შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბრის წვიმა XIV


13-04-2016, 13:45
ავტორი MariLerman
ნანახია 1 766

გამოღვიძებულს ოთახში ნიკო დამხვდა.
თვალები გავახილე თუ არა, მისმა მზერამ შემაშინა. თვალს არ მაშორებდა.
– რა ხდება ნიკო?! – ჩემმა კითხვამ გამოაფხიზლა.
– არაფერი, – წამოდგა და ლუდის ბოთლს ხელი დაავლო, – უბრალოდ, ზედმეტად კარგი ხარ, როდესაც გძინავს. – ფანჯარასთან მივიდა და სიგარეტს მოუკიდა. ოდნავ მთვრალი იყო.
თავი ნელა ავწიე რადგან ყოველ უმნიშვნელო გაქანებაზეც კი საშინლად მტკიოდა, თითქოსდა ყოველ მიკროწამში მიკვდებოდა უჯრედი.
– სად იყავი გუშინ? – მითხრა მშვიდად. არაფერი ვუპასუხე, რადგან არ მინდოდა მასთან ჩხუბი.. ის კი იდგა და პასუხს ელოდა. ვერაფრის თქმას ვერ ვბედავდი, თავს ცუდად ვგრძნობდი.
– მიპასუხე კითხვაზე.
– ელენესთან ერთად, სანაპიროზე.
– კარგი, დილით გასაგებია გახვალ ადამიანი, ზღვა და ამბები მაგრამ შუა ღამით სანაპიროზე რას აკეთებდი ძალიან მაინტერესებს.
– მე რომ მთხოვ პასუხს, ის მითხარი, გუშინ ბაბუაშენის დასახმარებლად თუ წახვედი, შუა ღამით სახლში ნინასთან რატომ დამხვდი?
– დამირეკა, რაღაც გამიფუჭდა მოდი დამეხმარეო... რა გამეკეთებინა, მეთქი მართლა დახმარება სჭირდება და მოვედი, მეგონა უკვე მოსული იქნებოდი. არაფერი არ გაფუჭებია, რაღაცეებს ეცადა, სადმე გავიდეთო, მერე ჩხუბი დამიწყო და შენც მოხვედი. – შემომხედა და სახეზე მომეფერა. – ანნა, რატო აკეთებ ასეთ უაზრო რაღაცებს? საკუთარ თავზე რატო არ ფიქრობ? მაინცდამაინც უნდა გეჩხუბოს ადამიანი, რომ ეგ ყველაფერი დათმო? გონზე მოდი, თორემ ძალიან გაგვიჭირდება ურთიერთობა. - მისი სიტყვების გაგონებაზე ხმამაღლა გაიცინე.
– ძალიან სასაცილოა, მე რომ მაბრალი რაღაცეებს, იმიტომ, რომ შენ გაქვს ბევრი რამ გამოსასწორებელი, თუ არ გავიწყდება,
– ანნა ერთი და იგივე, ასჯერ და ათასჯერ რატომ უნდა გაგიმეორო? ნუთუ არ შეგიძლია რომ შეუშვა ტვინში? იქნებ დამაცადო, ასე ადგე და გააკეთო ასეთი სერიოზული რაღაცეები, არ გამოვა მეთქი, ხომ გითხარი?
– ნიკო შენ მე არ გიყვარვარ.
უბრალოდ არ შემეძლო ამის მოთმენა, ჩემი და მისი ურთიერთობა რის გამოც შეიძლებოდა დაძაბულიყო, იყო ნინა. ამ საქმის მოგვარება კი მხოლოდ მასზე იყო დამოკიდებული და ის ამისთვის არაფერს აკეთებდა. ჩემი გაცინება კი სარკაზმული იყო. ალბათ, უნდა გამეთვალისწინებინა მისი სიმთვრალე, ჩემმა გაცინებამ და განსაკუთრებით ბოლო სიტყვებმა ნიკო ძალიან გააღიზიანა, ჩხუბი დამიწყო და იმაზე საუბარი, რომ მე არაფერს ვაკეთებ ჩვენი ურთერთობისთვის, მსაყვედურობდა, თუ როგორ შევიტანე მის გრძნობებში ეჭვი. მიყვიროდა ბოლო ხმაზე, და იმ დროს საერთოდ არ ფიქრობდა იმაზე, რომ ამით შეიძლება გული მტკენოდა. შეწინააღმდეგებაც არ შემეძლო, იმდენად გაღიზიანებული იყო. სულ იმას მიმეორებდა, რომ ის ჩემთვის არაფერს წარმოადგენს. როდესაც დავფიქრდი, გავაცნობიერე, რომ ისეთი სიტყვა მისთვის არ უნდა მეთქვა, მაგრამ ეს იყო ის რასაც ვფიქრობდი.
შუადღით, როდესაც ნინა შესვენებაზე მოვიდა და მისი სიცილის ხმა გავიგე, დამემსხვრა ყველანაირი ოცნების კოშკები,კვლავ ვიგრძენი იმედგაცრუება. მას ეგონა, ნიკო მასთან იყო მოსული. საშინელი სურვილი გამიჩნდა ტირილის, თვალებზე ხელი ჩამოვისვი ცრემლი შემშრალიც კი არ იყო.
მოხდებოდა რაღაც კარგი, სასიამოვნო ნიკოსთან, ვიქნებოდით ძალიან ახლოს, როგორც არავინ და არასდროს, მაგრამ შემდეგ ნინას უეცარი გამოჩენა მიკარგავდა იმედს, რომელიც რეალურად უკვე დაკარგული იყო, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც ნიკო ასე ძალიან გამიბრაზდა, მაგრამ მაინც ცოცხლობს სადღაც იქ, გულის სიღრმეში და ისიც მისი ბრალია, მისი საქციელების.
“საერთოდ, რაზე ვფიქრობ, რისი იმედი მაქვს? ნინას უეცარი გამოჩენა ზედმეტად უაზროდ ჟღერს, მათ ხომ ჯერ კიდევ ცოლ–ქმარი ჰქვიათ. მეშინია დაკარგვის მაშინ, როდესაც ჩემი არც არის.. მეჩხუბება უაზრობაზე, მაშინ როდესაც იცის, რომ თვითონაა დამნაშავე.
მემგონი ნოემბრამდე არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება.. ხოდა ვივლი ასე სასოწარკვეთილი კიდევ ოთხი თვე და ვიქნები მოსიარულე პესიმიზმის განსახიერება!.. რა მოხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, ნოემბერს რომ არ ეკავოს ამხელა ადგილი ?! ხომ ხედავთ, ივლისია და მაინც ნოემბერზე ვსაუბრობ.”

*****
მივხვდი, რომ სახლში უაზროდ ყოფნას და იმის ყურებას, თუ როგორ დაყვება ექიმებთან თუ სხვადასხვა საქმეებზე ნიკო ნინას, უაზრობა იყო და გადავწყვიტე რამდენიმე დღით მამაჩემთან წავსულიყავი. თანაც, ვაჟა და სოფია სოფელში აპირებდნენ ასვლას, ბავშვებსაც მე დავიტოვებდი. ვფიქრობდი, რომ ამით ნიკოს ყურადღებას მივიქცევდი, მოვანატრებდი თავს, როდესაც სახლში მისულს ჩვეულებრივი, მოწყენილი ანნა ოთახში შეკეტილი არ დახვდებოდა.
შუადღით მივედი ვაჟასთან, ცოლ–ქმარი უკვე წასასვლელად ემზადებოდა. თინა სახლში იყო, მაგრამ როგორც ვაჟამ მითხრა, თავის ნებაზე უშვებს ბავშვებს და ესენი ისეთი ცელქები არიან, უეჭველი რაღაც ცუდს მოიქმოქმედებენო.
– ანასტასია! ფეხზე ჩაიცვი, გაცივდები! – პირველი სართულიდან ვუყვირე პატარა ანასტასიას რომელიც მეორე სართულზე თინას ჩუმად გაღვიძებას ცდილობდა.
– გამოდით აქეთ, ძინავს ვერ ხედავთ?! – ჩავჩურჩულე ბავშვებს მაგრამ ვერაფრით მოვახერხე მათი ოთახიდან გამოყვანა. პატარა გიგის ვეჩხუბებოდი როდესაც მოულოდნელად თინამ ბოლო ხმაზე შეყვირა, ინსინქტურად ბავშვები ჩემს ფეხებს შემოეხვივნენ მე კი შიშისგან წავბარბაცდი, წამიერი შეშინების შემდეგ სიცილი დაიწყეს.
– ვაიმე, ბებია, მეც კი შემეშინდა! ღმერთო, ჩემო.. – ჩავილაპარაკე და იატაკზე დავეშვი.
– ანნა,შეგეშინდა?– მკითხა გულუბრყვილოდ ანასტასიამ და კალთაში ჩამიჯდა. თინას სიცილზე ნერვები მეშლებოდა მაგრამ თან მეცინებოდა კიდევაც, გამიკვირდა როგორ მოახერხა ჩემი შეშინება, ბავშვები ჩემზე მამაცები აღმოჩნდნენ.
– ამდენი ხნის განმავლობაში არ გეძინა და გვისმენდი, ხომ?! – ვკითხე თინას და წამოდგომაში დავეხმარე.
– ბებო ყოველთვის ასე გვატყუებს! მე და ანა შევეჩვიეთ. – მითხრა გიგიმ და თმაზე ფერება დამიწყო. ხელში ავიტაცე და პირველი სართულისაკენ გავაქანე. თინა ისევ იცინოდა, ვერ მოვახერხებდი მის დამშვიდებას სანამ ტელევიზორში საინფორმაციოს არ ჩავურთავდი რომლის ყურების დროს მოწყვეტილია რეალობას.
არ ვიცოდი, საღამოს ექვს საათამდე რა უნდა მეკეთებინა, ამიტომ ბავშვებს ლამაზად ჩავაცვი და გარეთ გავიყვანე. მათ საყვარელ ადგილას ანუ პიონერთა პარკში გასვლაზე ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა რადგან სიკვდილივით მეზარებოდა, სახლთან ახლოს, ბავშვების სათამაშო პატარა მოედანთან მივიყვანე მე კი გვერდით სკამზე ჩამოვჯექი.
– ანასტასია ფრთხილად! – ვუყვირე ანასტასიას რომელმაც ქვაზე მოულოდნელად წამოკრა ფეხი. უცნობის ხელმა ანასტასიას მუცელზე უფრო შემაკრთო, ფეხებიდან თავამდე დავიწყე უცნობის შეთვალიერება და სახეზე რომ გავჩერდი, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ენა ჩამივარდა. სწრაფად წამოვდექი და ანასტასიასთან მივედი, ხელი გავაშვებინე და ვანიშნე გაიქეცი მეთქი. რამოდენიმე წამი მედიდურად ვუყურებდი თვალებში ბოლოს შემოვბრუნდი და წასვლა დავაპირე როდესაც სახელით მომმართა. დიდი ხანი არ მყავდა ნანახი, ყველანაირად გავურბოდი, რადგან მასთან ურთიერთობის ხარჯზე ზუკას დავკარგავდი რისიც შერიგების შემდეგ ყველაზე მეტად მეშინოდა.
– ანნა, გამირბიხარ თუ მეჩვენება? – მკითხა პირველმა.
– გეჩვენება. – ვუთხარი გაუბედავად და ბავშვებისაკენ გავიხედე.
– როგორ ხარ ? – მკითხა და მომიახლოვდა, ხელი ხელზე შემახო, შევკრთი და ხელი ფრთხილად გავწიე.
– შენზე უკეთესად. – ვუთხარი რაც პირველი მომაფიქრდა და მზერა ავარიდე. – აქ რა გინდა ნიკა?!
– აქვე ვცხოვრობ. – მითხრა და 5 სართულიანი მწვანე კორპუსისკენ გაიშვირა საჩვენებელი თითი.
– არ ვიცოდი. –ვუპასუხე უინტერესოდ და ბავშვებისკენ წავედი.
– გიგი, ანასტასია! მოემზადეთ, წავიდეთ უნდა მალე.. – ვუყვირე ბავშვებს და ნიკუშას ღიმილს წამიერად მოვკარი თვალი.
– ძმაკაცები გელოდებიან, აქ უაზროდ დგომას მათთან მიხვიდე ჯობია.
– რამდენი ხანი არ მინახიხარ და წავალ შენი აზრით?! – მკითხა და სიგარეტი ამოიღო. – ზუკასთან მართლა აღარ გაქვს ურთიერთობა?!
– ეგ შენი ტრ***ის საქმე არ არის.
–ვგიჟდები როცა მესწერვები. – სიგარეტი გამომიწოდა. ამ დროს მოვიდნენ ბავშვები და აქეთ–იქეთ ფეხზე შემომხვიეს ხელები.
ანასტასიას აბადოკი შევუსწორე, გიგის კი თასმა შევუკარი. როდესაც მოვბრუნდი,ისევ იქ იდგა.
– შენ კიდევ აქ ხარ ?! ბავშვებს ხომ ვერ დავტოვებ არა ?! დამანებე თავი.
– დანებებული არ მაქვს? არც გეხები, არც არაფერს გეუბნები.. უბრალოდ ვდგავვარ.
– ჩემს საყურებლად?
– ხო, შენ არ იცი როგორი ლამაზი ყავხარ დედაშენს. – მითხრა და თმაზე მომეფერა. ხელზე უხეშად დავარტყი და თან მომესმა ძმაკაცების უაზრო რეპლიკები..
– ბავშვები არიან თორე ნიკა, იცი ამდენს არ მოგითმენდი. - ვუთხარი თუ არა ჯერ ბავშვებს დახედა, შემდეგ კი მკლავში ხელი უხეშად ჩამავლო და ყურში ჩამჩურჩულა.
–წესიერად მელაპარაკე, თორემ ერთ შენთვის ძალიან მნიშვნელოვან ადამიანთან ჩხუბი არ აგცდება. ხომ იცი არა, რამდენი რაღაცის თქმაც შემიძლია?! – აღარაფერი ვუპასუხე.
– ხო, მართლა, ამასწინათ, თუ არ ვცდები მამაშენის ძმაკაცმა მკითხა, ანნა თხოვდებაო? რავი, მემგონი დედამისის შეყვარებულს მიყვება მეთქი, ვუპასუხე... ხო სწორად ვუთხარი, ჰა? – მკითხა და ირონიულად გამიღიმა. ბრაზისგან არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა,სადაცაა ტირილს დავიწყებდი. თან დაუძახეს. ბავშვებს შუბლზე აკოცა მე კი თვალი ჩამიკრა და სადარბაზოსაკენ წავიდა სადაც მისი ძმაკაცები იდგნენ.
მთელი 2 წუთი გაშტერებული ვიდექი და კიდევ კარგა ხანს ასე ვიდგებოდი, რომ არა ანასტასიას წიკვინა ხმა, რომელიც მეუბნებოდა წავიდეთ მეძინებაო. საშინელმა ნერვიულობამ ამიტაცა, თან ვიჯერებდი მის ნათქვამს, თან ეჭვი მეპარებოდა, ვაჟას რომ ჩემი და ნიკოს ამბები გაეგო, ნამდვილად ცუდი რეაქცია ექნებოდა.
სახლში მისულებს ვაჟა და სოფია უკვე მოსულები დამხვდნენ. კარები შევაღე თუ არა, ისეთი სიგიჟით მოუვარდნენ სოფიას შვილები, გეგონება მთელი წელიწადი არ უნახიათ ერთმანეთიო!
– ჰოოჰო, რამ გაგაგიჟათ. – ვუთხარი ბავშვებს და ვაჟასკენ წავედი რომელიც მომღიმარი მიყურებდა მეც და თავის შვილებსაც.
– ხომ არ გაგაბრაზეს? – მკითხა და საზამთროს დიდი ნაწილი ჩამომიჭრა. მაკანკალებდა.
– არა, პირიქით, ძალიან გავერთე. – ვუთხარი და სავარძელზე შემოვსკუპდი. თან სახეზევ უყურებდი, მაინტერესებდა, რამეს თუ შევამჩნევდი. მთელი 15 წუთი დუმილის შემდეგ (ისიც იმიტომ, რომ სოფია იყო ოთახში) ვაჟას ერთი თვის წინ დაპირებული ლეპტოპი შევახსენე, პერსონალურად ჩემთვის.
– მაა–მა, – დავიწყე ენის ბორძიკით, მას მივუახლოვდი და გვერდით ჩამოვუჯექი. – გახსოვს ერთი თვის წინ, არა, უფრო ნაკლები, რას დამპირდი ?!
– კი ანნა, როგორ არა. უბრალოდ ვერ მოვიცალე. – გული დამწყვიტა მისმა სიტყვებმა.
– და.. არ აპირებ, რომ თხოვნა შემისრულო ?! – ვუთხარი თუ არა სოფიას დაუძახა. ყურში რაღაც ჩასჩურჩულა რამაც იმდენად გამაბრაზა, რომ სახეზე ავწითლდი. სოფია 5 წუთით გარეთ გავიდა, ფანჯრიდან გადავხედე სად მიდის მეთქი,.
– რა ჯანდაბას აკეთებს ?– ჩავილაპარაკე ჩემთვის როდესაც დავინახე რომ მანქანიდან საშუალო ზომის ყუთი გადმოიღო და სახლისკენ გამოემართა. ისევ სავარძელთან მივედი და თინას უცნაური მზერა ვსტყორცნე. როგორც ჩანს, ის საქმის ყურში იყო. სოფია შემოვიდა თუ არა, ვაჟა შეეგება და “ყუთი” გამოართვა. ფეხზე ინსტინქტურად წამოვიჭერი.
– დღეს, სანამ წავიდოდით, მე და სოფიამ „პლაზაში“ შევირბინეთ. იმედია მოგეწონება ჩვენი პატარა საჩუქარი. სხვათაშორის, სოფიას შერჩეულია.– მითხრა და ყუთი გადმომცა. მშვიდი გამოემტყველება ჰქონდა, როგორც ყოველთვის. რამდენიმეჯერ შევკივლე სიხარულისგან და ვაჟასაც და სოფიასაც გადავეხვიე. მამაჩემს მთელი 10 წუთი არ ვეშვებოდი, მარტო ვეფერებოდი, ასეთ ძვირადღირებულ ლეპტოპს ნამდვილად არ ველოდი, რადგან არც მითხოვია.
– წარმომიდგენია ეს რა ძვირი ეღირება! – ვუთხარი აღტაცებით.
– ფასდაკლება იყო, სულ რაღაც 2800. უფასდაკლებოდ 2875. უფრო მეტს მოველოდი. – ვაჟას მიერ ამის თქმა და ჩემი ყბის ჩამოვარდნა ერთი იყო.
მთელი საღამო მათთან გავატარე, იმ ღამეს სახლში არც წავსულვარ.
ნიკოს არცერთ ზარზე არ მიპასუხია.
“გაერთოს ცოლთან ერთად, მე ხელს არ შევუშლი.” ვიფქრობდი ეგოისტივით.
ყველანაირად ვცდილობდი, რომ არ მეფიქრა მასზე და მის ზარებზე მაგრამ არ გამომდიოდა.
“ გაინტერესებდა ანნა რა იყო სიყვარული, ხოდა მიიღე!
შეგრძნება, როდესაც ტანში უსიამოვნოდ გბურძგლავს ყოველი მისი უმნიშვნელო შეხების გახსენებისას.. შეგრძნება, როდესაც გულში უსაზღვროდ გიხარია მასთან დაკავშირებულ მოგონებებს რომ იხსენებ,”
ჩემ შემთხვევაში მხოლოდ სამუდამო ნიშანი ეყოფა ამ ყველაფერს.. მან იგრძნო ჩემი ტკივილი, ამიტომ აუცილებლად იგრძნობს ნოემბრის წვიმასაც..

*****

ვაჟასთან დარჩენის მომდევნო დღეს, სახლში, საშინელი სიზმარი ვნახე.
ვიდექით მე და ნიკო, ჩვენს შორის კი იდგა უსასრულო კედელი, ვეებერთელა, დიადად აღმართული.. სიზმარში, იოგების ჩახლეჩამდე ვეძახდით ერთმანეთს, მაგრამ შველა არსაიდან ჩანდა. მთელი სიზმარი მხოლოდ ტანჯვას ასახავდა. გამოღვიძებულს ბალიში ისევ სველი დამხვდა, შუა ღამეში შეშინებული და აცახცახებული ვიჯექი ფანჯრის რაფაზე და ვტიროდი,
სიზმარმა დაადასტურა, რომ ჩემსა და ნიკოს შორის დიდი “განხეთქილება” გარდაუვალი იყო, სიზმარმა დაამტკიცა ის,რომ ყველანაირი შანსების გარეშე, იმედგაცრუებით განადგურებული დავტოვებდი ამ წუთისოფელს.
ყველანაირად გამირბოდა,მემალებოდა,მისი მრავლისმთქმელი, ცარიელი აზრები სულს მიფორიაქებდა.. არამარტო ჩემთან მიმართებაში, ყველასთან გაცივდა, შეიცვალა..
მკლავდა მისი სიტყვაძუნწობა.
ის სიცივე მკლავდა, ჩვენს შორის რომ იყო დასადგურებული.
ვსულდგმულობდი მისი სიტკბოს მონარჩენებით მის ოთახში, ჩემზე სამი ზომით დიდ მაისურში, რომელსაც თბილად ჩავიხუტებდი და ბოლო ამოქშვნეშამდე ვყნოსავდი, იმდენად მენატრებოდა მასთან ჩახუტება,. ეს იყო მთელი 2 კვირა,რომელიც მთელ 200 წელიწადად მომეჩვენა. ვუყურებდი არამარტო ჩემ, არამედ ნინას ტანჯვასაც,რომელიც ყოველ საღამოს,ნიკოსგან უარით გამოსტუმრებული იკეტებოდა თავის ოთახში რადგან ნიკო არ შესულიყო რისი მცდელობაც ნიკოს არც კი ჰქონია..

****
შუა ღამე იყო. ლეპტოპში ფრანგულ ჟურნალს ვკითხულობდი როდესაც ჩემს ფანჯარასთან რაღაცის ხმა გავიგონე. შემეშინდა. ვიფიქრე, ვიღაც მანიაკია მეთქი. ამიტომ არასოდეს მიყვარდა პირველი სართული. ხმას ყურადღება არ მივაქციე და კითხვა გავნაგრძე. მეორედ უკვე ფანჯარაზე კაკუნის ხმა გაისმა რამაც მეტისმეტად შემაშინა. წამოვდექი საღამურის ამარა და ფანჯარას მივუახლოვდი. დიდი შიშით გავაღე და დღემდე შევიგრძნობ იმ ემოციას, რაც იმ მომენტში, მისი დანახვისას დამეუფლა.
ჩემი სიყვარულის დანახვაზე სუნთქვა შემეკვრა. დაბნეულმა შევხედე და ყბა ავტომაყურად ჩამომივარდა.
– ნიკო, აქ რას აკეთებ?! – ვეცადე, არ გამღიმებოდა, მაგრამ იმდენად საყვარელი იყო, ძალიან გამიჭირდა.
– მთელი ღამის ახალ შენაძენთან გატარებას აპირებ? კარები ჩარაზმული გაქვს, ტელეფონზე შენ არ მპასუხობ... ფილმში მგონია თავი. – მითხრა და გაეცინა. ახალი შენაძენიო? საიდან იცის? მითვალთვალებს?
– ხო, რაღაცას ვკითხულობდი... მარტო რომ ვარ, ასეთ დროს ვკეტავ კარს. ნიკო, აქ რას აკეთებ, იქნებ მიპასუხო?
– მინდა რომ გამოხვიდე... დღევანდელმა დღემ შენი სილამაზის დღიური დოზის გარეშე ჩაიარა... არ მიყვარს ასეთი დღეები...
ამ სიტყვების გაგონებამ ერთბაშად ჩამიკლა ყოველგვარი წყენა... გაცისკროვნება, გასხივოსნება, აღტაცება, სიყვარული, სიხარული, ბედნიერება – ყველაფერი ერთად შერწყმულიყო ჩემში... მე არ შემეძლო მისთვის არანაირი პრიმიტიული წინააღმდეგობის გაწევა... მზად ვიყავი, დავთანხმებულიყავი ნებისმიერ გამოწვევაზე... ალბათ, რომ ეთქვა ავსტრალიაში წავიდეთო, აი უბრალოდ ავდგებოდი და წავიდოდი! მასთან ერთად, ყველგან წავიდოდი! მასთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებდი... მხოლოდ მასთან ერთად....
მიყურებდა და ჩემს პასუხს ელოდა...
– ვერსად გამოვალ, შემოდი... კარს გავაღებ... რამე ფილმს ვუყუროთ...
მხოლოდ გამიღიმა და დამეთანხმა, შემოსასვლელი კარებისკენ გამოემართა.
მთელი 15 წუთი აზრზე ვერ მოვდიოდი.
ფანაჯარა ჯერ კიდევ არ დამიკეტავს, ხარბად შევისუნთქე ივლისის ჩახუთული ჰაერი, ნიკოს ძველი მაისური გადავიცვი, რომელიც წინა თვეში მაჩუქა. ამ მაისურის ჩაცმის დროს, ჩვეულებრივ არც შორტს ვიცვამდი და არც “ლასინებს” რადგან კარგად გრძლად მქონდა. თმები ავიწიე და ოთახიდან გავედი, კარი გავუღე.
– იმედია, ის სიმთვრალეში წამოროშილი სისულელეები მაპატიე, საყვარელო.. არ მიყვარს, როდესაც გაბუტული ხარ...
– იმ დღესვე დავივიწყე, იმ მომენტში გაპატიე... – მისი საე ხელებში მოვიქციე და თვალთან ახლოს, შრამზე ვაკოცე.
სამზარეულოში შემობრუნებულმა ხმამაღლა ჩავრთე “ნოემბრის წვიმა” და ყავის ადუღებას შევუდექი, თვითონ კი, ვიფიქრე სავარძელზე დაჯდება და დაელოდება მეთქი. მთელ სახლში გაისმოდა აქსელის შეუდარებელი ხმა, ტანში სასიამოვნოდ მივლიდა ჟრუანტელი..
გაზქურასთან ვიდექი, როდესაც უკნიდან სითბო ვიგრძენი.. რამდენიმე წამის განმავლობაში გაუნძრევლად ვიდექი, არ გავქანებულვარ.. ნერწყვი ხმაურიანად გადავყლაპე, გაზქურა ინსტიქტურად გამოვრთე.
შიშმა ამიტაცა..
არასოდეს მქონია მსგავსი შეგრძნება..
ფრთხილად მოვტრიალდი და მისი დანახვისას თითის წვერებზე შევდექი.
გაზქურას რა დონეზეც შემეძლო მივეკარი, ვგრძნობდი მის დაუნდობელ და ამავდროულად თბილ მზერას... ვეღარ ვსუნთქავდი. ვგრძნობდი ჩემი ტანის ცახცახს და ორივეს ტუჩის კრთომას..
მისი ტუჩების ჩემს კისერთან შეხება და თავის დაკარგვა ერთი იყო..
სრულიად გავინაბე და ხელი კისერზე შემოვხვიე..
ვიგრძენი და წამიერად ის ტკივილიც მესამოვნა რომელიც ხელით შეხებით მომაყენა,მასთან შედარებით იმდენად უძლური ვიყავი,რომ თავს ადვილად ვკარგავდი..ძლიერად შემომახვევინა მის წელზე ფეხები და მაისურში ხელი მსწრაფლ შემიცურა..
მის ჩვეულებრივ ალუბსლიფერ მაგრამ იმ მომენტში გაქვავებულ ტუჩებს თვალს ვერ ვაშორებდი,თავი უხეშად მოვატრიალებინე და თვალებში ჩავხედე,ეს იყო ყველაზე რთული მომენტი ჩემს ცხოვრებაში,გული მეტკინა და სული ამიფორიაქდა,ტუჩები ჯერ ნაზად შევახვედრეთ ერთმანეთს,ხელით მთელ ტანში გაცხარებით მივლიდა, მეორეთი კი მიჭერდა. მსიამოვნებდა მისი ყოველი შეხება.მეშინოდა,მთლიანი ტანი მიცახცახებდა.
სათქმელს ტუჩების შეხებით გადავცემდით ერთმანეთს..
მთელი ოთახის დავლით სავარძელზე ფრთხილად გამაწვინა და კისრიდან მუცელს დაუყვა თავისი ათრთოლებული ტუჩებით. მზად ვიყავი “ეშმაკისთვის სული მიმეყიდა” ოღონდაც ეს ყველაფერი კარგად დამთავრებულიყო, მზად ვიყავი ყველაზე თამამი ნაბიჯიც კი გადამედგა,ოღონდაც ეს ყველაფერი არ დამთავრებულიყო დიდი ”განხეთქილებით”რომელიც სიზმარში დავინახე..
უეცრად შეცბა და მეც შევკრთი.
„მან ხომ იცის, რომ პირველია..“
მისი საქციელი სავსებით მოსალოდნელი იყო ჩემთვის რადგან არაფერია სამუდამო და სრულყოფილი ცხოვრებაში უსიამოვნებისა და უბედურებს გარდა, მითუმეტეს ის მოჩვენებითი ბედნიერი წუთები მასთან რომელიც მან ერთი ხელის მოსმით დაამსხვრია, გააცამტვერა..
ცრემლები მახრჩობდა ის კი სასოწარკვეთილი ოთახში ბოლთას ცემდა.
– ამაზე დიდი შეცდომა ცხოვრებაში არ დაგვიშვია.. არც მე, და არც შენ.. – ბოლო მომიღეს ამ დაუნდობელმა სიტყვებმა..
– მაგრამ.. – ღრმად ჩაისუნთქა, თავი ხელებში ჩარგო
– მაგრამ, იდეალური ხარ.. შეუდარებელი.. ვერც კი წარმოიდგენ, ანნა.. – მსწრალფ წამოდგა და მომიახლოვდა, თმებაჯეჯილი და თვალებჩასიებული ვიჯექი სავარძელზე .. მომიახლოვდა, ჩემს წინ ჩაიმუხლა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია..
თმაზე თბილად მომეფერა,ლამაზი თითებით ნაზად მომეალერსა კისერში , სუნთქვაშეკრული ვიჯექი და მის ყოველ შეხებაზე თანდათან უფრო ვიძაბებოდი..
წამოდგა და გასასვლელისაკენ გაემართა როდესაც ძალა მოკრებილმა,თავის აწევისა და ზედმეტი მოქმედებების გარეშე გამოვუშვი თავისუფლებას სიტყვები რომლებსაც ამდენი ხნის განმავლობაში ჩემთვის ვინახავდი გულში ჩუმად, და არც არაფერს არ ვითხოვდი..
– მაგრამ მე შენ მიყვარხარ ნიკო..
თავის წამოწევაზე მთელი ძალა გამომეცალა.. შევხედე და მისმა გაფითრებულმა,გაოცებულმა და დაუნდობელმა მზერამ საბოლოოდ გამანადგურა სულიერად..
ტირილს ვუმატე და ახლა უკვე ბოლო ხმაზე ვბღაოდი..
არ ვიცი ზუსტად რამდენი ხანი იდგა ასე გაშტერებული მაგრამ ჩემი სისუსტე მის მკლავებში ჩაკვდა, როდესაც თვალები გავახილე გულში მიხუტებდა..
წინააღმდეგობა არ გამიწევია..
მე ზედმეტად დაცემული ვიყავი მორალურად,რომ მისთვის ხელი მეკრა რადგან მიუხედავად ყველაფრისა ის იყო ყველაზე კაშკაშა ნათელი წერტილი ჩემს უბადრუკ ცხოვრებაში და მე ის ჰაერივით, ჰაერზე მეტადაც მჭირდებოდა.. მე მისით ვსულდგმულობდი და ჩემი მისდამი სიყვარული იყო ის ნაპერწკალი რომელიც გულუბრყვილოდ,ბედნიერების მოლოდინში ენთო და ჩაქრობისკენ არც ისწრაფვოდა..
მისი ვნებების უეცარმა ფეთქვამ მე მაგრძნობინა მისი ჩემდამი გრძნობა რომელიც გულში ისე ღრმად იყო მიჩქმალული,რომ ზედაპირზე აღმოცენებას ვერ ახერხებდა..
უამრავი ხელის შემშლელი ფაქტორისდა მიუხედავად ჩემში ცოცხლობდა იმედი.

– “ეს იყო შეცდომა, ორივეს მხრიდან”.. ამას როგორ მეუბნები? – წარმოვსთქვი ძლივს და ავხედე.. ცრემლები მახრჩობდა. – ამ ყველაფერზე თვალს ნუ ხუჭავ და ისე ნუ ცდილობ მოიქცე, თითქოს ეს არაფერს ნიშნავს.. თითქოს ეს არაფერია და თითქოს მე შენთვის არაფერს წარმოვადგენ.. ნიკო არაფერი ხდება შემთხვევით, შენ ამის გაკეთებას არავინ გაძალებდა.. – ფეხზე წამოვიჭერი და მივუახლოვდი.– შენ გულმა გიკარნახა..
– ნიკო.. – ნელი სვლით კიდევ უფრო მივუახლოვდი, ფანჯრისკენ შეტრიალდა, ხელები უკნიდან მაისურში შევუცურე..სუსტად შემოვხვიე,თითის წვერებზე ავიწიე და ყურთან ახლოს მივუტანეჩემი შიშისგან ათრთოლებული ტუჩები,..
– მე, შენ, მიყვარხარ! .. გთხოვ, გემუდარები, ნიკო, მითხარი თავიდან, რომ შენც იგივეს გრძნობ ჩემს მიმართ.. გესმის? მითხარი! – ჩავჩურჩულე და ხელები უფრო მაგრად შემოვხვიე,.
მომეჩვენა, რომ უემოციოდ იდგა. მე კი მთელ ჩემს გულის ტკივილს ცრემლებს ვაყოლებდი როგორც ყოველთვის და ველოდებოდი მის პასუხს რომელიც წინასწარ ვიცოდი არ იქნებოდა სახარბიელო..
უკნიდან ჩემი ხელი აიღო და ნელა შემობრუნდა..
– ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ მსგავსი რამ ჩემს ცხოვრებაში მოხდებოდა..
ეს იყო დღე როდესაც ცხოვრებაში პირველად დავინახე ნიკოს შეუმჩნევლად აცრემლიანებული თვალები რომლებმაც ჩემზე რასაკვირველია, ძალიან იმოქმედეს.
“ნელა შემობრუნდი და შუბლი შუბზე მომადე,შემდეგ თავი ფრთხილად ჩარგე ჩემს კისერში და თბილად მომეალერსე.მიხუტებდი,მაგრად მიხუტებდი შენს სხეულთან..
.. მე ყველაფერი მახსოვს”

“ნეტა შემეძლოს გრძნობების გამოხატვა.. როგორც იმ დღეს..
ნეტა ყოველ დღე შემწევდეს იმის ძალა, რომ გიჩვენო თუ როგორ მიყვარხარ... იმედია ყველაფერი მოხდება ისე, როგორც ჩვენ გვინდა..
მისი დანახვისას სუნთქვა ჯერ კიდევ მეკვრის, ყოველ მის კითხვაზე პასუხი ხორხის არეში ჯერ კიდევ მიწყდება, და უბრალო შეხებაზეც კი უაზროდ მივლის ტანში ჟრუანტელი.
მეშინია, ძალიან მეშინია.. ასე მგონია, რაღაცას ვაშავებ. საკუთარი ბედნიერების გამო, უდიდეს შეცდომას ვუშვებ ცხოვრებაში.”
ხშირად ვუსვამდი საკუთარ თავს კითხვას – ანნა,რატომ არაფერს ნიშნავს შენთვის ის ფაქტი, რომ ნიკო დედაშენის ქმარია?! პასუხი კი ერთადერთი მქონდა ისევ საკუთარი თავისთვის, – მხოლოდ დანიშნულები არიან და არც ნინას უყვარს, და მითუმეტეს არც ნიკოს. ყოველ შემთხვევაში თავს ამით ვიმშვიდებდი.
სიკვდილზე მეტად, მომავლის მეშინოდა, მომავლის და ჩემი და ნიკოს დაუფიქრებელი საქციელების შედეგებისიც.
ამის და მიუხედავად, ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა რადგან დავძლიე ფიქრები, რომ ნინა სადაცაა ყველაფერს გაიგებდა ან ვიღაც დაგვაბეზღებდა. კვირეები ისე გადიოდა, ნინას და ნიკოს ერთად ვერ ვხედავდი. ნიკო მასზე საერთოდ არ მელაპარაკებოდა, როდესაც ვუხსენებდი მაჩუმებდა, სახლში კი მხოლოდ საუბრობდნენ, ნინა არაერთხელ ეჩხუბა.. არაერთხელ დავინახე ნამტირალევი, კითხვაზე თუ რა ჭირდა, არაფერს მპასუხობდა, თითქოსდა მტრულად, მაგრამ მაინც მშვიდად მპასუხობდა, რომ არაფერი ჭირდა და უბრალოდ გადაღლილი იყო.
ნინას სამსახურში ყოფნამ ძალიან შეგვიწყო მე და ნიკოს ხელი.
მთელ დღეებს ერთად ვატარებდით, მასთან სახლში მიმიყვანა და ბაბუამისის უზარმაზარი ბიბლიოთეკა დამათვალიერებინა. მისი ბავშვობის ფოტოებს მაჩვენებდა, დედაზე მიყვებოდა..
მის მეგობრებს მაცნობდა, ისინი კი ნიკოზე მიყვებოდნენ. ამგვარად მე ის უფრო კარგად გავიცანი, არა მარტო მისი დახმარებით..
დავყავდი ყველგან, სადაც შეიძლებოდა რომ წავსულიყავით და მიღებდა უამრავ ფოტოს... მისგან ისეთ დიდ სიყვარულს ვგრძნობდი, რომ წამითაც არ შემეძლო მის გარეშე. აღარ გაურბოდა კაფეებსა და რესტორნებში ჩემთან ერთად სიარულს, ჩვენი საყვარელი მყუდრო კაფე გვქონდა ძველი ბათუმის მიდამოებში, სადაც საღამოობით დავდიოდით, მისი მეგობრებიც ხშირად გვპატიჟებდნენ სხვადასხვა დაბადების დღეებზე.. არავინ იცოდა, რომ ნიკო და ნინა დანიშნულები იყვნენ, არავინ იცოდა რომ მე და ნიკოს ერთმანეთი გვიყვარდა რადგან ერთხელაც არ გვიპასუხია კითხვაზე „თქვენ ერთად ხართ?“ თანხმობით.
ნიკოს დახმარებით მთელი გარდერობი გამევსო. თითქმის ყოველ შაბათ-კვირას საყიდლებზე დამყვებოდა, მირჩევდა რა მეყიდა, მეუბნებოდა რა უფრო მიხდებოდა. თვითონაც მჩუქნიდა სხვადასხვა საჩუქრებს, მაგრამ ყოველთვის ან ჩემს ოთახში სარკესთან მხვდებოდა ან მეორე სართულზე ყვავილებთან, სადაც ყოველ საღამოს ავდიოდი.
ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც საერთო ტატუ იყო, რომელზეც სულ ვსაუბრობდით. მეკითხებოდა, თუ რატომ მიყვარდა ასე ძალიან ნოემბერი, მაგრამ პასუხი ისედაც იცოდა. არასოდეს ვპასუხობდი ზუსტად, რადგან რელურად ერთი კონკრეტული პასუხი არ მქონდა.
ნიკო იყო შეუდარებელი, მას არ ეშლებოდა, ის მანებივრებდა და თმობდა ყველაფერს ჩემთან ერთი უბრალოდ ჩახუტებისთვისაც. ყოველთვის იმას მიმეორებდა, რომ მას არაფერი უნდოდა და არაფერს ითხოვდა ჩემგან, მხოლოდ მასთან გვერდით ყოფნას და ჩახუტებას, უბრალოდ ჩახუტებას ბედნიერებისთვის.

https://www.youtube.com/watch?v=8SbUC-UaAxE



№1  offline წევრი natia-natia

Magariaa veli shemdegs

 


№2 სტუმარი m

kargia velishemdegtavs )

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent