ ახვლედიანი , ეს კლინიკა შენია , მილიონერი ხარ, ჯიუტი, ამაყი და ამპარტავანი , მთავარია ფული და ფული და ისევ ფული . სისხლი და გენი ,რომ გკიდია ყველა და ყველაფერი საკუთარი თავის გარდა .ყველას ეჩხუბები და არავის უჯერებ. მთავარია ნერვებზე იმოქმედო და საკუთარი თავი დაარწმუნო რომ მაგარი გოგო ხარ, რომ ყველას მართვა შეგიძლია და ვერაფერი შეგაჩერებს -დაასრულე? გმადლობთ ასეთი დახასიათებისთვის . ერთნაირები ვყოფილვართ თითქმის ეგ ყველაფერი თუ სწორია სანდრიკო -ერთი წუთით რა ...ჩხუბი თუ გადაწყვიტოთ ანუ ხელით შეხება გევედრებით არასპრავედლივი ხელი არ მომხვდეს ისედაც აღარ ვარ ამქვეყნად -ლუკა გეყოს -რა მეყოს შე ჩემა , რა წესია როდიდან ელაპარაკები ასე ქალებს . უჟმური ! შენ არ მიაქციო მარიამ ყურადღება ეს ვერასდროს იყო თავის მატორზე ჩვენი აღმზრდელი ევედრებოდა ორი სიტყვა ეთქვა მაინც არაფერს იძახდა -ლუკა ენას კბილი დააჭირე და შენობით ნუ ელაპარაკები ვერ გაიგე რა გითხარი? -აუ ნუ გაატრ... რა მარიამ შეიძლება ასე მოგმართო? -რა თქმა უნდა შეიძლება ,იმის უფროსი რო ვარ რაა რო? -ვისი უფროსი ხარ ? ამის? მგონი მართლა დიდხანს მეძინა მე ხო? -ხო შენ წარმოიდგინე- სანდრომ თვალით რაღაც ანიშნა და ისიც გაჩუმდა -მოკლედ რა საზიზღარი ხარ ნერვებს მიშლი . მივდივარ მე და სხვათაშორის თუ დაწვები აქ და იმკურნალებ კარგი იქნება - მარიამი წამოდგა სანდროს დაუბღვირა მერე ლუკას გაუღიმა , დაიხარა ლოყაზე აკოცა -კარგად ლუკაა ,ხვალ აუცილებლად გინახულებ -ნახვამდის მარიამ მარიამმა დატოვა საავადმყოფო, სახლში მივიდა და მაშინვე დაიძინა ,კიდევ კარგი დილით არ ჰქონდა საქმე . სანდრო მართლა დაწვა გვერდითა საწოლზე და მთელი ღამე ელაპარაკებოდა ლუკას -მოყევი ახლა რა მუშაობ სად მუშაობ, მე დავიღალე და ჯობია მოგისმენ ,ხომ იცი ინფორმაციის ნაკლებობას ვერ ვეგუები -შენი ამბის შემდეგ გავარკვიე ყველაფერი ,ვინაც გააკეთა ეს ,რომ არ მეკიტხები გკიდია ? -ვიცოდი დედას რო მოუტ... და აღარ მიკითხია ტყუიილად -ხო მოკლედ რომ ვიპოვე მივხვდი რომ მარტო ვერ მივადგებოდი ,გავიგე რო ერთ მაგარ ტიპსაც ემუქრებოდა მისო ახვლედიანს , იცი შენც .შორიდან მაგრამ ისიც გვიცნობდა მოკლედ ერთმანეთს დავეხმარეთ. მერე მე ხო მინდოდა მუშაობა დამეწყო და იმ კაცის ფულზე არ ვმჯდარიყავი და მასთან ვარ ახლა .ერთი წლით განტვირთვა გადავწყვიტე. სექტემბრიდან მივხედავ კომპანიას ,გამოცდილება მივიღე ,მიშოს კომპანიონიც ვარ უკვე მოკლედ რა. მას ინფორმაციები და სანდრო ხალხი სჭირდებოდა , მე გამოცდილება და კიდევ ერთი ძმაკაცი . ასე უსტატუსოდ ვმუშაობ და ყველაფერს ვაკეთებ თითქმის რაც საჭირო იქნება . მეგონა ზაფულს მშვიდად გავატარებდი მაგრამ რათ გინდა გამოჩნდა ეს „კუდაბზიკა“ და დამიყენა ნერვები ყალყზე -ვააა ანუ მიშკას ჩაუბრატდდი ? მაგარი ბიჭია ეგ. ანუ მარიამი მიშოს და არის? ვაიმე რა გამოს.. ვარ როგორ არ გამახსენდა მაგის ფოტოებით იყო აჭრელებული ყველაფერი ტო,იმიტო მეცნო მარა უცებ ვერ მოვწვი წასული იყო მგონი სადღა -და არის ხო . ახლა ინფორმაციები სჭირდება ქალბატონს ვერ მატარებს თავის დაკრულზე და გიჟდება -შენც გადაეკიდე . ორი ბატონი ერთად -ქალის ბატონობა ამ დონეზე არ გამიგია მე . უნდა ყველა მის ნებაზე დადიოდეს, დედოფალი ჰგონია თავი -არ მგონია ეგ მე -შენ მეამიტი ხარ და იმიტომ -აუ დაიწყებს ახლა . შენ ისე არ ენდობი ხალხს ერთხელაც შეცდები და ცხოვრებას დაინგრევ -რაზე მიმითითებ -ნუ ბრაზდები ძალიან კარგადაც იცი ვისზე -შემეშვით ! -ოჰ გაბრაზდა სვანი . დიდი ბოდიში ახლა სიმართლეს რომ გეუბნები. ისე მაგარი გოგოაა ვატყობ მოგარჯულებს ,მე რომ მოვნათლავ თქვენს ბავშვებს აი მერე იქნება საოცარი ნაკადი ახალგაზრდების -ოჰ ააწყო ამან გეგმები ვინ განათლინებ ბავშვს -შენ დანარჩენზე მეთანხმები ანუ? -გამომეკიდე ახლა სიტყვებზე . თავი მტკივა შემეშვით . დაჭრილი ვარ მე სხვათაშორის -ბუზღუნა . შენ რამ დაგადუმა ბიჭო - დამიანეს მიარტყა ხელი ,რაც ის ექთანი შემოვიდა კატუშა იმის მერე გამოლენჩდი , არა დეკოლტე კი ეცვა კარგი მაგრამ არც ეგეთი შე ჩემა -მოკეტე შენ რით ვეღარ დაიღალე -მართალია მეძინება დავლევ წამლებს და დავიძინებ- დამიანემ ჭიქა და წამლები მიაწოდა. მანაც დალია და მალევე დაიძინა. დამიანე სანდროს მიუწვა და ის ღამე იქ გაატარეს. მარიამი დილით მიშიკომ გააღვიძა ზემოდან დაახტა და ლამის ჩაუმსხვრია ნეკნები. ისე დაიყვირა შეგეცოდებოდათ -რა გაკივლებს გოგო ასეთი მსუბუქი და ფარფატა ბიჭი ვარ - იცინოდა და კოცნიდა მაგრამ ამრიამმა უფრო დაიწყო ყვირილი -მიშოოო? აქ რა გინდა შენ! აბა იმან მაღადავა? მოვკლავ ჯერ იმას მერე შენ -რა გაყვირებს გოგო არ გითხრა სანდრიკომ ბიჭებთან ერთად ვიყავი ,მერე დავლიეთ და -ანუ ვიღაც ნაშასთან ეგდე? -ვეგდე რა ვიწექი -აბა ლიზი სად იყო -ლიზი რა შუაშია ,რამდე მოხდა? -შემეშვი ერთი რა - უცებ წამოვარდა სააბაზანოში ლანძღვით შევარდა და სწრაფად გავარდა არც უსაუზმია -სად მიდიხარ გოგო -საავადმყოფოსი ერთი გიჟი უნდა გავაგზავნო სპეციალურ დაწესებულებაში ფსიქიატრებთან- მიაძახა და მანქანაში ჩაჯდა. რამდენიმე წუთში საავადმყოფოს ლიფტში იყო და წამებს ითვლიდა. ლუკას პალატაში შევიდა და მშვიდად მძინარე სანდროს პირზე დააფარა ხელი ,ბიჭს ვიღაც მკვლელი ეგონა და ისე გადაუგრიხა ხელი მარიამმა ხმა ვერ გააკონტროლა, დამიანე და ლუკაც მაშინვე გამოფხიზლდნენ, სანდროც გონს მოვიდა -ვაიმეე ხელიი -რა ჯანდაბა გინდოდა გოგო სულ გაგიჟდი შენ?- უცებ წამოვარდა და ხელზე დახედა - ხელი მომტეხე შე ხისთავიანო -თვალები აემღრვრა და სწრაფად გაიქცა იქედან . სანდროც უკან გაჰყვა ბოლოს კაბინეტში ამოყვეს თავი . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.