შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ მექალთანეს შეუყვარდი, ესე იგი დაგერხა. (5)


15-04-2016, 00:51
ავტორი Supreme
ნანახია 5 842

-ლუკა-
  უკვე კოცნას ვაპირებდი. ვნებებისგან გაბრუებული მხოლოდ მის ტუჩებს ვხედავდი. უფრო ახლოს...ახლოს...ვიღაც მოხუცის ჩახველება რომ არა, ვაკოცებდი...გული კინაღამ ამომოვარდა და პატარა გამოუცდელი ბიჭივით ავხურდი სახეზე.
  სასწრაფოდ სხვადასხვა მხარეს გავიხედეთ. ხელები გავუშვი. რა მემართება? გული ამოვარდნაზე მაქვს. მიყვარდება? არა, რა სისულელეა.
-უნდა დავბრუნდე.-უკარება სასწრაფოდ შებრუნდა დარბაზში.
  მოაჯირს დავეყრდენი ხელებით, თავი ჩავხარე და უაზროდ გამეცინა. უკარება...უკარება...ვიცინოდი და ვერ ვჩერდებოდი...ვერ წყნარდებოდა გულიც.
  სახლში 9 საათისთვის წამოვედი. უკარება კიდე იქ იყო. ნიკას დავურეკე და ჩემთან ამოვათრიე.
-კარგად ხარ?-მკითხა, როცა ჩემი შეწუხებული სახე დაინახა.
-არანაირად. ცხოვრებაში პირველად ვგრძნობ ასეთ რაღაცას.
-როგორს?-გაუკვირდა.
-დღეს უკარებას კინაღამ ვაკოცე და ახლა ვერ ვწყნარდები. საერთოდ გავაფრინე. ვერაფერზე ვფიქრობ.
-გოგო არასდროს გაფორიაქებდა ეგრე.
-ვიცი, ვიცი და მაგიტომ ვარ ასე გაგიჟებული.-ხელი თმაზე გადავისვი.-სულ მასზე ვფიქრობ, გამუდმებით, გაუჩერებლად...
-შეგიყვარდა?-ამ კითხვამ ერთიანად გამაგიჟა.
-არა, შანსი არაა.
-დარწმუნებული ხარ? შენი ნათქვამი საპირისპიროში მარწმუნებს.
-კაი, ღადაობ? რა შევიყვარე.-ნერვულად გამეცინა.-არ შემყვარებია.
-ლუკა.
-არა-მეთქი!-ვიღრიალე და კედელს მთელი ძალით მივარტყი მუშტი.
-დაწყნარდი!-ნიკამაც მიღრიალა.-რა პანიკებში ვარდები.
-უბრალოდ არ მიყვარს.-მძიმედ ამოვისუნთქე.
  ნიკას აღარაფერი უთქვამს. სახლიდან გავიდა და რამდენიმე წუთში ლუდით ხელში დაბრუნდა. გამომიწოდა.
-გაგისწორდება.
  გული გადამაყოლებინა. გვიან წავიდა. მთელი ღამე აივანზე ვიდექი და ცაში ვიხედებოდი. მიყვარს? რა სისულელეა...სისულელე...არა, არ არის სისულელე...მიყვარს...
-ნინა-
  სახლში მივედი თუ არა, მაშინვე ჩემ ოთახში ავედი და ლოგინზე უსულოდ დავეგდე. ცოტაც და...ცოტაც და მაკოცებდა. ასე ახლოს როგორ მოვუშვი ჩემთან? ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ მინდოდა...ძალიან მინდოდა ეკოცნა. ახლაც ვხურვარ მასზე ფიქრისას. რა მემართება? ყველანაირად მისით ვარ მოცული. მიყვარდება?
  ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს მინდა ვიღაცას დაველაპარაკო. აი ისეთს, ვინც გამიგებს და რჩევას მომცემს. მეგობარი მინდა? რაღაც ამოტრიალდა ჩემში. ხალხთან ურთიერთობა? მინდა. ლუკას გაცნობამ შემცვალა. ახლა ისე ვგრძნობ თავს, თითქოს პირველად ჩავისუნქე.
  არ ჩამეძინა. გამთენიისას მიკი ჩავიყვანე, იქვე გავასეირნე და უცებ ავიყვანე, მე კი სტადიონისკენ წავედი. სკვერში დავჯექი.
-თუ არ ძინავს, ჩამოვა.-ეს აზრი გამიჩნდა და გამართლდა კიდეც.
  მალე ჩამოვიდა.
-რაღაც ძალიან ხშირად გამოდიხარ აქეთ და ხო არ მოგხიბლე?-ლუკამ გამიღიმა, თავისებურად, მიმზიდველად.
-კი, კი, უეჭველი.-ვუთხარი თავის ქნევით.
  გვერდზე მომიჯდა.
-ანუ არ მოგწონვარ?-შემომხედა.
-არა.-აშკარად ვგრძნობ რომ ვატყუებ.
-კარგად დაფიქრდი.-გაეცინა.
-მაინც არა.-მეც ავყევი.
-ანუ, როგორი უკარებაც იყავი, ისეთი რჩები?
-კი.
-მაინც მიგაღწევ.
-ჩემზე კარგი მიზანი არ გაქვს?
-იმ მიზნის მიღწევაც შენსავით მინდა.
-რა მიზანია?-დამაინტერესა.
-შენი სახელი მითხარი და გეტყვი.-გაეცინა.
  გული ამიჩქარდა.
-კარგად.-წამოვდექი.
  უკვე გავდიოდი, რომ უცებ მომაძახა:
-საქართველოს კალათბურთის ნაკრები.-გაიცინა.
  აღარ მივბრუნებულვარ. უბრალოდ გამეღიმა და რატომღაც მესიამოვნა რომ მითხრა.
-წარმატებები.-ვთქვი ჩუმად, მაგრამ გასაგებად.
-ლუკა-
  უსაყვარლესია. ისე მესიამოვნა...ამ მიზანს აუცილებლად უნდა მივაღწიო. წარმატებები ხო უკარებამ მისურვა.
  უცებ გულში საშინელმა ტკივილმა გამიარა. თამო გამახსენდა. როგორ მინდა მჯეროდეს რომ არაფერი მომხდარა.
  სახლში ავბრუნდი და დავიძინე. საღამოს ნიკამ დამირეკა და ბავშვების სანახავად ეზოში ჩავედი. ყველა იქ იყო, მათ შორის თამოც. ისე იქცეოდა, თითქოს არაფერი ყოფილა. მომეშვა.
-ნინა-
  საღამოს სახლში ყოფნა არ მინდოდა, ამიტომ მიკი ამოვიყვანე თუ არა, ისევ გავედი სასეირნოდ, ჩემი "საყვარელი" სტადიონისკენ. ზედმეტი სისულელეების გარეშე, უბრალოდ ვიცი რომ ლუკას ნახვა მინდა.
  სკვერში იდგა ბავშვებთან ერთად. უნებურად ჩამეღიმა, მაგრამ როცა მათ შორის დავინახე ის გოგო, რომელიც დილით თმაგაწეწილი და აშლილი სახით გამოდიოდა ლუკას სადარბაზოდან, გულში რაღაც ჩამიწყდა. ხასიათი ძალიან ჩქარა გამიფუჭდა. მართლა ლუკასგან მოდიოდა. გადავწყვიტე ისე გამევლო, რომ არც შემემჩნია, მაგრამ არ გამომივიდა.
-უკარება!-ლუკას ხმა ისე მესიამოვნა, ცოტა დავწყნარდი.
-რა გინდა?-მისკენ შევბრუნდი.
  ძალიან მალე ჩემთან გაჩნდა და მაჯაზე მომკიდა ხელი.
-წამოდი, ჩემ მეგობრებს გაგაცნობ.-გამიღიმა.
-არ მინდა.
-მთელი ცხოვრება ასე ვერ იქნები.
-ლუკა...-არ მომისმინა, ბავშვებისკენ წამიყვანა.
-გაიცანით, ეს არის ჩემი უკარება.-იცინოდა, თან უკნიდან მომეხუტა და თმა ამიჩეჩა.
-შენი არ ვარ რა.-ჩავილაპარაკე უკმაყოფილომ.
  ბავშვების სახელები ჩამომითვალა. ყველამ ისე თბილად გამიღიმა, უნებურად მეც ჩამეცინა. თამო ყველაზე კარგად დამამახსოვრდა, რადგან ერთადერთი იყო, რომლის აუტანელი მზერაც ჭკუიდან მშლიდა.
-სახელი არ მოგყვა?-უკმაყოფილომ ამათვალიერ-ჩამათვალიერა.
-უბრალოდ უკარებაა.-ლუკამ პასუხი დამასწრო.-ყველამ ასე მიმართეთ.
-უკარება?-გაიცინა, მგონი ლაშამ.
  ცოტა ხანი მათთან ერთად ვიდექი. ლუკა ზურგიდან მეხუტებოდა და არ მიშვებდა. არ ვიცი რა დავარქვა ამ გრძნობას. ალბათ, ბედნიერება? ყველაფერი კარგად იყო. ერთადერთი, რაც არ მასვენებდა თამოს გამოხედვა იყო. იმდენად შევწუხდი, სანამ რამეს ვეტყოდი ძალიან ცუდად, გადავწყვიტე ჩემი გზით წავსულიყავი.
-კარგად.-ლუკას ჩახუტებისგან თავი გავითავისუფლე.
-კარგად, უკარება.-მითხრა ერთ-ერთმა გოგომ მხიარულად, მგონი მაკომ.
-ბავშვებო გავყვები.-ლუკა გვერდზე ამომიდგა.
-რა გინდა?-ვკითხე უკმაყოფილომ.
-უბრალოდ შენთან ყოფნა.
  გული ამიჩქარდა და ვეღარაფერი ვუთხარი. სკვერიდან გავედით.
-ნაყინს შეჭამ?-შემომიბრუნდა.
-კი.
  მალე მაღაზიიდან ორი ვანილის ნაყინით გამოვიდა. ჩვენი ეზოს მოპირდაპირე ქუჩის სკვერში დავსხედით.
-რატომ წამოხვედი?-გაუკვირდა.
-უბრალოდ.
-კარგი, კარგი, რაც მთავარია ხალხი დაინახე.-გაეცინა.
-ნუ ხარ იდიოტი.-მეც გამეცინა.
  ასე ვიცინოდით ხმამაღლა და მხიარულად.
-მაინც შეგიყვარდი.-მითხრა უცებ და თვალებში ჩამხედა.
-რა?-ადგილზევე გავშრი.
-გეტყობა.-გაეცინა.
-არანაირად.
-მეც შემიყვარდი.
-თავი გამანებე.-ძალიან "გავმწარდი".
-არ ვაპირებ.-ისევ იცინოდა.
-რატომ?
-იმიტომ რომ...-ლუკა ჩემკენ გადმოიხარა.-თუ მექალთანეს შეუყვარდი, ესე იგი დაგერხა.-ჩამჩურჩულა ჩუმად.
  ვერაფერი გავაკეთე. გაშტერებული ვიყურებოდი წინ და მისი ხმა მთელ სხეულში ჟრუანტელად დარბოდა. ლუკამ ხმამაღლა გადაიხარხარა. აზრზე მოვედი და გაკვირვებულმა გავხედე. ცაში იხედებოდა. უსიტყვოდ გამოვაბრუნე სახე და მეც ავიხედე. იღრუბლებოდა. ძალიან მალე თქეში წვიმა წამოვიდა. მე და ლუკა ისევ ასე ვისხედით.
-დასველდი?-მკითხა და გაიცინა.
-არა, რა სისულეა.
-გინდა სახლში ავიდეთ?
-ცოტა ხანი...ცოტა ხანი აქ ვიყოთ.
  გამიღიმა და უსიტყვოდ შემისრულა თხოვნა. როცა ჩვენს ეზოში დავბრუნდით, აღარავინ დაგვხვდა.
-სახლში წავალ.-ვთქვი და რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი წინ.
-ჩემთან ამოდი.-ლუკამ ხელით გამაჩერა.
  დაეჭვებით ავხედე.
-უბრალოდ...მარტო ყოფნა არ მინდა.-გამიღიმა.
  აღარაფერი მითქვამს. მაჯაზე მომკიდა ხელი და თავისი სადარბაზოსკენ წამიყვანა. ჩუმად ავიარეთ კიბეები და მეოთხე სართულზე შევჩერდით. ლუკამ კარები გააღო და შევიდა. შუქი აანთო. ჩქარა შევიდა ოთახში. პირსახოცი და მაისური გამომიტანა.
-გამოიცვალე, თორემ გაცივდები.
-არ მინდა, იყოს.
-არ მგონია სველ ტანსაცმელში ბოდიალი ძალიან სასიამოვნო იყოს.-პირსახოცი თავზე ჩამომაფარა და სააბაზანოში შემიყვანა.
  ჩქარა გავიდა. გამოვიცვალე. ღია ნაცრისფერი გრძელი ხედა იყო, რომელიც მუხლებამდე მწვდებოდა.
-კაბასავით მაქვს.-ვუთხარი სიცილით, როცა გამოვედი.
-გიხდება.-გამიღიმა.-რა დაბალი ხარ.-ჩაეცინა.
-შენ ხარ ზედმეტად მაღალი.-წავიბუზღუნე.
  ლუკას გაეცინა.
-ყავა გინდა?
-კი.-სავარძელში ჩავჯექი.
  ცხელი ყავა უზომოდ მოუხდა ზაფხულის ცივ საღამოს.
-გინდა რამეს ვუყუროთ?
-საშინელებას თუ ჩართავ, კი.
-კარგი, კარგი.-ჩაიცინა.
  ლეპტოპი მოიტანა და რაღაც ფილმი შეარჩია.
-დიდი ვერაფერი.-ვთქვი, როცა ყურაბა დავამთავრეთ.
-საერთოდ არ შეგეშინდა?-გამომხედა.
-არა. რა სახე გაქვს, ხო არ ჩაისვარე?-ხმამაღლა გამეცინა.
-არა.-მასაც გაეცინა.-გინდა კიდე ვუყუროთ რამეს?
-თუ კარგ საშინელებას შეარჩევ, კი.
-სხვა ჟანრის ფილმის ყურება გიცდია?
-კი, უბრალოდ საშინელება მირჩევნია.
-მაშინ რამე სხვა გავაკეთოთ?
-რამე სხვა?-დაეჭვებულმა შევხედე.
-გოგო და ბიჭი მარტო სახლში.-ჩაიცინა.
-აუ არა, გოგოსთან მიტყდება.-ხმამაღლა გავიცინე.
-გოგოსთან?-მომიახლოვდა და თვალებში ჩამაშტერდა.-არ მგონია გოგო ვიყო.-ცალყბას გამიღიმა.
-გარყვნილო.
-კი, გეთანხმები.-გაეცინა.
  რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი უკან.
-კარგი, დაწყნარდი, არაფერს გიზამ.-გამიღიმა.
  ლოგინზე წამოწვა და გაეცინა.
-აშკარად არის შენში რაღაც ისეთი, რაც არასდროს მომაბეზრებს შენ თავს.
  აღარაფერი მითქვამს. უცებ ტელეფონმა დარეკა. დედაჩემი.
-რა იყო?-გამიკვირდა.
-ნინა, აკაკი ავარიაში მოყვა. ძალიან გთხოვ, მოდი.-ტიროდა.
  ყურმილი დავუკიდე და შეშფოთებული გავვარდი ოთახიდან. სველ ტანსაცმელს დავავლე ხელი.
-რა მოხდა?-ლუკა გამომყვა და გაოცებული მიყურებდა.
-ჩემი ძმა ავარიაში მოყვა.-ლუკასთვის ყურადღება არ მიმიქცევია და ზედა გავიძრე.
-დამშვიდდი. გაგიყვან.-ოთახში შებრუნდა.
  ჩქარა ჩავიცვი. მალე ქვევით ვიდექით. ლუკამ თავისი მანქანის კარი გამიღო. არც ვიცოდი თუ ჰყავდა. ძალიან მალე მიმიყვანა.
-მადლობა.-ვუთხარი ჩქარა და საავადმყოფოში შევვარდი.
-ლუკა-
  პირველად ვნახე უკარება ასეთი შეშფოთებული. მისი ნერვიულობა მეც გადმომედო. იქ ვიყავი და ველოდებოდი, მაგრამ მერე ნიკამ დამირეკა.
-ხვალ მინდა ბორჯომში ასვლა და წამოხვალ?
-რავი, კი. რომლისთვის?
-საღამოსკენ გავალ.
-კარგი.
  სახლში წამოვედი. ტანსაცმელი ჩავალაგე.
-ნინა-
  საავადმყოფოში დედაჩემი, მამაჩემი და აკაკის ბავშვობის ძმაკაცი, სანდრო დამხვდნენ.
-როგორ არის?-ვიკითხე განერვიულებულმა.
-ახლა უკვე კარგად.-სანდრომ გამიღიმა.
  დედაჩემი ხმას არ იღებდა, მამაჩემი აწყნარებდა. იმ ღამეს მე და სანდრო საავადმყოფოში დავრჩით, მშობლები გავუშვი. დილით, სანამ აკაკი გაიღვიძებდა, შოკოლადი ვუყიდე.
-ნინა, ჩემი გმირი ხარ.-გამიცინა.
-კი არ იმსახურებ, მაგრამ მაინც.
-რამე დაგიშავა?-სანდროს გაეცინა.
-დაიკიდე.
  საავადმყოფოში საღამომდე ვიყავი. ძალიან ბევრს ვიცინოდით. მგონი ვიცვლები. სახლში წასვლას აღარ ვაპირებდი. ბოლოს დედაჩემმა გამომაგდო, დაისვენეო. სანდრომ სახლამდე მომიყვანა.
-მადლობა.-გავუღიმე და სადარბაზოსკენ წავედი.
-ნი, მარტო კარგად იქნები?-მკითხა ოდნავ განერვიულებულმა.
-კი, კი, სანდრო, ხო იცი, ასე უფრო კომფორტულად ვარ.-გამეცინა და სახლში ავედი.
  ძალიან დაღლილი ვიყავი, ამიტომ მალევე ჩამეძინა. დილით გვიან გამეღვიძა. ჩქარა წამოვხტი ლოგინიდან და მიკი სასეირნოდ გავიყვანე. სტადიონისკენ წავედი. ბიჭები თამაშობდნენ, მაგრამ ლუკა და ნიკა არ იყვნენ. თვალებით ყველგან დავიწყე ძებნა, მაგრამ უშედეგოდ. არ მინდოდა ბიჭებს შევემჩნიე, ამიტომ ჩქარა გავეცალე იქაურობას. სად არის? კარგადაა?
  ერთ კვირაში აკაკი გამოწერეს. სახლში მე და სანდრომ მოვიყვანეთ.
-აუ, აღარ მინდა თბილისში.-აკაკიმ მძიმედ ამოისუნთქა.
-აგარაკი წყნეთში?-უცებ გამიჩნდა ეს იდეა.
-უნდა შემოგეტენოთ, შანსი არაა.-სანდრო თავზე დამაწვა.
  დედაჩემს დაველაპარაკე და თანხმობაც მივიღე.
-აუ, ნინ, ვიცი ძალიან გინდა დიდი ხნით წასვლა, მაგრამ შვებულების მხოლოდ 5 დღე დამრჩა.
-დაიკიდე, ეგეც გვეყოფა.
  წყნეთში 4 დღე ვიყავით. სანდრო და აკაკი გამუდმებით ფეხბურთს თამაშობდნენ, მე ვხატავდი, ძალიან ბევრს.
-ლუკა-
  თბილისში 5 დღეში ჩამოვედი. უკარება არსად ჩანდა. ცოტა გამიკვირდა.
  საღამო. ეზოში ვიყავი. ალბათ ყველაზე ბედნიერი მომენტი იყო, როცა დავინახე. სტადიონიდან გავვარდი და ძალიან მაგრად ჩავეხუტე.
-გაგიჟდი?-მიშორებდა, მაგრამ არ ვუშვებდი.
-შენ როცა გხედავ ყოველთვის არაადეკვატური ვხდები.
-ხო, გეტყობა.-უკმაყოფილომ ამომხედა.
-სად იყავი ეს დღეები?-ინტერესი მკლავდა.
-წყნეთში. შენ?
-ბორჯომში. შენი ძმა როგორაა?
-კარგად, მადლობა.
-მიხარია.
-კარგი, წავედი.
-დარჩი რა.
-მეზარება.-გაბრუნდა და წავიდა.
  როდის მიპასუხებს? უბრალოდ როდის მეღირსება მისგან საპასუხო ჩახუტება...
-ნინა-
  ვერ ვწყნარდები. როგორ ჩამეხუტა. გულში ჩამიკრა...მთელი ძალით...გავგიჟდები...
  მთელი ღამე ვერ დავიძინე. გამთენიისას გარეთ გავედი. ლუკას სახლთან გავჩერდი და მის ფანჯარას ავხედე. ძინავს? შეიძლება. საქანელაზე დავჯექი. ფიქრისთვის დრო ყელამდე მქონდა.
-ბუ.-ვიღაცამ პირდაპირ ყურში ჩამყვირა.
  ლუკას ხმა არ იყო, ამიტომ შეშინებული სახით შევბრუნდი. სანდრო იყო. დამინახა თუ არა ხმამაღალი სიცილი აუტყდა.
-რა გაცინებს.-ვუთხარი მუდოს სახით.
-შენი სახე.-ისევ ხარხარებდა.
-ნერვებს მიშლი.
-ადრე უფრო კარგი მოთმინების უნარი გქონდა.
-ხო...ადრე...
-ამ დროს აქ რა გინდა?-დასერიოზულდა და კითხვით სავსე ღია თაფლისფერი თვალები მომანათა.
-არ ჩამეძინა. შენ?
-არც მე.
  ცოტა ხანი ჩუმად ვიყავით, მერე სანდრო ალაპარაკდა.
-გახსოვს, პატარა როცა იყავი, მე და აკაკი სულ გასეირნებდით ხოლმე.
-კი, მახსოვს და ისიც მახსოვს, როგორ მჩაგრავდით.
-ხო იცი, ძმური სიყვარულით იყო გამოწვეული.
-მაგ ძმურ სიყვარულს იცით რა უქენით?-გამეცინა.
-კარგი, რა იყო. გაიზარდე და რასაც ადრე ვერ გვეუბნებოდი, ახლა უნდა ამოანთხიო?-მასაც გაეცინა.
-სიამოვნებით.
-სულ წახვედი რა ხელიდან. საერთოდ აღარ ხარ ის ბავშვი.
-ბავშვი საერთოდ აღარ ვარ.-გამეცინა.
-ხარ, ხარ. არც ეგრე გაზრდილხარ.
-აუ, სანდრო, ნერვებს ნუ მიშლი.
-კარგი ხო, არ მცემო.-თმა ამიჩეჩა.
  თითქოს ბავშვობაში დავბრუნდი...
-რაზე ფიქრობ?-სანდრო თვალებში მიყურებდა.
-რავი, არაფერზე.-გავუღიმე.
-ისე, შენი ხასიათის პატრონს, შეყვარებული გყავს?-გაეცინა.
-არა.-უცებ ლუკაზე გავიფიქრე და ავხურდი.
-არა? მაშინ რატომ გაწითლდი?
-არ გავწითლებულვარ.-გვერდზე გავიხედე.
-მგონი ვიღაც მოგწონს.
-ოო, ტვინს ჭამ, სანდრო.
-ანუ მართალი ვარ.-გაეცინა.
-არ მეტყვი ვინ?
-არა.
-ის ბიჭი ხო არა, ვინც მოგიყვანა საავადმყოფოში?
-შენ რა იცი?
-ფანჯრიდან ვიხედებოდი.
  თვალები ავაბრიალე.
-კარგი, კარგი, მოგეშვები, მაგრამ თუ ლაპარაკი მოგინდა, ნებისმიერ დროს დამიკავშირდი
-მადლობა.-გავუღიმე და საქანელიდან წამოვდექი.-ისე, ახლა სად ცხოვრობ?
-აქ.-ხელით ეზოს მოპირდაპირე ქუჩის კორპუსისკენ მიმითითა.
-ღადაობ? როდის გადმოხვედი.
-წინა კვირას.
-მერე ვერ ამოგვიარე?
-ხო გნახეთ, რა იყო.-გაეცინა.
-მერე ამოდი.-გავუღიმე.
-აუცილებლად.-ჩაიცინა.
  რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი.
-მიდიხარ?
-ხო, მეძინებასავით.-დავამთქნარე.
-კარგი, მიდი. გნახავ მერე.-წამოდგა და თმა ამიჩეჩა.
  სახლში ამოვედი და დავწექი. ჩამეძინა. აკაკიმ გამაღვიძა.
-მმ...რა გინდა?-ძლივს ვუთხარი.
-ადგომას არ აპირებ? საღამოა.
-რა?-წამოვხტი.-ამდენი ხანი მეძინა?
-შენ წარმოიდგინე.-გაეცინა.
-შენ აქ რა გინდა?
-რა ვიცი, შემოგიარეთ.
  ლოგინზე გადავწექი.
-გადაწყვიტე რაზე აბარებ?
-არა, მაგრამ რომ ავირჩევ, მამა უეჭველი შემაცვლევინებს აზრს.
-ბიზნესი?
-ხო, აბა სხვა რა.
-ამიტომ არ ჩააბარე წელს?
- უბრალოდ ვერ გადავწყვიტე ჯერ.
-მაინც რაზე ფიქრობ?
-არ ვიცი, ალბათ სამხატვრო.
-აკადემიას დაამთავრებ და ხიდის მხატვარი იქნები?
-საზღვარგარეთ წავალ.
-არ ვიცი, ნინა, რა გითხრა.
-დაიკიდე. შენთან რამე ხდება?
-არაფერი ისეთი. უბრალოდ ერთი გოგო მომეწონა.
-მართლა? ვინ?-კითხვები ჩქარა მივაყარე.
-ჩემი მეზობელი.
-ქორწილი მალეა?.-გამეცინა.
-ჯერ დავკერო.-ამყვა.
  ასე შეიცვალა ჩემსა და აკაკის შორის ურთიერთობა. სასიამოვნოა.
  ღამის 12-ზე მივხვდი, რომ ამდენხნიანი ძილის შემდეგ მთელი ღამე ფეხზე ვიქნებოდი, ამიტომ კლუბში წავედი. ოდნავ მოკლე შავი კაბა და მაღალქუსლიანები ჩავიცვი. სახლიდან გავედი. სტადიონთან ბიჭები იდგნენ და ლაპარაკობდნენ. ლუკამ შემამჩნია და უცნაურად შემომხედა.
-ასეთ ფორმაში სად მიდიხარ?-მკითხა მკაცრად.
-კლუბში.
-რატომ?-თითქოს გაღიზიანდა.
-რა შენი საქმეა.
-თავი დაანებე ამ კლუბებს.
-ვერ ამიკრძალავ.
-უკარება...-მოთმინებიდან გამოდიოდა.
-კარგად.-გავეცალე.
  უცებ დამეწია და გამაჩერა.
-მარტო არ გაგიშვებ.
-თუ გგონია დავრ...
-არავინ გეუბნება დარჩიო, უბრალოდ მეც გამოგყვები.-გამიღიმა და ტაქსი გააჩერა.
  წავედით. მთელი გზა ჩუმად ვიყავით. ისევ კლუბი, ხმამაღალი მუსიკა, ხმაური, სასმელი.
-რისთვის დადიხარ აქ?
-არ ვიცი, უბრალოდ.
  აღარაფერი მითხრა. ჩახუთულობამ მალე იმოქმედა ჩემზე.
-გარეთ გავალ.-გასასველისკენ წავედი.
-კარგი, ხელებს გადავიბან და მეც გამოვალ.
  შესასვლელთან ვიდექი და ლუკას ველოდებოდი, როცა ვიღაც მთვრალი ამეკიდა.
-შეიძლება შენი გაცნობა?-სასმელით ყარდა.
-არა.-მოკლედ მოვუჭერი და მეორე მხარეს გავიხედე.
-ეგ რას ნიშნავს?-მითხრა აგდებით და მაჯაში მომიჭირა ხელი.
-გამიშვი.-გავუძალიანდი.
-არა.-ისე გაიცინა, ზიზღმა მთელ სხეულში დამიარა.
  ორივე ხელით დამიჭირა. ასეთ საშინელ სიტუაციაში პირველად აღმოვჩნდი. ლუკა...
  ფიქრი არ მქონდა დასრულებული, რომ ლუკა გაჩნდა და ძალიან მაგრად დაარტყა. პირველად ვიყავი ასე შეშინებული.
-წამოდი.-მითხრა მკაცრად და აშლილი სახით.
  უსიტყვოდ დავემორჩილე. კლუბს მოვშორდით. გაჩერდა და გამწარებული სახით შემომიბრუნდა.
-გითხარი, ნუ დაეთრევი ამ კლუბებში-მეთქი!-მითხრა ცოტა ხმამაღლა და მკაცრად.-იქ რომ არ ვყოფილიყავი, რას იზამდი?-აშკარად ძალიან იყო განერვიულებული.
-ბოდიში.-ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე.
  ცხოვრებაში პირველად მოვუხადე ვიღაცას ბოდიში. ლუკა ჩქარა და ნერვულად სუნთქავდა, მერე ნელ-ნელა დამშვიდდა.
-არ მინდა ვინმემ ოდესღაც ზედმეტი გაკადროს.-ჩაილაპარაკა მშვიდად.-უბრალოდ არ შევარჩენ.
მომიახლოვდა და თავი მხარზე დამადო. ჩემი ხელი ნაზად აიღო და ხელისგულზე მაკოცა. გაშტერებული ვიდექი და გულისცემას ვერ ვიწყნარებდი.
-კარგად ხარ?-ვკითხე ჩუმად.
-არა.
-მაპატიე.
-ჩაიარა.
  თვალებში ჩამხედა და გამიღიმა. სახლში წამოვედით. სტადიონთან სანდრო დავინახე და შევჩერდი.
-აქ რა გინდა?-გამიკვირდა.
-მაღაზიაში ვიყავი, შენ?-ლუკას გახედა.
-კლუბიდან მოვდივარ.
-კლუბიდან?-ლუკა დაეჭვებით აათვალიერ-ჩაათვალიერა.-მგონი გიცნობ.
-გამორიცხული არაა. მეც მეცნობი.
-სანდრო.-ხელი გაუწოდა.
-ლუკა.-მაგრად ჩამოართვა.
-სახლში მალე ადი.-შემომიბრუნდა.
-ხო, მივდივარ უკვე ძამიკო.
-ძამიკო?-ლუკას გაუკვირდა.
-ბავშვობიდან ვიცნობ, არ შეიმჩნიო.-გავუღიმე.
-მე მივაცილებ.-სანდრომ ლუკასგან გამომწია.
-...-რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ მერე გვერდზე გაიხედა და ჩუმას თქვა:-კარგი.
  სანდრომ სახლამდე მიმაცილა.
-რომ არ გიცნობდე, სხვა რაღაცას ვიფიქრებდი.
-აუ, სანდრო.-გავმწარდი.
-რომ არ გიცნობდე-მეთქი.-გაეცინა.-სახლში ადი.
-ხო, ხო, ავდივარ.
-ისე მართლა, ხვალ გცალია?
-კი, რა იყო?
-მთაწმინდაზე მინდა ჩემი დეიდაშვილის აყვანა და წამომყვები?
-კი, სიამოვნებით. რომლისთვის?
-ასე 2-ისკენ.
-კარგი.
  დავემშვიდობე და სახლში ავედი. თვალწინ ლუკას გაბრაზებული და მკაცრი სახე მედგა, მისი ნაზი კოცნისგან ხელზე სხეულში ჟრუანტელი მივლიდა. ჩამეძინა.
  სანამ სანდრო მთაწმინდაზე წასასვლელად გამომივლიდა, ნახევარი საათით ადრე სტადიონისკენ გასეირნება გადავაწყვიტე. ლუკა თამაშობდა, მაგრამ დამინახა თუ არა, ჩემთან მოვიდა.
-როგორ ხარ?-გამიღიმა.
-კარგად, შენ?
-მშვენივრად.
-მადლობა.
-რისთვის?-გაუკვირდა.
-გუშინდელისთვის.-ვუთხარი ჩუმად და გავბრუნდი.
  ლუკამ გამაჩერა, უცებ მოიწია ახლოს და ძალიან ჩუმად ჩამჩურჩულა:
-მიყვარხარ.
  უკვე მერამდენედ უნდა გამიკეთოს ასეთი რაღაც ამ ბიჭმა, არ მესმის. ყოველთვის როგორ მთიშავს. გავგიჟდები.
-შენ არაფერს მეტყვი?-აზრზე მომიყვანა.
-არა.-ხელი გავაშვებინე და უკვე წასვლას ვაპირებდი, მაგრამ ლუკამ ისევ გამაჩერა.
-სულ ერთი სიტყვა უნდა თქვა. "მეც" და ყველაზე ბედნიერი გოგო იქნები.-გამიღიმა და თავისკენ მიმიზიდა.
-არა-მეთქი და მორჩა!-გავმწარდი და ხელზე მოვუჭირე.
-არ მტკივა.-ჩაეცინა.
-იქამდე მოგიჭერ, სანამ არ გეტკინება.
-ქაჯი ხო არ ხარ.-გადაიხარხარა.
-არა, მაგრამ მგონი შენთან სხვანაირად არ გამოვა.
-გამოვა, თუ შეგიყვარდები.-იმდენად ჩუმი და მიმზიდველი ხმით მითხრა, მეგონა იქვე გავითიშებოდი, მაგრამ ძალა მოვიკრიბე.
-არასდროს!-მკაცრად ავხედე.
-ხვდები მაინც, რომ მაგრად დაგერხა, მე რომ შემიყვარდი?-გაეცინა, მერე უცებ გადმოიხარა ჩემკენ და კისერში ყურის ქვეშ ძალიან ნაზად მაკოცა.-მართლა დაგერხა.-კიდე ერთხელ ჩაიცინა და გამეცალა.
  გაშეშებული ვიდექი. სხვანაირად როგორ უნდა ვყოფილიყავი, ვერ ვხვდები. ვერც ვსუნთქავდი, არც არაფერი მესმოდა, გარდა გონებაში ჩარჩენილი ლუკას ხმისა. გული...გულს რა ჭირდა არ ვიცი...
-ხო ვთქვი.-ლუკას ხმამ გამომაფხიზლა.
-ლუკა-
  უკარება წავიდა.
-რას ელოდები მაგ გოგოსგან?-ნიკამ გამიცინა.
-ჩემს სიგიჟემდე შეყვარებას.
-ჯერ დააკვირდი როგორი დამოკიდებულება აქვს, შენ გგონია რამე გამოგივა?
-დაერხა.-ჩამეცინა.
-ნუ ხარ დარწმუნებული.
-მაგრად დაერხა-მეთქი.-ბურთი გამოვართვი და თამაში განვაგრძე.



№1  offline წევრი miyvarxar1992

ოჰოოო კარგი იყოოო.მომეწონაა.ანუ როგორც შენ იტყვი ავტორ როცა ბაბანიკს უყვარდები ერხევა გოგოს ხოდა წარმატებებიიი

 


№2 სტუმარი )))

პერFექტო :ddd

 


№3 სტუმარი Qajiroxarra

Auu nini tavs ipasebs dzaan zedmetad raa lukas dzaan rouyvars ver xvdeba gamoachinos grdznobebi:DD

 


№4  offline წევრი Supreme

miyvarxar1992
ოჰოოო კარგი იყოოო.მომეწონაა.ანუ როგორც შენ იტყვი ავტორ როცა ბაბანიკს უყვარდები ერხევა გოგოს ხოდა წარმატებებიიი

ჰაჰაჰ :დ მადლობა დიდიი^^ მიხარია რომ მოგწონს^^

)))
პერFექტო :ddd

მადლობა :დ <3

Qajiroxarra
Auu nini tavs ipasebs dzaan zedmetad raa lukas dzaan rouyvars ver xvdeba gamoachinos grdznobebi:DD

ყველაფერი იქნება :დ მადლობა რომ კითხულობ <3

 


№5 სტუმარი ubralodaravin

Dzaankaimotxrobaa

 


№6  offline წევრი Supreme

ubralodaravin
Dzaankaimotxrobaa

მადლობა დიდი^^ მიხარია რომმოგწონს <3

 


№7  offline წევრი ბანანასი

Au axali tavi dade ra :(

 


№8 სტუმარი ubralodaravin

Axal tavs rodis dadeb?? ((

 


№9  offline წევრი Supreme

ბანანასი
Au axali tavi dade ra :(

დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის. მადლობა რომ კითხულ9ბ <3

ubralodaravin
Axal tavs rodis dadeb?? ((

დავდე უკვე იმედია მალე დაიდება საიტზე. მადლობა რომ კითხულობ <3

 


№10  offline წევრი ბანანასი

Au male daidos ra dzalian mainteresebs :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent