შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭირვეული სტუმარი (5 თავი)


19-04-2016, 00:01
ავტორი murachashvili
ნანახია 5 333

მეხუთე თავი

როგორც იქნა ნინიკოს მოფერებისა და მოკითხვის შემდეგ ქალბატონებმა ჩემთვისაც მოიცალეს, ძნელი მისახვედრი არ იყო, ვინ იქნებოდა ნინიკოს დედა, ქალბატონ თამარსაც ძმისა და შვილის მსგავსად თვალები ლურჯი-მომწვანო ჰქონდა. ეს ნიშა აშკარად გამოარჩევდათ დანარჩენი ნათესავებისგან. ქალმა თბილად ჩამიხუტა, ისე მომიკითხა და მომეფერა თითქოს წლებია ვიცნობდი, უხერხულობის შეგრძება, რომელიც მათთან შეხვედრისას გამიჩნდა, რამოდენიმე წუთში გამიქრა, იმდენად შინაურულად მიმიღეს, თითქოს საკუთარ სახლში ვიყავი.
- როგორი ლამაზი ყოფილხარ, შვილო, ღმერთმა დაგლოცოს, ასეთი მსგავსება არ მინახავს, თითქოს მთლად ჩვენი ხარ, არა თამარ?!.... - ვინ იცის მერამდენედ ეკითხებოდა მოხუცი ნინა შვილს და თვალებში ცრემლებჩამდგარი აკანკალებული ხელებით მეფერებოდა.
- კი დედა, კი, ალბათ ამიტომაც შეეწყვნენ ერთამანეთს ასე კარგად... - თბილად ეთანხმებოდა თამარიც.
ცნობისმოყვარედ, დაჟინებული მზერით მიმზერდნენ დანარჩენი მანდილოსნებიც, მომეტებულ ყურადღებას მიჩვეული არ ვიყავი და არც მიყვარდა, ცოტა არ იყოს თავი უხერხულადაც კი ვიგრძენი.
ვიდრე მამაკაცები მოვიდოდნენ ქალბატონები სუფრას აწყობდნენ, დახმარება მეც მოვინდომე, თუმცა ახლოს არ მიმიკარეს.
- რას ამბობ, შვილო. ამდენ ქალებში რა ძალაა სტუმარს თუ არ გამუშავებთ?! - შეიცხადა მოხუცმა, სხვა გზა არ მქონდა, აშკარად ხელს ვუშლიდი, იქვე გვერდზე გავედი და ულამაზესი ხედით ვტკბებოდი. მთის წვერიდან ხელისგულივით მოჩანდა არაგვის ხეობა, წვრილ ხაზად მიიკვლევდა აბობოქრებული მდინარე გზას. დედა მართალი გამოდგა, საკმაოდ ციოდა, ქარი თმებს მიწეწავდა, ვერ გაიგებდი თოვდა თუ წვიმდა. თუმცა მე სიცივეს ვერ ვგრძნობდი, შინაგანად თითქოს ცეცხლი მეკიდა, ისე ამაფორიაქა ლევანის რეაქციამ ადგილს ვეღარ ვპოულობდი.

როგორც იქნა დაბრუნდნენ მამაკაცებიც და სუფრასთან მიგვიწვიეს. ამდენ ხალხში ვერც დავიმახსოვრე ვინ-ვინ იყო, ნინიკო ყველას ბიძებად, დეიდებად, დეიდაშვილ-ბიძაშვილებად მოიხსენიებდა, უცნაურად მეჩვენებოდა ამდენი ბიძისა და დეიდის ყოლა, თუმცა ხმამაღლა კითხვის დასმას ვერ ვბედავდი, საუბარში თანდათან გავარკვიე, რომ სუფრასთან ოთხი თაობის ნათესაობა შეკრებილიყო, ალალი ბიძა კი მხოლოდ ლევანი გახლდათ. მე თამარსა და ნინიკოს შორის მოვხვდი, წინ ლევანი და რამოდენიმე უცნობი მამაკაცი მესხდნენ, ამხელა სუფრაზე ისე აღმოჩნდა, რომ მათთვის ერთად-ერთი გარეშე სტუმარი მე გახლდით, ალბათ ამით იყო ის მომეტებული ყურადღებაც გამოწვეული რასაც ჩემთან მიმართებაში სუფრასთან მსხდომი ახალგაზრდა მამრობითი სქესის წარმომადგენელები იჩენდნენ. არ ვიცი მომეჩვენა თუ არა, თუმცა აშკარად იგრძნობოდა, რომ მათი მხრიდან ელემენტარული თავაზიაობის ჟესტის გამოვლინებაც კი საოცრად აღიზიანებდა ბატონ ლევანს, მის უხეშ რეაქციებს კი სიტუაციის საკმაოდ დაძაბვაც მოჰყვა.
- მარიამ, არაფერი გითქვამს შენი ოჯახის შესახებ, რა გვარის ხარ, სადაური? ... - თითქოს სუფრასთან არსებული უარყოფითი მუხტის გაფანტვა სცადა გვერდით მჯდომმა ერთ-ერთმა სავარაუდოდ მისივე ასაკის მამაკაცმა.
- მოსაყოლი ბევრი არაფერია, წარმოშობით მთიული ვარ.... - ღიმილით ავღნიშნავ მე.
- რას ამბობ, რა გვარი? - ინტერესით ჩამეკითხა ქალბატონი ნინა.
- ძლივს ვიღაც მომეწონა, და იმდენ კითხვას დაუსვამენ ვიდრე ნათესავი არ გამოდგება!.... - მხიარულად აღნიშნავს ერთ-ერთი ახალგაზრდა.
- აბა, ბიჭო. ხომ არ შეიძლება მთელი საქართველო ბიძაშვილებად ვითვლებოდეთ!... - ხუმრობაში არ ჩამორჩა იქვე მჯდომიც.
ვიგრძენი მათი კომენტარებისგან როგორ გავწითლდი, თავი დავხარე და დაჟინებით მომზირალ ყმაწვილებს თვალი ავარიდე.
- კაიშაური! - ღიმილით შევხედე მოხუცს.
ჩემს სიტყვებს უცნაური რეაქცია მოჰყვა. თამარმა შეცბუნებულმა გახედა ძმას. თითქოს თვალებით ესაუბრებოდა წინ მჯდომს.
- კაიშაურები დიდი გვარი არაა... - ჩაფირებული საუბარს აგრძელებდა ლევანის გვერდით მჯდომი მამაკაცი -შალვა კაიშაურის ვინ ხარ?
უცნაურად გამიხარდა უცნობისგან დიდი ბაბუის სახელის გაგება, თვალები სიხარულით გამიბრწყინდა:
- შალვა ჩემი დიდი ბაბუაა გახლდათ...
მამაკაცმა გაოცებულმა გახედა ლევანს: - იცოდი?! - მართალია ჩუმად იკითხა, მაგრამ მისი კითხვა მაინც გავიგონე.
შალვას ხსენებაზე თვალები ცრემლებით აევსო ნინას, მისმა ცრემლებმა ჩემზეც იმოქმედა, იმდენად შემძრა, მეც კი ავტირდი. გაოცებული, გაფართოებული თვალებით გვიმზერდა ნინიკო. ალბათ არანორმალურად ეჩვენებოდა ჩვენი ქცევა, თუმცა ამ ემოციისთვის სახელის დარქმევა მეც მიჭირდა.
- შალვას ორი ვაჟი ჰყავდა, შენ რომლისა ხარ შვილო? - ხმის კანკალით მკითხა მოხუცმა.
- მე ჯაბას შვილიშვილი ვარ! - საკუთარი ხმა მეთვითონვე მეუცხოვა, ისეთი დაძაბული ვიყავი, მოხუცი კიდევ რაღაცას მეკითხებოდა, თუმცა მის სიტყვებს ყურადღებას აღარ ვაქცევდი, ჯიუტად მივჩერებოდი წინ მჯდომ გაფითრებულ ლევანს, რომელიც ისევ თვალებით ესაუბრებოდა დას. უტყვი საუბარი რამოდენიმე წუთს გაგრძელდა, თითქოს ისევ თამარი მოვიდა გონს.
- აი თურმე ვის ჰგევხარ, ქეთის!... - მღელვარებისგან ხმა უთრთოდა ქალს -მთელი დღეა ვფიქრობდი ვის მაგონებდი, დაჯერება მიჭირს, ქეთი კაიშაურის ქალიშვილი აფციაურებს სტუმრობს.... - გულში ძლიერად მიკრავდა თამარი, მოხუცზე ნაკლებად არც ის ღელავდა, ვგრძნობდი როგორ ცახცახებდა ემოციებისგან.
შეუძლებელი იყო ეჭვი შეგპარვოდა, ეს ხალხი ჩემს ოჯახს იცნობდა, იმაზე კარგადაც კი ვიდრე - მე.
უცებ გამიელვა: - იქნებ მამაჩემსაც იცნობენ, იქნებ?.... - საკუთარი ფიქრების პანიკურად შემეშინდა, თვალი წინ მჯდომ ლევანს შევავლე - შეუძლებელია! - თითქოს განგაში ატეხა გონებამ. ვიგრძენი სისხლი როგორ გამეყინა ძარღვებში.
- შეუძლებელია! - უნებურად ხმამაღლა წამომცდა, თუმცა აღარ მაღელვებდა რას ვამბობდი. საფეთქლებს ნერვიულად ვისრესდი, ვცდილობდი აზრებისთვის თავი მომეყარა.
ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, საკუთარი გულისცემაც კი მესმოდა, რამდენჯერ მიფიქრია რა განცდა მექნებოდა მასთან შეხვედრისას, ახლა კი წინ მეჯდა, მისი დაბნეული მზერა იმაზე მეტყველი გამოდგა ვიდრე წარმომედგინა, ჩემზე ნაკლებად არეული არც ის ჩანდა. არ ვიცი რა მინდოდა, ალბათ ველოდი, რომ ერთ სიტყვას მაინც მეტყოდა, არადა იმტენად მეტკინა, იმდენად მეწყინა... სწორედ ამ დროს ჩემმა ტელეფონმაც დარეკა, დედა იყო. მისი ზარი ასე ძლიერად არასოდეს გამხარებია.


- ხო, დე.. - ხმა მიკანკალებდა.
- რა გჭირს? ტირიხარ?! - მისი შეშფოთებული ხმა გულზე დამამშვიდებლად მომედო.
- არა, რას ამბობ... - ბოდიშის მოხდით სუფრას გამოვერიდე და შედარებით წყნარ ადგილზე გავედი - უბრალოდ ცივა და ცოტა მაკანკალებს... - ჩემი ჭკუით მოხერხებულად ვიცრუე.
- თბილად არ ჩაიცვი, ქურთუკი ხომ გაგატანე? - დედა როგორც ყოველთვის ღელავდა და მეც ეგოისტურად ბედნიერი ვიყავი. ეხლა გვერდით რომ მყოლოდა აუცილებლად ჩავეხუტებოდი და ალბათ ბევრსაც ვიტირებდი.
- მარიამ, რამეს მიმალავ?! - გამომცდელად მეკითხებოდა ის.
- არა დე, რას უნდა ვმალავდე, არ მეგონა ასეთი სილამაზე თუ დამხვდებოდა... - ხელოვნურად მხიარული ხმით ვპასუხობ.
- მართლა? წარმომიდგენია... კარგად ერთობი?
სწორედ ამ დროს თავზე ლევანი წამომადგა: - იქნებ მალაპარაკო?! - მკაცრი ხმით კი არ მთხოვა, ფაქტიურად მიბრძანა.
ტანში უსიამოვნოდ გამცრა, მესმოდა დედა ისევ რაღაცას მეკითხებოდა, პასუხის გაცემა ვერ მოვასწარი, ტელეფონი ხელიდან გამაცალა მამაკაცმა:
- გამარჯობა ქეთი!
გვერდზე გასვლა არც კი მიფიქრია, მუქარით ვუმზედი მას, მამაკაცის ხმის გაგონებაზე დედა გაჩუმდა, თითქოს იაზრებდა, ან იქნებ ხმის ტემბრს იხსენებდა, თავს დავდებდი, ტელეფონის მეორე მხარეს ტიროდა. ვხედავდი როგორ უცახცახებდა ხელები ლევანსაც, თითქოს მისალმება, მხოლოდ ეს ორი სიტყვა იყო საკმარისი, აღარაფერი უთქვამს ტელეფონი ისევ მე მომაწოდა.



№1  offline წევრი PARVENU

Dedaaa xo vtqvi xo vtqvi... Damawyda nervi es sad gacherdi
--------------------
Parvenu

 


№2 სტუმარი ემი

ასე ცოტააა? გაგიბრაზდი.....

ასე უცებ არ ველოდი მოვლენების განვითარებას... winked

 


№3 სტუმარი მიკა

მეტი ინტრიგა მინდა:) მალე გაირკვას ეს დედამისის ამბები და ამ გოგოს ლავ სთორიც შემოიტანე რა.

 


№4  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ძალიან მომეეონა ისტორიის ასეთი განვითარება... მგონია რომ ლევანის და ქეთის ისტორია ძალიან საინტერესო იქნება... ამ თავში ისე განვითარდა მოვლენები ვფიქრობ უფრო დაიძაბება სიტუაცია შემდეგში... ლევანი ძალიან მომწონს და მოუთმენლად ველოდები მის ისტორიას... მოკლედ მალე სადე რა ახალი თავი მოუთმენლობა მიპყრობს ყოველთვის როდესაც შენს ისტორიებს ეხება საქმე...

 


№5 სტუმარი kiska1

ვაივაიიი ინტრიგანოოო!!!! რაკარგია <3 მალედადე თორე ვეღარ ვითმ
ენ

 


№6  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან გაცუღლუტდი ქალბატონო ეს რა ადგილას გაწყვიტე ჰაააა. როგორც მივხვდი ლევანი მამამისია .უჰ საშინლად მომწონს და ძალიან პატარებს დებ რარი ეს გაადიდე ცოტა ხომიცი როგორ ვგიჟდები შენზე ფლიზზზზზ.

 


№7  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ინტრიგა თანაც ასეთი?! ჩემს ნერვებზე სასტიკად მოქმედებს wink მაგრამ ძალიან მომწონს რაღაც უცხია და სიმართლე გუთხრათ მთლად ბოლომდეც ვერ გავერკვიე რა ხდება wink wink male Dade ra love

 


№8  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ello1997
Dedaaa xo vtqvi xo vtqvi... Damawyda nervi es sad gacherdi

ემი
ასე ცოტააა? გაგიბრაზდი.....

ასე უცებ არ ველოდი მოვლენების განვითარებას... winked

მიკა
მეტი ინტრიგა მინდა:) მალე გაირკვას ეს დედამისის ამბები და ამ გოგოს ლავ სთორიც შემოიტანე რა.

უცნობი ქ
ძალიან მომეეონა ისტორიის ასეთი განვითარება... მგონია რომ ლევანის და ქეთის ისტორია ძალიან საინტერესო იქნება... ამ თავში ისე განვითარდა მოვლენები ვფიქრობ უფრო დაიძაბება სიტუაცია შემდეგში... ლევანი ძალიან მომწონს და მოუთმენლად ველოდები მის ისტორიას... მოკლედ მალე სადე რა ახალი თავი მოუთმენლობა მიპყრობს ყოველთვის როდესაც შენს ისტორიებს ეხება საქმე...

kiska1
ვაივაიიი ინტრიგანოოო!!!! რაკარგია <3 მალედადე თორე ვეღარ ვითმ
ენ

lalita
ძალიან გაცუღლუტდი ქალბატონო ეს რა ადგილას გაწყვიტე ჰაააა. როგორც მივხვდი ლევანი მამამისია .უჰ საშინლად მომწონს და ძალიან პატარებს დებ რარი ეს გაადიდე ცოტა ხომიცი როგორ ვგიჟდები შენზე ფლიზზზზზ.

ანი ანი
ინტრიგა თანაც ასეთი?! ჩემს ნერვებზე სასტიკად მოქმედებს wink მაგრამ ძალიან მომწონს რაღაც უცხია და სიმართლე გუთხრათ მთლად ბოლომდეც ვერ გავერკვიე რა ხდება wink wink male Dade ra love

უნდა ვაღიარო თქვენმა კომენტარებლა ძალიან გამახალისა wink ასეთი სასიამოვნო თუ იქნებოდა ინტრიგნობა არ მეგონა wink მე მგონი ჩვენი პერსონაჟები ნელ-ნელა ავლენენ საკუთარ ხასიათს, იმედია თქვენს სიმპატიებსაც დაიმსახურებენ... როგორც იქნა გადავალთ ძირითად ნაწილზეც, წინასწარ გეტყვით იქნება გართობა, სიყვარული ცოტა ცრემლი, თუმცა ეს უკანასკნელი მე მგონი ისედაც დიდი დოზითაა... მაქსიმალურად ვცდილობ ცოტა დიდი თავები დავდო, თუმცა სამწუხაროდ არ გამომდის.. დიდი მადლობა, რომ კითხულობთ, მიყვარხართ და კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ თქვენი მოწერილი თითოეული სიტყვა ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია.

 


№9  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Xom vtqvi uechvelad is aris metqi ra debili kacia ra

 


№10  offline ახალბედა მწერალი murachashvili

aanamaria
Xom vtqvi uechvelad is aris metqi ra debili kacia ra


smile joy გადავირიე, ასე სწრაფად მართლა კითხულობ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent