შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თანამედროვე ურჩხულის ოდნავ შერეკილი პრინცესა(11)


13-04-2016, 00:00
ავტორი tsn
ნანახია 4 838

სესილი

საწოლზე ვისხედით, ორივე საწოლის ზედა მხარეს ზურგით ვეყრდნობოდით და ხმას არცერთი ვიღებდით..
- მე, მამას უნდა დავურეკო.. - წამოვიძახე მე..
- ნუ ღელავ, დავურეკე და ავუხსენი უკვე ყველაფერი - დამამშვიდა მან..
- ამას რატომ აკეთებ? -ვკითხე ცოტა ხნის დუმილის შემდეგ..
- რას? - გვერდით გაიხედა მან..
- რამდენიმე დღის წინ ვერ მიტანდი.. ახლა კი..
- მე არასოდეს მძულდი სესილი, უბრალოდ ხანდახან ძალაინ მაღიზიანებდი..
- და ახლა?
- რატომ მისვამ მასეთ შეკითხვებს.. უბრალოდ გაგიცანი და მივხვდი, რომ არ ხარ ისეთი, როგორი წარმოდგენაც მქონდა..
- გასაგებია - ავიჩეჩე მხრები.. ძალიან მინდოდა მეკითხა რას გრძნობდა, მაგრამ არაფერი ვკითხე.. ჩემსა და მას შორის ურთიერთობა უკეთესობისკენ იცვლებოდა, ვინ იცის, იქნებ ერთ დღეს უკითხავადაც კი ეთქვა..
....

ბატონი ლევანი განადგურებული იყო.. აქამდეც იცოდა, რომ ეკა ცოცხალი იყო, უფრო სწორად სულ რამდენიმე წელია, რაც გაიგო, მაგრამ ემოციებს თოკავდა.. ვერ ეტყოდა შვილს, რომ დედამისი, რომელიც ''მკვდარიც'' კი ასე უყვარდა, სინამდვილეში მოღალატე და ფლიდი ადამიანი იყო.. ადრე ძალიან უყვარდა ეკა.. იმდენად, რომ ერთი წლის წინაც რომ დაბრუნებულიყო, მიიღებდა.. დაივიწყებდა სიამაყეს, ღირსებასაც კი და სესილის დედის გაცნობის საშუალებას მისცემდა.. მაგრამ ახლა, ახლა უკვე აღარაფერს გრძნობდა.. მიხვდა, რომ ქალი, რომელიც წარსულში უყვარდა, ჯერ კიდევ მაშინ მოკვდა, მანამ სიკვდილს გაითამაშებდა.. იცით რა იგრძნო? - იმედგაცრუება.. როგორც რემარკი ამბობს: '' იმედგაცრუება არის ყველაზე ძლიერი გრძნობა.. არა ეჭვი, ან სიძულვილი.. მათ შემდეგ სულში კიდევ რჩება რაღაც, იმედგაცრუების შემდეგ კი არაფერი.. ახლა ერთადერთი ქალი, რომელზეც შეეძლო ეფიქრა მისი შვილი იყო.. უნდა დაეცვა ეკასგან და არ უნდა დაეთმო.. იცოდა, რომ სესილი სწორ გზას არასოდეს გადაუხვევდა.. თუმცა ეკა უნდა მოეშორებინა, ახლა, როცა მკვდრად აღარ ითვლება, აუცილებლად უნდა გაეყაროს.. ოთახიდან გავიდა, აივანზე უნდა გასულიყო, როდესაც მაგიდასთან მჯდომი მაია დაინახა.. წამით ყველაფერი დაავიწყდა.. მაია ჩაფიქრებული იჯდა და ყავის ფინჯანზე თითებს დააცოცებდა.. შეხედა და მიხვდა, თუ რა სურდა მომავალში.. ამ აზრში დარწმუნებულმა აკრიფა ადვოკატის ნომერი და დარეკა.. სიტუაციის ახსნის შემდეგ ადვოკატმა დაამშვიდა.. იმ შემთხვევაშიც კი თუ ეკა უარს იტყოდა, სასამართლო განქორწინებას დაუმოწმებდა, რადგან ის, რაც ეკამ ჩაიდინა, ასე ვთქვათ, დანაშაულიც კი არის.. თანაც ამ ამბის მოგვარება ერთ კვირაზე მეტს არ გასტანს.. ოთახში გავიდა, მაიას გვერდზე დაუდგა, ღრმად ჩაისუნთქა და პირდაპირ ჰკითხა
- ცოლად ხომ გამომყვები? - მაია არ მოელოდა და თითქმის ჩაყლაპული ყავა გადასცდა, საშინელი ხველა აუტყდა, ლევანმა კი ''მოასულიერა და გაუმეორა შეკითხვა..
- დარწმუნებული ხარ? აბა შენი ცოლი?
- მასე ნუ ეძახი - გაბრაზდა ლევანი - ის არაა ჩემი ცოლი, მხოლოდ ჩემი შვილის დედაა, მე და შენ პატარები აღარ ვართ - მის წინ დაიხარა - გაცნობიერებული მაქვს რასაც ვგრძნობ შენს მიმართ.. სესილის გეფიცები, რომ ამას ეკას ჯიბრზე არ ვაკეთებ.. ეს ჩემი ერთადერთი სურვილია.. - მაიამ ხელი ჩასჭიდა, თავი.მაღლა ააწევინა და თვალებში ჩახედა..
- არაა საჭირო ფიცი, შენი სიტყვების ისეც მჯერა.. ჩვენ ორივეს წაგვართვეს ბედნიერება, ახლა კი ცხოვრებამ მეორე შანსი მოგვცა, რომ ერთმანეთი გვეპოვა.. რომ იცოდე, როგორი მადლობელი ვარ სესილის, რომ აქ წამოგვიყვანა.. იმიტომ კი არა, რომ აქ დიდი კომფორტი და ფუფუნებაა, არამედ იმიტომ, რომ.აქ შენ ხარ.. შენ ძალიან ძვირფასი გახდი.ჩემთვის.. ის, ვინც ვერცერთმა მამაკაცმა ვერ შეძლო.. რადგანაც, რაც არ უნდა ბევრ ადამიანს შეხვდე, როცა შენი სულის ნაწილს ხვდები, მაშინვე გრძნობ ამას..მე თანახმა ვარ.. - ლევანს გაეღიმა, ახლოს მივიდა და მთელი ძალით მოეხვია.. რა ცუდია, რომ ეს სცენა სესიმ ვერ ნახა, თუმცა ნია იქ არ იყო? ამ ყველაფერს კამერით იღებდა თავისი უკვე დაიკოსთვის..
...

დემეტრეს სახლი სრულ ბედნიერებას მოეცვა ანას გამო.. ყველას უხაროდა და იზიარებდა მის ბედნიერებას.. არც არჩევანს უწუნებდნენ, რადგანაც ლაზარეს დიდი ხანია იცნობენ და ძალიანაც უყვართ.. ანას მამამ მაშინვე გააშლევინა მაგიდა და საყვარელი ქალიშვილის გათხოვება ''დაასველა''
...
მეორე დღეს გახარებულმა ნიამ ლუკას დაურეკა და სიხარულით წავიდა შესახვედრად..
- ლუკაა - დაიყვირა შორიდან ბიჭს და ყელზე ჩამოეკიდა.. ლუკამაც ჩასჭიდა ხელი და ჰაერში დააბზრიალა..
- რა მოხდა პრინცესა.. რაღაც ეიფორიაში ხარ..
- რა და დედაჩემი თხოვდება.. - კისკისებდა ანა..
- ანუ დედაშენმაც დაგასწრო გათხოვება - დასცინა ლუკამ..
- ბოროტო, - ხელებიდან დაუძვრა და გაიქცა- დამიჭირეე - უყვირა და პეპელასავით გაფარფატდა.. ლუკასაც არ უფიქრია ზედმეტი და გაეკიდა.. ცოტა ხანს ასე ირბინეს და ლუკამ მაინც დაიჭირა, ხელში აიფრიალა და უთხრა
- აქამდე მხოლოდ ვარსებობდი, ახლა კი ვცოცხლობ შენთან ერთად, შენ გამო.. - ნიას გაეღიმა და.უეცრად ეცა ბიჭს ბაგეებზე, მოწყვეტით აკოცა და მოეხვია..

...
სესილის ტკბილად დასძინებოდა, დემეტრე კი იყურებდა მას და იღიმოდა.. ხელი სახეზე დაუსვა.. თვალთან ისევ სველი ჰქონდა, ეტყობოდა, რომ იტირა.. მან მოაშორა სისველე და ახკა თმაზე დაუწყო მოფერება.. რამდენჯერაც არ უნდა ეცადა და როგორი მონდომებითაც, ამ გრძნობას ვერაფერს მოუხერხებდა.. ახლა კი აღარც უნდოდა, რომ გაექრო ეს სიყვარული.. ეს მისთვის სრულიად ახალი იყო და იმდენათ ძლიერი და სუფთა, რომ უბრალოდ აღარ ეთმობოდა.. ყოველთვის, როცა მასთან იყო პულსი უჩქარდებოდა და გული ლამის საგულედან უხტებოდა.. მაგრამ ჯერ არაფერს ეტყოდა.. მანამ, სანამ მასაც არ შეაყვარებდა თავს, სიყვარულზე არ დაელაპარაკებოდა.. ცოტა ხანს უყურა, შემდეგ მეორე მხრიდან მოუარა საწოლს და გვერდზე მიუწვა.. ცოტა ხანს წრიალებდა სესილი, ხან ფეხს მოარტყამდა, ხანაც ხელს, ბოლოს მისკენ გადაბრუნდა და ხელები ისე შემოსჭიდა, როგორც ბალიშს შემოხვევს ხოლმე, მკერდზე ცხვირი გაუხახუნა და მეტად აღარც განძრეულა.. ასეთი რამ ჯერ არც უგრძვნია დემეტრეს.. დაძინებას ცდილობდა და ვერ ახერხებდა.. სესილის თმაზე ეფერებოდა და თან მის სურნელს სუნთქავდა...
დილით, როდესაც გაეღვიძა, სესილი აღარ იწვა მის გვერდით.. ნელ-ნელა წამოდგა, მოემზადა და გავიდა.. საკმაოდ კარგი სურნელი ტრიალებდა.. სამზარეულოში შეიხედა და სესილი ბართან დაინახა, თმა ორ ნაწნავად დაეწნა და ტანზე მისი მაისური მოერგო,.. მაშინვე შენიშნა სესილიმ მომღიმარი დემეტრე..
- დილამშვიდობის, იმედია არ გაბრაზდები, დაუკითხავად ავიღე შენი ზედა, ჩემი დამესვარა, გავრეცხე და მანამ...
- არაა ახსნა საჭირო.. ძალიან გიხდება..
- გმადლობ..
- არაფრის.. რას ამზადებ? - თემა შეცვალა უცებ..
- ბლინებს, აქ მარწყვის ჯემიც ვიპოვე.. შენ კი გუშინ რაღაც-რაღაცებიც გიყიდია..
- იცოდე, არ მიმწამლო, წამლებიც კი არ წამომიღია - გაეხუმრა დემეტრე
- ჩავთვალოთ არ გამიგია - გაეღიმა გოგონას და რამდენიმე მზა ბლინი დაუდო თეფშზე.. მშვენივრად ისაუზმეს.. შემდეგ დემეტრემ უთხრა, რომ ისე არ წაიყვანდა თბილისში, თუ ილიას სახლ-მუზეუმს არ ნახავდნენ და წავიდნენ კიდეც.. სესილი ძალიან კმაყოფილი იყო..
- კიდევ ერთ ადგილზე უნდა წაგიყვანო - უთხრა დემეტრემ და ხელი ჩასჭიდა.. ცოტა ხანს იარეს და ერთ ძალიან პატარა სახლს მიადგნენ.. ძალაინ ლამაზი ეზოთი.. - იცი, ეს სახლი მე და ბაბუამ ავაშენეთ, პატარაა, მაგრამ აქ უამრავი სასიამოვნო მოგონებაა. ეს სახლი ჩემი თავშესაფარია, როდესაც ცუდად ვარ აქ მოვდივარ..
- ძალიან მაგარია - შეაქო გოგონამ და გაიღიმა.. დემეტრეს კი ძალიან უყვარდა მისი ღიმილი და მასაც გაეღიმა..
- აქ არასოდეს არავინ მომიყვანია.. ერთადერთი, ვინც აქაა ნამყოფი დედაჩემია, ახლა კი შენც.. - სესილის ისევ გაეღიმა.. აქაც ცოტა ხანს დაყოვდნენ და მალე თბილისის გზას დაადგნენ.. სესილი სახლში მიიყვანა, მისულები არ იყვნენ, როცა ნია გამოქანდა და სესილი ლამის გაჭყლიტა
- ჰეი, ცერცეტავ.. რა გჭირს?- იკითხა სესიმ..
- უბრალოდ უყურე - კამერა მიაწოდა და ჩანაწერი აჩვენა.. სიხარულისგან სესილიმაც ხტუნაობა დაიწყო..
- ხო ასეა, მაგრამ ჯერ არაფერი არ უთქვამთ - ბრაზდებოდა ნია..
- მაშინ ვათქმევინოთ.. - ჩაილაპარაკა სესილიმ.. მათ შემყურე დემეტრეს ეღიმებოდა, ცოტა ხანში კი სახლშიც წავიდა.. მუშაობის ხასიათზე არ იყო.. გულით სათუთ გრძნობას დაატარებდა და უზომოდ ბედნიერი იყო.. ნერვები მოეშალა, როდესაც სახლში მისულს ლიკა დახვდა და უფრო მეტად გაბრაზდა, როდესაც სესილი უხეშად მოიხსენია, ამიტომ უყვირა.... ამ დროს ლიკა უკვე მიხვდა, რომ მისი შიში გამართლდა და დემეტრეს სესილი შეუყვარდა, მაგრამ ამას ისე არ დატოვებდა..

სესილი..
სახლში მისულს ძალიან კარგი ამბავი დამხვდა.. მამაჩემს ცოლი მოჰყავს.. ჩემგან ცოტა სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ახლა ყველაზე მეტად მინდა, რომ ბედნიერება იპოვოს, ამაში ხელს არ და ვერ შევუშლი, შემდეგ ჩემს თავს ვერასოდეს ვაპატიებ, რომ რაიმე ისე ვქნა.... პირდაპირ მამასთან ავედი და ზურგზე შევახტი..
- მომენატრე მაა, ძალიან მიყვარხარ - უცებ გაისმა მისი სიცილი, სასაცილოდ დამაბზრიალა, ზურგზე მომიგდო და შდეგ დამსვა..
- მიხარია, რომ მოხვედი და მ..
- მამაა, მოდი ამაზე საუბარი არ გვინდა, კარგი? შენ არაფერ შუაში ხარ, ცხოვრებაში შენზე კარგი ადამიანი არ მინახავს.. ყველაფერი ეკას ბრალია.. ეს მან მოგვატყუა.. მან მიგვატოვა და შენ რატომ გაგიბრაზდე ამაზე.. ჩემი ოჯახი შენ ხარ.. ოჯახის წევრები კი ერთმანეთს მხარში უდგანან - მისი ხელი ავიღე - მამა გთხოვ, დამპირდი, რომ მალე მოაგვარებ მასთან გაყრის საქმეს, ახლა როცა გამოჩნდა, ქვრივი აღარ ხარ და რიგი იურიდიული საქმეებია მოსაგვარებელი..
- მზადება უკვე დავიწყე - ლოყაზე მიჩქმიტა მან, რაც მთავარია ბედნიერი ჩანდა..
- კიდევ რამე ხომ არ გაქვს სათქმელი - წარბები მაღლა ავზიდე..
- მოდი ჩემთან - გვერდზე დამისვა - მინდა, რომ ყველაფერი სწორად გაიგო, როცა ეკას გავეყრები, მაიაზე უნდა დავქორწინდე, გუშინ ვთხოვე ხელი და თანახმაა, მე კი მეტის მოცდა აღარ მინდა
- ვიცოდი, ვიცოდი - ცეკვა დაიწყო გოგონამ, ლევანმა კი ხელი ჩაიქნია და ოთახიდან გავარდა..
ეკამ, როგორც მოველოდით მშვიდობიან მოლაპარაკებაზე უარი თქვა და სასამართლოს მივმართეთ.. პროცესზე მას ეგონა, რომ ვერაფერს დავუმტკიცებდით, როდესაც ჩვენების მისაცემად ლაზარე გამოვიდა..
- ზაფხულის მშვიდი საღამო იყო და იმ დღეს გასეირნება გადავწყვიტე.. სესილი ნაპირზე იყო, ეკა წყალში ... ნაპირზე მივსეირნობდი, როდესაც წამიერად აირია ამინდი.. ქარი, წვიმა, ელ-ჭექი.. აღელვებული ზღვა.. ამ ოჯახს ყოველთვის ვიცნობდი და სესილი მუდამ დასავით მიყვარს.. არც დავფიქრებულვარ, ისე მივვარდი სესილის, რომელიც ზღვაში შედიოდა დედამისთან.. ის როგორც იქნა ნაპირზე ამოვიყვანე, უკან რომ შევბრუნდი, ძლივს მივდიოდი, თუმცა ეკა იქ უკვე აღარ იყო, ვიფიქრე, რომ წყალმა გაიტაცა, ძებნას ვაპირებდი, მაგრამ ამინდმა კიდევ გაუარესება დაიწყო და ვერ შევძელი - სესილის თვალზე ცრემლი მოადგა, ადგილზე დაბრუნებულ ლაზარეს მაგრად ჩაეხუტა და კიდევ ერთხელ აგრძნობინა, რომ ძალიან უყვარს.
.უკვე ყველაფერი კარგად იყო, ლევანმა და მაიამ მოკრძალებული ქორწილი გადაიხადეს და თაფლობის თვეშიც კი წავიდნენ.. ახლა უკვე ლაზარეს და ანას ქორწილი იგეგმებოდა.. სულ ორი თვე ჰქონდათ.. ყველანი აქტიურად იყვნენ ჩართულები.. ნია და ანა მთელი დღეები საქორწინო კაბებს ეძებდნენ.. ლუკა და ლაზარე სტუმრების სიას ადგენდნენ და მოსაწვევების დიზაინს არჩევდნენ.. აი დღეს კი მე და დემეტრე საქორწინო დარბაზების ვარიანტების სანახავად მივდივართ, მაგრამ ჯერ არ ამდგარა.. ამიტომ ოთახში შევეჭერი, ფარდები გავხსენი და საწოლზე ჩამოვუჯექი.. არ თუ ვერ იღვიძებდა და ცხვირზე ხელი მოვუჭირე, მან უცებ გამაშვებინა და ერთი.მოძრაობით ჩემს ზევიდან მოექცა
- გული გამიხეთქეე - გულთან დავიდე ხელი.. - მან თითი ცხვიეზე მომარტყა და ჩაილაპარაკა
- სულელი გოგო ხარ..
- გმადლობთ- მის გარდეროვს მივადექი, გავაღე დაუკითხავად (ვითომ ტანსაცმელებს ვეძებ)..
- ეს არა, ეს არა, არა, არა და არა.. რა არის, შავ-თეთრის მეტი არაფერი გაქვს?
- კი, ნაცრისფერი - აიჩეჩა მხრები.. მე კი ჩამეღიმა.. - ეს მაჩუქე რა - ავუტყდი ერთ-ერთ საროჩკაზე..
- კარგი, შენი იყოს - მითხრა უპრობლემოდ, ამ დროს უკვე ფეხზე იდგა (ჩაცმული)
- სერიოზულად, რა მაგარია.. - ახლოს მივედი და გახარებულმა ლოყაზე ვაკოცე.. - ახლა მოემზადე და გავდივართ.. - მივაძახე და გამოვედი.. მისი საროჩკა შევინახე და დაველოდე.. ცოტა ხანში უკვე შესაძლო ვარიანტებს განვიხილავდით..

ქორწილის დღეც დადგა.. ყველაფერი ნორმალურად იყო, მაგრამ მაინც ნერვიულობის პიკი იყო, ათასი ხალხი, აურზაური.. შემდეგ კი კიბეზე მომავალი ულამაზესი დედოფალი.. ლაზარეს პირი დაეღო.. ქორწილში გიორგიც იყო დაპატიჟებული და წარმოიდგინეთ ლიკაც.. მიუხედავად მათი იქ ყოფნისა ყველაფერი იდეალურად იყო.. წყვილმა ჯვარი სამებაში დაიწერეს.. შემდეგ კი იყო გართობა.. ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი კი ლუკამ შექმნა.. უეცრად სინათლე ჩაქრა და მაღლიდან დიდი ეკრანი ჩამოუშვეს.. მხოლოდ ის ანათებდა.. პირველად ლიკას სურათი გამოჩნდა, რომელიც ლუკას ხელით იყო შესრულებული, შემდეგ კი ლამაზი სლაიდ შოუ წავიდა... ლუკამ დაიწყო
- მე ძალიან ბევრი ვარიანტი მქონდა თავში, თუ რას გეტყოდი.. ახლა კი აქ ვდგავარ და დაბნეულს ყველა სიტყვა დამავიწყდა.. შენ იცი, რომ ძალიან მიყვარხარ, ამიტომ მინდა გთხოვო, ცოლად გამომყევი - ეკრანის წინ შუქზე დააყენა და ჩაიმუხლა და ლამაზი ბეჭდის ყუთი გახსნა.. ნიამ ცრემლი მოიწმინდა და დაიყვირა
- თანახმა ვარ.. ამას მოჰყვა უამრავი ემოცია და მილოცვა..
ყველაფერი ჩვეულებრივ იყო, რამდენჯერმე გიორგიმ ჩემთანაც იცეკვა.. არ ვიცი რატომ, მაგრამ ლიკა ორივეს ცუდად გვიყურებდა.. ცოტა ხანში ჩემთან დემე მოვიდა, ხელი ჩამჭიდა და საცეკვაოდ გამიყვანა.. ნაზ მელოდიაზე ვცეკვავდით.. ერთი ხელი წელზე მოეხვია, მეორე ხელზე, მაბრუებდა მისი შეხება.. ერთიანად ჟრუანტელი მივლიდა.. გული საოცრად სწრაფად მიცემდა.. მის სუნთქვას ყელზე ვგრძნობდი.. ხელს მაგრად მჭიდებდა, თორემ ისე დავეცემოდი კიდეც.. ჩემი ეს მდგომარეობა ღიმილს ჰგვრიდა.. მე ცოტა გამოფხიზლება მოვისურვე და საპირფარეშოსკენ წავედი.. იქიდან გამოსულს ხელი დამავლეს და გვერდზე გამათრიეს.. შევხედე და ამოვისუნთქე, დემეტრე როცა დავინახე..
- რას მიშვრები სესილი - ჩაილაპარაკა უფრო თავისთვის და ტუჩებზე ტუჩები მომაკრა.. საოცარი გრძნობა იყო.. რაღაც ძალიან ძალიან თბილი და ღრმა.. კოცნაშ მეც ავყევი, მალე მომშორდა და გულზე მიმიკრა..
- სულ მთლად გამაგიჟე - თმა ყურზე გადამიწია, მერე ისევ მაკოცა, წამში მომშორდა და წავიდა.. ცოტა ხანს ასე ვიდექი.. გაშეშებული და გაოცებული.. გულზე ხელი მქონდა მიბჯენილი, ისევ მის სურნელს ვგრძნობდი და მისი ტუჩების სიმხურვალეს.. ძლივს გამოვფხიზლდი და დარბაზში დავბრუნდი..




*******
მოგწონთ? ველოდები შეფასებებს.. მიყვარხართ ძალიან ♥♥♥



№1 სტუმარი hipo

sauketeso xar ^^

 


№2  offline მოდერი tsn

hipo
sauketeso xar ^^

გმადლობ ♥♥

 


№3 სტუმარი A

Vau umagresia. Eogorc yoveltvis ertmanetze uketesia yvela tavi.....

 


№4  offline მოდერი tsn

A
Vau umagresia. Eogorc yoveltvis ertmanetze uketesia yvela tavi.....

ძალიან დიდი მადლობაა love

 


№5  offline წევრი natia-natia

ვოვ მაგარია ძაან

 


№6  offline მოდერი tsn

natia-natia
ვოვ მაგარია ძაან

გმადლობ, მიხარია, რომ მოგწონს ♥

 


№7  offline წევრი nuki-nuka

ძალიან მაგარია love

 


№8  offline მოდერი tsn

nuki-nuka
ძალიან მაგარია love

გმადლობ love

 


№9  offline წევრი lilearchvadze:)

აუ ძაან კაია მარა მეშინია გველი ლიკასი :(

 


№10  offline მოდერი tsn

megikeshelava))
აუ ძაან კაია მარა მეშინია გველი ლიკასი :(

ყველაფერი მაინც კარგად დასრულდება ♥♥

 


№11 სტუმარი Black

Mm mainteresebs intriganka:/male dade ra..<3

 


№12  offline მოდერი tsn

Black
Mm mainteresebs intriganka:/male dade ra..<3

საღამოს დავდებ ახალ თავს love

 


№13  offline წევრი სალოო

მაგარი მოთხრობაა ^_^ ძაან ძაან მაგარი ხარ ^_^ <3 <3 შემდეგი მალე დადე რა გთხოვ <3 ველოდეეები <3

 


№14  offline მოდერი tsn

სალოო
მაგარი მოთხრობაა ^_^ ძაან ძაან მაგარი ხარ ^_^ <3 <3 შემდეგი მალე დადე რა გთხოვ <3 ველოდეეები <3

მიხარია, რომ მოგეონა, უკვე დევს მე-12 თავიც winked

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent