შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვით ირონიავ, მე შენ მიყვარხარ (8)


11-04-2016, 22:26
ავტორი mariam-mariam
ნანახია 4 595

-კარგი რა მარიამ, ხო იცი არა რომ შენთვის მხოლოდ კარგი უნდათ და მაგიტომაც შემოგთავაზეს აქედან წასვლა...
ოთახში ნინუცა შემოვიდა და უკვე დაზეპირებული ტექსტი გამიმეორა...
-არ მინდა ნინუცა არა, ჩემი წასვლით ეგონება, რომ გავურბივარ და არ მაწყობს... არ მინდა მშიშარა ვეგონო, მითუმეტეს, რომ არც ვარ..
ტირილით ვუთხარი და საწოლზე ემბრიონის ფორმაში დავწექი...
-კარგი რა პატარა ბავშვივით იქცევი
-გადი და მარტო დამტოვე
ისევ ცადა ლაპარაკის დაწყება, თუმცა მალევე შეწყვიტა, ნელა წამოდგა საწოლიდან და ოთახიდან გავიდა...
მხოლოდ მაშინ შევძელი ცრემლებისთვის გზა გამეკვლია და მწარედ ავტირდი...
ვტიროდი ჩემ უსუსურობაზე და ამით უფრო მშლებოდა ნერვები...
არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავი ესე, რეალობაში მხოლოდ კარების ხმამ მომიყვანა, თვალები ნელა გავახილე და კარებთან ატუზულ ზუკას გავხედე..
-შეიძლება?
-მოდი
ჩამწყდარი ხმით ვუპასუხე და ლოგინზე წამოვჯექი...
-გეხვეწები გაიღიმე ან შენ რომ იცი მწარედ მითხარი რამე რა, ესეთ მარიამს ვერ ვუყურებ..
გულწრფელად მითხრა და ცრემლები ცერა თითით მომწმინდა...
გამეღიმა მის გულწრფელობაზე...
-აჰა ესე არ ჯობია?! დაბრუნდა ჩემი ენამწარე.. - ღიმილით მითხრა და შუბლზე მაკოცა.. -იდეა მაქვს... - უცებ წამოიყვირა და სახე გაბრწყინებულმა გამომხედა... -მხოლოდ მე და შენ, ეხლა ამ წამს წავალთ ციცინათელაში და მაგრად გავერთობით თანახმა ხარ?!
ღიმილით დავუქნიე თავი და ლოგინიდან წამოვხტი, თხელი ჟაკეტი ავიღე და პირველ სართულზე ჩავედი...
-ჩვენ წავედით..
გასვლისას მიაძახა ზუკამ და კარები გამიღო..
-სად მიდიხართ?
თავი გამოყო ნინუცამ და ინტერესით გამოგვხედა ორივეს...
-საქმეზე
უცებ უპასუხა ზუკამ და რასაც ქვია გარეთ გამაგდო...



ნინა და აჩი
რამდენიმე დღეა უკვე, რაც დუშეთში ვართ და აჩის ჩემთვის ერთი სიტყვაც არ უთქვამს ქორწინებაზე...
მე კიდე უფრო და უფრო ვიბნევი...
ყოველი დილა იწყება ამაზ ფიქრით და ამაზე ფიქრითვე მთავრდება...
-ნინა დრო იწურება..
ამ დილით ჩვენი საუბარი სულ სხვანაირად დაიწყო და ცოტა არ იყოს გამიკვირდა კიდეც...
-ვიცი
ოხვრით ვუპასუხე და ისევ ჩემ საქმეს მივხედე..
-მერე?
-მერე რა?!
-მერე რა მოიფიქრე?
-ვერაფერი აჩი, განა იმიტომ რომ არ მიყვარხარ?! პირიქით იმაზე მეტად მიყვარხარ ვიდრე წარმოდგენა შეგიძლია, უბრალოდ ის ფაქტი მაღიზიანებს რომ ამ ყველაფერს "მოტაცება" დაარქვი... გეკითხა იქნებ მოგყვებოდი ჩემით?!
დაავამთავრე "გამოსვლა" და ოთახიდან უემოციოდ გავედი...
-ანუ არა?
-ანუ არ ვიცი
-ჩაალაგე მივდივართ
უხეშად მითხრა და საძინებელში გავიდა..
-სად მივდივართ?
არც მე ჩამოვრჩი უხეშობაში და უკან გავეკიდე..
-არ ვიცი თბილისში ან ბავშვებთან ბათუმში...
ჩემთვის არც შემოუხედავს ისე მითხრა და ტანსაცმლის ჩალაგება გააგრძელა... მეც უხმოდ გავედი ჩემ ოთახში და უცებ შევკარი ბარგი...
თხუთმეტ წუთში უკვე გზაში ვიყავით და ბათუმისკენ მივდიოდით...
-ამოიღე ხმა და დამლაპარაკე ნორმალურად არ შეგიძლია?!
დიდხნიანი დუმილი ისე მე დავარღვიე და გაბრაზებული სახით გავხედე..
-კიდევ სამი დღე ნინა, სამ დღეში თუ პასუხი არ მეცოდინება სამუდამოდ წავალ შენგან რაც არ უნდა მხოდეს, ჩემი წასვლის ბოლო წამსაც რო გადაიფიქრო და დამთანხმდე მიგიღებ, ისე როგორც ჩემ ცოლს შეეერება. მეტი სათქმელი მე არაფერი მაქვს...
ხმის აუკანკალებლდ მითხრა და ისევ გზას გახედა..
მე ყველაფერი გადამეკეტა, გავბრაზდი მის ესეთ სიმშვიდეზე, გავბრაზდი ჩემ თავზე, ესეთი ჩამოუყალიბებელი რომ ვიყავი და გავბრაზდი იმ დღეზე, როცა ისტერიკა მოვუწყვე "მოტაცებასთან" დაკავშირებით...
გაღიზიანებულმა თავი საზურგეს მივადე და ღრმად ამოვისუნთქე....


მარიამი და ზუკა

საღამოს ცხრა საათი იყო, საკმაოდ გრილოდა და წვიმასაც აპირებდა, ამიტომ თითო ოროლა ადამიანი თუ გაივლიდა აჩქაებული ნაბიჯებით, რომ წვიმაში არ მოყოლილიყო...
მხოლოდ ჩვნ მივდიოდით აუჩქარებლად და სიტყვების უთქმელად, თითქოს ორივე ვხვდებოდით, რომ ეს ყველაფერი მოძველებულ ფრაზაზე
"ყველაფერი კარგად იქნებაზე" მეტი და ნუგშის მცემელი იყო...
-მიყვარს ივლისის წვიმა..
ჩუმად ვთქვი და ნელა გავაპარე მზერა ზუკასკენ...
-ჰო, რომანტიული არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ წვიმა მეც ძალიან მიყვარს..
უცებ დამეთანხმა და გაღიმებულმა გამომხედა..
-როგორ ფიქრობ მოვა აქ?
-კარგი რა მარიამ აქაც მაგაზე ფიქრობ? ვერ მოვა და რომც მოვიდეს არ მივცემ იმის უფლებას რამე დაგიშავოს...
გაღიზიანებულმა მიპასუხა და ხელი გადამხვია...
ისევ მთელი ზოოპარკი გადმოსახლდა ჩემ მუცელში...
მეც დამშვიდებულმ მოვხვიე ხელი წელზე და გაყინული ცხვირი მის კანს გავუხახუნე, მალევე დაუბუსუსდა კანი და ღიმილით გამომხედა..
-ყვეაფრის მიუხედავად მაინც ენამწარე რჩები,
-ისევე როგორც შენ თვით ირონია...
არც მე დავრჩი ვალში და გახარეული გავიქეცი პარკისკენ...
-პირველი სად დავჯდე?
ინტერესით გადმომხედა და ხელში ბარათი აათამაშა...
-აი იქ..
ხელით ეშმაკის ბორბლისკენ ვანიშნე და მის წაშლილ სახეზე გამეცინა...
-არ მითხრა, რომ.....
აუ შანსი არაა.. შენ.... სიმაღლე... აუუ.. ზუკა მიშველე..
ბოლოხმაზე ვიცინოდი და ზუკას ვეყრდნობოდი, რომ არ წავქცეულიყავი...
-ეგრე ჰო, კარგი წამოდი...
უცებ გამიგდო ბეჭზე და ეშმაკის ბორბლისკენ წამიყვანა...
-კარგი რა დაწყნარი რისი გეშინია მე აქ არ ვარ...
დამაიმედბლად ვუთხარი და ერთ-ერთ "კაბინეტში" შევედით... ფანჯარასთან დავჯექი და აღტაცებით ვიყურებოდი ქვემოთ, რომელიც უფრო და უფრო პატარავდებოდა...
-აუ მარიამ გამოიწი აქეთ რა..
შეშინბული ხმით მითხრა და ხელზე დამქაჩა..
-კარგი რა რა პანიკიორივით იქცევი, არაფერი მოხდება მაქსიმუმ გაჩერდეს და მთელი ღამე აქ მოგვიწიოს ყოფნა, მინიმუმ ჩამოვარდეს და მოვკვდეთ..
ვითომც არაფერი ისე ვუთხარი და მისკენ გადავჯექი..
-აუ რა მაგრა დამამშვიდე..
ხმა უარესად აუკანკალდა და ჩემკენ მოიწია..
-აუ ეს რა მშიშარაა რა, არადა თავი გამოდო, თაზო რომ ჩამოვიდეს ვერ მოგეკარება ჩემი შიშითო და შენ სიმაღლის შიშზე კინაღამ ჩაიფსი და მაშინ რა დაგემარება აზრზე ხარ?!
სიცლით ვუთხარი და მხარზე ხელი გამხნევების ნიშნად დავკარი...
-მარიამ ნერვებს მიშლი...
უკვე გაღიზიანებულმა მითხრა და ხელები მომაშორა...
-აუ კაი რა რაზე გაბრაზდი...
უცებ შევწყვიტე სიცილი და გაფართოებული თვალებით გავხედე..
-არ გავბრაზებულვარ და ეხლა თუ უნდა შემადარო გოგოს, რომელიც წარა-მარა იბუტება და ტირის , ეხლავე გააღე კარები და შენი ნებით გადახტი , სანამ მე გადაგაგდე, ჯობია თვითმკვლელობა ეგონოს ხალხს, ვიდრე განზრახ მკვლელობის გამო მე ჩამსვევს ციხეში შვიდი წლით...
ისეთი სერიოზულობით მითხრა, უცებ მოვკეტე და ხედით ტკბობა განვაგრძე...
-კეტავენ უკვე..
დანანებით ვუთხარი და მორიგი ატრაქცინიდანაც გამოგვიშვეს..
-კაი არაუშავს, აქამდე ხო მარშუტკით მოვედით, ეხლა ფეხით წავიდეთ...
-სხვა გზა არც გვაქ ღამის თორმტი საათია და რომელი ნორმალური იქნება ამ დროს ქუჩაში...
ისე ვუთხარი, ადამიანს ეგონებოდა დიდი ფილოსოფიური პრობლემა გადაჭრაო...
-დედა რა ჭკვიანი მყავხარ გოგო შენ შემთხვევით ხო არ წვიმს კიდეც?
ზემოთ ამახედა და როგოც კი რამდენიმე წვეთი დამეცა მაშინვე წამოვიყვირე..
-ხალხო თვით მარიამ გამყრელიძე და ზუკა გურჩიანი, 21-ე საუკუნის ორი გენიოსი, ორი მშვენიერება და უბრალოდ ორი არაჩვეულებრივი ადამიანი გას თქენ წინ... თუ ფოტო ან ავტოგრაფი გნებავთ არაა პრობლემა, მოდით ოღონდ ნომერი მომეცი, facebookზე და ოდნოებზე დაგამატებ და დამამატე არ იყოს რა....
რამდენიმე გამვლელის ყურადღება კი დავიმსახრეთ, მაგრამ ყვლამ ხელი ჩაიქნია და თავის გზაზე წავიდა..
-გადარეული ხარ..
სიცილით მითხრა ზუკამ და გვერდზე ამომიდგა..
-გადარეული, რომელაც არასდროს არაფერი არ ეშველება..
მეც გამეღიმა და ნელი სვლით განვაგრძეთ გზა..
-ძალიან წვის და ცოტა ხო არ აგეჩქარებინა ნაბიჯისთვის?
სხვათაშორის მკითხა და ჩემსკენ ახლოა მოიწია..
-არა
უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე და სიცივიაგან გაუხეშეული ტუჩბი გავილოკე...
-მაპატიე მაგრამ ეს უნდა გავაკეთო
უცებ მომახალა და მაშინვე ტუჩებზე მეცა..
მკოცნიდა მთელი გრძნობით, მთელი არსებით....
თავიდან ვერ მივხვდი რას აკეთებდა, როცა გონს მოვეგე მისი მოშორება არც მიფიქრია, პრიქით უფრო გამოვიწვიე..
ცალი ხელი მოკლედ შეჭრილ თმაში შევუცურე, მეორე კი წვიმისგან მოტმასნილ ზედაზე მივაბჯინე და კოცნია ინიციაივაც ჩემ თაზე ავიღე...
-მაგიჟებ..
ტუჩებს ოდნავ მოშორდა და სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა..
-არც მე ვარ ნაკლებ დღეში..
მოწყვწტით ვაკოცე და გაშტერებულს თვალი ჩავუკარი...
-რა იყო ეხლა ეს?
უცებ დამეწია და შუა გზაში გამაჩერა...
-რაზე მეუბნები?!
უცებ მოვისულელე თავი და მის გაოცებულ სახეზდ გამეღიმა..
-რაც წეღან გააკეთე?
-რა გავაკეთე?!
-მარიამ..
-რა? მართლა ვერ ვხდები რა გავაკეთე..
-აი... ის ... წეღან.. რომ..
-რა წეღან..
-მარიამ ნუ მიშლი ნერვებს...
-რა??
-რატომ მაკოცე?
პირდაპირ მაჯახა და გამომცდელად დამაკვირდა..
-რა ვქენი..
-მარიამ..
-კარგი ჰო, წამოდი გავიყინე..
თავი გააქნია და უცებ ხელში ამიტაცა და სირბილით გააგრძელა გზა..
-რას აკეთებ?!
-ვცდილობ ჩემი ენამწარე არ გამიცივდეს თორემ მერე ვინღა გამამწარებს...
უცებ მითხრა და შუბლზე მაკოცა...
ნელ-ნელა წვიმა უფრო და უფრო იმატებდა და ჩემი ცახცახიც უფრო და უფრო იმატებდა... თვალები კი ისე მეხუჭებოდა, რომ წინააღმდეგობასაც ვერ ვუწევდი...
-ცოტაც პატარავ და მალე მივალთ...
ყურთან მიჩურჩულა და გავარვარებული ტუჩები მომაკრო შუბლზე...



№1 სტუმარი Black

Ra tbilia<3veli shemdegs<3

 


№2  offline წევრი gvanciii kereselidze

Auuu raaa magariii iyoooo <3
--------------------
G.ke

 


№3  offline წევრი natia-natia

Sayvarlebii male Dade raa

 


№4  offline წევრი mariami ♥

აუ აუ ძალიანნ მომწონსს ეხლაა მალეე ახალითავი რააა <3

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

ძალიან მომწიოინს განაგრძე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent