შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სანაპირო (თავი 5)


14-04-2016, 00:02
ავტორი Dippie
ნანახია 1 746

ირაკლი რაც შეიძლება ჩქარა მიდიოდა ტრასაზე,თანდათან უმატებდა სიჩქარეს და შუაღამის ქუჩებს წამიერად აწყდებოდა შემდეგ კი უჩინარდებოდა.ალბათ გული ურძნობდა მოახლოებულ საფრთხეს,რაღაც მტკივნეულს რაც სულით ხორცამდე ტკივილს მიაყენებდა...გულის რომელიღაც ნაწილში მცირე სიხარულიც კი გამორეოდა,ის ხომ პირველად ნახავდა ,ამდენი წლის შემდეგ მის საყვარელ ადამიანს.ნეტავ როგორია?ისევ ისეთი დაუცველი და სუსტია?ალბათ გაიზრდებოდა,უფრო მეტად გალამაზდებოდა და ცხოვრებასაც აიწყობდა ასე თუ ისე...ფიქრებში გახვეული ბათუმისკენ მიდიოდა და ცოტაღა რჩებოდა მათ შეხვედრამდე.
--------
-მოგეწონა საჩუქარი?-საწოლზე იჯდნენ როცა გიომ ანერვიულებულ ნინას მუხლე ნაზად შეახო ხელი,ნინა გამოფხიზლდა,მაგრამ ფიქრებით მაინც ელენესთან იყო.
-ა..კი გიო ძალიან,-გაუღიმა და საწოლიდან სცადა ადგომა როცა გიომ ხელით დაიჭირა და უხეშად დაანარცხა საწოლზე,ნინას უხერხულად გაეღიმა,იფიქრა ხუმრობააო და სიტუაცია არ გაამძაფრა
-კაი გეყოფა,დავიღალე დღეს დასვენება მინდა,-მშვიდად უთხრა ნინამ
-კაი რა ტო,ერთად დავისვენებდით მეგონა შენ კიდე მაგდებ??-თმაზე ფერება დაუწყო,ნინას გული აუჩქარდა და მაქსიმალურად ცდილობდა მღელვარება დაემალა,მაგრამ სწორედაც რომ ამ მღელვარებას ხედავდა გიო და მთელ სიამოვნებას ამაში ხედავდა.დიდხანს აღარ გაააგრძელა გიომ „მსხვერპლთან“ თამაში და თამამად დაიწყო ნინას ცხოვრების განადგურება.ნინა ტიროდა,ევედრებოდა გაეშვა,ეუბნებოდა რამხელა ტკივილს გრძნობდა მაგრამ გიო ადამიანს კი არა მხეცს გავდა...უემოციოდ დაგდებული სხეული საწოლზე უმოძრაოდ იდო და ჭერს მიშტერებოდა,უკვე ტკივილსაც არ გრძნობდა,თითქოს სამუდამოდ მოწყდა მისი სული სხეულს და შეწვიტა არსებობაო.
-------
-გამარჯობა,დიდი ბოდიში,ნინა ***** რომელ ნომერშია?-ირაკლი მოუთმენლად ელოდა პასუხს და გული რაღაც ცუდს უგრძნობდა
-მესამე სარტულზე, მეცამეტე ნომერში.ლიფტი არ მუშაობს კიბით მოგიწევთ ასვლა სამწუხაროდ,ქი იქით ხელმარჯვნივ არის კიბეები.
ირაკლი ჩქარი ნაბიჯებით არბოდა,როცა მესამე სართულზე ააღწია და დერეფნისკენ გაუვია ვიღაც ბიჭი შეასკდა შემთხვევით,რომელიც ამოჩეჩილ პერანგს შარვალში იტნევდა.
-ბოდიში,-ჩუმად თქვა ირაკლიმ
-არაფერი ძმა,არაფერია,-ქვევით ჩამავალმა მიაძახა და თვალთახედვიდან გაქრა.
ოთახის ნომერი ღია დახვდა,სანახაობა კი მეტად შემზარავი აღმოჩნდა..
ნინა აივნის მოაჯირზე იდგა,მოკლე თეთრი სარაფანა ალაგ-ალაგ სისხლით იყო დალაქული,ნიავი თმას აქეთ-იქით უფრიალებდა და კაბაც ნელ-ნელა ირხეოდა,თითქოს ანგელოზი იყოო რომელიც მალე გაფრინდებოდა და ამქვეყნიურ ჯოჯოხეთს გაერიდებოდა...ნინა ზღვას უყურებდა,ტიროდა,გამსკდარი ტუჩიდან სისხლის გემოს გრძნობდა,ციოდა, უზომო ტკივილიც არ ანებებდა თავს მაგრამ აღარ ღელავდა,ფიქრობდა ერთ ნაბიჯსაც გადადგავდა და სანაპიროს ქვებს წითელი ფერით შეღებავდა,შემდეგ კი მის უსიცოცხლო,ნატანჯ სხეულს აიღებდნენ და სამუდამოდ შერაცხავდნენ ცოდვილად.ირაკლი გაშეშებული იდგა,გულის ცემას სხეულის თითოეულ წერტილში გრძნობდა და არ იცოდა რა ექნა...გაფართოებული თვალებით მიშტერებოდა და გამომშრალი ტუჩები უკანკალებდა
-ნინა..-ჩუმად თქვა იმ ქალის სახელი რომელიც მისთვის ყველაფერს ნიშნავდა და რომელიც ერთი შეცდომის დაშვებისთანავე ხელიდან გაუხლტებოდა...ამბობენ ბედნიერება ცხოვრებაში ერთხელ გვხვდებაო,დაინახავ თუ არა ეგრევე უნდა მისწვდე და მაგრად დაიჭირო , თორემ გასხლტება და მეორედ აღარც დაგენახებაო...ირაკლი მიხვდა რომ მისი სიტყვები ნინამდე ვერ აღწევდა,თითქოს იგი ახლოს იყო მაგრამ ამასთანავე სადღაც შორს ,მისგან ძალიან შროს იყო.მომენტალურად მოწყდა ირაკლი ადგილს და გაყინული,მთრთოლვარე სხეული მკლავებში მოიქცია.ნინამ ირაკლის თვალებში ჩახედა,გაფითრებული ცივი ხელი ნაზად შეახო სახეზე,იმაში დასარწმუნებლად რომ იგი ამდენი ხნის მერე ისევ მოვიდა,რომ ირაკლი რეალური იყო და ორი წლის ტანჯვის შემდეგ წამიერი სითბო ჩაეღვენთა გულში,შემდეგ კი თვალები მშვიდად დახუჭა,თითქოს იძნებსო და ჩვილი ბავშვივით ირწეოდა ირაკლის აკანკალებულ მკლავებში.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent