შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქაოსი. #3


13-04-2016, 03:38
ავტორი ჯია
ნანახია 4 733

ბევრმა კოცნამ გამაღვიძა, თვალები გავახილე. გიო ბედნიერი ღიმილით სახეს მიკოცნიდა.
-დილა მშვიდობისა. -უფრო თვალისმომჭრელად გამიღიმა და ხელში ამაფრიალა.
-სად მიმარბენინებ? -სიცილით ვკითხე და ხელები მოვხვიე კისერზე წონასწორობის დასაცავად.
გიომ არაფერი მიპასუხა აბაზანაში შემიყვანა და ავსებული ქაფიანი ჯაკუზის წინ დამსვა, პიჟამოები გამაძრო, თვითონაც გაიხადა, აქაფებულ წყალში ჩაწვა და მეც თან წამიყოლა.
-არანორმალური ხარ. -სიცილით ვუთხარი და ქაფიანი თითი მოვუსვი ცხვირზე.
-გეთანხმები. -ზურგით მიმიკრა მის გულზე და ხელები მუცელზე მომხვია. მეც თავი მის კისერში ჩავრგე, თვალები დავხუჭე და გავიყუსე.
-არ იმოძრაო. -ხრინწიანი ხმით მითხრა და კისერში კოცნა დამიწყო, ერთი ხელით მკერდზე მეფერებოდა, მეორე კი ფეხებს შორის ჩამიცურა. სიამოვნებისგან ჯაკუზის კიდეებს ჩავეჭიდე და თავს ვიმაგრებდი, რომ გული არ წამსვლოდა. ვნებიანი ბგერები ამოვუშვი და მგონი კიდევ უფრო გამოვიწვიე გიო.
-ვგიჟდები.. ეს ხმა ჩემი ნარკოტიკია. -მეჩურჩულებოდა ყურთან და ვნებიანად მიკოცნიდა იმ ტერიტორიას.
რამდენიმე წუთიანი დაუვიწყარი ვნების შემდეგ, აბაზანაში მხოლოდ ჩემი გახშირებული სუნთქვა ისმოდა.
-შენ ხარ საოცრება. -ძლივს ამოვილუღლუღე, თავი მივატრიალე და ტუჩებზე მოწყვეტით ვაკოცე. თვალების გახელის თავი არ მქონდა, ისე ვიყავი სიამოვნებისგან გადაღლილი.
-მოსაწევი გინდა? ბიო არ არის, ნუ გეშინია.
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. გიომ ხელი გადაწია და მოსაწევით სავსე ბოთლი საიდანღაც ამოაძრო.
-შენ ააფეთქებ თუ ჩამიკიდებ?
-მე ჩეგიკიდებ. -როგორც იქნა თვალების გახელა ვინებე და ოდნავ წამოვჯექი, რომ ადვილად ჩამეკიდებინა. ორი ნაპასი ამოარტყა და ბოთლი მომაწოდა, იგივე პოზიციას დავუბრუნდი და მეც ორი ღრმა ნაპასი დავარტყი. ისევ ჩავრგე თავი გიოს კისერში და მოვეშვი.
-ნამდვილი სამოთხე მომიწყვე. -ჩემი თითები მის თითებში ავხლართე და მაგრად მოვუჭირე ხელები.
-მიყვარხარ. -თავზე მაკოცა და ვიგრძენი ისიც როგორ მოეშვა.
-დათა მოვა ცოტახანში. -მითხრა გიომ.
-უნდა შემოგვიერთდეს? -ვიკითხე და პასუხი რომ ვერ მივიღე, გიოს გავხედე. მისი სახის გამომეტყველებაზე სიცილი ვეღარ შევიკავე და ისეთი ხარხარი ავტეხე მუცელი დამეჭიმა, მეგონა ვეღარ ამოვისუნთქავდი.
-ერთხელაც იქნება მაგის გამო ტუჩებში მოგხვდება. -მითხრა წარბებშეკრულმა.
-კარგი ვიხუმრე, რა გჭირს? -გავეღრიჯე და ჯაკუზიდან ამოვძვერი. -აი, მგონი ჩვენი ბიჭიც მოვიდა. -გამეცინა და ხალათი მოვიცვი.
-მე გავაღებ. -გიოც ამოძვრა და ირიბად გამომხედა. მანაც ხალათი მოიცვა და კარის გასაღებად წავიდა. მის საქციელზე ისევ ამიტყდა სიცილი, არა აშკარად მაგარი დაბოლილი ვარ.
-ლისა მოვიდა. -შემომძახა გიომ და მეც სამზარეულოში გავედი.
-რა თვალები გაქვთ? დაბოლილები ხართ? - გაეცინა ლისას.
-დღე სასიამოვნოდ დავიწყეთ. -თვალი ჩავუკარი დაქალს და გადავკოცნე.
-მეც მინდა.
-ბოლო ჩაყრა მოვწიეთ, შენ ძმობას ვფიცავარ. -უთხრა გიომ.
-თქვენ რა ადამიანები ხართ? მე ორი დღეა თქვენი ექსტაზების გამო ენა გადმოგდებული დავდივარ. თქვენ გამო პოლიციასაც კი ჩავუვარდები ხელში და თქვენ ისე მოწიეთ არც კი მახსენეთ ხო? -ისეთი ტრაგიზმით წარმოთქვა სიტყვა, წარმოსახვითი ცრემლი მოვიწმინდე, მივედი და ჩავეხუტე.
-გვაპატიე, დაო, ეს გამოუსწორებელი და უპატიებელი შეცდომა.
-თქვენ ორივეს ძალიან მაგრად გაკლიათ, ხო? -გაფართოებული თვალებით გვიყურებდა გიო.
მე და ლისას სიცილი აგვიტყდა.
-მიდი გააღე, ეს მართლა დათა იქნება. მე შევალ ჩავიცმევ. -ოთახში გავედი და სპორტულები ჩავიცვი.
-კირუსი, როგორ ხარ? -შემომეგება დათა სამზარეულოში, რომ გავბრუნდი.
-ერთი ეგრე არ დაგიმახინჯებია ჩემი სახელი და მაგასაც მომასწარი.
-ახლა რაღაცას გეტყვი და ძალიან გთხოვ პანიკის გარეშე. -გამაფრთხილა დათამ.
-გუშინ ვაპირებდი თქმას, მაგრამ გადავიფიქრე. -კეფა მოიფხანა გიომ.
-რამხელა შესავალს აკეთებთ, რას ეუბნებით ასეთს? ამოღერღეთ. -აცქმუტდა ლისა.
-რა მოუთმენელი დაქალი გყავს, ეს ვინ არის. -წაკბინა დათამ.
-მშვენივრად იცი ვინც ვარ. -შეუღრინა ლისამ.
-ნუ დაჭამთ ახლა ისევ ერთმანეთს. -თვალები მობეზრებულად ავატრიალე. -საქმეს დაუბრუნდით.
-მოკლედ, ბინის ქირის ფული მოვიტანე. -სწრაფად მითხრა დათამ, თვალები მაგრად დახუჭა და ყურებზე ხელი აიფარა. ამ მოქმედებამ ისე გამამხიარულა, გაბრაზება ვერ მოვახერხე.
-ჩამოწიე ეგ ხელები, არ ვაპირებ კივილ-წივილს. -გამეცინა და ხელები ჩამოვაწევინე.
-გადავრჩით. -შვებით ამოისუნთქა გიომ.
-არც ამ ფულის აღებას ვაპირებ.
-კირა, ნერვებს მაწიწკნი უკვე. გამოართვი და სამსახურს რომ დაიწყებ, მერე დაუბრუნე.
-არ დაიბრუნებენ. -შევუბღვირე დაქალს.
-ხოდა სხვანაირად დაუბრუნე, საჩუქრები უყიდე. მაგალითად, ასეთი. -მითხრა და ხელში ექსტაზებით სავსე პაკეტი აათამაშა.
-ეეე, ტკბილეულობები.. მმმ.. -ხელები ერთმანეთს გაუსვა და პირი გაათამაშა დათამ.
-ანუ დღეს გულაობთ გოგოებო?
-გულაობთ არა, ვგულაობთ. შენი და დათას გარეშე, რომ არ წავალთ არ იცი, შტერო? -შეუსწორა ლისამ.
-ესენი ვინ გვყავს რა. -მომეხვია გიო და კალთაში ჩამისვა.
-ცოტა მოსაწევი მაქვს, მოვწიოთ რა. -თქვა დათამ და ჯიბიდან ოთხად გადაკეცილი ფურცელი ამოიღო.
-საღამოსთვისაც ხომ იჩალიჩებთ? -იკითხა ლისამ და ფოლგის ძებნა დაიწყო.
-ბოთლი აბაზანაშია გამოიტანე, გთხოვ. -ვთხოვე დაქალს.
ამჯერად ოთხივემ მოვწიეთ და კიდევ უფრო კარგ ხასიათზე დავდექით. ლისა ფეხზე იდგა და გვიყურებდა, უცებ დათაც წამოდგა და გვერდით მიუდგა.
-კირა, თქვი რა, ხომ ვუხდებით ერთმანეთს? -მკითხა სახეგანაბულმა დათამ.
-წყვილი ხართ, უუუჰ, კანფეეტ!! -მეც არ გავუტეხე დათას.
-მერე ცოტა რომ შეიწუხოს შენმა დაქალმა თავი და დაფიქრდეს, არ შეიძლება?
-უკაცრავად, რამე შემომთავაზეთ და უარი გითხარით? -ჩაერთო ლისაც და დათას მკვლელი მზერით გახედა.
-დაიწყეს. -ერთდროულად ვთქვით მე და გიომ და თავები მივადეთ ერთმანეთს.
-არაფერსაც აღარ ვიწყებ, მომბეზრდა ამ ამფიბიასთან კამათი! -თქვა ლისამ და წყალი ასადუღებლად დაადგა.
-რა თქვა? ვისთან კამათიო? მე ვარ ამფიბია? შე მართლა ერთუჯრედიანო, სულ შენ იწყებ კამათს. -შეუბღვირა დათამ.
-მე ვიწყებ კამათს? სულ მკბენ რაღაცეებზე და გაგიტარო? ნუ მეხები და არც მე შეგეხები.
-ამათ ერთმანეთი მოწონთ თუ მე მეჩვენება? -ჩავუჩურჩულე გიოს.
-არ გეჩვენება. -გადმომიჩურჩულა გიომ და ორივეს გაგვეცინა.
ცოტა აკლდათ და ხელჩართულ ბრძოლაში გადაეზრდებოდათ ეს სულელური კამათი, მეც მომბეზრდა მათი მოსმენა.
-გეყოთ. -ხმამაღლა ვთქვი, რომ მათი ხმები გადამეფარა. -მე ახლა ცოტახნით უნდა გავიდე და რომ მოვალ, ესენი დაზავებულები დამახვედრე. კარგი? -გიოს ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი.
-სად მიდიხარ? -მკითხა ლისამ, არ მჯერა, რომ გაჩუმდნენ.
-მამაჩემი უნდა ვნახო, რაღაც საქმე აქვს. -ვუთხარი და უცებ დავაყოლე წიკვინს სანამ დაიწყებდა. -მერე მოგიყვები. თქვენ იყავით, ნინა და სანდროც აქ მოვიდნენ და საღამოსთვის ერთად მოვემზადოთ.
სანამ გიო ან რომელიმე რამის თქმას მოასწრებდნენ სახლი დავტოვე და კიბეები ჩავირბინე. სადარბაზოდან გასულმა ისევ შევამჩნიე შავი მანქანა, სასწრაფოდ ტაქსი, მისამართი ვუკარნახე მძღოლს და დანიშნულების ადგილისკენ წავედით.

-როგორ ხარ? -გადასაკოცნად წამოიწია ლევანი, როდესაც მის კაბინეტში შევედი.
-მოდი რა შესავლების გარეშე, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. -ხელი ავწიე, იმის ნიშნად, რომ არ მომკარებოდა.
-კარგი, მოდი დაჯექი. -მისი მაგიდის წინ მდგომ სკამზე მიმითითა და თვითონ თავისი ადგილი დაიკავა. მეც მისი მითითება შევასრულე და სერიოზული სახით გავხედე.
-როგორც გავარკვიე, ის მანქანა ლაშას თხოვნით დაგყვება.
-რატომ? რა მიზნით? -გაცხარება ვერ დავმალე.
-კირა, მე გირჩევ, რომ დათანხმდე მის წინადადებას. -მითხრა თავჩახრილმა.
-გამორიცხულია! ან შენ როგორ გიტრიალდება ენა პირში და მეუბნები, რომ შენზე უცნობ კაცს გავყვე ცოლად?! დავიჯერო შენი ბიზნესი უფრო მნოშვნელოვანია, ვიდრე შენი შვილი?
-შვილო, მომისმინე. ეგ საქმე მაგ ქორწინების გარეშეც მოგვარდა, აქ უბრალოდ სხვა ამბავია.
-რა ამბავი?
-არ უყვარს, როდესაც უარს ეუბნებიან. მითხრა არ მოვეშვები, სანამ ჩემსას არ მივაღწევო. თან იმდენი ხანი გაკვირდებოდა, შეუყვარდი კიდეც.
-არ მჯერა! არ მჯერა, რომ ამ ყველაფერს შენი პირიდან ვისმენ! -წამოვხტი და გასასვლელისკენ წავედი.
-კირა, მომისმინე! -დამიძახა ლევანიმ, მეც გავჩერდი და გავტრიალდი. -ბოლოს მითხრა, რომ თუ ისევ შენს პოზიციაზე იქნები, არავის გაახარებს შენი საყვარელი დაა ახლობელი ადამიანებიდან.
-უბრალოდ მაშინებს. -მტკიცედ ვთქვი და ისევ გავტრიალდი.
-ის კანონიერი ქურდია, ჰაერში სიტყვებს არასდროს ისვრის. -მომაძახა მან კარებიდან გასულს.

მართალია ცოტა შემეშინდა, მაგრამ მაინც არ დავიჯერე. არამგონია, ვინმეს რამე დაუშავოს. აღელვებული ვიყავი, ამიტომ სახლში მისვლამდე დასაწყნარებლად ცოტა ფეხით გასეირნება გადავწყვიტე. შავი მანქანა ნაგლად მომყვებოდა უკან ნელი სვლით. მოთმინების ფიალა ამევსო და გავჩერდი, მთელი ძალა მოვიკრიბე, შევტრიალდი და
მანქანაში მსხდომებისკენ გაცეცხლებული სახით წავედი.
-ჩემი დევნა როდის უნდა შეწყვიტოთ? -კარები ლამის გამოვუგლიჯე ერთ-ერთს.
-სანამ ჩვენი უფროსი არ გვიბრძანებს. -მშვიდად მიპასუხა შავი ტყავის ქურთუკიანმა.
-თქვენს ბოსს გადაეცით თავი დამანებოს!
-შენ თუ თავს დაგანებებთ, შენს მეგობრებს ავედევნებით. -ირონიულად გამიღიმა საჭესთან მჯდომმა.
პასუხმა სახტად დამტოვა, შიშისგან ჟრუანტელმა დამიარა ტანში. ვეღარაფერი ვუთხარი, კარები მაგრად მივუჯახუნე და ტაქსის გასაჩერებლად დავდექი.



№1 სტუმარი ემი

აუ, გიო არ დამიჩაგრო რააა....

 


№2 სტუმარი mariami

augiostan datovera:)

 


№3 სტუმარი Uhuu

Gio ra sakvareliaaa<3

 


№4  offline მოდერი ჯია

ჰაჰააა, გოგოებოო :D :D
გიოს თაყვანისმცემლები გამოუჩნდნენ :D :***

 


№5 მოდერი sameone crazy girl

გიო ისე მომწონს მაგის გამო ვკითხულობ თითქმის ნუ ხო კარგი ისედაც მომწონს მარა გიოსთან მინდა რაა . თუ გიორგისთან არ დარცება და უარესი ქაოსი დაიწყება გავგიჟდები აღარ მინდა მაშინ წაკითხვა აუუუ რამე მანიშნე მაინც რაა

 


№6  offline მოდერი ჯია

sameone crazy girl
გიო ისე მომწონს მაგის გამო ვკითხულობ თითქმის ნუ ხო კარგი ისედაც მომწონს მარა გიოსთან მინდა რაა . თუ გიორგისთან არ დარცება და უარესი ქაოსი დაიწყება გავგიჟდები აღარ მინდა მაშინ წაკითხვა აუუუ რამე მანიშნე მაინც რაა


დასასრულამდე და ვისთან დარჩება ჯერ კიდევ შორია, მანამდე ბევრი არეულობა გველის წინ :D

 


№7 მოდერი sameone crazy girl

ჯია
sameone crazy girl
გიო ისე მომწონს მაგის გამო ვკითხულობ თითქმის ნუ ხო კარგი ისედაც მომწონს მარა გიოსთან მინდა რაა . თუ გიორგისთან არ დარცება და უარესი ქაოსი დაიწყება გავგიჟდები აღარ მინდა მაშინ წაკითხვა აუუუ რამე მანიშნე მაინც რაა


დასასრულამდე და ვისთან დარჩება ჯერ კიდევ შორია, მანამდე ბევრი არეულობა გველის წინ :D

კარგი უბრალოდ ის მითხარი რომ არავინ მოკვდება და თუნდაც დაშორდნენ რომ მოკვდეს მივყვები სამარის კარამდე მართლა winked

 


№8  offline მოდერი ჯია

sameone crazy girl
ჯია
sameone crazy girl
გიო ისე მომწონს მაგის გამო ვკითხულობ თითქმის ნუ ხო კარგი ისედაც მომწონს მარა გიოსთან მინდა რაა . თუ გიორგისთან არ დარცება და უარესი ქაოსი დაიწყება გავგიჟდები აღარ მინდა მაშინ წაკითხვა აუუუ რამე მანიშნე მაინც რაა


დასასრულამდე და ვისთან დარჩება ჯერ კიდევ შორია, მანამდე ბევრი არეულობა გველის წინ :D

კარგი უბრალოდ ის მითხარი რომ არავინ მოკვდება და თუნდაც დაშორდნენ რომ მოკვდეს მივყვები სამარის კარამდე მართლა winked


არ გეუბნები არაფერს :X არ მიყვარს დასპოილერება :D

 


№9 მოდერი sameone crazy girl

ჯია
sameone crazy girl
ჯია
sameone crazy girl
გიო ისე მომწონს მაგის გამო ვკითხულობ თითქმის ნუ ხო კარგი ისედაც მომწონს მარა გიოსთან მინდა რაა . თუ გიორგისთან არ დარცება და უარესი ქაოსი დაიწყება გავგიჟდები აღარ მინდა მაშინ წაკითხვა აუუუ რამე მანიშნე მაინც რაა


დასასრულამდე და ვისთან დარჩება ჯერ კიდევ შორია, მანამდე ბევრი არეულობა გველის წინ :D

კარგი უბრალოდ ის მითხარი რომ არავინ მოკვდება და თუნდაც დაშორდნენ რომ მოკვდეს მივყვები სამარის კარამდე მართლა winked


არ გეუბნები არაფერს :X არ მიყვარს დასპოილერება :D

ოოო კარგი ხო კარგი მალე დადე იცოდე თორე გავგიჟდები wink wink
ბოდიში შეგაწუხე მარა რა ვქნა მაინტერესებს, მერე ისე რომ მთავრდება როგორც არ მინდა გული მწყდება და განვიცდი. მეზიზღება ცუდი დასასრულები და რა ჩემი ბრალია winked

 


№10  offline მოდერი ჯია

Someone crazy girl, დღეს დავდებ გვიან :* არა რა შემაწუხე, პირიქით მიხარია ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent