შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი მორაგბე (თავი 2 )


18-04-2016, 21:31
ავტორი ლოლიტა
ნანახია 2 258

***
- წამოხვალ აეროპორტში?
- არა , არ მცალია სამეცადინო მაქვს .
- კარგი , როგორც გინდა .
ცოტახანში სახლი დატოვა ვეკომ , როგორც მითხრა ჯერ ბიჭებს შეხვდებოდა და მერე წავიდოდმნენ აეროპორტში . მინდოდა მასზე ფიქრები მომეშორებინა ,მაგრამ ყველაფერი საპირისპიროდ ხდებოდა . მის გარდა უკვე ვეღარაფერზე ვფიქრობდი. აერტოპორტში მეც წავედი , ოღონდ ისე არავისთვის არაფერი მითქვამს . ხალხს შევერიე , რომ ნაცნობს არავის დავენახე . ბიჭების შემოვსვლის დროს ხალხის ''საქართველოს'' ყვიროდა , მოდიოდნენ ძალიან ბედნიერები . ყველას ნახვამ გამახარა ასე ახლოს ,მაგრამ ლაშას დანახვამ სულ სხვა ემოციები გამოიწვია .
ყველას უღიმოდა...


***

უაზროდ იწელებოდა დღეები , უნივერსტეტი სახლი , სახლი უნივერსტეტი . ერთ საღამოს სახლში მისულს კვლავ ბიჭები დამხვდნენ მისაღებში , ვეკო სუფრას შლიდა , ბიჭები კი მღეროდნენ . ყველა მოვიკითხე , ამ ბოლო დროს ნორმალური ურთიერთობა დავამყარე მათთან . ძნელია ბიჭებთან ერთად მოწყენა , ზურგჩანთა მისაღებში დავტოვე და წყლისთვის სამზარეულოში გავედი , იქ შესულს სუნამოს სასიამოვნო სუნი მეცა . ვიღაც მამაკაცი ჩემს ზურგშექცევით იდგა . ძალიან მაღალი და დაკუნთული იყო მისი სხეული . წყალს ისხამდა ჭიქაში .
- გამარჯობა , მეც დამისხი რა , - ამოვიწუწუნე და იქვე სკამზე ჩამოვჯექი . ხელები მაგიდაზე დავაწყვე და თავი ზედ ჩამოვადე . ძალიან დაღლილი ვიყავი .
- გაგიმარჯოს , - ჩემთვის ძალიან ნაცნობი და საყვარელი ხმა მომესმა , თავი ზემოთ რომ ავწიე ლაშა დამხვდა . მეგონა მელანდებოდა , ცოტახანს გაშტერებული ვუყურებდი , არ ვიცოდი რა გამეკეთებინა . იდგა და უცნაურად მიყურებდა . წყალი მაგიდაზე დამიდგა და ოთახი დატოვა . კარგახანს ვიჯექი ასე გაშეშეშებული . ვერ ვიფიქრებდი , რომ ოდესმე ლაშა ჩემს სახლში დამხვდებოდა . წყალი ბოლომდე გამოვცალე, სამზარეულოში კვლავ მისი სუნამოს სუნი იყო ... ღრმად ვისუნთქავდი ჰაერს და მის სიახლოვეს ვგრძნობდი .
მისაღებში გასვლისას ყველა სუფრასთან დამხვდა , ლაშას ჩათვლით . როგორ მინდოდა დიდხანს მეყურებინა მისთვის ,მაგრამ უაზრო საქციელი იქნებოდა ჩემი მხრიდან . ასეთ უხერხულ სიტუაციაში არასდროს ჩავვარდნილვარ.
- მოდი , დეაკო , მომიჯექი , - ნიკამ მის გვერდით თავისუფალ ადგილზე მიმითითა . ჩუმად ვიჯექი ჩემთვის, თეფშითვის გამეშტერებინა თვალები . უამრავ რამეს ყვებოდნენ ლაშას ბავშვობაზე. ბევრი რამე გავიგე მის შესახებ , არავის ვუყურებდი , გაშეშებული ვიჯექი ...
- დეა , რა გჭირს ? - თმა გადამიწია და ყურში ჩამჩურჩულა ნიკამ .
- არაფერი ნიკა , დავიღალე უბრალოდ , - გავუღიმე და ისევ იგივე მდგომარეობას დავუბრუნდი.
- თუ იმის გამო რჩები აქ რომ გასვლა გრცხვენია უაზრო ბაზარია ეგ , წადი მიდი დაისვენე .
- არა ნიკ , აქ მირჩევნია .
- როგორ გინდა , - თბილად გამიღიმა ნიკამ , მასაც ლაშასავით ეჩხვლიტებოდა ლოყები , ზუსტად მასსავით უციმციმებდა თვალები . ლაშა ძალიან გახსნილი იყო მათთან . იმაზე მხიარული და მეგობრული აღმოჩნდა ვიდრე მეგონა ; სახეზე ეტყობოდა რომ ძალიან დაღლილი იყო . ყველას ელაპარაკებოდა და უღიმოდა ჩემს გარდა. მე არც მიმჩნევდა . აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა . მინდოდა დიდხანს მეყურებინა მისი სახისთვის ; მინდოდა ლოყებზე და თვალებზე მოვფერებოდი ; მინდოდა მეთქვა რომ მისით ამაყი ვიყავი . მე - კი ყურადღებასაც არ მაქცევდა. ყოველთვის ცდილობდნენ ჩემთვის ესიამოვნებინათ , არასდროს მაკლდა თაყვანისმცელები , ის კი ზედაც არ მიყურებდა . გული ძალიან მტკიოდა არადა ჩვენ ერთმანეთსაც არ ვიცნობდით ...
- დეა , შეგიძლია კიტრი და პომიდვრის სალათი გააკეთო ?
- კი , ნიკა . ახლავე , - მაშინვე ფეხზე წამოვხტი , მთელი დღის უჭმელობამ იმდენი ქნა ლამის ძირს დავვარდი . ყველამ ერთად შეყვირა .
- დეა , კარგად ხარ ? - დათო მაშინვე ჩემთან გაჩნდა .
- კი , უბრალოდ სწრაფად რომ ავდექი მაგის ბრალია , - გავუღიმე და სამზარეულოში გავედი , გავიგე ჩემთვის ნაცნობმა ხმა როგორ თქვა " ეს გოგო სულ რატომ ცდილობს ყურადღება მიიქციოს .


სალათი მალევე გავაკეთე , ყველიც მოვაყარე . ზუსტად ისეთი გავაკეთე როგორიც ნიკას უყვარს. მისაღებში , ჩემს დანახვაზე ყველას გაეღიმა მის გარდა . ნიკას მივუახლოვდი და მივაწოდე .
- უჰ , რა კარგად გამოიყურება . კაი გოგო ხარ დეაკო , - ხელიდან გამომართვა თეფში .
- მადლობა , - ლოყები ამიწითლდა . ყოველთვის ასე მემართება როცა მაქებენ ან უხერხულ სიტუაციაში ვარდები .
- ლაშა , საფრანგეთში როდის ბრუნდები ?
- არ ვიცი დათო ზუსტად , ჯერ ცოტახანს ჩემებთან ერთად ვიქნები . მერე ისე მომიწევს საქართველოში ჩამოსვლა თამაშები მაქვს .
- აბა შენ იცი ძმაო .
- მადლობა დათო . შენ რას შვები ? ამასწინად რომ მიყვებოდი რა ქენი იმ გოგოსთან? - ნუ თუ ასე ახლოს იყო დათო ლაშასთან რომ ასეთ რაღაცებს უყვება .
- დავით , იქნებ ჩვენც გვითხრა რომელ გოგოზეა საუბარი ან რას აპირებდი ? - ძალიან მაინტერესებდა რას გვიმალავდა დათო .
- თქვენ არ იცით რომ სხვების საუბარში ეგ პატარა ცხვირი არ უნდა ჩაყოთ ? - ირონიულად მომმართა ლაშამ . მის სახეზე ასეთი გამომეტყველება არასდროს მენახა . ყველასთან ძალიან თბილი და მეგობრული იყო , ვერაფერი ვუთხარი . ძალიან მეწყინა მისი უხეში ტონი , რამდენიმე წუთი გავჩერდი მათთან ერთად . მერე ახლოს მყოფ სავარძელზე დავჯექი , ჩანთიდან '' ქარიშხლიანი უღელტეხილი " ამოვიღე , მგზავრობის დროს ვკითხულობ ხოლმე წიგნებს ან როცა მოვიცლი .
კითხვა განვაგრძე : " - ეს გრძნობა მიწის წიაღში გაქვავებულ,ძველისძველ ქანებს ემსგავსება.ის არის არც თუ დამატკბოელი,თუმცა სიცოცხლისთვის აუცილებელი წყარო. ჰიტკლიფი – ეს მე ვარ,ნელი! ის სულ ჩემს გულშია: როგორც დიდი სიხარული და ადამიანი,რომელიც საკუთარ თავზე მეტად მიყვარს,არამედ როგორც – მთელი ჩემი არსება…”
დიდი ხნის წინ მირჩიეს ამ წიგნის წაკითხვა , რამდენიმე დღეა რაც დავიწყე , საოცრადაა აღწერილი ყველანაირი გრძნობა . ვერც კი მივხვდი ტირილი როდის ამივარდა . ''ამ სამყაროში მე მას ვერ ვხედავ-ნეტავ,ბუნდოვნად,თუნდაც ცრემლით დაბინდული თვალებით დამანახა მისი ლანდი!''
გაოცებულები მიყურებდნენ , ჩემ ოთახში ისე გავედი თვალებიდან ცრემლებს ვიწმენდდი . პიჟამოები ჩავიცვი და დავწექი . დაღლილს მალევე ჩამეძინა .

***

ნიკამ მე და ვეკო თავის დაბადების დღეზე დაგვპატიჟა , რესტორანში . ხვალ აქვს , კაბების საყიდლად ოთხი საათისთვის გავედით . ბევრი ვიარეთ ბოლოს ხორცისფერი გამოყვანილი და არც თუ ისე მოკლე კაბა ავირჩიე . ფეხსაცმელიც ამავე ფერის ვიყიდე , ვეკომ იასამნისფერი ძალიან სადა კაბა იყიდა , სამკაულთან ერთად .
სახლში დაბრუნებულებმა ბევრი ვისუბრეთ ხვალინდელ დღეზე , ტკბილეულთან ერთად ჩაი დავდლიეთ . წყალი გადავივლე , თხელი პერანგი მოვიცვი და სამზარეულოში გამოვედი . იქ მყოფს ლაშა დამხვდა, ვეკოს ელაპარაკებოდა . ძალიან კარგად გამოიყურებოდა , ყველა საოცარი გრძნობა ერთად ვიგრძენი მის დანახვაზე . თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა .
- საღამომშვიდობისა , დეა , -ხმ~მა ჩახლეჩვოდა .
- საღამომშვიდობისა , გამოვიცვლი და მოვალ .
- ხო , კარგს იზამ , - ირონიულად გამიცინა . სპორტულები ჩავიცვი და სამზარეულოში დავბრუნდი .
- აბა რა ხდება ? - ძლივს ვინარჩუნებდი ხმას ,მაგრამ ვცდილობდი არაფერი შემემჩნია .
- ბიჭები აპირებენ ნიკას სიუპრიზი მოუწყონ , თქვენს წასაყვანად მოვედი .
- რა სიუპრიზი ? - გაკვირვებულმა ვკითხე.
- ზუსტად მეც არ ვიცი , ხვალ ბაკურიანში აიყვანენ საბა და თომა როგორც მითხრეს , ვითომ რაღაც ხდება რა . ჰოდა იქ დანარჩენები დავხვდებით რაღაცებს მოვაწყობთ .
- რა კარგია , გაეხარდება ძალიან . რამდენი დღით ავდივართ?
- ორი ან სამი დღით .
- ვეკო წამო ტანსაცმელები ჩავალაგოთ .

***

ლაშას მანქანაში დათო დაგვხვდა , საჭესთან იჯდა .
- ძმაო შენ დაისვენე , მე ვმართავ მაქანას , - უკან დავჯექი . წინ ჯდომა არ მიყვარს , გვერდით ლაშა მომიჯდა . მისი სუნამოს სუნი ცხვირში მიღიტინებდა . მის გვერდით თავს დაცულად ვგრძნობდი . გულის ცემა ნელ-ნელა მიჩქარდებოდა . მისი სუნამოს სუნი გონს მიბინდავდა . ყურსასმენები გავიკეთე და მინას მივადე თავი. ჩამეძინა რამდენჯერმე ვიცვალე მხარი , მახსოვს ვიღაცის სხეულს როგორ ჩავეხუტე ; მახსოვს მისგან გამოწვეული სითბო . ასე კომფორტულად კარგახანია არ მძინებია. თვალები რომ გავახილე ვიღაცის ფეხებზე მედო თავი , ცალი ხელი ზურგზე მომეხვია . თვალები ძლივს გავახილე გაკვირვებულმა ავწიე თავი . ლაშას სახეს გადავაწყდი . შემრცხვა ჩემი საქციელის ,მაგრამ მისგან მოშორება არ მინდოდა .
- ბოდიში რა , - საწყალად ამოვიბურტყუნე .
- არაუშავს , მოდი ისევ თუ გინდა , ჯერ კარგახანი ვერ ჩავალთ , - მინდოდა , საშინლად მინდოდა მასთან ახლოს ყოფნა ,მაგრამ მრცხვენოდა . მეუცნაურა მის ხმაში აღმოჩენილი სითბოს შეგრძნება.
- არა ,მადლობა . ისედაც შეგაწუხე . თავი მინას მივადე და დაძინება ვცადე ,მაგრამ არაფრით ჩამეძინა . საშინლად მციოდა . არადა მანქანაში სითბო იყო . მოვიბუზე , ხელების გათბობა ვცადე მაგრამ ვერაფრით ვთბებოდი .
- გცივა ? - უცნაურად მიყურებდა ლაშა .
- ძალიან , - კანკალი ამივარდა .
- ჟაკეთი გაიხადა და მე მომახურა , კაბასავით მქონდა , ხელებიც არ მიჩანდა იმდენად დიდი მქონდა . ჟაკეთს დავსუნე და ღრმად შევისუნთქე მისი სურნელი . თითქოს წამებში გავთბი .
- მადლობა , - თბილად გავუღიმე , კაბასავით მაქვს ხო? - გამეცინა როცა ჩემი თავი წარმოვდგინე მის მოსაცმელში .
- კი ,მაგრამ გიხდება , მოდი თავი მხარზე მომადე და დაიძინე , - მის ნებას დავყევი და თავი მხარზე დავადე . მალევე კვლავ ჩამეძინა .

***

ნიკა სანამ ჩამოვიდოდა მე და ვეკომ ახალი კაბები ჩავიცვით . ოდნავი მაკიაჟი გავიკეთე და თმები გავიშალე.
- რა მაგრად გამოიყურები დეა , - გაოცებული მიყურებდა ვეკო .
- მადლობა ვეკო , შენც ასევე . თმები შევიკრა ?
- არა , - ლაშას ხმა მომესმა და უკან გავბრუნდი , - გიხდება მასე .
- მადლობა , ლაშა .


სახლი ყველანაირად მოვრთეთ , ნიკაც მალევე მოვიდა ბიჭებთან ერთად ჩვენს დანახვაზე ძალიან სასაცილო გამომეტყველება ჰქონდა . რა აღარ იძახა ,მაგრამ აშკარად ეტყობოდა ,რომ ძალიან გავახარეთ . ძალიან კარგი დღე გავატარეთ , ბევრი ვიცეკვეთ . ყველამ დალია ლაშას გარდა . არც ბევრს ჭამდა , ძალიან მიკვირდა ამხელა ტანის როგორ იყო როცა მასზე მეტს ჩვენ ვჭამდით .
- რატომ არ სვავ ? - სასმელისგან გათამამებულმა გვერდით მივუჯექი .
- არ მიყვარს .
- წამოდი მაშინ მეცეკვე რა , - ხელი ხელზე მოვკიდე და წამოყენება ვცადე , მაგრამ ვერაფრით ავწიე . ძალიან ძლიერი იყო . თვითონ წამოდგა და ხელი ჩამკიდა , ასე ახლოს არასდროს ვყოფილვარ მასთან . მთელი სხეულით ვეკვროდით ერთმანეთს ცეკვის მანძილზე . საოცრად ცეკვავდა რასაც ჩემზე ვერ ვიტყვი . მკერდამდეც ძლივს ვწვდებოდი მაღლებშიც . არადა საერთოდ არ ვარ დაბალი . სიმღერა როცა დასრულდა მეგონა წავიდოდა ,მაგრამ მეორე ცეკვაც მეცეკვა . მინდოდა მოვხვეოდი , მის თბილ ლოყაზე თითები ჩამომესვა , სახე დამეკოცნა ,მაგრამ უფლება არ მქონდა . მინდოდა გაეგო რომ ძალიან ძვირფასი იყო ჩემთვის , რომ მის გამო ყველაფრის გაკეთება შემეძლო . მართალია ალბათ როცა ამბობენ გულს ვერ უბრძანებო , მეც ვერაფერს ვუხერხებდი ...
- როდის ბრუნდები ? - სიტყვებში სევდა შემპარვოდა .
- ხვალ საღამოს მივფრინავ .
- ასე უცებ ? - ცოტაც და ავტირდებოდი . მინდოდა რაც შეიძლება დიდხანს ვყოფილიყავი მასთან .
- ჰო , რა იყო ? - არანაკლებ უცნაური მეჩვენა მისი ხმა.
- არაფერი , - ისევ ცეკვა განვაგრძეთ.
- რა იყო მოგენატრები ? - გაეცინა . ლოყები ისე ჩაეჩხვლიტა მე რომ ასე ძალიან მიყვარს . დამცინოდა... რა იცოდა როგორ მჭირდებოდა . დაცინოდა ჩემ გრძნობებს .
- რა მოსანატრებელი შენ ხარ ! - ძლივს მოვუყარე ამ სიტყვებს თავი .
- რატომ ვითომ ? ისე რომ იცოდე იგნორს ვერ ვიტან , - ყურში ჩამჩურჩულა და თავის ადგილს დაუბრუნდა . აივანზე გავედი . ვერ მივხვდი რას გულისხმობდა ...



№1  offline წევრი მოლურჯო

ნორმალურია
ველოდები შემდეგ თავს
--------------------
მარიამი

 


№2 სტუმარი anna

dzalian kargia gaagrdzele

 


№3  offline წევრი kiko

მიყვარს მე უკვე ესბისტორია. ძაან მაგარია

 


№4 სტუმარი Black

Kargia magram moragbe ratom giweria ragbistis nacvlad eg makvirvebs cota meti araperi..

 


№5 სტუმარი nino k.d..

male dade kargia.

 


№6  offline წევრი ლოლიტა

Black
Kargia magram moragbe ratom giweria ragbistis nacvlad eg makvirvebs cota meti araperi..

სწორია მორაგბე და არა რაგბისტი

 


№7  offline წევრი qetiqetiA3

ძალიან კარგი ისტორიაა ძალიან კარგი ..რაგბზე მეც არ ვგიჟდები დიდათ მაგრამ ძმა მყავს რაგბისტი და ამიტომ წავიკითხე ეს ისტორიაა სათაური რომ წავიკითხე..მინდა გითხრა რომ ძალიან კარგად წერ მომწონს ძალიან დიდი ინტერესით ველოდები შემდეგ თავს წარმატებები <333

 


№8 სტუმარი Black

Zeda komentari waikitxe?!ragbisti araswori araa:Dda tan ufro kargad jgers;)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent