შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შურისძიების კანონი 8


11-04-2016, 19:07
ავტორი teddy))
ნანახია 3 612

***
-ყავას დალევ?-გავძახე სამზარეულოდან, მისაღებში მყოფ ლევანს.
-კი, მაგრამ მგონი აღარაა!-ამბობს უკმაყოფილოდ. ყავას ვამოწმებ და მხოლოდ ერთის სამყოფია. არაუშავს, ის დარჩეს ყავის გარეშე! ფინჯანში ადუღებულ წყას ვასხამ და ყავას ვყრი. მისაღებში გავდივარ და ლევანი ხელს მიწვდის.
-რა იყო?-ვეკითხები მე.
-ყავა მინდა!-იძახის ის.
-მერე მე რა ვქნა, რომ გინდა?!-ვამბობ და მის გვერდით ვჯდები.-ნახე, რა სასიამოვნო სუნი აქვს!-ყავა უფრო, რომ მოუნდეს მისკენ ვწევ. -რა გემრიელია!-ვამბობ და ვსვამ.
-გამასინჯე და გეტყვი, გემრიელია თუ არა!-მეუბნება ღიმილით.
-ლევან გასვიანო, მე ჩემს ყავას არ გაგიყოფ!-ვაცხადებ მე.
-დილით, კარგად მიყოფდი ხოლმე, შენს ყავას!-იხსენებს ლევანი.
-ახლა ღამეა!-ვიძახი და საყურეებს ვიხნი.
-ხოდა მითუმეტეს უნდა გამიყო!-მეუბნება და ხელიდან ყავის ფინჯანს მართმევს.
-კარგი, როგორც ყოფილ ქმარს გაგიყოფ, ოღონდ მეც დამიტოვე!-ვნებდები მე.
-გაყოფა არც ისე კარგია, მაგრამ რახან ასე ძალიან გინდა, შემეხვეწე!-მიცხადებს ის. ახლა ორივე ვბავშობთ, თუმცა დარწმუნებული ვარ ორივეს ძალიან გვსიამოვნებს ეს ყველაფერი.
-მე შენ შეგეწხვეწო? რა სისულელეა!-მისკენ ვიშვერ ხელს.
-ხო რა იყო! -მხრებს იჩეჩს ის.- როგორც დილაობით მეხვეწებოდი ხოლმე, ფული მომეციო, ისე!-მახსენებს ის.
-არ გეხვეწებოდი, შენ მიტოვებდი ხოლმე ან როცა გეუბნებოდი, ეგრევე მაძლევდი!-ვამბობ და გულში ჩემს თავზე მეცინება. ამით ვთქვი რომ ლევანი შესანიშნავია და ის გამოვიყვანე კარგი.
-შენ რა წვრილმანები გახსოვს!-ამბობს ლევანი და პიჯაკს იხდის.
-დიდი ხანი კი არაა, რაც დავშორდით!-ვახსენებ მე.
-მართალი ხარ!-ყავის ფინჯანს მაგიდაზე დებს და მეც ფინჯნისკენ ვიწევი.-დაიცადე, კიდევ მინდა!-მეუბნება ლევანი.
-ყოფილი ქმარი, ასეთი კეთილი თუ იქნებოდა, არ მეგონა!-ვეუბნები ირონიული ღიმილით.
-ყოფილი ქმარი? ყოფილ ქმართან მერე, ღამეს ათევ?-ვითომდა იცხადებს ის.
-არ დაგავიწყდეს, ყოველთვის გამორჩეული წყვილი რომ ვიყავით!-ამ წინადადებით თავს ვიმართლებ.
-შემოთავაზება მაქვს შენთან!-მეუბნება ლევანი.
-მართლა? რა შემოთავაზება?-ვინტერესდები მე.
-რა შემოთავაზება და მოდი, კიდევ ვიყოთ გამორჩეული წყვილი!-მეუბნება სერიოზული სახით.
-დავფიქრდე!-საფეთქელთან მიმაქვს თითი.
-მოიფიქრე?-მეკითხება ის.
-ასე, მალე ამოიწურა დრო? მოიცადე!-ხელს ვწევ მე.
-ამდენი ხანი მოცდა, ვის გაუგია?!-იძახის და წვერზე ხელს ისვამს.
-გადავწყვიტე!-ვაცხადებ მე.
-აბა, რა გადაწყვიტე?-მეკითხება ლევანი.
-შენს წინადადებაზე, არ ვარ თანახმა, თუმცა ერთი შემოთავაზება მეც მაქვს!-ხელის გულებს ერთმანეთზე ვისვამ.
-გამაცანით!-დივნის საზურგეს ეყუდება.
-გახდები ჩემი მძღოლი?-ვუსვამ შეკითხვას.
-მძღოლი? არც თუ ისე კარგი შემოთავაზებაა...-ამბობს ის.
-დაფიქრების დრო ამოგეწურათ!-ვიმეორებ მის წეღანდელ სიტყვებს.
-ასე მალე?-უკმაყოფილოდ მეკითხება.
-წეღან შენ არ იყავი, ამდენი დრო დასაფიქრებლად, რათ გინდაო?!-ვეკითხები მე და ვუღმი. საჭიროა მძღოლი, სამსახურშიც არ დააგვიანებ და ლოდინიც არ დაგჭირდება! თან ხომ იცით, რა მკაცრი უფროსი მყავს...
-ვიქნები, გზაში ხომ მინდა ვინმე რომ გამართოს!-ირონიულად მიღიმის ლევანი.
-თუ გართობა გინდა, შეგიძლია საბავშო ცენტრში წახვიდე!-ვეუბნები მას.
-თუ გართობა მინდა, სხვა ადგილს მოვძებნი!-ისევ არ იშორებს სახიდან, ირონიულ გამომეტყველებას.
-მოძებნე, ვინ გიშლის?!-ვეკითხები მხრების აჩეჩვით.
-არც არავინ! ცოლსაც გავშორდი და ვარ თავისუფალი!-მეუბნება ლევანი.
-შესწორებას შევიტან... ცოლს კი არ გაშორდი, ის გაგშორდა!-მეც ირონიულ ღიმილს ვიხატავ სახეზე.
-კარგი იყოს ასე!-ამბობს და მობილურს იღებს. მე ფეხზე ვდგები და ხელის გულს კედელს ვადებ და თვალებს ვხუჭავ.
-რა გჭირს?-შეშინებული დგება ფეხზე ლევანი.
-არაფერი, თავბრუ დამეხვა!-ვამბობ და თავზე ხელს ვიდებ.-თავის ტკივილის წამალი, არ გაქვს?-ვეკითხები მას.
-რა ვიცი, გვქონდა?-კითხვას მისვამს ის.
-წამლების ყუთში ნახე!-ხელით ვანიშნებ რომ კარადის კარი გამოაღოს.-მომეცი!-პატარა ყუთს მაწვდის და მეც წამლებს ვარჩევ.
-გვაქვს?-ჩემთან მოდის ლევანი.
-არა!-ვპასუხობ მე.
-აფთიაქში წავალ მოვიტან!-მანქანის გასაღებს იღებს ლევანი.
-არ გინდა, გამივლის!-ვეუბნები მას.
-კარებს მე ჩავკეტავ და მოვალ ახლავე!-მეუბნება და გარეთ გადის.
უკვე გამიარა, ის სად წავიდა ამდენ ხანს? ფეხზე ვდგები და წამლის ყუთს ვინახავ. თაროზე სამაჯურს ვდებ და წიგნთან დადებულს საათს ვხედავ.
-ეს ვისია?-ხელში ვიღებ თვლებით გადატვირთულ საათს. დავიჯერო ლევანი ქალის საათს ხმარობს? კარების გაღების ხმა მესმის და საათს უკან ვაბრუნებ.
-მოვედი!-მეუბნება ლევანი.-ცოტა დამაგვიანდა, ჩვენთან რომ აფთიაქია, არ მუშაობდა.
-გამიარა უკვე!-ვამბობ და დივანზე ვჯდები.
-კარგად ხარ?-წინ მიდგება ლევანი.
-კი!-ვპასუხობ და ლევანიც ჩემს გვერდით ჯდება.
-არ ვიცოდი, ქალის საათებს თუ ხმარობდი!-ვეუბნები და შიგნიდან ეჭვი მღრნის. მართალია, ლევანიზე გაბარზებული ვარ, თუმცა უკვე აღარ ვარ. ნუ, გაშორებულები ვართ, მაგრამ ის ისევ ძალიან მიყვარს და გასაკვირი არაა, რომ ვეჭვიანობ.
-ამ ბოლოდროს მომეწონა, ქალის საათები!-ირონიულად მეუბნება ლევანი.
-ხოო? აშკარად გემოვნება გაგიფუჭდა, რაც წავედი!-ვეუბნები მას.
-ხოდა, დაბრუნდი და ისევ დააბრუნე, ჩემი შესანიშნავი გემოვნება!-ამბობს და თვალს მიკრავს.
-ქალის საათებს, ვინ ხმარობს მე მისით არ ვინტერესდები!-ვაცხადებ მე. მინდა, რომ გამოვტყუო, რამე ინფორმაცია, ვისია ეს საათი, მაგრამ არაფერს იძახის.
-იქნებ ჩემი არ არის და მოისურვო, ისევ დაბრუნება?-ამბობს ღიმილით.
-შენი თუ არა, აბა ვისია?-ვეკითხები ეჭვით და მინდა საათითაოდ ვცემო ლევანიც და ეს საათიც ვისაც ეკუთვნის, თუმცა აქამდე ხომ არ დავეცემი. არასდროს მიყვარდა, ასეთი ქალები, ვინც ერთმანეთს სცემენ და თმებით ითრევენ.
-გითხრა? არ გეტყვი!-ჩემი წვალება დაიწყო ლევანმა. მიმიხვდა, რომ ვეჭვიანობ!
-ხოდა ნუ მეტყვი!-გავბრაზდი მე.
-თუ არ გინდა არ გეტყვი!-განაგრძო ლევანმა.
-დიახაც, არ მაინტერესებს, ვის ეკუთვნის ეს საათი ან რატომ უნდა მაინტერესებდეს?!-ვიძახი გაბრაზებული და ხელებს ერთმანეთში ვხლართავ.
-ხო, რომ ეჭვიანობ, ეს იმას არ ნიშნავს რომ გაინტერესებდეს!-ღიმილით მეუბნება ის.
-და რაიცი რომ ვეჭვიანობ?-ვეკითხები მე.
-ვიცი!-დაბეჯითებით მეუბნება ლევანი. ერთხან ორივე გავჩუმდით და სიჩუმე მე დავარღვიე:
-ვისია?-ვკითხე დაბალი ტონალობით.
-საყვარლის!-ხმამაღლა გაეცინა ლევანს.
-მე მართლა გეუბნები!-ისევ გავბრაზდი მე!
-მეც სერიოზულად გეუბნები!-ისევ ეცინება ლევანს.
-სერიოზულად გეუბნები!-გავიბუსხე მე.
-რა, არ შეიძლება საყვარელი მყავდეს?-მეკითება ის და სიცილისგან წითლდება.
-გყავდეს რა, მე რა მადარდებს!-ვიძახი და ფეხზე ვდგები. ისიც დგება და ჩემთან ახლოს მოდის:
-მარინასია, ჩვენი თანამშრომლის!-მეუბნება და ბაგეებზე მეწაფება. სიტყვის თქმასაც კი ვერ ვასწრებ და ისევ მეწყება ის განცდები, რაც ყოველთვის მემართებოდა: პეპლები, ეკალი, სიამოვნება, სითბო, სიყვარული... ლევანი მშორდება და ჩემს დახუჭულ თვალებს შეჰყურებს:
-გაახილე თვალები!-ეღიმება მას. მეც ვახელ და ახლა მახსენდება, სიამოვნებიგან განცილს:
-მარინას აქ რა უნდოდა?-ვეკითხები მე.
-ნუ ეჭვიანობ ცოლივით!-იცინის ის.
-ცოლი ვარ და სხვა რანაირად უნდა ვიეჭვიანო?!-წამომცდა მე.
-ანუ შენივე პირით აღიარებ, რომ ცოლი ხარ? კიბატონო იყოს ასე!-მოდის და ისევ ჩემს ბაგეებს ეხება.
-მარინას, რა უნდოდა და იმ დღეს რომ არ ვიყავი, საბუტები მჭირდებოდა, რომელზეც ის მუშაობს!-მიხსნის ის.-ასე, რომ ახლა ცოლივით არ იეჭვიანო და იყავი, უბრალოდ ცოლი!-იღიმის ის.
-ჯერ მკითხე, ისევ მინდა თუ არა ცოლობა!-ვეუბნები და დივანზე ვჯდებით. ლევანი თავის ხელს, ჩემს ხელს ადებს და თვალები მეხუჭება.
შურისძიების კანონი  8

-----------------------------------------------------------------
ძალიან დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის! ძალიან დიდ თავებს ვერ ვდებ და ამისთვისაც ბოდიში! იმედია არ დაგავიწყდით და ისევ ისე გამახარებთ! მიყვარხართ ძალიან და გელით! იმედია მოგეწონებათ, ჩემო საყვარლებო!



№1 სტუმარი Black

Chemi teddunia mainc kargi gogo xar:D<3

 


№2  offline წევრი kiko

აკოცააა. სასწაული რეაქცია მქონდა კოცნაზე :დ აწ რომ ორსულად აღმოჩნდეს ო ბოჟე მოი :დ ძაან მაგარია

 


№3  offline წევრი teddy))

kiko
აკოცააა. სასწაული რეაქცია მქონდა კოცნაზე :დ აწ რომ ორსულად აღმოჩნდეს ო ბოჟე მოი :დ ძაან მაგარია

shen elodi am moments :D yvela mimxvdarxart da egaa :D ugrmesi madloba, chemo kikunia! <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent