შურისძიების კანონი 3
-როგორ ხართ, აბა მოყევით!-ამბობს ლეილა დეიდა. -კრგად ვართ! ძალიან მანებივრებს ჩემი ქმარი!-ღიმილით ვიძახი და მტრულ მზერას ვტყორცნი ლევანს. -ჩემი ცოლიც!-ისიც ჩემს მზერას ამეორებს და ორივე ლეილას შევყურებთ. -თქვენს ხელში რა დამაბერებს!-იძახის სიხარულით, ჩემი დედამთილი. -რა დროს თქვენი დაბერებაა!-ვეუბნები ღიმილით. -ეჰ, რაც ვასიკო დავკარგე!-ამბობს ცრემლმორეული. ვასიკო, ჩემი მამამთილია, რომლის გაცნობაც ვერ მოვასწარი. -დედა გეყოფა!-ეუბნება ლევანი. -გეშიებათ!-წამოვხტი მეც. ლევანს ექნება რამე? მაცივრის კარს ვაღებ და ცარიელია. ეს კაცი არაფერს ჭამს? ან რათ უნდა იმ ქერასთან ხომ შვენივრად ერთობა!-ყავა ჯობს!-ვამბობ და კარადიდან ყავას ვიღებ. ლევანს ეცინება და რამისაა ჩემს წინ დადებული თეფში ვესროლო. ვიზავდი კიდეც, ჩემი დედამთილი რომ არ იყოს! -მიირთვით!-მაგიდაზე ვუდებ ყავას, ლეილას. -საყვარელო, შენ არ გინდა?-აფერისტულად ვეუბნები. -არა, არ მინდა!-უარს აცხადებს, ლევანი.- საჭმელი რა გვაქვს?-ისიც განაგრძობს, ჩემს წვალებას. -დილას, რომ გავაკეთე ის!-ვეუბნები ყალბი ღიმილით. -ხო? როგორ მიყვარს! გამიცხელე რა!-ამბობს ლევანი. რა გავუცხელო? უნდა ახლა დედამთილმა მომკლას, ჩემს შვილს რატომ არ კვებავო? -გასუქდები საყვარელო!-ვეუბნები და ლეილაც ამ დროს სააბაზანოში შედის. -ნორმალური ხარ?-გადავდივარ შეტევაზე. -რატომ გაგიჩნდა ეს კითხვა?-ვითომც არაფერი ისე მეკითხება. -ხო, იცი დედამთილებს რა რეაქცია აქვთ, როდესაც თავისი შვილი რძალს მშიერი ყავს და მარტო ხარ და უნდა შეგეძლოს, რომ შენთვის რამე მოიმზადო!-ვეუბნები დაბალი ხმით. -გარეთ ვჭამ!-მპასუხობს ღიმილით. -ქერასთან ერთად არა?!-მეც სწრაფად ვამბობ და ვიაზრებ, რომ ეს არ უნდა მეთქვა! -ვინ ქერასთან ერთად? ვინმე კარგი გოგო იცი და არ მეუბნები?-ნაწყენისავით ამბობს ლევანი. ამ დროს კი ჩემი მშველელი ლეილაც გამოდის და ძალიან მიხარია პასუხს რომ გადამარჩინა. -სამსახურში ხომ კარგად ხარ, ნენსი?-მეკითხება დედამთილი. -კი, ყველაფერი კარგადაა!-ვცრუობ მე. -ლევანი, შენთან?-ეკითხება ახლა თავის შვილს. -ჩემთანაც!-მოკლედ პასუხობს, ლევანი. -იმ დღეს ლაშამ რომ ფოტო დადო, ლაშას შეყვარებული ხომ არ არის?-ღიმილით ეკითხება ლეილა. რატომ მიყვარდება ეს ქალი ასე ძალიან? იმიტომ, რომ ჩემს მაგივრად სვამს კითხვებს. ამდროს კი ლევანის მობილური რეკავს და ისიც ვერ ასწრებს პასუხის გაცემას. უკვე ვიეჭვიანე, ქერაზე! -ამ დღეებში მინდოდა გამოსვლა და ძლივს მოვახერხე!-იძახის დედამთილი. -თქვენ ხომ კარგად მიგდით სამსახურში საქმეები?-ვეკითხება მას. -კი, შილო! თქვენ იყოთ კარგად და...-ამბობს ლეილა. იცოდეთ, რომ ნაჩხუბრები ვართ! ლევანი სამზარეულოში შემოდის და სკამზე ჯდება. -ვინ იყო, საყვარელო?- ვეკითხები მე. სიტყვა საყვარელო, ყოველთვის მაღიზიანებდა, მაგრამ ახლა მის გასაღიზიანებლად ვამბობ. -ლაშა!-იძახის და ჩემსკენ იწევა და ყურთან დამჩურჩულებს: - ქერა!-მესმის და ლევანის ღიმილს ვხედავს. იდოტი! -სამსახურში თანაშემწეს ისევ ეძებ?-ეკითხება ლეიდა დეიდა. თანაშემწე! როგორ არ გამახსენდა, რომ ლევანი თანაშემწეს ეძებს! მიფრთხილდი, ჩემო ლევანიკო! კმაყოფილ ღიმილს ვავლებ გარემოს და ახლა მთავარია, ლევანის უარყოფითი პასუხი მოვისმინო, რომ ისევ ვერ შეარჩია ნორმალური თანაშემწე. -კი, ისევ ვეძებ!-ამბობს და მეც სიხარულისგან ყვირილს ვაპირებ, რომ მახსენდება მარტო არ ვარ! -ნორმალური არავინ ჩანს, სულ დაღლილი მოდის სახლში!-ვამბობ მე, ლევანის შესაწუხებლად. აბა, აქ ისეთი სიტუაცია მე და ლევანი ერთმანეთს, ჩვენი პასუხებით ვაბრაზებთ. -ხო, ვინმე კარგი გოგო მაინც გამოჩნდებოდეს!-იძახის ლეილა. გამოჩნდა უკვე, ქერა! რას ჩავიციკლე ამ ქერაზე?! -ხო, მაგრამ ფაქტია არავინ ჩანს!-ვამბობ ვითომ დამწუხრებული. *** -წავალ მე უკვე!-ამბობს ლეილა და კარებისკენ მიდის. -მეც მოვიდვარ!-ვიძახი მე.-მაღაზიაში! -საფულეს ავიღებ და!-მეტი დამაჯერებლობისთვის საძინებელში შევდივარ. -წავიდეთ!-ვამბობ და ლეილას წინ ვუშვებ. -ჩაო, ძირფასო!-ჰაეროვან კოცნას ვუგზავნი და კიბეებზე ჩავდივარ. -შვილო, ტანსაცმელს რითი რეცხავ? ლევანსაც და შენც დალაქავებულები გაცვიათ და ხო, არ გაგიფუჭა ფხვნილმა ტანსაცმელი?-მეკითხება ჩემი დედამთილი. -სხვადროს არ აფუჭებდა, მაგრამ ახლა გამიფუჭა!-ვცრუობ მე. დედამთილო, ზეთიანი წყლით გავრეცხე! -ნახვამდის!-მაღაზიასთან მისული ვემშვიდობები ლეილას. მაღაზიაში რა მინდა? არც არაფერი! უბრალოდ ხვალინდელი დღისთვის უნდა მოვემზადო! ხვალ რა ხდება? ხვალ დიდი დღეა, ჩემო ბატონებო! ლევანის სამსახურში მივდივარ და თანაშემწედ სამუშაოდ. ლევანი უფროსია და თავის თანაშემწეს აძლევს უფლებას, რომ აარჩიოს. როგორც კი იპოვიან თანამშრომელს, ეს გოგო ვინც ახლა ყავს თანაშემწედ საზღვარგარეთ მიდის. *** დილით ღიმილით ვიღვიძებ, რომ მახსენდება წინ რაც მელის. მალევე ვდგები და სააბაზანოში ღიღინით შევდივარ. მალევე გამოვდივარ და კარადაში წითელ, მოკლე კაბას ვარჩევ. ჩემს მწვანე თვალებს ვუყურებდ და შავ ფანქარს ვისვამ. ტუჩებსაც ვიღებავ და უკვე გამზადებული კარში ვდგავარ. მაღალქუსლიანებით კიბეებზე ჩავდივარ და გარეთ გასული ტაქსს ვაჩერებ. -ცოტა სწრაფად ვიაროთ!-ვეუბნები მძღოლს და ისიც თავს მიქნევს. მწყურია შურისძიება, ჩემი ხრიკებით! *** ლევანის სამსახურის შენობის წინ ვდგავარ და ღიმილით შევყურებ. სამსახურში შევაბიჯებ და ერთ-ერთი თანამშრომელი ჩემთან მოდის: -ნენსი, როგორ ხარ?-მკოცნის მარიამი. -მარიამ, შენ როგორ ხარ?-ვეკითხები ღიმილით. -კარგად! კარგი აღარ მოგაცდენ, მეც საქმე მაქვს!-მემშვიდობება მარიამი. ლევანის კაბინეტის, გვერდზე მდებარე კაბინეტში შევდივარ, სადაც ლევანის თანაშემწე, ლილიანა მეგულება. კარებზე ვაკაკუნებ და შევდივარ: -ნენსი, როგორ ხარ?-დგება ფეხზე. -კარგად, შენ?-ვეკითხები და მინდა საქმეზე მალე გდავიდე. -კარგად! ბატონი ლევანი თავის კაბინეტშია!-მპასუხობს ღიმილით. -მოდი, შევთანხმდეთ!-ვეუბნები ღიმილით. -ერთხელ ხომ მთხოვეთ ქალბატონი აღარ დამიძახოთო?-იცინის ლილიანა. -ლევანის მინდა სიურპრიზი გავუკეთო და ამის შესახებ არაფერი არ უნდა უთხრა.-ვეუბნები და სკამზე ვჯდები. -რა სიურპრიზი?-მეკითხება ღიმილით. -თანაშემწეს ხომ ეძებთ, ხოდა მე ვიქნები!-ვამბობ ღიმილით.-იმედია ჯერ არ აგიყვანიათ და სიურპრიზის გაკეთებაში ხელს არ შემიშლის! -არა, არ აგვიყვანია! ლევანის ძალიან გაეხარდება!-იძახის და ყავას აკეთებს. ალბათ, გაგიჩნდათ კითხვა თუ ლევანი უფროსი იყოო, რატომ არ მუშაობდიო მასთანო?! მართალი ხართ, მაგრამ ჩემი ნაშოვნი სამსახური მერჩივნა და მითუმეტეს დიზაინის მოწყობა. ლევანსაც უთქვია, ჩემთან იმუშავეო, მაგრამ უარი განმიცხადებია. -დღეიდან შემიძლია მუშაობის დაწყება?-ვეკითხები ლილიანას. - კი, რა თქმა უნდა!კარგია, რომ გამოჩნდით! მეც შემეძლება წასვლა საზღვარგარეთ!-ამბობს ის. ტელეფონმა დარეკა და ლილიანამ უპასუხა: -დიახ, ბატონო ლევან!-პასუხობს ის. მეც სახეზე კმაყოფილი ღიმილი მეხატება. ..................-ლევანი არ მესმის რას ეუბნება და ლილიანაც ტელეფონს თიშავს. -ყავას შევუტან!-დგება ის. -არა, მე შევუტან!-ფეხზე ვდგები და ყავას ვამზადებ. არანაირ ხრკს არ ვიყენებ და გემრიელ ყავას ვუმზადებ! ლევანის კაბინეტისკენ მივდივარ და კარებზე ვაკაკუნებ. -შემოდი!-ისმის ლევანის ხმა და მეც შევდივარ შიგნით. საბუთებში აქვს თავი ჩარგული და არ მიყურებს. საბუთებს გაკვირვებული დააჩერდა და შემდგეგ მე ამომხედა, ალბათ იგრძნო მე რომ ვიყავი. -შენი ახალი თანაშემწე, შენი ყავით!-გრაციოზულად ვაცხადებ მე. -რა მოულოდნელი სიურპირიზია!-ფეხზე დგება ლევანი.- ხო, ვამბობდი ჩემს ცოლს, ყველაზე კარგი სიურპრიზების გაკეთება შეუძლია-თქო! -ყოფილმა ცოლმაც უნდა იზრუნვოს ამაზე, არ მეთანხმები?-ვეკითხები და პატარა წვერზე თითს ვუსვამ. -და ყოფილმა ქმარმა მადლობა რით უნდა გადაუხადოს?-მაგიდას ეყუდება ლევანი და მეც მას ვბაძავ იმის განსხვავებით, რომ მე მასზე ვარ მიყრდნობილი. -ბატონო ლევან იცით...-ისმის ლილიანას ხმა და წამსვე მისი ჩახველება მოყვება. -ხო, ლილიანა!-ლევანი სწორდება და წვერზე ხელს ისვამს. -საბუთები მოგიტანეთ!-ეუბნება და საბუთები მიაწოდა ლევანს. -კარგი, გმადლობ!-ლევანი ამბობს და ანიშნებს, რომ გავიდეს. საბუთებთან ახლოს მიმაქვს ყავის ჭიკა და წამში, თეთრ ფურცლებზე შავი ლაქა ჩნდება. -ნენსი!-ისმის ლევანის ხმა. ეს ის ხმა იყო, დროა ნენსი თავს უშველოო! -ლევან!-მეც წამსვე მის ტონალობაში ვამბობ-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ვცდილობ ეგრე გამომივიდეს. -რა გააკეთე?-მეკითხება გაბრაზებული. -რა გავაკეთე?-ვუბრუნებ კითხვას, ისე თითქოს ჩემი ნებით არ გამეკეთებინოს. -დოკუმენტები გააფუჭე!-მიღრენს ლევანი. -არ ვიცოდი!-ვამბობ გულუბრყვილოდ. -ხომ ხარ, ღირსი...-სიტყვას აწყვეტინებს, კაბინეტში შემოსული ლაშა. -რა გაყვირებს, ბიჭო რა იყო?!-სიცილით ამბობს ლაშა.-ნენსი, შენც აქ ხარ? როგორ ხარ?-ხელს მხვევს ლაშა. -კარგად! შენ როგორ ხარ?-ვუღიმი ისე თითქოს, წუთის წინ არაფერი მომხდარიყო. -ისევ ისეთი სიმპატიური ვარ!-ამბობს ლაშა. -და საცოლე მაინც ვერ შეარჩიე ხო?-ვეუბნები სიცილით. -მთლად საცოლეც არა, მაგრამ ეგეც შეიძლება, არის ერთი!-იძახის ლაშა. -მართლა? არ გამაცნობ სარძლოს?-ვინტერესდები მე. -დიდხანს გააგრძელებთ?-გაბრაზებული ამბობს ლევანი. -შენ რამდენ ხანსაც იტყვი, ლევანიკო!-მის სახელს ხაზს ვუსვამ. -ხოდა ახლავე შეწყვიტეთ!-გვეუბნება და კაბინეტში ლილიანას ეძახის. -დიახ, ბატონო ლევან! გამარჯობა ბატონო ლაშა!- ერთდროულად იძახის ლილიანა. -ამ საბუთებს მოაწესრიგებ და ისე წახვალ სამსახურიდან!-დავალებას აძლევს ლილიანას. -მეც შემიძლია მოვაწესრიგო!-საუბარში ვერევი მე. -ლილიანა, გამომართვი და მოაწესრიგე!-ისევ, გაბრაზებული ტონალობით იმეორებს და საბუთებს ლილიანას აწვდის. ლილიანა კი კაბინეტიდან გადის. ---------------------------------------------------------- იმედია მოგეწონათ! დიდი მადლობა ყველას! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.