შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვერ ვხვდები როგორ შემიყვარდი(6)(თვით უჟმურებავ)


17-04-2016, 23:33
ავტორი nutsa214
ნანახია 2 577

პარასკევ დილით ლილეს ზარმა გამაღვიძა, მობილურს გახარებულმა ვუპასუხე.
-ლიიილე! მოყევი დროზე!
-ისე თუ გაინტერესებს კარგად ვარ.
-არა არმაინტერესებს ეგ ხომ თავისთავად ცხადია, მოყევი რა!
-რაღა უნდა მოვყვე სოფის მოუყოლია უკვე და....
-არა მაგან მარტო ის მითხრა დაჩიმ სიყვარული რომ აგიხსნა.
-კაი ჰო. მოკლედ ჰომ იცი დაჩი სულ გაიძახდა არ მესმის როგორ უნდა შეგიყვარდეს ადამიანი ისე რომ მთელი სამი წელი მას გადაყვე და ის ყურადღებას არ გაქცევდესო. ლაშას გულისხმობდა(დაჩის ძმაკაცი) და ვაფშე ეგ ისეთი ხეპრე იყო სიყვარულისაც არ სჯეროდა. ხო იცი მერე ამბოლო დროს მეგობრები ერთად დიდ დროს ვატარებდით რა, და იმ დღეს შენ რომ წახვედი ვთამაშობდით სურვილი და მოქმედებას, დაჩიმ სურვილი აირჩია და ლაშასაც მეტი რა უნდოდა! უთხრა აკოცე ამ ოთახში ყველაზე ლამაზ გოგოსო. ჯერ კოცნა რაღაიყო საიდან მოუვიდა საერთოდ ლაშას თავში მეგობრები ვართ ბოლობოლო. ჰოდა მე ჩამეცინა ვიფიქრე ანუკის აკოცებდა, მაგას ხომ თავი ყოველთვის ყველაზე ლამაზი ეგონა და სხვებსაც აჯერებდა. დაჩი ჩემს გვერძე იჯდა და პირდაპირ მე არ მაკოცა!-ლილე ისეთი აღფრთოვანებით ყვებოდა რომ მეც ვიწექი საწოლზე გასუსული ვუსმენდი და მეღიმებოდა.
-ჰოდა რადამემართა იციი? აუუუ რავი ძაან გამიტყდასპონტში, ვიგრძენი როგორ აელეწა სახე ანუკის და ამავდროულად სხვებსაც, არადა მე და დაჩის ერთმანეთში სულ დაჭმა გვქონდა და როდისღა გავხდი მისთვის ასეთი ლამაზი. ნუ ბოლოს თავისი რომ არ მიემატებინა ხომ არ შეეძლო.
-რა?-მოუთმენლად ვკითხე.
-ენამწარე კი ხარ მაგრამ ლაშამ რაც მითხრა ის გავაკეთეო.
-აუუუჰუჰუ-ჩავიხითხითე მე.-აბა სიყვარული აუხსნაო.
-დამაცადე გითხრა ეხლა. მომდევნო დღეს ვიყავით ბარში რა დავლიეთ და ცეკვა მომინდა. ანუკის ყავდა წამოყვანილი თავისი მამიდაშვილი ნიკუშა რა და კაკრას მაგან მითხრა ვიცეკვოთო. მეც გავყევი და ვცეკვავდი, მაგარი ნერვები მომეშალა დაჩიზე იმიტომ რომ მთელი ცეკვის განმავლობაში ისეთი სახით მიყურებდა შევწუხდი. ჩვენთან მოვიდა და მე მთხოვა ცეკვა, ნიკუშა ღიმილით დაგვშორდა და დაჩი წინ ისეთი სახით დამიდგა თითქოს რამე დავაშავე. მერე დამიწყო ძაან გსიამოვნებდა ხელებს რომ გიფათურებდაო, არადა რა ხელებს გოგო ერთმანეთს არც შევხებივართ ტანგოს კი არ ვცეკვავდით. მოკლედ მაგრა ამიშალა ნერვები და ავდექი და წამოვედი რა ბარიდან, უკან გამომეკიდა, მე კიდე გამწრებული ვდუდღუნებდი შემეშვითქო შენ რაგაწუხებს მე ვის ვეცეკვები და ვის არათქო და მაშინ მითხრა მიყვარხარ და ის მაწუხებსო. ვაიმეეე ჩემთვის ყველაზე წარმოუდგენელი რამ იყო ჩემს წინ დაჩი იდგა და სიყვარულს მიხსნიდა.
-მერე რაქენი?
-არაფერი გოგო რაუნდა მექნა, იმპერიოდში ვიფიქრე რო ღადაობდა და მხოლოდ ჩემს ნერვებისმოშლას ცდილობდა ყურადღება აღარ მივაქციე ტაქსი გავაჩერე არმეშვებოდა გინდა თუ არა მე წაგიყვანო მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი, ტაქსში სანამ დავჯდებოდი ცინიკურად კი ვუთხარი უკეთესი საღადაო ვერ ნახეთქო, აუუ არადა რომ დავფიქრდი მართლა გულით მეუბმებოდაა.
-მოიცა და წამოხვედი?
-კი მაგრამ გუშინ ვიყავით ისევ ლაშასთან და აივანზე რომ გავედი ეგეც გამოვიდა და მკითხა ისევ გაბრაზებულიხარო? არვიყავი გაბრაზებული საერთოდ და მერე მითხრა გუშინ არ მიღადავია მართლა მიყვარხარო.
-რაუპასუხე?
-არაფერი ცოტახანი ორივე უხმოდ ვიდექოთ, მერე შევხედე და გავუღიმე, თვითონაც გამიღიმა და ჩამეხუტა აბა თუ გამოიცნობ მერე რა ვუთხარი.
-შენც გიყვარს?
-ჰო.
-არაა-გავიკვიდვე მე.
-ჰო მეც ეგრე მეგონა მაგრამ მივხვდი რომ მიყვარდა აშკარად მიყვარდა მასთან ყოფნა მინდა.-ხმადაბლა ჩაილაპარაკა ლილემ ბოლო სიტყვები. მეც გასუსული ვუსმენდი რამდენიმე წამი ხმა არცერთს არ ამოგვიღია. მერე უცებ არვიცი რატომ მაგრამ დათი წარმომიდგა თვალწინ და მიწაზე დავეშვი. გამახსენდა დღევანდელი საქმეები და იმასაც მივხვდი რომ უკვე ნახევარი საათი იყო რაც ლილეს ველაპარაკებოდი ტელეფონზე და აშკარად მაგვიანდებოდა.
-ვაიმე დამაგვიანდა!კაი, კაი წავედი გადმოგირეკავ მერე! გკოცნი!-მივაძახე ლილეს და გავუთიშე ისე რომ ხმის ამოღებაც აღარ ვაცადე. საათს დავხედე თერთმეტის ოცდახუთი წუთი იყო, ადგილზე თერთმეტზე უნდა ვყოფილიყავით რაც იმას ნიშნავდა რომ მაქსიმუმ ათ წუთში უნდა გავმზადებულიყავი. მომზადებისთვის ზუსტად თხუთმეტი წუთი დამჭირდა, საბუთებით გატენილ ჩანთას ხელი დავავლე და ოთახიდან გამოვვარდი. გასასვლელში დათი შემეჩეხა.
-დააგვიანე!-თქვა და ლიფტი გამოიძახა.
-ხო მეგობარმა დამირეკა და ვერც მივხვდი ისე გამექცა დრო. -ჩავიბუტბუტე ჩემთვის.
-ეს ნიშნავს რომ საქმეს საკმაოდ სერიოზულობით არ უდგები-თქვა და ლიფტში შევიდა მეც უკან შევყევი ახლაღა შევხედე ჩვეულ ფორმაში იყო, უბრალოდ ერთი პრობლემა ჰქონდა ჰალსტუხი ეკეთა მოღრეცილად.
-მაპატიეთ პირველი შემთხვევა იყო აღარ გავიმეორებ.-ვთქვი და ჩანთაში სარკეს დავუწყე ძებნა. თუმცა არ გამომრჩენია მისი დაჟინებული მზერა რომელიც ჩემი თეთრი პერანგისკენ იყო მიმართული.
-პირველად არა უკვე მეორედ.-ჩაილაპარაკა ოდნავ დამცინავად თუმცა არ გაუღიმია და ჩემს პერანგზე მიშტერებას განაგრძობდა. მე უცებ ჩემი ორწუთიანი დაგვიანება გამახსენდა სწორედ იმ დღეს ყავა რომ გადავისხი.
-კარგით მაშინ მესამედ აღარ გამეორდება-ვთქვი და ჩანთიდან სარკესთან ერთად ტუჩსაცხიც ამოვაყოლე რომლის წასმასაც შევუდექი, თუმცა დროდადრო თვალი მისი მობრეცილი ჰალსტუხისკენ გამირბოდა. ის კი თვალს მაყოლებდა როგორ ვისმევდი ღია ტუჩსაცხს და ამით როგორ ვცდილობდი ყურადღების სხვა რამეხე გაატანას რადგან იმაზე არ მეფიქრა რომ ლიფტში ვიყავი და ცუდად არ გავმხდარიყავი რომ ლიფტი ოდნავ შეინჯღრა შიშისგან კედელს ავეკარი და სარკე ხელიდან გამივარდა.
-რახდება?-შეშლილი სახე მივიღე და მივხვდი რომ ლიფტი გაჩერდა. სუნთქვა ამიჩქარდა და დათის შევხედე რომელიც გულხელდაკრეფილი იდგა დააღელვება საერთოდაც არ ეტყობოდა.
-ვაიმე მგონი ლიფფში გავიჭედეთ.-აღელვებულმა წარმოვთქვი.
-დამშვიდდი არ გავიჭედეთ, ეს ისეთი სასტუმროა თუ რაიმე ხარვეზია რამდენიმე წუთში შეასწორებენ.
-გული მერევა!-დამეწყო პანიკური შეტევები, ისეთი შეგრძნება მქონდა რომ თვალები ნელ-ნელა შიგნოთ შემდიოდნენ პირი სულ გამიშრა და ჰაერი აღარ მყოფნიდა, რამდენიმე წუთით ხომ საერთოდ ვეღარ გავძლებდი ლიფტში. ალბათ სახეზე ფერი სულ დავკარგე და დათიმ უკვე შეამჩნია რომ მართლა ძალიან ცუდად ვიყავი.
-ყურადღება სხვარამეზე გადაიტანე და იქნებ ცუდად არ გახდე.
-რაზე?
-არვიცი საბუთები ამოიღე და გდახედე სადმე შეცდომა ხომ არ გაგეპარა-მხრები აიჩეჩა დათიმ და მზერა ჩემს გატენილ ჩანთას მიაპყრო. რაჭკვიანია! ამაზე უკეთეს რჩევას ცხოვრებაში ვერ მოვისმენდი!
-ეხლა რომ საბუთებს დავუწყო ყურება ხომ მოვკვდი ადგილზევე-ვთქვი კედელზე აკრულმა, უკვე უჰაერობისგან სხეული მეცვარებოდა და თავს ვეღარ ვიკავებდი ვგრძნობდი რომ ვითიშებოდი თითქოს ვუხრჩობოდი, კუთხეში ჩავიკეცებოდი რომარა დათი ორივე მკლავში ხელი წამავლო და ნახევრად დაცემილი ზემოთ ამწია, ისეთი უხეშია რომ მკლავებში ტკივილი ვიგრძენი და ოდნავ გონზე მოვედი. ფიცარივით ისეც კედელს ამაყუდა და თან ორივე მკლავს მიჭერდა ხელით.
-თაკო ცოტაც მოითმინე რაგჭირს გაგვიყვანენ, აი ნახავ-მითხრა, მთელი ჩემი სახე ერთ ხელში მოიქცია და მსუბუქად ნჯღრევა დამჯწყო, გონზე ვერ მოვდიოდი თითქოს ძილბურანში ვიყავი და ვერ ვფხიზლდებოდი.
-ჯანდაბა!-უკვე გაღიზიანებულმა წარმოთქვა დათიმ და ორივე ხელი მომხვია წელზე, პირდაპირი გაგებით მასზე ჩამოვესვენე თავი მხარზე ჩამოვადე , ისე ცუდად ვიყავი საკუთარი თავის კონტროლი არც შემეძლო ამისთვის ძალები აღარ მყოფნიდა. ჩემი ჩანთა უკვე ძირს ეგდო, მე კი დათიზე აყუდებული,და მთელი სხეულით მასზე აკრული ვიყავი ლიფტი ისევ რომ დაიძრა, თითქოს გონზე მოვედი მაგრამ უარესად გავხდი ლიფტმა მოძრაობა რომ დაიწყო, დათის არ მოვშორებივარ. ბოლოს კარებიცგაიღო ის უცებ მოვედი გონზე და ისე უცებ ვიგრძენი გარედან შემოსული ჰაერი თითქოს თბილი სახლიდან მაგარ ყინვაში გახვედი და კარისგაღებისთანავე სახეზე ცივი ნიავი გეცაო. გავსწორდი რომ მივხვდი დათის ვეჭირე და მისი ხელები ვიგრძენი წელზე სააწრაფოდ მოვშორდი მას. მან კი თვალი უცნაურად მგამომაყოლა.
-ახლა გამოკეთდი?-გამომცდელად შემომხედა. მე ჯერ კიდევ გულაჩქარებული და ენაჩავარდნილი წავედი ახლომდებარე სკამთან და მოწყვეტით ჩავეშვი მასში.
-ბოდიშს გიხდით-დაიწყო სასტუმროს პერსონალის ერთ ერთმა წევრმა.-ელექტროდენის მოწოდება შეწყდა და ალტერნატიულ წყაროსთან დკავშირებამ კი რამდებიმე წუთი წაგვართვა.
არაფერი გვითქვამს მხოლოდ დათიმ შეხედა გამყინავად მანაც ჩემი ჩანთა გამომიწოდა და მოგვცილდა.
-წავედით!-წარმოთქვა დათიმ-ისედაც ვაგვიანებთ-მაჯის საათს დახედა და შემდეგ მზერა ჩემსკენ მოაპყრო-რომ არ დაგეგვიანა ეს არ მოხვდებოდა. მითხრა და გასასვლელისკენ წავიდა. მე ერთხელ კიდევ კარგად გავლაბძღე გულში ღრმად ამოვისუნთქე ჩანთას ხელი დავავლე და მას ავედევნე. შენობაში რომ მივედით სანამ დათი იქ მომლოდინე ხალხს შეხვდებოდა კიდევ ერთხელ შევათვალიერე.
-მოიცადეთ!-შევაჩერე ის და წინ გადავიდექი. კოსტუმის მხარზე დაყრილი ცოტაოდენი მტვერი გადავბერტყე .
-საჭირო ხალხს ხვდებით და მნიშვნელოვანია კარგად გამოიყურებოდეთ.-ვუთხარი ოდნავ გავუღიმე და ჰალსტუხი შევუსწორე, რაღაცნაირად ჩამომხედა ალბად ჩემგან ასეთ საქციელს არც მოელოდა, მართალია არ მოელოდა ნებისმიერი გოგო რომელსაც დათისთან მუშაობა სურდა ამას არც გააკეთებდა პირველ რიგში იმიტომ რომ დათის არ დაუვალებია და მეორე რიგდი იმიტომ რომ წარმოდგენაც არ ექნებოდათ რა რეაქცია შეიძლება ჰქონოდა მას. მეც იგივე მდგომარეობაში ვიყავი, თუმცა მე ხომ მისი მდივანი ვარ სხვა ყველაფერთან ერთად ვალდებულიც ვარ ჩემი უფროსის რეპუტაციაზეც ვიზრუნო.
-აი ასე-კმაყოფილად შევხედე. თვითონ კიჯაკზე დაიხედა შემდეგ მე შემომხედა გამომცდელი მზერით.
-თავის მიხედვას სხვების დახმარების გარეშეც კარგად ვახერხებ ხოლმე-მითხრა გვერდის ავლისას ყურთან ახლოს. მე მისმა ცხელმა სუთთქვამ სასიამოვნოდ დამიარა კისერში და ღიმილი მომგვარა. შემოვბრუნდი და კაკუნით გავყევი. შორიდანვე მოვკარი თვალი სამ მამაკაცს რომლებიც დათის უცდიდნენ და შორიდანვე დავიჭირე ერთერთის მწველი მზერა, მაშინვე მეცნო ეს ის ტიპი იყო თბილისშიც რომ იყო ჩვენს ოფისში და ლამის თვალებით რომ მჭამდა. მაღალი საკმაოდ ღონიერი წითური მამაკაცი იყო. სიმპატიური თუმცა ისეთი მზერის პატრონი რომელიც ჩემში ზიზღს იწვევდა. დათი სამჯვეს მიესალმა, მეც მივესალმე მათ და ისინიც გულთბილად მოგვესალმნენ ნუ თუ არ ჩავთვლით მესამეს ცბიერ გამოხედვას. ნახევარი დღე კაბინეტში გაატარეს სხვადასხვა თემებზე თათბირში.
-თაკო ოთხი ყავა შემოიტანე, ერთი ამერიკანო ორი ესპრესო და ერთიც კაპუჩინო.-გასცა ბრძანება დათიმ.
-იცით ბატონო დათი აქ ისეთი ყავის აპარატები არ არის როგორიც თბილისში ამიტომ ყველასთვის ერთნაირი ყავის გაკეთება მომიწევს თუ გნებავთ სიტკბოს სხვადასხვანაირს.
-კაი ოღინდ ძლიერი გააკეთე, ყველა უშაქრო.
-კარგით.-ვთქვი და გათიშა. შევამჩნიე რონ ეს პირველი საუბარი იყო რომლის დროსაც საუბარი მე დავასრულე და დათიმ საკუთარი აზრის გამოთქმის შემდეგ ეგრევე არ გათიშა. ყავა გავაკეთე და კაბინეტში შევუტანე. ვიგრძენი რომ დათი არ იყო კარგ ხასიათზე, არ ვიცი როგორ მივხვდი მაგრამ აშკარად ვიგრძენი. ჩემთვის არც შემოუხედავს საბუთებში იყო თავჩარგული, სამაგიეროდ ერთერთისგან დავიმსახურე ჩვეული მწველი მზერა. ლამის მთელი დღე იყო გასული სტუმრები რომ წავიდნენ. დათიმ თავისი ჩვეული მზერა მომაპყრო
-ყავა გამიკეთე და ჩემს კაბინეტში შემოდი-მითხრა და კაბინეტის კარი მიიხურა.
ყავა ისევ გავაკეთე და კაბინეტში შევედი. მაგიდასთან არ იჯდა ფანჯარასთან იდგა და ცას გაჰყურებდა. მთელი მაგიდა ფურცლებით იყო მოფენილი, პატარა ადგილი გავათავისუფლე და ყავა ჩავდგი, რომ მოვიხედე ჩემს წინ დათი იდგა ასვეტილი ვერც კი გავიგე როგორ მომიახლოვდა და ლამის შევადკდი.
-მერამდენედ?-იკითხა ჩემსკენ მოიწია და თვალებში ჩამაშტერდა. ოდნავ უკან გავიწიე თუმცა უკვე მაგიდას მივეყრდნე მეტი ადგილი აღარ იყო. თვალებგაფართოებული შევცქეროდი ვერ მივხვდი რაზე საუბრობდა.
-მერამდენედ უნდა აღმოვაჩინო შენს ვითომდა შესწორებულ საბუთებში შეცდომა?-აშკარად შევატყვე გაღიზიანება. კი გაბრაზებული იყო თანაც ძალიან.
-შეცდომა?-ჩავიბუტბუტე ჩემთვის.
-ხო შეცდომა-დამიდასტურა და კიდევ უფრო ახლოს მოვიდა.-მისმინე!-დაიწყო და ორივე ხელი მაგიდას ჩამოადო, ფაქტიურად მისსა და მაგიდას შორის მომაქცია.-შენს იქით ამ სამუშაოსთვის უამრავი გოგო დგას რიგში! ასე რომ გირჩევნია საქმეს სრულჯ სერიოზულობიყ მოეკიდო და შეცდომები აღარ დაუშვა თორემ სამსახურს რომ დაკარგავ ინანებ!
-კუ მაგრამ თქვენ არასდროს გითქვამთ რომ ჩემს შესწორებულ საბუთებში შეცდომები იყო... აქამდე რომ გეთქვათ უკვე გამოვასწორებდი.
-ოჰო შემთხვევით ჩემი ბრალი ხომ არ არის?-თვალებში უფრო დაჟინებით ჩამსტერდა, გული ამიჩქარდა მიუხედავად იმისა რომ ის გაბრაზებული იყო არავითარი შიშის გრძნობა არ მქონდა პირიქით თოთქოს მინდოდა კიდეც რომ მისთვის მეყურებინა და კარგად შემესწავლა მისი ღრმა ჭაობისფერი თვალები.
-შეცდომას გამოვასწორებ, ახლა კი თუ შეიძლება გამატარეთ-თვალები მოვარიდე და კარისკენ გავკხედე. მას ჩაეცინა... კი ჩაეცინა თან არვიცი რანაირად რაღაცნაირად მისი ასეთი სახე პირველად ვნახე, თითქოს სულ არ იყო ცინიკური.
-კაი წადი-მომშორდა ყავის ფინჯანი აიღო და მოსვა. მე მალევე გამოვედი და ჩანთის ჩალაგებაც დავიწყე რადგან სამუშაოს საათები იწურებოდა.
სასტუმროში რომ დავბრუნდი გადავწყვიტე ყველაფერი გამომესწორებინა, ბოლოსდაბოლოს ეს სამუშაო ჩემთვის საკმაოდ ძვირფასი იყო, სტატია მასზე იყო დამოკიდებილი , ჩემი ცხოვრება კი სტატიაზე, მხოლოდ და მხოლოდ ეს ერთი კვირა ხომ არ იყო? ეს ერთი კვირა არაფერს ნიშნავდა ჩავიდოდი თბილისში და ჩვეულებრივად გავაგრძელებდი სტატიაზე მუშაობას. ადრევე დავიძინა რადგან ხვალ დამღლელი დღე მელის. დათის უნდა გავყვე დედამისის მამიდასთან რაც საერთოდ არ მინდა. თუმცა მაინტერესებს როგორი იქნება სამუშაოს გარეთ დათი მარგიანი.



№1  offline წევრი nutsa214

ბოდიშით დავიგვიანე უბრალოდ ვეღარ მოვახერხე მომდევნო თავს აღარ დავაგვიანეებ♥♥♥
აბა? ველი თქვენს შეფასებებს♥♥ ძალიან გამიხარდება თუ მოგეწონათ♥♥♥

 


№2 სტუმარი ;))

კი კარგი იყო მაგრამ პატარა შემდეგ თავს როდის დადებ ?? ველოდები და ძალიან მაინტერესებს

 


№3  offline წევრი nutsa214

;))
კი კარგი იყო მაგრამ პატარა შემდეგ თავს როდის დადებ ?? ველოდები და ძალიან მაინტერესებს

დღეს დავდებ სულ რამდენიმე საათში

 


№4  offline წევრი nineli

love love ვაიმე რა კარგიააააა,,,, ველი ახალი თავს მოუთმენლად (და რა თქმა უნდა უფრო დიდ თავს) smile

 


№5 სტუმარი მიკა

სახელი რო შეუცვალო ამ დათის,არა?დდ ძალიან იდიოტურად ჟღერს:დდ

 


№6 სტუმარი ;))

გუშინწინ თქვი რამოდენიმ საათში დავდებო და დღესაც არ დაგიდია დაე რა გთხოვვ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent