შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედისწერა (თავი 7)


14-04-2016, 20:43
ავტორი ერკე
ნანახია 2 921

ადამიანთა ჩაციკლული მდუმარება ყურებს წვავდა, ცრემლები თავისით დიოდა, მაგრამ გრძნობების გამომჟღავნების მაგალითზე, ყველაფერი შეუდარებლად იყო. წამით უგრძვნია, როგორი უნდა ყოფილიყო ქალის გარეშე ცხოვრება, რომელიც სიცოცხლეს ერჩივნა და რომლისთვისაც უკვე მზად იყო ბოლომდე ებრძოლა, ის მიხვდა რა საოცარი იყო გრძნობა, რომელიც მისკენ ექაჩებოდა და სიტყვებით აღუწერელი ფორმით აახლოვებდა კიდეც, მაგრამ ბედისწერა მათ საწინააღმდეგოდ, რომ მოქმედებდა ეს ცხადი იყო. გამოუსწორებლად საშიში და განუსაზღვრელად უსაზღვრო იყო მისი ემოციები, რომლებსაც განიცდიდა.
ხალხს, განა მათი ძალა აშინებს, არამედ ის თუ რა იმალება მათში, რისი გამომჟღავნებაც აშინებთ.
-გაგიჟდი ჰო? - კოსმიური სიჩუმე ლომიამ დაარღვია. შუა ქუჩაში იყვნენ, ლომიას რატი ძირს დაეგდო და ზედ დასწოლოდა, გზა ცივი და უხეში იყო, რისგანაც რატის ზურგი სტკიოდა, მაგრამ ამას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა.
-რა მოხდა?
-არ გახსოვს რა მოხდა? ლამის მანქანას რომ შეუვარდი არ გახსოვს? - გაწყრა ლომია და ხელი ლოყაში გაარტყა გამოსაფხიზლებლად.
-რა? - გააწევინა ხელი და წამოწევა სცადა, მაგრამ გაუჭირდა. - ჰეი, მძორო აწი , რომ ავდგე. - როცა გასწორდა და აქეთ-იქით მიმოიხედა თქვა: - მე და მანქანას შევუვარდი? ეს ხომ აბსურდია.
-კი! - თვალები დაუბრიალა ბიჭმა. - მე რომ არ გყავდე რა გეშველებოდა.
-მომისმინე, ძალიან დიდი მადლობა დახმარებისთვის, მაგრამ ახლა უნდა წავიდე.
-სად უნდა წახვიდე?
-სახლში! არის რაღაც საკითხები, რაზეც კარგად უნდა ვიფიქრო, სანამ რაიმეს გადავწყვეტდე. მერე შეგეხმიანები. მარტო ყოფნა მინდა. - თვალებით ემუდარებოდა ლომიას, მანაც უსიტყვოდ გაუგო და იგრძნო მისი გასაჭირი. საკუთარი თავი დაინახა, გაახსენდა თავისი და ესმერალდას ამბავი და უბრალოდ გაუშვა.
-კარგი, როგორც იტყვი ისე იქნება. თავს მიხედე კარგი?
-მადლობა. - თვალი ჩაუკრა სევდიანად და გატრიალდა. სახლამდე ხმა აღარ ამოუღია.
„რა აქცევს ადამიანს ადამიანად? თანაგრძნობა? სიყვარულის უნარი? იქნებ გული... ან ტკივილი, რასაც ყოველ ჯერზე მწვავედ განიცდის, იმდენად მწვავედ, რომ ამისთვის გასაქცევად ხშირად თვითმკვლელობას მიმართავენ. ტკივილი ერთადერთი იარაღია, რაც ადამიანში აღვიძებს სამყაროდან გაქცევის სურვილს. ჯერ გგონია, ეს მხოლოდ დროებითია და მალე გაივლის, მერე იმაზე ფიქრს იწყებ, რომ ცოტა დააგვიანდება ჭრილობას მოშუშება, შემდეგ კი თავში ერთი კითხვა გებადება: „გაივლის კი?“, ბოლოს კი უკვე ხვდები, რომ ტკივილი თანდაყოლილია, მას ვერაფერი უშველის გარდა სიკვდილისა.
თუმცა, კი მაგრამ, რა მოხდა? როგორ შეიძლება არ გახსოვდეს ის, რაც წამის წინ მოხდა, მაგრამ ვაი რომ ყველაზე საშინელი სიტყვები მახსოვს, სულის შემძვრელი, საუკუნოდ ჩემში ტკივილის მომყენებელი, მახსოვს რადგან ამ სიტყვებს თავიდან ვერაფრით ამოვიგდებ. ეს უბრალოდ შეუძლებელია. ცოტა კი ვიცი ადამიანი, ვინც სიყვარულით იტანჯება? ტარიელი, ტრისტანი, ავთანდილი, რომეო... ეს ადამიანები ყოველდღე რთულ და გადაულახავ პრობლემებს აწყდებოდნენ, სიყვარულის მარადიული განსაცდელის გადალახვას ცდილობდნენ, მაგრამ ბოლოს მაინც დამარცხდნენ, დამარცხდნენ ბედთან, დამარცხდნენ დროსთან... მაგრამ გაიმარჯვეს სიკვდილზე. ვერ გამიგია რას ითხოვს ეს ცხოვრება ჩემგან... სიკვდილს? სიყვარულისთვის თავგანწირვას და მარადიულად სიცოცხლეს, როგორც ეს ზღაპრებშია? მაგრამ ერთი რამ ავიწყდება მას, მე გმირი არ ვარ, რომელიც იბრძოლებს საკუთარი სიყვარულისთვის. მისი დაბრუნება უკვე შეუძლებელია.“
სახლში ძლივს მიაბოტა რატიმ. გაიხადა ტანზე, ხალათი შემოიცვა და ლუდის ბოთლით ხელში სავარძელზე მოკალათებულმა ფეხები სკამზე გაიწვდინა და ტელევიზორი ჩართო. ერიდებოდა სიყვარულს, ერიდებოდა ამ სიტყვას, რადგან საერთოდ არ სურდა ისევ ის იმედგაცრუება გადაეტანა, რაც პირველად, როგორც მერიკოსთან მოუვიდა.
„ბედი დამცინის?“ - გაიფიქრა. – „რამდენჯერ შემიყვარდა, იმდენჯერვე სხვამ წაიყვანა. ჩემი სიყვარული გააცამტვერეს. როცა უკვე მეგონა სიყვარული მეტად აღარ მეწვეოდა, როცა მეგონა რომ სიყვარულის უნარი დავკარგე, სწორედ მაშინ ამოტივტივდა ეს გრძნობა ჩემში, სრულიად უცხო ადამიანისადმი, რომელსაც პირველად ვხედავდი და წარმოიდგინეთ, უკანასკნელადაც. იდიოტი ვარ! სრული იდიოტი!“ - ტელევიზორს ბოლომდე აუწია, საკუთარი ფიქრებიც კი რომ გადაეფარა, ბოლოს უუნარობისგან იღრიალა და პულტი მთელი ძალით კედელს მიანარცხა. ბოთლი პირთან მიიტანა და დიდი რაოდენობით ალკოჰოლი ჩაუშვა ორგანიზმში. – „ალბათ რაღაც შეცდომაა. ასე არ უნდა მომხდარიყო, ვერ მოხდებოდა, შეუძლებელია. როდესაც შენ თავს ეჩეხები, თუმცა მეორე მხრიდან, უკვე ხვდები რამდენად შეტოპე ღრმად. საიდანაც უკვე მშრალი ვეღარ გამოხვალ.“
-რატომ არის ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი, სიყვარულთან დაკავშირებული, ასე რთული? - ოთახში ხმამაღლა გააჟღერა. აღარ დარიდებია. ხმაზე კი უკვე ეტყობოდა, რომ სასმელი მოეკიდა. არადა სხვა შემთხვევაში რამდენიც არ უნდა დაელია, ვერაფერს აკლებდა, ახლა კი, ისედაც განერვიულებული, თან სიყვარულზე ჩაფიქრებული, უფრო მეტად დათვრა, არა მარტო ალკოჰოლით, სიყვარულით დათვრა და ამან დააბრმავა.
-რთული იმიტომ არის, რომ არ იბრძვი. - მისი ქვეცნობიერიდან მოესმა. ძალიან მკვეთრი და რეალისტური იყო ხმა, მაგრამ მოგვიანებით გაიაზრა, რომ ეს სიტყვები მას არ ეკუთვნოდა. სასტუმრო ოთახის კართან, ლომია იდგა. - მაპატიე, - თითი კარისკენ გაიშვირა ბიჭმა. - კარი ღია იყო, მეც დაუკაკუნებლად შემოვედი და ეს ყველაფერი უნებურად მოვისმინე. მარტო ყოფნა გსურდა, მაგრამ რაიმე სისულელის ჩასადენად კიდევ გეყოფოდა გამბედაობა, ამიტომ უკან გამოგყევი.
-არაუშავს. - გაეღიმა მისი მზრუნველობის მომსწრეს. - ყველაფერი რიგზეა. დაჯექი. - ერთი გაუხსნელი ბოთლი გაუწოდა. - მოდი დავლიოთ. როგორც ძველად.
-მომენატრა ეგ დრო.
-ჰოო... - სიტყვა გაწელა რატიმ. - შენ დაოჯახდი, ახლა უკვე მეორე შვილის მამა ხდები. თეა არა? - თვალები აუკიაფდა. - სხვა რამ რომ დაარქვათ არ გინდათ? - იმ წამსვე ეცვალა გამოხედვა და მუდარით გახედა, მისი თვალები კი ჩარჩენილ შიშს და ეჭვებს გამოხატავდა. - ცუდად ნუ გამიგებ, მაგრამ თქვენი.... თეა, ყოველთვის ჩემს მარცხს გამახსენებს.
-ვინ თქვა, რომ მარცხი იქნება? - თვალი ჩაუკრა ლომიამ.
-რას ნიშნავს ეს?
-რაც შემოსვლისას გითხარი. ყველაფერი რთულად იმიტომ გაქვს, რომ არ იბრძვი. წარმოიდგინე, ბრძოლა რომ დაიწყო საკუთარ ცხოვრებაში როგორ გაგიმარტივდება ყველაფერი.
-ეს როგორ... ბრძოლა შესაძლოა დანაკარგითაც დასრულდეს.
-აჰა, ესე იგი რისკის გეშინია.. მაგრამ შესაძლებელია კიდეც ბალიშის ქვეშ საჩუქარიც დაგხვდეს. ვინც არ რისკავს შამპანურსაც არ სვამს. გესმის? იფიქრე ამაზე. ოდესღაც მეც დაკარგული ვიყავი, მაგრამ საკუთარი თავი მხოლოდ ესმერალდას გამოჩენის მერე ვიპოვე. დროა შენც იგივე გააკეთო და არ აჰყვე შიშს. - წასასვლელად მოემზადა.
-ძველი დროის გახსენება? - ჩაეკითხა რატიანი.
-სხვა დროს იყოს მეგობარო... სხვა დროს... ეს სხვა დრო აუცილებლად მოვა. ახლა კი გამოძინება გჭირდება.
-კარგი.
-ხვალამდე რატი. მოწყენა არ დამანახო სახეზე! გამარჯვებულის ღიმილი უნდა დაგთამაშებდეს. ჩვენ მოვიპოვებთ ამ გამარჯვებას.
-კი, მაგრამ ბედნიერი რომ იყოს და ჩემი გამოჩენით უბრალოდ ყველაფერი შეიცვალოს? ჩემს ბედნიერებას მის უბედურებაზე ვერ ავაგებ. შენ მეუბნები იბრძოლეო, მაგრამ არ უფიქრდები შენს სიტყვებს. თუ ვიბრძოლებ და მოვიპოვებ ამ ბედნიერებას, მოდი მეორე მხრიდან შევხედოთ, ამ შემთხვევაში რა დაემართება მას, ვინც ახლა თეას გვერდში ყოფნით არის ბედნიერი. ის დაკარგავს მას, მისთვის ყველაზე ძვირფასს რაც მის ცხოვრებაში არსებობს, რასაკვირველია ასე იქნება, თეა ისეთი გოგოა, შენს ბინძურ სულშიც კი, რომ დატოვებს რაღაც სინათლის კვალს, შენს სიღრმეში ბოლომდე რომ შემოაღწევს და ჩაძირვის საშუალებას არ მოგცემს. ვფიქრობ, მან გადამარჩინა ჩაძირვისგან.
-მე არ ვიცი, რას გრძნობს ის ბიჭი თეასადმი, მაგრამ ზუსტად, ვიცი რომ ბედისწერა მას ერთდროულად ორ ადამიანთან ვერ დააკავშირებდა და იცი კიდევ რა ვიცი? ის, რომ შენში უკვე ამ ბედისწერამ ფესვები გაიდგა. მას სჯერა ამის, თვითონ მოიფიქრა ეს თამაში და დარწმუნებული ვარ გულის სიღრმეში ის მაინც გელოდება, მასთან კი ბედნიერი ვერ არის. გაიხსენე იმ ბიჭის სიტყვები, თქვა რომ ერთმანეთს არც კი უხდებოდნენო. ჩაიბეჭდე ტვინში! - საჩვენებელი თითი საფეთქელთან მიაჭირა რატიანს და მკაცრად შეხედა. - ამ ცხოვრებაში რამეს რომ მიაღწიო, რამედ რომ გამოდგე ან მიიღო სასურველი, უნდა იბრძოლო და არა ხელი ჩაიქნიო ყველაფერზე, როგორც შენ იქცევი. იბრძოლე... იბრძოლე... იბრძოლე და ყველაფერი ნათელი, კაშკაშა გახდება. მომავალი გაგიხსნის თავისი ნებით კარიბჭეს და შიგნით შეგიშვებს. იბრძოლე წარმატებისთვის! იბრძოლე სიყვარულისთვის! მე ხომ გამომივიდა არა? შენც ყველაფერს შეძლებ, თუ ხელს არ ჩაიქნევ და არ დანებდები, ამ ცხოვრებას თუ მუხლებში არ ჩაუვარდები სათხოვნელად. კარგი, ახლა კი დაიძინე და გახსოვდეს, რომ მომავალი შენს ხელშია, ასევე შენს ხელშია ბედისწერა, რომელიც თეამდე აუცილებლად მიგიყვანს.
-იტალიამდე?
-თუნდაც იტალიამდე, თუნდაც მთელ მსოფლიოს შემოგატარებს... როცა რაღაცის გწამს, აუცილებლად მიჰყვები მას. იწამე და ყველაფერი გამოვა. დამიჯერე... - ამის შემდეგ რატის მხოლოდ კარების მიკეტვის ხმა მოესმა, თვითონ კი არც გაუხდია, ნასვამს ადგილზევე ჩაეძინა.

-ქორწილი ხელს არაფერს უშლის იმას, რომ ამ ყველაფრისგან განტვირთვა და სხვა რამეზე ფიქრი მჭირდება. - ამოღერღა გოგონამ და თვალი ოთახს მოავლო. საწოლის კუთხეში მისი მეგობარი და საუკეთესო დაქალი, ლორა იჯდა, რომელიც ხვდებოდა რაშიც იყო საქმე და ამ ყველაფერს ჯერ კიდევ სიმტკიცით ხვდებოდა.
-თეა, შენ უკვე დიდი გოგო ხარ და წესით უნდა ხვდებოდე, რას ნიშნავს, როცა სულ რამდენიმე კვირაში ქორწილი გაქვს. უკან დასახევი გზა არ გაქვს თეა, უნდა გესმოდეს.
-მე ჯერ კიდევ არ ვარ დარწმუნებული, რომ პაბლოა ჩემი საბედო და ამ თემაზე მოვრჩეთ. კი, აქ გამოვყევი, მაგრამ ეს არჩევანი ჯერ კიდევ არ არის საბოლოო. უნდა დავრწმუნდე, ჩემს სიმართლეში ლორა და გულის კარნახს უნდა მივენდო, რაშიც მხოლოდ იმ მოგონებებთან დაბრუნება დამეხმარება. ეს შენ გამიგე, თუ რა თქმა უნდა შეძლებ, შენ ხომ ჯერ ერთხელაც არ ყოფილხარ შეყვარებული და არც კი იცი რა არის სიყვარული!
-ოი...- უხერხულად შეიშმუშნა ლორა, მაგრამ გაღიზიანება ეხატებოდა სახეზე. წამით თავი ჩაქინდრა, თეასგან ეს სიტყვები გულზე მოხვდა.
-მაპატიე. ამის თქმა არ მინდოდა. - უმალვე მოუჭრა გოგომ. - უბრალოდ ჩემი ქმედების არსი მინდა გაიგო და მისი გამართლების მიზნით, არც კი მიფიქრია რას ვამბობდი. მაპატიე... გთხოოვ. - შეევედრა და საწოლთან მიიჭრა. სცადა მისი გაღიმება, გულში ჩაიკრა მეგობარი, მაგრამ მისგან ისეთი სითბო ვეღარ მიიღო, როგორც ჩვეული იყო.
-კარგი, - თქვა ლორამ, როცა მეგობარი განირიდა. - ოღონდ იცოდე, ამჯერად მეც მოვდივარ და უარი არ გამაგონო. - თითის ქნევით უსაყვედურა თეას, რამაც გოგონა გააღიმა და მის სახეზე ბრწყინვალება შეიმჩნეოდა.
-შევთანხმდით! აი ასე, საოცრად გიხდება ღიმილი. - შეპარვით უთხრა. - აუცილებლად უნდა გაიცნო წესიერი, ჭკვიანი, ნიჭიერი და სიმპათიური მამაკაცი, ჰო, რომელიც ასევე შენს უსაფრთხოებაზეც იზრუნებს.
-გეყოფა. - დაიმორცხვა და თმა ყურთან გადაიწია. შეიფერა კიდეც, ლოყები შეეფაკლა, თითქოს ამას ის საოცნებო მამაკაცი ეუბნებოდეს, ვინც თეამ აღუწერა, მაგრამ ეს მხოლოდ თეა იყო, კლუბების ხშირი სტუმარი და ბიჭებისთვის კი ნამდვილი ანგელოზი. რასაკვირველია, ყველას სურდა მისი დაკუთვნება, მაგრამ ეს არ შეეძლოთ. ამისთვის საკმაო მოხერხებულობა იყო საჭირო, რაც მათ არ გააჩნდათ. არავის! - მე არსად არ მეჩქარება, თორე აქამდე გამოვძებნიდი ვინმეს, ხომ იცი ვინც ეძებს ის პოულობსო. - თვალი გამომწვევად და ფარულად ჩაუკრა თანამზრახველს.
-წავიდეთ, წაგებული იქიდან შენც არ უნდა დაბრუნდე!
-თუკი საერთოდ გეღირსა აქ დაბრუნება. - ჩაიქირქილა ნიშნისმოგებით ლორამ და თეას გადახედა.
-ჰო. - გაეცინა თეას.
-პაბლოსთვის თქმას როგორ აპირებ?
-აი ასე! პირდაპირ! ის კარგად მიცნობს და ისიც იცის, რომ თუ რამე მომინდა ვერ გამაჩერებს.
-შესანიშნავია.
-ჰო, ნიუ-იორკში ვბრუნდებით. - გამარჯვების ნიშნად ხელები მაღლა ასწია თეამ და თვალწინ იმ მამაკაცის სახე დაუდგა, ერთი წლის წინ, რომ უღიმოდა. თითქმის სრულდებოდა ერთი წელი. ხეები შიშვლდებოდნენ, ციდან კი თეთრი წვიმა აპირებდა სადაცაა წამოსვლას. ზამთარი იდგა, მაგრამ დანამდვილებით ვერაფერს იტყოდით სიცივეზე, რადგან თეას გულში, არსებობდა რაღაც, რაც შიგნიდან ათბობდა მას და ასევე, მისგან კილომეტრებით შორს, სუნთქავდა და ცხოვრობდა ბიჭი, რომელიც წამიც არ გავიდოდა საოცრად მომხიბვლელ, შავგვრემან, უზადო სხეულის მქონე და შეუდარებლად ლამაზ მანდილოსანზე არ ეფიქრა, რომელთან შეხვედრაც იმდენად უნდოდა, რომ მეტის მოთმენა აღარ შეეძლო. მას ჰქონდა რაღაც, რაც დაეხმარებოდა ყველაფრის გადალახვაში, რაც შეაძლებინებდა შეუძლებელს და დაძლევდა სირთულეს. მას ჰქონდა ყველაზე დიდი გრძნობა გულში, მხურვალედ რომ უგუგუნებდა ღრმად.
რატიმ გაღვიძებისას პირველი რაც გააკეთა, ძველისძველ გაუხსნელ ყუთში შენახული ნივთი ამოაძვრინა და გულში ჩაიკრა. ეს იყო ცალი შავი ხელთათმანი, რომელთან შეხებასა და წარსულის გახსენებას აქამდე ერიდებოდა, მაგრამ ახლა მზად იყო ბედს შეხვედროდა.



№1  offline წევრი მოლურჯო

როგორი კარგი ხაარ
--------------------
მარიამი

 


№2 სტუმარი Lizi

Lizi alania

 


№3  offline ახალბედა მწერალი ერკე

Lizi
Lizi alania

????
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent