"სიბრმავე" (3)
იმედგადაწურული უყურებდა ხედს ფანჯრიდან კარებზე კაკუნი რომ გაიგონა,გოგოიტა რომ ყოფილიყო,გასაღებით ისარგებლებდა,ანუ სხვა ვინმეა,მაგრამ ვინ?! ფრთხილად მიუახლოვდა კარებს და როგორც კი გამომძიებელი ტრაპაიძე დაიგულა ცოტა დამშვიდდა. -მობრძანდით,ხომ ყველაფერი კარგად არის?!...ინტერესით შეეკითხა ტაისია მამაკაცს. -კი,კი,უბრალოდ ბინის გაჩხრეკვა გვინდა,თან შენტან მაქვს რამდენიმე კითხვა,ოღონდ შენი მშობლების საქმეს არ ეხება...წინასწარ შეამზადა გოგონა ვანომ და ბიჭებს ანიშნა სახლის ჩხრეკა დაიწყეთო. -ორდერი თუ გაქვთ საამისოდ?!...მამაკაცის გაფრთხილება ბანზე ააგდო და მისთვის სასურველი კითხვა დასვა გოგონამ. -რა თქმა უნდა,ისე ხომ არ შემოვიდოდით...მეტი დამაჯერებლობისათვის წინ აუფრიალა სიფრიფანა ფურცელი გოგონას და შემდეგ ანიშნა დაჯექიო. -გისმენთ...მობეზრებულად დაელოდა გამომძიებლის კითხვას. -ამ ბოლო დროს ვინმე ახალი ხომ არ გამოჩენილა შენს ცხოვრებში...პირდაპირ შინაურულ კილოზე გადავიდა კაცი და დაუფარავი ინტერესით დასვა კითხვა. -ხომ არ ფიქრობთ რომ ეს პირადულია...რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ კითხვაზე კითხვით გასცა პასუხი გამომძიებელს. -ანუ არის ვინმე?!,კარგი,გასაგებია,მაინც რა დროა რაც ურთიერთობა გაქვთ?!...გამომძიებლის სითავხედე ტაისიასთვის უკვე საზღვრებს გასცდა. -რა სისულელეა,არავინ არ გამოჩენილა,არავისთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს...მწყრალმა,ოდნავ ხმამაღლა გასცა პასუხი კაცს და ახლა თავად დასვა შეკითხვა...რამე გაიგეთ?! -შეიძლება ასეც ითქვას,კიდევ უფრო წავიწევდით წინ,ერთადერთი მოწმე ჩვენებაზის მოცემაზე უარს რომ არ აცხადებდეს... -ხო,კარგით,თუ რამე გამაგებინეთ,მანამ სანამ სახლში იქნებით რამეში გჭირდებით?! -არა,მაგრამ მაინც აქვე იყავით,ხო მართლა თქვენს ძმასაც შეატყობინეთ თუ გსურთ... მხოლოდ ახლა გაახსენდა გოგიტა.სწრაფად გავიდა მეორე ოთახში და ბიჭის მისამართით ზარი განახორციელა,პირველ ჯერზე პასუხი არავინ გასცა,მეორე ჯერზე კი პასუხი გაისმა. -გოგიტა,ტაისია ვარ,ჩვენს სახლში ჩხრეკას ატარებენ,გამომძიებელი ტრაპაიძეც აქ არის.ვიფიქრე უნდა შემეტყობინებინა...მსუბუქად უთხრა ბიჭს და მის პასუხს დაელოდა. -ჩხრეკა?!დიდი ხნის მოსულები არიან?რატომ შემოუშვი სახლში ტაისია...აღელვებულმა უპასუხა ბიჭმა და ამოიოხრა. -ორდერი აქვთ,მე რა მეღონა...უიმედოდ ამოთქვა გოგონამ სიტყვები ძმის მიმართულებით. -ყველანაირად გამოუსადეგარი...თავისთვის ჩაისისინა ბიჭმა მაგრამ ტაისიამ გაიგონა.არაფერი უთქვამს მისთვის,ყურმილი დაკიდა.მობილურზე კიდევ რამდენიმე გამოტოვებული ზარი ჰქონდა,უცხო ნომრიდან.გადარეკვა სცადა,მაგრამ პასუხი არც ამ ჯერად გასცეს,თუ ვინმეს რამე სჭირდება კიდევ დარეკავს.ოთახიდან დააპირა გასვლა ფანჯრიდან თორნიკეს რომ მოჰკრა თვალი.შეეცადა ფრთხილად მიახლოვებოდა ფანჯარას,მაგრამ აშკარად სულსწრაფობამ გადასძლია.ისევ ისეთი მომაჯადოვებელი იყო,ისევ ისეთი მზერით უყურებდა გოგონას და ადგილზე აქვავებდა.კიდევ კარგა ხანი არ მოაშორებდა მზერას ბიჭს,მაგრამ მიხვდა ასე თავს გასცემდა,ამიტომ ფარდები სწრაფად ჩამოაფარა და ოტახიდან გავიდა.პოლიციელტა დაკვირვება დაიწყო... ** ** ** ** ** ** ** რამდენიმე წუთი მობეზრებულად უყურებდა მის სახლში მოფუსფუსე ხალხს.გოგიტას ოთახის ჩხრეკა რომ დაიწყეს უკვე იმდენად გადაიღალა რომ სავარძელში კომფორტულად მოკალათდა და იქიდან დაიწყო დაკვირვება.მის გვერდით მოკალათდნენ ტრაპაიძე და მისი,თუ არ ცდება,პარტნიორი. -ვანო,ოთახში იარაღი ვიპოვეთ,ტარების ნებართვა აქ არ იყო,ხომ არ გადავამოწმო?!...უეცრად ერთ-ერთი პოლიციელი დაღლილი მზერით გამოვიდა ოთახიდან და მისთვის აშკარად უინტერესო საკითხზე დასვა კითხვა. -რა თქმა უნდა,გაგა,უნდა გადავამოწმოთ,მაგრამ განყოფილებაში მისასვლელად დიდი დრო დაგვჭირდება მაკას გადაურეკე და ის შეამოწმებს. -კარგი... -ტაისია შენ თუ იცოდი რომ გოგიტა იარაღს ატარებდა...უეცრად მას მიუბრუნდა მამაკაცი. -იმ დღის შემდეგ გასაკვირი არაფერია,მერე რა თუ იარაღს ატარებს...იმდენად იყო დაღლილი რომ მისთვის სულ ერთი იყო რა იპოვეს გოგოიტას ოტახში,თანაც თავად ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავდა ამაში. -კარგი...სხვა არაფერი უთქვამს გოგონასათვის,პოლიელს მიუბრუნდა...მერე ექსპერტიზაზეც გააგზავნე,ვნახოთ ემთხვევა თუ არა იმ იარაღს,რომლითაც ია და მამუკა დახოცეს. -აჰამ,მანამდე გავარკვევ ჰქონდა თუ არა ტარების უფ...სიტყვა არ დაუმტავრებია ოთახში გოგიტა რომ შემოვიდა. -უფლება მაქვს,შეგიძლიათ აი ეგ კარადა გამოაღოთ...მიუთითა მან პოლიციელს პატარა კომოდისაკენ...და ნახოთ ამის დამამტკიცებელი საბუთი...პოლიციელი აღნიშნული კარადისაკენ დაიძრა და უჯრა გამოაღო,უჯრაში რამდენიმე საბუთთან ერთად იარაღის ტარების უფლებას იდო...ხომ ხედავთ...კმაყოფილმა ჩაიღიმა უკმაყოფილო პოლიციელებისაკენ და დას გადახედა. -ნებართვაც ექსპერტიზაზე გააგზავნეთ იარაღთან ერთად...მტკიცედ გასცა ბრძანება გივიმ. -გგონიათ ნებართვა ყალბია?!და თქვენ თუ გაქვთ იმის უფლება რომ სახლი გაჩხრიკოთ და ჩემი პირადი ნივთები წაიღოთ?! -ცხადია არა ყველაფრის,მაგრამ იარაღის აღების უფლება ნამდვილად გვაქვს,ახლა კი გთხოვთ ჩამოჯდეთ და პოლიციელებს ხელი არ შეუშალოთ საკუთარი საქმის კეთებაში...ტაისია დაიძაბა,იცოდა მისი ძმის ხასიათი,თანაც როდესაც საქმე გოგიტას სახელსა და რეპუტაციას ეხება,იქვე კი ცილის წამებაა,ის დაუნდობელი და იკონტროლო ხდება,რამე უნდა იღონოს და ძმას დაეხმაროს,მაგრამ შიში,თავისას შვება... სხვა საეჭვი ბინაში არაფერი აღმოუჩენიათ... ** ** ** ** ** ** ** კვირამ სრულიად ჩვეულებრივად გაირბინა,გამომძიებელი არ ჩანდა,ნელ-ნელა კიდევ უფრო ხშირად უტრიალებდა ის აზრი თავში რომ ძმას ასე ვერ გაწირავდა,რაც არ უნდა იყოს მას დიდი ამაგი აქვს ტაისიაზე,მაგრამ...არის ერთი დიდი პრობლემა,რეალური დამნაშავის სახით... მოუთმენლად ელოდა თონიკესთან შეხვედრის დღეს,მაგრამ იცოდა რომ არ წავიდოდა,მასთან მიმართებაშიც შიში უღრღნიდა გულს,ტან არ სურდა ბიჭისათვის პრობლემები შეექმნა და თან მისი უეცარი გამოჩენა ეჭვებს უჩენდა.იქნებ რამეს ხლართავს,იქნებ ყველაფერი იცის?!იქნებ გამომძიებლის ან თუნდაც უფრო სახიფათო პიროვნების გამოგზავნილია?!რაც არ უნდა იყოს ამ ბიჭის მიმართ საოცარ ლტოლვას გრძნობს,უნდა რომ ნახოს,თანაც ძალიან...რაც არის არის,აუცილებლად წავა და ნახავს. გაისტუმრა თუ არა მეორე დღეს გოგიტა სახლიდან ჩვეულებრივ ფანჯრიდან გადაიხედა,მაგრამ დღეს ბიჭი არსად ჩანდა,ალბათ უკვე ელოდება.შეძლებისდაგვარად სწრაფად მოემზადა და პარკისაკენ გასწია.თორნიკე კვლავ იმ სკამზე იჯდა სადაც წინა შეხვედრისას.დაინახა თუ არა გოგონა კვლავ მომნუსხველი ღიმილით გამოემართა მისკენ და ძლიერად ჩასჭიდა ხელი. -ვიცოდი რომ მოხვიდოდი,ამიტომ საგანგებოდ მოვემზადე...ხელი არ გაუშვია ისე წაიყვანა გაურკვეველი მიმართულებით და პირველივე შემხვედრი ტაქსი გააჩერა.მისამართი უკარნახა და გოგონას გადახედა... ოთახი,სადაც ბიჭმა მიიყვანა მფლობელივით უჩვეულოდ მიმზიდველი იყო,კედლები მუქი შინდისფერი,იატაკი კი ხის იყო.დიდი,ერთიანი ფარდა ოთახის ერთ კედელს მთლიანად ფარავდა.კედლებზე აბსტრაქტული ნახატები იყო ჩამოკიდებული,ოთახის შუაგულში ლამაზი,ფართე საწოლი იდგა და მის გვერდით პატარა კარადა,რომელზეც სასმელი იდო.თავიდან დაუფარავ დისკომფორტს გრძობდა,მაგრამ ჩამოჯდა თუ არა საწოლზე,მისმა სირბილემ ყველაფერი დაავიწყა.ოთახში ჩამოწოლილ სიჩუმეს არცერთი არღვევდა. -საიდან იცოდი რომ მოვიდოდი...იეცრად დასვა კითხვა ტაისიამ და მის გვერდით წამოწოლილ ბიჭს შეხედა.რომლემაც მის კითხვაზე ოდნავ შესამჩნევად ჩაიღიმა. -განა არსებობს ვინმე ვინც ჩემს ცდუნებას გაუძლებს?!...ბიჭის „ხუმრობაზე“ თავადაც გაეღიმა,არადა მიხვდა დაიწვა,გამოიჭირეს,ნუთი ასე აშკარად ეტყობა რასაც გრძნობს?! -ხოო,აქ რატომ მომიყვანე?! -ხომ გითხარი არა?!მინდა დაგხატო,ოღონდ არა ასეთი დაძაბულ...დაკონკრეტებამდე,ბიჭი მოხერხებულად წამოიმართა და ტაისიას მიუახლოდა,კისერში ცხელი სუნთქვა შეაფრქვია და საუბარი შეპარული ხმით განაგრძო...მინდა დაგხატო,როგორც ვნებიანი,სექსუალური ქალი,აალებული მზერითა და სრული ტემპერამენტით...სიტყვებს თან აყოლებდა ხელებს და სუნთქვააჩქარეული ტაისიას სხეულე ურცხვად დაასრიელბდა ხელებს.ფრთხილად შეუცურა ხელები მაისურის ქვეშ და ტანზე შემოაძარცვა...მინდა დაგხატო ვნებიანი მზერით...ფრთხილად ჩააცურა ხელები ახლა ქვედატანისაკენ და ზედმეტი ნაჭრების მოშორების შემდეგ კმაყოფილმა შეხედა დედიშობილას....არ გაინძრე...მკაცრად მიმართლა გოგონას და სახატავი დაფისაკენ წავიდა... რამდენიმე საათი მსგავს მდგომარეობაში იჯდა და ჯერ კიდევ ვერ გარკვეულიყო რა ხდებოდა მის თავს.თორნიკე კი ხატავდა,მხოლოდ და მხოლოდ ხატავდა მას. -სულ ეს იყო?!...ენის ბორძიკით დაუსვა კითხვა წასვლის წინ ტაისიამ ბიჭს. -რაიმე სხვას ელოდი?!...კოპებშეკრულმა დაუსვა კითხვა გოგონას და მისგან შეუმჩნევლად ჩაიღიმა. -არა,არა,უბრალოდ.კარგი ნახვამდის...დაბნეულმა გადადგა რამდენიმე ნაბიჯი კარისაკენ ბიჭის ხელი რომ იგრძნო მაჯაზე.ფრთხილად გააპარა მზერა მისკენ და მომღიმარი რომ დაინახა საოცარი ბრაზის გრძნობა დაეუფლა,მისი ნება რომ ყოფილიყო იმ ლამაზ თვალებს ისე დასჩიჩქნიდა რომ თავად თვალსაც არ დაახამხამებდა,მაგრამ ასეთ თვალებს მიდი და რამე დაუშავე.ისეთი ლამაზი და საუცხოოა რომ პირდაპირ ადნობს ტაისიას. -სულელი გოგო ხარ ტაისია,სულელი...კიდევ ერთხელ სასიამოვნოდ ჩაიცინა ბიჭმა და გოგონას ბაგეებს თავისუფალი ხელი ნაზად დაუსვა.შემდეგ თავი მიუახლოვა და საოცარი სინაზით დაეწაფა გოგონას ბაგეებს.თავი ზღაპარში ეგონა ბიჭის ტუჩები რომ იგრძნო თავისაზე.მოხერხებულად შეაცურა ხელი თორნიკეს თმებში და თითისწვერებზე აიწია უკეთ რომ მისწვდომოდა ბიჭის ბაგეებს და მონდომებით აჰყვა კოცნაში...ახლა შენი წასვლის დროა,ტაქსი ქვემოთ გელოდება.ნახატი ხვალ დავამთავროთ,დაგელოდები...გამოთიშლი გამოვიდა ბინიდან.ტაქსში ჩაჯდა და სახლის მისამართი უკარნახა.იქ შესულს გოგიტა შინ არ დახვდა.ამიტომ მშვიდად შევიდა თავის საძინებელში და სულ მალე ღრმა ძილით ეძინა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.