შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შურისძიების კანონი 7


5-04-2016, 16:21
ავტორი teddy))
ნანახია 3 763

***
კაბინეტში ვარ და ყავას მივირთმევ. ამ დროს ლევანი კარებს აღებს და შემოდის:
-თავი, კიდევ გტკივა?-მეკითხება ის.
-ცოტა!-ვპასუხობ მე.
-ძალიან კარგი, წავიდეთ!-მეუბნება ლევანი.
-სად უნდა წავიდეთ?-ვეკითხები მას და ყავის ფინჯანს, მაგიდაზე ვდებ.
-შეხვედრაზე, ხომ გითხარი!-ამბობს და სკამზე გადაკიდებულ პიჯაკს მაწვდის, რომ ჩავიცვა.
-შენ გახეული პერანგით უნდა წამოხვიდე?-ვეკითხები და მეღიმება.
-რა იყო, დამიწუნებენ?!-ამბობს ლევანი და გზას მითმობს.

***
რესტორანში შევდივართ და კუთხეში მდგარ მაგიდისკენ მივდივართ. მაგიდასთან რამდენიმე ახალგაზრდა არის და მათი თანაშემწეები გვერდს უმშვენებენ.
-გამარჯობა!-ესალმება ლევანი.
-გამარჯობა!-ვიმეორებ მეც.
-გაიცანით, ეს...-ამბობს ლევანი, როდესაც მე ყურში ვუჩურჩულებ:
-ცოლი არა!
-ეს ჩემი თანაშემწეა!-ეუბნება მათ და სკამს მიწევს და ისიც გვერდზე მიჯდება.-ვინ გითხრა, რომ ცოლს ვამბობდი?-მეკითხება ის.
-ყოველი შემთხვევისთვის შეგახსენე!-გადავულაპარაკე ლევანს.
-ახალი დაწყებული გაქვს?-მეკითხება, ჩემს წინ მჯდომი გოგონა, რომელსაც თმა ზევით აქვს აწეული და მის შვლისთვალებს, უფრო კვეთს.
-დიახ! თქვენ?-ვპასუხობ მე.
-ერთი წელია!-მეუბნება გოგონა.-თქვენი სახელი?
-ნენსი... ნენსი გელოვანი. თქვენ რა გქვიათ?-ვეცნობი მას.
-ინგა!-მპასუხობს ის.
ყველამ საქმეზე დაიწყო ლაპარაკი და ჩვენ აზრს გამოვხატავდით ბიზნესის შესახებ.
-მოვალ!-ფეხზე დგება ლევანი.
-დაოჯახებული ხართ?-მეკითხება ერთ-ერთი კაცი, რომელიც თავის ლურჯ ჰალსტუხს ეთამაშება.
-დიახ!-ვეუბნები მას. წეღან არ ვეუბნებოდი ლევანის, ცოლი არ ახსენო, იმიტომ რომ მე შენი ცოლი არ ვარ-თქო და ახლა მშვენივრად გავეცი პასუხი.
-აქ თითქმის ახლები ვართ და ნორმალურად ბატონ ლევანსაც კი არ ვიცნობთ!-იძახის თაფლისფერთვალება კაცი. ლევანიც გამოჩნდა და თავისი ადგილი დაიკავა.
-ჩემი დიშვილიც მოვიდა! ჩემთან ერთად იმუშავებს ისიც!-იძახის გურამი, რომლის სახელიც რამდენიმე წუთის წინ გავიგე. ყველა გვერდზე ვიყურებით და წამსვე ნერვიულობისგან თითებს ერთმანეთში ვხლართავ. ლევანს ვუყურებ, რომელსაც გაბრაზება ეტყობა. ეს ის ბიჭია, რომელსაც ბარში ვეცეკვებოდი და ჩემს გამო მოხდა, მთელი ამბები.
-გაიცანით, ეს დავითია.-გვამცნობს ბატონი გურამი და ბიჭიც მისალმების ნიშნად თავს გვიქნევს. ლევანის შევხედე და ჩემს შეხედვაზე, იმანაც ჩემკენ გამოიხედა, თუმცა არაფერი შეიმჩნია.
-თქვენ ის არ ხართ?-მეკითხება დავითი.
-ვინ ის?-კითხვას ვუბრუნებ მე. ლევანს გავხედე, რომელიც გურამს ელაპარაკება ბიზნესის შესახებ.
-იმ დღეს ბარში!-მიღიმის ის.
-ეგ ვარ და მორჩეს ამაზე ლაპარაკი!-ვეუბნები და ღვინის ბოკალს ვიღებ. ფეხზე ვდგები და საპირფარეშოში გავდივარ.
-ასეთი დამთხვევებიც არსებობს!-ვბუტბუტებ და თან სარკეში თმებს ვისწორებ. იმედია, აქაც სკანდალი არ მოხდება.-იქაც არ მოხდებოდა, ჩემი დამსახურება რომ არ ყოფილიყო! ისევ საზოგადოებასთან ვბრუნდები და ჩემს ადგილს ვიკავებ.
-ვიცეკოთ!-ჩამჩურჩულა ლევანმა. ფეხზე მაყენებს და სცენისკენ მივყავარ. ხელებს მხრებზე ვაწყობ და თავს ვადებ. ლევანი კი წელზე ხელს მხვევს. მე ხომ მასზე შურს ვძიობ, თუმცა ახლა ისეთი სასიამოვნო წუთებია, ამ მომენტში შურისძიებას არანაირი ფასი აქვს.

***
რესტორნიდან გარეთ გამოვედით და ლევანი თავისი მანქანისკენ წავიდა:
-ჩაჯექი!-მიღებს კარებს.
-რა თავაზიანი ხარ, მეზარებოდა მარტო წასვლა!- ვიძახი მე და ავტომობილში ვსხდებით.- ისე, პერანგი როდის გამოიცვალე?-ვეკითხები გაკვირვებული, რომლის პერანგიც დაზიანებული არ არის.
-დახეული პერანგით, ხომ არ დაგიმშვენებდი მხარს!-იძახის ღიმილით.
-რა ყურადღებიანი ხარ!-მეც ირონიული ღიმილით, ვასაჩუქრებ.
-შენ ხომ გსიამოვნებს ყურადღება!-მეუბნება ლევანი.

***
სადარბაზოს წინ აჩერებს მანქანას და გადმოვდივარ. უხმოდ ავდივართ ლევანის ბინამდე.
-კარგად!-მეუბნება ლევანი და კარებს აღებს. ერთი სართული, ლევანიზე ფიქრით გართულმა ავიარე და ჩემი ბინის კარებს გასაღები მოვარგე, თუმცა ამაოდ! კლიტე გაფუჭდა. ამ შუაღამეს რა გავაკეთო? ამ დროს ხელოსნები არ არიან. კიბეზე ჩამოვჯექი და იმაზე, ფიქრი დავიწყე რა გავაკეთო. ნაბიჯების ხმა მომესმა და მისკენ გავიხედე და ლევანი მიყურებდა:
-აქ რა გინდა?-მეკითხება ის.
-კლიტე გაფუჭდა!-ვპასუხობ მე. -და შენ რა გინდა?
-იქნებ, შენთან მოვდიოდი!-მეუბნება მე.-მომეცი გასაღები!-გასაღებს ვაწვდი და ისიც, უშედეგოდ ცდის.
-რაღა ახლა დაემართა!-ვიძახი და კაბას ვიფერთხავ.
-ხვალ გამოვიძახებ ხელოსანს, ახლა კი ჩემთან წამოდი!-იძახის ის. თავის სასიკეთოდაც კი გამოიყენა, ეს კარის არ გაღება. ნუ ჩემს სასიკეთოდაც! ახლა მასთან ერთად ყოფნა მინდა.
-შენთან რა მინდა?-თავი ვიფასებ, მაინც.
-კიბეებზე კარგია ძილი?-მეკითხება ის.
-თუ სხვა გზა არ მაქვს, წამოვალ!-ვიძახი და ლევანის უკან მივყვები.


---------------------------------------------------
პატარა თავებს, ვერაფერს ვუხერხებ! დიდი მადლობა ყველაფრისთვის! ველი შეფასებებს, ჩემო საყვარლებო! სურათზე ნენსია!
შურისძიების კანონი  7



№1 სტუმარი tamuna

Kargi iyo magram ar meyoooo

 


№2  offline წევრი teddy))

nene gelovani
ეს ჩემი საყვარელი ისტორიაა, ვსიო... wink wink

ძალიან დიდი მადლობა, საყვარელოო! love გამიხარდა!ხ request

 


№3 სტუმარი Black

Kaia dzalian sagol;) magari tavia,veli shemdeg tavs,warmatebebi teddunia<3

 


№4 სტუმარი Uhuu

Kargiaa magram tavebi gazarde raa

 


№5  offline წევრი teddy))

tamuna
Kargi iyo magram ar meyoooo

didi madloba, tamuna! :*

Black
Kaia dzalian sagol;) magari tavia,veli shemdeg tavs,warmatebebi teddunia<3

dzalian didi madloba, chemo black! :D <3

Uhuu
Kargiaa magram tavebi gazarde raa

didi madlobaa! :*

 


№6  offline მოდერი sopiko

ეს თავი ყველაზე, ყველაზე კარგი იყო ♥
ვაიმეეე, როგორი საყვარლები არიან ნენსი და ლევანი! თან დამტკბარნი და თან დაგესლილები!
ამ დავითს რა უნდა? ერთი გარეთ გამოვიდეს, უნდა მივძუყნო!( მე რომ ვინმეს მივძუყნი... :-D)
სხვათა სიტყვის ნაწილაკებში პირველ პირში არის მეთქი და არა თქო... შემდეგისთვის გაითვალისწინე.
ერთ ჭერქვეშ გატარებული ღამრ ამდენი ხნის შემდეგ! უჰ, წინასწარ სიამოვნებისგან ხელები მე

sopiko
ეს თავი ყველაზე, ყველაზე კარგი იყო ♥
ვაიმეეე, როგორი საყვარლები არიან ნენსი და ლევანი! თან დამტკბარნი და თან დაგესლილები!
ამ დავითს რა უნდა? ერთი გარეთ გამოვიდეს, უნდა მივძუყნო!( მე რომ ვინმეს მივძუყნი... :-D)
სხვათა სიტყვის ნაწილაკებში პირველ პირში არის მეთქი და არა თქო... შემდეგისთვის გაითვალისწინე.
ერთ ჭერქვეშ გატარებული ღამრ ამდენი ხნის შემდეგ! უჰ, წინასწარ სიამოვნებისგან ხელები მექავება

უჰ წინასწარ ხელები მექავება

 


№7  offline წევრი kiko

ძალიან ძალიან მაგარია. აუ რამე მოხდეს თორე მოვკვდები მე. :დდ მეტს ვეღარ ვაკომენტარებ საშინლად დაღლილი ვარ და ვერ ვფიქრობ :დ

 


№8  offline წევრი teddy))

sopiko
ეს თავი ყველაზე, ყველაზე კარგი იყო ♥
ვაიმეეე, როგორი საყვარლები არიან ნენსი და ლევანი! თან დამტკბარნი და თან დაგესლილები!
ამ დავითს რა უნდა? ერთი გარეთ გამოვიდეს, უნდა მივძუყნო!( მე რომ ვინმეს მივძუყნი... :-D)
სხვათა სიტყვის ნაწილაკებში პირველ პირში არის მეთქი და არა თქო... შემდეგისთვის გაითვალისწინე.
ერთ ჭერქვეშ გატარებული ღამრ ამდენი ხნის შემდეგ! უჰ, წინასწარ სიამოვნებისგან ხელები მე

sopiko
ეს თავი ყველაზე, ყველაზე კარგი იყო ♥
ვაიმეეე, როგორი საყვარლები არიან ნენსი და ლევანი! თან დამტკბარნი და თან დაგესლილები!
ამ დავითს რა უნდა? ერთი გარეთ გამოვიდეს, უნდა მივძუყნო!( მე რომ ვინმეს მივძუყნი... :-D)
სხვათა სიტყვის ნაწილაკებში პირველ პირში არის მეთქი და არა თქო... შემდეგისთვის გაითვალისწინე.
ერთ ჭერქვეშ გატარებული ღამრ ამდენი ხნის შემდეგ! უჰ, წინასწარ სიამოვნებისგან ხელები მექავება

უჰ წინასწარ ხელები მექავება

davupadiezdot davits :D gmadlob, sayvareloo, dzalian didi! :* saboolood davatkbobt! :D

kiko
ძალიან ძალიან მაგარია. აუ რამე მოხდეს თორე მოვკვდები მე. :დდ მეტს ვეღარ ვაკომენტარებ საშინლად დაღლილი ვარ და ვერ ვფიქრობ :დ

diid madloba, tkbilooo! :*

 


№9 სტუმარი Eka♥️❤️❤️

Au ramdens macineb am istoriit au armyopnis iseti kaia da male dadezolme tore vegar vitmen ukve:D:D❤️♥️

 


№10  offline წევრი teddy))

Eka♥️❤️❤️
Au ramdens macineb am istoriit au armyopnis iseti kaia da male dadezolme tore vegar vitmen ukve:D:D❤️♥️

dzalian gamaxare <3 ugrmesi madloba :* ver vwer did tavebs :D :/ gushin ver davde bodishit da dges shevecdebi davdoo :* mixaria, rom mogwoons :*

 


№11  offline წევრი Reny

როდის დადებ შემდეგს? :((

 


№12  offline წევრი teddy))

Reny
როდის დადებ შემდეგს? :((

dges shevecdebii <3 bodishs gixdit! Cota dawerili makvs da shevcdebi dges kidev mivamato da davdo :* kidev ertxel bodishi yvelas

Dgesac ver davdeb da bodishi yvelas xvalac ar vici movaxerxeb tu ara :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent