შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ცხოვრების გზა (vol.4)


12-04-2016, 15:31
ავტორი lag2
ნანახია 2 230

დედა,რომელიც უგონოდ ეგდო ძირს.ჩემს კივილზე მეზობლები შემოცვივდნენ მეტი არაფერი მახსოვს,გონს მხოლოდ საავადმყოფოში მოვედი,თვალები გავახილე და ჩემს გვერდით მხოლოდ ერეკლე დავინახე.
-როგორც იქნა საყვარელო,კარგად ხარ?
-დედა სად არის?
-ნუ ნერვიულობ ყველაფერი კარგად იქნება ჩემო ლამაზო.
-ვიმეორებ დედა სად არის?
-ახლა ოპერაციას უკეთებენ,თუმცა მალე ისევ შენს გვერდით იქნება.ეს გავიგე თუ არა ფეხზე წამოვხტი,დერეფანში გავარდი და ბოლო ხმაზე ყვირილი დავიწყე.ბოლოს რამდენიმე ექთანი მოვიდა და ვენაში რაღაც გამიკეთეს.შემდეგ არაფერი მახსოვს,გონს ისევ იმ პალატაში მოვედი,რომელშიც პირველად და ჩემს გვერდით როგორც წინათ ერეკლე დავინახე,ამჯერად მარტო არ იყო,ექიმიც იქ იდგა.
-ხალხი არ ხართ? გთხოვთ ვინმემ მითხარით დედა როგორ არის,გთხოვთ.უკვე თხოვნის თავიც არ მქონდა,ვჩურჩულებდი და ცრემლები ღაპა-ღუპით მცვიოდა.
-დამშვიდდით გოგონა,ნუ ინერვიულებთ.
-არ მჭირდება მე თქვენი დამშვიდდება,დედა მინდა და მითხარით რა ხდება.ეს კი არ ვთქვი,ბოლო ხმაზე ვიბღავლე.
-ძალიან ვწუხვართ გოგონა რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა,მხოლოდ ეს გავიგე ექიმისგან და კივილი დავიწყე.
-არა არა,ეს რა ხუმრობაა,ამის დროა ახლა? გთხოვთ,ძალიან გთხოვთ, დედას დაუძახეთ და უთხარით,რომ ჩემთან მოვიდეს.
-დამშვიდდი საყვარელო,დამშვიდდე,მე შენს გვერდით ვარ.
-რას მეუბნები ერეკლე,დედა აღარ მყავს ერეკლე,დედაც დავკარგე,ისიც წამართვა წყეულმა ღმერთმა.
-გთხოვ ათანასია,გთხოვ...
იმ ღამეს კიდევ რამდენიმე წამალი გამიკეთეს.
გონს უკვე სახლში მოვედი,თურმე რამდენიმე დღე მეძინა,დედაც დაუსაფლავებიათ.როდესაც გავიღვიძე ოთახიდან გავედი და დივანზე ერეკლეს ეძინა.
-ერეკლე,ერეკლე გაიღვიძე,თან ნელა გარყევ.
-ათანასია გაიღვიძე?როგორ ხარ? ხომ არაფერი გტკივა?
-არა,კარგად ვარ.შენ აქ რას აკეთებ?
-მარტოს ხომ ვერ დაგტოვებდი.ეს თქვა და ჩავეხუტე.
-არ მინდა ერეკლე,გთხოვ წადი,გევედრები,არ მინდა შეგეჩვიო,შეგიყვარო და შემდეგ შენც დაგკარგო,გამიგე ამდენს ფიზიკურად ვერ გავუძლებ,გთხოვ...
-მეც მეშინოდა შენთან მოჩვევის...თუმცა უკვე გვიანია ათანასია მე შენ უკვე შემიყვარდი...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent