შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

sms 1 თავი


13-04-2016, 21:12
ავტორი ლორელაი
ნანახია 14 379

გავრბივარ, გავრბივარ და არ ვჩერდები…
“შენ მოკალი ჩემი შვილი, შენი ბრალია, მძულხარ, მძულხარ”, ყურებში მიწივის ისევ ის სიტყვები,მივრბივარ და მგონია ნაწილებად ვიშლები, გულამოვარდნილი ვჩერდები ხიდზე, სადაც წლების წინ ჩემი მშობლები დავკარგე. ცრემლები თავისთავად მომდის და ტკივილისგან სული მეხუთება. ორივე ხელს მოაჯირს ვკიდებ და მდინარეს ჩავყურებ, რომელმაც ჩემი სული უდიდესი ცოდვით დაამძიმა.
- წამიყვანეთ თქვენთან, მენატრებით დედა, მამა, - ორივე ხელს ვშლი და სასოწარკვეთილი ვკივი - სიკვდილი მინდა, მეც მოვდივარ დე. - ფეხი წვერებზე ვიწევი, ფეხს მაღლა ვწევ და მოაჯირს ვაბიჯებ, მეშინია, მეშინია, მაგრამ მეტი აღარ შემიძლია, უნდა დავამთავრო ჩემი ტანჯვა. აკანკალებული ხელებით ვეჭიდები მოაჯირს. სული მეხუთება, მინდა ყველაფერი მალე დასრულდეს. „წამიყვანეთ თქვენთან, მეტი აღარ შემიძლია დე…“
მეორე ფეხითაც გადავდივარ მოაჯირს იქით. ქარი ჰქრის, თმას მიწეწავს, მე კი სუნთქვაშეკრული, თვალებდახუჭული, ორივე ხელით ვეჭიდები და ზურგით ვეყრდნობი.
- რა დაუნდობელია არა ხალხი? - მესმის უკნიდან და თვალებს ვახელ - ნახე, არც ერთს არ აინტერესებს რას იზავ, გადახტები თუ არა, მოკვდები თუ იცოცხლებ. შეხედე, როგორ გულგრილად მოძრაობენ. არც ერთს აზრად არ მოსდის შეგაჩერონ. - ვგრძნობ გადმოდის მოაჯირს აქეთ და ჩემს გვერდით დგება. მიხედვას ვერ ვბედავ, მაგრამ ხმაზე ვხვდები ბიჭია - შეხედე, რა საცოდავები არიან, არც თავის თავს შველიან და არც სხვისი გადარჩენა შეუძლიათ.
შეშინებული ვეჭიდები მოაჯირს და მეშინია, რომ ეს ბიჭი ხელს შემიშლის.
- ნუ გეშინია, არ გეტყვი არ გადახტე-მეთქი, გადახტი, იქნებ მერე მაინც დაისვენო, - მისი ჩაცინება მაკრთობს და თვალებს ვხუჭავ. - გინდა ერთად გადავხტეთ? ჰო, მეც შენთან ერთად გადავხტები. აქ მაინც ვეღარ დავბრუნდები. შენი დახმარება კი შემიძლია. დაგეხმარები და მარტო არ დაგტოვებ, შენთან ერთად ვიქნები, მომკიდე ხელი, ნუ გეშინია…
სუნთქვა მიჩერდება, ისევ მომდის ცრემლები და მისი გამოწვდილი ხელისკენ ფრთხილად ვაცოცებ ხელს. მის თითებს, თითის წვერებით ვეხები და კანკალი მივარდება.
- ნუ გეშინია… მე შენთან ვარ… არ მიგატოვებ, მომკიდე ხელი… - ფრთხილად მეხება თითებზე და ნაზად მკიდებს ხელს, რბილი სიცარიელე მავსებს, კანკალი მიძლიერდება და ისე ვარ დარწმუნებული ჩემ გადაწყვეტილებაში, რომ არ მადარდებს, თუ ჩემი სისუსტე ვინმეს გულს ატკენს. არავისზე არ ვფიქრობ, მთავარია მე დავმშვიდდე, აღარ ვიყო ცოდვილი, აღარ ვიყო განსხვავებული და შეწყდეს ეს წინასწარმეტყველური სიზმრები და ფიქრები, ერთხელ და სამუდამოდ გაითიშოს ჩემი ტვინი.
მიცვალებულის ტვინი კიდევ რამდენიმე თვეს, თუ წელს ინარჩუნებს მეხსიერებასო, სადღაც წაკითხული ფრაზა მახსენდება და უსიამოდ მაჟრჟოლებს. - ნუ ფიქრობ რა მოჰყვება, უბრალოდ გადახტი… მე შენთან ვარ, არ დავუშვებ, რომ რამე დაგემართოს…
მეც თითქოს ეს მჭირდება, ხელს მაგრად ვკიდებ და ღრმად ვსუნთქავ.
- მზად ვარ. - ვამბობ და მასთან ერთად ვხტები, უკვე მეორედ… შეჯახება წყლის ზედაპირთან, დაგუბებული ყურები, აჩქარებული გულისცემა, შიში და გადარჩენის ინსტიქტი იღვიძებს, ფართხალს ვიწყებ და ვცდილობ ამოვყვინთო, თვალები მებინდება.
- ნუ გეშინია, არ დავუშვებ რამე დაგემართოს. - მესმის მისი ხმა და მიკვირს წყალში, როგორ ლაპარაკობს. - ახლა ამის დრო არ არის, თვალები გაახილე, გაახილე თვალები... არ დანებდე… - მე ვერ ვინძრევი. ტუჩებზე მის შეხებას ვგრძნობ, ვგრძნობ როგორ მევსება ფილტვები მისი ჰაერით და ხველა მიტყდება.
- დაბრუნდი… თვალი გაახილე.
რამდენიმე ადამიანის ხმა და თვალებს ვახელ. გარშემო ხალხი მახვევია, მიწაზე ვწევარ და ვიღაცის ქურთუკი მაფარია, მაკანკალებს და ორივე ხელს მკლავებზე ვიჭერ.
- გოგონა,როგორ ხარ? გესმის ჩემი? - უცნობი მამაკაცი წამოჯდომაში მეხმარება და სველ თმას ლოყიდან მაშორებს.
- მე... კარგად ვარ. ის… ის როგორაა? - ვკითხულობ შეშინებული და გარემოს ვათვალიერებ, გარშემო ყველგან ხალხია, ჩემ ირგვლივ წრე შეუკრათ და რაღაცას ლაპარაკობენ, ზოგიერთი დანანებით იქნევს თავს.
- ის როგორაა? გადარჩააა? - ვეკითხები უცნობს და ვცდილობ რამე დავინახო.
- ვინ ის? თქვენ მარტო იყავით გოგონა. - ეჭვის თვალით მიმზერს უცნობი და ჩემკენ იხრება - საავადმყოფოში უნდა წაგიყვანოთ.
- არა, არაა საჭირო… ის უნდა ვნახო, მითხარით, რომ გადარჩა... მითხარით, რომ არ მომკვდარა… - სასოწარკვეთილი ვლუღლუღებ და მის მკლავებში ვიმალები.
- დაწყნარდი, შეშინებული ხარ. - ხელში ავყავარ და სასწრაფოს მანქანაში მაწვენს - ყველაფერი კარგად იქნება.


ექიმებისგან თავს საავადმყოფოში გადაყვანამდე ვიხსნი, არ მინდა, არაფერი მჭირს, მართალია ის უცნობი უკმაყოფილოდ იქნევს თავს, მაგრამ არ მაინტერესებს. საბოლოოდ ტაქსის მიჩერებს და სახლში მიშვებს. მთელი გზა გაბრუებული ვზივარ და აზრზე ვერ მოვსულვარ ფიქრის უნარიც დამეკარგა. თავს სავარძელზე ვდებ და თვალდახუჭული ვზივარ.

- მოვედით. - მაკრთობს მძღოლის სიტყვები, რომელიც ნახევარი ტანით ჩემკენ შემობრუნებულა და გაკვირვებით მათვალიერებს, ალბათ უკვირს ასე გაწუწული, რას უნდა ვაკეთებდე ასეთ უბანში. მინის იქით ჩემს სახლს ვხედავ და კარს ვაღებ.
- ფული არ მაქვს. - ვეუბნები დარცხვენით.
- გადახდილია. - მობეზრებით ამბობს და მიდის.
ნახევრად სველ თმებს ვისწორებ და სახლში ქურდულად ვიპარები, კიდევ კარგი ჩემთვის არავის სცალია, ბებიაც და ბაბუაც ტელევიზორთან სხედან და საინფორმაციოს ადვნებენ თვალს. აბაზანაში ჩუმად ვიპარები და ცხელი წყლის შეხება მთლიანად მაცლის ძალას, დაძაბულობა მეხსნება, იქიდან სრულიად დამშვიდებული გამოვდივარ. სამზარეულოში გავდივარ და თაროებს ვათვალიერებ, თუმცა არაფრის ჭამის თავი არ მაქვს, ისევ მაგარ ყავას ვიკეთებ, როგორც ყოველთვის უშაქროდ და ჩემს ოთახში გავდივარ. საწოლზე ფეხმორთხმით ვჯდები და ფინჯანს ორივე ხელს ვხვევ. ჩემი საწოლი ისე დგას, რომ მთლიანად ჩანს ფანჯარა, სარკმლიდან მომზირალი, ქარისგან ცალ მხარეს გადაზნექილი, დამტვერილი, გაქუცული ნაძვი. მის ტოტებში მეჩხირება მზერა და ისევ ხიდზე მომხდარი მახსენდება. ყველაფრის გახსენების შემდეგ, ტანში უსიამო ჟრუანტელი მივლის. რა მოხდა? სად გაქრა? ნუთუ დაიხრჩო? არა, შეუძლებელია, ვინმე აუცილებლად შეამჩნევდა… აბა სად გაქრა? ალბათ შეეშინდა. ვიმშვიდებ თავს და უკვე საკმაოდ შეგრილებულ ყავას ფრთხილად ვწრუპავ. სასიამოვნო არომატი მთელს სხეულში მიჯდება და თვალებს ვხუჭავ. ფინჯანს ვაცარიელებ და ტუმბოზე ვდებ, მერე ხალათიანად, თავზე პირსახოცმოხვეული ვწვები და დაღლილობისგან მეძინება.
შუაღამისას, ვიბრაციის შემაწუხებელი ზუზუნი მაფხიზლებს, ხელის ფათურით ვპოულობ საბნის ქვეშ ტელეფონს და ცალ თვალდახუჭული ვხსნი სმს-ს. ვერაფერს ვხედავ, ორივე თვალს ვხუჭავ, მუშტებით ვისრეს და ისევ ვახელ, ამჯერადაც არაფერია. ნუთუ მომეჩვენა? ალბათ სიზმარი იყო. ტელეფონს ბალიშის ქვეშ ვდებ და ძილს ვაგრძელებ.
დილით თავისტკივილი მაღვიძებს, ის-ისაა უნდა ავდგე, ოთახში ბებიაჩემი, რომ შემოდის.
- თეკლა, ბებო ადექი, სალომემ დაგირეკა, ასე თქვა, ვურეკავ და გამორთული აქვს, გადაეცი ერთ საათში კაფეში ველოდები, საქაღალდეც წამოიღოსო. - მეუბნება ირინა, თან ჩემს მიყრილ ტანსაცმელს თავის ქნევით აგროვებს და ოთახიდან გადის. ორივე ხელს თავზე ვიჭერ, თვალებს ვისრეს და მერე ტელეფონი მახსენდება, გამორთულია, ეტყობა დაჯდა, ტელეფონს დასატენად ვაერთებ და თავს ვიწესრიგებ.


სალომე ჩვენს კაფეში მელოდება. უკვე მთელი კვირაა პრეზენტაციისთვის ვემზადებით, მასალას და ჩანაწერებს ვაჯერებთ.
- ამერიკანო? - დანახვისთანავე მეკითხება სალომე და ისევ ფურცლებს უბრუნდება.
- ჯერ მომესალმე მაინც. - სიცილით ვეუბნები და ლოყაზე ვჩქმეტ, ვიცი არ მოსწონს და განგებ ვაკეთებ. ჩემი დიდლოყება გოგო, მიბღვერს და მიმტანს ეძახის.
- ორი ამერიკანო.
- რა ხასიათზე ხარ დღეს? - თხელ ჭაკეტს ვიხდი,სკამზე ვაფენ და სალოს წინ ვჯდები. ის ისევ ჩუმად ზის. - არ მელაპარაკები?
- რატომ უთხარი ეკას, რომ არ ღირდა ყვარელში წასვლა? - ისევ მიბღვერს სალომე, მე მის თვალებზე სიცილი მიტყდება, რითაც ისევ მის ბღვერას ვიმსახურებ და ვხვდები რამ გააღიზიანა ჩემი მეგობარი.
- ამაზე მიბრაზდები? კარგი რააა? აი, გავაკეთოთ პრეზენტაცია და მერე წავიდეთ სადაც გინდა, თუ გინდა მთელი კახეთი მოვიაროთ. - სალო უნდობლად მათვალიერებს და რაღაცის თქმას აპირებს, მიმტანი რომ გვიახლოვდება. ყავას მაგიდაზე გვილაგებს და მიდის.
- მმ, რა სურნელი აქვს, ასეთ ამერიკანოს, არც ერთ, სხვა კაფეში არ ამზადებენ. - სალომეს სახე უნათდება. მორჩა, შემირიგდა.
- დაწერე რამე?
- არაა… არ მეცალა. - ენას ძლივს ვაბრუნებ პირში და დაბნეულობის დასაფარად, საქმიანად ვათვალიერებ ფურცლებს.
- საინტერესოა, რით იყავი დაკავებული?
- სასაფლაოზე ვიყავი… ბებიაჩემი… ლალი ვნახე. - ღრმად ვსუნთქავ და ფინჯანს ვწვდები აკანკალებული ხელებით. წინა საღამოს მომხდარი მთელი სიზუსტით მიტრიალებს თვალწინ და ბოღმისგან ყელი მტკივდება.
- რაო? - სალომე გაფაციცებით შემომცქერის, მე ყავას ვსვამ, ის მოთმინებით მიცდის. - ჰაა?
- გამლანძღა, გამომაგდო…
- ეგ, ეგ ბებერი… -სიტყვას ვერ ამთავრებს სალომე.
- კარგი დაივიწყე, არაუშავს. შევეჩვიე უკვე. - არცერთი არაფერს არ ვამბობთ, ყავას ჩუმად ვსვამთ და ჩვენს ფიქრებში ვიძირებით.
- თეკლა, თეკლა…
- ხო, რა იყო…
- მესიჯი მოგივიდა. - ტელეფონზე მანიშნებს სალომე, მის მზერას თვალს ვაყოლებ და თითქოს პირველად ვხედავდე, ისე გაოცებით ვიღებ ხელში. ბლოკს ვხსნი და მენიუში შევდივარ, არაფერი არ არის. რა ხდება? უკვე მეორედ… გაკვირვებით ვიჩეჩავ მხრებს.
- მგონი შენია.
- არა, მე სხვა ზარი მიყენია. - თავს აქნევს სალო, გაოცებული ისევ მაგიდაზე ვდებ ტელეფონს და საქმეს ვუბრუნდები.



საღამოა, ოთახში მარტო ვარ.
სამეცადინო მაქვს, მაგრამ გონების მოკრება მიჭირს. ყურებში ყურსასმენებს ვიკეთებ და მუსიკას ვრთავ, ის ისაა ლეპტოპს უნდა მივუჯდე, დასაწერი მაქვს, რომ ტელეფონის ხმა წამით მუსიკის ხმას აჩრებს, ნათლად ვხედავ, კონვერტს ეკრანზე, სენსორს ფრთხილად ვუსვამ ხელს და მესიჯებში შევდივარ, ერთი შემოსული შეტყობინება, თუმცა უსახელოდ, თანაც ნომრის გარეშე, საინტერესოა. მესიჯს ვხსნი, მღელვარებისგან ყელში ნერწყვი მეჩხირება: “იხსენი, ჩემი სული” - გაოგნებული დავყურებ ტექსტს და ვერაფრით ვხვდები ვინ მეთამაშება, აშკარად რაღაც ხუმრობაა. ტელეფონს ვბლოკავ და წერას განვაგრძობ. ხუთი წუთის შემდეგ, ისევ ისმის მესიჯის ხმა, მე თან ლეპტოპის ეკრანს ვუყურებ და თან მესიჯს ვხსნი, ისევ ის ტექსტია. მოიცა, რააა? ეს რა არის? ყურადღებას ვიკრებ და დაკვირვებით ვათვალიერებ. ადრესანტი კიდევ არ ფიქსირდება. ხელები მიკანკალებს, ვცახცახებ, ფეხზე ვდგები და ფანჯარას ვაღებ, გრილი ჰაერის შეხება შვებას მგვრის. თვალებს ვხუჭავ, ვიღაც მეხუმრება, ვარწმუნებ თავს. აი, ხვალ სალომეს ვნახავ და მეტყვის რომ ის იყო. ორივე ხელს დამამშვიდებლად ვშლი. დამშვიდდი თეკლა, ნახავ რას ვუზამ სალომეს. ტუმბოზე მდგარ სანათს ვანთებ, ტანსაცმელს ვიხდი და საწოლში ვწვები. გადაწეული ფარდიდან ცის ნაგლეჯს ვუსწორებ თვალს. ცა საოცრად სუფთა და ლურჯია. გარეთ ქარი ჰქრის, ცივა, სახლში სასიამოვნო სითბო ტრიალებს და საწოლში კომფორტულად ვთავსდები.
ძილბურანიდან კიდევ ერთი შეტყობინების ხმა მაფხიზლებს და სიბრაზისგან ლამის ტუჩები დავიჭამო, ცხვირის ნესტოები მებერება. ნუ ღელავ იქნებ ვინაა.
საწოლიდან ვდგები, ცივ იატაკზე შიშველი ფეხებით გადმოვდივარ და სირბილით მივდივარ ტელეფონთან.
ისევ ის ბოროტი ხუმრობა, რომ იყოს ვფიცავ, სალომეს მოვკლავ.
“იხსენი, ჩემი სული”- ვიხსნა არაა? კარგი ქალბატონო, გიხსნი!
სიბრაზისგან მთელი სხეული მეძაბება, ფანჯარასთან მივდივარ, მთვარის სინათლე პირდაპირ ჩემს საწოლს ეცემა, უნდა გადავწიო. ფარდის კალთას ხელს ვკიდებ და სანამ ფარდას გადავწევ გარეთ ვიხედები, ქარი ფანჯრებს ეხეთქება, მაჟრჟოლებს. მინას ჩემი სიბრაზისგან გახშირებული სუნთქვა ეცემა და იორთქლება. ორთქლის ნაკვალევი ნელ-ნელა იფანტება, მინას კი ხელის ანაბეჭდი რჩება.
მეჩვენება, მეჩვენება…
შეშინებული უკან ვიხევ და საწოლზე ვიკუნტები…



№1  offline წევრი gogincha

კარგია :) შენეულია ტკბილი ლურჯი და უცხო :)) წარმატებები

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

რაღაც განსხვავებულს გვიმზადებ და ძალიან მიხარია რომ დაბრუნდი მომენატრა შენი ისტორიები ლორე wink

 


№3  offline მოდერი Eleniko13

როგორ მომენატრე...
თავებს დავაგროვებ, თან ჯერ არ მცალია მაინც ^__^
ველქამ ბექ, თათ. ველქამ ბექ.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№4  offline წევრი შამხათი

ვაიიი, რა საინტერესოდ დაიწყო, ცოტა მისტიკის სუნი მცემს winked

 


№5  offline ახალბედა მწერალი lullaby

ოჰ ოჰ ოჰ, რა გემრიელად წავიდააა...
აი მაინც ეს ჟანრი ჟანრულად ჟანრობს რაა :დდ
ვგიჟდები შენზე და იმ პერსონაჟებზე, ჯერ რომ არ გამოჩენილან. <3

 


№6  offline წევრი mani156

რაღაც განსხვავებულიიაა ^^ დამაინტრიგაა :დ ველოდები შემდეგ თავს ^^

 


№7  offline წევრი kora

როგორ მომენატრე ლორე, გამახარე ახალი ისტორიით love თან როგორი საინტერესო დასაწყისია და საოცრად განსხვავებული. უკვე დავიძაბე, ძალიან დამაინტრიგე smile
--------------------
kira.G

 


№8  offline მოდერი ლილიანა

მე ისეთი მშიშარა. ვარ ასეთი თემების მიმართ,ახლა მინიმუმ 2 საათი ჭოტივით ვიქნენი,მაგრამ რომ მომეწონა და ერსტი სული მაქვს მეორე თაბი წავიკითხო?
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


შენ ხარ!უუუმაგრესი გოგო! საუკეთესო!უბრალოდ საოცრება!!!!ველოდები შემდეგ თავს გთხოვ დიდხანს არ მალოდინო ((( <3

 


№10  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ყველას დიიდი მადლობაა,მიხარია თუ გავამართლე იმედები...უფრო საინტერესოს და ამაფორიაქებელს ელოდეთ.

 


№11  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

ვაიმე ეს რა იყოოო . რა გველის წინ კაცმა არ იცის.აბა ჰე.აბა ჰოოო. მალე მალეეე
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№12 სტუმარი ნიაა

გამისკდა გული სახლში მარტო ვარ და კითხვას რომ მოვრჩი ყველა ოთახში შუქი ავანთე :დდს
მიუხედავად შიშისა მაინტერესებს ძალიან ჰოდა გელი

 


№13  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან საინტერესოა და განსხვავებული .

 


№14  offline წევრი StrangerManiac

ძალიან კარგია love

 


№15  offline წევრი nini31323

შენ რაგითხარი ლორე როგორ მეშინია ამ მისტიის.ეს რამ მოგაფიქრა თან ღამის თორმეტი საათია და ზუსტად ჩემს საწოლს ადგას მთვარის შუქი.მეშინია ვფიცავ. მეშინია შემდეგი თავის წაკითხვის.გამოასწორე დაა რამენაირად დამავიწყე.წარმატებებიი

 


№16  offline მოდერი Amalthea

ამაზე მაგარი ჟანრი თუ არსებობდეს რაა wink
ვიფიქრე დასასრულამდე მოვიცდი თქო მაგრამ ვერ გავძელი love არც ვნანობ.
დაინტრიგებული ვაგრძელებ კითხვას, ძაან კაია request
--------------------
I want to sleep with you. Doesn't mean to have sex. I mean sleep together under my blankets in my bed. With my hand on your chest. And your arm around me. No talking. Just sleep, blissfully happy, silence.

 


№17  offline წევრი mariam m.k

ვაიმე ეს რა არის სიმართლე გითხრა არ შემშინებია როგორც სხვები ამბობს მაგრამ უჰ მაგარია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent