შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყვითელი გორილა (თავი მეოთხე)


17-04-2016, 22:07
ავტორი iceicebaby
ნანახია 1 794

თავი მეოთხე
-მგონია,რომ ეს გამოგადგებათ.ოთხი ცალი მცირე ზომის „დინამიკი“,თანაც შავი ფერისაა და იმ ოთახში,რომელიც თქვენ აღმიწერეთ,წესით არ უნდა გამოჩნდეს.ქალბატონო შორენა,მაინც რისთვის გინდათ ეს „დინამიკები“?
-მომღერალი ვარ!-თამამი განაცხადია ჩემი მხრიდან-ვიდეოს გადაღება და ინტერნეტში ატვირთვა მინდა.მინდა ხმა დაბალანსებული იყოს და შესაბამისად ხარისხიც.
-გასაგებია,მაგრამ პატარა და შეუმჩნეველი რაღა საჭიროა?სითავხედეში ნუ ჩამითვალოთ,უბრალოდ არ მინდა რაიმე ცუდ განზრახვას შევუწყო ხელი,ხომ გესმით?
-სითავხედეში ჩაგითვლით,ამას ავიღებ რა ღირს?
-კი მაგრამ...
-არავითარი მაგრამ!რა ღირს?
-აი გამომართვით და სალაროში მიბრძანდით,დანარჩენი იქ მოაგვარეთ.

სასტუმროში ამაყად შევდივარ,უკვე ვგრძნობ წარმატებას.თუმცა...
-ეს რა არის?-არამკითხე ლაურა გზას მიღობავს და თეთრ ყუთს ალმაცერად დასცქერის.
-არაფერი განსაკუთრებული...
-მაინც?-თითქოს ის ცნობისმოყვარე გამყიდველი არ მეყოფოდა.
-ორ დღეში წვეულებაა,ასე რომ თავს უფლება მივეცი და შენ მიერ შეწყალებული კაპიკებით...
-კარგი,კარგი გასაგებია.რამდენი ლაპარაკი გიყვარს,უბრალოდ გეთქვა,რომ კაბაა და მორჩა-ლაურა ტრიალდება და მიდის.სირბილით შევდივარ ოთახში,მოსაცმელს და ფეხსაცმელს „ჰაერში“ ვიხდი და საწოლზე დაგდებულ თეთრ ყუთს კმაყოფილი დავყურებ.შემდეგ...
ღამის ორი საათია,სპეციალურად ჩამოვდივარ სასტუმროს კაფეში პირველ სართულზე და ბატონი რევაზის „კუთვნილ“ ადგილზე ვჯდები,კუთხეში.ყოჩაღ რევაზ! შენც კარგი გაიძვერა ყოფილხარ,ამ მაგიდიდან ყველაფერი ჩანს,თუმცა ეჭვი მეპარება ყველა გხედავდეს.მაგიდაზე რამოდენიმე კონსპექტს ვდებ,ლაურამ რომ მკითხოს რას აკეთებ-ო,ყავას ვუკვეთავ და მოსალოდნელ მხიარულებას ველი.
ღამის ორი საათი და ოცდაათი წუთი.დროა.
სახეზე აფარებულ წიგნს ოდნავ დაბლა ვწევ,ისე რომ თვალები მიჩანდეს და ბოლო წამებს ვითვლი...
„Everybody get up
Woo!
Hey,hey,hey
Hey,hey,hey
Hey,hey,hey
If you can’t hear,what I’m tryna say
If you can’t read,from the same page
Maybe I’m goin’ deef
Maybe I’m goin’ blind
Maybe I’m out of my m-i-i-nd
What do they make dreams for
When you got them jeans on
What do we need steam for
You! The hottest bi’ch in this place.
ზუსტად ისე გამოვიდა როგორც მინდოდა.მუსიკის ჩართვიდან დაახლოებით სამ-ოთხ წამში გორილა საცვლების ამარა გარბოდა მისაღებიდან ლაურას ოთახისკენ.მე დროს ვიხელთებ და სანამ ის აქ არ არის ოთახში შევრბივარ და მუსიკას ვრთავ.სწრაფადვე გამოვდივარ უკან და ისევ კუთხეში ვჯდები.სახეზე ჟურნალს ვიფარებ და დროდადრო აქეთ-იქით ვიჭყიტები.ლაურა გაბრაზებული ჩამოდის პირველ სართულზე.უკან საცვლებიანი გორილა მოჰყვება.თუმცა პირველ სართულზე სრული იდილიაა.სიჩუმე,სიწყნარე... ლაურა ამჯერად გაკვირვებული უყურებს გორილას,რომელიც სიბრაზისგან აელვებულ თვალებს აცეცებს მისაღებში.ლაურა მიდის.გორილა ისევ დგას და აქეთ-იქით იყურება,ბოლოს კაფისკენაც გამოიხედა.მე კი ვდგები,სრულიად უფუნქციოდ დაყრილ სახელმძღვანელოებს ვიღებ და ლიფტისკენ მივდივარ.თანაც ისე,რომ პირდაპირ თვალებში ვუყურებ.ზუსტად გორილას გვერდით უნდა ჩავუარო.ის დგას და აშკარად გამწარებული მიყურებს.რათქმაუნდა,ყველაფერს მიხვდა.დიახ,მეც ზუსტად ასე მინდოდა მომხდარიყო.კმაყოფილი მზერით სახედამშვენებული ვუვლი გვერდს და ლიფტისკენ მივდივარ.სულ რამოდენიმე ნაბიჯიღა დამრჩა.1...2...3 და... ო არა! ფეხი რაღაცას წამოვკარი,ლიფტის კარების ჩარჩოს-უფრო რომ დავკონკრეტდეთ და მეც პირდაპირ ვარსკვლავის ფორმით ავეწებე იატაკს.სწრაფად ვდგები,ვტრიალდები თითს ღილაკ-3-ს ვაჭერ და გორილას ვუუყურებ.ეს უკანასკნელი კი ნელ-ლენა იბერება,იბერება და ბოლოს კარის დახურვამდე ერთი წამით ადრე ვხედავ ჩაბჟირებულ ყვითელთავა გორილას.

იმედგაცრუება.


შემდეგ დღეს
განსაკუთრებულად უნდა მოემზადოს.დღეს კურსელები „ფართის“ აწყობენ.მოილაპარაკეს,რომ ღაჟ-ღაჟა,ჭყეტელა,მხიარულ ფერებს ჩაიცვამდნენ.ერთი შეზღუდვით-ყველაფერი კლასიკური.მეტად საინტერესო კომბინაცია გამოვიდა თუ დავამატებთ იმას,რომ ეს წესები ლექტორებზეც ვრცელდება.ო რა დიდი სიამოვნებით ნახავს ურჩხულ ირაკლის,ჯამბაზის ფერებში გამოწყობილს!
თმას ისწორებს,მაკიაჟს იკეთებს,ხასხასა მწვანე,კლასიკურ შარვალს და იმავე ფერის,ასევე კლასიკურ,“ტოპს“ იცვამს.მაღლებზე დგება,საყვარელ სუნამოს იპკურებს,ხელჩანთაში ტელეფონს და ფულს დებს და თვითკმაყოფილი ტოვებს ოთახს.ლიფტიდან გამოსულს ლაურა ეგებება.
-რამე ხომ არ გინდა ჩემგან?-ეკითხება,შორენას ჩაცმულობით აღტაცებული ქალი.
-არა,არაფერი.
-დალევას აპირებ?-კითხულობს ლაურა და მის გაკვირვებულ მზერაზე ეღიმება.
-რათქმაუნდა!
-კარგი,მაშინ სანამ წამოხვალ დამირეკე და ვინმეს გამოვუშვებ შენს წამოსაყვანად.
-ეს დაგავიწყდა?!-ცხვირწინ მანქანის გასაღებს უჩხრიალებს ქალს.
-ნასვამი საჭესთან დაჯდომას აპირებ?-ცალ წარბს ზემოთ სწევს და მკაცრ გამომეტყველებას ირგებს.
-კარგი,კარგი დაგირეკავ-მობეზრებული აქნევს თავს და კარისკენ მიდის,სადაც ამ წამს შემოსული ბუბა დგას და მაცდურად უყურებს.მისი ქალისადმი ლტოლვა პიკს აღწევს.შორენა უახლოვდება,უყურებს მის თვალებს და იმწამსვე არიდებს თვალს.ისევ გრძნობს მწველ მზერას.
-ნუ მიყურებ ერთი წუწკი კატასავით!-ეუბნება და გაღიზიანებული აღებს დიდ შუშის კარს.ზურგს უკან ესმის მამაკაცის ხმა
-სად მიდის?
***
-სად მიდის?-კითხულობს ბუბა და შრენას მანამდე არ აცილებს მზერას სანამ კარებშ არ გავა.
-წვეულებაზე-პასუხობს ლაურა
-რა წვეულებაა?
-რატომ კითხულობთ?
-გავიგე,რომ მძღოლის გაგზავნას აპირებთ მის წამოსაყვანად.
-ახლა არ მითხრათ,რომ თქვენ გინდათ წასვლა-ლაურა იცინის,წამიერად ბუბასაც ეღიმება.ლაურასგან განსხვავებით,ვერც კი იაზრებს რატომ უნდა ეს.აი ლაურას კი,ერთი შეხედვით შეუძლია „ასეთების“ შემჩნევა.
-არ არის საჭირო!-უჭრის მოკლედ მას შემდეგ,რაც კაცის თვალებს ამოიკითხავს.
-კი მაგრამ...
-არავითარი მაგრამ.ღამე მშვიდობის!-ქალი ტრიალდება და ლიფტში შედის.ბუბას უფრო მეტად უღვივდება ჟინი და მზად არის ნებისმიერ ფასად მოხვდეს იმ წვეულებაზე,თუნდაც შორენას ოთახში შეპარვა და იქაურობის გადაქექვა დასჭირდეს.
***
თემო გაუჩერებლივ ცეკვავს,ხან ვისთან ხან ვისთან.ნათია ჩემ გვერდით ზის და დარწმუნებული ვარ ნემსი,რომ შევახო გასკდება იმდენად გაბერილია ბრაზით.ბოლოს ნათიაც პოულობს პარტნიორს და ისიც ცეკვავს.
-მოდი გამოვიცნობ,ახლა ეს ორი თვალებით შეჭამენ ერთმანეთს,მერე თემო მოკიდებს ხელს ნათიას და გაარბენინებს გარეთ,იქიდან ერთმანეთზე აკრულები შემოვლენ და წყნარად დაიწყებენ ცეკვას-ჩემთვის ხმამაღლა ვფიქრობ-ნუთუ არ შეიძლება ამდენი კინკლაობის გარეშე უბრალოდ ადგნენ და იცეკვონ?!-ხელებს გაკვირვებული ვშლი,ლანგარზე დადებულ ჭიქას ხელს ვავლებ და დაუფიქრებლად ვუშვებ ყელში.-ეს უკვე მეხუთე იყო,თუ მეექვსე?!-ისევ თემოსკენ ვიხედები,ეს უკანასკნელი კი ნათიასკენ მიდის,მკლავში ხელს ავლებს და გარეთ მიჰყავს.
-ჰაჰ,აი ხომ ვთქვი?!
-როგორც ჩანს,მიჩვეული ხარ იმ ყველაფერის შესრულებას რასაც ამბობ,შორენა!-ვერც კი გავიგე როგორ მომიჯდა გვერდით-იქნებ შოშია გირჩევნია?-ამბობს ისე,რომ არც კი მიყურებს და მიმტანს არყის ჭიქას აცლის ლანგრიდან.
-გორილა!-ჯერ კიდევ ეიფორიაში ვარ,საიდან მოხვდა აქ? ყველაფერს,რომ თავი დავანებოთ,ეს დახურული წვეულებაა.
-გორილა?-ხმამაღლა იცინის-არაუშავს,ბაღლინჯოს მაინც ჯობია-ისევ იცინის და არაყს სვამს.
-არჩევანი შენზეა,თუ კი გორილა უფრო მოგწონს-ხელებს ვშლი და მთვრალი ღიმილით ვუყურებ.
-ძალიან ლამაზი ხარ შორენა!-მეუბნება სრულიად მოულოდნელად რამდენიმე წამის შემდეგ.
-ა-არა,არა შეწყვიტე-თითს ვუქნევ და ხმამაღლა ვიცინი-არ გამოგივა
-მაინც რა უნდა გამომივიდეს?
-ის რაც სასტუმროშ მაცხოვრებელი ქალების 70%-თან გამოგივიდა-ვამბობ სიცილით და კიდევ ერთ არყის ჭიქას ვცლი.ვგრძნობ,რომ დავთვერი.თანაც საკმაოდ.
-ვა-აუ - თავს უკან სწევს და ისევ იცინის,ღმერთო როგორ მომწონს მისი სიცილი- პროცენტულადაც გამოთვალე?-ამჯერად უკვე ხარხარებს.მიუხედავად იმისა რომ მე დამცინის თვალებში ვუყურებ და მაინც მეცინება.
-უბრალოდ გონებაში გამოვთვალე,რამოდენიმე წამის ამბავია-ვამბობ მას შემდეგ რაც სიცილს ვწყვეტ და თვალს ვუკრავ ჩემზე არანაკლებ მთვრალ ბუბას.
-მოდი გადავამოწმოთ-თავიდან ვერ ვხვდები რას ამბობს,ვერც კი ვუშვებ რომ ამას სერიოზულად აკეთებს მაგრამ- დაქორწინებულები და 40 წელს ზევით მყოფი ქალბატონები არ ითველაბა-ღიმილით იღებს მაგიდაზე დადებულ კალამს და ფურცელს და სიასავით იწყებს ქალის სახელების ჩამოწერას.-მე უბრალოდ ვერ ვხდები უნდა გავიცინო თუ ვიტირო.მთვრალი ვარ,ეიფორიაში და გაშტერებული.თვალები შუბლზე ამდის,ფურცელზე უკვე რვა ქალის სახელი წერია.გორილა წამით ჩერდება,კალამს უკუღმა იჭერს და რამოდენიმეჯერ აკაკუნებს,მერე ჩემკენ ტრიალდება
-მესამეზე წითურს რა ჰქვია? შემახსენე რა?!-რაო? ახლა ამას გავგლიჯავ შუაზე! მესამეზე წითური ხომ ლაურაა! სახე მეცვლება,რამოდენიმე ფერი გადამივიდა უკვე.
-ლაურა!-ვამბობ გამწარებული და მოსალოდნელ რეაქციას ველოდები.ჯერ გაკვირვებული მიყურებს,მერე წარბებს კრავს ნელ-ნელა ეღიმება და ბოლოს ხარხარებს.
-ლაურა არა! დამშვიდდი,ლაურა არა-მისგან განსხვავებით საერთოდ არ მეცინება.
-შეწყვიტე სიცილი!-ხასიათი მეცვლება
-კარგი-ხელებს მაღლა სწევს დანებების ნიშნად და ისევ ფურცელს უბრუნდება,ჯანდაბა! როგორ მინდა ეს დაწყევლილი ფურცელი გადავაყლაპო!უკვე წამოდგომას ვაპირებდი,როდესაც მოულოდნელად ფურცელი სახის წინ ამიფრიალა
-ზუსტად 45%-სერიოზულად გამოთვალა? კი, კი თანაც ზუსტად!როგორი კმაყოფილი სახით მიყურებს.გაფუჭებული ხასიათი წამში მიკეთდება და ისევ ვხარხარებ.
-ღმე-რთო რა სა-სა-ცილო ხარ- ძლივს ვამბობ სიცილ-სიცილით და ისევ ვხარხარებ.ბუბა კი უბრალოდ ზის,მიყურებს და იღიმის.
-როგორც ჩანს არც ისეთი კარგი მათემატიკური მონაცემები გაქვს,შორენა.-მეუბნება მას შემდეგ რაც ვმშვიდდები,პირისკენ წაღებულ არყის ჭიქას ხელიდან მაცლის და თვითონ სვამს.
-როგორ ვნებიანად ამბობ ჩემს სახელს!მე ეს მომწონს!-მთვრალი ვარ,ჰო ნამდვილად მთვრალი ვარ.ვხედავ როგორ ათამაშდნენ გორილას თვალებში ბრჭყვიალა სხივები.როგორ ეღიმება და როგორ უჭირს მზერის არიდება,თუმცა მაინც მარიდებს.
-შეგვიძლია გუშინდელ შენს ქმედებაზე ვისაუბროთ?-მეკითხება რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ უცაბედად.ჩემთვის იმდენად მოულოდნელი იყო მისი ხმის გაგება,რომ ადგილზე შევხტი.ბუბას ჩემს ქმედებაზე ეღიმება და თვალს მისწორებს.მე უბრალოდ დებილივით ვიცინი და თმას ყურს უკან ვიწევ.
-მოგეწონა?
-როგორი ბავშვურიც ხარ ისეთი ბავშვური მუსიკა მოგწონს!-მეუბნება ჩემთვის სრულიად მოულოდნელად დასერიოზულებული და ისევ თვალებში მაშტერდება
-ეს სამაგიერო იყო-ვამბობ დაბნეული-იმის გამო,რომ ოთახი წამართვი!
-მაშინ მითხარი მე როგორ უნდა გადაგიხადო სამაგიერო
-რატომ უნდა გადამიხადო?ბარი-ბარში ვართ!
-კარი-ამბობს სიცილით-მაწყობს
-როგორ მოხვდი აქ?-ვუსვამ შეკითხვას,რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში მაინტერესებდა.
-ბავშვობიდან აქ...
-სერიოზულად გეკითხები!
-კარგი,როგორც გინდა.ვისაუბროთ სერიოზულად.კლუბის მცველი მოვქრთამე.
-ჩემ გამო მოხვედი?
-...
-არ მპასუხობ?
-....
-კარგი,უკანასკნელად გეკითხები,რისთვის მოხვედი?-ჯიუტად იხედება საპირისპირო მიმართულებით და ვინ იცის უკვე მერამდენე არყის ჭიქას ცლის.რამდენიმე წუთია ჩუმად ზის.აზრზე არ ვარ რას შეიძლება ფიქრობდეს.საშინლად მაღიზიანებს,როდესაც ადამიანის ფიქრების ამოცნობას ვერ ვახერხებ.ბოლოს,როგორც იქნა,იხედება ჩემკენ,თვალებში მაშტერდება,ზუსტად ისე როგორც მაშინ პირველად და მეკითხება
-პასუხი მართლა გაინტერესებს?
-მართლა
-მაშინ წამოდი-დგება და გასასვლელისკენ მიდის.სად უნდა წავყვე?არა რა თქმა უნდა არ წავყვები!
ვზივარ და გამუდმებით საათს დავყურებ.7 წუთია რაც გორილა ადგა და გავიდა.მიუხედავად ჩემი გონების უდიდესი წინააღმდეგობისა,მაინც ვდგები და გასასვლელისკენ მივდივარ.
გორილა არსადაა,წასულა,არ დამელოდა.თითქოს შიგნით რაღაც ჩამწყდა.უკან ვტრიალდები და ის ისაა უკან უნდა შევიდე,რომ მკვეთრი მოძრაობით,უნებურად უკან ვბრუნდები სახეზე თბილ ხელებს ვგრძნობ.არ შემიძლია თვალების გახელა,არც მჭირდება.ისედაც ვგრძნობ ვინც უნდა იყოს.შემდეგ ვგრძნიბ როგორ მისვამს ცერა თითს ბაგეზე და მკოცნის.მკოცნის გრძნობით,ემოციით,უხეშად ისე როგორც ჯერ არასდროს არავის არ უკოცნია ჩემთვის.ეს იყო ყველაზე დრამატული კოცნა.ვიცოდი,ვიცოდი რომ ორივე მთვრალები ვიყავით,ვიცოდი რომ დილით ეს კოცნა არცერთს არ გვემახსოვრებოდა,ვიცოდი რომ შეიძლებოდა ეს არც აღარასდროს განმეორებულიყო,დიახ ვიცოდი და მენანებოდა ეს კოცნა დასავიწყებლად.თვალებზე ცრემლები მადგება და ხელის მსუბუქი ბიძგით ვიშორებ მას.ისიც მაშნვე მშორდება სახეს მაღლა მაწევინებს და ცრემლიან თვალებში გაოცებული ჩამყურებს
-რა მოხდა?
-სახლში მინდა-ვამბობ ათრთოლებული ხმით და ვცდილობ მისი ხელები სახიდან მოვიშორო.მას კი უბრალოდ ეღიმება,გულში მიკრავს და მჭიდროდ მხვევს მკლავებს
-შორენა,შორენა-იმეორებს ჩემს სახელს მონოტონურად,ჩურჩულით,შემდეგ მშორდება ხელს მხვევს მანქანაში მსვამს და სასტუმროში მივყავარ...
არც ერთხელ გამიხედავს მისკენ,ჯიუტად ვიყურებოდი ფანჯარაში და ძალისხმევას არ ვიშურებდი ცრემლები,რომ შემეკავებინა.მას კი ჩემი ხელი ეჭირა,თითქმის სულ მე მიყურებდა და დროდადრო ხელზე მკოცნიდა.ვინ იცის,ვინ იცის როგორ არ მემეტებოდა ეს ყველაფერი დასათმობად.არყის წასაღებად...
-მოვედით-ამბობს თბილი ხმით და წამიერად მიშვებს ხელს,სწრაფად გადმოვდივარ მანქანიდან,სირბილით ვუვლი შესასვლელში დაყუდებულ ლაურას გვერდს და ლიფტში შესვლამდე ვიგებ მის აშკარად გაბრაზებულ ხმას
-ბუბა! რას ნიშნავს ეს? მგონი გაგაფრთხილე!
ყვითელი გორილა (თავი მეოთხე)



№1  offline წევრი sofi_rio

რაკარგიაა <333 მალედადე

 


№2  offline წევრი Brunette

ვაა ძაან მაგარია <3 მალე დადე რა

 


№3  offline წევრი PARVENU

Gramatikulad gamartulad wer, dalagebulad da sasiamovno wasakitxia. Arc dadebas agvianeb!! Mokled dzalian kargad wer da istoriac momwons dzalian. Warmatebebi!
--------------------
Parvenu

 


№4  offline მოდერი ნეფო1999

მომწონს,მომწონს და კიდევ ერთხელ მომწონს! ვერ ვხვდები რას ველოდო და მსიამოვნებს ეს განცდა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent