შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ მექალთანეს შეუყვარდი, ესე იგი დაგერხა. (6)


17-04-2016, 00:57
ავტორი Supreme
ნანახია 4 803

-ნინა-
  მთელ სხეულში სიმხურვალეს ვგრძნობდი. აწითლებული ვიყავი, ვიცი. ერთხელ შევხედე საოცრად გამწარებულმა და სახლისკენ წამოვედი. სანდრო მანქანას აყუდებული დამხვდა.
-ნინ, მეგონა დამადე.-გაეცინა.
-არა.-ისევ გაღიზიანებული ვიყავი.
-რამე მოხდა?-გაუკვირდა.
-არა, არაფერი, დაიკიდე.-ჩავილაპარაკე უხალისოდ.
  მანქანაში ჩავჯექი და პატარა მარიამი გავიცანი. უზომოდ საყვარელია.
  მთაწმინდაზე წავედით. საღამომდე იქ ვიყავით. მთელი დღე თავს ძლივს ვაკონტროლებდი. მარიამი მივიყვანეთ და წამოვედით. ჩემ სახლთან გააჩერა.
-მადლობა.-გავუღიმე.
  გადასვლას ვაპირებდი, მაგრამ სანდრომ მხარზე დამადო ხელი და გამაჩერა.
-რა გჭირს?
-არაფერი-მეთქი, ხო გითხარი.-ცოტა გავღიზიანდი.
-დარწმუნებული ხარ?
  ღრმად ჩავისუნთქე და ისევ გამირბინა ბრაზმა მთელ სხეულში.
-არა.-პირდაპირ რომ ვთქვათ, შევიღრინე.
-მითხარი.
  ისე ამასხა სისხლმა ტკვინში. ვეღარ მოვითმინე და ხმამაღლა წამოვიძახე:
-გამაგიჟებს!-მძიმედ ამოვისუნთქე.
-ვინ?-გაუკვირდა.
-ლუკა! უნიჭო მექალთანე! ერთუჯრედიანი! გამოუსწორებელი! აღარ შემიძლია. უკვე მაგიჟებს. მის დანახვაზე ცუდად ვხდები. გული მივარხება. ნებისმიერ კონტაქტს ვეძებ მასთან და მერე საკუთარ თავზე მეშლება ნერვები რომ ასეთ იდიოტთან ვეძებ კავშირს. მინდა ვცემო. გავხიო. მოვკლა. მინდა ჩავეხუტო. არა. რა ჩავეხუტო. არა! არა...-ვყვიროდი.
-ასე მგონია შეგიყვარდა.-სანდროს ჩაეცინა.
-ღადაობ? რა შემიყვარდა. ვერ ვიტან. შენც აფრენ რა.-ჩავილაპარაკე უკმაყოფილომ და ბრაზისგან აწითლებულმა დაწყნარება ვცადე, სანდრო კი იცინოდა.-ვერც შენ გიტან!-მანქანიდან გადმოვედი და კარები მივუბრახუნე.
-მეც მიყვარხარ, ნი.-ისევ იცინოდა.
  სახლში გაცოფებული ავვარდი.
-ნინა?-დედაჩემი გაკვირვებული მომაშტერდა.-კარგად ხარ?
-არანაირად!-ისევ ვიყვირე და ოთახში შევედი.
  მიკი გახარებული მომახტა. გასეირნება...სულ დამავიწყდა. ისევ გარეთ გავედი.
-მშვიდად, ნინა, მშვიდად. არ შეგყვარებია. სანდრო ცდება, მეც ვცდები. ლუკას მიმართ ზიზღის გარდა არაფერს ვგრძნობ. მხოლოდ ზიზღი, მხოლოდ ზიზღი, გესმის, ნინა?...-ჩემი მონოლოგი ვიღაცამ გაწყვიტა.
-ანუ ნინა?-ხმამაღლა გაიცინა.
  გარშემო მიმოვიხედე. უკვე სტადიონთან ვიყავი. ლუკას გაკვირვებული მივაშტერდი.
-შენი სახელის გაგება მეღირსა.-ლუკა სიცილს არ წყვეტდა.
-არა!
-როგორ არა.-მომიახლოვდა.-ამ წამს წამოგცდა შენი სახელი, რომელსაც ასე ვნატრობდი, ნინა.-ჩამჩურჩულა.
  ჩემი სახელის გაგონებაზე ცხოვრებაში პირველად შემაჟრჟოლა. ლუკა...ლუკა ისე ლამაზად და უცნაურად ამბობდა ჩემ სახელს, გული უნებურად ემორჩილებოდა მის ხმას და ჩქარდებოდა.
-ასეთ ლამაზ სახელს რატომ მალავდი? თუ ესეც შენი ნიღაბი იყო? შენი ფარი.-გამიღიმა.
  ხმას ვერ ვიღებდი. უბრალოდ ვუყურებდი და ვგრძნობდი, რაღაც შეიცვალა ჩემში...ისევ...რაღაც სხვა გრძნობა გამიჩნდა მის მიმართ. ზიზღი აღარ იყო...არც მოწონება. ასე მგონია, პირველად შემიყვარდა.
-ლუკა.-ფიქრებიდან ნიკას ხმამ გამომარკვია.-თამაშს აღარ აპირებ?
-არსებობს ასეთი ცნება, შესაფერისი დრო და მომენტი.-ლუკამ გაუღიმა.-მაგრამ, როგორც ჩანს შენ მათზე არაფერი იცი.-მძიმედ ამოისუნთქა.
-შენთვის თავდადებული ძმაკაცი ვარ, რას ამბობ.-გაეცინა.
-დაახვიე, სანამ ცოცხალი ხარ.
-კაი, გოგოსთან ნუ მაგარტიპობ.
  ასეთი უცნაური ძმაკაცური დიალოგისგან გაოცებას ვერ ვმალავდი, მაგრამ უცებ ხმამაღალი სიცილი დავიწყე, მეც არ ვიცი რატომ.
-ნინა?-ლუკას ხმაში გაკვირვება დაეტყო.
-ბოდიში, ძალიან სასაცილოები ხართ.-ვეღარ ვჩერდებოდი.-კარგი, კარგი, წავედი.-გვერდი ავუარე.
-უკ...ნინა!-დამიძახა, მაგრამ უკან აღარ მიმიხედავს.
  ჩემი სახელი გაიგო...ჰაჰა, ჩემი სახელი გაიგო. რატომ მიხარია? მგონი გავაფრენ. აშკარად გავაფრენ თუ ლუკაზე ფიქრს არ შევწყვეტ. ნამდვილად...უნიჭო მექალთანე...ჰაჰა, მაგრად დამერხევა? რატომ დამერხევა? არა, არანაირი პირველი სიყვარული. მე ლუკა არ მიყვარს და მორჩა. სასაცილოა, უბრალოდ სასაცილოა...
  სახლში სხვა გზით წავედი. მე ლუკა მიყვარს? არანაირად...არასდროს...
-ლუკა-
-ნინა...-ისე ვთქვი ეს სახელი, თითქოს მასზე ძვირფასი ჩემთვის არასდროს არაფერი ყოფილა.
  რატომღაც თავს უზომოდ ბედნიერად ვგრძნობდი. დებილივით ვიწექი ჩემ ლოგინზე და ჭერს ვუღიმოდი.
-ნინა...
  ნახევარი საქმე გაკეთებულია. ცოტაც და თავდავიწყებით შევუყვარდები. ვერ დამივიწყებს...ვერასდროს. ახლაც ისეა, შანსი არაა ოდესღაც დავავიწყდე. უბრალოდ შეუძლებელია. მისთვისაც და ჩემთვისაც...ჰაჰა, უკვე დაერხა. მაგრად დაერხა...

ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის, ვერ მოვახერხე ახალი თავის დადება და ესეც ძალიან პატარა გამომივიდა, მაგრამ იმედია მოგეწონებათ. დიდი მადლობა რომ კითხულობთ <3



№1  offline წევრი სალოო

კი ძაან მაგარია ^_^ სხვადროს აღარ დააგვიანო რა ^_^ და მალე გააგრძელე ^_^ <3 გთხოოოვ <3

 


№2  offline წევრი ბანანასი

მართლა მაგაირია და არ დაგვიგვიანო ხოლმე რა love wink

 


№3 სტუმარი N. M

Magaria ❣ogond agar dagviano da didi tavebi dade❣
---------------------
Miyvarxar❣ N. M

 


№4  offline წევრი Supreme

სალოო
კი ძაან მაგარია ^_^ სხვადროს აღარ დააგვიანო რა ^_^ და მალე გააგრძელე ^_^ <3 გთხოოოვ <3

შევეცდები აღარ დავაგვიანო^^ მადლობა დიდი <3

ბანანასი
მართლა მაგაირია და არ დაგვიგვიანო ხოლმე რა love wink

შევეცეებიიი^^ მადლობადიდი <3

N. M
Magaria ❣ogond agar dagviano da didi tavebi dade❣
---------------------
Miyvarxar❣ N. M

ჰაჰა^^ გავზრდი თავებს^^ მადლობადიდი მეც მიყვარხარ^^ <3

 


№5 სტუმარი მარიკუნა )))))

ძალიან კარგია მაგრამ გთხოვ აღარ დააგვიანო და დიდი თავები დადე <3 მიყვარხარ <3 :*

შემდეგ თავს როდის დადებ ? love

 


№6  offline წევრი Mashka19

Dzalian kargiaa<3 momcons es luka da ra vkna :D magari istoriaa da gelodebi male dadee <3 <3

 


№7  offline წევრი Supreme

მარიკუნა )))))
ძალიან კარგია მაგრამ გთხოვ აღარ დააგვიანო და დიდი თავები დადე <3 მიყვარხარ <3 :*

შემდეგ თავს როდის დადებ ? love

შევეცდები მალე დავდო ხოლმე, უბრალოდ დრო თითქმის არ მაქვს და ამიტომ ბოდიშს გიხდით <3

Mashka19
Dzalian kargiaa<3 momcons es luka da ra vkna :D magari istoriaa da gelodebi male dadee <3 <3

აჰაჰაჰჰა:დ მიხარია როცა ჩემი პერსონაჟი მოწომთ^^ მადლობა <3

 


№8  offline წევრი gvanciii kereselidze

Umsgresiaa ... Cota gazarde tavebi raaa
--------------------
G.ke

 


№9  offline წევრი Supreme

gvanciii kereselidze
Umsgresiaa ... Cota gazarde tavebi raaa

შევეცდებიი^^ მიხარია რომმოგწონს^^ მადლობა <3

 


№10 სტუმარი ;))

დღეს დადებ შემდეგს თუ დავიძინო?

 


№11  offline წევრი Supreme

;))
დღეს დადებ შემდეგს თუ დავიძინო?

:დდდდ დაიძინე, იმიტომ რომ ვერანაირად ვახერხებ დადებას ახლა :დ <3 მადლობა რომკითხულობ <3

 


№12 სტუმარი ;))

კარგი ღამე მშვიდობის ❤️❤️

 


№13  offline წევრი Supreme

;))
კარგი ღამე მშვიდობის ❤️❤️

დაგვიანებით მაგრამ ღამე მშვიდობის^^ ტკბილი ძილი^^ <3

 


№14 სტუმარი ;))

არც დღეს დაამატებ?

 


№15  offline წევრი gvanciii kereselidze

Dgesss dadee axalioo raaa gtxovvb
--------------------
G.ke

 


№16  offline წევრი Supreme

შევეცდებიი^^ თუ მოვასწრებ დაწერას დავდებ <3 მადლობა რომ კითხულობთ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent