შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყვითელი გორილა (თავი მესამე)


16-04-2016, 12:01
ავტორი iceicebaby
ნანახია 1 750

თავი მესამე

პრეზენტაციაზე არ დაუგვიანია,პრაქტიკულად.თეორიულად დააგვიანა,რაც ამ შემთხვევაში გადამწყვეტი არ აღმოჩნდა.ლექცია,როგორც ყოველთვის,ათ საათზე იწყება.შორენა თერთმეტის სამ წუთზე მივიდა,თუმცა ბედმა გაუღიმა-ლექტორმა დააგვიანა ხუთი წუთით.აი საბედისწერო ორი წუთიც ამას ჰქვია!ორი წუთით გვიან რომ მისულიყო,რათქმაუნდა,“ავსული“ლექტორი არ შეუშვებდა და ერთი თვის ნაწვალები უბრალოდ ნაწვალებად დარჩებოდა.საქმე ის არის,რომ შორენას გაუმართლა.თუმცა არა ბოლომდე.დაგვიანებით შემოსული ლექტორი გაბრაზებული იყო,რაც „ავსულს“ ათჯერ უფრო მკაცრს ხდის.ალბათ ოჯახური პრობლემები აქვს-დაასკვნა შორენამ.კაცმა სათვალე მოიხსნა და საკონფერენციო ოთახის ცენტრში დადგა.ღრმად სუნთქავდა და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა,როგორც ჩანს ბევრი ირბინა.
-დასხედით-ლექტორის შემოსვლის დროს ინსტიქტურად წამომდგარი სტუდენტები სხდებიან-ვწუხვარ,რომ დავაგვიანე.იცით,რომ ეს მე არ მჩვევია.თუმცა ასე მოხდა,ყოველშემთხვევაში ხუთი წუთი არაფერს წყვეტს.

-თუ არაფერს წყვეტს რას მიშვებთ ხოლმე უკან?!-საშინელი პროტესტის გრძნობა ჩემში ვერ შევაკავე,როცა გამახსენდა რამდენჯერ გავუბრუნებივარ უკან ხუთი წუთით დაგვიანებული და ხმამაღლა წამომცდა,ჩემდაუნებურად.ვფიცავ,საშინლად ვინანე.ლექტორს ისეთი გამომეტყველება ჰქონდა თითქოს დაუჯერებელი რაღაც გაიგო.
-რამე მომესმა შეთეკაური?!-სახეს ჩემკენ ატრიალებს და თვალებს მიკარკლავს.
-დიახ ბატონო ირაკლი,მოგესმათ-თავს დაბლა ვხრი და ვცდილობ ჩემ გარშემო წარმოსახვითი კედელი ავაშენო,შიგნით მყოფი,რომ ვერავინ დამინახოს.
-იმას ამბობ,რომ მოჩვენებები დამეწყო?-შემიძლია დავიფიცო,რომ კბილების კრაჭუნის ხმა გავიგე.იმედი მაქვს ამ ხმის შემდეგ „ავსულს“ კბილები მთელი აქვს.
-ძალიან ლამაზი ფეხსაცმელია ბატონო ირაკლი,თუ მლიქვნელობად არ ჩამითვლით ვიტყოდი-იდეალური.-მინდა რაიმე კომპლიმენტი ვუთხრა.თუმცა თავი მაქვს დახრილი და მხოლოდ მის მტვერში ამოგანგნულ ფეხსაცმელს ვხედავ.რაც კი თავში პირველად მომდის ვამბობ და ვცდილობ ქარიშხალი,სეტყვა,შტორმი,მიწისძვრა,ვულკანის ამოფრქვევა,ცუნამი ანუ გაბრაზებული ირაკლი ავიცილო თავიდან.“ავსული“ ფეხსაცმელს დაჰყურებს,მერე ჩემკენ იხედება,თავს აქნევს და თავისი ადგილისკენ მიემართება.გაჭრა,დღეს მართლა ბედი მწყალობს.კმაყოფილი ვიღიმი და ყელს ვიღერებ.
-რაზე ფიქრობდი ამას რომ ამბობდი?-სიცილით მიჩურჩულებს ნათია-ჩემი ჯგუფელი და მეგობარი.
-წამომცდა-სიცილითვე ვპასუხობ და მასთან ერთად ვფხუკუნებ.
-რა ქენი მოამზადე,შენი ეკოლოგიური სახლი?-ინტერესით მეკითხება,წითური გოგო და ჩემს ფურცლებში ცალი თვალით იჭყიტება.
-კი ნათი,როგორც იქნა გავაკეთე.და შენ გააკეთე შენი ერთოთახიანი სრულყოფილი სახლი?-ამჯერად მე ვიჭყიტები მის ფურცლებში.
-ჰო რა,ცოტა გამიჭირდა მაგრამ საინტერესო რაღაცებიც მოვიფიქრე.-მპასუხობს ნათია მე კი ვუღიმი და ისევ ლექტორისკენ ვიხედები.ის ჯდება,ჟურნალს შლის და სიას კითხულობს.დღეს ყველა ვართ.ეს უიშვიათესი შემთხვევაა,ლექტორსაც კი უკვირს.
-კარგია,მომწონს თქვენი შემართება.იმედია ნაშრომებში გრამატიკული შეცდომები არ გაქვთ-ყოველთვის მაინტერესებდა,რატომ უსწორებდა ინჟინერი კაცი გრამატიკულ შეცდომებს სტუდენტებს,ასე მკაცრად.ცოტა უცნაურიც არის ეს ჩვენი „ავსული“ირაკლი-მოდი სიის მიხედვით მივყევთ,დღეს ბევრ საინტერესო ან უინტერესო სიახლეს მოვისმენთ,ასე რომ ღრუბლებში ნუ იფრენთ ერთმანეთის პრეზენტაციების დროს,მოუსმინეთ.და კიდევ,სანამ დავიწყებთ შეგახსენებთ:მე დაგავალეთ გაგეკეთებინათ პრეზენტაცია სამ მთავარ კრიტერიუმზე დაყრდნობით.პირველი-გრამატიკულად გამართული წინადადებები,მეორე-სიახლე და მესამე-მაქსიმალური ინდივიდუალიზმი.თემა თავისუფალი იყო,სანამ დავიწყებთ ვიკითხავ:ვინმეს პრეზენტაცია არ აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს?-ხმას არავინ არ იღებს,თქვენ გაგიკვირდებათ და არც მე.
-ძალიან კარგი! დავიწყოთ! ნათია აბუაშვილი პირველი შენ ხარ,აიღე შენი მაკეტი და დაიწყე.-ნათია ხელზე ხელს მიჭერს,თვალებს ხუჭავს და ფეხზე დგება.ოთახის ცენტრში მდგარი მაგიდიდან თავის მაკეტს იღებს და ათ წუთში ფურორს ახდენს.ვერასოდეს წარმოვიდგენდი ერთ ოთახიანში თუ ასე კომფორტულად შეიძლებოდა ცხოვრება,ვაღიარებ ამ გოგოს ფანტაზია უსაზღვროა!ჩემი პრეზენტაცია მასთან შედარებით საკმაოდ მოიკოჭლებს,თუმცა მე კმაყოფილი ვარ.ჩემი შესაძლებლობიდან გამომდინარე ძალიან კარგი გამოვიდა.უბრალოდ ნათიაა ასეთი მაგარი,რომ მასთან შედარებით ყოველთვის მოვიკოჭლებ,თორემ ისე მშვენიერი პრეზენტაცია მქონდა,აბა რა!
პირველად ვხედავ ლექტორს,რომელიც კმაყოფილია და ღიმილით გადმოგვყურებს.
პირველად ვხედავ თემოს,რომელმაც აღაიარა,რომ ნათიამ აჯობა.
პირველად ვხედავ,რომ „ავსული“პიცას უკვეთავს.
პირველად ვხედავ,რომ აუდიტორიაში პიცა შემოაქვთ.
პრველად ვჭამ აუდიტორიაში.
პირველად ვხედავ უცნობს ლექციაზე,“ავსული“ამას არასდროს უშვებს.პირი ღია მაქვს,ისე არა,რომ გლანდები მიჩანდეს თუმცა შესამჩნევად,თვალები დაჭყეტილი.ამ ხნის განმავლობაში,კუთხეში დამკვირვებელი იჯდა და მე ვერ შევამჩნიე.თანაც ვინ?! არც კი ვიცით ვინ არის,არავინ.სრულიად უცნობი პიროვნებაა.იმედი მაქვს ცნობილი,გამოჩენილი,ქართველი ინჟინერი არ არის.

-კარგად ჩაიარა არა?-თვალებაჟუჟუნებული მეკითხება ნათია უნივერსიტეტის დატოვებისას და იკრიჭება.კიბის ბოლო საფეხურზე ვიყავით,როდესაც თემო წამოგვეწია,ნათიას მკლავზე ხელი უხეშად ჩაავლო და თავისკენ შეატრიალა.
-ილოცე,რომ შენს იდეებს სადმე არ გადავაწყდე და არ აღმოვაჩინო რომ პლაგიატი ხარ.-თემო ყოველთვის ასეთი უხეშია ნათიასთან.ეს უკანასკნელი კი იმდენად შეურაცხყოფილი და ნაწყენია,რომ ცრემლებს ძლივს იკავებს და ტუჩებს სატირლად ბრიცავს.
-მე...მე პლაგიატი არ ვარ-ძლივს ამბობს ჩამწყდარი ხმით და სლუკუნებს.მე თვალებს ვატრიალებ და თემოს ვუბღვერ,ის კი ღიმილით დაჰყურებს ნათიას და ასლუკუნებულს გულზე იკრავს.ჩემთვის ეს ახალი არ არის იმას ვგულისხმობ,რომ თემო ნათიას დანახვის დღიდან ანუ პირველი კურსიდან ასე ექცევა.მხოლოდ მასთან არის გაუთლელი,ხეპრე და უხეში.ისეთ რაღაცებს ეუბნება,ნათია თავს ვერ იკავებს.მერე კი ისევ თემო ამშვიდებს.დარწმუნებული ვარ ნათიას რაღაც ნაწილს მოსწონს ასეთი მოპყრობა.ასე რომ არ იყოს,უფრო სწორად ასე დარწმუნებული,რომ არ ვიყო ნათიას მაგივრად მე შემომაკვდებოდა თემო,თუმცა ასეა და რა ვქნა?!ჯგუფში სულ თექვსმეტნი ვართ,თოთხმეტი ბიჭი და ორი გოგო.თუმცა მიუხედავად ამ რიცხვებისა,არასდროს მიგრძნია უხერხულობა.ყველასთან ვმეგობრობ,განსაკუთრებით კი ამ ორთან.ვფიქრობ,რომ თემოს ნათია უყვარს,ან ამას რა ფიქრი უნდა ფაქტია.თუმცა არცერთი აღიარებს ამას ხმამაღლა,მეც არ ვაწუხებ ზედმეტი კითხვებით.თემო თავზე ჰკოცნის აცრემლებულ გოგოს და უკან სწევს,მერე თვალებში ჩაჰყურებ და ღიმილით ამბობს:
-გეხუმრე,უბრალოდ გეხუმრე-ნათია იცინის,ნათიას სიცილზე თემოსაც ეცინება,მე კი მშია და მეტის მოთმენა აღარ შემიძლია.ერთი ნაჭერი პიცა არ მყოფნის.თემო ამჩნევს ჩემს გამომეტყველებას,ორივეს ხელს გვხვევს და თავისი მანქანისკენ მივყავართ.
-ჯობია სახლებში დროულად მიგიყვანოთ თორემ შორენა ცოცხლად შემჭამს-ამბობს სიცილით და მანქანის კარებს მიღებს.უკან ვჯდები ნათიასთან ერთად.
-არა,არა მანდეთ არა,დღეს ნათია ჩემთან მოდის-ვეუბნები თემოს,რომელიც მანქანას საპირისპირო მიმართულებით აბრუნებს და გაზის პედალს ფეხს აჭერს.
-უკაცრავად?!ჩემზე თქვი რამე?-იკვირვებს ნათია და სერიოზულ მიმიკას იჭერს.თუმცა დიდხანს ვერ იკავებს და ისევ იკრიჭება,რაზეც თემოსაც ეღიმება,სარკეში დავინახე.ასეთ რაღაცებს,მგონი,მარტო მე ვამჩნევ.
-კარგი,კარგი წამოვალ-საბოლოოდ მნებდება და ირინას ურეკავს,დედამისს,ჩემთან წამოსვლის ამბავი რომ ამცნოს.ბევრი თხოვნის,წუწუნის და ახსნის შემდეგ ითანხმებს და კმაყოფილი იჯგიმება.ცოტა ხანში უკვე დანიშნულების ადგილზე ვართ.თემოს ლოყაზე ვკოცნი და მანქანიდან გადმოვდივარ.
-მადლობა თემუსი,რომ მოგვიყვანე.-საპასუხოდ მიღიმის და ნათიას უყურებს.
-ნახვამდის-ეუბნება ისიც მორიდებით და მანქანიდან გადმოდის.
-ხვალ ხომ იქნებით ?-თავს ჰყოფს თემო დაძრული მანქანიდან და გვეკითხება.
-კი ვიქნებით-პასუხობს ნათია ღიმილით.თემოს ისევ ეღიმება და მიდის.
სასტუმროსთან,როგორც ყოველთვის,უამრავი ტაქსია გაჩერებული.ზოგი უცხოელებისაა,ზოგიც ქართველების.თუმცა ამ სასტუმროში ძირითადად უცხოელები რჩებიან.პირველ რიგში იმიტომ,რომ ტიპური სასტუმრო არ არის,უფრო საერთო საცხოვრებლის სახელი აქვს გავარდნილი,რაც უცხოელებს უფრო მეტ კომფორტს უქმნის ვიდრე ჩვეულებრივი სასტუმრო და მეორე იმიტომ,რომ ძვირადღირებულია.სახელიც შესაბამისი აქვს „HOTEL-FOREIGN”.ეს სასტუმრო ლაურას ოჯახმა დააარსა,კერძოდ კი მისმა მამამ და ძმებმა.თუმცა უკვე დიდი დრო გავიდა მათი გარდაცვალებიდან და იმაშიც არავის ეპარება ეჭვი,რომ სასტუმროს წარმატებაში და მაღალ ხარისხში ლაურას ლომის წვლილი აქვს შეტანილი.შეიძლება ითქვას მთელი თავისი ახალგაზრდობა შეალია ამ საქმეს,თუმცა როგორც თვითონ იტყოდა-ღირდა!
მე ამ სასტუმროში ორ წელზე მეტია ვცხოვრობ.მას შემდეგ რაც დედაჩემმა ჩემი თავი,დროებით,ლაურას ჩააბარა.ისინი ბავშვობიდან დაქალობდნენ.ვერასოდეს ვიგებდი როგორ შეიძლებოდა ორ,სრულიად განსხვავებულ ადამიანს ასეთი ძლიერი მეგობრობა ჰქონოდათ,ვერც ახლა ვიგებ.დედა თავქარიანი,ენერგიული,ყოველთვის ხალისიანი და გართობის მოყვარული ქალია.ლაურა კი ამ ყველაფრის საპირისპირო...მამა პილოტია,ნახევარი სიცოცხლე ჰაერში აქვს გატარებული.რომ ჰკითხოთ,ყველაფრის თავიდან დაწყება,რომ შეეძლოს პილოტობას აღარ აირჩევდა.თუმცა მაინც ყოველთვის სახეგაბრწყინებული მიდის სამსახურში.საყვარელი სამსახური მსხვერპლს მოითხოვს,ეს მსხვერპლი კი მე და დედა ვიყავით.მამას სულ ჩიკაგოში უწევს ყოფნა და იმის გამო,რომ მე და დედა ოთხი ან მაქსიმუმ ხუთი საათით ვენახეთ ერთადერთ დასვენების დღეს ჰაერში გამოკიდებული ატარებდა.თავიდან გამირთულდა,თუმცა როდესაც ვხედავდი როგორ იტანჯებოდა დედა აქეთ და მამა იქით გადავწყვიტე,რომ მარტო მინდოდა ცხოვრება.ვიცოდი,რომ დედა სიხარულით წავიდოდა ჩიკაგოში საცხოვრებლად თუმცა ჩემ გამო იკავებდა ყოველთვის თავს.არსებობდა მეორე გამოსავალიც,მეც უნდა წავსულიყავი ჩიკაგოში,იქაურ უნივერსიტეტში ჩამებარებინა,სახლი გვეყიდა კიდევ უამრავი ხარჯები -მამას ამდენი ხელფასიც არ აქვს...ამიტომ გადავწყვიტე დედა გამეშვა იქ და სანამ რაიმე გამოსავალი არ იქნებოდა მარტო მეცხოვრა.თავიდან კი გაიგიჟეს თავები თუმცა,როდესაც ლაურამ უთხრა დედაჩემს-შენს შვილს ჩემთან ვაცხოვრებ და ყურადღებას არ მოვაკლე-ო ყველაფერი გადაწყდა.მეორე კვირას უკვე აეროპორტში ვიყავი და დედას ჩიკაგოში ვაცილებდი.თავის დროზე ძალიან მიხაროდა,რომ დედას გახარება შევძელი,მეამაყებოდა კიდეც ჩემი საქციელი თუმცა...თუმცა როდესაც ლაურა კარგად გავიცანი მაშინვე ვინატრე დედას უკან დაბრუნება.ჩემს მშობლებს უბრალოდ აუკრძალა იმაზე თუნდაც ერთი ევროთი მეტის გამოგზავნაც კი რამდენიც მჭირდება.მშობლებიც უსიტყვოდ ემორჩილებიან.ზუსტად აქვს გათვლილი როდის რა რაოდენობის თანხა მჭირდება და არასდროს მაძლევს ზედმეტს.სულ სამჯერ მახსოვს ისეთი შემთხვევა,რომ მთლიანი თვის ქირის ფული არ გამომართვა და ის ქირა ისე დავხარჯე,როგორც მინოდოდა.მესამე შემთხვევაც სწორედ დღეს დილით მოხდა.
-რა ვჭამოთ?-ვეკითხები ნათიას კიბეზე ასვლისას.
-რავიცი,რას მთავაზობ?
-რამე გემრიელ სალათს,კიდევ ნატურალურ წვენს,შოკოლადის ნაყინს და ცივ ყავას.თუ გინდა რამე დავამატოთ-ჯერ თვალებმოჭუტული მიყურებს,მერე კი როდესაც რწმუნდება,რომ მართალს ვეუბნები სიხარულით ტაშს უკრავს და ისევ იკრიჭება.უნაკლო ღიმილი აქვს,თემოს კი არა მეც მეღიმება ხოლმე ხანდახან.
-რა იშოვე შე სომეხო ეგეთი?!-გაკვირვებული შემომცქერის და ოთახის კარში კი არ შედის-შეხტის მას შემდეგ რაც გასაღებით კარს ვაღებ.
-ლაურამ ამ თვის ქირა არ გამომართვა.-ჩანთას ვდებ,ფეხსაცმელს ვიხდი და კომპიუტერში მუსიკას ვრთავ.
-რაო?! როგორ მოხდა?-საწოლზე წამოწოლილი,მომენტალურად იწევა,ჯდება,ფეხებს იკეცავს და მომლოდინე თვალებით მიყურებს.წუხანდელი ღამის შესახებ ყველაფერს ვუყვები.
-მოიცა,ანუ გამოდის რომ-იცინის-გამოდის რომ-უკვე ხარხარებს-პირდაპირ სექსის დროს შეუვარდი ოთახში,საწოლში ჩაუხტი და ვერც კი მიხვდი რა ხდებოდა არა?!-ძლივს ასრულებს სათქმელს და ისევ გამაყრუებლად ჭიხვინებს.ეს ყველაფერი,გუშინ იყო ძალიან უხერხული ჩემთვის,თორემ ახლა მეც მშვენივრად ვყვები ნათიას სიცილში და მანამ არ ვჩერდები სანამ მუცელი არ მტკივდება.თვალებიდან წამოსულ ცრემლებს ვიწმენდ,სახლის ტელეფონს ვიღებ და სასტუმროს კაფეს საჭმელს ვუკვეთავ.ნათია მიცხადებს,რომ აბაზანაში თუ არ შევიდა მოკვდება.მეც ზედმეტი წუწუნის გარეშე ვთანხმდები და ტელეფონზე გამოტოვებულ ზარებს ვამოწმებ,პარალელურად სპორტულებს ვიცვამ და იოგას კეთებას ვიწყებ.
ტელეფონზე:
„შო დე როგორ ხარ?როგორ ჩაიარა დაბადების დღემ,ვიცი რომ ახლა ღამეა და ტელეფონს არ შეამოწმებ,მაგრამ თუ მაინც ნახავ დარეკვა არ დაგავიწყდეს,გკოცნი“
„დილამშვიდობის დე,წარმატებები პრეზენტაციაზე“
„შორენა სად ხარ?! სახლში,რომ მოხვალ დამირეკე,გელოდები“
„მამი მე და დედამ გადავწყვიტეთ მანქანა გაჩუქოთ“
ბოლო შეტყობინების მოსმენისას,რომ არა ჩემი დიდი ხნის გამოცდილება იოგაში,დარწმუნებული ვარ კისერს მოვიტეხავდი.დაფეთებული წამოვხტი,რამდენჯერმე კიდევ მოვისმინე შეტყობინებას და ოთახში უმისამართოდ დავიწყე სირბილი.ბოლოს,როგორც იქნა,მიმართულება მივეცი ამ უაზროდ ოთახიდან ოთახში სირბილს და კარებში გავვარდი.კიბეები ჩავირბინე და კაფესკენ ავიღე გეზი,როგორც წესი ამ დროს ლაურა იქ უნდა იყოს.არც შევმცდარვარ,გავიქეცი და ზურგით მდგომ ლაურას ბეჭებზე ავეკარი
-ლაურუნუნა-ა-ა,იცი რა მოხდა?!
-რაიყო გითხრეს უკვე მანქანას,რომ გყიდულობენ?-ღიმილით ტრიალდება ქალი უკან
-დიდი ხანია ეს იცი?
-საკმაოდ-ამბობს ლაურა და ცხვირწინ გასაღებს მიფრიალებს.
-რა? ეს ისაა? ანუ ეს,იმის თქმა მინდა,რომ...ეს ჩემი თუ შენი თუ ვისია?-ენააბნეული ვლუღლუღებ და ერთი სული მაქვს სასურველი პასუხი მოვისმინო.
-მორჩი ლაყბობას და გამომართვი ეს,მე რა უსაქმური მნახე აქ?! გარეთ დგას შენი თეთრი რაში,წადი და ნახე!იცოდე ერთი ჯარიმაც კი საკმარისი იქნება და სამუდაომოდ დაემშვიდობები მანქანას!-იმდენად მიხარია,რომ ლაურას მწარე რეპლიკებს და თითის ქნევას ყურადღებას არ ვაქცევ,გასაღებს ვართმევ და გარეთ მივრბივარ.მოიცა,როგორ გავარჩიო?აქ უამრავი მანქანა დგას,ა მივხვდი გასაღებზე ეხატება.გასაღებს დავყურებ და ვცდილობ დაახლოებით ოცი მანქანიდან ჩემი ამოვიცნო.გასაღებზე „მერსედესის“ემბლემაა გამოსახული.ეს ზუსტად ვიცი.აქ სულ ხუთი მერსედესია,აქედან ორი ტაქსია,ერთში ქალი ჩაჯდა და წავიდა ორი კი ზუსტად იდენტურია.რა გავიგო ახალ მე?! ორივე თეთრია,სულ,სულ ზუსტად ერთნაირებია...ორივეს ცალცალკე რვაჯერ მაინც შემოვუარე და ხელჩასაჭიდი,რომ ვერაფერი ვნახე ყურებჩამოყრილი დავაჩერდი გასაღებს.მხოლოდ ახლა გამახსენდა,რომ გასაღები ჩემს მანქანას გააღებდა და სულ ტყუილად ვურტყი კრუგები ორივეს ცალ-ცალკე.ჩემდაუნებურად მეცინება,ასეთი მარტივი რაღაცების მისახვედრად მთელი საუკუნე მჭირდება.უცბად რომ მკითხო შვიდჯერ რვა რამდენია იმას ვერ გიპასუხებ.ჩემი ყურადღება ბუბამ მიიქცია,სასტუმროდან გამოდის,გვერდზე ისე მივლის,საერთოდაც არ მიმჩნევს,თეთრი მერსედესის კარს აღებს,ჯდება და მიდის.ეს უკვე მესამეა,პირველი რა იყო? პირველი იყო ის,რომ ოთახი წამართვა.მეორე ის,რომ გვერდზე არ იხედება და გამარჯობას არ ამბობს.ან მართლაც რამეს წარმოადგენს ან უბრალოდ გაუთლელი ხეპრეა.სიმართლე ვთქვათ,მართლაც რამეს რომ წარმოადგენდეს უბრალო გამარჯობას მაინც არ უნდა „ჟმოტავდეს“ -არცერთი ლოგიკით.და მესამე,ზუსტად ჩემნაირი მანქანა ჰყავს.სულაც არ მაქვს,ერთადერთობაზე და განუმეორებლობაზე პრეტენზია,უბრალოდ არ მომწონს რომ მბაძავს.

ნომერში გაორებული შევდივარ.რათქმაუნდა მიხარია,თუმცა გულს მიღრღნის ის,რომ გორილა ბუბას ჩემნაირი მანქანა ეყოლება.თანაც თუ გავითვალისწინებთ იმას,რომ ერთ სასტუმროში ვცხოვრობთ და ასე თუ ისე ვხვდებით ერთმანეთს.თითქოს ეს არაფერს ნიშნავს,მერე რა?! გვყავდეს ერთნაირი მანქანები რა მოხდა? თუმცა მაინც არ მომწონს და რა ვქნა?!ნათია სააბაზანოდან გამოსულა და კომპიუტერში იქექება,შევდივარ თუ არა თავს ზემოთ სწევს და თვალებით მეკითხება სად იყავი-ო.ისევ ყველაფერს ვუყვები და ის ისევ იცინის.იმ განსხვავებით,რომ ამჯერად სიცილში არ ვყვები.სულაც არ მეხამუშება,ბუბას ჩემნაირი მანქანა რომ ჰყავს.ტელეფონს ვიღებ და მშობლებს ვურეკავ
-ნახე მანქანა?მოგეწონა?-ორივე ერთდროულად ჩაჰყვირის ტელეფონს,რაზეც მომენტალურად მეღიმება,მენატრებიან.ზოგჯერ ძალიან მინდა ჩემს გვერდზე იყვნენ და ვეხუტებოდე.ზაფხულში გატარებული ორი თვე არ მყოფნის მთელი წლის მონატრების ასანაზღაურებლად.მათი ხმის მოსმენისას,სერთოდ მავიწყდება ბუბაც და ჩვენი ერთნაირი მანქანებიც.
-ლეა,ლაშა ძალიან,ძალიან დიდი მადლობა.ყველაზე მაგარი მშობლები ხართ თქვენ,ძალიან მომწონს-თავს ძლივს ვიკავებ,რომ არ ვიტირო.ვიცი, ამის გამო ინერვიულებენ და მე ეს არ მინდა.
-მართლა მოგწონს მა? -მეკითხება მხიარული ხმით ლაშა
-კი,კი ძალიან!თქვენ როგორ ხართ?
-ჩვენ სიახლე გვაქვს დე-მხიარულად მეუბნება ლეაც.
-რა სიახლე? კარგი ხდება რამე და მე არ ვიცი?!-ნაწყენი ტონით ვამბობ
-მამაშენმა საბოლოოდ გადაწყვიტა შეეშვას პილოტობას და თავისი ბიზნესი ააწყოს,ასე რომ მალე ისევ ერთად ვიცხოვრებთ მანდ დე,თბილისში.-ერთი დღისთვის ამდენი სიხარული მართლა ზედმეტია.
-აუ დე...რა,რა მაგარია-თავს ვერ ვიკავებ,რომ არ ვიტირო და ვსლუკუნებ.
-კაი დე მიდი,მიდი აბა შენ იცი წავედი მე მამაშენი სამსახურში მიდის და უნდა გავაცილო,ცოტაც მოითმინე საყვარელო
-კაი,კაი მიდი მიხედე,მეც ნათია მყავს და უნდა ვჭამოთ ახლა,გაკოცეთ.-ტელეფონს ვთიშავ,ნათიას გვერდზე ვუჯდები და მაგრად ვეხუტები.მინდა,რომ ჩემი ბედნიერება გავუნაწილო თორემ უკვე ვეღარ ვიტევ და მგონია გავსკდები.ისიც ბედნიერი მხვევს ხელებს და ლოყაზე მკოცნის.ამასობაში საჭმელიც მოაქვთ,რასაც მალევე სასმელს ვამატებ.მე და ნათია ახალ კარგ ამბებს აღვნიშნავთ და შეზარხოშებულები ვწვებით დასაძინებლად.ღამის სამ საათზე ნათიას ტელეფონის ზარი მაღვიძებს.ისიც ზლაზვნით იწევა და პასუხობს:
-რა ხდება?
-........
-რა?როგორ არის ?
-.......
-აუ კაი რა დარჩეს მარტო რა მოუვა?!
-..........
-ჰო კარგი,კარგი წადით თქვენ.ჩავიცვამ და მივალ მეც.
-.....
-ნუ ნერვიულობ,აი უკვე ვდგები მაქსიმუმ ოც წუთში მივალ,თან ჰო ძინავს მაინც არა?!-ტელეფონს თიშავს და შეწუხებული სახით მიყურებს.
-რა მოხდა?
-ჩვენი ნათესავი მოყვა ავარიაში...უნდა წავიდე.ირინა და დათო მიდიან და ჩემს ძმას მარტო ვერ ტოვებენ...
-რით წახვალ? მე კი მყავს მანქანა-ამაყად ვიჯგიმები-მაგრამ ნასვამი ვარ,თან საკმაოდ...
-ტაქსით წავალ,რა პრობლემაა.-დგება და იცვამს.
-რა ტაქსით?! გაგიჟდი ? ამ შუაღამით რადროს ტაქსია?თან შენც ნასვამი ხარ.ტაქსით ვერ გაგიშვებ!
-აბა ფეხით წავიდე?!-ხელებს გაკვირვებული შლის და თავზე ხელს ისვამს.-აუ მისკდება თავი რა!
-თემო გაგიყვანს!-წამოვიძახე ორ წუთიანი ფიქრის შემდეგ.შემეძლო დათოსთვის დამერეკა,ტაქსისტისთვის,მას ვენდობი,უარსაც არ მეტყოდა,თუმცა თემო უფრო კარგ ვარიანტად ჩავთვალე.
-გაგიჟდი?! ამოიგდე თავიდან,ამ შუაღამეს ვერ შევაწუხებ.
-რა შეწუხებაა?პირიქით სულ სიხარულით წაგიყვანს.
-შორენა!-კოპებს კრავს ნათია
-მაცადე,იმედია შემოსულია სადმე და ღვიძავს-ნათია ხელს აქნევს დანებების ნიშნად და სააბაზანოში შედის მე კომპიუტერს ვიღებ და თემოს ვეძებ,რომელიც ჩემ ბედად,უფრო სწორედ ნათიას ბედად „სკაიპშია“ შემოსული.
ვწერ:
-„თემუსი რაღაც უნდა გთხოვო რა“
-„რატომ არ გძინავს?ნათიასაც ღვიძავს ამ შუაღამეს?“
-„ჰო,ნათიას სჭირდება დახმარება...“
-„მითხარი“
-„სახლში გაიყვან? უბრალოდ ნასვამია და არ მინდა ტაქსს გავაყოლო“
-„ათ წუთში მანდ ვარ,არ მალოდინოთ“
კომპიუტერს გვერდზე ვდებ და გამარჯვებულის სახით ვუყურებ სააბაზანოდან გამოსულ ნათიას.
-მზად ხარ? ათ წუთში მოვალო
-კი მზად ვარ,წამო ჩავიდეთ დაბლა.აუ როგორ მერიდება რა-წუწუნებს ნათია და ფეხს ითრევს.მეც უცებ სპორტულებს ვიცვამ,ბოლოს უკვე მბეზრდება მისი წუწუნის მოსმენა,ხელს ვავლებ და სირბილით ჩამყავს კიბეებზე.თემო უკვე მოსულიყო.დაგვინახა თუ არა მანქანიდან გადმოვიდა და ჩევენკენ სწრაფი ნაბიჯით წამოვიდა.
-რატომ დალიეთ?ან ვისთან ერთად?-კითხვებს გვაყრის და ნათიას თავისკენ სწევს.
-შორენას მანქანა აჩუქეს,აი ის-თეთრი მერსედესისკენ იშვერს ხელს ნათია,მგონი მარტო მე შევამჩნიე,რომ ეს მანქანა ჩემი კი არა გორილასია-და კიდევ,მალე მისი მშობლები ჩამოვლენ და ისევ ერთად იცხოვრებენ.-მთვრალი თვალებით აჰყურებს ბიჭს და ისევ იკრიჭება,თემოსაც ისევ ეღიმება,ლოყაზე ჩქმეტს და ისეთი თვალებით უყურებს მგონია ცოტახანში ლოყას მოაკბეჩავს.თუმცა საბედნიეროდ თემოს ვახსენდები,ღიმილით მილოცავს,მეგობრულად მითათუნებს მხარზე ხელს და ნათიასთან ერთად მიდის.
კმაყოფილი იმით,რომ ნათია მშვიდობიანად გავაცილე უკან ვბრუნდები და სასტუმროში შევდივარ.უკვე ჩემი ნომრის წინ ვდგავარ,რომ გვერდით კარი იღება და იქიდან წყვილი კოცნით გამოდის.როგორც იქნა ამთავრებენ ერთმანეთის ტუჩებით ტკბობას და ქალი კარების ზღურბლთან ჩერდება.არ ვიცი რატომ ვუყურებ ამ ყველაფერს და რატომ არ შევდივარ.თუმცა ისე ვიქცევი თითქოს კარებს გასაღებს ვერ ვარგებ და დრო მჭირდება,რომ გავაღო.მამაკაცი ქერაა,ო არა!ეს ხომ გორილაა,მის ყვითელ თავს ათას კაცში გამოვარჩევ.ამჯერად სახლში შესვლა მინდა,გასაღებს საკეტს ვუმიზნებ თუმცა იმდენად ვღელავ,რომ არ გამომდის.კარებს მართლა ვერ ვაღებ.უკან ვიხედები და ვხედავ,რომ მამაკაცი კიდევ ერთხელ ჰკოცნის ქალს,ქალი კარს ხურავს კაცი კი ჩემკენ იწყებს შემოტრიალებას,ალბათ აინტერესებს ვინ უთვალთვალებს.სწრაფად ვატრიალებ თავს და ვციდლობ გასაღები საკეტს მოვარგო,თუმცა ამაოდ,ხელი მიკანკალებს და ვერ ვაღებ.უბრალოდ არ გამომდის...ჯანდაბა!ხელთან ერთად უკვე მუხლებიც მიკანკალებს.ზურგს უკან სიმხურვალეს ვგრძნობ,ის ჩემს ზურგს უკან დგას და მიყურებს.გული გამალებით მიცემს.რატომ მემართება ასე? მეშინა?რატომ მეშინია ამ ყვითელი გორილასი?ღრმად ვსუნთქავ,ვდილობ დავმშვიდდე.თუმცა ესაც არ გამომდის.
-მშვიდად-მესმის ჩურჩულით ნათქვამი სიტყვა,ზედ ყურთან და თვალები მენაბება.გაყინულ ხელზე სითბოს ვგრძნობ.ხელს მკიდებს,ჩემთან ერთად გასაღებს საკეტს არგებს და ატრიალებს.კარი უკვე ღიაა,შემიძლია მოვშორდე და შევიდე.ის ჯერ კიდევ ჩემ ზურგს უკან დგას,თუმცა ორ წამში მშორდება,ხელსაც მიშვებს და ოთახის კარს მიღებს.დარობოტებული შევდივარ,ისე რომ ერთხელაც არ შემიხედავს მისთვის. კარს სწრაფად ვკეტავ,ზურგით ვეყრდნობი და გულზე ხელს ვიდებ.თითქოს ამით გულისცემას დავირეგულირებდე.საწოლში სპორტულებით ვწვები მაგრამ ვერაფრით ვიძინებ.ვდგები აბაზანას ვამზადებ,მუსიკას ვრთავ და ცხელ წყალში ვიძირები.



№1 სტუმარი a.s123

აურაკარფია რა სასიამოვნო წასაკითხია <33 იმედია მალე დადებ ვეღარვითმენ

 


№2 სტუმარი lali123456789

Mაინცდამაინც არ მომწონს,არც ისეთი ბევრი ნახვები აკვს არც გამოხმაურება.მე შენს ადგილას გავწყვეტდი და რამე ახლის წერას დავიწყებდი )

 


№3  offline მოდერი ნეფო1999

განაგრძე! არაქვს მნიშვმელობა მაინცდამაინც 5000 როარ კითხულობს. მომწონს. კარგო გოგო ხარ. ველოდებიი მალეეეე...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent