დროს არაფერი მიაქვს (სრულად)
ძალიან ლამაზი ვინმე იყო ნინა, ფარატინა და ეშხიანი. ისე დადიოდა თითქოს მთელი დედამიწა მას ეკუთვნოდა, ასეც იყო, სადაც კი არ უნდა ასულიყო ყველა ინუსხებოდა მისით, ვერავინ ვერაფერზე უარს ვერ ეუბნებოდა. თუმცა დასაშვები ზღვარისთვის არასოდეს გადაუბიჯებია. ნინასთვის დილა განსაკუთრებულად კარგად დაიწყო, დღეს ხომ მისი პირველი დღეა ასე საოცნებო სამსახურში. იგი ჟურნალისტია და მიუხედავად დიდი სირთულეებისა, მაინც შეძლო და დაიწყო მუშაობა ერთ–ერთ საუკეთესო ტელევიზიაში. უცებ გადაივლო წყალი, მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა, ატმისფერი ქვედაბოლო, თეთრი მაისური და დაბალ ძირიანი ფეხსაცმელები მოირგო რათა სიუჟეტის გადაღებისას კომფორტულად ყოფილიყო, სახლიდან გასვლის წინ თავის გამოსახულებას სარკეში ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და სიცილით გავიდა სახლიდან. სამსახურში მისვლისთანავე გაიცნო თავისი ოპერატორი, ჯანო ერქვა ახალგაზრდა ბიჭს და ძალიან მეგობრულად შეხვდა გამოუცდელ ჟურნალისტს. ბევრს არავის არ იცნობდა ნინა ტელევიზიაში, კადრების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, დირექტორის თანაშემწეს და ახლა უკვე თავის ოპერატორსაც, რომელთან ერთადაც მოუწევდა ფაქტიურად მთელი დღეების გატარება. მთელი დღის გადაღებების შემდეგ ნინამ მთელი საღამო მემონტაჟეებთან გაატარა რათა სიუჟეტი შეეკრა. კმაყოფილი იყო, კარგი სიუჟეტი გამოუვიდა, დამწყების გაკეთებულს არ ჰგავდა. სამუშაოს დასრულების შემდეგ პირდაპირ უფროსის თანაშემწესთან, მარიამთან აპირებდა წასვლას ახალი სიუჟეტის თემის ასაღებად, გადაყვიტა მარიამთან ერთად ყავა დაელია რადგან საქმე უკვე მოთავებული ჰქონდა, აპარატიდან ორი ყავა ჩამოასხა და გაეშურა ზემოთა სართულისკენ, თან ყავის ჭიქებზე იყო ორიენტირებული რომ არ დაღვროდა. ისე იყო გართული ვერც კი შეამჩნია ვიღაც სწრაფად მომავალი ადამიანი რომელიც ტელეფონით საუბრობდა, შეჯახება მოულოდნელი იყო, შედეგიც – ინერციით უკან წავიდა და ყავა გულ–მკერდზე გადაისხა. –ფუ ამის, გაიხადე დროზე, – აღარ დაელოდა გოგონა მოქმედებას, სასრაფოდ გადახადა მაისური და ყავის მოშორება დაიყო –ეს...ეს..რა გააკეთეთ? – გაოგნებული ლუღლუღებდა გოგონა და მკერდს იფარავდა ორივე ხელით –აბა დამწვრობის მიღება გერჩივნა გოგონი? – ირონიული ღიმილი ტყორცნა – დიდი ვერაფერი ისე, ბევრად უკეთესებიც მინახავს –თავხედი რომ ხართ თუ იცით?! – სიბრაზისგან გაწითლეებულ ნინას ცოტა აკლავდა და ნამდვილად მოკლავდა ამ უტიფარს –ამდენ ლაპარაკს ჯობს ეს ჩაიცვა – უცებ შეიხსნა ჟაკეტი და გაუწოდა გოგონას. ნინა შეყოვნდა ცოტა ხნით, მაგრამ შემდეგ იძულებული გახდა აეღო და ჩაეცვა –როგორი მზრუნველი ხართ – თან იცმევდა და თან იგესლებოდა უცნობის მიმართულებით –დიახ, ჩემი თანამშრომლების ფსიქიკაზე ვფიქრობ, შენი ქალური ფორმების დანახვა ტრავმას დაუტოვებს – შემფასებლურად შეათვალიერა მასზე ორჯერ დიდ ჟაკეტში გამოყობილი გოგონა და მარცხენა ტუჩის კუთხე ჩატეხა –იდიოტი ხარ, ნამდვილი ჩამოყალიბებული დეგენერატი – პასუხს აღარც დალოდებია, გამარებული, მაისურის ქნევით გაიქცა გასასვლელისკენ ნიკა მანამ გასცქეროდა გოგონას სანამ თვალს არ მიეფარა და შემდეგ სახეზე ღიმილით გაუყვა გზას კაბინეტისკენ. თავის თანაშემწეს თხოვა მასთან შესულიყო და კარს მიღმა გაუჩინარდა –რამე მოხდა ბატონო ნიკა? წასვლას ვაპირებდი უკვე –ჩვენს ახალ თანამშრომელს რა ქვია, ხუჭუჭა თმები რომ აქვს? –ნინა, რამე პრობლემაა? –არა, არაფერი, მისი რეზიუმე შემომიტანე და შეგიძლია წახვიდე. მარიამმა თავი დაუკრა და ოთახი დატოვა ყურადღებით კითხულობდა ქალბატონის ბიოგრაფიას და შემდეგ მის სურათს ატრიალებდა ხელში –ლამაზია რას ერჩი–დაიჩურჩულა თავისთვის, ღრმად ამოისუნთქა, სავარძელში გადაწვა და თვალები დახუჭა ნინასთვის სრული შოკი იყო როცა მეორე დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით სიუჟეტის გაკეთება დაავალეს. დამწყებისთვის არ იყო ნამდვილად მარტივი თემა. ძალიან გაბრაზდა თუმცა სხვა გზა არ ჰქონდა, ასე მალე ვერ დანებდებოდა, ისიც კარგად იცოდა რომ მის საქმეში მუდმივად ექნებოდა გამოწვევები. მთელი დღე თავაუღებლად მუშაობდა სიუჟეტის ტექსტზე და სცენარზე, მეორე დღეს აუცილებლად უნდა ჩაეწერა ჯანოსთან ერთად. როგორც კი მორჩა და გარეთ გამოვიდა თვალი მოკრა ჯანოს და მარიამს, მიხვდა და გაეღიმა, როგორ უყვარდა სასიყვარულო ისტორიების მოსმენა, მარიამს აუცილებლად მოაყოლებდა როგორც კი დაიმარტოხელებდა, საკმაოდ დამეგობრდნენ ამ მცირე ხანში და ერთმანეთს ბევრ რამესაც უზიარებდნენ. –როგორ ხართ მეგობრებო? – მიუახლოვდა და დაინახა მარიამის აწითლებული ლოყები, თითქოს დანაშაულზე წაასრეს –შენ როგორ ხარ ნინა? დაამუშავე ხვალინდელი სიუჟეტის თემა? –კი, ყველაფერი მზად მაქვს ხვალინდელი ჩაწერისთვის –ძალიან კარგი, საით მიდიხართ, გაგიყვანთ – ჯანომ მორიდებულად გადახედა მარიამს –თუ გცალიათ შეგვიძლია სადმე ბარში წავიდეთ– წინადადება წამოჭრა ნინამ და მარიამს გადახედა ღიმილით. ნინამ ძალიან მალე დატოვა ბარი, სამუშაო მოიმიზეზა და გამოეპარა წყვილს, თვითონ კი ღიმილმორეული დაუყვა დაღმართს და ყველაფერზე ფიქრობდა. ბნელ მონაკვეთში გავლისას ვიღაცა დაეჯახა შემთხვევით და როდესაც ამ უცნობში ნიკა აღმოაჩინა სულ გაგიჟდა –შენ რა სულ გაგიჟდი? როგორ შეიძლება ასე? ერთხელაც იქნება და მომტეხავ რამეს? –კიდევ დიდხანს გააგრძელებდა ნიკას გაბეზრებულად რომ არ გადაექნია თავი –მორჩი თუ კიდევ გააგრძელებ? ამ ღამით რო არ უნდა იარო ქუჩაში მარტო არ იცი? – ირონიულად გახედა და თვითონაც ვერ მიხვდა ისე დაამატა, გოგონას გასამწარებლად – აჰ, ალბათ საყვარელთან იყავი, მაგრამ რატო არ გამოგაცილა ამ ღამე? ალბათ სექსის მეტი არაფერი გაკავშირებთ და არ ეძვირფას... დამთავრებული არ ჰქონდა სიტყვა სილა რომ გააწნეს, გოგონას გამწარებული და აცრემლებული თვალების დანახვამ გააგიჟა, უთქმელად გაიქცა ნინა და პირველივე ტაქსში ჩახტა და დატოვა გაშეშებული ბიჭი. მათი ბოლო შეხვედრიდან რამდენიმე დღე გავიდა, არცერთი მათგანი არ გავდა საკუთარ თავს, მუდამ მხიარული ნინა დასევდიანდა და ცდილობდა არ ეფიქრა ბოლოს მომხდარ ამბავზე, რომელმაც გული მოუკლა. ჯანოსთან ერთად შედიოდა ტელევიზიაში როცა ნიკას მოჰკრა თვალი, ბიჭი აკვირდებოდა ნინას და დაიჭიმა როცა ბიჭის მოხვეული ხელი დაინახა გოგოს გაკნაჭულ მხრებზე. ნახევარ საათში ყველანი სათათბირო ოთახში იყვნენ, ნინა გაოცებული უყურებდა ნიკას, რომელიც მათი უფროსი ყოფილა, გაუკვირდა, მაგრამ მხოლოდ თავისთვის ჩაიბურტყუნა უფროსის მისამართით –დიქტატორი გასვლის დროს მკლავში ჩასჭიდეს ხელი და გასვლის საშუალება არ მისცეს ნინას –შეიძლება ვილაპარაკოთ? –ჩვენ არაფერი არ გვაქვს სალაპარაკო ბატონო ნიკა, ძალიან გთხოვთ გამიშვით და ნუღარასოდეს შემეხებით – ხელი გამოსტაცა და ჩქარი ნაბიჯებით გავიდა ოთახიდან. ნინა უფრო და უფრო დაუახლოვდა ჯანოს და მარიამს, ხშირად დადიოდნენ ერთად სხვადასხვა ადგილებში, მერე ნინა ტოვებდა ყვილს მარტო და სახლში მიდიოდა. ბევრჯერ წააყდა ნიკას გაბრაზებულ თვალებს როცა ჯანოსთან ერთად იყო, მაგრამ საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას ერთ დღესაც სამსახურში მისულს და რეპორტაჟის გასაკეთებლად გამზადებულს სხვა ოპერატორი გამოეცხადა და თავი გააცნო. როცა გაიგო ჯანო გაანთავისუფლესო სულ გადაირია და პირდაპირ ნიკას კაბინეტისკენ ავიდა, კარზე დაუკაკუნებლად შევარდა ოთახში და ნიკას წინ გაჩნდა –კარზე დაკაკუნება არ გასწავლეს ლამაზო? –ისევ ეს ირონიული ღიმილი, რომელიც ასე უშლიდა ნერვებს ნინას –ჯანო რატო გაანთავისუფლე სამსახურიდან? –აჰ გაიგე უკვე შენი ძვირფასი საყვარლის განთავისუფლების ამბავი? –კითხვაზე მიპასუხე ნიკა! –ჯერ ერთი, ტონი შეარჩიე როცა მე მელაპარაკები გოგო და მეორეც, სასიყვარულო რომანებს არ დავუშვებ სამსახურში –არც ნიკამ დაზოგა და გაბრაზებული მზერა ესროლა –თუ ასეა მარტო ის რატომ გაანთავისუფლე? სიყვარულს ორი ადამიანი სირდება –ირონიულად გადმოხედა ნინამ უფროსს – მეც მივდივარ სამსახურიდან –რა თავგანირული საყვარელი ყოფილხარ, სიყვარულის გამო ტოვებ სამსახურს – სარკაზმი გაერია ნიკას ხმაში, თუმცა შინაგანად უკვე გამძვინვარებულ აფთარს ჰგავდა, რომელიც მზად იყო ნებისმიერი ადამიანის გასაგლეჯად, ვინც გზად გადაეღობებოდა. ნინამ ყურადღება აღარ მიაქცია და ისე დატოვა კაბინეტი. სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ ორი კვირა გავიდა უკვე, ნიკაზე ფიქრები ვერ ამოიგდო მთელი ეს დროა თავიდან, პარალელურად ახალ სამსახურს ეძებდა. ყველაზე კარგი რაც იყო ჯანო გამოუტყდა მარიამს სიყვარულში, შენს გარეშე ისედაც დიდი დრო დავკერგეო და ცოლობა სთხოვა, მარიამიც დათანხმდა რა თქმა უნდა. დაიწყეს კიდეც სამზადისი, ნინაც აქტიურად იყო ამ პროცესებში ჩართული, თუმცა ღამით, ძილის წინ ნიკაზე ფიქრებს მაინც ვერ იშორებდა თავიდან. დილას უჩვეულოდ ადრე გამეღვიძა, ძალიან კარგ განწყობაზე ვიყავი და როცა ჩემი დიქტატორის (სტოპ, სტოპ, ნიკა როდიდან გახდა ჩემი? )სახეს წარმოვიდგენდიი, ერთიანად ვიბადრებოდი, ერთ ადგილზე ვერ ვჩერდებოდი, მინდოდა სტამბაში დროზე მივსულიყავით და მოსაწვევები წამოგვეღო. ნიკას სახე მედგა წინ და კინაღამ ყავა გადმომეღვარა ჯეზვედან გაზქურაზე. – ნეტა იცოდე რას გიმზადებ ბატონო ნიკა- ვთქვი და კმაყოფილმა გავიზმორე. მალე მარიც ადგა, გაემზადა და ორივე სტამბისკენ წავედით. მოსაწვევები ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორიც გვინდოდა. – მშვენიერია, ახლა მხოლოდ დარიგებაღა დაგვრჩა და ეგ არის – ძალიან კმაყოფილი ვარ ნინა, ოღონდ ეს მოსაწვევი ვინ უნდა მისცეს ნიკას? - ამ დროს თვალები მოვწკურე და ეშმაკურად გავუღიმე დაქალს – ო არა ნინა, არ მომწონს როცა მასე მიღიმი, რაღაც ცუდს მიმზადებ ხომ? – როგორ მიხვდი ძვირფასოო? – კარგად გიცნობ. მიდი თქვი რა უნდა გავაკეთო – ჩემი საყვარელი გოგო ხარ შენ. ნიკას უნდა გადასცე ეს მოსაწვევი და კარგად დააკვირდე რა რეაქცია ექნება – კარგი ხო, წავედი ეხლა, თორემ დამაგვიანდება – იცოდე მოუთმენლად ველოდები შენს ზარს, დამირეკე ეგრევე – აკი არ მიყვარსო – შენ გაგვიანდებოდა მგონი – ეს თემა დახურული არ არის იცოდე ჯერ- მითხრა მარიამმა და სწარი ნაბიჯებით გაუყვა შუშის შენობისკენ ***** კარზე ფრთხილი კაკუნი გაისმა და მამაკაცის სასიამოვნო ხმამაც არ დააყოვნა -მობრძანდით – გამარჯობა ბატონო დიქტა... უი ბატონო ნიკა- თქვა თუ არა, გაწითლდა და ანერვიულდა. მდაა... დიქტატოროო, ასე ხომ ნინა მეძახდა, ალბათ ჩემზე საუბრობენ ხოლმე, ნეტა ნინა რას ამბობს, ალბათ კარგს არაფეერს, დაქალმა გაყიდა. – შემოდი მარიამ, რამე საქმე გაქვს? – დიახ, იცით ეს გამომატანეს თქვენთან და მთხოვეს პირადად თქვენთვის გადმომეცა. – კარგი მარიამ, შეგიძლია დატოვო და წახვიდე... – კარგი მე დაგტოვებთ მაშინ ნიკას საღამომდე არ გახსენებია მარის დატოვებული წერილი, სახლში აპირებდა წასვლას, როცა ვარდისფერი კონვერტი დაინახა და ხელში აიღო. სახესთან ახლოს მიიტანა რათა წაეკითხა კონვერტზე წარწერილი მოსაწვევი, როცა საოცრად ნაცნობი სურნელი ეცა. არა ეს შეუძლებელია, მას მილიონ სურნელშიც კი არ შეეშლება მისი ნინას სურნელი, ეს სინამდვილეა თუ დიდმა მონატრებამ იცის ასე? ნიკამ სასწრაფოდ გახსნა კონვერტი და თვალი გადაავლო მოსაწვევს. თვალის გუგები გაუფართოვდა, სახე გაუფითრდა, ხელები აუკანკალდა და ჩუმად, ტკივილით სავსე ხმით ძლივს ამოთქვა- ეს შეუძლებელია. ნიკა ძალიან შეიცვალა მას შემდეგ რაც ნინა წავიდა მისგან, გრძნობდა საოცარ სიცივეს, სიცარიელეს, რომელსაც ვერაფრით ავსებდა, დაკარგა სიხარულის განცდა და ვერ გრძნობდა ბედნიერებას, ტკიოდა უმისობა, თავიდან ვერც კი ხვდებოდა რისთვის უნდა დაებრალებინა ასეთი ცვლილება, მაგრამ როცა ნინა დაინახა სავაჭრო ცენტრში მეგობრებთან, მიხვდა რა აკლდა ყველაზე მეტად- ეს იყო ნინა, მისი საკუთარი ბედნიერება, გოგონა, რომელიც მისი ცხოვრების ნაწილი გახდა და გააცნობიერა, რომ იგი უყვარდა, მას ნინა უყვარდა. ნიკასთვის მტკივნეული იყო ამის აღიარება, მაშინ, როცა იცოდა რომ ნინას ცხოვრებაში არსებობდა მამაკაცი, რომლის გამოც კარიერაზეც კი თქვა უარი. ნეტა ნიკას შეიყვარებდა? ნეტა მის გამოც მიატოვებდა მისთვის საყვარელ საქმეს? კითხვები ტანჯავდა ნიკას, იგი მიხვდა,რომ მას არაფრის შეცვლა არ შეეძლო, ნინამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და თხოვდება, ის კი არაფერს წარმოადგენს მისთვის. ნიკას გული ეკუმშემოდა და მწარე ტკივილს გრძნობდა იქ სადღაც მარცხნივ, როცა ფიქრობდა, რომ ნინასთვის ის არაფერს არ წარმოადგენდა და მის ცხოვრებაში ნიკასთვის ადგილი არ იყო. ნიკამ იმ დღეს თვალი ვერ მოხუჭა, მთელი ღამე ნინაზე ფიქრობდა და მის გულში აღმოჩენილ გრძნობაზე, რომელიც გრძნობაზე მეტიც იყო... ***** – რა თქვა მარი ნიკამ, მიდი ჩქარა მოყევი – გოგო არვიცი, მაგას ხვალ გეტყვი, კონვერტი არ გაუხსნია და მალე გამომიშვა უკან – აუ რა ცუდია, მიდი ნიკას მდივანს დაურეკე, ეგაბა იმან იცოდეს რამე – კარგი იდეაა *** – როგორ ხარ ანი? - კითხა მხიარული ხმით და ხმამაღალზე დააყენა ტელეფონი – კარგად ვარ, შენ როგორ ხარ მარი? – არა მიშავს – მეც ვაპირებდი შენთან დარეკვას – რამე ხდება? – გოგო მაინტერესებდა რა დაუტოვე იმ ვარდისფერი კონვერტით ნიკას, რომ გადარიე? – რაო რა თქვა? – სამუშაოს ბოლოს როცა შევედი დასამშვიდობებლად, იჯდა და კონვერტს ჩაჰყურებდა, სახე სულ გაფითრებული ჰქონდა და თვალები ჩასისხლიანებული, წერილზე ჰქონდა თვალი გაშტერებული და ვერც მიხვდა, რომ დავემშვიდობე – აუ ძალიან ცუდი, არაფერი ისეთი არ ყოფილა იმ წერილში, ხვალ მოგიყვები – კაი მარ კარგად და ხვალ გელოდები იცოდე ***** – არ უნდა გაგვეკეთებინა ეს ნინა, ძაან შემეცოდა ნიკა. ნინას არაფერი უპასუხია, უფრო სწორად არც გაუგია. გზას უყურებდა და ნიკაზე ფიქრობდა, რატომ განიცადა ნიკამ ასე მისი გათხოვება? ნიკასთვის ნინა სულერთი არ არის? ნუთუ მას ის უყვარს? წარმოუდგენელია, დაუჯერებელია. მიუხედავად იმისა, რომ ნინას ნიკას რეაქცია ესიამოვნა, გულში რაღაც ტკიოდა, განიცდიდა იმას, რომ ნიკას ტკივილი მიაყენა. ნეტა რასაც ნინა გრძნობს ნიკას მიმართ სიყვარულია? ხშირად ცხოვრებაში დგება მომენტი როცა რაღაცას დაუფიქრებლად აკეთებ და არ ფიქრობ თუ რა შედეგები შეიძლება მას მოყვეს. ნინა მთელი ღამე ადგილს ვერ პოულობდა, ნიკაზე და მის რეაქციაზე ფიქრობდა, ვერ გაეგო ნინას ნიკას საქციელი. იგი უმალვე უარყოფდა იმ აზრს, რომ ნიკას შეიძლებოდა ის ყვარებოდა. -არა ნიკას არ შეიძლება ვუყვარდე, შეუძლებელია, არც მე არა ვგრძნობ არაფერს მის მიმართ. იჯდა ნინა ფანჯრის რაფაზე, თავი მინაზე მიედო და სიშავეში ჩაფლულ სავსე მთვარეს უყურებდა. ფიქრობდა ნიკაზე, ნუთუ შეუყვარდა? აბა რატომ ტკივა მარცხნივ ასე ძალიან? ეხ გაები ნინა მახეში... ***** ნიკა საოცარ, აქამდე განუცდელ სევდას გრძნობდა ნინას ქორწილის გამო. მას ის უყვარდა, ეს პატარა, საყვარელი, ჯიუტი გოგონა უყვარდა. როგორ შემოეპარა ეს გრძნობა გულში რომ ვერაფერი გაიგო. ეხ ნინა, ნინა როგორ მიყვარხარ რომ იცოდე, რას არ მივცემდი ჯანოს ადგილას რომ მე ვიყო, გხედავდე თეთრ კაბაში გამოწყობილს, როგორ მინდა სიყვარულით სავსე თვალებით მიყურებდე, რას არ მივცემდი... ***** – მარიამ დროზე წავიდეთ სალოსთან, კაბა ხო უნდა გაიზომო – ხო ვიცმევ და მოვდივარ ნინა – გოგო ქორწილი სამ დღეშია და რატო ბოდიალობ? ცოტა ჩქარააა – წავედით ხოო სალოს სამკერვალო სალონში მივედით და მარიმ კაბა გაიზომა, არაჩვეულებრივი იყო, არაფერი ზედმეტი, ზუსტად მის ტანზე იყო შეკერილი – სალო ვამაყობ შენით, ზუსტად ის არის რაც გვინდოდა, იდეალურია – სალო ძალიან დიდი მადლობა, ჩემი ოცნების კაბაა სალო: მიხარია, რომ მოგწონთ. ნინა ეხლა შენს კაბას მივხედავ, ქორწილის წინა დღეს მზად იქნება – რა კარგია, რომ მოასწრებ, უკვე ვნერვიულობდი და კაბებს ვათვალიერებდი – სალომე ყოჩაღი გოგოა – სალო დიდი მადლობა და ხვალ გამოგივლი – გელოდები შუადღის მერე გოგონები სახლში ძალიან დაღლილები მივიდნენ, მარიმ ცივი ყავა გააკეთა და მეგობარს მიაწოდა, რომელიც სავარძელზე ნებივრად იყო გადაწოლილი – დაიღალე ხო ნინა, შენი და ნიკას ქორწილის ორგანიზებაში მე მოგეხმარები – კარგი რა მარი, ცუდათ ხუმრობ, მე არ მეკითხები, მაგრამ ეგება ნიკას არ ვუყვარვარ? – ნინა თქვენ ორნი ვერ ხვდებით ვერაფერს, თორემ მე მშვენივრად ვამჩნევ როგორ შეიცვალე, უფრო სევდიანი გახდი, ამას წინათ ისიც შევამჩნიე, რომ ამას წინათ ქაღალდზე ნიკას+ნინა წერდი სულ. ჩემს მოტყუებას აზრი არ აქვს ნინა. ნინამ ვერ გაუძლო ამდენ განცდას, მეგობარს მხარზე თავი ჩამოადო და მთელი გულით ატირდა – მე ის ის მი...ყვარს მარიააამ – ვიცოდი ჩემო საყვარელო, ვიცოდი, დარწმუნებული ვარ ნიკასაც უყვარხარ და ძალიან განიცდის შენს გათხოვებას – არა მარი, ნიკას არ ვუყვარვარ, საიდან მოიტანე – ანიმ მითხრა ნიკა ეს ათი დღეა წაშლილი სახით დადის, ადამიანური სახე დაკარგაო, თვალებში საოცარი სევდა ჩაუდგა და არც კი იღიმებაო – შეუძლებელია მარი, მას რომ ვუყვარდე, ეხლა აქ იქნებოდა ჩემთან და შემაჩერებდა, იბრძოლებდა ჩემთვის და არ მომცემდა გათხოვების უფლებას – ძვირფასო ხანდახან მტკივნეულია სიყვარული, მაგრამ თქვენთვისაც გამოვა მზე და სულ მალე ძალიან ბედნიერები იქნებით – რაღაც არ მჯერა მაგის – კარგი ნინა, წამოდი დაწექი, დასვენება გჭირდება, ამ ბოლო პერიოდის ნერვიულობა სახეზე გეტყობა ჩემო კარგო. ნიკა იმასაც შეამჩნევს, რომ მის გამო იტანჯებოდი – მართლა ასე მეტყობა? – რაღა დაგიმალო, უძილო თვალები გაქვს, თან ძალიან ჩამოდნი ამ ბოლო დროს, რაც არ გიხდება. თუ არ გინდა კაბა გაგძვრეს და ყველაზე მახინჯი მეჯვარე იყო მსოფლიოში, მაშინ უნდა დაიძინო და ხვალ ბევრი ჭამო. – ძაან დამამშვიდე მარიამ ხო იცი – კაი წამო, ძილის წამალს მოგცემ და დავიძინოთ, დროა ***** ახლოვდება ნინას ქორწილი. როგორ არ მინდა, რომ გათხოვდეს, მაგრამ ვინ ვარ მე, მან ის არჩია, მას ის უყვარს.... უყვარს... ეკალივით ესობოდა ნიკას გულს ეს ფიქრები. ბოლო პერიოდში თითქმის არ ეძინა, გულს ვერ უდებდა თავის სამუშაოს, ნინას გარდა მისთვის აღარაფერი არსებობდა და რაც უფრო ახლოვდებოდა ქორწილის დღე, მით უფრო დიდ ტანჯვას განიცდიდა. ნიკას ვერ გადაეწყვიტა, წასულიყო თუ არა ნინას ქორწილში. იცოდა ნინას დანახვა დედოფლის ამპლუაში საბოლოოდ მოუღებდა მას ბოლოს ***** – ნინა რა ქენი კაბა? – ნახე რა ლამაზია, ზუსტად ჩემთვის არის, სადა და ლამაზი გოგონებმა სახლი დაალაგეს, ყველაფერი გაალამაზეს, კაბები გაამზადეს და ადრიანად დაწვნენ დასაძინებლად. დილას ადრიანად დარეკა მაღვიძარამ და ორივე სწრაფად წამოხტა. აბაზანაში ჯერ მარი შევიდა, სანამ გამოვიდოდა, კარებზე დარეკეს. ნინამ გააღო და დიზაინერს შემოუძღვა, მაცივრიდან ხილი, ტკვილეული და პროდუქტები გამოუღო კანაპეებისთვის, თვითონ კი აბაზანაში შევიდა, როგორც კი მარი გამოვიდა. აბაზანიდან გამოსულს, სალონიდან მოსულები დახვდნენ. გიუნა უკვე უკეთებდა მარის თმას – როგორ ხართ, ძალიან კარგი ადრიანად რომ მოხვედით, მარიშა შეგიძლია მარის გაუკეთო მანიკიურ-პედიკიური. მარიმ თმა და ფრჩხილები მოიწესრიგა და მაკიაჟის გასაკეთებლად მიუბრუნა სახე ლანას – გიუნა თმა მაღლა ამიწიე, გაშლილი და ჩამოშლილი არ მინდა გიუნა: როგორც შენ იტყვი საყვარელოო, ყველანაირად გიხდება შენ დაახლოებით სამი საათი მოვანდომეთ ამ ყველაფერს. სანამ მარი ემზადებოდა, ხალათშემოხვეული დიზაინერთან გავედი – ნატა ის ხილი ცოტა სხვანაირად რომ დაჭრა შეგიძლია? – ეხლავე გამოვასწორებ – გთხოვ შამპანიურის ჭიქებს არ ჭირდება ლენტები და მოხსენი – კიდევ რა გადავაკეთო? – არა, დანარჩენი ყველაფერი მომწონს, კარგად გიმუშავია. რომ მორჩები დამიძახე ნინაა, მოდი გთხოვ ჩქარა- ხმამააღლა ყვიროდა მარი – მარი მშვიდობა გაქვს? – ერთ საათში მოვლენ ნინა და მე კაბა არ ჩამიცვამს ჯეერ – გოგო ყველაფერი რიგზეა, მოდი ჩემთან, მოგეხმარები – მოდი დამეხმარე კაბის ჩაცმაში ***** ქორწილი არაჩვეულებრივად მიდიოდა, ჯვარი დაიწერეს მარიმ და ჯანომ, ხელიც მოაწერეს, ბევრი სურათიც გადაიღეს და რესტორნისკენ გაეშურნენ, ნინას გული საშინლად უცემდა, რაც უფრო უახლოვდებოდნენ რესტორანს, ნინას პულსიც მატულობდა. აი რესტორანში შესვლის დროც მოვიდა, ღრმად ამოისუნთქა ნინამ და შეჰყვა თავის საუკეთესო მეგობარს. ირგვლივ ტაშის ხმა გაისმა, ნინა იყურებოდა და თვალებით ნიკას ეძებდა, როცა სადედოფლო მაგიდას მიუახლოვდნენ, ნინამ ნიკას მოჰკრა თვალი, რომელიც მათ მაგიდასთან ახლოს იჯდა. ნიკა გაფართოებული თვალებით უყურებდა ნინას, თვალებში ვარსკვლავები უკრთოდნენ ბედნიერებისგან. ნინას სუნთქვა შეეკრა, ძლივს დაჯდა მისთვის განკუთვნილ ადგილას. როგორ ძალიან მონატრებია ნიკა. მთელი საღამო ერთმანეთს თვალს არ აშორებდნენ. ბოლოს იყო ნეფე-დედოფლის პირველი ცეკვა, რასაც მშვიდი მუსიკა მოჰყვა და წყვილებიც გამოჩნდნენ საცეკვაო მოედნის შუაგულში. ნინამ დაინახა როგორ წამოდგა ნიკა და მათი მაგიდისკენ გაემართა, თვალებგაფართოებული უყურებდა მისკენ ღიმილით მომავალ მამაკაცს. ნიკა მივიდა, ჯანოს და მარის მიულოცა , კიდევ რაღაცა უთხრა და ნინასკენ წავიდა – შეიძლება ვიცეკვოთ ნინა? – კი რათქმაუნდა ნიკამ გოგონას ხელკავი გამოსდო და დარბაზის შუაგულში გაიყვანა, გულზე ისე ძლიერად მიიკრა, თითქოს წართმევას უპირებდნენ. ნინა საოცრად აღელდა, მაგრამ არ შეიმჩნია, ნიკას სახე გაუსწორა და თვალებში ჩააჩერდა. ნინამ მის თვალებში დაინახა ტკივილი და ბედნიერება ერთად, თითქოს მისი თვალები ეკითხებოდნენ „რატომ“? ნინას უნდოდა საუბარი წამოეწყო, იგი ვეღარ უძლებდა ამ აუტანელ სიჩუმეს. – ნიკა რაღაც მინდა გთხოვო, ამის თხოვნა მარის უნდოდა, მაგრამ ჰგონია უარს იტყვი – სანამ მარის თხოვნას მეტყოდე, არ გინდა რაღაცეები ამიხსნა ნინა? ნინამ თავი დახარა, არ იცოდა რა ეთქვა, შემდეგ კი ძლივს ამოთქვა - ახლა ამის დრო არ არის – აბა როდის უნდა ამიხსნა ყველაფერი? – არვიცი, მარიზე ვლაპარაკობდით ჩვენ – ხო იცი ამ თემაზე ლაპარაკს გვერდს ვერ ავუვლით, მაგრამ კარგი, მითხარი რისი თქმაც გინდოდა – ნიკა ხომ იცი, ახალდაქორწინებულებს ჭირდებათ განმარტოება, სამოგზაუროდ წასვლა უნდათ პარიზში, თაფლობის თვის გასატარებლად. ნიკას ეღიმებოდა, ნინა ძალიან დაბნეულად ლაპარაკობდა, თან სწრაფად, უნდოდა მღელვარება დაეფარა, მაგრამ არ გამოსდიოდა, როცა ნიკას ანთებულ თვალებს წააწყდა, გაწითლდა. ნიკამ თბილად გაუღიმა და ნინამ ნერწყვი ძლივს გადააგორა – მესმის ნინა, რომ ახალდაქორწინებულებს სჭირდებათ განმარტოება თაფლობის თვის გასატარებლად – ანუ მარის მისცემ შვებულებას?- თვალები გაუბრწყინდა – ერთი პირობით- და ეშმაკურად გაუღიმა პამიდორივით წითელ გოგონას – ერთი პირობით - და ეშმაკურად გაუღიმა მის მკლავებში ათრთოლებულ გოგონას – რა პირობით? - გოგონა გაისუსა პასუხის მოლოდინში, გული საოცრად უცემდა, ვერ ხვდებოდა საით უმიზნებდა ნიკა – ჯერ ერთი ყველაფერს მომიყვები დაწვრილებით – ყველაფეერს? – ხო ყველაფერს, მეორე - ხვალვე გამოცხადდები სამსახურში – კი მაგრამ, შენ ხომ გამანთავისუფლე? – მე გარემოებები არ ვიცოდი, შენ კი არც გიცდია გაგეთვითცნობიერებინე ყველაფერში- ფარული წყენა იგრძნობოდა ნიკას ხმაში – მომისმინე რო ნიკა? – მაგაზე საღამოს ვისაუბროთ – საღამოს? – ხო ქორწილის მერე შენთან წავალთ და ყველაფერს მომიყვები – მე რატო არაფერს არ მეკითხები, ეგებ არ მინდა ჩემს სახლში რომ წამოხვიდე – მაშინ ჩემთან წავალთ - ბიჭის ხმა იმდენად მტკიცე იყო, ნინა მიხვდა რომ აზრი არ ჰქონდა მასთან შეკამათებას. – კარგი ჩემთან წავიდეთ ცეკვა დასასრულს უახლოვდებოდა, არცერთს არ სურდა ერთმანეთთან დაშორება, მაგრამ სხვა გზა არ იყო. ნიკამ ბოლოჯერ დააბზრიალა გოგონა, მისკენ მიატრიალა და ლოყაზე აკოცა ვნებიანად. ნინას სახე აუხურდა და ნიკას რომ არ შეემჩნია სწრაფად გაშორდა. ნიკამ იგრძნო როგორ დაუარა სითბომ მთელს სხეულში და ბედნიერად ჩაიღიმა ***** ნინა გაოცებული სახით უყურებდა მის ხელებში ჩავარდნილ მარის სადედოფლო თაიგულს და დაბნეულმა გახედა ირგვლივ მყოფთ. მარიმ გაუცინა და საჰაერო კოცნა გაუგზავნა დაქალს. ნიკა ბედნიერი სახით მიუახლოვდა ნინას და ყურში ჩასჩურჩულა – იმედია გაამართლებ ამ ტრადიციას და მალე გიხილავთ თეთრ კაბაში – სიძის ადგილას თქვენს კანდიდატურასაც ხომ არ მთავაზობთ? - ირონიულად მიუგო გოგონამ – შენ წარმოიდგინე უარს არ ვიტყოდი, პირიქით ბედნიერი ვიქნებოდი შენი ქმრობით- ვნებიანი ხმით ჩასჩურჩულა ბიჭმა. ნინას მთელს სხეულზე ალმური მოედო და გაბრაზებული მზერა მიაპყრო ყოფილ უფროსს – არ ვცდებოდი, ნამდვილი დიქტატორი ხარ. მე არც კი მეკითხები მინდა თუ არა შენი ცოლობა – აჰაა დიქტატორი ხომ? იმიტომ ვარ დიქტატორი, რომ მარტო ჩემი მინდა იყო? რაც შეეხება ჩემს ცოლობას, ჩემს კითხვაზე პასუხს შენს თვალებში ვხედავ – საზიზღარი ხარ და ვერ გიტან ნინა მთელი საღამოს განმავლობაში ბრაზობდა. როგორ შეძლო ნიკამ მის თვალებში იმის წაკითხვა რასაც ასე საგულდაგულოდ მალავდა. რას ნიშნავდა მისი სიტყვები? იმედია დღეს აღარ შევხვდები. საზიზღარი, იდიოტი, კრეტინი დიქტატორი. ნინა მთელი საღამოს განმავლობაში თვალს აშორებდა, სამაგიეროდ ნიკა უყურებდა თვალმოუშორებლად და ტკბებოდა მისით. ***** ხალხი დაიშალა, ახალდაქორწინებულებიც წავიდნენ. ნინაც გამოვიდა დარბაზიდან და ტაქსის გაჩერება აპირებდა, როცა ნაცნობი თბილი ხმა მოესმა – რატომ არ დამელოდე, არასწორია შენი მხრიდან მომავალი ქმრის დარბაზში მიტოვება – მომავალი ქმრიის? შენ ბევრი ხო არ დაგილევია იდიოტო? – შენ წარმოიდგინე სულ არ დამილევია, მხოლოდ ახალდაქორწინებულების და მეჯვარეების- კერძოდ შენი სადღეგრძელო შევსვი – მასხარა გახდი რაღაც ამ ბოლო დროს იცი ნიკა? – სიყვარული ხო იცი რასაც შვება, ბრძენებს ასულელებს და სულელებს აბრძენებს – და ვინ არის ის უბედური, ვისაც შენ გადაეყარე? – უბედურიო? შენ ყველაზე ბედნიერი ქალი იქნები ჩემს გვერდით ძვირფასო – აჰ თურმე მე მხვდა წილად ეგ ბედნიერება - არ ეშვებოდა გოგონა ირონიას. სანამ ნინა თავისთვის იღიმოდა, ნიკა ორ ნაბიჯში მასთან გაჩნდა, მკლავში ხელი ჩაავლო და მისკენ მიიზიდა – მასე ნუ მელაპარაკები, მითუმეტეს რომ შენც იგივეს გრძნობ ჩემს მიმართ – საიდან მოიტანე ეგ სისულელე? ეხლავე გამიშვი ხელი. ნიკამ გაშვების მაგივრად უფრო ახლოს მიიზიდა, სახე ახლოს მიუტანა და ტუჩებში აკოცა. იგი კოცნიდა მთელი გრძნობით, სინაზით და სიყვარულით. ნინაც აჰყვა თავის გრძნობებს, იგი თავს ვეღარ იკავებდა, მას ხომ ნიკა უყვარდა მთელი არსებით, აქამდე ასე ძალიან იტანჯებოდა მის გარეშე და ახლა არ შეეძლო მოშორებოდა სე სანატრელ ტუჩებს. ბოლოს როცა ჰაერი აღარ ეყოთ, ნიკა მოწყდა გოგონას ტუჩებს და ღიმილით შესციცინა გოგონას – მეც მომენატრე ნინა – და მერე ვინ გითხრა რომ მომენატრე? – შენმა ტუჩებმა და ნუ ცდილობ ჩემს მოტყუებას – მე არ გატყუებ – გვეყოს აქ ხო არ ვილაპარაკებთ. წავედით ჩვენს სახლში – ჩვენს? - გოგონა გაკვირვებული შესცქეროდა ნიკას, რომელმაც მანქანის კარები ფართოდ გამოუღო გოგონას – ხო არ მოგესმა, ჩვენს სახლში უნდა წავიდეთ, შენ აკლიხარ მხოლოდ იქაურობას. ნინამ ვერაფერი ვერ თქვა, გაოცებული უყურებდა ნიკას, რომელმაც გაიცინა და გოგონა თავისი ხელით ჩასვა მანქანაში. ***** მალე დიდ სახლს მიუახლოვდნენ, ნინას ასეთი სილამაზე აქამდე არ ენახა, ყველაფერი საოცარი გემოვნებით იყო მოწყობილი, ულამაზესი ყვავილების ბაღიც იყო. გოგონას უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ ვერაფრის თქმას ვერ ახერხებდა – საყვარელო იმედია მოგეწონება ჩვენი სახლი – ნიკა შენ ნამდვილად გაგიჟდი – ხო გავგიჟდი, შენმა სიყვარულლმა გამაგიჟა, მეტი აღარ შემიძლია. გესმიის, აღარ შემიძლია – ნიკა... – მაცადე, ბოლომდე უნდა ვთქვა, იცი რა ვიგრძენი როცა ის მოსაწვევი მომცა მარიმ? გული კინაღამ გამიჩერდა, დუდათ იხუმრე ნინა და შედეგებზე არც კი გიფიქრია. მთელი 10 დღე საშინლად ვიტანჯებოდი. ვიგრძენი როგორ მიყვარდი და თურმე გკარგავდი. მეგონა არ გიყვარდი და არ მოვდიოდი, როგორ მეთქვა შენთვის ნუ გაყვები მას ვინც გიყვარს ცოლად და მე გამომყევი თქო, არ იქნებოდა სამართლიანი. საოცარ ტკივილს ვგრძნობდი, მაგრამ შენს ტანჯვას ჩემი ტანჯვა მერჩივნა და ამიტომ არ მოვედი ... – ნიკა.. – დამამთავრებინე ნინა. შენ არც ის იცი ჩემი ქორწილში მოსვლა რად დამიჯდა. თქვენ რომ შემოხვედით დარბაზში არ მინდოდა შენი დანახვა თეთრ კაბაში მის გვერდით. როგორღაც გამოვაბრუნე და დედოფლის გვერდით რომ დაგინახე, ჯერ ვერ მივხვდი რა ხდებოდა. შემდეგ ნელნელა გავაცნობიერე რომ შენ არ იყავი დედოფალი და გულმა თავისუფლება და ბედნიერება იგრძნო. მაშინ ვიგრძენი, რომ ვეღარასდროს დაგკარგავდი და შენ მუდამ ჩემთან უნდა ყოფილიყავი, ჩემი პატარა გოგონა, მხოლოდ ჩემი დედოფლობა დაგშვენდება ნინა, იმიტომ, რომ მე შენ მიყვარხარ, ისევე როგორც შენ... ცხოვრებაში დგება ისეთი მომენტები, როცა ვერაფერს ფიქრობ, გრძნობ რომ ხართ თქვენ – შენ და ის, მეტი არავინ მთელს ქვეყანაზე. ხვდები, რომ აღარაფერს აღარ აქვს აზრი, ყველაფერი სადღაც, კედლის მიღმა რჩება. სამყაროში თქვენ ორნი ხართ და მუდამ ასე იქნებით, სამარადისოდ. ნინა ნიკას სიტყვებმა დაამუნჯა, არ იცოდა რა ეთქვა, არა იმიტომ რომ სათქმელი არაფერი ჰქონდა, უბრალოდ ხმას ვერ იღებდა. ცრემლებით აევსო თვალები, ცოტაც და ატირდებოდა ბედნიერებისგან, მას ის უყვარდა, უყვარდა მთელი გულით და ეს არასდროს არ შეიცვლებოდა, ეს სიკვდილამდე ასე იქნებოდა. ნინამ სიტყვები ვერ მოკრიბა, ნიკასთვის რომ ეთქვა, მასში გრძნობებმა იფეთქა, მთელი ამ დროის განმავლობაში ნაგროვებმა გრძნობებმა და მონატრებამ ერთდროულად იხეთქა, ნინა მიხვდა რა აკლდა ამ დროის განმავლობაში, რატომ იყო ასეთი უბედური, ამის მიზეზი მისი დიქტატორი იყო, რომელიც ასე ძალიან უყვარდა. ნინას არ ესმოდა აღარაფერი, მხოლოდ იმას იმეორებდა გონებაში მონოტონურად, რომ ნიკა იყო მისი ბედნიერება. გააცნობიერა თუ არა ეს ყველაფერი გაიქცა და ნიკას ფართო მკერდზე მიეკრა, წელზე ხელები მთელი ძალით შემოაჭდო, თითქოს ცდილობდა აღარასოდეს აღარსად გაეშვა. ნიკამაც მოხვია ხელი თავის გოგოს და ღიმილმა გაუპო ტუჩები – იცი როგორ მიყვარხარ ნინა? ამის გადმოთქმა სიტყვებით შეუძლებელია –მე უფრო მეტად მიყვარხარ ნიკა– ამოისლუკუნა თვალცრემლიანმა გოგონამ – რა თქვი? მიდი კიდევ გაიმეორე, მგონი მომესმა –მე შენ მიყვარხარ– მთელი ძალით იყვირა ნინამ და ნიკას ჩაეხუტა ისევ. ნიკა ვნებიანად დაეწაფა ნინას ტუჩებს – იცი რა ტკბილია შენი ტუჩები და თან როგორ მსიამოვნებს შენგან იმის მოსმენა, რომ გიყვარვარ? – ძალიან დაგტანჯე ჩემო ბიჭო არა? – მთავარია ეხლა ჩემთან ხარ და ვერაფერი ვერ დაგვაშორებს ნიკამ მიიხუტა გოგონა გულზე და მის გულის ძგერას დაუგდო ყური. ჯერ კიდევ ვერ დაეჯერებინა რაც მის თავს ხდებოდა, ნინა მისი იყო, მასთან არის, უყვარს და არასოდეს მიატოვებდა. ბედნიერ ზღაპარში ეგონა ნიკას თავი, თუმცა ასეც იყო, მისი ყველაზე სანატრელი ოცნება აუხდა. ნიკამ მის მკერდზე მიძინებულ გოგონას დახედა, შემდეგ კი აიყვანა და მის ოთახში, მის ლოგინში ჩააწვინა, თვითონაც გვერდით მიუწვა და გოგონას ჩაეხუტა ***** დილას სასიამოვნო სურნელმა გააღვიძა ნინა, თვალის გახელა არ უნდოდა, ეგონა სიზმარი იყო, უბრალოდ ლამაზი სიზმარი, რომელიც გაქრებოდა თუკი ის თვალს გაახელდა. მაგრამ ეს სურნელი ძალიან ნაცნობი და ახლობელი იყო მისთვის, ნინა პირქვე ჩაემხო ბალიშში და ღრმად შეისუნთქა ბალიშის სურნელი, რომელსაც მისი საყვარელი მამაკაცის სურნელი აუდიოდა. ნეტავ ეს ცხადია თუ სიზმარი? ვერ გადავიტან სიზმარი რომ აღმოჩნდეს. ყურთან თბილი შეხება იგრძნო, ეს ის იყო, ეს ცხადში ხდებოდა – გაიღვიძე პატარავ? – მეგონა მესიზმრებოდი – მეც კი არ მჯერა, რომ ეს რეალობაა, მიყვარხარ ნინა – მე უფრო მეტად მიყვარხარ – მაშინ ჩამეხუტე და მაკოცე, დიდი ხანია არ გიკოცნია და უკვე დამავიწყდა შენი ტუჩების გემო – მოდი ჩემთან მერე ***** – ნიკა იცოდე სამსახურში არაფერს არ ვიმჩნევთ – გამიჭირდება... – კარგი რაა, კიდევ ჯანო უნდა აღადგინო სამსახურში – ხო ეგ რა თქმა უნდა, თან ორივესთან ბოდიში მაქვს მოსახდელი – ჩემი კარგი ბიჭი ხარ შენ ***** დრო გადიოდა, ნინას და ნიკას ერთმანეთის გარეშე არსებობაც კი არ შეეძლოთ. ნიკამ გადაწყვიტა ნინასთვის სიურპრიზი მოეწყო – ნინაჩკა საყვარელო დღეს გამოგივლი და სადღაც მინდა წაგიყვანო – სად მივდივართ? – ეგ სიურპრიზია – ოოო ნიკაა ხო უნდა ვიცოდე რა უნდა ჩავალაგოო? – მაგაზე არ იდარდო, ეხლა ვზრუნავ მაგ საკითხზე – კარგი გელოდები იცოდე ***** – ნიკა ამიხსენი რა თვალები, სად მივდივართ? – მოითმინე გოგო რა, მივედით თითქმის როცა მიუახლოვდნენ ბოდბის ეკლესიას, ნიკამ მანქანა გააჩერა და ნინა გადმოიყვანა მანქანიდან, დედაოებთან მიიყვანა, მათ დედათა მონასტრის წინამძღვარი შემოეგებათ, ნინას მიესალმა. შემდეგ ნიკამ დედაოს ნინასთვის ნაყიდი, თეთრი, მუხლებამდე მომდგარი, მთლიანად დახურული ნაქარგებიანი კაბა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გადასცა და თვითონაც წავიდა პიჯაკის და შარვლის ჩასაცმელად. ნინა ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა. შემდეგ დედაომ თვალები აუხილა და დაეხმარა ჩაცმაში, თმებიც მათ გაუკეთეს. ნინა აღფრთოვანებული იყო, არ ელოდა ნიკასგან ამას, მაგრამ ძალიან ბედნიერი იყო, კაბაც ულამაზესი იყო, ყოველთვის ოცნებობდა ამ დღეზე, კაბას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა როგორი იქნებოდა, მხოლოდ თეთრი უნდა ყოფილიყო. ძალიან კმაყოფილი იყო, ერთადერთი თაიგული აკლდა, მაგრამ მალე მორჩილი შემოვიდა, რომელმაც ორქიდეების ულამაზესი თაიგული მოუტანა. ნინა ბედნიერი იყო, ძალიან ბედნიერი **** ნიკა ბედნიერი იყო, როცა მიხვდა, რომ ნინა მისი ცხოვრების სიყვარული იყო და მთელი ცხოვრების მასთან გატარება უნდოდა, გადაწყვიტა ცოლობა ეთხოვა, არ უნდოდა ბანალურად გამოსულიყო, ამიტომ ჯვრის დაწერა ბოდბეში გადაწყვიტა, იქ მხოლოდ ის, ნინა, მეჯვარეები და ფოტოგრაფი იქნებოდნენ. ეს დღე მათი იყო და უნდა დამტკბარიყვნენ. ამ ფიქრებში იყო, როცა გიგამ ხელი გაჰკრა ეხლა შემოვაო. ნინაც შემოვიდა, ნიკა არ ელოდა იმდენად ლამაზი იყო მისი გოგო, ის ხომ ყოველთვის ოცნებობდა ნინას საქორწინო კაბაში ხილვაზე, ბედნიერებისაგან გულისცემა გაუხშირდა. ნინა მიუახლოვდა, ხელზე ხელი ნაზად შეახო და ღიმილით ჩასჩურჩულა – მაიმუნი ხარ ნიკოლოზ, მაგრამ ყველაზე მეტად მიყვარხარ და დღეს მე უბედნიერესი ვარ – მეც მიყვარხარ პატარავ **** ბოდბედან თბილისამდე გზაში ბევრს ხუმრობდნენ, ნინა დასცინოდა ნიკას, გეთქვა და ჩემი ფეხით გამოგყვებოდი, რა საჭირო იყო მოტაცებაო – ეხლა თბილისში ჩვენი მეგობრები გველოდებიან, მაგრად უნდა გავერთოთ – ძალიან მაგარია, მაგრამ შენ არ სვამ ნიკა ხო იცი – რატომ ვითომ? – მაშინ ქორწილის მერე არაფრის იმედი არ გქონდეს– თვალები ეშმაკურად მოწკურა ნინამ და ლამის სიცილი აუტყდა ნიკას სახეზე – მდაა ანუ დღეს არ ვსვამთ ***** ქორწილმა ძალიან კარგად ჩაიარა, ყველა ის ადამიანი იყო, ვინც მათ უყვარდათ და ვისაც მათი ბედნიერება ახარებდათ. ყველა სტუმარი გააცილეს და თვითონაც სახლში წასვლა გადაწყვიტეს, ნიკამ ხელში აყვანილი აიყვანა თავისი ცოლი საძინებელში და ფრთხილად ჩამოსვა – არ მჯერა, რომ ჩემი ცოლი ხარ – არც მე მჯერა, რომ ჩემი ქმარი ხარ ნიკამ ნინა ფრთხილად ფრთხილად წამოაწვინა ლოგინზე და მოწყურებულად ეფერებოდა, ისე თითქოს ქალის გემოს ახლა შეიგრძნობსო. მართლაც ის პირველად შეიგრძნობდა ქალს, რომელიც უყვარდა, უყვარდა და თან როგორ, მთელი არსებით. აი ეს არის ბედნიერება, როცა იმ ქალის სხეულიც გეკუთვნის, რომლის სულიც უკვე თითქოს საუკუნეა რაც გიყვარს. ნინი ბედნიერი იყო, გრძნობდა მისი საყვარელი მამაკაცის ბედნიერებას, მისი ბედნიერებაც ხომ სწორედ ეს იყო. ნიკა მთელი ვნებით უკოცნიდა საყვარელ ქალს მთელს სხეულს, ნინაც ცდილობდა აჰყოლოდა მის ტემპს, ცდილობდა შიში არ გამოეხატა, დიახ ნიკა მისთვის პირველი მამაკაცი იყო, რომელსაც ქალიშვილობას ჩააბარებდა, იგი ამით ამაყობდა. მისი შიში თანდათან მატულობდა, ბევრი სმენოდა პირველი ღამის ტკივილის შესახებ და გულში კანკალებდა. როდესაც ნიკამ ხელი ბაყვებს შორის ჩაუცურა და ნაზად გადაუშალა ფეხები, ნინას წამით სუნთქვა შეეკვრა, იგი გრძნობდა ტკივილი ახლოს იყო. ნიკა კომფორტულად მოექცა გოგონას ფეხებს შორის, თუმცა ტუჩებით და ხელებით ფერება არ შეუჩერებია ნინას სავსე და მკვრივ მკერდზე. იგი ჩუმად ეჩურჩულებოდა გოგონას თუ როგორ უყვარდა, ნინასაც უნდოდა იგივე ეთქვა, მაგრამ ვერაფერს პასუხობდა იმდენად დაძაბული იყო მოსალოდნელი ‘’საფრთხის“ გამო. ნინამ ნათლად დაინახა როგორ წამოიწია და გასწორდა ნიკა მასზე, გრძნობდა ნიკამ რაღაც თბილი შეახო, ნინამ ამოიკვნესა თან ვნებისგან და თან შიშისგან, ნიკა ისევ მისკენ დაიწია და ნინა გრძნობდა თბილი მასა როგორ შედიოდა მასში, ცდილობდა თავი ყველანაირად შეეკავებინა, მაგრამ არ გამოსდიოდა, ტკივილს ვეღარ უძლებდა და ხმამაღლა იკივლა და თან ნიკას ზურგს ფრჩხილებით ჩააფრინდა. ნიკამ ამოიკვნესა, იგი უფრო აღაგზნო გოგონას კივილმა და ზურგზე ნაჩხაპნებმა. იგი ცდილობდა სულ უფრო და უფრო ღრმად შესულიყო გოგონაში, გრძნობდა ერთნი ხდებოდნენ, სულითაც და ხორცითაც. ნინა მჭიდროდ ეხუტებოდა ბიჭს, უკვე აღარ ტკიოდა, აღარც ცრემლები მოდიოდა, ეხლა ის მომენტი იყო, როცა უბრალოდ ტკბებოდა ნიკათი და უსაზღვრო ბედნიერებას აღწევდა. როდესაც ორივენი ვნებისაგან გათანგულები გვერდიგვერდ იწვნენ, ნინა მის ქმარს საოცარი სითბოთი შეჰყურებდა, ბიჭმა იგრძნო გოგონას მზერა და თვალები გაახილა და ჩურჩულით უთხრა ნინას – ძაან გატკინე არა პატარავ? მაპატიე კარგი – არაუშავს, ეს ყველაზე ტკბილი ტკივილი იყო ჩემს ცხოვრებაში– უთხრა და თავისი მომცინარი თვალები შეანათა ბიჭის შავ თვალებს – ანუ არ მიბრაზდები? – ნიკა მე ვიცოდი, რომ ტკივილი იქნებოდა, შენ ხომ ჩემი პირველი მამაკაცი ხარ, არ უნდა მეკივლა, მაგრამ ძალიან მეტკინა –უხერხულად გაიღიმა და გაწითლდა გოგონა – ჩემი პატარა გოგო ხარ შენ და მე უზომოდ მიყვარხარ, თავდავიწყებით – ყველაზე კარგი ღამე იყო ჩემს ცხოვრებაში – ჩემსაშიც ორივემ მშვიდათ და ბედნიერად დაიძინეს იმ ღამით, ნიკას თავისი ცოლი მთელი ძალით ჰყავდა ჩაბღუჯული და ცდილობდა არსად გაეშვა. მთელი ღამე ორივეს ღიმილი დასთამაშებდათ სახეზე, მათ ხომ ნატვრა აუხდათ, ისინი ერთად არიან, გაიღვიძებენ და ერთმანეთის მშვნიერ სახეს დაინახავენ. ერთად ხომ ყოველი დღე ბედნიერი იქნება, მათ ერთმანეთი ჰყავთ და მეტი არავინ და არაფერი არ არის საჭირო. მეორე დილას ფანჯარაში მზემ შემოაჭყიტა, თითქოს ბედნიერ დღეს ჰპირდებოდა დედამიწას ისეთი ძალით ანათებდა, ნინას ადრიანად გაეღვიძა როგორც ყოველთვის, ძლივს ინძრეოდა, ყველაფერი სტკიოდა, თითქოს წინა ღამით ყველა ძვალი გადაატეხესო, წინა ღამის გახსენებაზე უნებურად გაიღიმა და ნიკას ცხვირზე ხელი მოუჭირა რათა ასე წვალებით გაეღვიძებინა – ნუ ხარ გოგო მაიმუნი, რატო მაღვიძებ – ადგომის დროა და იმიტო, თან ყველაფერი მკტკივა და ვერ ვინძრევი – გუშინდელი ღამის ბრალია ეგ – უთხრა და თვალები ეშმაკურად მოწკურა– არ გინდა გავიმეოროთ? – არაფერიც ვაჟბატონო, ჯერ წამოდი აბაზანაში გამიყვანე და თან რაღაცას გეტყვი, გულს გაგიხარებ – ორსულად ხარ? – არა სულელო – გოგონას გულიანმა კისკისმა ოთახი გაავსო – აბა? – რა და ქალიშვილობის დაკარგვის შემდეგ 3–4 დღე სექსი არ შეიძლება – რაა? მატყუებ ხომ? – არა, არ გატყუებ– სიცილს ძლივს იკავებდა ამას რომ ამბობდა – საიდან მოიტანე? – ნიკას შეშფოთებული სახე ჰქონდა – დარეკავ დღეს შენს გინეკოლოგთან და გამაგონებ რას იტყვის – საიდან მოვიტანე და ჟურნალში წავიკითხე, სასურველია 3–4 დღე მოიცადოთო – სასურველიაოოო? გოგოო აბა რას გამიხეთქე გულიი? – კარგი ხო რა იყო გეხუმრე – ცუდი ხუმრობები იცი პატარავ, ეხლა რა ვქნათ? – ვერაფერსაც ვერ ვიზამთ ყველაფერი მტკივა და აბაზანის მიღება მინდა – არ გინდა ერთად ვინებივროთ ჯაკუზში, თან მოდუნდები და ტკივილიც გაგივლის – მიდი წყალი გაუშვი და მერე მეც მომეხმარე, თორემ ნაბიჯსაც ვერ ვდგამ ნიკა მალევე შემობრუნდა საძინებელში და ნინა პატარა ბავშვივით ხელში ატატებული გაიყვანა აბაზანაში, გოგონას გასული ვნებიანი ღამისას შემოძარცვული ჰქონდა პენუარი, ნიკასი ცოტათი კიდევ ერიდებოდა და ამიტომ ხელებით იფარავდა სიშიშვლეს. ნიკა გზადაგზა მხრებს და სახეს. შემდეგ ფრთხილად ჩააწვინა აბაზანაში, თვითონაც გაიძრო ქვედა საცვალი და უკნიდან ჩაუწვა გოგონას, რომელიც ფეხებშორის კომფორტულად მოეწყო და ბიჭის ფართო მკერდზე თვალებდახუჭული ტკბილად იწვა. ბიჭი მის თმას ეთამაშებოდა და თან თავისი ცოლის სილამაზით ტკბებოდა, ბოლოს ვეღარ მოითმინა და კისერში კოცნა და უწყო – კარგად ხარ საყვარელო? ისევ ძალიან გტკივა? – უკეთ ვარ, ცხელმა წყალმა და შენმა ალერსმა მიშველა – საყვარლად შესცინა გოგონამ, რომლის თვალებშიც ეშმაკუნები დახტოდნენ – ანუ შეგვიძლია საძინებელში დავბრუნდეთ და ჩვეულ მდგომარეობას დავუბრუნდეთ – ანთებული თვალებით უპასუხა ბიჭმა – კი შეგვიძლია დავბრუნდეთ საძინებელში ნიკამ სასწრაფოდ ამოიყვანა გოგონა აბაზანიდან და საძინებელში დააბრუნა ისევ. ერთ კვირაში სამსახურშიც გავიდნენ, ძალიან არ უნდოდათ, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათ. ნიკაასთან მისი მეგობარი მუშაობდა ბექა, რომელმაც ცოლი იმ პერიოდშივე მოიყვანა, აღმოჩნდა, რომ ბექას ცოლი მაიკო და ნინა კურსელები იყვნენ, ასევე საუკეთესო მეგობრებიც მანამ, სანამ მაიკო გერმანიაში არ წავიდა. მონატრებულმა დაქალები ერთმანეთს ეხვეოდნენ და ძლივს იჯერებდნენ მათ შეხვედრას. ძველი ამბებიც გაიხსენეს, ახალსაც მოყვნენ და ასე გადიოდა დრო, ერთმანეთს ხვდებოდნენ ყოველდღე და კვლავ აღიდგინეს ძველი მეგობრობა. ერთ დღესაც საღამოს ნინა მარტო იყო სახლში როცა გული შეუწუხდა, იფიქრა გადაღლილი ვარ და ცოტას წამოვწვები გამივლისო, მაგრამ როგორც კი წამოწვა გულის რევა იგრძნო და ძლივს შეასწრო საპირფარეშომდე. სანამ ნინა პირს იბანდა კარები ლამის ჩამოიღეს ბრახუნით, პირი შეიმშრალა და კარის გასაღებად გავიდა. ხელში თავისი დაქალი მაიკო შერჩა, რომელსაც მოზრდილი ცელოფნით რაღაცა მოჰქონდა და თან სახეზე აშკარად ეტყობოდა ნერვიულობა – რა ხდება მაიკო მშვიდობა გაქვს, ვინმე ხო არ მოგზდევს? – ჰკითხა მეგობრის მდგომარეობით შეშფოთებულმა – გოგო ბოლო ორი დღეა თავს ცუდად ვგრძნობ, მეგონა გამივლიდა, მაგრამ უფრო შეუძლოდ ვხდები – მერე, მითხარი გოგო რა ხდება, ნუ მაშინებ – გოგო მგონი ორსულად ვარ და აფთიაქში რაც ტესტები იყო ვიყიდე და შენთან წამოვედი – გოგო ამდენი რათ გინდოდა – უკვე ნინა სიცილს ვეღარ იკავებდა – რავიცი აბა ნინა, ყველა ხო არ შეცდება – კარგი მიდი შედი და მეც ვსინჯავ, არა მგონია ორსულად ვიყო მაგრამ მაინც მაიკო შევიდა აბაზანაში, მეც ჩემს აბაზანაში შევედი და ინსტრუქციია გულდასმით წაკითხვის შემდეგ გავაკეთე ისე, როგორც უნდოდა. 2 წუთი მთელ საუკუნედ მექცა, ველოდი პასუხს და თან საშინლად ვნერვიულობდი, გავიდა დანიშნული დროც და სასწრაფოდ ავიღე ტესტი – არ არსებობს, მაიკოოოო – გოგო ორი ხაზი მიჩვენა და აქ წერია, ეს ორსულობის ნიშანიაო. შენ რა ქენი? – ძაან დაბნეული ჩანდა მაიკო, ახალი ამბავი ჯერაც ვერ დაეჯერებინა – მეც ორი ხაზი მაჩვენა – ვაიმე რა მაგარიაა, მოდი კიდევ გადავამოწმოთ რამდენიმე ტესტი გავიკეთეთ და ყველამ ერთი და იმავე პასუხი გვიჩვენა, ორივე ბედნიერები ვიყავით და ჩვენს ქმრებს ველოდებოდით. მაიკომ ბექას დაურეკა (უკვე ღამის თორმეტი იყო) სად ხარო, იმანაც მე და ნიკა ჯერ კიდევ სამსახურში ვართ, კიდევ ბევრი საქმე გვაქვს ამიტომ ნინასთან იყავიო. გოგოებმა ბევრი ილაპარაკეს, ერთი სული ჰქონდათ როდის ეტყოდნენ ბიჭებს ამ ამბავს, ვეღარ ითმენდნენ – ნინ წამო სამსახურში მივიდეთ და იქ ვუთხრათ ეს ახალი ამბავი, თორემ აღარ შემიძლია – ისე გოგო კაი აზრია, ჩავიცმევ და წავიდეთ გოგოები მალე გაემზადნენ, მანქანაში ჩასხდნენ და ტელევიზიაში წავიდნენ. მათი დეპარტამენტის კარი რომ შეაღეს, უამრავი ხალხი დაინახეს, წვეულება ყოფილა, ყველა სვამდა, ნინამ და მაიკომ ქმრებს დაუწყეს ძებნა, ბოლოს როგორც იქნა იპოვეს, ორივე გალეშილი მთვრალი ესვენა სავარძელზე და ნახევრად შიშველი ქალები ეფერებოდნენ – ეს არის თქვენი სამუშაო არა? ხშირად ხდება ისე, რომ ცხოვრებაში ყველაფერი გაქვს, გყავს მეორე ნახევარი, რომელიც შენ ერთ მთლიანობად გაქცევს და მასთან ერთად ხდები ერთი სრულყოფილი ადამიანი, მის გარეშე არაფერს აღარ წარმოადგენ და აღარც სიცოცხლე შეგიძლია. რთულია როცა აცნობიერებ, რომ შენმა ნახევარმა გიღალატა, რომ აღარაფერი იქნება ისე, როგორც ადრე, რომ დარჩი სულ ობლად, რომ... რომ... რომ...ძალიან ბევრი რომ რჩება შემდეგ, რომლებიც დროთა განმავლობაში უფრო ღრმა ჭრილობად იქცევა და შენში დარჩება სამარადისოდ. ვინ თქვა რომ ტკივილი ქრება??? დროს არაფერი მიაქვს, უბრალოდ ყველაფერს აფერმკრთალებს, ყავლს გააცლის, მაგრამ ისევ ვიგრძნობთ იმ ტკივილს, იგი არსად არ წავა, უბრალოდ ჩვენ ვისწავლით მასთან ერთად ცხოვრებას. მტკივნეული იქნება, მაგრამ უცხო თვალისთვის შეუმჩნეველი, ამ ტკივილის სიმძიმეს მხოლოდ შენ იგრძნობ, სხვა ვერავინ. ნინა გახევებული იდგა და თვალებს ვერ უჯერებდა, გაშტერებული უყურებდა კაცს, რომელიც სიცოცხლეს ერჩივნა და რომლისგანაც მალე შვილი ეყოლებოდა. თავი ასტკივდა, არ იცოდა როგორ მოეყარა სათქმელისთვის თავი. მაიკო არ დაბნეულა – უსინდისოები ხართ ორივე – მაიკო აგიხსნით ყველაფერს, ყველაფერი არასწორად გაიგეთ – რა გავიგეთ ბექა არასწორად? ჩვენ რომ მოგვატყუეთ ვმუშაობთო, აქ წვეულება რომ გაქვთ, ეს ბოზები რომ გეხვევათ ყელზე თუ რა გავიგეთ არასწორად? – წამოდით კაბინეტში შევიდეთ და იქ ვილაპარაკოთ – არსადაც არ შემოვალთ, ორივე მოღალატეები ხართ და ამას მე და ნინა ასე არ დავტოვებთ სანამ მაიკო ჩხუბობდა, ნინა გაშტერებული უყურებდა ნიკას, მას ჯერაც არ უნდოდა დაეჯერებინა ის, რაც საკუთარი თვალით ნახა. მაგრამ ფაქტი სახეზეა და მასაც არაფრის თქმა არ შეუძლია მისთვის საყვარელი ადამიანის გასამართლებლად. ნიკამაც კარგად იცოდა რაც ჩაიდინა და თავდახრილი იჯდა, ტყუილს ვერ იტყოდა იგი, უბრალოდ ვერ შეძლებდა თვალებში ასე ურცხვად შეეყარა ნაცარი მისთვის ძვირფასი ადამიანისთვის. მაიკო ცუდათ ხდებოდა, ნინამ შეამჩნია ეს და სწრაფად ამოუდგა მეგობარს მხარში, რათა ამ უკანასკნელს წონასწორობა შეენარჩუნებინა – მაიკო ცუდათ არ გახდე, სახლში წავიდეთ და მერე გადავწყვიტოთ რა გავაკეთოთ –ჩასჩურჩულა განერვიულებულ და ფერდაკარგულ გოგონას – კი მაგრამ ნინა ჯერ უნდა ვილაპარაკოთ ყველამ ერთად და გავერკვეთ სიტუაციაში – სალაპარაკო არაფერია ნიკა, ყველაფერი მშვენივრად დავინახეთ – ვაჟბატონო მე ნინასთან ვრჩები და ძალიან გთხოვთ არ შეგვაწუხოთ, ჩვენ თვითონ უნდა გავერკვეთ სიტუაციაში და მივიღოთ გადაწყვეტილება – ასე რომ თქვენი ფეხი არ დავინახო, არც გაბედოთ ჩვენთან გაკარება – ყინულივით ცივი ხმით დაამატა ნინამ ბიჭებს სხვა გზა არ ჰქონდათ, ხვდებოდნენ რომ დამნაშავეები იყვნენ და ისიც კარგად ესმოდათ, რომ გოგონებს დრო სჭირდებოდათ ყველაფრის გადასახარშად. ნინა და მაიკო განადგურებულები დაბრუნდნენ სახლში, არ იცოდნენ რა გაეკეთებინათ, როგორ დაესაჯათ ბიჭები. მაიკო გაუჩერებლად ტიროდა, ნინა ვერაფრით ვერ აჩერებდა მეგობარს. – მაიკო გაჩერდი, შენ რა გინდა, რომ ბავშვი დაკარგოო? არ შეიძლება ხომ იცი და თან მეც ნუ მანერვიულებ გთხოვ – კარგი მაპატიე, ნინა რა ვქნათ? სახლში ვერ დავრჩებით ამ ყველაფრის შემდეგ, მე უბრალოდ არ შემიძლია – მეც არ შემიძლია, ძალიან გაბრაზებული ვარ და მაგათმა ჭკუა უნდა ისწავლობ – სად წავიდეთ ნინა? – ჩვენი დაქალი გახსოვს, ლიკა? ქუთაისში ცხოვრობს, მშობლები დიდი ხანია გარდაცვლილები ჰყავს, გათხოვილიც არ არის, ერთი კვირის წინ დამირეკა და მეხვეწა ჩამოდითო. – ხოო ლიკაა, დარწმუნებული ვარ ჩვენი ნახვა ძალიან გაუხარდება – ზუსტად ვიცი გაუხარდება და თან ესენიც ვერ მოგვაგნებენ – კიდევ კარგი საცხოვრებლის პრობლემა გადავჭერით და ამ მოღალატეებისგან რაც შეიძლება შორს ვიქნებით – ტანსაცმელები და საჭირო ნივთები როგორ უნდა გამოიტანო სახლიდან? – ახალს ვიყიდი, არაფრის წამოღება არ მინდა იმ სახლიდან, თან მალე მუცლები გაგვეზრდება და ის ტანსაცმელი მაინც არაფერში გამოგვადგებოდა – მართალი ხარ, იქამდე შეგიძლია ჩემები ჩაიცვა – გოგო როდის წავიდეთ? ხვალ დარწმუნებული ვარ დილიანად დაგვადგებიან თავზე ეს იდიოტები – არა მგონია დილის ექვსზე მაგათ აქ გამოსვლა მოიფიქრონ, ჩვენ კი ქუთაისში ვიქნებით ისინი რომ ძებნას დაგვიწყებენ – ძალიან ვარ გაბრაზებული ნინა, ეს როგორ გაგვიკეთეს? – ნუ ნერვიულობ მაი, შენ გგონია მე უკეთეს დღეში ვარ? ნიკა ჩემი ცხოვრების სიყვარულია, მაგრამ უნდა გავუძლო, ჩემი შვილისთვის, იმისთვის, რომ ჯანმრთელი დაიბადოს ჩემი ბაჭია. – მართალი ხარ ნინა, დღეიდან ჩემს ციყვზე ვიზრუნებ მეც და საერთოდ აღარაფერზე აღარ ვიფიქრებ მიუხედავად დაღლილობისა, ღალატისა და საშინელი იმედგაცრუებისა, ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო ღამით დაძინება. მეორე დილიდან ხომ ახალი ცხოვრება იწყებოდა მათთვის, რომელშიც ორი მეგობარი და მათი შვილები იქნებოდნენ მხოლოდ და მეტი არავინ. მათ მეორე დღიდან უნდა ამოეშალათ თავიანთი გულებიდან მათი ცხოვრების სიყვარული და შესჭიდებოდნენ ახალ ცხოვრებას, მათ უნდა ებრძოლათ თავიანთი შვილებისთვის, მათ უნდა შეეცვალათ პატარებისთვის დედაც და მამაც. გოგონები თვალგახელილები შეხვდნენ მაღვიძარას ხმას, დრო იყვნენ ამდგარიყვნენ და წასასვლელად გამზადებულიყვნენ. ორივემ ჩუმად, უსიტყვოდ გაამზადა თავიანთი ჩანთები, მოწესრიგდნენ და ტაქსმაც დარეკა. მანქანაში ჩასხდნენ თუ არა, ორივემ რაღაც განსაკუთრებული სიცარიელე იგრძნეს, მათ გული ეთანაღრებოდათ რომ ასე ტოვებდნენ ყველაფერს, კაცებს, რომლებიც ყველაფრისდამიუხედავად მაინც სიგიჟემდე უყვარდათ, ერთი სიტყვა მაინც რომ ეთქვა რომელიმეს, ორივე გატყდებოდა და უკან გაბრუნდებოდა. ერთმანეთს არ უყურებდნენ, მაგრამ გაფაციცებული ელოდა ორივე, თუ ვინ ამოიღებდა ხმას და შესთავაზებდა უკან გაბრუნებას. თუმცა არცერთი არ იხევდა ჯიუტად უკან, ნინამ თავი ფანჯრისკენ გააბრუნა და ხეთა რიგს დაუწყო ყურება, რათა მაიკოს არ დაენახა მის თვალზე მომდგარი ცრემლი და არ ენერვიულა. მაიკოც გზის მეორე ნაპირს გასცქეროდა და იგონებდა თუ როგორი ბედნიერი იყო ბექასთან ერთად და სწორედ ახლა როგორ აკლდა მისი სითბო და მოფერება. ***** – ნიკა ნახე შენი სახლის კარი ღიაა, შენი აზრით ასე ჰქონდათ მთელი ღამე? – უცნაურია, ნინა ყოველთვის ამოწმებს ხოლმე ძილის წინ ჩაკეტილია თუ არა – მაიკო, ნინა, სად ხართ? უნდა ვილაპარაკოთ – არ არიან, ნახე ამ ლარნაკზე წერილი დაუტოვებიათ – მიდი წაიკითხე დროზე თორე ცუდი წინათგრძნობა მაქვს და ძაან ვნერვიულობ „ ნიკა და ბექა, თუ თქვენ უკვე ამ წერილს კითხულობთ, გვინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამ დროს ძალიან შორს ვიქნებით, იქ, სადაც თქვენ ვერასოდეს მოგვაკვლევთ. დიახ ჩვენ წავედით, მიუხედავად ყველაფრისა რაც ჩვენს შორის იყო, მიუხედავად იმ დიდი სიყვარულისა, რომელიც თქვენ გაანადგურეთ, გვინდა გითხრათ, რომ ძალიან გვიმძიმს ახლა ამ წერილის წერა და თქვენთან გამომშვიდობება, ჩვენ ალბათ ვეღარასოდეს ვეღარ შევხვდებით, გვინდა გითხრათ, რომ უზომოდ გვიყვარხართ, სიცოცხლეზე მეტად, მაგრამ არ შეგვიძლია გაპატიოთ ის, რაც ჩაიდინეთ, თქვენ ყველაფერი გააფუჭეთ. გვიყვარხართ უზომოდ, მაგრამ მაინც გტოვებთ, ვერ წარმოიდგენთ რამდენად დიდია ტკივილი, რომელსაც ჩვენ განვიცდით. გადავწყვიტეთ თქვენგან შორს ვიყოთ, ასე უკეთესი იქნება ოთხივე ჩვენთაგანისთვის. ჩვენ დრო გვჭირდება და თქვენგან შორს ყოფნა, რათა ყველაფერში კარგად გავერკვეთ, დრო გადაწყვეტს გააქრობს თუ არა ჩვენს გრძნობებს. თქვენც გექნებათ იმის დრო, რომ კარგად დაფიქრდეთ და გაერკვეთ თუ რა გინდათ, რადგან გუშინ ნათლად დავინახეთ, რომ თქვენ არ ხართ მზად თქვენი ზედმეტად თავისუფალი ცხოვრების წესი დაივიწყოთ, ვერ აცნობიერებთ, რომ მარტოები აღარ ხართ და რასაც თქვენ აკეთებთ, იმან შეიძლება ჩვენც გვატკინოს გული და ჩვენი ურთიერთობაც მნიშვნელოვნად დააზარალოს. მიუხედავად ყველაფრისა მაინც გვიყვარხართ, მაგრამ თქვენს გვერდით ნამდვილად ვერ შევძლებდით ცხოვრებას, თითქოს არც არაფერი არ მომხდარა. ძალიან გთხოვთ ნუ დაგვიწყებთ ძებნას, მაინც არაფერი გამოგივათ, რადგან ძალიან გაბრაზებულები ვართ და დიდხანს არ გადაგვივა ეს წყენა.“ ნინა და მაიკო – რა ვქენით ეს? მათ მიგვატოვეს, არ მჯერა, რომ სამუდამოდ წავიდნენ ჩვენგან – არ მჯერა, მაგარი იდიოტები ვართ, ეხლა რა ვქნათ, რა გვეშველება მათ გარეშე? – რამე უნდა მოვიფიქროთ, მაიკოს გარეშე ერთ წუთსაც კი ვერ გავძლებ – აუუ რა დებილი ვარ, რა გავაკეთეეე, იმის მაგივრად, რომ გუშინ ჩემს ნინას ჩავხუტებოდი და ისე ტკბილად დამეძინა, შენთან ჩახუტებულს მეძინა, უსამართლობაა – არც მე ვიწვოდი შენთან ერთად ძილის სურვილით, ჩემი მაიკო მინდოდა მეც ბიჭები თავჩაქინდრულნი ისხდნენ, ასჯერ მაინც გადაიკითხეს გოგოების დატოვებული წერილი, მაგრამ რაც უფრო ბევრს ფიქრობდნენ, მით უფრო ღელავდნენ, არ უნდოდათ იმის გაცნობიერება, რომ მათთვის ყველაზე ძვირფასმა ადამიანებმა ისინი მიატოვეს. როგორ ენატრებოდათ, ყველგან ელანდებოდნენ, ღამით ვერ იძინებდნენ, მათ ფოტოებს დიდხანს, ძალიან დიდხანს ეფერებოდნენ და მათტანსაცმელთან ერთად ეძინათ, რომლებსაც ჯერ კიდევ შემორჩენოდა მათი საყვარელი ქალების გასაგიჟებელი სურნელები. მათ სიგიჟემდე ენატრებოდათ გოგოები, იტირეს კიდეც, ბავშვობის შემდეგ კი არცერთს არ უტირია. ეძებდნენ უშედეგოდ, ყველგან, სადაც კი შეიძლებოდა ყოფილიყვნენ ან არ ყოფილიყვნენ. ერთ დღეს როცა ბიჭები ნიკას სახლში იყვნენ და წამალს ეძებდნენ, რაღაცას წააწყდნენ – ნიკა მოდი აქ, ეს რა არის? – აბა მაჩვენე – თან ნახე, ორადაა გაყოფილი, ერთი ნაწილი ერთ ცელოფანშია და მეორე ნაწილი მეორეში, თან სულ ასეთებია, თან რამდენი – სად ნახე , აქამდე არ შემიმჩნევია – რავიცი აქ იყო, ყუთის უკან ჩაგდებული – არვიცი რა არის ნამდვილად, წარწერა არა აქვს? – ნახე აქ აწერია, გერმანული ხო იცი შენ და მიდი წაიკითხე – არ არსებობს ბიჭოო – რა არის ნუ გამიხეთქე გული – იცი ეს რა არის? – ამოღერღე დროზე – შე იდიოტო მალე მაები გავხდებით – ეე ტო შენ საიდან იცი? – ტვინი სულ დაკარგე ? აქ თეთრზე შავით წერია, რომ თუ ორი ხაზი გაივსო ანუ ქალი ორსულადაა, ამ ცელოფანშიც და ამ ცელოფანშიც არსებულ ტესტებზე 2–2 ხაზია ნაჩვენები, მიხვდი გენიოს? – მერე ჩემი ცოლი რა შუაშიაა? – აუუუ მოგკლავ ეხლა იცოდე თუ არ გაანძრევ ტვინს, ანუ ნინას ორი ცელოფანი ტესტის გაკეთება რათ უნდოდა, აშკარაა ერთი მაიკოსია და მეორე ნინასი – ანუ მამა გავხდები მალე – ხო ხო, ძლივს არ მიხვდიიი, გილოცავ ძმაო, ეხლა კიდევ გაასმაგებული ძალებით უნდა შევუდგეთ მათ ძებნას და უნდა ვიპოვოთ და მათი სიყვარული ისევ უნდა დავიმსახუროთ თავიდან უსიკვდილოდ, გაიგეე??? მერვე თვე იწურებოდა რაც ნინამ და მაიკომ ქმრები მიატოვეს და ქუთაისში წამოვიდნენ, თავიდან ძალიან გაუჭირდათ, მაგრამ დროთა განმავლობაში თითქოს შეეგუვნენ, გული საშინლად ტკიოდათ, ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად უყვარდათ ამ ქვეყანაზე, მათ გვერდზე არ იყვნენ. ლიკა გახარებული იყო დაქალების ჩამოსვლით, ყველანაირად ცდილობდა მათ გამხიარულებას და გაიძახოდა მალე დეიდა გავხდებიო, გოგონების ისტორია რომ მოისმინა, გული ძალიან დაწყდა, ცდილობდა მეგობრები დაერწმუნებინა ქმრებს შერიგებოდნენ, მაგრამ გოგონები ჯიუტობდნენ. ლიკას, მაიკოსა და ნინას საერთო მეგობრები ხშირად ურეკავდნენ ლიკას და ეკითხებოდნენ გოგონების ადგილსამყოფელს, ლიკა ხშირად ეჩხუბებოდა მეგობრებს ასე არ შიძლება, ბიჭებმა მთელი ქალაქი ააწრიალეს და გიჟებივით გეძებენ მთელი თბილისიო. მაიკოს და ნინას კმაყოფილებით ეღიმებოდათ, როცა ბიჭების მიერ შეწუხებული უამრავი ადამიანი ლიკას ურეკავდა, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად არაფერს არ იმჩნევდნენ, ბედნიერების მეცხრეზე ცაზე იყვნენ, ამით ხო მტკიცდებოდა ის, რომ ბიჭებს ისინი ჯერ კიდევ ახსოვდათ, უფრო მეტიც, ისევ ისე უყვარდათ, აბა რატო მოძებნიდნენ სხვა შემთხვევაში? ლიკა მარტო იყო სახლში, გოგონები სასეირნოდ გაისტუმრა პარკში და თვითონ სახლის დალაგებას შეუდგა, როცა ყველაფერს მორჩა და დასასვენებლად სავარძელზე მიწვა ფიქრი დაიწყო. ის ფიქრობდა თავის მეგობრებზე, რომლებსაც მალე შვილები ეყოლებოდა, იმასაც მშვენივრად ხვდებოდა, როგორ ძლიერ ენატრებოდათ და ჭირდებოდათ თავიანთი ქმრები, ისინი თავს არ გრძნობდნენ სრულყოფილად ბედნიერად. შეიძლება როცა დრო გავა მათ მწარედ ინანონ, ოჯახიდან წამოსვლა. ლიკა მათ ძალიან დიდი ხანია იცნობს და ზუსტად იცის მათი ხასიათი, მას უნდოდა მისი საყვარელი მეგობრაბი ყველაზე ბედნიერები ყოფილიყვნენ მთელს სამყაროში. – შეიძლება გამებუტოთ და არც დამელაპარაკოთ ჩემო მეგობრებო, მაგრამ მე ამას მაინც გავაკეთებ, ვიცი ოდესმე მადლობას მეტყვით ამისთვის – ღიმილი გადაეფინა სახეზე და მობილურს დასწვდა ***** – გისმენთ – გამარჯობა, ნიკა მინდოდა – დიახ მე გახლავართ – იცით, თქვენ მე არ მიცნობთ, მაგრამ მე ძალიან კარგად გიცნობთ და რაღაცის სათქმელად დაგირეკეთ – დიახ გისმენთ – იცით, მე ლიკა ვარ, ნინას და მაიკოს დიდი ხნის მეგობარი – იცით სად არიან ნინა და მაიკო? ჩვენ ყველგან ვეძებთ, როგორ არიან? შეგიძლიათ მისამართი მოგვცეთ და ეხლა წამოვალთ – თუ შეიძლება ცოტა ნელა, თანმიმდევრობით გიპასუხებთ კითხვებზე – გისმენთ – ნინა და მაიკო კარგად არიან, მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემთან იყვნენ – ეხლავე გამოვდივართ, სად ხართ? – ქუთაისში, ჩაიწერეთ ჩემი მისამართი – ჩავიწერე, ძალიან დიდი მადლობა, თქვენ არც კი იცით როგორი საქმე გაგვიკეთეთ, თქვენთან ვალში ვართ – როგორ გეკადრებათ, ისინი ჩემი დაქალები არიან და მე მათთვის ყველაფერი საუკეთესო მემეტება, ვიცი, რომ უსაშველოდ ენატრებით – ჩვენც ადამიანებს აღარ ვგავართ, ძალიან ვნერვიულობდით ამდენი ხნით რომ გაუჩინარდნენ. – კარგი ეხლა უნდა დავასრულოთ საუბარი, გოგოები მოვიდნენ – ძალიან გთხოვთ არ უთხრათ ჩვენ რომ გველაპარაკეთ, ეხლა გამოვალთ და მალე მანდ ვიქნებით – კარგი, კარგათ ***** – ზუსტად იცი რომ აქ ცხოვრობს ის ლიკა? – მოდი გავიკითხოთ და გავიგოთ ბიჭებს არ გაძნელებიათ ლიკას სახლის მოძებნა,ძალიან ნერვიულობდნენ, როგორც კი გაიგეს ქუთაისში იყვნენ, მანქანაში ჩასხდნენ იმ წამსვე და ორასით მიაქროლებდნენ მანქანას ტრასაზე, რეკორდულ დროში ჩააღწიეს ქუთაისამდე და ეხლა ლიკას სახლის კარის წინ იდგნენ და ნერვიულობისაგან აღარ იცოდნენ რა ექნათ. ბოლოს როგორც იქნა გაბედეს და დააკაკუნეს, გული საშინლად უცემდათ. კარი ლიკამ გაუღო და სახლში შეიპატიჟა. როგორც კი მისაღებში შევიდნენ, სავარძელზე მიწოლილი ნინა და მაიკო დაინახეს, ორივეს ისე საყვარლად ჰქონდათ მუცლები გაბერილი და თან ორივე მარწყვს მიირთმევდა, როცა შეამჩნიეს ბიჭები, ჯერ თვალები გაუფართოვდათ, შემდეგ კი წამოდგომა სცადეს, გაუჭირდათ, მაგრამ ბიჭები გონს მოეგნენ და მათკენ სწრაფად წავიდნენ რათა მიხმარებოდნენ. ისინი ერთმანეთის პირისპირ იდგნენ და თვალებს ვერ უჯერებდნენ, რომ ერთმანეთი იპოვეს, ამდენთვიანი ტანჯვა– წამებისა და ძებნის შემდეგ იპოვეს. ჩემი გაბერილი, იგი ჩემს შვილს ატარებს მუცლით, როგორ უხდება ორსულობა –ფიქრობდა ნიკა და თვალებში ცრემლები უდგებოდა. ბექა– ასე რატომ წადით, ჩვენ უნდა გვცოდნოდა, რომ მამები გავხდებოდით, რატომ დაგვიმალეთ? – დღესვე უნდა წამოხვიდეთ ჩვენთან ერთად – არსადაც არ წამოვალთ, ჩვენ ლიკასთან გვირჩევნია – მაი ძალიან მწყინს რომ მტოვებთ, მაგრამ თქვენ მათ უნდა გაჰყვეთ. გოგოები გაოგნებულები უყურებდნენ ბიჭებს და ხმას ვერ იღებდნენ. ნიკა და ბექაც არ აპირებდნენ თავიანთი სიტყვის დათმობას, მათ მტკიცედ გადაწყვიტეს, რომ გოგონებთან ერთად დაბრუნდებოდნენ თბილისში, ხელი მაგრად ჩაკიდეს თავიანთ ცოლებს, ლიკას ჩქარა დაემშვიდობნენ და მადლობა გადაუხადეს, შემდეგ კი სანამ გოგონები აზრზე მოვიდოდნენ, მანქანაში ისხდნენ და თბილისისკენ მიდიოდნენ – იცით, როგორ მოგვენატრეთ? სად არ გეძებეთ – არ უნდა გეღალატათ და არსად წავიდოდით – კარგი რა ნინა, ხომ იცი, რომ მხოლოდ შენ მიყვარხარ, სხვა დანარჩენს კი მნიშვნელობა არ აქვს – ნუთუ არ გენატრებოდით მაინც ბიჭები კიდევ დიდხანს ლაპარაკობდნენ, ხან ეჩხუბებოდნენ, ხან კი ეფერებოდნენ, თითქმის მთელი გზა ასე გაატარეს, კიდევ გააგრძელებდნენ ნინას რომ არ ეკივლა – გაჩერდიიიი ნიკააა – რა გჭირს გოგო? – შენი პატარა მაიმუნი გარეთ გამოსვლას ლამობს შენი ხმა რომ ესმის – მამიკოს საამაყო ვაჯკაცი, იცნო მისი მონატრებული მამიკო –გაიბღინძა ბიჭი – იმდენი ქენი მშობიარობა მეწყება იდიოტო – რა გეწყებაა? – მკვეთრად დაამუხრუჭა ნიკამ მანქანა და ბექას თხოვა საჭესთან დამჯდარიყო, თვითონ კი ნინას მიუჯდა და წელზე დაუწყო ხელის სმა და თან ლაპარაკობდა – მამა ცოტა მოითმინე, ვიცი შენც გეჩქარება ჩემი ნახვა, მაგრამ ასე ძალიანაც ნუ ჩქარობ, საავადმყოფომდე მივიდეთ – ნიკაა მოკეტეეე, უფრო ანერვიულებ ბავშვს და უფრო მეტად ცდილობს გარეთ გამოსვლას – ნინა ღრმად ისუნთქე, ასე შეუშვი ჰაერი და შემდეგ ამოისუნთქე. ცოტაც მოითმინე და მივალთ – გაჩერდი ნიკაა – აი მოვედით უკვე საავადმყოფოს ეზოში როგორც კი შევიდნენ, ნიკამ ხელში აიყვანა ნინა და ბლოკში გაჰყვა ექთანს. მაიკო და ბექა მოსაცდელში ელოდებოდნენ, როცა მაიკომაც ტკივილი იგრძნო – ბექაა – ხო მაი – მგონი მეც მშობიარობა მეწყება – გადამდებია თუ რა არის ვერ გავიგე... ექიმოოოო, ჩემს ცოლსაც ეწყება მშობიარობა ნიკა და ბექა ადგილს ვერ პოულობდნენ, რამდენიმე საათი გასულიყო რაც მათი ცოლები ბლოკში შეიყვანეს, მაგრამ ჯერ იქედან არავინ გამოსულიყო – სად არიან ამდენ ხანს, არ უნდა გამოსულიყვნენ? – მოისვენე რა ბექა, აი მოდის ექიმი უკვე – ექიმო რა ხდება? ექიმი: გილოცავთ ბატონებოქალიშვილები შგეძინათ, ძალიან ლამაზები და ჯანმრთელები – მადლობა კარგი ამბისთვის, გოგოები როგორ არიან, რაიმე გართულება ხო არ არის? ექიმი: ყველაფერი რიგზეა, შეგიძლიათ ბავშვები და მათი დედები მოინახულოთ ორივე ჩქარა შევიდა ბავშვებთან და გაშტერებულები უყურებდნენ – ნიკაა ნახე ეს ჩემი გოგოა, ნახე რა ლამაზია – ხო ბექა, ლამაზია. ჩემი ფერია ნახე, სულ დედიკოს გავს – წამოდი წავუყვანოთ გოგოებს, ალბათ ძალიან აინტერესებთ გოგონებმა როგორც კი მათი შვილები ნახეს, ემოციები ვერ შეიკავეს და ცრემლები წამოუვიდათ. – ჩემი პატარა გოგო, ნახე ნიკა როგორი ლამაზიია – ხო მამიკოს გოგოა ეს, ისე სულ შენ გგავს – ხო ჩემსავით ლამაზია და ჩემი გოგოა სულ – კიდევ რა გინდა? შენ ის იცი ნინა, გოგოებს მამიკო უფრო უყვართ, ბიჭებს კიდე დედიკო – ანუ ბიჭი უნდა გავაჩინო კიდევ? – მე კი გამიჩინე გოგო და შენთვის თუ გინდა გავაჩინოთ ბიჭი, სწორედ ამიტომ უნდა შემირიგდე და მაპატიო – მე უკვე გაპატიე ნიკა, იცი, მენატრებოდი – მეც მენატრებოდი ჩემო სიცოცხლე – რაღაც ძაან გაიყურსა ეგ პატარა მაიმუნი – მამიკოს მკლავებში მოსწონს ყოფნა და იმიტომ – ისე მეც მომენატრა შენს მკლავებში ყოფნა – თქვენ გელოდებათ ჩემი მკლავები ამდენი ხანია ქალბატონო – მაცადე ცოტა, წამოვდგები მალე ფეხზე და ჩადგები შენ ფორმაში – მოუთმენლად ველი მაგ დროს – ხო ექიმმა რაო, როდის გავწერთო? – ერთ კვირაში გაგწერენ – აუ ამდენი ხანი აქ რა უნდა ვაკეთოთ? – ნუ ნერვიულობ ყოველდღე შენთან ვიქნები, თან მაიკო და მისი პატარაც შენს ოთახში იქნებიან, ასე რომ – ნიკუშ არაფერი არ მაქვს ბავშვისთვის ნაყიდი, არც მაიკოს უყიდია რამე. ხოდა შენ და ბექა წადით მაღაზიაში და პატარებს ბოდე და ტანსაცმელი უყიდეთ – ბოდე რა არის? – ჩემი შტერუკა ხარ შენ, დაგიწერ რეებიც მჭირდება და შენ მაღაზიაში რომ შეხვალ გამყიდველს მიაწოდე, ის რაღაცეებს გაჩვენებს და შენ ლამაზები ამოარჩიე, იცოდე გოგოსთვის უნდა იყიდო ყველაფერი, ბიჭების არაფერი წამოიღოთ – კარგი ხო, გავალ ბექას გავაფრთხილებ, შენ მანამდე სია ჩამომიწერე – კარგი მიდი წადი ეხლა – რა ვიცით ჩვენ რა ვიყიდოთ – რა უნდა ვიყიდოთ ძმაო, ვარდისფერი კაბები ვიყიდოთ ფუშფუშელებიანი და ეგ არის – ხო ისე ტო მართალი ხარ ხო იცი – ნახე აი ასეთი ვუყიდოთ – ნიკუშ დარწმუნებული ხარ, რო ბავშვის კაბას კუდი ჭირდებაა? – არ მოგწონს ტოო? – მე კი მომწონს ბავშვებს თუ მოეწონებათ – იდიოტო ბავშვები ახალდაბადებულები არიან და ვერ მიხვდებიან და ვერ გაარჩევენ ჯერ რა აცვიათ – კაი რავიცი აბა, აუ ის ქუდი ნახე, გოგოებს ხო ყვავილები უყვართ თავზე? – ხო მერე? – მერე შეხედე იმ ქუდს, ყველაზე ბევრი ყვავილი აქვს და მოეწონებათ – ხო ისე მეც ვიცი, რო გოგოებს ბევრი ყვავილი უყვართ, მოდი ესეც ავიღოთ – აუ ამ კაბას შეხედე რა მოკლეაა – ჩვენ ჩვენს პატარა პრინცესებს ასეთ მოკლე კაბებს არ ჩავაცმევთ – რატო ტო? – აბა გინდა რომ ვიღაცა ბიჭებმა კაბის ქვეშ უყურონ? – ხო ისე მართალი ხარ, მოკლე კაბა არ გვინდა – ბაჩუჩები სად უნდა ვნახოთ? – აბა მე რავიცი – საწოვარები, სოსკები, პამპერსები, სველი სალფეთქები, კრემები გვაქვს საყიდელი – აუუ ქალებმა მაგარი გაგვიჩალიჩეს რაა – ბექა მოდი აააქ – ჰოო რა არის? – მალინის კრები ვიყიდოთ ბავშვისთვის თუ მარწყვის? – ოოო რეებს მეკითხები შენც კიდე რაა, მარწყვი რო უყვართ გოგოებს არ იცი შეენ? – ხო ისე მართალი ხარ – წამოდი ეხლა იქეთ, მაგარი კაბა დავინახე – აბა რა კაბა? – აი ის ფუშფუშა – ლამაზია, მარა ძაან ბალერინას კაბას არ გავს? – არა, მოეწონებათ, წამო ავიღოთ – პირსახოცები, ადიალები, ბავშვის ჩასაწვენი და ბანტები – წამო, წამო, დროზე მოვრჩეთ და წავიდეთ გოგოებთან, ერთი სული მაქვს როდის ვანახებთ ჩვენს შენაძენებს – ისე მაგარი რაღაცეები კი ვიყიდეთ, მაგრამ რაღაცა ძალიან ვრდისფერებია არა? – ოოო ჩვენ არ ჩავიცმევთ ასეთი ფერის ტანსაცმელს, მაგრამ ხო იცი ქალებს ასეთი უცნაური და ბრჭყვიალა ფერები უყვართ – აუ ბიჭო ჯერ კიდევ არ მჯერა რო მამა ვარ, ჩემი გოგო რა პატარაა, მეშინია რამე არ ვატკინო, თან დიდი სურვილი მაქვს ჩავეხუტო და მაგრად ჩავკოცნო – მეც ეგეთი შეგრძნება მაქვს, მალე ჩემს პატარა ქალბატონს წამოვიყვან და თვითონ აარჩევს ტანსაცმელს – წარმომიდგენია რა მეტიჩარა გოგოები იქნებიან და რა პრანჭიები – ისე ნიკა, რო წამოიზრდებიან და ბიჭები რო დაუწყებენ დევნას, მერე რაღა ჯანდაბა უნდა ვქნათ? – ბიჭო ჩემს გოგოს ვერავინ შეეხება, ის მარტო მამიკოსია და თავს წავაცლი ვინც კი მიეკარება და შეაწყხებს – შეყვარებული მყავსო რო გეტყვის ნეტა მერე რას იზამ? (სიცილს ვერ იკავებდა ბექა, რომელიც მეგობრის სიბრაზისგან გაწითლებულ სახეს რომ უყურებდა) – რა იყო შენ ეხლა გინდა გულის შეტევა მივიღო და ჩემი გოგონას გაზრდას ვეღარ მოვესწროო? – კაი ბიჭო რა რეაქცია გაქვს, რა იყო? მერე რა მოხდა თუ შეუყვარდება ბიჭი? – ერთი შენი გოგო რომ გეტყვის შეყვარებული ვარ და ვთხოვდებიო, შენ რას იზამ? – რას ვიზამ და მოვკლავ ცემაში იმ ვიღაცას – წეღან ერთი ვირი მეუბნებოდა, რა გჭირს, მერე რა მოხდაო – ხოო, ვერცერთი ვერ შევეგუებით ალბათ ვინმემ ჩვენი ფერიების გული რომ წაგვართვას – კაი შევედით ახლა და ვნახოთ როგორ არიან ქალბატონები, ჩვენი გოგოების გაზრდამდე კი სანერვიულო არ გვაქვს – ხო მარა, მომავალში ხო გვექნება სანერვიულო და იმაზე ვნერვიულობ წინასწარ ***** ასმეორე პალატიდან ქალების ხმამაღალი ხარხარი გამოდიოდა. ნინა და მაიკო უკვე ცუდათ იყვნენ ამდენი სიცილისგან და მუცელიც ტკიოდათ – არა ნინა ამ ბოდეს შეხედე, რამხელა ვეფხვის კუდი ააქვსს, ვაიმე ცუდათ ვაარ – არა პაჩკა კაბების ყიდვა რამ მოგაფიქრააათ – რქებიანი ქუდებიი – მთელი გულით იცინოდნენ გოგოები, ბიჭები კი ცხვირჩამოშვებულები იდგნენ კარებთან – გვეგონა მოგეწონებოდათ, ნუ დაგვცინით – გოგო თან ყველაფერი ვარდისფერი რომ არიის და ფუშფუშა – ვაიმე ნიკაა ამხელა ყვავილებიანი ლენტი რამ გაყიდინაა, თავი დაუმძიმდებათ საცოდავ ბავშვებს – ოოო, წამო ბექუშ, ესენი სიცილს დღეს არ მორჩებიან და სანამ გადაუვლით ჩვენს ფერიებს დავხედოთ და მოვეფეროთ ბიჭებმა დატოვეს გოგოების ოთახი, მაგრამ ამ ოთახიდან სიცილის ხმები გვიან საღამომდე არ წყდებოდა. ერთი კვირის შემდეგ ნინა და მაიკო გამოწერეს სამშობიაროდან, პალატასთან მათი ყველა ნათესავი თუ მეგობარი შეკრებილიყო და ყველა ულოცავდა მათ ქალიშვილების დაბადებას. ნიკა და ბექა ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყვნენ, ორივეს ბუშტები და უზარმაზარი ვარდების თაიგული ჰქონდათ ნაყიდი. სახლში შევიდნენ თუ არა, პატარა სუფრა დახვდათ გაშლილი, რომელიც ნიკას გაეწყო ნინასთვის. – ნიკ საჭმელი იმედია შენ არ მოგიმზადებია და არ დაგვწამლავ – კარგი რა ნინა ძალიან გემრიელი გამომივიდა, როგორ გგონია შენ რომ მიმატოვე რითი ვიკვებებოდი – ამაყად განუცხადა ბიჭმა – კარგი, წავალ მაშოს დავწვენ ჩვენს ლოგინში, მისი ოთახიც მოსაწყობი გვაქვს – წამოდი ნინა რაღაცა უნდა განახო ნიკამ აიძულა ცოლი თვალები დაეხუჭა, თვითონ მძინარე მაშო გამოართვა და წარუძღვა პატარას ოთახისკენ, რომელიც ნინას სამშობიაროში ყოფნის დროს თვითონ დიდი გულმოდგინებით მოაწყო. ულამაზესი ოთახი იყო, კედლები ღია ტონალობებში იყო შეღებილი და ცისფერი ღრუბლები ამშვენებდა, ჭერზე კი ვარსკვლავებით მოჭედილი ცა გამოესახათ, კარის გვერდით, მარჯვენა მხარეს ლამაზი ჟირაფი დაეხატათ მარცხენა მხარეს კი სპილო. ოთახის შუა გულში ბავშვის თეთრი ლოგინი იდგა და ზემოდან გამჭვირვალე, თხელი ფარდა ჩამოეფარებინათ, ულამაზესი იყო ბავშვის დიდი თეთრი კარადა და მის გვერდით მდგარი ბავშვის გამოსაცვლელი დაფიანი კომოდი, მარცხენა კუთხეში ბავშვის მანეჟი და სასაცილო ჭოჭინა ელაგა – იმედია ამაზეც არ დამცინებ – რას ამბობ, ყველაფერი უმაგრესია, როდის მოასწარი ეს ყველაფერიი? – რაღაცეები კიდევ გვაქვს საყიდელი, მაგრამ ეგ შენ დაგიტოვე, მერე რო არ დაგეცინა – კიდევ ბრაზობ იმაზე? –სიცილს ვერ იკავებდა გოგონა – ხოო, მეწყინა, არადა მეგონა მოგეწონებოდა – ბიჭოო კუდიანი ბოდე რომელ ბავშვს დაუნახე – კარგი ხო, დავივიწყოთ – ნახე ვინ გაიღვიძაა, პატარა მაიმუნიი – გამოსაცვლელი აქვს მგონი – დამეხმარები? – არვიცი, მაგრამ ვცადოთ – ხო უნდა ისწავლო როდესმე ერთად აბანავეს ნიკამ და ნინამ პატარა მაშო, შემდეგ ნინამ ასწავლა როგორ უნდა გამოეცვალა პატარასთვის პამპერსი, ძალიან იმხიარულეს, ნიკა ტალკით სულ გათეთრდა, მაგრამ მაინც არ შეშინდა, ბოლომდე მიიყვანა თავისი საქმე და გულზე დაიწვინა მისი გოგონა, გული საოცრად უცემდა ნიკას, გრძნობდა მაშოს გულისცემას და მასაც უცემდა გული, იგი ბედნიერი იყო, განა მეტი რაღა სჭირდებოდა ბედნიერებისათვის, საყვარელი ცოლი და მისი მზეთუნახავი, რომელიც სიცოცხლეს ერჩივნა. ვერც კი მიხვდა ისე დაეძინა, ნინამ მზრუნველად დახედა თავის საყვარელ ქმარს და პატარა სიხარულს, ისე საყვარლად ეძინათ, თავი ვერ შეიკავა და რამდენიმე სურათი გადაუღო მძინარეებს. შემდეგ თვითონაც მიუწვა მათ გვერდით და ტკბილად დაიძინა ***** დილას ნიკამ სახეზე ხელების ფათურმა გააღვიძა, თვალი გაახილა თუ არა დაინახა პატარა ბუნჩულა თითები, რომელიც სახეზე უტყაპუნებდა ხელს და ცდილობდა გაეღვიძებინა თავისი მამიკო, რომელსაც გაღვიძება დაასწრო. ნიკამ უეცრად ძალიან დიდი ბედნიერება იგრძნო, ზოგადად არ უყვარდა როცა ვინმე აღვიძებდა, მაგრამ ეხლა იგი არ იყო წინააღმდეგი ყოველი დღე ასე დაწყებულიყო. უცებ გადაბრუნდა და კისერი ჩაუკოცნა პატარა მაშიკოს, რომელსაც ეღუტუნებოდა და ხმამაღლა კისკისებდა. ნიკაც გაამხიარულა მისმა კისკისმა, ამ დროს ნინა შემოვიდა ოთახშ, რომელმაც მაისური გამოიღო კარადიდან და გადაიცვა – სადმე მიდიხარ საყვარელო? – მე და მაიკო ვაპირებთ გასვლას, ბავშებისთვის ბევრი რაღაც გვაქვს საყიდელი – ნინ კარზე ზარია, ვინმეს ველოდებით? – ხო ალბათ ბექა და მაიკო იქნებიან ნიკა წამოდგა ლოგინიდან, ჩაიცვა ტანსაცმელი, მაშოსთვისაც ჩაეცვა უკვე ნინას ვარდისფერი კაბა და ლოგინზე დაეწვინა ისევ. ნიკამ ბავშვი ფრთხილად აიყვანა ლოგინიდან და მისაღებში გავიდა მეგობრებთან – გამარჯობაა, აბა როგორ არის პატარა კესო? – ჩემი დედოფალაა, მამიკოს ჭკვიანი გოგოა დღეს – მე მზად ვარ, წავედით მაიკოო? – მოიცა ნინა, მაშო გრჩება – არ მრჩება, თქვენ უნდა მიხედოთ დღეს, ბავშვს ხო ვერ წავიყვანთ საყიდლებზე, ჯერ პატარები არიან და შეიძლება გაცივდნენ – ჩვენ ხო არ ვიცით როგორ უნდა მოვუაროთ, რო მოშივდებათ რა უნდა ვქნათ? – ნინა ჩვენ როგორ გვიტოვებთ ბავშვებს, როგორ გვანდობთ? – არაუშავს ერთი დღე რომ დაიტოვოთ, ახალი ნაჭამები არიან, ორ საათში მოშივდებათ და აი დაგიწერეთ თუ როგორ უნდა მოუმზადოთ საკვები – მაიკო პატარები არიან, ასე როგორ იმეტებთ ამ პატარა უცოდველ არსებებს? – კარგი ჩვენ წავედით, ხშირად დაგირეკავთ – მოიცადეთ სად მიდიხართ ნიკას ბოლო სიტყვები აღარ გაუგონიათ გოგოებს და კიბეებზე დაეშვნენ. ბიჭებმა ღრმად ამოისუნთქეს და ერთმანეთს გახედეს საცოდავი სახით. – მგონი ჩვენი ცოლები გამოცდას გვიწყობენ – ფუუ, ბიჭო კესოს გამოსაცვლელი აქვს მგონი – მაშოსაც არანაკლები არომატები ამოსდის – ფუუ, რა აჭამა ნინამ ასეთი მყრალი სუნი რომ ასდის – წამოდი, მე ჩემს მყრალს ჩავბან, შენ შენი ჩაბანე ორივემ ცხვირზე ხელი მოიჭირა და ისე გახადეს პატარებს პამპერსი, ლამის გული აერიათ, ბავშვები კი იცინოდნენ, თითქოს თავიანთ მამებს დასცინოდნენ. – მგონი სუფთები არიან, ეხლა რა უნდა ვქნათ? – ეხლა კრემი უნდა წავუსვათ და ტალკი მოვაყაროთ – ოო რა შარში ვართ – მარტივია – რამდენი ხანია რაც ისწავლე პამპერსის გამოცვლა? – გუშინ მე გამოვუცვალე – შენ გამოცდილი ყოფილხარ უკვე, მოდი შემიფასე, ადვილი გამოდგა ძალიან – ეს რა არის იდიოტო, უკუღმა ჩააცვი პამპერსი და ბულავკით დამაგრება კიდევ რათ უნდოდა, რომელ საუკუნეში ვართ, ნახე პამპერსს მისი წებვადი დასამაგრებელი აქვს – პირველად ჩავაცვი პამპერსი, ჯერ ვსწავლობ – კაი წამო ჩავაცვათ, თორე გაცივდებიან ბიჭებმა ბევრი იწვალეს, სანამ ბავშვებს ჩააცმევდნენ, უამრავჯერ გახადეს და ჩააცვეს, მაგრამ თავი და ბოლო ვერ უპოვეს გოგოს ტანსაცმელს – რა გვჭირს, არადა ადვილია ტანსაცმლის ჩაცმა – ბიჭოო ქალი კი გამიხდია, მაგრამ ჩაცმით არასდროს და რავიცი ეხლა მე როგორ იცმევა ეს კაბები და უბედურებები – ნახე მე ჩავაცვი, ეხლა ჟაკეტიც ჩავაცვათ და ეგ არის. – მე ვერ ვაცმევ, ნახე ეს წინდაც უკუღმა ჩავაცვი – მომიყვანე კესო, მე ჩავაცმევ, როგორ ყველაფერში უნიათო უნდა იყო – ისე გავიდა უკვე ორი საათი და ჭამის დრო აქვთ – მიდი წყალი დაადგი და შემოვალ ეხლა მე – ამ ერთ დღეში შენ ყველაფერი აგითვისებია, კარგი დედიკო დადგებოდა ისე შენგან – აუუ დაახვიე შე ვირო აქედან თორე არვიცი რას გიზამ როდესაც ნინა და მაიკო დაბრუნდნენ, საოცარი სანახაობა დახვდათ, კაცები მიწოლილიყვნენ სავარძელზე და პატარები გულზე ჰყავდათ მიწვენილები და მათთან ერთად ეძინათ, გოგოებს გაეღიმათ, პლედები მიაფარეს და თვითონ სამზარეულოშ გავიდნენ, რათა დაღლილებს ყავა დაელიათ და ნავაჭრი დაეთვალიერებინათ. – აჰ თქვენ დაბრუნდით ქალბატონებო? – როგორ გამოიძინეთ თქვენ და ბავშვებმა? – ბავშვებს ზღაპრებს უყვებოდა ეს იდიოტი და დაამთავრა თუ არა ეგრევე ჩაყვინთა – შენც კარგად დაგეძინა ზღაპრების ფონზე – ბავშვებმა რო დაიძინეს და შენც რომ დაასწარი ბავშვებს დაძინება, მე მარტო რაღა უნდა მექნა და მივწექი – რას აკეთებდით მთელი დღე? როგორ იქცეოდნენ გოგოები? – შენი ქმარი მაგარი დამუშავებული გყავს ნინა, საფენებიც გამოუცვალა, კიდეც დაბანა და საჭმელიც გაუკეთა – აბა შენსავით მაინც არ გამიკეთებია, ტალკით არ მოვთხვრილვარ, ბავშვის პამპერსი ბულავკით არ დამიმაგრებია და ბოდეც არ ჩამიცვამს უკუღმა – მართლა ბულავკით ჩაუმაგრე პამპერსიი? – ქალებმა სიცილი ატეხეს და დიდხანს ვერ შეძლეს გაჩერება, ბექა კი ნიკას გაბრაზებული თვალებით უყურებდა და თან უბღვერდა – ეგ რო არ გეთქვა და ამათ პირში არ ჩაგეგდე კი იქნებოდა ისე – სიმართლე ვთქვი მე – კაი ნინა წავედით ახლა ჩვენ თორემ ძალიან დავიღალეთ, ნიკა მადლობა ჩემს პატარასაც რომ მიხედე – ხო ნიკა, თუ სადმე წასვლა დაგვჭირდა, კესოს შენ დაგიტოვებთ – ჰაჰა, გაგვეცინა ბექა ^^^ – წამოდი ნიკა დავწვეთ, უკვე დროა – ცოტა ხანსაც ვუყურებ მაშოს და წამოვალ, ნახე რა საყვარლად ძინავს მამიკოს პრინცესას – შეაწუხებ და გაიღვიძებს ეხლა – მეც ეგ მინდა, რომ გაიღვიძოს და ვეთამაშო – ნუ ხარ საზიზღარი, წამოდი ოთახში – რას მთავაზობ ნინა, რომ წამოვიდე? – წამოდი და გაიგებ, შენ საავადმყოფოში კარგი რაღაც მითხარი – რა გითხარი აბა შემახსენე – ბიჭი შველი დედიკოსიაო და გოგო მამიკოსიო – ხოდა მერეე? – მერე ვიფიქრე, რომ მეც მინდა ბიჭი , ხოდაა – ხოდაა? – შენი დახმარება მჭირდება, რომ ჩანაფიქრი წარმატებით განვახორციელო – მერე რაღას ვუცდით? – შენ ვერ შეგიტყუე ჩვენს ოთახში – თავიდანვე ეგრე დაგეწყო და გამოგყვებოდი ^^^ რამდენიმე წლის შემდეგ – მაშო ნუ ატირებ ცოტნეს – დედიკო მაშომ მითხრა დედიკოს და მამიკოს მე ვუყვარვარ და ამიტომაც გამაჩინეს პირველიო – დედა მაშო გეხუმრება, ხო იცი როგორ გვიყვარხარ მეც და მამაშენსაც? – დედიკო მე შენ ყველაზე ძალიან მიყვარხარ – მეც ჩემო საყვარელო – დედიკო მამიკო როდის მოვა? დამპირდა მთაწმინდაზე წაგიყვანო – ხო დედიკო, როდის წავალთ მთაწმინდაზე? – მამათქვენი მოვა და წავალთ – აი მეც მოვედიი, როგორ იქცეოდნენ ჩემი ბაჭიები? დედიკოს ხო არ აბრაზებდით? – მაშო აბრაზებს დედიკოს და დღეს არ წავიყვანოთ, დავსაჯოთ – მე არ ვაბრაზებ დედიკოს, ეს ცოტნე დარბის მთელი დღე დედიკოს ირგვლივ და დედიკოს თავბრუ დაეხვა – ნუ იტყუები მაშო, თორემ გცემ –მამიკოა აქ და ვერაფერსაც ვერ მიზამ – ბავშვებო ხო იცით, რომ დედიკო ეხლა თქვენს ძამიკოს ატარებს მუცლით და არ უნდა გააბრაზოთ – მე დაიკო მინდა რომ მყავდეს – მე მიხარია ძამიკო რომ მეყოლება – მამიკო ასეთი ვირი ძმა მე არ მინდა, ორივე ნერვებს მომიშლის მერე – მაშიკო შენს ძმებზე ასე ნუ ლაპარაკობ – ბავშვებო წადით ჩაიცვით და წავიდეთ ბავშვები ხმაურით გაიქცნენ მათ ოთახში რათ უფრო სწრაფად წასულიყვნენ. ნიკამ კი დრო იხელთა და თავის ცოლს აკოცა – საყვარეოლო როგორ ხარ? – კარგად საყვარელო, ცოტა მუცელი მტკიოდა – ძვირფასო მაშო წუწუნებს უთანასწორობაზე – მთელი დღეა ჩხუბობენ – ორი ვირი ძმა ნერვებს მომიშლის და მე დაიკო მინდაო ასე თქვა – შენ თუ გაუჩენ დაიკოს მე პრობლემა არ მაქვს – გაეკრიჭა ქმარს და ლოყაზე აკოცა – რომ შემეძლოს, არც იქნებოდა პრობლემა – ნიკა დღეს არ მომწონხარ, ჯერ არ გამიჩენია ბავშვი და შენ უკვე შემდეგ ორსულობაზე ფიქრობ – იმედია მალე დაგარწმუნებ - გამასწარი ეხლა აქედან - მიყვარხაარ - მე უფრო მეტად ესეც ძველი ისტორიაა <3 აბა როგორ მოგწონთ? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.