შენს თვალებში ვხედავ სამყაროს [3]
ჩემმა ძმაკაცმა შემომთავაზა მასთან წავსულიყავი ორი კვირით სამეგრელოში ვინაიდან დიდი ხანი არ მინახია მეც დავთანხმდი და ბარგი ჩავალაგე დილით ყველანი ჩემსკორპუსთან იყვნენ ანასტასიაც რომ ჩამოვიდა მივხვდი რომ ისიც მოდიოდა და ამჯერად მომიწევდა ქართულად მელაპარაკა მანქანებში გადავნაწილდით ანასტასიას არც დავუნახივარ ვიღაცას წერდა მობილურით და ყველას ერთიანად უთხრა გამარჯობა მერე კი ნიკას მანქანაში ჩაჯდა მას რომ ვუყურებდი სხვანაირი გრძნობა მეუფლებოდა მინდოდა დავმჯდარიყავი და მის თვალებში უსასრულობამდე მეყურა არ ვიცი თითქოს თვალებით ჯადო გამიკეთა და ეხლა თავს ვერ ვაკონტროლებ არადა ესე მართლა არავიზე არ ვყოფილვარ ეგ კი არა ყველა მხოლოდ გასართობი იყო 8888 დილით ავდექი ვიბანავე და ჩავიცვი შავი ელასტიკი და ნაცრისფერი მაისური ფეხზე კი შავი all starები თმა გავიშალე და მობილური მოვიმარჯვე დაბლა რომ ჩავდიოდი ესემესი მომივიდა საბასგან მორიგ შტაბეჭდილებებს მიზიარებდა მეც ვკითხულობდი და პასუხებს ვცემდი დაბლა რომ ჩავედი ნიკამ მითხრა შენ ჩემთან დაჯექი წინო მეც არ მქონდა ბევრი ბოდიალის თავი ჩანთა უკან ჩააგდო მერე ყველანი განაწილდნენ და წავედით ყველა ისე გადანაწილდა რომ ჩვენთან არავინ იჯდა მაშინ კი იმხელა გზა გვქონდა გასავლელი ნიკამ მუსიკა ჩართო რათქმაუნდა ჩემი საყვარელი მუსიკები ქონდა იძახდა მეც მიყვარს ეს მუსიკებიო და თითქმის ჩემი საყვარელი ყველ მუსიკა ჩაწერილი ჰქონდა -აუ ტასო რაღაც უნდა გითხრა - ლაპარაკი სერიოზული ტონით დაიწყო ადეიშვილმა -რაიყო ნიკა რამე მოხდა? - კითხა სიცილით ანასტასიამ -გოგო ნუ მაგიჟებ და სულ ყველაფერზე ნუ იცინი -აბა რა ვქნა ვიტირო? -მოკლედ მიყვარხარ მართლა ძალიან მიყვარხარ და მინდა რომ ჩემთან იყო სულ -რა? - ხმა დაუსერიოზულდა ახვლედიანს -ხო რა მიყვარხარ მართლა ძალიან მიყვარხარ და მინდა რომ ჩემი ცოლი გახდე -ხვდები ეხლა შენ რასაც მეუბნები ადეიშვილო ნიკა? -კი ვხვდები და ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი მეთქვა თუ არა მაგრამ უკვე აღარ შემიძლია სულ შენ გეძებ მინდა სულ შენ გხედავდე და შენი თმების სურნელი დამყვება ყველგან მინდა სულ შენი სუნამოს სუნი იყოს ყველგან შენი სუნი მელანდება ყველგან ძალიან მიყვარხარ - ანასტასიამ ნელ-ნელა ნიკას ხელში მოქცეული მისი მარცხენა ხელი გაინთავისუფლა და მანქანა გააჩერებინა მანქანიდან გადავიდა და სუფთა ჰაერი ჩაყლაპა ბევრ ცრემლთან ერთად მაგრამ მხოლოდ ფილტვებში და ყელში ნიკა გვერძე ამოუდგა -ნიკა - დაიწყო სერიოზული და დამძიმებული ხმით ლაპარაკი ანასტასიამ -ბავშვობიდან ერთად მოვდივართ ამდენი ხანია ვმეგობრობთ მე მხოლოდ ისე გიყურებ როგორც ძმას ძალიან მიყვარხარ... მართლა ძალიან მიყვარხარ - თვალები აემღვრა ტკივილისგან - მაგრამ ვერ შემოგხედავ როგორც ჩემს საქმროს ან შეყვარებულს არ შემიძლია -კარგი ვხვდები - თავი დახარა მე კი მანქანაში ჩავჯექი ისიც დაჯდა საჭესთან და გზა გავაგრძელეთ მთელი გზა უხერხული სიჩუმე სუფევდა იქ რომ ჩავედით ყველა სახლის დალაგებას შევუდექით მერე კი სადილის დროს სუფრას რომ ვაწყიბდით მხოლოდ მაშინ დავინახე ის აფერისტი გერმანელი და ნიკამ ყველას გაგვაცნო თავისი ძმადნაფიცი დემეტრე -სასიამოვნოა ვთქვი როდესაც ჩემი თავი წაეუდგინა მაგრამ სხვებივით არ გავშტერებულვარ სამზარეულოში შევბრუნდი და სუფრის გაწყობა გავაგრძელე ჩვეულებრივ ყველანი დავსხედით მაგრამ ძალიან ჩაფიქრებული და დაძაბული ვიყავი ნიკას გამო არაფერი მიჭამია ყელში არაფერი გადამდიოდა წყალს ვსვადი დრო და დრო ტკივილისგან ყელში გაჩხერილი ბურთი რომ ჩაეგორებინა როგორმე და ცრემლები არ წამსკდომოდა -ანს რა გჭირს - მითხრა ლუკამ მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ გამოვერკვიე როცა ხელი ამიფრიალა სახესთან -რა? მე მითხარი რამე? - ვთქვი უცებ დაბნეულმა და ლუკას გავხედე -ხო რა გჭირსთქო -არაფერი საბაზე ჩავფიქრდი და... - ვიცრუე უცებ და რომ დამიჯერეს გამიხარდა მერე კი მასზე კითხვები დამაყარეს მეც ყველა კითხვას პასუხს ვცემდი და ნელ-ნელა ლაპარაკი უფრო მიჭირდა როცა ვხედავდი ნიკას თვალებს... სადილობას რომ მოვრჩით მაგიდა ავალაგეთ და ჭურჭელი დავრეცხეთ მერე კი თქვეს -მოდით რა ეზოში კოცონი დავანთოთ და ცოტახნით ბავშვობა გავიხსენოთ -კარგი წამოდით - ყველა დაბლა ჩავიდა არ მინდოდა სხვებისთვის ხასიათის გაფუჭება და მეც ჩავედი მათთან ერთად ეზოში კოცონი დაანთეს და უკვე მოსაღამოვებულიყო კიდევაც ყველამ დაიწყო სასაცილო ამბების გახსენება ერთმანეთზე მერე ჩემზე და ნიკაზეც დაიწყეს ლაპარაკი ერთად ჩვენზე იიტომ ილაპარაკეს რომ ხომ გითხარით ბავშვობიდან ერთად მოვდივართ ჩემი ოჯახის წევრები მისი ოჯახის წევრები იყვნენ და მისი ოჯახის წევრები ჩემი ოჯახის წევრები მასთან არაფრის არ მიტყდებოდა ისე იყო როგორც ჩემი ძმა დღეს კი თვალს ვეღარ ვუსწორებ იმის გამო რაც მოხდა -ბავშვებო თუარ გეწყინებათ ცოტას ფეხით გავივლი სამეგრელოს ჰაერს ჩავყლაპავ- ვთქვი ღიმილით და ფეხზე წამოვდექი -გოგო ღამეა უკვე ნიკა გაყევი რა - უთხრა ლუკამ ნიკაც ფეხზე წამოდგა და ერთად წავედით. ორივე ჩუმად მივუყვებოდით გზას -ნიკა - დავიწყე ლაპარაკი -გისმენ - მითხრა ჩამწყდარი ხმით -არ მინდა რომ ესე უცხოებივით ვიყოთ არმინდა ამდენი წლის მეგობრობა რამემ დაანგრიოს - თვალებზე ცრემლი მომადგა- ჩვენ ხომ ერთდ ბევრი რამე გადავიტანეთ დღეს გაიხსენეს ბავშვებმა ჩვენ ორნი ყველაზე გიჟები ვიყავით ხომ გახსოვს - მის წინ დავდექი და ცრემლიანი თვალები მის მოწყენილ თვალებს მივაგებე მერე კი მსუბუქად გავიღიმე და დავამატე - მიყვარხარ მაგრამ როგორც მეგობარი მინდა რომ ისევ ისე თუ არა ესე მაინც აღარ ვიყოთ გთხოვ კიდევ ერთი ადამიანის დაკარგვას ვერ გადავიტან ჩემს ცხოვრებაში მეტს ვეღარ გავუძლებ - ჩავეხუტე და უფრო თავისუფლად ავტირდი როცა მისი მკლავები ვიგრძენი ჩემს წელზე -ბოდიში... არ ღირდა ამხელა ამბავად ჩემი ნათქვამი არ მინდა თავს ასე ცუდად გრძნობდე და შენს ცრემლებსაც ვერასოდეს ვაპატიებ ჩემს თავს გთხოვ არ იტირო - ნიკამ ცრემლები ცერა თითით მომწმინდა სახიდან და თვალებზე მაკოცა ბავშვობაშინ ხომ ასე იქცეოდა როცა ვტიროდი ჯერ მე მაწყნარებდა შემდეგ კი ცრემლების ავტორს არც ისე კარგ ბედს აწევდა... მაგ დღის მერე ყველაფერი სხვანაირად იყო მე და ნიკა ეხლა უფრო თავისუფლად ვიყავით ალბათ გულზე მოეშვა რომ მითხრა და ისე იქცეოდა თითქოს არაფერი მომხდარიყო მაგრამ თავს მე ვგრძნობდი ცუდად ერთ საღამოს როცა ყველას ეძინა ეზოში ჩავედი და ჰამაკში ჩავწექი ფიქრი დავიწყე არც ისე ადვილი ცხოვრება მქონდა ბავშვობიდან მდიდარ ოჯახში ვიზრდებოდი მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ 11 წლამდე იყო 11-ის რომ გავხდი მაგ დღეს მამა და დედა ბრუნდებოდნენ საზღვარგარეთიდან მაგრამ თვითმფრინავი სადღაც ჩამოვარდა და ყველა იქიდან მკვდარი იყო ის დღე არასოდეს დამავიწყდება ვერავინ მაწყნარებდა მამას მრჩეველმა და უახლოესმა მეგობარმა დიმიტრიმ ყველაფერი მიითვისა თანაც ძალიან მარტივად და მე და ბებიაჩემი ლილი (დედის მხრიდან) მარტო დავრჩით ქუჩაში სახლის გარეშე ბებიაჩემი მუხლჩაუხრელად შრომობდა მე რომ წამოვიზარდე და 15 რომ გავხდი თან ვსწავლობდი და თან ვმუშაობდი ღამეებს ვათეთრებდი უნივერსიტეტში 100% გრანტით რომ ჩავირიცხე ჩემზე და ბებიაჩემზე ბედნიერი იმწამს არავინ იყო მაგრამ 2 წლის შემდეგ ბებიაჩემიც გარდაიცვალა და დავრჩი მხოლოდ მე ნიკა ლუკა და მეგობრები ხშირად მოდიოდნენ ხოლმე და მეხმარებოდნენ ბევრ რამეში მერე მოხდა ისე რომ საზღვარგარეთ წავედი და ბოლო ორი წელი იქ ვისწავლე ჩამოვედი და ლექტორად დავიწყე მუშაობა დღის უმეტეს ნაწილს იქ ვატარებდი მიყვარდა ბავშვებთან მუშაობა და მომწონდა რომ მათ ჩემ ცოდნას გადავცემდი ძალიან გახარებული ვიყავი ამით -შეიძლება? - ფიქრებიდან დემეტრეს ხმამ გამომიყვანა -მობრძანდით -ფიქრი ძალიან გიყვარს ხო - მითხრა ღიმილით -ტყულების თმას ჯობია -შენ ან არ ლაპარაკობ ან კიდე ლაპარაკობ და ისე მწარედ რო კაცი ხმას ვერ ამოიღებს -ვერც ქალი -სწერვა -მატყუარა -სულელი გამოუცდელი ბავშვი ხარ -ხო ალბათ... აბა ყველა შენნაირი გამოცდილი როდია - ვთქვი და იქაურობას სწრაფად გავეცალე -სტას დემე იქითაა? - მკითხა ლუკამ -ხო იქაა და ბუზებს ითვლის -რაიყო რა გჭირს შენ -არაფერი - ოთახში ავედი ჩუმად და საწოლზე დავწექი მობილური და ნაოშნიკები მოვიმარჯვე და მუსიკების მოსმენა დავიწყე... 8888 -დემეე რას შვები -რავი აბა ბუზებს ვითვლი შენ - გაიმორა დემეტრემ ტასოს ნათქვამი და გაეღიმა -მე ვერ დავიძინე და ვიფიქრე ჰაერზე გავალთქო -ლუკა -ხო -ანასტასიას ვუთხარი წეღან გამოუცდელი ბავშვი ხართქო და როგორ გაბრაზდა იცი? თვალებში ბრაზი ჩაუდგა და თითქოს სევდაც თვალებში რომ ვუყურებ ასე მგონია რომ ახალგარდა გოგოს თვალები კი არა უკვე საკმაოდ გამოცდილი ქალის თვალები აქვს სხვებს არ გავს ძალიან ჯიუტია და ამაყი -გაბრაზდა - ლუკას გაეღიმა ძმაკაცის ნათქვამზე - იცი არც ისე ცოტა აქვს ამ გოგოს გადატანილი მართლაც რომ შეხედავ თითქოს როგორი ლაღია და მხიარული ახალგაცნობილი რომ ხარ იმიტომ გესწერვება ახლა მაგრამ კარგად რომ გაგიცნობს შენც ისე ეყვარები როგორც ჩვენ ცუდი გული არ აქვს ზოგს ბევრი ტკივილი აბოროტებს და შურისძიებისწყურვილი კლავს არ ასვენებს მას კი - ლუკა ღიმილით და თბილი სახით აგრძელებდა ლაპარაკს და დემეტრეც უფრო და უფრო მეტი ინტერესით უსმენდა - მას კი სიკეთის გარდა გულში არაფერი არ უდევს ყველაფრის მიუხედავად ცდილობს ყველა გაამხიარულოს ასეთია სულ იცინის და თავს არ აძლევს იმის უფლებას რომ ხალხში იტიროს ან მოიწყინოს ძალიან უყვარს თავისი საქმე დროის უმეტეს ნაწილს უნივერსიტეტს უთმობს მაგრამ ჩვენთან ერთადაც ძალიან უყვარს დროის გატარება... -ლუკამ ლაპარაკი დაასრულა და თავი დახარა -და რა გადახდა ასეთი - ინტერესით იკითხა დემეტრემ -ყველაზე ძვირფასი რაც კი გააჩნდა ამ ცხოვრებაში... მშობლები დაკარგა მაშინ ჯერ კიდევ 11 წლის იყო მამამისი მართლაც ცნობილი ბიზნესმენი იყო მაგრამ მისმა უახლოესმა მეგობარმა დიმიტრიმ ყველაფერი მიისაკუთრა და სახლიც რომელშიც პატარა ანასტასია ცხოვრობდა წაართვა ბებიამისმა მუშაობა დაიწყო რას აღარ აკეთებდა რომ შეენახა ბავშვი ის კი ბავშვობიდან სულ სწავლობდა ესე ჩანდა თითქოს წიგნებში ეძებდა გამოსავალს ასე რომ ვთქვათ იმიტომ რომ როცა წიგნებს უჯდებოდა და სწავლას იწყებდა აღარავინ ახსოვდა ძლივს გადაიტა ეს ყველაფერი ცოტა რომ წამოიზარდა ბებიამისიც გარდაიცვალა და სულ მარტო დარჩა მხოლოდ ჩვენ ვყავდით ჩვენც მივდიოდით ხოლმე მის გამხიარულებას ვცდილობდით მერე თვითონ გახდა ასეთი ,,ღიმილიანი’’ სულ იღიმოდა და თავის ცრემლებს არავის ანახებდა მაგრამ ვინ იცის ჩუმად რამდენჯერ უტირია - თავი კვლავ დახარა ლუკამ და ანასტასიაზე ლაპარაკს რომ მორჩა თითქოს უფრო დამძიმდა -დღე არ გავა მასზე რომ არ ვიფიქრო ჩემი დაა მთელი ბავშვობა ერთად გვაქვს გატარებული იცი 15 წლის რომ გახდა მუშაობა დაიწყო მისი თანატოლები დასცინოდნენ საიდან სად დაეციო მაგრამ მას 1 წუთი არ უფიქრია რომ სხვისი დაცინვის გამო ყველაფრისთვის თავი დაენებებინა პირიქით თითოეული ადამიანისგან მიყენებული დამცირება და ტკივილი 100 ჯერმეტად აძლიერებდა და უფრო მეტად ცდილობდა ის იმსახურებს ბედნიერებას და ამ ცხოვრებაში პირველი თუ რამეს ვნატრულობ ისაა რომ ძალიან ბედნიერი მენახოს იმაზე მილიარდჯერ ბედნიერი ვიდრე ეხლაა იმიტომ რომ ის მართლაც იმსახურებს ამას - მარტო სულიერად დამძიმებული ლუკა როდის იყო თავს დემეტრეც საშინლად გრძნობდა იმიტომ რომ იცოდა რასაც ნიშნავს საყვარელი ადამიანის დაკარგვა -ლუკა იცი პირველად რომ დავინახე მისი თვალები და თმა დედაჩემი გამახსენდა მან რომ მიგვატოვა პატარა ვიყავი ორი წლის მერე კი კიბოთი გარდაიცვალა ყოველთვის ვფიქრობ რატომ მიგვატოვა და მაინც სულ ვამართლებ ვფიქრობ არ უნდოდა ასეთები გვენახა არ უნდოდა გვენახა როგორ იტანჯებოდა ბოლო ორი წლის განმავლობაში თანაც არანაირ წამლებს არ სვამდა ფიქრობდა მაინც მოვკვდები და თავი რაღას დავიტანჯოო თანაც არ დაგიმალავ მაშინ ამის შესაძლებლობაც არ იყო ძალიან გაგვიჭირდა მე და მამაჩემს ამის გადატანა თუმცა მერე ყველაფერი დალაგდა გულში და მეხსიერებაში კი ყოველთვის შემორჩენილი მაქვს მისი თმის ფერი თმის სურნელი და მისი მუდამ ლამაზი მწვანე წყლიანი თვალები რომელიც სულ სიყვარულით მიმზერდნენ... ბოდიში ბოდიში ბოდიში დაგვიანებისთვის უბრალოდ ჯანმრთელობა არმაქვს მაინც და მაინც სახარბიელო და დადება შეიძლება დამაგვაინდეს ხოლმე მაგრამ ყველანაირად ვეცდები ეს არმოხდეს იმედია მოგეწონებათ პირველ თავს უფრო მეტი გამოხმაურება მოყვა ვიდრე მეორეს რამაც ცოტა გული დამწყვიტა იმედია მოგეწონათ ეს თავიც <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.