შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ხარ ბარნოვა ! (2)


13-04-2016, 22:57
ნანახია 3 719

მეგონა მაკოცებდა, მზად ვიყავი, რომ მაკოცებდა მერე გავარტყავდი და იდიოტო თქო ვეტყოდი, თუმცა !
ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა! დაიცა მე სულაც არ მინდოდა ჩემთვის ეკოცნა, ეს ალტერეგოს უნდოდა პირველად რაღაც !
თუმცა იქნებ მეც მინდოდა? არა! ამ "ვირის" კოცნა ვის მოუნდება !
თუმცა საკამაოდ კარგი ტუჩები აქვს ! განსაკუთრებით შრამი მომწონს რომელიც ტუჩის კუთხესთან აქვს ხაზად.
უცბად მითხრა ჯიუტოო და წავიდა.
გაბრაზებული შევედი დარბაზში და ორი ჭიქა კვლავ დავლიე. გაბრუებული და გაბრაზებული ვუყურებდი როგორ ცეკვავდნენ და ერთობოდნენ.
უცბად თვალი მოვკარი ბექას, რომელმაც სიგარეტი ქურთუკის ჯიბეში შეინახა.
ჯერ დავფიქრდი მერე თავი გადავაქნიე არას ნიშნად, თუმცა საშინელი ლომკა მქონდა, რომ მომეწია.სულ იმ იდიოტი ყინულას ბრალია ! ო ღმერთო ! სურვილი ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა !
ერთხელ გავსინაჯვ და მორჩება თქო ვიფიქრე და ბექასკენ წავედი, ცეკვაში მეც ავყევი, ცოტახანი ვიცეკვეთ თან ვსაუბრობდით, მერე ვთხოვე ქურთუკი მოეცა, სიცივე მოვიმიზეზე და მანაც მაშინვე გაიხადა და ჩამაცვა.
ცოტახანს კიდევ ვიცეკვე, მერე კი ბექას ქურთუკიანად "მოვტყდი". საპირფარეშოში შევედი, დაველოდე იქ მყოფი ორი გოგო როდის გავიდოდა და კარი გადავკეტე.
ქურთუკის ჯიბიდან სობრანიე ამოვიღე.
დიდხანს ვუყურე, მერე ერთი ღერი ამოვიღე, კიდევ ვუყურე, ვყოყმანობდი ვფიქრობდი გამესინჯა თუ არა .
ბოლოს ასანთიც ამოვიღე, ცოტახანს კიდევ ვუყურე და თავის ადგილას დავაბრუნე ორივე. ამაყი და გამარჯვებული იერით გავედი დარბაზში და ქურთუკი ბექას დავუბრუნე.
მაკო ყვირილით წამოვიდა ჩემკენ:
- ანიი ანიი სად დაიკარგე გოგო
- მაკო რა არი ეს რას გავხარ?
- მაკიაჟი გამიფუჭდა?
- მთვრალი ხარ ! აარ გინდა, რომ წავიდეთ?
- არაა ქეიფი ეხლა იწყება
- ქეიფი შენთვის მთავრდება !
- ჩემ სიცოცხლეს გაფიცებ ბედნიერი ვარ ! მე არ წამოვალ
-გინდა გარეთ გავიდეთ ცოტახანს
- კაი წამოდი
ცალი ხელით მეკიდებოდა, ბანცალით გავიყვანე და სკამზე ჩამოვჯექით.
- რა არი მაკოო ეს ირველად გეხედავ ასეთ გალეწილს. შეყვარებულის დაბადების დღეზე მაინც არ დაგელია
- ისე მეუბნები თითქოს ლოთი ვიყო
- აბა რაარი შეხედე შენთავს
- შეხედე სხვებს ყველა მთვრალია გოგო ვერ ხედავ? შენ ხარ მარტო უჟმურად
- არაფერი უჟმურად არ ვარ. ჯერ გამოფხიზლდი და მოგვიწევს საუბარი ქალბატონო !
- მაკოო არაყი მოიტანეს !
დაიყვირა დემეტრეს მთვრალმა შეყვარებულმა და ისიც ბანცალით წავიდა
მაკომაც წასვლა დააპირა თუმცა ისევ სკამზე დავსვი
- არ თქვა რომ აპირებ არაყი დალიო
- დიახ ვაპირებ
- მაკო ცუდად გახდები
- მმ..მმმ... მმ
- ესე აპირებ სახლში მისვლას? ნათია გაგიჟდება
- მაგის დედაც მ
- ოეე ჰეეეე
- წამოო შენც დალიე
- რმინდა მე..
- ჩემ სიცოცხლეს გაფიცებ არაყი ხო არ გაგისინჯავს ხოდა ახლა წამო და გასინჯე
- არმინდა არაა..
- ჩემთავს გაფიცებ
- ჯანდაბას წამოოო დავლიოთ..
ცხოვრებაში ყველაფერი უნდა გამოცადო და ყველაფრის გემო გაიგოო, ჰოდა იმ დღეს არაყის გემო გავიგე პირველად და სიმთვრალე გამოვცადე.
მთელი დღის გაბრაზება დამავიწყა ალკოჰოლმა. ის მახსოვს, რომ ვცეკვავდით, არაყს ვსვამდით ლიმონის ექსტრაქტით, მერე ისევ ვცეკვავდით და მერე ისევ ვსვამდით.


***
ოდესმე გქონიათ ისეთი შეგრძნება თითქოს ურო ჩაგარტყეს და თავი გაგიპეს?
მე მქონდა მეორე დღეს, როცა ნაბახუსევზე გამეღვიძა. თვალები ძლივს დავაშორე ერთმანეთს, დაჯდომა ვცადე თუმცა, წამოწეულმა ისევ ბალიშზე გავადინე ტყაპანი.
გარემო მოვათვალიერე და არ მეცნო, ეს არც ჩემი სახლი იყო და არც მაკოს სახლს გავდა, ოოო! ოოო ! ეს უკვე აღარ მომეწონა.
არასდროს მქონია ისეთი შეგრძნება, რომელიც ახლა მაქვს ! თითქოს ისეთი რაღაც ჩავიდინე რომელსაც ვერავინ ვერასდროს მაპატიებს. შიგნიდან რაღაც მღრღნიდა და მოსვენებას არ მაძლევდა.
აშკარად მდივანზე ვიწექი, ანუ მისაღებში, მაგიდაზე ბორჯომის ბოთლი იყო, სხვებისგან გამიგია ნაბახუსევზე გაზიანი სასმელი მისწრებააო ხოდა ახლა დროა ეს მისწრება საკუთარ თავზეც გამოვცადო.
ბოთლი ჯერ შუბლზე მივიდე, მერე ყელზე, ლოყებზე და ასე დავასრიალებდი სანამ არ გათბა
- დიდხანს უნდა ინებივრო ასე?
ის ნაცნობი ხმა ჩამესმა, რომელიც საშინლად მაბრაზებდა და თანაც ჩემში ინტერესს იწვევდა.
მაგრამ ახლა ოღონდ ეს ზმა არ გამეგონა.
-დაიცა იქნებ? მოიცა მართლა? თუ? ქნებ რამე შეცდომაა? რა დაიცა. თუ მართლა მე. არარსებობს. 17 წლის ვარ. არა შანსი არაა . იქნებ მე არ. - გონება და გული ქოთქოთებდა და ნერვიულ იმპულსებს ისვრიდა. ბოლოს დავწყნარდი და ძალა მოვიკრიბე მწარე რეალობისთვის თვალებში ჩამეხედა.
- რახდება?
- მომესალმე მაინც
ცინიკურად ჩაიცინა და გვერდით მომიჯდა
- რახდება თქო
- მაგარი უჟმური ხარ ტოო
- რახდებათქო
- რაგინდა რომ მოხდეს?
- სად ვართ?
- ჩემთან წყნეთში
- წყნეთში თან შენთან რა გვინდა?
- რადა ბაჩიმ და ბექამ დამირეკეს ჩქარა მოდიო და წყნეთში ავიდეთ ყველაო ჰოდა მოვედი და წამოგიყვანეთ აქ !
- იმედია ხუმრობ
- არ დაგევასა აქაურობა?
- მაკო სადაა?
- ოთახში ბაჩისთან ერთად
- რომელ ოთახში?
- იქ
ხელით მანიშნა კოლიდორისკენ სადაც ოთახები იყო განლაგებული.
სწრაფად წამოვდექი და ოთახისკენ წავედი
- სად მიდიხარ?
- მაკო უნდა გავაღვიძო
- მაიცაა არ შეხვიდე ბაჩისთან ერთადაა,
- ნუგეშინია მაკო არაფერს იზამდა
ირონიულად ჩავიცინე მეც და ოთახის კარი შევაღე
- ფუ შენი
უნებლიედ ვთქვი და კარი მოვხურე სწრაფად.
ყინულამ სიცილი დაიწყო ხომ გითხარიო მითხრა და მეც გამეცინა.
ისევ ჩემ ადგილს დავუბრუნდი.
- სხვები?
- ყველას ძინავს ტოო
- აბა მე რავქნა.
- მაგრად მშია ტოო ! იქნებ გააკეთო რამე თუ იცი რათქმაუნდა. ხომართლა კვერცხი არ მიყვარს !
- არა იმათ დაველოდები
- გენი არ გაიღვიძებენ დამინერე. მინიმუმ შუადღემდე მაინც ეხა ნახე ტოო რომელია ჯერ რვაც არაა ტოო. ასეროომმ.. რო გაიღვიძებენ დამიჯერე მაგარ კაიფში იქნებიან !
- რა?
- ხო ხო არ მოგესმა !
- წავალ დემეს გავაღვიძებ
- არაა არაა ! მანდ მითუმეტეს არ შეიძლება შენთვის შესვლა
- ვითომ რატომ?
- ჩვენთვის არასასიამოვნო ხმები ისმოდა გათენებამდე
- სერიოზულად?
გემეცინა და ბორჯომი მოვსვი
- სერიოზულად სერიოზულად. ასე, რომ მე და შენ რამე უნდა ვქნათ.
- მე დავიძინებ
- მაიცა რაა ღადაობ ტო?
- არაა ტოო !
- მე რავაკეთო ?
- რაცგინდა მე რას მეკითხები?! ვიძინებ აღარ შემაწუხო!
პლედი მივიფარე და მდივანზე მოვკალათდი.
ტელევიზორი ჩართო და ხმამაღლა აუწია. ისედაც თავი მისკდებოდა და ტელევიზორმა უარესად ამატკია.
ცოტახანს ასე ახრიალა მერე ტელეფონმა დაურეკა და რაც შეეძლო ხმამაღლა დაიწყო საუბარი:
- ხო ჩიტოო
-......
- რო გნახავ აგიხსნი
-.....
- ნატა ნუ ყვირი !
-....
- საქმე მქონდა და წამოვედი ტოო ! ხოიცი შენ არ დაგტოვებდი მნიშვნელოვანი რომ არ ყოფილიყო!
- ........
- ვახ ჩემიიი ! ტვინს მი**ნავ ნატა !
- .......
- დედა*ევეცი !
თქვა კიდევ უფრო ხმამაღლა და ტელეფონი მაგიდაზე დააახეთქა.
დიდხანს ვიწრიალე, მაგრამ ვერ დავიძინე, ყველამ გაიღვიძა მაკოს და ბაჩის გარდა.
ვცდილიბდი ყინულას იქ ყოფნა არ შემემჩნია !
ისიც ისე იქცეოდა თითქოს იქ არც ვყოფილიყავი.
ყველანი უსაქმურად ვიყავით, წყვილები ერთმანეთს ეხუ ტებოდნენ მე კიდე მანქანების თამაშით ვიყავი გართული.
ბოლოს ბაჩი და მაკო რომ აღარ გამოვიდნენ გადავწყვიტეთ გაგვეჩალიჩებინდა და გეგმები დავაწყეთ.
***
საათი ორს უჩვენებდა ოთახიდან უხერხული და მომღიმარი სახეებით, რომ გამოვიდნენ.
ყველანი მდივანზე ვისხედით, ყველა ნერვული და გაბრაზებული სახით.
მე მაკოსკენ წავედი და სამზარეულოში გავიყვანე, ბაჩი ბექა და ყინულა გარეთ გავიდნენ.

- რასახე გაქვს რა ხდება?
მკითხა ოდნავ სახე შეფაკლულმა მაკომ და წვენი მოსვა
- ვერ ხვდები?
- ბაჩისთან ერთად, რომ მეძიინა მაგაზე გაბრაზდი?
- ზუსტად !
- რამოხდა მერე. ადგილები არიყო ცალცალკე, რო დავწოლილიყავით და ერთად დავიძინეთ
- შენი აზრით მაჯერებ?
- კაი ხო ! უბრალოდ ერთად გვინდოდა ყოფნა
- თავი არგტკივა?
- აუ მისკდება !
- ნეტა რატო !
- შენც მაგარი მთვრალი იყავი
- შენ არაყების სმა რომ არ დაგეწყო იქ ! ახლა სახლში ვიქნებოდით და რაც გუშინ მოხდა არ მოხდებოდა !
- რა მოხდა გუშინ?
- მაბოლებ?
- რას გაბოლებ გოგო
- არ გახსოვს?
- არა გოგო.
- მოწიე
- სიგარეტი? მაგას ისედაც ვეწევი !
- სიგარეტი არა !
- აბა?!
- პლანი
- ვის არ მოუწევია.. რა მოხდა მერე. ერთხელ არაუშავს.
- სხვა რამე აღარ გახსოვს?
- რა რამე?
- მართლა არ გახსოვს რა მოხდა?
- რამოხდა?!
- არაფერი გტკივა?
- რა? ანი მატყუებ ხო? იცოდე თუუუ მატყუებ ღმერთს ვფიცავარ ანიიიიი!!!
- არ გატყუებ !
- ანუუ?? მეე???
- დიახ შენ !
- მითხარი რი მატყებ
- მაგაზე გუშინ გეფიქრა რო თვრებოდი !
- რამე რო მომხდარიყო რაღაც მაინც მემახსოვრებოდა.
- არვიცი რაგახსოვს და რა არა მაგრამ რაც გააკეთე ! არ უნდა გაგეკეთებინა !
- მარაა... აუუუ ანიიი...
- ორსულად რო იყო რას შვები მერე?
- გაჩუუნდი ! ას მთარსავ !
- შენებმა რო გაიგონ ხოიცი რამოხდება?
- გთხოვ გაჩუნდი.. რაც მოხდა მოხდა.
- ხოიცი რო ბაჩისთან ისევ ისე ვერ იქნები როგორც ადრე?
- ეგ რა ხელს უშლის ურთიერთობას!?
გეგონება ისეთი რაღაც გავაკეთე რო..
- 11 კლასელი ხარ მაკო !
- ვიცი მაგრამ..
- არავითარი მაგრამ. ჯობია დროებით ერთად თუ აღარ იქნებით.
ასე არშეილება მაკო!
- ყველამ იცის?
- ყველამ ვინც აქ ვართ
- როგორ მცხვენია... ანი რავქნა
- გითხარი რაცუნდა ქნა. მოიწმინდე ახლა ეგ ცრემლები და გავიდეთ.. გაემზადე და წავიდეთ ინერვიულებენ ჩვენები.
- წავიდეთ ხო.. თორე მიტყდება ყველასთან.


***
- არაფერი არ გახსოვს?(ყინულა)
- რა უნდა მახსოვდეს ბიჭო *იგ ხოარგაქვს? (ბაჩი)
- დაიგინე რო არაფერი გახსოვს (ბექა)
- ნერვებზე ნუ მეთამაშებით. (ბაჩი)
- გვაბოლებ ტოოო გუშინდელი აბა როგორ არ გახსოვს ბიჭოო (ყინულა)
- რა უნდა მახსოვდეს ? (ბაჩი)
- სექსი გქონდა მაკოსთან ! ( ბექა)
- ჩემიი დედა *ევეცი მეკაიფებით ტო? (ბაჩიი)
- რას გეკაიფებით (ყინულა)
- აბა რაიცით თქვე ჩემისებო იქ იყავით? (ბაჩი)
- ჯერ კიარ დავყრუვებულვართ (ყინულა)
- წადი თქვენი რაღაცას მიჩალიჩებთ (ბაჩი)
- ჯერ პატარაა ტოო რამ გადაგრია ! (ბექა)
- შანსი არაა ტოო არგავაკეთებდი მაგას მაკოსთან ! (ბაჩი)
- ატრაკებ ბაჩიი ! შევედი რა (ყინულა)


***
მისაღებში ისხდნენ ყველანი. არცერთი ხმას არ იღებდა. მაკო და ბაჩი პირისპირ ისხდნენ და შიგადაშიგ თვალს აპარებდნენ ერთმანეთისკენ.
ბოლოს სიჩუმე ბექამ დაარღვია და სიტყვა წამოჭრა:
- კაით ტოო ეხა სულ ესე ხოარ ვიჯდებით. წავიდეთ თბილისში მაკოს და ანას სკოლა აქვთ. თან ანას მშობლებმა არ იციან და პრობლემები შეექმნება.
- შენ როდის აქეთ გაინტერესებს ანას პრობლემები?
ნაცნობი ცივი ხმით თქვა ყინულამ.
- შენ რაგინდა ტოო? *ოზიშვილი ვიყო ატრაკებ !
- ბექა მართალია ჯობია წავიდეთ. რაც მოხდა მოხდა ვერაფერს შევცვლით.


კიდევ სამი საათი დავყავით წყნეთში.
ბაჩი და მაკო უცხოებივით იქცეოდნენ. ბოლოს ერთი საათი გაუჩერებლად, რომ ტიროდა ვეღარ მოვითბინე და სიმართლე ვუთხარი. ჩვენ კი ბევრი ვიცინეთ, მაგრამ მაკო უფრო გაბრაზდა და უფრო შერცხვა.. ბოლოს შემოვირიგეთ და ყველანი თბილისისკენ წამოვედით.
ყინულამ გამოაცხადა ვრჩებიო და დარჩა!

სახლში დაღლილი მივედი, თინა მაშინვე გამოვიდა სამზარეულოდან და დოინჯ შემორტყმული წინ დამიდგა
- დაღლილი ვარ და მერე მოგიყვები
- გისმენ!
- ჩემ დაქალთან დავრჩით
- ვინ შენ დაქალთან?
- არიცნობ და რანაირად გითხრა !
- ვერ გეტყვი
- ანა !
- დედააა დაქალი დაშორდა შეყვარებულს ხოდა იმასთან დავრჩით !
თითქოს შეყვარებული მყავდეს და დვდიოდე სადმე ისე ეჭვისთვალით მიკონტროლებ ყველააფერს ! დავიღალე რა !
ტონს ავუწიე და ოთახისკენ წავედი
- ანა ! სკოლიდან სახლშიი სახლიდან მასწავლებელთან !!! ერთი კვირა ! არსად წახვაალ !!!! არ მიხსენო მაკოსთან წასვლა ! უჩემოდ არსად წახვალ !
მშვიდი ტონით მითხრა და სამზარეულოში შევიდა.
- ისე ხო დავდიოდი რაა !
შევეპასუხე და ოთახში შევედი.

ბალიშზე დავეხეთქე და დავიყვირე.
ხანდახან ყვირილი მინდება ! მაგრამ როგორ გინდა დაიყვირო ! სახლში თინა, გარეთ ხალხი. დაიყვირებ ბოლო ხმაზე, რომ დაიცალო და მაშინვე მიგაჯრავენ მარკას, გიჟიაო იტყვიან.
როგორ მინდა წავიდე ! შორს ყველასგან, წავიდე და აღარ გამოვჩნდე, დავივიწყო ყველა და დავივიწყო ყველაფერი !
ცოტაც და შეიძლება გავგიჟდე !
სწრაფად შევედი აბაზანაში, ვიდექი წყლის ქვეშ, თვალებ დახუჭული, მანამ სანამ სუნთქვა არ შემეკრა..
გამოვედი თუ არა მაშინვე დავწექი, დიდხანს ვიწრიალე, მაგრამ ძილი არ მომეკარა. საათს, რომ დავხედე ორი სრულდებოდა. "451 გრადუსი ფარენჰაიტით" ავიღე და კითხვა დავიწყე.
გათენებამდე ვკითხულობდი, მერე სიმღერებს ვუსმინე და დილით, რვის წუთებზე ჩამეძინა. 8ზე გავიღვიძე.. ათ წუთშიი მოვემზადე და ოთახიდან გამოვედი.
- ანი მოდი ისაუზმე
- არ მშია..
- მოდი !
- არმინდა ! მივდივარ
- მე წაგიყვან
- თვითონ წავალ
- ნუ მეპასუხები. მე წაგიყვან და მორჩა.
- მანქანაში დაგელოდები...
" სულ ასე უნდა მატაროს?" ავიდიქრე და მანქანაში ჩავჯექი.
უხმოდ მივდიოდით, ბაბუაზე ფიქრი არმასვენებდა, სად იყო წასული. სახლში მისულს არდამხვდა, თუმცა თინასთვის არმინდოდა მეკითხა. მასთან ლაპარაკი საერთოდ არ მინდოდა !
მანქანა სკოლასთან გააჩერა, უხეშად მივაჯახუნე კარი და ეზოში შევედი. ბაბუას დავურეკე
- ხო ბაბუ
- როგორ ხარ?
- კარგად ჩემო ლამაზო შენ ბაბუ?
- რავიი რა. სად ხარ?
- ქუთაისში წავედი ბაბუ, დეიდაშენთან. ცოტახანი აქ დავრჩები და ისევ ჩამოვალ
- აუუ.. მალე ჩამო რაა
- ჩამოვალ ბაბუ ჩამოვალ
- სკოლაში ვარ წავეედი ახლა. მიყვარხარრ
- მეც ბაბუ. ჭკვიანად იყავი.
პირველი ინგლისური მქონდა, მაკოს გვერდით მივუჯექი:
- რაშვები ჩემო სიცოცხლე
- არაფერს
- გამებუტე კნუტო?
გავემანჭე და ვაკოცე.
- დიახ. დამანებე თავი.
- კაი.
ცივად ვუთხარი და კლასიდან გავედი.
მივხვდი, რომ მართლა არავის და არაფრის თავი არ მქონდა. არც მაკოს შემორიგების. დავიღალე იმით, რომ ყოველთვის მე ვარ დამნაშავე, ყოველთვის მეუნდა მოვუსმინო ყველას, დაველაპარაკო და არავის აინტერესებს რახდება ჩემში !
შესვლის ზარი დაირეკა და ბუფეტში ჩავედი.
ყავა დავლიე მოსაფხიზლებლად, ათასი რამე მიტრიალებდა თავში და იმდენ რამეზე ვფიქრობდი ერთიანად აზრებს ვეღარ ვალაგებდი.
45 წუთი ასე ვიჯექი.
მეორე გაკვეთილზე ავედი, მაკოსგან მოშორებით დავჯექი და ექვსი ხუთი გაკვეთილი თავაუღებლად ვიჯექი.
მეშვიდეზე სპორტი გვქონდა და თითქმის ყოველთვის მივდიოდით მეშვიდედან, მაგრამ დასვენებაზე დამრიგებელი შემოვიდა:
- ზარის დარეკვამდე დარბაზში ჩახვალთ ყველა
- რატო მას?
- გივის (მასწავლებელი) გულზე პრობლემწბი აქვს და ცოტახნით შვებულება აიღო. ახალი მასწავლებელი გეყოლებათ ცოტახნით.
- მას არასდროს ჩაგვტარებია დარბაზში სპორტი და მაინცდამაინც ახლა გვიტარდება?
- თქვენი ახალი მასწავლებელი ფეხბურთელია. და არამგონია ისე მოქცევის უფლება მოგცეთ როგორც გივისთან იქცეოდით ! სწრაფად დარბაზში.
დაველოდე როდის გავიდოდა ყველა.
ისევ მერხზე მედო თავი და ახლა სპორტის თავიც არმქონდა, ოხ გივი გივი !
კლასში გიო შემოვიდა, გვერდით მომიჯდა
- რაგჭირს შენ?
- უხასიათოდ ვარ რავი !
თავი კვლავ მერხზე მედო და გიოსკენ გავიხედე
- წამო დარბაზში თორე ჩვენი ბიჭი სტროგობს
- ვინ ბიჭი?
- ახალი მასწავლებელი 19 წლის ფეხბურთელი ბიჭია !
- ეგ გვაკლდა..
- წამო წამო
- არარაა არმინდა წამოსვლა, აქვიქნები და ზარი როდაირეკება წავალ
- წამო ჩემო ბუტია.
- გიოო არარა..
- ჩემი ხათრით ტოო..
სკამზე გავიზმორე და ფეხზე ავდექი..
ყელში მაკოცა და კლასიდან გავედით.
ხელი ქონდა გადახვეულ და ერთმანეთს ვეხუტებოდით დარბაზში, რომ შევედით.
- ბარნოვა აღარ დააგვიანო !
გავიგე ისევ ნაცნობი ხმა ! გავხედე და ისევ "ყინულა"
გიოს მოვშორდი და ყინულას მივუახლოვდი:
- აქ რაგინდა?
- შენი აზრით?
- რაგინდა აქ ?!
- მასწავლებელი ვარ ტოო
- ჰა?
- წადიი წადი კლასელებთან
- ხოარ უბერავვ
ისევ გიოსთან დავბრუნდი და სკამზე ჩამოვჯექით.
- აბა მომიახლოვდით !
მიმართა ბავშვებს და "ჩაშოკილი" გოგოები სირბილით მივიდნენ
- ნიკა გასვიანი. იმედია ვიმეგობრებთ სანამ გივი დაბრუნდება ! ვიცი აქამდე რასაც აკეთებდით, მაგრამ ამის შემდეგ ასე აღარ იქნება ტოო.. ! კაროჩე მოდი დღეს უბრალოდ ვირბინოთ ! შემდეგ გაკვეთილზე სპორტულებით იყავით ყველა !


"ნიკა" გავიფიქრე გონებაში და სკამზე მოვკალათდი. თვალსვადევნებდი მორბენალ ჩემ კლასელებს და სიცილს ვერ ვიკავებდი !
- ბარნოვა !
- გისმენ
- გისმენ არა ! გისმენთ მას ! აბა ცადე !
- გიჟიაა
ჩუმად ჩავილაპარაკე და ყინულას გავხედე
- ბარნოვა !
- გისმენთ მას !
- შენ არ გეხება სირბილი !?
- ვერ ვირბენ, ბოტასები არ მაცვია და კიდე მეზარება !
- ბარნოვა ! აწიე შენი ლამაზი ი ! და კლასელებთან ერთად ირბინე !

ცოტახანს გაოგნებული ვუყურებდი, მერე გოგოები რომ აფხუკუნდნენ ჩანთა ავიღე და დარბაზიდან გავარდი.
ისე დამტუკსა თითქოს პირველ კლასელი ვყოფილიყავი ! თან ეგ როგორ მითხრა კლასის წინ ! ისე თითქოს მაგის ბო*ი ვიყო ! და თითქოს ხშირად მეუბნებოდნენ მასეთ სიტყვას !

ცრემლებს გზა მიეცათ და მეც უხეშად ვიწმენდდი..
4ზე ფიზიკა მქონდა, ჯერ ორიც არ იყო.
სახლში მისვლა არ მინდოდა, მითუმეტეს ბაბუც არ იყო სახლში. გადავწყვიტე ოთხამდე სადმე წავსულიყავი, ფიზიკიდან უნარებზე წავიდოდი და მერე სახლში .
ვიცოდი თინა ტელეფონს ამიფეთქებდა ამიტომ გამოვრთე !


სკოლის ეზო დავტოვე და ქუჩას ფეხით დავუყევი...

ვფიქრობდი ყველაფერზე, განსაკუთრებით დღევანდელ დღეზე.
უბრალოდ არიყო სწორი ყინულას საქციელი ! ასე მთელი კლასის წინაშე არ უნდა შევერცხვინე. რამე დავუშავე?!
ისე ვარ თითქოს ვეღარავინ ვამჩნევს.
მწვანე თვალები სითხით მევსებოდა და მხედველობა მიორდებოდა. მერე კი თავს ვიკავებდი, რომ ზღვარზე მყოფი ცრემლები ისევ უკან დამებრუნებინინა..
იქნებ დღიური ვიყიდო და დავწერო?
იმას დავწერ რაც მახრჩობს, რასაც ვერ ვამბობ. იქნებ დავიცალო და მიშველოს თუ არ მიშველის აღარ დავწერ.
წერ შენს ყოველდღიურობაზე, შენს მრავალფეროვან ფიქრებზე და არამრავალფეროვან ცხოვრებაზე. დამღლელ ყოველდღიურობაზე, დამღლელი ადამიანებით სავსე დღეებზე.
თვეებზე.
წლებზე.
რომლებსაც ვერაფერს უხერხებ.
წერ შენს არასაინტერესო ცხოვრებაზე თუ როგორ დაგღალა ამ ყველაფერმა და როგორ ვერ მოახერხე შეგეცვალა ყველაფერი.
შენ ისიც კი ვერ მოახერხე შეგეცვალა შენი თავი.
არ იყო დამოკიდებული ხალხზე.
არ იფიქრო რას ფიქრობს ხალხი.
წერ რომ გინდა შეცვალო, მაგრამ ვერ ცვლი !..

ცხვირ გაყინული ჩავჯექი მიკროავტობუსში. ჯერ ცოტა ადრე იყო, მაგრამ ბოდიალის თავი აღარ მქონდა.
თითქოს გარე სამყაროს ვიყავი მოწყვეტილი. "გამოდებილებული" სახით შევედი მასწავლებელთან
- გამარჯჯობათ მას
- გამარჯობა ჩემო ლამაზო. ისეთი სახეგაქვს გეტყობა ძალიან გეძინება და გაყინული ხარ! ვიცი რაც გიშველის! მე და შენ ცხელი შოკოლადი დავლიოთ
- მას ისევ თქვენ თუ მიშველით
- ამ ჯგუფს გავუშვებ და მერე ჩვენ რომ ვიცით.
თვალი ჩამიკრა და მომღიმარ "აბიტურიენტებს" მიუბრუნდა..

გონებამ კვლავ ყინულაზე ფიქრი წამოიწყო
- ნიკუშა? ესეიგი ნიკუშა ! ნიკუშა გასვიანი ! ან ნიკა გასვიანი ! ან ნიკოლოზ გასვიანი ! რამდენი სახელი აქვს ! ნიკუშა, ნიკა, ნიკოლოზი, დამგი, ყინულა.
აი თურმე რატომ დაუძახა ბაჩიმმ დამგიო, მაგრამ რატომ ეძახიან დამგის?!
მიზეზი ისეთივე საინტერესო, იდუმალი, უზრდელი და ცივი იქნება როგორც თვითონ ბრძანდება !
მაინც რას მერჩის? ჯერ კუდში დამსდევს მერე მიყვირის, მერე ხალხში მარცხვენს ! ასეთი არავინ შემხვედრია არასდროს ! ეს ვინაა?! იმედია არც არავინ შემხვდება ყინულასნაირი. საერთოდ ეგეთი უგულო ადამიანები არსებობენ ნეტა?
ამ ბოლოს ყინულაზე ფიქრი ძალიან დამჩემდა. ჯობს შევწყვიტო სანამ ღრმად შევტოპავ.

ესეც ახალი თავი.. მეტად იაქტიურეთ და შეფასებები დამიწერეთ.



№1 სტუმარი Uhuu

Me dzalian momcons.orive personaji dzalian kargia da ar shecvalo didad araferi mag mxriv<3
Ertaderti shenishvna rac makvs aris is rom ikneb ufro xshirad dado tavebi<3 darcmunebuli var bevri mkitxveli ekoleba am motxrobas da ar gvalodino❤️

 


№2 სტუმარი chepe

მალეე დადე რა

 


№3  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

Male Dade ra dzaan daagviane

 


№5 სტუმარი Uhuu

Isev agvianeeb)))) ro gvtxov aktiurobas vaktiurobt meti ra vknaat da shenc ecade ro ufro xshirad dadoo tavebii

 


№6 სტუმარი Guest ხატია

[b][/b][right][/right] stuck_out_tongue_closed_eyes stuck_out_tongue_closed_eyes

ზდალიან მაგარია ბრავოო heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent