შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვით ირონიავ, მე შენ მიყვარხარ (10)


14-04-2016, 23:56
ავტორი mariam-mariam
ნანახია 4 577

გაურკვეველი გზით მივდიდით, თაზოს სახეზე კი კმაყოფილების გარდა ვერაფერს ვკითხულობდი..
ოთხად მოკეცილი ვიჯექი უკანა სავარძელში და ჩუმად ვტიროდი...
ყველაზე მეტად ზუკაზე მწყდებოდა გული..
ალბათ მეტჯერ ვეღარც ვნახავდი და ჯერ კიდევ არ არსებული გრძნობის მოკვლას ვცდილობდი ჩემშივე...
-მორჩი ზლუქუნს და დაწყნარდი..
სიჩუმე თაზოს ხმამ დაარღვია და ჩემში ისევ ზიზღი გამოიწვია...
-ამიხსენი რა დაგიშავე ისეთი, რომ ესე მიმეტებ?
ტირილით ვკითხე და ცრემლებსც უფრო ვუმატე...
-არაფერი მარიამ... არაფერი გარდა იმისა რომ სიცოცხლეზე მეტად შემიყვარდი..
სერიოზული სახით გამომხედა და მანქანა გააჩერა...
-არა! შენ რომ სიმართლეს ამბობდე საყვარელ ადამიანს ესეთი ტკივილისთვის ვერ გაიმეტებდი...
-ისევე როგორც შენ ვერ იმეტბ ხო ზუკას ამ ტკივილისთვის?!
პირდაპირ სუსტ წერტილში დამაჭირა ფეხი და გულზე ისევ უსიამოვნოდ გამკრა..
-არასდროს არ გაბედო და ზუკას არავინ არ შეადარო....
-ხო რა თქმა უნდა ის ხომ ერთადერთი და განუმეორებელია..
ირონიით ჩაილაპარაკა და საწყის პოზიციას დაუბრუნდა...
-ზუკას სახელი შენი ბინძური პირით არ ახსენო და ხო, მართალი ხარ, ის ერთადერთი და განუმერებელია, არის ნამდვილი ადამიანი და არა ცხოველი, როგორც ზოგ-ზოგიერთები..
არც მე დავაკელი ირონია და ჯიუტად გავუსწორე თავი ერთ წერტილს....



ზუკა..
საღამოს ექვსი საათი იყო მარიამი კი დილიდან გასული იყო და ცოტა არ იყოს ავნერვიულდი...
-ნინუცა მარიამს ხო არ დაურეკავს?
თავი ისევ უარყოფის ნიშნად გააქნია და სამზარეულოში გაბრუნდა...
ისევ ვცადე მასთან დაკავშირება, მაგრამ ტელეფონი ისევ გამორთულია..
გაბრაზებულმა დავაგდე ლოგინზე ტელეფონი და იქვე ჩამოვჯექი...
ნახევარი საათი ესე უაზროდ გავიდა...
ვფიქრობდი სად იყო, მაგრამ არანაირი იდეა არ მომდიოდა...
გონზე მხოლოდ ტელეფონის ხმამ მომიყვანა და იმის იმედით, რომ მარიამი იქნებოდა ისე ვუპასუხე ეკრანზე არც დამიხედავს და ეგრევე ლაპარაკი დავიწყე..
-მარიამ, სად ხარ? იცი როგორ ვნერვიულობ მითხარი სად ხარ და მოგაკითხავ ეხლავე...
უცებ მივაყარე და მისი ხმის გაგონბის იმედით გაიყუსე..
-ზუკა სად არის მარიამი?
მარიამის მაგივრად კი ლუკას შეშინებული ხმა გაისმა და უარესად ავნერვიულდი...
-სასწრაფოდ შენ და ლაშა მოდით
უცებ მივაყარე და ყურმილი გავუთიშე..
ხუთ წუთში ყველანი მისაღებშ ვისხედით და ყველაფრის გაანალიზებას ვცდილობდით..
-ანუ თქვენთან არ მოსულა?!
კიდევ ერთხელ იკითხა ნინუცამ და ნერვიულად მოისვა ხელი კისერზე..
-არა, ნინუცა არა! სადღაც სამი საათისკენ დამრეკა სად ხარო, მეც ვუთხარი კაფეში ვართ მე და ლაშათქო და კაი მისამართი მომწერე მოვალო...
მეც მივწერე იმის მერე სადღაც 1 საათი ველოდებოდით და არ გამოჩნდა, ვიფიქრეთ გადაიფიქრა ან ბავშვებთან ერთად წავიდა სადმე თქო და....
სიტყვა შუა გზაში გაუწყდა ლუკას და ანრვიულებული ჩამოჯდა სკამზე...
-არა შანსი არაა ეგ არ იქნება..
უცებ ამოიკითხა ლაშამ ჩემი აზრები და უარყოფის ნიშნად თავი გააქნია..
-კი მაგრამ რატომ?! ყველაზე დიდი ალბათობა მაგისაა..
მაინც ჩემსას ვაგრძელებდი, თუმცა ყველაფრის მიუხედავად ვოცნებობდი რომ სიმართლე არ ყოფილიყო...
-იქნებ გამაგებინოთ რა ხდება?
უცებ იკითხა მირომ და ინტერესით გამოგვხედა...
-თაზო მგონია ამ საქმეში გარეული...
დამაჯერებლად წარმოვთქვი და სახეებს დავაკვირდი...
ყველას სხვადასვა სახე ჰქონდა და ემოციის ამოკითხვა ძნელი იყო..
-მართალია.. - უცებ დამეთანხმა ლუკა და ფეხზე წამოდგა... - რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა თაზო... ეს როგორ ვერ მოვიფიქრეთ...
მისი ლაპარაკისთვის აღარც მომისმენია მაშინვე ამღერებულ ტელეფონს დავწვდი და როცა მარიამის სახელი ამოვიკითხე აკანკალებულმა ვუპასუხე....



მარიამი..
ამ ამბის მერე არც ისე დიდხანს მომიწია მგზავრობა, თუმცა ჩემთვის ესეც საშინლად დამღლელი და არასასიამოვნო იყო....
-გადმოდი მოვედით...
უხეშად მომიგდო
ორი სიტყვა და მანქანიდან გადავიდა...
მსც ერთი ღრმად ამოვისუნთქე და უკან მივყევი...
-უბრალოდ ოთახი მაჩვენე და შემოსული არ დაგინახო ძალიან დაღლილი ვარ...
უცებ მივაყარე და დოინჯ შემორტყმული დავუდექი წინ...
-პირდაპირ და ხელ მარცხნივ, თუ რამეა მე წინა ოთახში ვიქნები...
ბოლომდე არც მომისმენია რა თქვა მაშინვე ოთახში შევვარდი და ლოგინზე ემბრიონის ფორმაში დავწექი...
ისევ ტირილი ამივარდა...
გამახსენდა ყველა ბედიერი დღე, რომელიც მათთან გავატარე და ოდნავ გამეღიმა...
ხელი შორტის ჯიბეზე მომერტყა და თავში რაღაც აზრმა გამიელვა..
ტელეფონს რომ დავხედე გამრთული იყო, უცებ ჩავრთე და ზუკას უამრავი გამოტოვებული ზარი დამხვდა, უცებ გადავურეკე და თაზოსთან გავედი...
-სად ვართ?
მაშინვე ვკითხე და ტელეფონი ისე დავმალე, რომ ზუკას ლაპარაკის გაგება შეძლებოდა...
-გონიოში, ჩემ სახლში...
-რა გინდა ჩემგან?
-ის რაც მაშინ გითხარი და არ დამასრულებინე..
-ცხოველი ხარ.. ნამდვილი ცხოველი!...
უცებ ვუღრიალე და გამობრუნებას ვაპირებდი, როცა მისმა ზიზღნარევმა ხმამ გამაჩერა...
-ადამიანი ზუკა გყავს და იმას მიხედე...
ამ დროს ისე გადამეკეტა, სულ დამავიწყდა ამ ყველაფერს ზუკა რომ უსმენდა და ვერც გავაცნობიერე ისე აღმოვჩნდი თაზოს წინ..
-კიდევ ერთხელ გაფრთხილებ! არ გაბედო და ზუკას არასდროს არ შეადარო არც შენი თავი და არც სხვისი..
მთელი ზიზღი ჩავაქსოვე ამ რამდენიმე სიტყვაში და უკან გამოვბრუნდი..
ტელეფონს რომ დავხედე ზუკას უკვე გათიშუი ქონდა და ვიმედოვნებდი, რომ ყველაფერი გაიგო...
რაღაცის მოლოდინში დავწექიდა მალევე ჩამეძინა, სიზმრებიდან მხოლოდ საშინელმა ლანძღვამ და ყვირილის ხმამ მომიყვანა.
იმის იმედით რომ ზუკა იქნებოდა უცებ წამოვხტი ფეხზე, მაგრამ როგორც კი გაბრაზებული სახით მდგომი თაზო დავინახე ყვლაფრის იმედი გადამეწურა...
-ეს რა არის?
ცხვრწინ ტელეფონი ამიფრიალა და სიბრაზისგან ისე გაწითლდა, მეგონა ყურებიდან ორთქლს გამოუშვებდა..
-ტელეფონი
უემოციოდ ვუთხარი და ისევ ლოგინში შევწექი..
-კაი მართლა? მე პულტი მეგონა..
-ვაიმე თაზო, ასაკი მოგემატა და ტვინი მოგაკლდა..
დანანბით გავაქნი თავი..
-ეხლა კარგად მომისმინე გოგო - უცებ ჩამაფრინდა ბეჭებში და ფეხზე წამომაგდო.. - აქედან გასასვლელი გზა არ არასებობს და ვერც ის შენი ზუკა ვერ გახდება რამეს....
-მესამედ და ბოლოჯერ გაფრთხილებ ზუკას ნუ ედრები და მის შესაძლებლობებში ეჭვი ნუ გეპარება, მიპოვის და ეს ძალიან მალე მოხდება
უცებ მივახალე და ისიც ოთახიდან გასვლას აპირებდა როცა ...








ზუკა..
როგორც კი მარიამის სახელი წავიკითხე ანერვიულებულმა ვუპასუხე და საყვარელი ხმის გაგონების იმედით გავიყუსეთ...
რომელმაც არ დააყოვნა, მაგრამ აშკარად სხვის მიმართ იყო..
გარკვევით გავიგონე თაზოს ხმა და ყველა ძარღვი დამეჭიმა.... ბოლო წუთამდე ვუსმენდი მათ ლაპარაკს და უფრო და უფრო ვბრაზდებოდი...
უცებ გავთიშე ყურმილი და გარეთ გავვარდი...
-სად მიდიხარ?
გზაში დამეწია ლაშა და გამაჩერა...
-ვიცი სადაცაა, დამირეკა.... იმ.. იმ ახ*არს ყავს.... უნდა წავიდე..
არეულად ვუპასუხე და მანქანაში ჩავჯექი...
-დამიცადე მეც მოვდივარ და ბიჭებიც წამვლენ არ წახვიდე ჩემ გარეშე....
ხუთ წუთში ყველანი მანქანებში ვისხედით და გონიოსკენ მივდიოდით...
გზაში ათას აზრი დავალაგე როგორ მოვკლავდი თაზს, მაგრამ ყველანაირი სასჯელი მისთვის როგორც იავნანა ისე იქნებოდა...
გაბრაზებული მთელი ძალით ვუჭერდი ხელს საჭეს და ბრაზის მასზე გადმონთხევას ვდილობდი...
-ნელა ატარე, შე*ემა...
დუმილი აჩიმ დაარღვია და შეშინებულმა გამომხედა..
-უნდა მივუსწრო, გესმის უნდა მივუსწრო..
ამის თქმა იყო და სიჩქარეს უფრო ვუმატე... ღამის ოთხი საათი იყო გონიოში რომ შევედით...
-ეხლა რომელია იმ დარტყმულის სახლი გაარკვე რა...
ბუზღუნით ამოილაპარაკა ნიკუშამ და სახლების თვალიერება დაიწყო..
-ის რომელიც ყველასგან შორსაა და შუქი ანთია...
დაუფიქრებლად უპასუხა ლუკამ და ისევ ცადა მარიამთან დარეკვა...
-გათიშულია
გაღიზიანებულმა ამოილაპარაკა და ტელეფონი იქვე მიაგდო...
მთელი სამი საათი უაზროდ დავბოდიალობდით, მის სახლს ი ვერსად ვერ მივაგენით...
შვიდი საათი იყო რამდენიმე მაცხოვრებელი რომ გამოჩნდა ჰორიზონტზე და მაშინვე ერთ-ერთ მათგანთან მივედით..
-გამარჯობათ, ხომ არ იცით სად ცხოვრობს თაზო ამაშუკელი?
-კი შვილო, პირდაპირ იარეთ და მესამე ჩიხში ჩაუხვიეთ, ბოლოში კი ერთადერთი სახლია და იქ იკითხეთ..
ღიმილით გადავუხადეთ მადლობა და მითითებულ მისამართზე წავედით...
კარები ნელა შევაღეთ და იქაურობა მოვათვალიერეთ..
ხმაური ზედა სართულიდან მოდიოდა და ჩვენც მაშინვე იქითკენ გავვარდით...
გარკვევით მესმოდა მარიამის უდარდელი პასუხებ და თაზოს ღრიალი..
გულში რაღაცნაირად მესიამოვნა, როგორ ცდილობდა მარიამი ჩემ დაცვას..
მისი ბოლო სიტყვებუ, სწორედ იმის მანიშნებელი იყო, რომ შესვლის დრო იყო და აც დამიყოვნებია...
-მარიამი მართალია იმაზე მალე გიპოვე ვიდრე გეგონა...
ირონიულად გავუღიმე და სახეში მწარედ დავარტყი...
ბიჭები მაშინვე მივარდნენ და ყველა მხრიდან ურტყამდნენ...
მე უცებ ავიყვანე მარიამი ხელში და ოთახიდან გავედი...
ბიჭებიც ცალ-ცალკე გამოგვყვნენ და მანქანებში გადავნაწილდით...
-როგორ ხარ? რამე ხო არ გტკივა? რამე ხო არ დაგიშავა?
უცებ მივაყარე კითხვები და სახეზე ხელებს უმისამართოდ ვუსმევდი, ისიც ცრემლებად იღვრებოდა და პასუხს ვერაფერზე ვერ მცემდა...
-უბრალოდ ჩამეხუტე გთხოვ..
ტირილით მითხრა და ხელები მომხვია...
მეც უცებ ავიყვანე სიფრიფანა სხეული ხელში და ჩემ კალთაში გადმოვსვი, ხელები მაგრად მოვხვიე და ცხვირი მის თმაში ჩავრგე...
მალევე გადანაწილდნენ ბიჭებიც, საჭესთან ამჯერად ლუკა იჯდა და სარკიდან მის გამომეტყველებას კარგად ვხედავდუ..
ათასგვარი ეჭვები ჰქონდა მაგრამ ვრცერთს ვერ არქმევდა სახელს..
თვალებით ვანიშნე, რომ აუცილებლად ვეტყოდი ყველაფერს და ისიც დამთანხმდა...
მხოლოდ მე ვიცი იმ წამს როგორი ბედნიერი ვიყავი...
მარიამი ჩემთან იყო, ჩემ მკლავებში, სრულიდ დაცული, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ის მარიამი რომელიც. სიცოცხლეზე მეტად შემიყვარდა...



№1 სტუმარი nini

uf rogor momwonss dzaann magariaaa.velodebi shemdeg tavsss

 


№2  offline წევრი mariami ♥

აუუ მალეე შემდეგი რა ძალიან გთხოვ ძალიან ჩავერთე

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

ჩვენი წყვილი შეყვარებულიაო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent