sms 2 თავი
ტელეფონში შემოსულ შეტყობინებებს დავყურებ და ხელები მიკანკალებს, მერამდენედ? რას ნიშნავს ეს? “იხსენი ჩემი სული” - ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა. აღელვებული საწოლში ვიკუნტები და დაძინებას ვცდილობ. ისევ ის საშინელი კოშმარი და ისევ ცივ ოფლში მცურავი ვიღვიძებ. ვაანალიზებ, რომ ეს მხოლოდ სიზმარია და გულს ვიწყნარებ, ტუმბოზე მდგარ წყლიან ჭიქას ბოლომდე ვცლი, ფეხებს ფრთხილად ვადგამ იატაკზე და ხალათმოსხმული გავდივარ სამზარეულოში. წყალს ვაერთებ და ველოდები როდის ადუღდება. - ადექი ბებო? - ოთახში ბებიაჩემი შემოდის და გამომცდელად მათვალიერებს - ბებია, ჩვენი მეზობელი, მანანაა ამოსული და… იქნებ… იქნებ თეკლამ… -კარგი რა ირინა, კარგი რა, - უცებ ვფეთქდები, გამწარებული ჩემს ოთახში გავდივარ და ბებიაჩემი უკან მომყვება. - თეკლა, რა იქნება ერთხელ მაინც… - ირინა, ძალიან გთხოვ, თავი დამანებეთ რა, მე არც ნათელმხილველი ვარ, არც სართიჭალელი მკითხავი, არც მოლა, არც კარტს ვშლი, არც ყავაში ვიხედები და არც თეფშს ვატრიალებ - მივაყარე ყვირილით და შარვლის ჩაცმის შემდეგ მაისურიც გადავიცვი - გაიგეთ, ეს მეც არ მინდა, თავისთავად ხდება, ჩემზე არაა დამოკიდებული… - ვიცი ბებია, მაგრამ მანანა ძალიან ცუდადაა, მთელი დილაა მოსთქვამს, მხოლოდ თეკლა თუ დამეხმარებაო - თავს იმართლებს ბებია და ხელებს უმწეოდ შლის. - ძალიან გთხოვთ დამასვენეთ და ის კაციც მოასვენეთ, ეს უბრალოდ სიზმარი იყო, გაიგეთ ასე შეიძლება ნებისმიერს დაესიზმროს, შეკვეთით ვერ დავისიზმრებ -გაბრაზებული ჩანთას ვიღებ და გასასვლელისკენ გავდივარ, მესმის როგორ მეძახიან ბებია და მანანა, მაგრამ მე უკან დავბრუნებას არ ვაპირებ, ღმერთო ეს რა სიგიჟეა, რა დავაშავე ამისთანა, ნუთუ სიმშვიდეს ვერ ვეღირსები? სიბრაზისგან ერთიანად აწითლებული კიბეებზე ჩავრბივარ და არაფერი არ მინდა, იმის გარდა, რომ ვიყო ჩვეულებრივი გოგო, ჩვეულებრივი ცხოვრებით და ამდენი საშინელება არ ხდებოდეს ჩემ გარშემო. - თეკლა, - კარს სალომე მიღებს და ხელით სამზარეულოსკენ მიბიძგებს - შედი, ნახე, ნათლიაშენმა რა მაგარი კექსი გამოაცხო, ფორთოხლისაა - ნათლიას ლოყაზე ვკოცნი, მის ყელში ცხვირს ვყოფ და ვიტრუნები. დედაჩემის შემდეგ ის ერთადერთია, ვისი სურნელიც მათბობს და მამშვიდებს. ეკა ყოველთვის ცდილობს უდედობა არ მაგრძნობინოს, ყოველთვის ისე მექცეოდა და მეფერებოდა როგორც სალომეს, როგორც მას ტუქსავდა ისე მე, რასაც სალომეს ყიდულობდა, მეც იმას მყიდულობდა, დასასვენებლადაც მივყავდი და მშობელთა კრებასაც ესწრებოდა. იმ საზარელი ღამის შემდეგაც, ეკა მივლიდა, რადგან მამაჩემის ოჯახმა ჩემზე უარი თქვა, მომიძულეს, მომხდარში დამადანაშაულეს. დედაჩემის ოჯახი კი დიდხანს ეიფორიაში იყო. სწორედ მაშინ, როდესაც სულ მარტო დავრჩი და ყველაზე მეტად მიჭირდა, ეკამ შემიფარა, გულის კარი გამიღო და როგორც შვილს ისე მივლიდა. ნათლიადან, დედობილად და შემდეგ საუკეთესო მეგობრად გადაიქცა. - ყავა გამიკეთე, რა. - ნათლიას მოფერებით გულს, რომ ვიჯერებ, ყელგამოწეული ვეხვეწები და სკამზე ვჯდები. - მოხდა რამე? - ეკას ვერაფერს გამოვაპარებ, მეცინება ისე გამომცდელად მათვალიერებს. - ირინა და მანანა. - მობეზრებულად ვამბობ, სალომეს და ეკას სიცილი უტყდებათ, მათ შემხედვარეს მეც მავიწყდება ყველაფერი და მეღიმება. - ჭამე, - ეკა ფორთოხლის კექსის დიდ ნაჭერს მიჭრის და უკვე ადუღებულ ყავასთან ერთად მაწვდის - ერთი ნამცეციც არ დატოვო იცოდე! ეკას საქციელზე მეღიმება, მაგრამ ღიმილი უმალ სახეზე მეყინება, როდესაც კიდევ ერთი უადრესანტო მესიჯი მომდის, იგივე ტექსტით. სუნთქვა მეკვრის. სალომეს ვუყურებ, კექსს მიირთმევს და ჩემკენ არც იყურება. ფეხები მიკანკალებს, თვალით მის ტელეფონს ვეძებ. - სალო, შენი ტელეფონი მათხოვე რა, - მუდარით შევყურებ. - ანგარიში გამითავდა. - ჩემს ოთახშია. - ცუდად ვარ, არა ნამდვილად გავგიჟდი. ეკამ რომ არაფერი შემამჩნიოს ოთახიდან გავდივარ, სალომეს ტელეფონს ვიღებ, რა თქმა უნდა იქ არაფერი არაა. დამშვიდდი თეკლა, საშიში არაფერია. - რა მოხდა? - რა? - დაბნეულობისგან პასუხის გაცემა მჭირს და სალომესკენ ვბრუნდები. - თეკლა, იტყვი რა მოხდა? - სალომე დოინჯშემორტყმული ელის ჩემს პასუხს. - არ ვიცი, ეს ნახე… გუშინდელის შემდეგ ასეთ სმსებს ვიღებ… - სალომეს ტელეფონს ვაჩვენებ და შემდეგ დაწვრილებით ვუყვები მომხდარს. - მეგონა შენ მეხუმრებოდი, მაგრამ ახლა ვიცი, რომ შენ არ ხარ… ღმერთო, მალე გავაფრენ. - ნერვიულობისა და შიშისგან ერთ ადგილას ვერ ვჩერდები. სალომე არანაკლებ აღელვებული მიმზერს. - თეკლა იქნებ, იქნებ… - რა იქნებ? - ვჩერდები და მის პასუხს ველი. - ის ანაბეჭდი მინაზე… არა, არაფერი, დაივიწყე… - სალომეს აღარ ვეძიები, გამოკითხვის თავი ნამდვილად არ მაქვს. - არა, არა ეს უბრალოდ სასაცილოა, - სიმწრით მეცინება და სამზარეულოში ვბრუნდები. - ეკუუ, მე და სალო გავდივართ. - მოიცა, როდის დაგთანხმდი? - კაი რაა, ვიცი რომ წამოხვალ, - ჩანთას ვიღებ და გასასვლელისკენ მივდივარ. - გელოდები ჩაიცვი. - გიჟი ხარ. - ბურტყუნებს სალომე და საკიდიდან თხელ მოსაცმელს ხსნის. - ჭკვიანად იყავით. - მაინც გვაწევს სიტყვას ეკა და მის ტრადიციულ რეპლიკაზე ორივეს გვეღიმება. - სად წავიდეთ? - არსად, უბრალოდ გავიაროთ. ქუჩაში გასული ღრმად ვისუნთქავ გაზაფხულის სუნგამჯდარ, ნაწვიმარ ჰაერს და ვგრძნობ როგორ ვმშვიდდები. ჩუმად მივუყვებით ქუჩას ფეხით. ვხვდები სალომესაც საფიქრალი გავუჩინე, მაგრამ ამ ამბავს ვერ დავუმალავ, მის გარდა სხვას ვერ ვეტყვი. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისგან აბსოლიტურად განვსხვავდებით, ის ჩემი ნაწილია. უიმისოდ ერთი დღეც არ გამიტარებია, ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის, სწორედ ამიტომ კარგად იცის სალომემ, რომ ახლა ლაპარაკი არ მსურს, მირჩევნია ჩემთვის ჩუმად ვიყო. ჩვენმა სიჩუმემ დიდხანს გასტანა. ღამდება. სახლში მისულს ყველაფერი ძველებურად მხვდება. - ბაბუ, როგორ ხარ? - ზურგიდან ვეხვევი, ტელევიზორის წინ, სავარძელზე მთვლემარე ბაბუაჩემს და მელოტ თავზე ვკოცნი. - კარგად ბაბუ, შენ? - როგორც ყოველთვის ახლაც თვალები უბრწყინავს ჩემ დანახვაზე. - კარგად, - მის გვერდით ვჯდები და თავს მხარზე ვადებ. - ბებია სადაა? - სარეცხს ფენს, აივანზეა. - ჩემზე კიდევ ბრაზობს? - ირინა? - ბაბუას ეცინება.- როდის იყო ეგ შენზე ბრაზობდა? - დამღალეს თორემ ასე არ მოვიქცეოდი, ბაბუ. - ვიცი ბაბუ, ვიცი. - თავზე მეფერება თავისი დამჭკნარი, მაგრამ ჩემთვის ასე საყვარელი ხელებით და მეც ვიტრუნები. ჩემი ბავშვობა მახსენდება. ის დრო, როცა მთელი ოჯახი ერთად ვიკრიბებოდით საღამოობით და მე ყველას წინაშე კონცერტებს ვმართავდი, ლექსებს ვკითხულობდი, ვმღეროდი, ვცეკვავდი, სანაცვლოდ კი ბაბუასგან ჯიბეში გადანახულ შოკოლადებს ვიღებდი. მოგონებებისგან გული მიმძიმდება. არ მინდა შემამჩნიოს და ოთახში გავდივარ. - წავალ დავწვები, დავიღალე. ჩემს ოთახში შესვლისთანავე უცნაური გრძნობა მიპყრობს. რაღაცნაირი, სხვანაირი ჰაერია, თითქოს დამუხტული და სავსე. თითქოს ჰაერს გემო ჰქონდეს, ნაწვიმარი მიწის, იისა და ცის გემო. უცნაური ფიქრებისგან გასათავისუფლებლად თავს ვაქნევ და ტანსაცმელს ვიხდი. ფანჯრისგან ზურგით ვდგავარ და კარადაში ხალათს ვეძებ. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს მარტო არ ვარ, თითქოს ვიღაც მიყურებს, თითქოს კიდევ ვიღაცაა ჩემს ოთახში. უხერხულად ვიშმუშნები და უკან ვტრიალდები, ფარდა გადაწეულია, მაგრამ ასეთ სიმაღლეზე მაინც ვერავინ დამინახავს, მით უფრო წინ არც კორპუსია, რომ ვიფიქრო იქიდან მიყურებს ვინმე. ხალათს სასწრაფოდ ვიცვამ და ნოუთბუქთან ერთად საწოლზე ვჯდები. ინტერნეტში ძრომიალით დრო ისე სწრაფად გადის, ვერ ვხვდები როგორ ღამდება. ჩემს ყურადღებას ტელეფონში შემოსული შეტყობინების ხმა იპყრობს. ნომერი არ მეცნობა, შეტყობინებას ვხსნი და გული უცნაურად მეკუმშება. ისევ ის ტექსტი. ამჯერად ნომრით, მაგრამ აფორიაქებულ გულს ნომრის დანახვაც არ შველის. თუმცა კი ახლა ნამდვილად შემიძლია გავარკვიო ვინაა. ნომერს ვკრებ და ზარის გასვლას ველოდები. მოლოდინი მიცრუვდება. ოპერატორი მპასუხობს, რომ ნომერი არ არის რეგისტრირებული. ნუთუ შემეშალა? ნომერს ერთმანეთს ვადარებ, მაგრამ არა, არაფერი შემშლია. ისევ ვრეკავ, ისევ იგივეს მპასუხობს. შეუძლებელია, ასე არ ხდება, აბა მე რანაირად მომდის მესიჯი? ნერვიულობისგან ერთ ადგილას ვერ ვჩერდები, ოთახის თავიდან ბოლოში ბოლთას ვცემ. ორივე ხელში ჩაბღუჯულ ტელეფონს გულზე ვიხუტებ. ვიბრაციისა და მესიჯის ხმა მაკრთობს და ტელეფონი ხელიდან მივარდება. თავზე ხელს ვიჭერ და ვცდილობ დავწყნარდე. დამშვიდდი თეკლა, ნუ ღელავ. იატაკზე დაგდებული ტელეფონის ეკრანიდან კონვერტი მიმზერს, ნომერი იგივეა. ფრთხილად ვიხრები და ხელისკანკალით ვიღებ ტელეფონს. ძლივს ვახერხებ კონვერტის გახსნას. ''შეუძლებელი არაფერია'' - თვალები მიჭრელდება. აქ ვიღაც არის, აქ ვიღაც არის. მთელი სხეული მითრთის, აქეთ-იქით ვიყურები, მერე უკან-უკან მივდივარ და ოთხად მოკუნტული ოთახის კუთხეში ვიყუჟები. იატაკზე მოსროლილ ტელეფონს ვუყურებ. რა ხდება? ვგიჟდები? ღმერთო ეს რა კოშმარია... ისევ მესიჯის ხმა და ისევ ანათებს ჩაბნელებულ ოთახში ჩემი ტელეფონი. არა გავგიჟდები, ხელს არ მოვკიდებ. ორივე ხელს ყურებზე ვიჭერ, ტუჩებს მაგრად ვკუმავ. ვცდილობ დავმშვიდდე. ვცდილობ ნერვებს არ ავყვე. თეკლა, ეს უბრალოდ მესიჯია. დამშვიდდი. ორ წუთში ეკრანი ქრება, ოთახში სრული სიბნელე ისადგურებს, მაგრამ მე მაინც ვერ ვინძრევი. ორივე ხელი მუხლებზე მიდევს და თავი ხელებში მაქვს ჩარგული. თითქოს ვმშვიდდები, მაგრამ ოთახში შემოსვლისას ნაგრძნობი სუნი სუნთქვას მიკრავს, საიდანღაც სუსტი ნიავი მოდის, წინ ჩამოყრილ თმას ოდნავ მირხევს და მოშიშვლებულ კისერზე ცივი სუნთქვა მეცემა, იისა და მიწის სუნით გაჟღენთილი სუნთქვა. შიშისგან ენა მივარდება, ერთიანად ვცახცახებ, მინდა გავიქცე მაგრამ მოჯადოებულივით ერთ ადგილას ვარ მიყინული, ტუჩებს ერთმანეთს ვაჭერ, კივილი რომ არ აღმომხდეს. სუნთქვის შეგრძნება კისრიდან მხარზე ინაცვლებს, ვგრძნობ როგორ მიდგება ყალყზე თმები, ვგრძნობ, როგორ მიფათურებს რაღაც თმის ძირებში, როგორ დადიან ჭიანჭველები ჩემს თავში და ვგიჟდები. ვგიჟდები... - ვინ ხარ? თავი დამანებე გთხოვ - აკანკალებული ხმით ძლივს ამოვთქვავ სიტყვებს და ისტერიკული ტირილი მივარდება. - არაფერი დამიშავო, გთხოვ... ვგრძნობ როგორ მოძრაობს ჩემი თმები, როგორ გადის მათში ცივი ნიავი, ზურგით კედელს ვეყრდნობი და თვალდახუჭი თავს გვერდით ვატრიალებ. ცივი სუნთქვა ახლა ცხვირის წვერს მიციებს და მგონია რომ ჩემ წინ ვიღაც დგას. - რა გინდა ჩემგან? თავი დამანებე... არ მომეკარო, გთხოვ. - კანკალს და ისტერიკას ვერ ვაჩერებ. მოულოდნელად ყველაფერი ზრიალს იწყებს, თითქოს ოთახში, როგორ ზღვაზე ქარიშხალი ამოვარდა. ფანჯრებს აწყდება ცივი ნიავი და ზრიალს აწყებინებს. შიშისგან ენა მივარდება,ვერც ვტირი, ვერც თვალს ვახელ, კედელზე მიკრული, მუშტებშეკრული და თვალდახუჭული ვცახცახებ. შტორმი სამ წუთს გრძელდება და მერე ნელ-ნელა ყველაფერი წყნარდება. ვგრძნობ, რომ მორჩა, რომ მარტო ვარ. დაღლილი და შეშინებული ძლივს ვიმართები წელში და ხელის ცეცებით ვანთებ სინათლეს. ოთახს ვათვალიერებ, ჩემი მაგიდა არეულია, ფურცლები დაბლა ყრია. ძალაგამოცლილი ვაგროვებ ფურცლებს და თავის ადგილას ვაბრუნებ. ერთ ადგილას ვდგავარ და არ ვიცი რა ვქნა, რა ხდება? ეს ყველაფერი არ შეიძლება რეალობაში მომხდარიყო, მაგრამ მე ხომ ვიგრძენი, ცხადად. იმ ცივი სუნთქვის გახსენებაზე ისევ კანკალი მივარდება.ორივე ხელს მკლავებზე ვიჭერ. ახლაღა მახსენდება ტელეფონი. ვნახავ, რაც არის არის, ამ ყველაფერზე უარესი მაინც არ იქნება. ვიმხნევებ თავს და მესიჯს ვხსნი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.