შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სვანეთის ტყის ბნელი ანგელოზი (თავი 13 დასასრული)


18-04-2016, 23:57
ავტორი lilu7
ნანახია 6 278

სიბნელე!
სიბნელე!
სიბნელე!
სინათლე!!!
ირგვლივ გაურკვეველი სივრცეა მაგრამ ყველა აქაა. ლაშა, ნინო, დედა, მამა, გიო და ყველა ვისაც ვიცნობ და რაც მიყვარს. ნელნელა ყველაფერი ქრება. ლუკა, ლიზა, ნატა, დაჩი, ნინო, დედა, მამა, გიორგი. ყველანი ქრებიან. სად მიდიან? მინდა რომ გავაჩერო, მაგრამ ამის მაგივრად ვდგავარ და ვუყურებ. ლაშა მარტო რჩება... არა! ლაშაც მიდის. ტრიალდება და მიდის. არ უნდა წავიდეს!
– ლაშა! – ვუძახი მაგრამ მაინც მიდის. ჩემსკენ არც კი ტრიალდება.
აღარავინ მახსოვს.
თვალებს ვახელ და სითეთრეს ვხედავ. ნელ–ნელა თვალები მეწმინდება და ოთახს ვარჩევ. პალატაში ვარ. საწოლზე ვწევარ.
რაღაც მიჭამს ტვინს.
ვინ ვარ? რა მქვია? როგორი ვარ? აქ საიდან გავჩნდი? რატომ არის ჩემი გონება ცარიელი? რატომ წაიშალა ყველაფერი? რატომ არავის ვიცნობ? იქნებ მოვკვდი?
ამ დროს ხმა მესმის.
– ლილე! ლილე... გაიღვიძე? – თავზე ვიღაც საშინლად სიმპათიური ბიჭი მადგას. თვალები ჩასწითლებია, უძინარს ჰგავს. ამით ვხვდები რომ ლილე მქვია. დაბნეული ვუყურებ. არ ვიცი ვინ ვარ, ან ეს ბიჭი ვინაა. დაბნეულ გამომეტყველებას ვერ ვცვლი. – ლილე! ლილე ლაშა ვარ ვერ მიცანიი? – ბიჭს სიხარული და დაბნეულობა ემჩნევა.
ოთახში უამრავი ადამიანი ერთად შემოიყრება. ვინ არიან ისინიი? ორი ახალგაზრდა ლამაზი გოგონა, სამი ბიჭი, საშუალო ასაკის ორი ქალი და ერთი მამაკაცი. ვინ არიან ისინი?
– ლილე! – ახლა მეორე სიმპათიური ბიჭი მოდის ჩემთან გახარებული თვალებით.
– გიორგი! – ხმას ის სიმპათიური ბიჭი იღებს, პირველად რომ ვნახე – მგონი ის მოხდა რისიც გვეშინოდა! – და მზერას ისევ მე მესვრის
– არა!... ლილე ხომ იცი ვინც ვარ? ხო მიცანი? – ბიჭი ისეთ სახით მიყურებს მინდა რომ თავი დავუქნიო მაგრამ მას არ ვიცნობ. შეიძლება ვიცნობდი მაგრამ ახლა ნამდილად არ ვიცი ვინაა. იქნებ მეგობარი? შეყვარებული? ძმა? არ ვიცი? ვერ ვიხსენებ და მინდა რომ მოვკვდე. – ლილე! გახსოვარ თუ არა? – ისევ მეკითხება და იმედიანი მზერით მაჩერდება.
– ვინ ხარ? ესენი ვინ არიან? – ამას ვამბობ თუარა ერთერთი გოგო, მგონი ნინო ერქვა როგორც დაუძახეს, ქვითინს იწყებს და იქვე მდგარ ბიჭს ეხუტება.
– ლილე! მე შენი ძმა ვარ! ეს დედაა! – ლამაზ ქალზე მანიშნებს – ეს მამა! – ახლა კი ამ ქალის გვერდით მდგარ მამაკაცზე რომელიც ძალიან ჰგავს ამ ბიჭს რომელიც მელაპარაკება. უფროსწორად ბიჭი ჰგავს მას – მე კი შენი ძმა ვარ ლილე! შენი უფროსი ძმა! – ვერა. ვერ ვიხსენებ და მინდა თავი დავიხრჩო – ეს ლაშაა! ასე რომ გიყვარს ის ლაშაა ლილე! შენ მისი შეყვარებული ხარ! როგორ არ გახსოვს! – იმ ბიჭზე მეუბნება ძალიან რომ მესმპათიურა. ის ჩემი შეყვარებულია! ბიჭს ცრემლები მოსდის მაგრამ არ ტირის, ჩუმადაა – შენი საუკეთესო მეგობარი! ნინო! ნუთუ არც ის გახსოვს! – მხრებზე მეხება და ოდნავ მანღრევს, მცირე მოძრაობაზეც კი თავში საშინელი ტკივილი მივლის და მინდა ვიკივლო. სახეს ტკივილისგან ვმანჭავ და ამ დროს ოთახში თეთრხალათიანი კაცი შემოდის. ექიმია.
– მას არაფერი ახსოვს! – დედაჩემი ტირილით ეუბნება.
– ეს მოსალოდნელი იყო! ვწუხვარ! მძიმე მდგომარეობაა და არ ვიცი დაუბრუნდება თუარა მეხსიერება ოდესმე! შეიძლება ნაწილ–ნაწილ ყველაფერი გაიხსენოს მაგრამ ამას დრო გვაჩვენებს! ახლა კი უმჯობესია რომ დაისვენოს. გასაწერად ორ დღეში მზად იქნება. – ექიმი ოთახის კარს აღებს და ყველა გარეთ გადის, მხოლოდ ის ბიჭი... ლაშა რჩება.
– მე დავრჩები, შეიძლებაა? – ექიმს მუდარით უყურებს
– კარგით თქვენ დარჩით! – ეუბნება ექიმი, შემდეგ კი ჩემსკენ მოდის და რაღაც ნემსს მიკეთებს, მგონი დამაძინებელს რადგან ძალიან ვითენთები. ბიჭი... ლაშა ჩემს გვერდით ჯდება და ჩემს ხელს თავისაში აქცევს, მას ვუყურებ, თითქოს ეს თვალები მეცნობა, თითქოსა არა ნამდვილად მეცნობა, მისი ღია მწვანე თვალები, თავი დამნაშავედ მიმაჩნია რადგან მასაც კი ვერ ვიხსენებ, მაგრამ ვეღარ ვძლებ და მეძინება.
* * *
ესეც ორი დღე. ისეთი შეგრძნება მაქვს რომ რაღაც აღმოუჩენელ პლანეტაზე ვარ და არავის არ ვიცნობ. საშინელებაა.
– ლილე! ჩემო ლამაზო დროა გაემზადო! – ოთახში დედაჩემი შემოდის. (გავარკვიე რომ მას ლიდა ჰქვია, მამაჩემს კი დათო) ვცდილობ გავიღიმო, ოდნავ გამომდის – ტანსაცმელი მოგიტანე! – შუბლზე მკოცნის – ახლა უნდა ადგე და ჩაიცვა.
ამ დროს ნინო და (როგორც გავიგე) ლიკა ოთახში შემოდიან და ისინიც მესალმებიან. მათაც შეძლებისდაგვარად ვუღიმი. მინდა ვიცნობდე, მახსოვდეს და ისე ვუღიმოდე მათ როგორც კარგად ნაცნობს.
გუშინ მომიყვნენ როგორ დამეჯახა მანქანა როდესაც ლაშასთან ერთად მივსეირნობდი გზაში. საავადმყოფოში ლაშამ მომიყვანა. რამოდენიმე ადგილას მცირე დაჟეჟილობა მაქვს. თეძოც ოდნავ მტკივა და გამილურჯდა. საფეთქელთან რამოდენიმე უმნიშვნელო ნაკაწრი მაქვს. მაგრამ არაფერი მომტეხვია. უბრალოდ თავი იმდენად მაგრად დავარტყი რომ მეხსიერების პრობლემები შემექმნა. როგორც უკვე კარგად ვიცით.
ლიკა და ნინო მეხმარებიან საწოლიდან წამოვდგე. ამდენი წოლისგან თავბრუ საშინლად მეხვევა და ძალიან სუსტად ვგრძნობ თავს. არაუშავს, მირჩევნია 30 კილომეტრი გადაბმულად მარბენინოს ვინმემ ვიდრე აქ გაუნძრევლად ვიწვე და ბუზები ვითვალო.
სააბაზანოში შევდივარ და წყალს ფრთხილად ვივლებ. თმას ვიშრობ და ვიწნი, ვიწნი თითქოს ეს ერთგვარი წესია ჩემთვის და მიკვირს, ალბათ სულ ვიწნიდი ხოლმე. ვიცვამ დედას მონატან თეთრ თავისუფალ ქვედაბოლოს, ასევე ამ ქვედაბოლოს თანმხლებ ტოპ მაისურს, ჯინსისფერ პერანგს და შავ ადიდასის ბოტასებს.

სვანეთის ტყის ბნელი ანგელოზი (თავი 13 დასასრული)


სვანეთის ტყის ბნელი ანგელოზი (თავი 13 დასასრული)


სააბაზანოდან გავდივარ და დედასთან, ლიკასთან და ნინოსთან ერთად ეზოსკენ მივემართები. ფეხი ოდნავ მტკივა მაგრამ სიარულში ხელს არ მიშლის, ოდნავ თავიც მტკივა მაგრამ არც ის მაწუხებს.
ეზოში მერსედეს–ბრაბუსი დგას. ძალიან მაგარი მანქანა და შიგ მამაჩემი ზის. მდიდარი მშობლები მყოლია რაც საერთოდ არ მხიბლავს. იქვე მაღაზიას ვხედავ საიდანაც ნაყინი მოჩანს თითქოს მიხმობს.
– დედა! – დედამ არ გამომხედა – დეეეე! დედა! – ამჯერად გამოიხედა
– გისმენ ლილე! – შეეშინდა.
– დედა ნაყინი მინდა! – და დამნაშავესავით ვუყურებ. ყველას ეცინება. რატომ? არ მესმის.
– რაღაცეები დაგავიწყდა მაგრამ ისევ ისეთი ბავშვური ხარ! – ნინოს ეცინება.
ბავშვური! მეც მეღიმება.
დედა მაღაზიაში მომყვება და ყველასთვის ვყიდულობთ ნაყინს. ვერ ვითმენ და მაშინვე ვხსნი. დედა ისევ დამცინის. თითქოს მისი სიცილი მეცნობა! მისი ლამაზი სიცილი. მართალია სიცილის დროს რამოდენიმე ნაოჭი ეტყობა მაგრამ მაინც ძალიან ლამაზია.
– შენ მასთან ჩაჯექი ლილე! – დედა ღიმილით მანიშნებს ლაშაზე, რომელიც შავ ლამბორჯინთან დგას და მაკვირდება.
არა. თავს ძალიან დამნაშავედ ვგრძნობ მასთან, რომ ვერ ვიხსენებ. მაგრამ უარს ვერ ვეტყვი დედას. უნდა მივიდე. მისკენ მივდივარ და ნაყინის ჭამას ვწყვეტ. ის იღმება. კარს მიღებს და მეც შიგ ვჯდები. ისიც უვლის მანქანას და საჭესთან ჯდება. ჩემსკენ იხედება. მე ნაყინს დავყურებ და არ ვიცი რა ვქნა, თითქოს მისი მზერა მწვავს. ლაშა მანქანას ძრავს და ტრასაზე მიასრიალებს. მე ნაყინს ვჭამ და ვამთავრებ კიდეც.
– დღეს საღამოს რომ გავისეირნოთ გინდაა? – ჩემსკენ იხედება. რა ვუთხრა? კი თუ არა? არ ვიცი. არ ვიცი მინდა თუარა მასთან ერთად წასვლა.
– არვიცი... მე არაფერი მახსოვს. მინდა გავიხსენო რა ვიყავი მანამდე... – მაწყვეტინებს
– მე დაგეხმარები! გავაკეთებთ იმას რასაც ადრე ვაკეთებდით ხოლმე! ვეცდები რომ რამე გაგახსენო! შენ დამთანხმდი ოღონდ. – მეუბნება და ისევ იღიმის. ძალიან კარგი ღიმილი აქვს.
– კარგი. – ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ რომ ეს მინდა. მაგრამ უნდა წავიდე. უნდა გავიხსენო, ყველაფერი.
რაღაც უბანში შედის სადაც უზარმაზარი და ძალიან ლამაზი სახლები დგას. თვალები მიფართოვდება, ლაშა ამჩნევს და ეღიმება.
მანქანიდან გადმოვდივარ და ჩვენსკენ მომავალ ბრაბუსს ვუყურებ, მის უკან ფერარი მოდის, შიგ გიორგია, მის უკან კი კიდევ ერთი ფერარი, ლიკა და ნიკა (სასაცილო ბიჭია) მის უკან კიდევ ერთი, ამჯერად ნინო და ლუკა (მისი შეყვარებული, რათქმაუნდა ვერც ის გავიხსენე, ალბათ ვიცნობდი)
მამა ბრაბუსიდან გადმოდის და ჩემსკე მოემართება.
– როგორ ხარ ჩემო ფერია? – მეხუტება
– მადლობ! კარგად მამა! – ვუღიმი. თითქოს მამას და დედას დაძალებულად ვუწოდებ მათ.
– საღამოს 8 საათზე გამოდი გარეთ! – ლაშა მეუბნება და ლურჯი სახლისკენ მიდის, ალბათ მისია.
მე, დედა, მამა და გიო ძალიან დიდ აგურისკედლებიანი ღობით შემოსაზღვრულ ვილისკენ მივემართებით სადაც შესასვლელში ორი დაცვა დგას.
შევდივარ და თვალები მიფართოვდება. რამხელა ვილაა. ღმერთო ამ ლაბირინთის გზებს ნეტა როგორ ვიმახსოვრებდი. სახლის მთლიანად დათვალიერებას მამა უზრუნველყოფს. მართლა ძალიან დიდებული სახლია. ბოლოს ჩემს ოთახში შევყავარ და სანამ შუქს ავანთებდი, დავინახე ჭერზე რომ ფოსფორით მოხატული ვარსკვლავები ანათებდნენ. ძალიან მომეწონა და არც მომინდა რომ ამენთო სინათლე მაგრამ მაინც ავანთე.
– დაისვენე ლილე! – მამამ მიღიმის
– კარგი! – მეც ვუღიმი
– ლილი. ვიცი რომ გიჭირს. ვიცი რომ გინდა ყველაფერი გაიხსენო, ვიცი ჩემთვის და დედასთვის, დედას და მამას დაძახებაც გიჭირს, მაგრამ აუცილებლად გამოკეთდები. ყველაფერს გაიხსენებ. ამას მე გპირდები! – არ ვიცი რატომ გავაკეთე ეს მაგრამ მამას ძალიან მაგრად ჩავეხუტე, მისი სურნელი ვიგრძენი და მეცნო. თვითონაც მომეხვია. ბოლოს ხელები შევუშვი და საშუალება მივეცი წასულიყო. ისიც წავიდა.
საწოლს ვხედავ თუარა მაშინვე ზედ ვეფინები. გადაღლილი ვარ. მინდა ვიფიქრო ჩემს წარსულზე, რაც ჩემს გონებაში დაბინდულია და არ ჩანს.
ვფიქრობ! ვფიქრობ! ისევ ვფიქრობ! მაგრამ თავის ტკივილის მეტს ვერაფერს ვიგებ! სულელი ვარ! როგორ ვცდილობ იმის გახსენებას რაც ჩემი გონებიდან ამოირეცხა, აღარაფერი დარჩა, მე კი სულელივით ვცდილობ ის ვიპოვო რაც უფსკრულში გადავაგდე და ვეღარასდროს ვიპოვი. ჩემი საქციელი ჰგავს, თითქოს დედამიწაზე წყლის მთლიანად დალევა მე მინდოდეს. ასე არაფერი გამომივა. მე აღარც ფიქრი მაქვ, აღარც სიზმარი. ყველაფერი გაქრა. აღარაფერია ჩემი. ეს მაგიჟებს.
ფიქრში მეძინება.
ვიღვიძებ. ნინო და ლიკა. ისინი ჩემს ოთახში არიან და ვახელ თუარა თვალებს მაშინვე ჩემსკენ იხედებიამ.
– გაიღვიძეეე ძილისგუდავ? – ნინიო მიღიმის. თავს ვუქნევ.
– ლაშასთან ერთად რომ მიდიოდი ჩვენ რატომ დაგვიმალე? – ლიკა ვითომ გაბრაზებული სახით მაკვირდება
– მაპატიეთ! მაგრამ... მაგრამ მიჭირს. – ვეუბნები
– კარგი! გასაგებია! ახლა ადექი. უკვე 7 საათია! მოწესრიგდი. აი ესენი ჩაიცვი. – სავარძელზე გადაფენილ შავ ტოპ მაისურზე, შორტზე და ყავისფერ ბოტასებზე მიმითითებს. ვუჯერებ. ჩაცმაში ისინიც მეხმარებიან. ფეხი ოდნავ ისევ მტკივა. თმის შეკვრა მინდა მაგრამ ისინი მიშლიან და მივარცხნიან.

სვანეთის ტყის ბნელი ანგელოზი (თავი 13 დასასრული)


სვანეთის ტყის ბნელი ანგელოზი (თავი 13 დასასრული)


უკვე 19:30 გახდა. გოგოები მიდიან. უბრალოდ დახმარება გვინდოდაო – ასე მითხრეს და წავიდნენ. დრო როგორღაც გავიყვანე. დაბლა ჩავედი და დედა და მამა გავაფრთხილე, შემდეგ გარეთ გავედი.
ლაშა უკვე გარეთაა. ხელში სკეიდი უჭირავს.
– ლამაზი ხარ! მაგრამ მხად ხაარ? – სკეიდზე მანიშნებს.
– ამაზე მე ვერ დავდგები! – მეცინება და უკან ვიხევ
– ჩემთან ერთად? – წარბი წევს
– არვიცი! რომ ჩამოვვარდე? ფეხი რომ ვიტკინო მერე? – სკეიდს ვუყურებ
– ისევ ბავშვური ხარ! მე შენთან არ ვიქნებიი? არ წაიქცევი. – სიცილით მეუბნება
ისევ ბავშვური.
– კარგი! – გაუბედავად ვამბობ და მისკენ მივდივარ.
დადექი! – სკეიდზე მისი დახმარებით პირველი ვდგები.
– შენც! შენც! – უკვე მეშინია და დადგომას ვთხოვ. მას ეცინება.
– ორი წლის ბავშვი! – ამბობს. მოიცა ეს სიტყვები...
ისიც დგება სკეიდზე და უკნიდან წელზე მხვევს ხელი. ლამის გული წამოვიდეს. ცხვირი ჩემს ყელთან მოაქვს მაგრამ მალევე მაშორებს. სკეიდს ფეხით უბიძგებს და ჩვენც მივგორავთ.
სიცილი მივარდება. ქარი სასიამოვნოდ მეცემა სახეში და თმები მიფრიალებს, ძალიან სასიამოვნა. წინ ოდნავ დაღმართი გველის, შიშისგან ვკივი და ლაშასკენ ვტრიალდები, როგორ ვახერხებ არ ვიცი მაგრამ ჩახუტებასაც ვასწრებ. მეგონა რომ წავიქცეოდი. ლაშა იბნევა, მაგრამ შემდეგ ეცინება და ჩერდება. მას ვშორდები.
– ისევ გეშინიაა? – ისევ ეცინება.
– ხოო! იმიტომ რომ დაღმართი იყო! ისე არ შემშინებია! – თავი ვიმართლე – ისევ შემიძლია გამეორება! – ეს უკვე წამომცდა. არა, ბოლო წინადადება აღარ უნდა მეთქვა. რა სულელი ვარ.
– კარგი მაშინ დადექი! – ისევ დამეხმარა და მე ჩემს თავზე ნერვებმოშლილი დავდექი სკეიდზე. მან ისევ მომხვია წელზე ხელი.
– ამას ხშირად ვაკეთებდიით? – ვკით როცა ფეხით ბიძგის მიცემა დააპირა.
– იმ დღეს გასწავლე... როცა მანქანა დაგეჯახა! – მოიწყინა
– კარგი წავედით! – ვცდილობ გავამხიარულო. ისიც ბიძგს აძლევს და ისევ სწრაფად მივიწევთ წინ.
* * *
– ძალიან ლამაზია! – ლაშას სახლის სახურავზე ვსხედვართ და ცას ვუყურებთ
– ამას ნამდვილად ბევრჯერ ვაკეთებდით! – ლაშას რაღაც ახსენდება და ეღიმება. ალბათ ჩვენ გვიკავშირდებოდა
– თითქოს უფრო ბევრი უნდა იყოს! – ჩემით ვამბობ ვარსკვლავებზე
– როცა დრო მოვა მიხვდები ასე რატომ გგონია! – მეუბნება. მინდა ვკითხო რა იგულისხმა ამ ფრაზაში, მაგრამ ხმას არ ვიღებ. ალბათ მართლა ასე ჯობს.
ლაშასკენ ვბრუნდები და ფეხმოკეცილი ვჯდები. ისიც იგივეს აკეთებს.
– მაპატიე რომ ვერ გიხსენებ! ძალიან მინდა რომ გაგიხსენო, თავი მძულს ამის გამო, მინდა ვიცოდე შენთან როგორ დროს ვატარებდი, მართლა ვცდილობ მაგრამ... – ის ტუჩებთან თითის მიტანით მაჩუმებს.
ჩემსკენ სახით მოიწევს. რას აპირებს? უნდა რომ მაკოცოოს? მხრიდან თმას უკან მიყრის და კისერზე ტუჩებით მეხება. მკოცნის. ტანში მბურძგლავს. ცხელი ტუჩები აქვს.
სახეს კისრიდან მაღლა წევს და ახლა სახესთან მიახლოვდება, ჩემსკენ ნელა მოიწევს და უკვე ჩვენს შორის რამოდენიმე სანტიმეტრია დისტანცია. ისე ახლო, უფრო ახლოს და ტუჩებზე მეხება.
მკოცნის და თითქოს სხვაგან მივდივარ. სადღაც შორს მაგრამ არ ვიცი სად. რას მიკეთებს? მეც არ ვეწინააღმდეგები, ხელს კისერში მიცურებს, არ ვიცი რა უნდა ვქნა მაგრამ თითებით მის ყელს ვეხები. ცოტახანში ვეღარ ვძლებ და ვშორდები.
– მაპატიე! – უკან იხევს. თავი მძულს რომ ვერ ვიხსენებ – არ მინდოდა! უფროსწორად ძალიან მინდოდა მაგრამ ასე არა! მაპატიე!
– არაუშავს! – მხოლოდ ამას ვეუბნები – წასვლა მინდა.
უსიტყვოდ დგება და ჩასვლაში მეხმარება.
ჩემი სახლის შესასვლელამდე მაცილებს. არ ვიცი რატომ მაგრამ მაინც გამომაცილა, აქამდე რად მინდოდა.
– კარგი, კარგად. – აღარ ვიცი რა ვუთხრა
– ხვალამდე! – მიღიმის და მიდის
მე სახლში შევდივარ. დედა და მამა მისაღებში სხედან. მათ ვეუბნები რომ მოვედი და ჩემი ოთახისკენ ავრბივარ. სირბილის დროს თავის ტკივილი ისევ მახსენებს თავის და სვლას ვანელებ.
ჩემს ოთახში რომ შევდივარ გამხდარი, ასაკში შესული ქალი მხვდება, მას ვუყურებ.
– ლილე! ჩემო გოგოვ! ალბათ არც მე გახსოვარ არააა. – ქალს ძალიან კეთილი ღიმილი აქვს და როგორ მინდა რომ მახსოვდეს
– მაპატიეთ, მე არაფერი მახსოვს – დამწუხრებული ვეუბნევი და თავს საშინლად ვგრძნობ
– არაუშავს! ყველაფერი გაგახსენდება ჩემო პრინცესა. ყველაფერი. შენი ჩახუტება მომენატრა – ისევ მიღიმიის. მე ყურებამდე ვეკრიჭები და ძალიან მაგრა ვეხუტები ქალს. როგორ მომწონს მისი ჩახუტება...
– საწოლი გაგიშალე! ამისთვის შემოვედი. ტკბილ სიზმრებს გისურვებ საყვარელო! – როგორი კეთილი თვალები აქვს ამ ქალს
– მადლობა! თქვენც ასევე! – ვუღიმი და ის ოთახიდან გადის
სააბაზამოში შევდივარ და ვიბან. შემდეგ გარდერობში გავდივარ, ის ძალიან დიდია, ნეტა ასეთი პრანჭია ვიყავიი? ჩემს თავს ვერ ვიტან!
პიჟამის თეთრ მაისურს და შორტს ვიცვამ. თმას ვიშრობ და ვივარცხნი, შემდეგ ოთახში ვბრუნდები.

სვანეთის ტყის ბნელი ანგელოზი (თავი 13 დასასრული)


პლედს ვიხვევ, აივანზე გავდივარ, ჩემს ოთახში ნაპოვნ აიპედი და ყურსასმენები გამაქვს, მუსიკას ვრთავ პირველი Coldplay - Hymn For The Weekend ირთვება და მეც ვდუნდები.
იქნებ რამე იყოს ისეთი რაც მე ყველაფერს გამახსენებს... იქნებ რამე ნივთი ან ადგილი? ნუთუ არაფერი არსებობდა ჩემს ხხოვრებაში და სრულიად უაზრო იყო? ჩემს წარსულზე ვერავის ვერაფერს ვეკითხები, ამას ვერ ვბედავ? ნეტავ რა ხდება ჩემს თავს? ცოტაც და ჭკუიდან შევიშლები. საშინლად ვგრძნობ თავს.
ხმაური მესმის. უკან ვიხედები. გიორგია. ყურსასმენებს დროებით ვიხსნი ყურებიდან.
– არ გცივაა? – ჩემსკენ მოდის.
მე თავს უარის ნიშნავ ვაქნევ. გვერდით ვიჩოჩები, დაჯდომას თუ დააპირებს და ისიც გვერდით მიჯდება.
– პლედს მიწილადეებ? – იღიმის. რა სიმპათიური ძმა მყოლია.
– კი! – მეც ვუღიმი და პლედს მასაც ვხვევ. ერთმანეთ ვეკვრით.
– ჩაგეხუტები! – ვეუბნები, ძალიან მინდება რომ ჩავეხუტო. მას ეცინება და თავს აქნევს, ისიც მეხუტება. თავს მხართან ვადებ.
– რამე გაიხსენეე? – მეკითხეა
– რასაც ვხედავ... თითქოს ყველაფერი მეცნობა... თითქოს სადღაც მინახავს ეს ყველაფერი... მაგრამ ბოლომდე ვერ ვიხსენებ! რასაც ვაკეთებ თითქოს მანამდეც გამიკეთებია, მაგრამ ვერაფერს ვიხსენებ, ბოლომდე ვერ მიმყავს ვერაფერი. მაინტერესებას როგორი ვიყავი. ძალიან პრანჭია ვიყავიი? მეტიჩარააა? ქედმაღალი? ძალიან აუტანელი ვიყავიი? – მას ავხედე
– არა! არა რათქმაუნდა... შენ ზუსტად ისეთი იყავი როგორიც ახლა ხარ. ძალიან ბავშური და სუფთა. ახლაც ეგეთი ხარ. ყველაფერს მე ვერ გეტყვი, ექიმმა თქვა თავისით რომ გაიხსენოს უკეთესი იქნებაო.
– მესმის. არაფერი არ არსებობს ისეთი რამაც შეიძლება ყველაფერი გამახსემნოს. რაიმე ნივთი, ადგილი, ან რამე. ნუთუ ასეთი უინტერესო ვიყავი.
– ყველაფერი არსებობს! ასეთი ძალიან ბევრი რამაა! მაგრამ ყველაფერს დრო გვიჩვენებს. დედა და მამა ამ საქმეზე ლაპარაკობენ. ალბათ ყველაფერი იქნება! – როგორ მაინტერესებს რაზე საუბრობს გიორგი, ლაშაც ამაზე მესაუბრებოდაა? თუ სხვა რამეზე? ხმას მაინც არ ვიღებ და ვჩუმდები. ცოტახნში მეძინება.


* * *
სამი კვირა გავიდა რაც ლაშა ბოლოს ვნახე. იმ დღეს "ხვალამდეო" მითხრა მაგრამ არ მინახავს. ეს ჩემი ბრალია. მე არ მინდოდა მისი ნახვა, იმიტომ რომ მის წინ დამნაშავე ვიყავი და შეხედვა არ მინდოდა მისთვის.
ჩემში არაფერი ხდება. ისევ ისე ვარ. ცარიელი. წარსული ისევ დაკარგული მაქვს. ღერთო ამაზე საშინელება არაფერია. ამდენ ხანში მხოლოდ გიოსთან მოვახერხე კარგი ურთიერთობა დამემყარებინა. სხვებთან ვერ ვიხსნები, მათ ვერაფერს ვეუბნები. ან რა უნდა ვუთხრა? სალაპარაკო თემა ხომ ატრ არსებობს? ეს ყველაფერი მაგიჟებს.
ჩემს ოთახში ვზივარ. პიჟამაში გამოწყობილი. ოთახში დედა შემოდის.
– ლილე! – მიღიმის – გაემზადე. მივდივართ. ნივთები ჩაილაგე, თბილიც და გრილიც, არ მკითხო სად მივდივართ! მხოლოდ იმას გეტყვი რომ ის შენთვის სამოთხეა! – ისევ ეშმაკურად იღიმის და კარებს იხურავს.
გული სწრაფად ამიძგერდა. თითქოს რაღაც საოცრება ხდება ჩემში. თითქოს კოსმოსში დავფრინავ სადაც უამრავი ვარსკვლავია. ჩემს გონებაში როგორც იქნა რაღაც გაჩნდა. ის მიხმობს, სიცივეა.
საწოლიდან ვხტები და გარდერობში შევდივარ. ჯერ ბარგს ვალაგებ ისე როგორც დედამ მირჩია.
მე შავ თეთრ ზოლებიან მაისურს, თეთრ გრძელ ქვედა ბოლოს და თეთრ ბოტასებს ვიცმევ. თმას ვიწნი და ზურგზე თეთრ ზურგჩანთას ვიკიდებ რაშიც ყველაფერი ჩავიწყვე რაც შეიძლება გზაზე დამჭირვებოდა.


სვანეთის ტყის ბნელი ანგელოზი (თავი 13 დასასრული)


სვანეთის ტყის ბნელი ანგელოზი (თავი 13 დასასრული)



ჩემოდანს ვიღებ და ქვევით ლამის ფრენით ჩავდივარ და ფეხიც მტკივდება, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ. ჰოლში შევდივარ. იქ ყველაა. დედა, მამა, გიო, ნიკა, ლიკა, ლუკა, ნინო და ლაშა (ამდენი ხნის შემდეგ ისევ ვხედავ)
– ლილე! – გიო დგება და ხელებს ერთმანეთს უტყაპუნებს, მე მას ვუყურებ – იქ მივდივართ სადაც შენი გულია! თავიდან დაიბადები! ეს კი მე მომეცი და წამოგიღებ, შენ ჩემს მანქანისკენ გაეშურე. ყურებამდე ვიკრიჭები და მის ნათქვამს ვასრულებ. მანქანაში ვჯდები. ლაშა მახსენდე ასე სერიოზულად რომ მიყურებდა წეღან.
ლაშაც ჯდება მანქანაში. სხვები ყველა თავიანთ მანქანებში ნაწილდებიან, ლაშა მარტოა.
მანქაა იძვრის. მუსიკებს ვუსმენ. Assassin’s Creed Unity _ Jetta - I'd Love to Change the World ირთვება და მეც დიდი სიამოვნებით ვუსმენ. ლაშა ხანდახან გამიომხედავს ხოლმე, შემდეგ ისევ გზას უყურებს.
იქ მივდივარ სადაც ჩემი გული ძგერს? ნეტავ საად? გამოდის შორს.როგორ მაინტერესებს! თბილისში რატომღაც ცუდად ვგრძნობ თავს, იმის მიუხედავად რომ ძალიან მიყვარს, ის ხომ დედაქალაქია, უძველესი, ლამაზი ქალაქი. მაგრამ ამ მდგომარეობაში სადღაც სხვაგან მინდა ყოფნა. სადღაც ცასთან ახლოს.
გზაში მეძინება და მანქანის ჯანჯღარი მაღვიძებს, ოდნავ მცივა, თვალებს ჯერ არ ვახელ, სხვანაირი, დიდებული ჰაერია, თთქოს ადრეც მისუნთქავს. ამჯერად ვახელ თვალებს. მთები, ირგვლივ მთებია და გული მიჩქარდება. ერა ხდება, ნუთუ მართლა აქაა ჩემი გული? ასეთი შეგრძნება რისთვის. გიო ჩემს ემოციებს ხვდება.
– მგონი ცნობ! – იღიმის
– ეს მთები! არვიცი რა მჭირს! რაღაც ნამდვილად მჭირს და ვერ ვხვდები რა! ეს რა ადგილია! სად ვარ! – მართლა გაოგნებული ვარ
– სვანეთი! – მეუბნება ლაშა და მაშინვე ვხედავ სვანურ კოშკებს.
ტანში ჟრუანტელი მივლის. ჩემს თავს ტრაღაც ხდება. რატომ მეუფლება სიამაყის გრძნობა? რისთვის? რა მიზეზით? რატო ვსუნთხავ ჩიტივით თავისუფლად? რატომ მგონია რომ ფრთებია მაბია ზურგზე? ღმერთ ჭკუიდან ვიშლები. მემგონი ვიღაცამ ძილში ნარკოტიკი გამიკეთა. მანქანა ორსართულიანისახლის წინ ჩერდება, ლამაზი სახლია და კოშკი უდგას გვერდით. მანქანიდან ვხტები.
– ეს ჩვენი სახლია ლილე! – მამა სახლზე მანიშნებს.
მე შიგ შევდივარ სადაც დედას უკვე კარი გაუღია და შიგ შესულა. მეც შევდივარ. სხეულს ვერ ვიმორჩილებ და რომელიღაც ოთახში გაუაზრებლად შევდივარ.
ეს ოთახი! ღმერთო ეს ფანჯარა! ჩემს გონებაში ნამდვილი ქარბორბალაა! ფანჯარას კიბე აქვს. ვცოცდები. საჯინიბო! იქ ცხენებია! შიგ შევრბივარ! "ლილე–ნივანორი" ვამჩნევ წარწერას შავ ცხენთან. ლილე ჩემი სახელია. ნივანორი! ეს ცხენი! შავი ცხენი. საჯინიბოდან გამომყავს.
– ლილე! – მესმის გიოს ხმა – რას აკეთებ შეიშალეე? – ეცინება. – გირჩევ იქეთ წახვიდე! – სიცილით მეუბნება და თითით ტყისკენ მანიშნებს.
ღმერთო ეს გზა! ძალიან ცუდად ვარ. ცხენს ვეფერები. შემდეგ ვაჯდები და ტყისკენ გავრბივარ! ეს უკვე სიგიჟეა. ეს ტყე!
აქ მე ვნადირობდი!
ეს ჩემი ტყე!
ნინოც მოვიყვანე რამოდენიმეჯერ!
ეს სვანეთია! მე რომ ასე მიყვარს! ეს ის ადგილია ცასთან რომაა ძალიან ახლოს! აქედან მეცნო ეს მთები და ჰაერი! ღმრთო ყველა მოგონება ერთად მაწყდება თავს და ხელები თავთან მიმაქვს. სახე მემანჭება და მიწაზე ვჯდები. ტყე! სახლი! კოშკი! ჩემი ნივანორი! მე მონადირე ვარ! ლაშას გაცნობა! პირველი კოცნა! ნიძლავი რომელიც ლაშამ წააგო! ბაჩო! ლიზა! " რასშვრებით სახლში როგორ ხართ მეთქი" ეს ფრაზა – იგივე მიყვარხარ! ლაშას ვუთხარი! ვარსკვლავები! მთვარე! მოჭედილი ცა! ღამით გაპარვა და კოშკზე დარჩენა! ლიზასთვის წარბის აცლა! მამას ჩამოსვლა და დედას სიხარული! კულონი – სვანეთის ტყის ბნელი ანგელოზი – ის მე არ მაქვს! ღმერთო! ყველაფერი! ყველაფერი გამახსენდა! სვანი ვარ! დიახ ეგ მეამაყებოდა! მე ხომ სვანი ვარ! მე ხომ სვანეთის ტყის ბნელი ანგელოზი ვარ! – ფეხზე ვდეგები და სახეს ვიწესრიგებ. ცრემლებს ვიშორებ. ამჯერად სიხარულის ცრემლებს! ლაშასთან უნდა წავიდე!
სახლისკენ მივრბივარ. არავინ მეჩეხება გზად. კოშკზე ავდივარ. მგონია რომ იქაა ლაშა მაგრამ ვცდები! იქ არ არის! სახურავზე ვდგები და მეფლე ბა გრძნობა რომ ცას ვწვდები! ეს საოცრებაა!
– ვერაფერს იხსენებ არაა! – ლაშას ხმა მესმის. ვხვდები რომ ახლა მოვიდა და არ იცის რომ მე ის გამახსენდა
– ვერა! – ვცრუობ და მისკენ ვბრუნდები
– ვიცი თავს საშინლად გრძნობ! მაგრამ მინდა რაღაც მოგცე! ეს შენია! შენ სვანეთის ტყის ბნელი ანგელოზი ხარ! არ მკითხო საიდან და როგორ. უბრალოდ გამომართვი – მეც ვართმევ და მინდა ვიკივლო. თავს ვიკავებ. არაფერს ვეუბნები და ემოციებს ძლივს ვთოკავ. – როცა საავადმყოფოში მიგიყვანე, შენი პირადი ნივთები მე მომცეს, ეს მათში იყო და მე ავიღე, ველოდებოდი შესაფერის დროს რომ ეს შენთვის მომეცა, ახლა დროა. მე შენი ცხოვრებიდან წავალ. ასე უფრო კარგი იქნება შენთვის, თავიდან რომ დაიწყო ცხოვრება! – ბრუნდება და წასვლას აპირებს.
– თუ გეტყი "რას შვრები სახლში როგორ ხარ!" – მეთქი მაინც წახვალ? – ყელსაბამს ვიკეთებ და მის რეაქციას ველი.
– ლილე! – ჩემსკენ დაბნეული ბრუნდება – გაიმეორე! – გაკვირვებულია! საშინლად გაკვირვებული! იეს!
– ეას შვრები სახლში როგორ ხარ! ლაშა! მე ორი წლის ბავში ვარ! შენ რომ მეუბნებოდი! – ცრემლები მომდის
– ლილე! ვგიჟდები შენზე! – ჩემსკენ სიცილით მოდის და ჰარში მიტაცებს. ერთხანს მეშინია რომ არ გადავვარდეთ. მაგრამ ყველაფერს იგნორს ვადებ და ლაშას ვეხუტები. მსვამს და ტუჩებში მკოცნის. მე ის ისევ მიყვარს. ჩემი გონება ცარიელი აღარაა! ის სავსეა! ძალიან სავსე! მოგონებებით! სვანეთით! მე ისევ სვანეთის ტყის ბნელი ანგელოზი ვარ! არ ვიცოდი ასეთი რამ თუ ოდესმე გადამხდებოდა თავს, მაგრამ მე ნარცისი შემიყვარდა, ჩემი პირველი კოცნა, ამ ნარცისთან, რომელსაც მე შევუყვარდი და მეც შემიყვარდა. მე ის "რას შვრები სახლში როგორ ხარ" მასაც იგივე.


სვანეთის ტყის ბნელი ანგელოზი (თავი 13 დასასრული)


* * *
2073 წელი
27 ივლისი
მე უკვე მოვხუცდი. ლაშაც მოხუცდა მაგრამ სიგიჟე არ დაგვიკარგავ. არც სულით ახალგაზრდობა, 3 შვილი მყავს და 7 შვილიშვილი. უკვე 58 წელი გავიდა ჩემ საუკეთესო პერიოდიდან, მაგრამ მე ახლაც სვანეთის ტყის ბნელი ანგელოზი ვარ!



№1  offline წევრი lilu7

ძალიან დიდი ბოდიში რომ ასე დავაგვიანე! ვერ ვახერხებდი! :( ყველას უზომოდ დიდი მადლობა იმ თბილი კომენტარებისთვის ასე რომ მიწერდით და შენიშვნებისთვისაც დიდი მადლობა! :* <3 ყველანი ძალიან მიყვარხართ! <3 <3 <3 (დამავიწყდა რომ ისტორიის ბოლოს მიმეწერა)

 


№2  offline წევრი coco girl

erti saati vfiqrobdi ra davwerometqi :D bolos mivxvdi rom "ras shvrebi saxlshi rogor xar" <3

 


№3 სტუმარი new)

Vaimee axla gavafreeen :D Tvalebs ar vujerebdi ro shemovedi da es satauri wavikitxe megona agharasdros meghirseboda da dzalian dzalian gamaxarare. Sul vkitxulobdi am motxrobas da ardamikomentarebia aqamde, moklet saocari gogo xar saocari fantaziit da gansakutrebuli weris stilit. Yoveli tavi calke istoriaa da dzalian sasiamovno sakitxavi. Warmatebebs gisurveb da imedia gaagrdzeleb weras magram amdenxans aghar gvalodino xolme. :* :* :* :*

 


№4  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

სად დაიკარგე აქამდე? უკვე იმედი მქონდა გადაწურული რომ დაამთავრებდი ამ ისტორიას... არ ვიცი რა ვთქვა... სვანეთი საოცრებებს რომ ახდენს კი ვიცოდი და აჰა კიდევ ერთი საოცრება... ძალიან მომეწონა ლილე როგორც ყოველთვის თავის ხასიათს არ კარგავს და ლაშაც ძალიან საყვარელია... ძალიან მომენატრე და იმედია ახალ ისტორიას მალე შემოგვთავაზებ...

 


№5  offline წევრი lilu7

coco girl
erti saati vfiqrobdi ra davwerometqi :D bolos mivxvdi rom "ras shvrebi saxlshi rogor xar" <3

ჩემი მზის ნათება ხარ! <3 <3 wink fellow

new)
Vaimee axla gavafreeen :D Tvalebs ar vujerebdi ro shemovedi da es satauri wavikitxe megona agharasdros meghirseboda da dzalian dzalian gamaxarare. Sul vkitxulobdi am motxrobas da ardamikomentarebia aqamde, moklet saocari gogo xar saocari fantaziit da gansakutrebuli weris stilit. Yoveli tavi calke istoriaa da dzalian sasiamovno sakitxavi. Warmatebebs gisurveb da imedia gaagrdzeleb weras magram amdenxans aghar gvalodino xolme. :* :* :* :*


ძალიან დიდი დიდი მადლობა! <3 <3 :* ძალიან გამიხარდა ასე რომ მოგეწონა <3 <3 ახალი ისტორიის ბეჭდვა დავიწყე და ალბათ მალე იქნება <3ც <3 მადლობა ისევ! <3

უცნობი ქ
სად დაიკარგე აქამდე? უკვე იმედი მქონდა გადაწურული რომ დაამთავრებდი ამ ისტორიას... არ ვიცი რა ვთქვა... სვანეთი საოცრებებს რომ ახდენს კი ვიცოდი და აჰა კიდევ ერთი საოცრება... ძალიან მომეწონა ლილე როგორც ყოველთვის თავის ხასიათს არ კარგავს და ლაშაც ძალიან საყვარელია... ძალიან მომენატრე და იმედია ახალ ისტორიას მალე შემოგვთავაზებ...

<3 <3 მეც ძალიან მომნატრებია ასეთი კომენტარები. <3 ძალიან მიყვარხარ შენც და სულ ყველა. ძალიან ძალიან დიდი მადლობა! <3 მიხარია რომ მოგეწონა! <3 :*

 


№6  offline წევრი Diosa Dela Tristeza

ვაიმეეეე არ მჯერააა ან ისევ მესიზმრებააა ან არ ვიცი გავგიჟდი?
დაბრუნდიიიი დაბრუუუნდიიი ჩემი თბილი გოგო დაბრუნდაა❤❤❤
ვაიმეეე მეე ემოციებში ვარ ვერაფერს დავწერ!
საოცრებაააააააააააა!!!❤❤❤❤

ვაიმეეე ვერ ვჩერდებიიი :დდდ
ცუუუდაად ვააარ მეე!
აუ, არ ვიცი რა ვთქვა რაა! ვგიჟდები სვანეთზე,მთიან ადგილებზე,ჩემს ლამაზ ლილეზე, ლაშიკოზე, ამ სამყარაზე, მზეზე მთვარეზე, ვარსკვლავებზეე, შენზეე!!!!!!! დაა რა ვიციიი კიდეე იმდენიაა გავაფრინეეეე!!!
სიხარულს ვეღარ ვთოკავ :დდდდ
მადლობის მეტი რა მეთქმის❤❤❤❤

 


№7  offline წევრი mimimimo

ეს იყო რაღაც საოცრება.
ერთი კვირის წინ შევამოწმე, იქნებ დადო-მეთქი, მაგრამ - არა.
ახლა კიდევ, რომ ვნახე წამიერი შოკი მქონდა.
ვერ გადმოვცემ ჩემს ემოციებს.
ძალიან მაგარი იყო.

როდესაც ყველაფერს იხსენებდა..
ვკითხულობდი და ტაო მაყრიდა.
ძალიან მაგარი ხარ!
გელოდები ახალი ისტორიით.
(ჩემსკენ - არა, ჩემკენ. ფუძეა - ჩემ და არა - ჩემს.) love

 


№8  offline წევრი lilu7

gvanciko_gvancunia
ვაიმეეეე არ მჯერააა ან ისევ მესიზმრებააა ან არ ვიცი გავგიჟდი?
დაბრუნდიიიი დაბრუუუნდიიი ჩემი თბილი გოგო დაბრუნდაა❤❤❤
ვაიმეეე მეე ემოციებში ვარ ვერაფერს დავწერ!
საოცრებაააააააააააა!!!❤❤❤❤

ვაიმეეე ვერ ვჩერდებიიი :დდდ
ცუუუდაად ვააარ მეე!
აუ, არ ვიცი რა ვთქვა რაა! ვგიჟდები სვანეთზე,მთიან ადგილებზე,ჩემს ლამაზ ლილეზე, ლაშიკოზე, ამ სამყარაზე, მზეზე მთვარეზე, ვარსკვლავებზეე, შენზეე!!!!!!! დაა რა ვიციიი კიდეე იმდენიაა გავაფრინეეეე!!!
სიხარულს ვეღარ ვთოკავ :დდდდ
მადლობის მეტი რა მეთქმის❤❤❤❤

ვაი! <3 <3 ახლა მეც ემოციებში ვარ! <3 <3 მეც უსაზღვროდ ვგიჟდები შენზე! <3 <3 <3 არ ვიცი მე როგორ მოგიხადო მადლობა! <3 ძალიან ძალიან დიდი მადლობა! <3 აი მართლა არ ვიცი რა ვთქვა! მე შენზე ვგიჟდები <3<3 <3 მიყვარხარ უზომოდ <3 <3 ემოციები მეც მომაწვა ამ წამს <3 love love

mimimimo
ეს იყო რაღაც საოცრება.
ერთი კვირის წინ შევამოწმე, იქნებ დადო-მეთქი, მაგრამ - არა.
ახლა კიდევ, რომ ვნახე წამიერი შოკი მქონდა.
ვერ გადმოვცემ ჩემს ემოციებს.
ძალიან მაგარი იყო.

როდესაც ყველაფერს იხსენებდა..
ვკითხულობდი და ტაო მაყრიდა.
ძალიან მაგარი ხარ!
გელოდები ახალი ისტორიით.
(ჩემსკენ - არა, ჩემკენ. ფუძეა - ჩემ და არა - ჩემს.) love

დიდ დიდი მადლობა. <3 მე კიდე მეგონა რომ კარგი არ გამოვიდოდა და თან გადაავიწყდებოდა მკითხველს, ემოციებში ვარ <3 <3 ვგიჟდები ყველაზე. მადლობა შენიშვნისთვის გავითვალისწინებ აწი. ისევ ძალიან დიდი მადლობა! <3 <3 <3 აღარ ვიცი რა ვთქვა, ჩათვალეთ რომ ყველაფერი კარგი გითხარით, მე ვეღარაფერს ვფიქრობ <3 <3

 


№9  offline მოდერი Tako Tako_2

აუ რა საოცრებაააააააა, ძაან მაგრად წერ

 


№10 სტუმარი darkangel_13

პირველად ვიტირე მოთხრობაზე sob ყოჩაღ! ძაანმაგარი გოგო ხარ შენ!!<3

 


№11  offline წევრი Katemalfoy

Aiii kvlaze magari ram iko rac ki odesme wamikitxavs am saitze????????gamis gatenebad namdvilad girda????????vgijdebi svanetze da svanebze????????shen kidev ufro shemakvare <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent