ვენდეტა - სიმართლე
-არაფერი,- უპასუხა რატიმ,- პალატაში რომ დავბრუნდი იატაკზე იჯდა და მღეროდა. -რას მღეროდა?- ჰკითხა ექიმმა. -რაღაც უცხოურს,- აიჩეჩა მხრები ბიჭმა, მაგრამ გოგონა ხელიდან არ გაუშვია. -რა ენაზე?- არ მოეშვა ექიმი. -დამცინით?- გაეცინა ბიჭს,- ნეტავ ქართულად ვლაპარაკობდე უშეცდომოდ. საიდან უნდა ვიცოდე უცხო ენა? ექიმმა ამოიოხრა. -გაუშვი, მე მივხედავ,- უთხრა და ანიშნა ლოლიკოზე. -არა,- თქვა ხმადაბლა გოგონამ,- არ გამიშვა, გთხოვ. წვიმა... წვიმა წამიყვანს... როგორც ისინი წაიყვანა, მეც წამიყვანს. ბიჭმა ექიმს შეხედა და წარბი აზიდა. -არ გაწუხებს?- ჰკითხა ექიმმა პაციენტს. მან თავი გააქნია,- მაშინ დაეხმარე. წამლისთვის მეცოდება. ქალებში რომ გადაიყვანენ იქაც ეყოფა. ჩვენ მაინც გავაძლებინოთ საღ გონებაზე. -დატოვეთ აქ,- უთხრა რატიმ და საკუთარი თავის თავადაც გაუკვირდა. -ნეტავ შემეძლოს,- სინანულით გააქნია თავი მედიკოსმა. - შეკვეთაა?- იკითხა ბიჭმა და გოგონა უფრო ძლიერად მიიხუტა გულზე. ექიმმა არაფერი უპასუხა, უბრალოდ სევდიანად დახედა პატარა, შეშინებულ გოგონას და პალატიდან გავიდა. -ლოგინზე გადავიდეთ, კარგი?- ჰკითხა ბიჭმა ლოლიკოს როგორც კი ექიმის ზურგს უკან კარი დაიხურა. გოგონამ თავი დაუქნია. ბიჭმა ფრთხილად აიყვანა ხელში თავისი მსუბუქი ტვირთი და საწოლზე დაჯდა, ზურგით კედელს მიეყრდნო, გოგონა კი კალთაში ჩაისვა. -დამშვიდდი?- ჰკითხა მოზარდს ბიჭმა. -მგონი კი,- უპასუხა ხმადაბლა ლოლიკომ,- მაგრამ მარტოობის შეგრძნებას ვერაფერს ვუხერხებ. -მარტოობის?- გაეცინა ბიჭს,- განა რა არის ასეთი ცუდი მარტოობაში? -იმის შეგრძნება, რომ არავის სჭირდები,- დაუფიქრებლად უპასუხა გოგონამ. -მე უკვე დიდი ხანია ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ საკუთარ მარტოობაში. ადამიანები აჭარბებენ ორი ადამიანის ურთიერთობის მნიშვნელობას. კი, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ არც ისე, რომ ტკივილში გაითქვიფო, როგორც შაქარი გოგლიმოგლში. ყველაფერი გაცილებით მარტივადაა. არის - ძალიან კარგი, არ არის და იქნება. აუცილებლად. და თუ არ იქნება, ე.ი. არცაა საჭირო. ან ისე ძალიანაც არ გინდოდა რომ ყოფილიყო. ხანდახან უკეთესია დინებას მიჰყვე. სანამ რაიმეს ან ვინმეს ებღაუჭები, ბევრ ნამდვილად მნიშვნელოვანს ტოვებ. -მე მაინც მიმაჩნია, რომ მარტოობა მტკივნეულია და ადამიანს ყოველთვის სჭირდება ვინმე, ვინც მის გვერდით იქნება და ბანალურად მოუსმენს მაინც. -შენი მშობლები იყვნენ შენთვის ასეთი ადამიანები?- ჰკითხა რატიმ. ლოლიკოს ჩაეცინა. -მათი ბრალია თავს სულ მარტოდ რომ ვგრძნობდი. -კარგი, არ გვინდა ამ თემაზე ლაპარაკი,- გაუღიმა პატარა ბავშვის გულწრფელი ღიმილით რატიმ. ქვეცნობიერად მიხვდა, რომ გოგონას ეს თემა ტკივილს აყენებდა. ამ დროს კარი გაიღო და პალატის დანარჩენი ბინადრები შევიდნენ. არც ერთს არ უკითხავს არაფერი, უბრალოდ ორივე თავის საწოლზე დაჯდა და ხმაამოუღებლად შეუდგა თავის საქმეს. გზად რომეო ექიმი შეხვდათ და მან სთხოვა არ შეეწუხებიათ მოზარდი. 10 საათზე სანიტრები შევიდნენ პალატაში, ოთხივეს მიაწოდეს ლიმნისფერი ტაბლეტები, შეუმოწმეს პირის ღრუები, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ დალიეს და გავიდნენ. გასვლისთანავე სამივე მამაკაცმა გადმოაფურთხა მწარე გემოს მქონე წამალი. ლოლიკომ, რომელმაც პატიოსნად დალია მიწოდებული, გაოცებულმა შეხედა. -არ თქვა რომ დალიე,- შეჭმუხნა ცხვირი რატიმ. -აბა?- აახამხამა გრძელი წამწამები გოგონამ. -აღარასოდეს დალიო ეს საზიზღრობა,- გააფრთხილა გიამ. -რომ ამოწმებენ?- იკითხა გულუბრყვილოდ ლოლიკომ. -ზედა ტუჩის ქვეშ დამალე,- აუხსნა ქერამ და ანახა კიდეც როგორც უნდა გაეკეთებინა. -მაგრამ წამალი ხომ გვჭირდება?- არ მშვიდდებოდა მოზარდი. -ჩვენს ავადმყოფობას წამალი რომ შველოდეს, აქამდე გარეთ ვიქნებოდით ყველანი,- უთხრა რატიმ,- თან როგორ გგონია, სხვადასხვა დიაგნოზს ერთი და იგივე ტაბლეტი უშველის?- ლოლიკომ მხოლოდ თავი გააქნია და სახე რატის კისერში ჩამალა. ის ჯერ კიდევ კალთაში ეჯდა ბიჭს. -მგონი ძილის დროა,- თქვა გიამ. -შუქს მე ჩავაქრობ,- წამოხტა ქერა და იმავე წუთს პალატა სიბნელეში ჩაიძირა. მხოლოდ გისოსებიანი ფანჯრიდან შემოდიოდა გარე განათების მკრთალი ანარეკლი. მალევე სიჩუმე დაარღვია გიას ხვრინვამ, კახას მოგუდულმა ხველამ და გოგონას მუცლის პროტესტმა. -გშია?- გაიღიმა რატიმ. -ცოტა,- უპასუხა შერცხვენილმა ლოლიკომ და მისი სიტყვების გასაქარწ....ბლად მისმა მუცელმა ისევ გამოთქვა პროტესტი. -წავედით სამზარეულოში,- თქვა რატიმ. -თამარა დეიდამ თქვა, რომ იქ პაციენტების შესვლა არ შეიძლება,- თქვა გოგონამ. ბიჭმა თვალები დაქაჩა. -ლოლიკო ძალიან ბევრი აკრძალვაა ამ ქვეყნად და ყველას თუ დაემორჩილები, ჭკუიდან გადახვალ... უარესად,- დააყოლა როდესაც გაახსენდა სად იყვნენ და რატომ. მოზარდმა თავი დახარა,- ახლა კი წავედით, ოღონდ ჩუმად. ფრთხილად გავიდნენ პალატიდან, ჩაუარეს სერიალით გართულ მორიგეს, მაგრამ ლოლიკოს დიდი ხნის ჯდომისგან გაბუჟებულმა ფეხმა უმტყუნა და წაიქცეოდა კიდეც, რატის ძლიერ ხელებს რომ არ დაეჭირათ. -შენს გამო საჭმელი რომ ვერ ვჭამო, ყურებს მოგაკვნიტავ,- გააფრთხილა ბიჭმა. ლოლიკომ ინსტინქტურად აიფარა ხელი პატარა ყურებზე. -ზედმეტად პატარა ყურები მაქვს, არ გაგაძღობს,- მის ხმაში შიში გაისმა. რატი ერთადერთი იყო, ვისი დიაგნოზიც არ იცოდა. იქნებ კანიბალია? ბიჭს მთელი თავშეკავების მობილიზება დასჭირდა, რათა არ ახარხარებულიყო. -წავედით,- ანიშნა რკინის კარზე. ფრთხილად გამოაღო და ორივე შეიპარა. ყველა მაცივარი დაკეტილი აღმოჩნდა, ამიტომ კარადების შემოწმება დაიწყეს. მალევე აღმოაჩინეს გამხმარი პური და გაურკვეველი წარმომავლობის სითხე, რომელსაც დიდი ფანტაზიის დახმარებით კომპოტი დაარქვეს პაციენტებმა. უეცრად კორიდორში ხმაური გაისმა. რატი კარადის უკან დაიმალა, ლოლიკო კი ერთ-ერთ უჯრაში შეიმალა. პირველად იყო თავისი მინიატურული აღნაგობის მადლობელი, თუმცა კარს ვერ კეტავდა, ამიტომ მთელს სამზარეულოს ხელის გულზე ხედავდა. იმავე წუთს ოთახში სანიტრები შეცვივდნენ. დავითს ორივენი იცნობდნენ, მან მიუტანა საღამოს წამალი. აი ჩაპუტკუნებულ გოგოს, რომელსაც 23-24 წელზე მეტს ვერ მისცემდი ბავშვური სახის გამო, ლოლიკო პირველად ხედავდა. წყვილი თავდავიწყებით კოცნიდა ერთმანეთს. ლოლიკომ რატის შეხედა: -ახლა პოპკორნი მოგვცა,- უთხრა ბიჭმა ტუჩების მოძრაობით, მაგრამ ლოლიკომ, მიუხედავად ცუდი განათებისა, დაინახა და ტუჩზე იკბინა, რათა არ გასცინებოდა. სანიტარი ხელებს უფათურებდა გოგოს, ის კი თითებს იკვნეტდა და კვნესის ჩახშობას ცდილობდა. სანიტარს დიდხანს არ დაუწყია ცერემონიები, უბრალოდ კაბა აუწია გოგოს თეთრ ხალათთან ერთად, თავად კი შარვლის გახდა არც უფიქრია, ელვის გახსნით შემოიფარგლა. ლოლიკომ თვალები დახუჭა და სცადა ხმებისგან აბსტრაგირება. მისი ორგანიზმი ჯერ კიდევ მომენტალურად რეაგირებდა მსგავს სურათებზე. როდესაც წყვილი ყველაფერს მორჩა და სამზარეულო დატოვა, პაციენტები გამოძვრნენ სამალავებიდან: -დადგმული პორნო უფრო საინტერესოა,- თქვა ზიზღით ლოლიკომ. -ოჰო,- გაეცინა რატის,- არც ისეთი უმანკო ხარ, როგორც წარმომედგინა. -მეგობრები მე არ მყოლია და მშობლებს ჩემთვის არ ეცალათ, ხომ უნდა გამეგო რა იყო ს*ქსი?- აიჩეჩა მხრები მოზარდმა. -მერე? მოგეწონა? -არა,- უპასუხა გოგონამ გულწრფელად. ბიჭს გაეცინა. რატომღაც ზუსტად ამ პასუხს ელოდა. პალატაში თავგადასავლების გარეშე დაბრუნებულებმა სიცილით გააღვიძეს მეზობლები. თავიდან უკმაყოფილოდ წუწუნებდნენ გაღვიძებულები, მაგრამ ისტორიის მოსმენის შემდეგ მათაც გადაედოთ მხიარულება. მამაკაცები მთელი ღამე უხამს ანეკდოტებს ყვებოდნენ. ლოლიკომ არ იცოდა სად დამალულიყო სირცხვილისაგან. კახა კი იმდენად ხმამაღლა იცინოდა, რომ სანიტრების ყურადღება მიიქცია. -თუ არ დამშვიდდებით, დამამშვიდებელს გაგიკეთებთ ოთხივეს,- დაემუქრა პალატაში შესული სანიტარი. დავითის დანახვაზე ოთხივე ახარხარდა. ... არის ამ ქვეყნად ადგილები, სადაც საღი გონების ადამიანი თავისი ნებით არ წავა... არასოდეს. მაგალითად ციხე, ან ბნელი პარკი, ან ჩაბნელებული სადარბაზო, სადაც ოდნავ ბჟუტავს შუქი... ან ფსიქიატრიული კლინიკა. "დურკა" იგივე ციხეა, თავისი წესებით და დღის რეჟიმით. უბრალოდ მოსამართლის ნაცვლად ექიმი გკეტავს ოთხ კედელში. რადგან შენ ისეთივე საშიში ხარ საზოგადოებისათვის, როგორც ყველაზე სასტიკი დამნაშავეები და ამავე დროს შენ საშიში ხარ საკუთარი თავისთვის. ამიტომ გჭირდება იზოლაცია ყველასგან და ყველაფრისაგან. თან, ციხისგან განსხვავებით აქ არ იცი რამდენ ხანს დარჩები. არ იცი შენი სასჯელის და იზოლაციის ვადა. დილას 7 საათზე ზარის რეკვით გააღვიძეს პაციენტები. 317 ოთახში კბილების ხრჭიალით წამოდგნენ ოთხივენი, რადგან 1 საათიც ვერ მოასწრეს ძილი. ოთხივე ერთად გავიდა სააბაზანოსკენ. სხვა პალატებიდან ასე ერთსულოვნად არ გამოსულან, ამიტომ სანიტრებს უწევდათ ძილისგუდების გაღვიძება. მეთოდი კი მარტივი ჰქონდათ - უბრალოდ ლოგინიდან აგდებდნენ. ლოლიკო ძალიან შეაშინა პაციენტების კვნესამ და ხმაურმა, ამიტომ სასწრაფოდ გაიქცა მისთვის გამოყოფილი აბაზანისკენ. გზად ვინც ხვდებოდა, ყველა ინტერესით ათვალიერებდა. დუშის მერე, შედარებით გამოფხიზლებულები საჭმელზე ჩავიდნენ. იქ ბევრი ეცადა ლოლიკოსთან გამოლაპარაკებას, მაგრამ მეზობლებმა ყველა მაშინვე მოიშორა. პაციენტების უმრავლესობა წლების განმავლობაში იყო კლინიკაში გამოკეტილი და ახალგაზრდა, ლამაზ გოგონებს მხოლოდ ჟურნალებში და ტელევიზორში ხედავდნენ. და მიუხედავად იმისა, რომ "დურკაში" არიან, ისინი მაინც რჩებიან მამაკაცებად, რომელთა ორგანიზმს თავისი მოთხოვნილებები აქვს, ამიტომაც მეზობლებმა სასტიკად გააფრთხილეს გოგონა მარტო პალატიდან არსად გასულიყო. საუზმის შემდეგ პალატაში ბრუნდებოდნენ, როდესაც ლოლიკომ ჟურნალზე, რომელსაც მზარეული კითხულობდა, ნაცნობი სახე შეამჩნია. უფრო სწორად უემოციო, ცივი თვალები... არავის აქვს მსოფლიოში მისნაირი თვალები. ახლად ამობიბინებული ბალახივით მწვანე და აისბერგივით ცივი. -შეიძლება?- იკითხა ზრდილობიანად და ჟურნალზე ანიშნა ქალბატონს. მზარეულმა დაბნეულმა შეხედა, მაგრამ მისცა რასაც მოზარდი სთხოვდა. გოგონამ საჭირო გვერდზე გადაშალა და სტატიის კითხვა დაიწყო. მეზობლები ინტერესით ადევნებდნენ თვალყურს მის ემოციებს: -ნაბი*ვარი,- ჩაისისინა გიენასავით ლოლიკომ და ჟურნალი უკან დაუბრუნა ქალს,- აი თურმე რატომ და ვინ გამომკეტა აქ... ბიძაშვილო, მალე გამოვალ და განანებ... მწარედ განანებ,- შეკრა პატარა მუშტი გოგონამ და პალატისაკენ წავიდა. ... მირიან ამირანაშვილი, ნაცნობებისთვის უბრალოდ მირი, აყვანილი ჰყავდათ მშობლებს. ეს კლასელისაგან გაიგო მერვე კლასში, როდესაც ბავშვმა წინა ღამით მშობლებისაგან მოსმენილი სიახლე მთელს კლასს აცნობა. ის, რომ ბავშვები ძალიან დაუნდობელნი არიან, ამას ბიჭი იმავე დღეს მიხვდა. ყველა თავის ვალად სთვლიდა დაეცინა და დაემცირებინა ყველას წინაშე ისედაც მოულოდნელი სიახლით თავზარდაცემული ბავშვი. საღამოს კი, დაცინვისაგან დაღლილმა 3 უფროს კლასელი სცემა ყველას თვალწინ. ამის მერე ყველა თავს არიდებდა. უნივერსიტეტში მისული კი უკვე გადაჩვეული იყო ხალხთან ურთიერთობას, ამიტომ მეგობრები ვერც იქ შეიძინა. ამიტომაც, თავისი 25 წლისათვის, მირი იყო უხეში, პირდაპირი და ზედმეტად ამაყი. ბიჭი ვერ იტანდა ადამიანებს, რომელთაც საკუთარი თავის დაცვა არ შეეძლოთ. ასეთი ხალხის მას უბრალოდ არ ესმოდა. ისინი არ ეცოდებოდა, პირიქით, უჩნდებოდა სურვილი დაემცირებინა, რადგან ამ სამყაროში სუსტების ადგილი არაა. ამიტომაც ვერ იტანდა თავის მამიდაშვილ ლოლიკოს... დაკარგული ბემბის თვალებით რომ უყურებდა და უხმოდ სთხოვდა დახმარებას. ვერ იტანდა მის დაბალ ხმას. მის ამომავალი მზესავით ჟღალ თმას. ჭორფლებით დაფარულ ცხვირს და მუდამ შეფაკლულ ლოყებს. მის მაღალ ყელს. მის თითქოს გამჭვირვალე კანს. მის პატარა, მაგრამ თითქოს მარმარილოსგან გამოთლილ თითებს... ვერ იტანდა იმიტომ, რომ გოგონა სუსტი იყო და ამავე დროს იყო ერთადერთი, ვისი დაცვაც ოდესმე სდომებია მირიანს. ვერ იტანდა თავისი სისუსტის გამო. ერთის სიძლიერე და მეორეს სისუსტე ერთმანეთს არ ავსებდა. ამიტომ, როდესაც მამამისმა უთხრა, რომ ლოლიკო მშობლების გარდაცვალების შემდეგ სოფელში წავიდა და ბიძამისის კომპანიას დირექტორი სჭირდებოდა, ბიჭი მაშინვე დასთანხმდა. დილას, ახალ კაბინეტში შესვლის წინ კი კიდევ ერთხელ გაიფიქრა, რომ ლოლიკო ზედმეტად სუსტია ამ ცხოვრებისათვის. და რომ თვითონ ყველაზე დიდი იდიოტია, რადგან იმედი ჰქონდა, რომ გოგონა თავის ხასიათს და სიძლიერეს ადრე თუ გვიან გამოავლენდა. ასე გახდა მირიან ამირანაშვილი ბიძამისის კომპანიის დირექტორი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.