შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაღლა მთაში,ანგელოზი დავინახე! (სრულად)


19-04-2016, 15:53
ნანახია 6 911

რა უცნაურია ცხოვრება,როგორ უცბად მოგვიწყობს ხოლმე სასწაულს, რომელიც თავდაყირა გვაყენებს,მაგრამ ესეც ხო ბედის ირონიაა. არავინ იცის რა გველის მომავალში, არავინ იცის რა იქნება ხვალ, რას გავაკეთებთ,როგორ მოვიქცევით,როგორ ვიქნებით!ადამიანები მხოლოდ ვგეგმავთ,მაგრამ იმაზე არ ვფიქრობთ ეს გეგმები მალე განვახორციელოთ და მომავალი დღისთვის არ გადავდოთ.მაინც რა არის ჩვენი ყოფა?! არც არაფერი. ცხოვრება უბრალო ხაფანგს გავს, საკმარისია წაიქცე,წამოეგო, ყველა თავზე
გადაგივლის და უცებ აღმოაჩენ,რომ ის ვისთვისაც გეგმავდი, ის ვისთვისაც აზრი ქონდა შენს ცხოვრებას, მიგატოვებს და მარტო
დაგტოვებს,სრულიად მარტო ამ ქვეყნად და სამუდამოდ დაგიკეტავს მასთან მისაღწევ ყველანაირ გზას.ესეც ერთქვარი ტვირთია,რომელიც ყველას სხვადასხვა დოზით აწვება ზურგზე და უბიძგებს გაძლიერდეს,რომ იარსებობს.მაგრამ რა იქნება თუ ამხელა განსაცდელი სრულიად სუსტ არსებას შეხვდება.როგორ დაიცავს ის თავს,როგორ გადაიტანს ამას როცა იგი დაკარგავს მთავარ საყრდენს და საბოლოოდ გადაეშვება უბედურების უფსკრულში!ჩემი მოთხრობის მთავარი პერსონაჟი ზუსტად
ასეთია.სუსტი,სიფრიფანა,ქერა, ცისფერთვალება ელენა.ოო ნეტავ იცოდეთ რა ლამაზია, საოცრება. დედა უკრაინელი ყავს ამიტომ მისი სილამაზე აქვს გამოყოლილი,მაგრამ აი ის ქართული ეშხი და სითამამე ბუნებას არ მოუკლია მისთვის და შესანიშნავად ერწყმის მის შესაშურ გარეგნობას.ტრადიციულ ოჯახში დაიბადა,თან სად,აი იქ მაღლა მთაში,იქ სადაც ყველაფერს სიცოცხლე ეტყობა, იქ სადაც მხოლოდ სიმშვიდე სუფევს და არავინ არღვევს მას.იქ სადაც ჰაერიც კი გაჟღენთილია სასიამივნო მთის სურნელით, რომელიც ხარბად უნდა ისუნთქო რათა შენს ფილტვებს კარგად მისწვდეს და საბოლოოდ გაიჟღინთოს მისი დიდებუილი სურნელით.ყაზბეგი, ეს ხომ ყაზბეგია, მაღალი მთებით რომლებიც მის მთავარ საგანძურს წარმოადგენს. როგორ შეიძლება თვალი არ მიაწვდინო და უბრალოდ ჩაუარო ამაყად მდგარ მთებს შორის აღმართულ გერგეტის სამებას.მისი სიწმინდე ხომ მთელს ყაზბეგს სწვდება და ერთგავრ ნათელს ჰფენს.ჩვენი ელენა გერგეტიდანაა. ეს ის სოფელია რომელსაც შემორჩენილი აქვს თავისი ძველი სახე.ქვით მოპირკეთებული ეზოები და ერთმანეთთან მჭიდროდ მდგომი სახლები,ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ტოვებსმნახველზე.ელენა ჩვეულებრივი გოგოა, უყვარს ეს ადგილი აქ დაიბადა და გაიზარდა. ახლა თვრამეტი წლისაა.ბევრს მეცადინეობს უნდა
იურისტი გამოვიდეს, ამიტომ მშობლები ლელა და ზურა ყველანაირად უწყობენ ხელს, რომ თავის წარმატებას მიაღწიოს.ელენას
მშობლები მდიდრები არ გეგონოთ, უჭირთ თან ძალიან,მაგრამ შვილის გამო არაფერი არ ეთაკილებათ. დღე და ღამ შრომობენ, რომ მისი სწავლის ფული მოაგროვონ და ქალაქში გაუშვან.ელენას მიუხედავად იმისა რომ აქაური აქცენტი არც აქვს და პირიქით საკმაოდ გამოსული გოგოა, მაინც არ უნდა ქალაქში წასვლა.რამდენჯერმე იყო დეიდასთან თბილისში და არ მოეწონა, რატომღაც ისევ პატარა სოფელი არჩია და აქ განაგღძო სკოლაში სიარული.დღესაც ჩვეულებრივად სკოლაში მიდის. დილით,ადრე ადგა,ხელპირი დაიბანა ლამაზად დახვეული სქელი თმა დაიწნა და გვერძე
გადაიგდო.ფერგადასული ვარდისფერი ზედა ჩაიცვა და იმავე ღია ფერის კაბაც მოირგო ულამაზეს სხეულზე.უკვე რამდენი ხანია ეს ტანსაცნელი აქვს,მაგრამ მაინც არ კარგავს იმ სილამაზეს, რომელიც ბუნებამ სრულიად უფასოდ არაფრის სანაცვლოდ უბოძა მას.მისი ცისფერი თვალები, სქელი წითელი ტუჩები, უფრო მკვეთრად გამოხატავენ მის სილამაზეს და ხაზს უსვამებ მის შეუდარებლობას
_­შვილო არ ისაუზმებ?!ოთახში გამოეგება მხრებში მოხრილი, ჭაღარა შერეული მოხუცი და გოგონას თმა გაუსწორა .ელენამ მალევე დააგემოვნა ბებოს ნახელავი და როცა ოთახში არავინ დაინახა მოხუცს კითხა
_­დედა და მამა სად არიან?
_­დღეს ქალაქიდან სტუმრები ჩამოდიან და უნდა მოემზადონ შვილო
_­ვინ სტუმრები?ელენამ სტუმრების გაგონებაზე თვალები ჭყიტა და ბებოს მიაშტერდა
_­ერთი ბიზნესმენის ოჯახია შვილო, აქ ჩამოდიან ორი დღით და ჩვენ უნდა ვუმასპინძლოთ.მოხუცმა ელენას გაუღიმა და შუბლზე აკოცა
_კარგი ­ბეებო წავედი მე !დამაგვიანდება!
_­არ დაიგვიანო შვილო იცოდე მშობლები გაგიბრაზდებიან!ელენამ მალევე დატოვა სახლი და სკოლის გზას გაუდგა.ვერ ხვდება
რაღა მასთან მოდიან ის სტუმრები ან რა უნდათ ეგეც არ ესმის ?!ისედაც უჭირს მის ოჯახს და ახლა სტუმრების თავი აქვთ?თავის ფიქრებში გართულს გზაში გიო შეხვდა, მასზე 4 წლით უფროსი ბიჭი და ამის გამო დააგვიანდა კიდეც გაკვეთილზე
_­გამარჯობა შეიძლება?ელენამ დაბნეულმა შეაღო კლასის კარი და მასწავლებელი რომ დაინახა ცუდად გახდა
_­შემოდი ხუციშვილი! იცოდე კიდევ დაიგვიანებ და ექსტერნს გამოგაყოლებ ჩემს საგანში
_­კარგით რა მას ეს ხომ ბოლო წელია!უცებ აყვა ელენას დაქალიც
_­ანი არ მინდა შენი ენის ტლიკინი!შენ კიდევ შემობრძანდი!ელენა მორცხვად შევიდა ოთახში და ანას გვერდით მოთავსდა
_­რატომ დაიგვიანე?
_­გიო შემხვდა!ელენამ მორცხვად დახარა თავი და მეგობარს თვალი აარიდა
_­ჩემი მაინც რატომ გრცხვენია? მერე რაო?!
_­მიყვარხარო!ელენა ისევ თავდახრილი ელაპარაკებოდა დაქალს
_­შენ?ანამ ეჭვისთავლით აათვალიერა მეგობარი
_­რა მე?ახლაღა აწი თავი და დაქალს მიაშტერდა
_­გიყვარს?ანამ კითხვისნიშნიანი თვალები მიაპყრო დაქალს
_­ჩემს მშობლებს მაინც არ იცნოდბდე,რომც მიყვარდეს არ მომცემენ ამის უფლებას.ელენას საცოდავად გადმოვარდა ობოლი ცრემლი
_კარგი დაწყნარდი ელე!ანამ მეგობარს ხელები მოხვია და ლოყაზე აკოცა
_­გმადლობ ანა!უცებ გაუსწორა მზერა ელენამ დაქალს და თბილად გაუღიმა
_­რისთვის სულელო?!
_­იმისთვის რომ ჩემთან ხარ და არ მტოვებ მარტო!
_­სულელო ჩვენ ხომ მეგობრებზე მეტი ვართ!ანამ კიდე უფრო მოხვია ხელები დაქალს და და მაგრად ჩაიკრა გულში.ელენა აფასებს ანას, რადგან მის გვერდითაა.ნეტავ იცოდეთ რამდენი დაქალი დაშორდა იმის გამო,რომ ელენა ულამაზესი გოგოა და ბიჭების გულთამპყროველიც,მაგრამ ანა მის გვერდითაა.ანასაც არაფერი აქვს დასაწუნი,შავგვრემანი, მწვანეთვალება და ძალიან
კეთილშობილი გოგონაა.გაკვეთილები სწრაფად გავიდა და გოგონებიც გარეთ გამოვიდნენ
_­წამო ჩემთან!
_­შენთან რა მინდა?ანამ დაქალს გადახედა და ინტერესიანი თვალები მიაპყრო
_­ქალაქიდან სტუმრები ჩამოდიან ბიზნესმენის ოჯახი და წამო მარტო ყოფნა არ მინდა!ელენამ საწყლად ახედა და ყუჩები წინ გამოწია
_­კარგი ოღონდ ჯერ დედას დავურეკავ!ანამ უცებ შეატყობინა დედამისს დღეს ელესთან დავრჩები და არ ინერვიულოო
_­მოდიხარ?!
_­კი !ანამ ხმამაღლა დაიყვირა და გახარებულ დაქალს გახედა.მალევე გაუყვნენ სახლის გზას .ეზოში რომ შევიდნენ შეუმჩნეველი არ დარჩენილა ორი შავი რენჯროვერ ელოუქი და ხმაური, რომელიც მათი მოკრძალებული სახლიდან გამოდიოდა .გოგოები სახლში შესვლას აპირებდნენ,როცა უცხო ბიჭების საუბარი მოსიმინეს.ეტყობა სტუმრები იყვნენ
_­მაგარდ დაერხა!ინტერესით მოავლო თვალი გარემოს უცნობმა და სიგარეტი ხელში გასრისა
_­ხო მაგრამ ღირსია! უცებ მიუგო მაღალმა სილუეტმა რომელიც მობილურზ ხელში ნერვიულად ათამაშებდა
_­არა ტო არა!არ არის ეგ გამოსავალი,მაინც არ უყვარს ის გოგო! უაზროდ იქნევდა ხელებს ბიჭი
_­სად არის ახლა?
_­დავურეკე და არ იღებს, სირცხვილია ამ ხალხის იმედია მალე მოვა!
_­სად წავა რო
_­მაგრად მეცოდება ტო!
_­მე გუგა კი არა ის თვრამეტი წლის ბავშვი მეცოდება, უსიყვარულოდ რომ ათხოვებენ!
_­რა თქვი რა ქვიაო?!
_­ელენა, ელენა ქვია!
ანა ელენას მიუტრიალდა და მისი გადაფითრებული სახე ხელებში მოიქცია.სულ გაყინოდა სხეული,სულ ვერაფერს გრძნობდა. ამას რატომ აკეთებენ რატომ?! თვრამეტი წლის გოგოს ათხოვებენ ისე რომ არც უყვარს
_­ცხენი!!უცებ დაიყვირა ელენამ და ანას შეხედა
_­რა ცხენი?!ანამ გაკვირვებულმა შეხედა ფერდაკარგულ დაქალს
_­ჩემი ცხენი !ელენა უცებ გაიქცა და თავის ცხენთან ერთად გაუჩინარდა..
****************
დილა ძალიან კარგად დაიწყო. გუშინდელი ღამით ნასიამოვნებმა მალევე წამოყო თავი და გვერდზე მწოლიარე შიშველ გოგოს საბანი გადააძრო.გოგომ უსიამოვნოდ ახედა მის სხეულზე მიშტერებულ მამაკაცს, რომელიც თვალს არ აშორებდა და ინტერესით დაათამაშებდა თვალებს სხეულზე
_­ადექი ჩაიცვი! გუგამ მალევე მოაშორა გოგოს თვალები, საწოლიდან წამოდგა და აბაზანაში შევიდა.გოგომ ყური არ უგდო,მაშინვე გადაბრუნდა და ძილი განაგრძო.ცოტახანში გუგაც გამოვიდა პირსახოცშემოხვეული და როცა გოგო ისევ სახლში დაინახა, საშინელი სახე მიიღო
_არ გითხარი ადექითქო!ხმამაღლა დაიღრიალა და მისი საქციელით გაოგნებულ გოგონას ზიზღით გადახედა
_­ასე მალე?!ვიქნები რა?გოგომ სევდიანი თვალები მიაპყრო მის მკაცრ სახეს რომელიც ისევ ისე მტკიცედ იდგა და არც აპირებდა
გამომეტყველების შეცვლას
_­დღე დამთავრდა, თანხა აიღე და წადი!გუგამ გოგოს მაგიდაზე დადებული კონვერტისკენ მიანიშნა და ჩაიცინა
_­აღარ შევხვდებით?გოგო უსიამივნოდ შეიშმუშნა და საწოლიდან წამოდგა
_­არა შენ ერთი დღისთვისაც საკმარისი ხარ ბ***!გუგამ ხმამაღლა გაიცინა და გოგონას გაბრაზებულ სახეს შეხედა
_­იდიოტო!გოგომ უცბად ამოიცვა შარვალი
_­სიტყვები შეარჩიე და ახლა დაახვიე აქედან!ისევ გაისმა მამაკაცის ბრძანებლური ტონი რომელიც გოგოს სასტიკად არ სიამოვნებდა
_­არ შეგრჩება!გოგო წინ აესვეტა და რატომღაც გუგას მუქარით დაშინება სცადა, თუმცა გუგას შემშინებელი ჯერ არავინ
დაბადებულა ეჰ
_რა გინდა ჩვენ ამაზე შევთანხმდით, ახლა აახვიე აქედან ბო***!არა მაინც ვერ ხვდება რატომ ემუქრება ეს გოგო, ან ასეთი რეაქციაა რატომ აქვს.ალბათ მოეწონა მასთან ყოფნა,ფულიანი ბიჭი უნდა და რადგან ერთი დღე იწვა მასთან გონია, რომ უკვე მიისაკუთრა
_­კარგად!გოგონამ მალევე გაიხურა კარი და გუგას ზიზღიანი თვალებით გადახედა.ეს დილა უკვე ჩააშხამა ამ გოგომ,ან რაღა ამას მიახტა სხვა მაინც ამოეყვანა. არა მაინც რამდენი გაუბედა გუგა ციციშვილს.თვითონაც უკვირს როგორ გაუძლო ამდენი ხანი, რომ ატლიკინა ის უზრდელი, მაგრამ არაუშავს ახლა ზედმეტი პრობლემები არ სჭირდება, ისედაც თავისი პროფესიიდან გამომდინარე ბევრი მტერი ყავს და არ აპირებს ამ გოგოს გამო რამე ახალი სკანდალი მოუწყოს საკუთარ თავს!შარვალკოსტუმში გამოეწყო, ჰალსტუხიც მოირგო
და სარკეში თავის თავს დაუწყო ყურება!არა მაინც რა სიმპატიურია, მკაცრი სახეც როგორ უხდება, დაკუნთული სხეული და ღიმილი, რომელიც წამიერად გაჯადოვებს!საკუთარი თავით კმაყოფილმა კარები გაიხურა და მანქანაში ჩაჯდა. მაშინვე საუკეთესო ძმაკაცს რატის დაურეკა
_­რატი სად ხარ?!გამო ჩემთან ოფისში
_­ხო აი კაკრას შენთან მივდიოდი!
_­კარგი!ხოიცი ბევრი საქმეა და უნდა მივხედოთ!
_­მალე მოვალ!გუგამ მალევე გათიშა მობილური და მანქანა თავის ოფისთან გააჩერა!არა აი კომპანიაც ასეთი უნდა!მაინც როგორ ახერხებს ეს ბიჭი ამხელა ბიზნესის მართვას!აშკარაა, რომ თავისი საქმე ძალიან უყვარს!სანამ ოფისში შევიდოდა ჟურნალისტები შეხვდნენ და ჩასაფრებულები ზედ აეკვრნენ
_­ბატონო გუგა რა კომენტარს გააკეთებდით დღევანდელ დღესთან დაკავშირებით!მალევე მივიდა ჯურნალისტი და გუგას ინტერესიანი თვალები მიაპყრო
_­კარგი ამინდია!გუგამ სიცლი დაიწყო და მისი პასუხით გაოგნებულ ჟურნალისტებს გადახედა
_­ბატონო გუგა დღეს მართლაც კარგი ამინდია მაგრამ..ჟურნალისტმა მორცხვად წარმოთქვა ეს სიტყვები, თუმცა მაინც ვერ დაამთავრა, მაშინვე მოვარდა რატი და ირგვლივ არასებული წრე დაარღვია
_­მეგობრებო კითხვები ხვალ!რატიმ ჟურნალისტები ხელით გასწია და გუგას ხელი დაავლო.მალევე შევიდნენ ოფისში.ოფისში შესულებს მდივანი გამოეგება კომპანიის მფლობელს და შეშინებული თვალებით შეხედა
_­რამე ხო არ მოგართვათ ბატონო გუგა?!
_­თუ რამე დამჭირდება დაგიძახებ!გუგამ ისე უთხრა ეს სიტყვები გოგოს ზედაც არ შეხედა.მალევე შევიდა თავის კაბინეტში და რატისთან ერთად საბუთებით სავსე მაგიდას მიუჯდა
_აუ დავიღალე!დაიწუწუნა რატიმ და საბუთებიდან თავი ამოყო
_­სად წავიდეთ მეც დავიღალე!გუგამ კალამი მაგიდაზე დადო და მეგობარს ინტერესიანი თვალებით შეხედა,ნუ იცოდა რატი რომ აუცილებლად მოიფიქრებდა რამეს
_­კლუბში დავგაზოთ!უცებ დაიყვირა რატიმ და მეგობარს გახედა
_­ხო რა წავიდეთ!აქაც ყველაფერს მოვრჩით!გუგაც უცებ დაეთანხმა და ბოლო საბუთს ხელი მოაწერა
_­დღეს ახალი გყავდა ბინაში?რატიმ სიცილი დაიწყო და ეშმაკური თვალებით გახედა გუგას,რომელიც საბუთებს მაგიდაზე აწყობდა
_­მოკლედ რა წავიდეთ!ის გოგო აღარც მახსოვს!რატიმ აღარაფერი უთხრა იცოდა,რომ ყველა გოგო გუგას ერთი დღის საზრდო იყო და სხვა არაფერი. ხელი ჩაიქნია და მასთან ერთად დატოვა ადგილი.კლუბში მივიდნენ, დალიეს და იქვე მოცეკვავე გოგოებს დაუწყეს ყურება.უცებ გუგას მობილური აწკრიალდა და როცა თავისი მშობლების გამოტოვებული ზარები ნახა სახეზე ფერი ეცვალა,ნეტა რა მოხვდაო!ხო გუგას მამაც ბიზნესმენია,როცა გუგა წამოიზარდა მთელი თავისი ბიზნესი მას ჩააბრა და იმის მერე გუგაც ცალკე გადავიდა საცხოვრებლად, უკვე სრულწლოვანი ვარ და ასე მინდაო!ეკაც დათანხმდა, ოღონდ ის გოგოები არ მომითრიო ამას ვერ ავიტანო და გაუშვეს შვილი ცალკე ბინაში!ახლა 25 წლისაა,მაგრამ დიდა არც შეცვლილა უბრალოდ ზედმეტად
სერიოზული და მკაცრია მათთვის ვინც ახლოს არ იცნობს
_­რა იყო?! სითხით სავსე ჭიქა რატიმ მაგიდაზე დადო და ჩაფიქრებულ ძმაკაცს გახედა
_­ვა რეზო და ეკა მირეკავდნენ ნეტა რა მოხვდა?!
_­დაურეკე და გაარკვიე მერე!
_­ხო მართალი ხარ!გუგამ მალევე აკრიბა ნომერი და მამამის დაურეკა
_­რეზო რაიყო,ტელეფონი რატომ ამიფეთქეთ?!
_­მალე მობრძანდი სახლში!ვილაპარაკოთ!ვსო რეზოს ასეთი ტონი კარგს არაფერ მოასწავლებდა,ალბათ კომპაბიაში არ მოეწონა რაღაც, მაგრამ ყველაფერი რომ კარგად დატოვა დღეს!ნეტავ რა მოხვდა!ახლა გაახსენდა დილით ჟურნალისტები რომ
შემოეხვივნენ.გუგა მალევე დაემშვიდობა რატის და სახლში წავიდა.უცებ შეაღო სახლის კარი და დივანზე ჩამომსხდარ
გაბრაზებულ მშობლებს გადახედა. ოთახში საშინელი სიჩუმე გამეფებულიყო, რომელსაც მისი პატარა ძმიშვილი ნიაც კი არ
არღვევდა
_­რა იყოთ რა სახეები ჩამოგტირით!გუგამ ყველას გადახედა
_­ნახე გაზეთი!ეკამ გაზეთი გაუწოდა და გაბრაზებული ჩააშტერდა შვილს
_­ ეს ბ*** იტყუება რა!უცებ დაიყვირა გუგამ და გაზეთი მაგიდაზე დააგდო
_ჰო იტყუება რომ შენთან იწვა და ახლა შენგან ბავშვს ელოდება?ეს გვინდოდა ისედაც რამდენი მტერი გვყავს გუგა!ხმა გაიმკაცრა რეზომ
_ამის დ***!რა გამიბაზრა ნახე რა?!ამასთან დღეს ვიყავი დილით და ასე მალე როგორ დაორსულდა ?!გუგამ სიცლი დაიწყო
_­ეგ ვიცით, მაგრამ ეს პირველი შემთხვევა არ არის!
_­ამით რისი თქმა გინდა ზურა!გუგამ განრისხებულმა შეხედა მამამისს
_­ცოლი მოგყავს, ეს ჩვენი ოჯახისთვის ყველაზე კარგი გამოსავალია!იტყვი რომ საცოლე გყავდა და ეს გოგო იგონებს რაღაცეებს!არა ეს გოგო ისედაც იგონებს, მაგრამ ხალხს ვერ შეაგნებინებ ხო იცი!
_­რას ამბობ რეზო რა ცოლი?!გუგამ გაკვირვებულმა გადახედა ჯერ ეკას, მერე გივის თავის ძმას და ბოლოს ისევ მამამის მიუბრუნდა
_­მოკლედ ერთი ლამაზი გოგო ვიცით ყაზბეგში,პატიოსანი გოგოა. მის ოჯახს ძალიან უჭირს მაგრამ ასევე ძალიან უნდათ მათმა შვილმა ისწავლოს!ერთი წელი შენი ცოლი იქნება, მხოლოდ ფორმალურად და სხვა არაფერი. ამ ერთ წელს ჩვენ სამაგიეროდ ვასწავლით მას და ვუზრუნველყობთ ყველაფრით!შენ შენი ცხივრება გექნება იმას მისი. უბრალოდ ასე უფრო გადავმალავთ ამ საქმეს,არამგონია ის გოგო გაჩერდეს!ყველაფერი რომ ჩაწყნარდება გაეყრებით. ის გოგო თავის გზას იპოვის, შენ შენსას გააგრძელებ!უცებ კატეგორიულად გამოუცხადა რეზომ შვილს უკვე კარგად დაგეგმილი გეგმა და პასუხის მოლოდინში ხელები ნერვიულად აათამაშა მაგიდაზე
_­მე აქ თავშესაფარი მაქვს?!გუგამ ხმამაღლა დაიღრიალა და მამამის გახედა
_­ეს ჩვენც არ გვინდა მაგრამ!საუბარში ჩაერია ეკაც
_­არა!ისევ დაიყვირა გუგამ და მაგიდაზე დალაგებული გაზეთები წამებში იატაკზე მოათავსა
_­რა არა?!უცებ წამოდგა რეზო ფეხზე და შვილს გახედა
_­არ ვაპირებ ცილად მოვიყვანო გოგო,რომელიც არ მიყვარს!თან ვიღაც სოფლელი!გუგამ მუშტი კედელს დაარტყა და
გასავლელისკენ წავიდა
_­გუგა შვილო ჩემი ხათრით თუ ოდნავ პატივს მაინც მცემ!იცოდე სამუდამოდ დამკარგავ თუ ამას არ იზამ!უცებ დააწია სიტყვები რეზომ შვილს
_­მამა!
_­მე ჩემი გითხარი!
_­კარგი !გუგა უცებ მოტრიალდა და მამაის შეხედა
_­რა?რეზომ გაკვირვებულმა და სასიამოვნოდ გაოცებულმა გახედა შილს
_­მოვიყვან იმ ვიღაც სოფლელს, ოღონდ თქვენს გამო!არ გავეკარები,რადგან უკვე შემზიზღდა ის მათხოვარი!გუგამ მალევე გაიარა უზარმაზარი ოთახი და სადღაც გაუჩინარდა..
დილა ძალიან უაზროდ დაიწყო.ცოლი მოყავს ბიჭს, რომელსაც ჯერ არცერთი გოგოსთვის არ შეუხედავს სერიოზულად და არც კი იცის რა გრძნობაა სიყვარული.არ გამოუვლია ის ბედნიერი წამები, წუთები და დღეები რომლესაც სიყვარული მართავს, როცა შენ გიმორჩილებს.შეიძლება ითქვას, რომ მთელი ბედნიერება წინ აქვს გუგას, რადგან პირველი სიყვარული ყველაზე მაგარი გრძნობაა რაც ადამიანს ოდესმე განუცდია.მაგრამ საკითხავი ისაა თუ საერთოდ შეუყვარდება და ყოველთვის ისე არ შეხედავს გოგოს, როგორც ერთი დღის გასართობ ნივთს, რომელიც რამდენად ღირებულიც არ უნდა იყოს მეორე დღეს ფასი ეკარგება და საბოლოოდ
იშორებს თავიდან.მოკლე ურთიერთობები ეს თვითონ გუგაა.მიუხედავად იმისა რომ 25 წლისაა ცოლის მოყვანაზე არ უფიქრია, უფიქრია კი არა არც გაუფიქრია არასდროს, ან სად ეცალა ამდენი ფიქრისთვის. თავისი ცხოვრების გადამკიდე სულ სკანდალებშია და ყოველთვის იმას ცდილობს მტრები არ გაახაროს და საქმე მშვიდად წარმართოს.ხშირად იმაზეც უფიქრია, რომ კარგი იქნებოდა არ ყოფილიყო გუგა ციციშვილი და ყოფილიყო უბრალო ჩვეულებრივი ადამიანი, იქნებ მაშინ ეპოვა ნამდვილი სიყვარული, იქნებ მაშინ გამოეცადა ეს გრძნობა. ხვდება რომ თავისი პიროვნებიდან გამონდინარე მიუხედავად იმისა, რომ შეშაშური ვიზუალით გამოირჩევა, რომელსაც მოვლილი და ნავარჯიშები სხეულიც ემატება ხვდება, რომ გოგოები მისი ფულით უფრო ინტერესდებიან
და არა იმით თუ როგორია გუგა შინაგანად, როგორი პიროვნებაა. არავის აინტერესებს მისი შინაგანი სახე და ზუსტად ამიტომაა, რომ მის თვალში ყველა გოგის ფასი აქვს დაკარგული და ყველა ერთ ქვაბში ყავს მოხარშული.ყველა გოგო მისთვის გასართობი ნივთია და სხვა არაფერი.არ იცის როგორ შეეწყობა ცოლს, ცოლი რა სათქმელია მაგრამ ასე გამოდის.ალბათ ზედაც არ შეხედავს და გოგოებთან ისევ განაგრძობს დღეების გატარებას, მოკლე ურთიერთობებს გააგრძელებს, მაგრამ ახლა უფრო ფრთხილად იქნება.დილით ადრე ადგა, ივარჯიშა, მთელი ენერგია დახარჯა და შინ დაბრუნდა.უცებ გაახსენდა რომ დღეს მიდიან ყაზბეგში
გოგოს სანახავად.ცოტა ჩაეცინა კიდეც, ვის გაუგია ოცდამეერთე საუკუნეში ეს გარიგებები და ასე შემდეგ.მის თვალში უკვე
ყველაზე დაბალ დონეზე დგას მისი მომავალი ცოლი, რომელიც ასე უბრალოდ თანახმაა რომ უცხოს გაყვეს. ალბათ ისიც ფულს
არის დახამებული და ამას იმიტომ აკეთებს.მახინჯი იქნება,აბა მთაში გაზრდილი გოგო როგორი უნდა იყოს მოუვლელი და
მახინჯი._ეჰ გუგა რა გელოდება შენ რომ არ იცი!უცებ ხმამაღლა დაილაპარაკა და აბაზანაში შევიდა
_­მარიამ ხომ გითხარი ჩემს ოთახში დაუკითხავად ნუ შემოდიხართქო!გუგა ხმაურზე მალევე გამოვიდა სააბაზანოდან და პატარა ძმიშვილის დანახვისას, სახეზე ღიმილი მოეფინა
_­ბიძიაააა.პატარა მალევე გაიქცა ბიძასთან, გუგამაც ხელში აიყვანა და დააბზრიალა
_­ბავშვს ნუ მომიკლავ!გუგამ ახლაღა დაინახა კარებთან აკრული ძმა გივი
_­რეზოს შენ ხომ არ ებაზრე ჩემ ცოლის მოყვანაზე?ინტერესით ახედა იქვე მდგომ ძმას
_გაგიჟდი?!მე მაგას გაგიკეთებდი?!მაგრამ ისე ღირსი ხარ!ბიჯო მოიყვან იმ გოგის და იქნებ შეგიყვარდეს კიდეც, შენს ოჯახს
არაფერი ჯობს. იცოდე შეგიყვარდება და ნახავ!გივიმ გაიღიმა და ოთახში მოთამაშე მარიამზე ანიშნა.გუგა ბავშთან მივიდა და
აწითლებული ფუმფულა ლოყები სულ დაუკოცნა
_­მარიამ რა გიყიდოს ბიძიამ?
_­ბარბის თოჯინა, კიდევ ჩანთა და პომადა
_­რათ გინდა გოგო პომადა?დაუღრინა გივიმ თავის შვილს
_­მამიტო მინდა პომადა მე ხომ ბარბი ვარ.მარი გაიბუტა და გუგას აეკრა
_­კაი, აი ნახე როგორი პრინცესული ჩანთა და პომადა გიყიდოს ბიძამ!უცებ ჩიკრა გულშ პატარა სხეული და ლოყაზე აკოცა
_­სულ შენი გარყვნილია ეგ ბავშვი!საჩვენებელლი თითი გამაფრთხილებლად დაუქნია გივიმ გუგას
_­კაი ერთი!წავედი მე!
_სად მიდიხარ უკვე უნდა წავიდეთ ხო იცი?
_­მოიცა რა ნუმახსენებ თუ ძმახარ!თქვენ წადით და მე მოვალ იქ მარტო. რატის რეპლიკევის მოსმენის თავი არ მაქვს მანქანაში!
_­კარგი მაგრამ იცოდე არ დაიგვიანო და მე გთხოვ იმ გოგოს უხეშად არ მოექცე!
_­ეგ უკვე ჩემი საქმეა!გუგამ მალევე გაიხურა კარი და წავიდა
**************
-რეზო როგორ ფიქრობ გუგა რამეს ხომ არ ავნებს იმ გოგოს?ეკა მეუღლესთან მივიდა და პერანგი გაუსწორა.რეზოც მაშივე სარკის წინ დადგა და თავის სილუეტს დააკვირდა
_­რა უნდა დაუშავოს ეკა, ჩვენი ბიჭი მხეცი ხომ არ არის?თითქოს გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა რეზომ როცა ეკას ასეთი სიტყვები მოისმინა
_­ხომ მაგრამ..
_­არავითარი მაგრამ!შეეწყობიან და იქნებ ერთადაც იყვნენ!
_­ნეტა ის გოგო ძაალიან შეუხედავია?არა შეიძლება მთაშია გაზრდილი და ქცევები არ იცოდეს ეგ არაფერი ვასწავლით,მაგრამ ხო იცი ჩვენი წრისათვის რავიცი რავიცი, თან გუგა ძაალიან კარგი, სიმპატიური ბიჭია.ისევ აგრძელებდა ეკა
_კარგი რა ეკა, როგორ გიყვარს შენი ბიჭი!ასწავლე მერე იმ გოგის ქცევები ეგ გაგიჭირდება?!რეზო ეკას შეუტრიალდა და დაბნეულ მეუღლეს ლოყაზე აკოცა
_­არვიცი არვიცი!ეკამ თავი გააქნია და ლამაზი კაბა გამოიღო თავისი გარდიროვიდან
_­მისმინე იმ გოგოს ყველა კარგად მოვექცევით.არამგონია გუგამ იმ გოგოსთან ცალკე ცხოვრება მოინდომოს, ალბათ ისიც აქ
გადმოვა და ჩვენ არ მივცემთ უფლებას რამე ცუდი აკადროს და უთხრას!
_­ისე ლაპარაკობ ვითომ გუგას არ იცნობდე!
_­ხო ვიცნობ და აქ იცხოვრებენ ასე აჯობებს!მალევე მოირგო მამაკაცმა ხელზე საათი
_­ნეტა ის გოგო რას ფიქრობს ასე უცხოებს რომ მოგვყვება?!
_­ეკა გოგომ არაფერი იცის!ყველაფერი მე გავარკვიე. ასე მითხრეს კარგი, ლამაზი, პატიოსანი გოგოააო, ისეთი ჩვენს ოჯახს რომ ეკადრება!მშობლებს მისთვის არც უკითხავთ აზრი!ეკა რეზოს გაოგნებული უყურებდა და არ სჯეროდა, რომ მშობლები ასე უკეთებდნენ თავის შვილს და ფაქტიურად ფულზე ყიდიდნენ
_­რატომ?შვილს ასე ცუდად რატომ ექცევიან?გაოცებულმა შეხედა მეუღლეს
_რატომ?ან ცუდად რატომ ექცევიან?უჭირთ და თავიიანთი შვილის მომავალზე ფიქრობენ. მე ხომ მას არაფერს მოვაკლებ!კარგი გავედით!
_­რეზო გუგამ იცის რომ ის გოგოც თანახმაა!ეკამ კარებთან მიმავალ ქმარს დაუძახა
_­ვიცი!ასე აჯობებს შენ არაფერი უთხრა!ეკაც მალევე გამოვიდა ოთახიდან და მეუღლესთან ერთად მისაღებ ოთახში ჩავიდა, სადაც რატი და გივი იცდიდნენ
_­გივი შენი ძმა სად არის?ეკა თავის უფროს შვილს მიუბრუნდა
_­ეკა, გუგამ მეთვითონ მოვალ პირდაპირო!
_­რატი შვილო შენ ხომ არ ელაპარაკე?
_­არა ეკა დეიდა, დღეს არც მილაპარაკია, გუშინ მომახალა ცოლი მომყავს და შენც წამოდიო!გაოგნებული ლაპარაკობდა რატი
_­რომ არ მოვიდეს?ეკა ახლა რეზოს მიუბრუნდა
_­მოვა ეკა აბა სად წავა!დაწყნარდი, კარგი წავედით ჩვენ.რეზომ სწრაფად გამოაცხადა და სახლიც მალევე დაცარიელდა
*********
დილით თავის ოფისში წავიდა, უხმოდ შეაბიჯა თავის სამფლობელოში და მაგიდას მიუჯდა.თვალი გადაავლო თავის
კუთვნილებას და გაიფიქრა,თუ რა ბედნიერი უნდა ყოფილიყო ახლა ის გოგო, რომ ასეთი ქონების ბიჭს მიყვებოდა ცოლად თან
უსიმპატიურეს ბიჭს.არა მაინც რა აცინებს ვერ ხვდება, ეტყობა სიმწრის სიცილია!ნეტავ როგორია ის გოგო?!იქნებ ისეთი მახინჯია რომ ვერსად ვერ გამოაჩენს, ასე ხომ მისი ავტორიტეტი შეილახება,ეს ვინ მოუყვანიაო ყველა რომ იტყვის
_­ბატონო გუგა შეიძლება?ფიქრებიდან მდივნის ხმამ გამოიყვანა
_­რა ხდება?უცებ მიუბრუნდა კართან ატუზულ მდივანს
_­დღეს სხდომას არ ჩაატარებთ? ყველა თქვენ გელოდებათ
_­არა დღეს ყველაფერი გადადე!კატეგორიულად გამოაცხადა და ისევ უაზროდ დაიწყო ფანჯარაში ყურება
_­კი მაგრამ..
_­არავითარი მაგრამ! ვერ გაიგე რა გითხარი?!
_­კარგით ბატონო გუგა.გოგონამ მალევე დატოვა ოთახი და გარეთ გავიდა.გუგაც წამოდგა და სახლში წასვლა გადაწყვიტა.სწრაფად მივიდა სახლში, გადაივლო, მოემზადა და ქვევით ჩავიდა. ახლაღა შეამჩნია, რომ სახლში მხოლოდ მოსამსახურე,მარიამის ძიძა და მარიამი იყო!წასულანო ხელი ჩაიქნია და იქვე სავარძელში მოთავსდა.რატომღაც დალევა გადაწყვიტა, რეზოს სანაქებო კონიაკი გადმოიღო და მთლიანად გამოცალა.საშინელი სიმთვრე კი აქვს,მაგრამ ახლა რომ არ დალიოს არ შეუძლია.თავიდან არაფერი ეტყობა მერე მოაწვება ხოლმე სიმთვრალის სიმბტომები.იქნებ კარგიც არის! ჯერ კარგად მშვიდად წავა და იქ რომ მივა აღარ მოუწევს ყველაფრის მოსმენა და თავისთვის საკაიფოდ იქნება.მალევე დატოვა სახლი,ნამდვილად არ ქონდა ეკას საყვედურების
მოსმენის თავი.ყაზბეგში პირველად თხუთმეტი წლის იყო რომ ჩამოვიდა.მაშინ ძალიან მოეწონა და გადაწყვიტა კიდევ ჩამოსულიყო,მაგრამ ვეღარ მოახერხა.აი ახლა მოდის და გრძნობს როგორ მონატრებია მთა,როგორ ხარბად სუნთქვას რომ კარგად შეიგრძნოს მისი სურნელი.ყველაფერს კარგად აკვიდება და ცდილობს ძველი მოგონებები აღადგინოს.შუა გზაში იგრძნო როგორ დაებინდა გონება და სულ სხვაგან წავიდა.სასმელმა აშკარაგდ იმოქმედა, სულ არ ახსოვდა ახლა მისი აქ მოსვლის მიზეზი.გათიშული გადავიდა მანქანიდან და იმ მთას გაუყვა, სადაც ბიჭები იკრიბებოდნენ ხოლმე დარბოდნენ და თამაშობდნენ.მთელი გონება დაბინდული ჰქონდა. ვერაფერს ვერ ხვდებოდა, სასმელს სულ დაემორჩილებინა და თითქოს მთლიანად განაგებდა მის ქმედებებს.გუგა უფრო
შორს შევიდა და დაინახა გოგო, რომელიც იქვე იჯდა.გოგო უკნიდან კარგად შეათვალიერა და მოეწონა.მართლაია სახეზე ვერ დაინახა, მაგრამ მაინც შეამჩნია მისი ულამაზესი ფორმები.მისმა სურნელმა გუგამდეც მიაღწია და სულ ჭკუიდან
გადაიყვანა.რატომღაც მოუნდა მისი ტუჩების დაგემოვნება და ახლა აქ რომ არ ყოფილიყო, აუცილებლად გატარებდა ერთ ღამეს ამ გოგოსთან.ან იქნებ აქვე სცადოს რატომაც არა!ამის გამო ახლა რომც ჩამოახრჩონ მაინც არ გაჩერდება და თავის ჟინს მაინც დაიკმაყოფილებს.ტუჩის კუთხე ჩატეხა და სიამოვნებით აღსავსე თვალებით კიდევ ერთხელ შეათვალიერა გოგოს ფიგურა და მისკენ ნელი ნაბიჯებით წავიდა
************
გარბის, მაგრამ არ იცის სად, სად აქვს წასასვლელი,სად უნდა გაიქცეს? ვერსად ვერ წავა.ამ წუთში ეზიზღება მშობლები, რომ ასე დაუნდობლად მოექცნენ, ასე დაუკითხავად გადაწყვიტეს მისი ბედი ისე, რომ არც კითხეს.ნუთუ ისეთი ცუდო შვილია,რომ ამის ღირსად არ ჩათვალეს.არა, არ სჯერა ვერ ხვდება რა ხდება,მხოლოდ ის უტრიალებს თავში რომ თხოვდება უსიყვარულოდ!მას შეყავრებულიც კი არ ყოლია,ის პირველი კოცნაც კი არ აქვს გამოცდილი,რომელიც ყოველთვის ტკბილ მოგონებად რჩება.მთაში ავიდა, იქ სადაც ცასთან ახლოს არის,იქ სდაც მარტო რჩება. უნდა იფიქროს, ბევრი იფიქროს თუ რა გააკეთოს.მხოლოდ ცრემლები მოსდის და მის ლამაზ სახეს იმორჩილებს.უნდა ხმამაღლა იყვიროს, მაგრამ ვერ ყვირის. ახლა ისიც უნდა თავს რამე ავნოს,მაგრამ
ეშინია, ეშინია რომ ამით ვერაფერს გამოასწორებს და პირიქით უფრო დაინგრევს ცხოვრებას, რადგან ამით ბევრს ატკენს გულს.აი ამდროსაც კი როცა ასეთ დღეში მაინც სხვებზე ფიქრობს.ასე გაყურებდა მთებს და იმ ლამაზ პეიზაჟს,რომელიც მის თვალწინ იშლებოდა.უცებ იგრძნო როგორ შეეხო მის სხეულს ძლიერი ხელები.შეშინებული შეხტა და როცა შეტრიალდა,მის წინ ასვეტილი მამაკაცი დაინახა, რომელსაც თვალები სულ ჩაწითლებული ქონდა. ალკოჰოლის მძიმე სუნმა ცხვირი აუწვა, ცრემლები უცებ მოიშორა და გადაწყვიტა უცხოს გასცლოდა.ფეხზე წამოდგა და ნაბიჯი უკან გადდგა,როცა მამკაცი უფრო მიუახლოვდა. ხელები წელზე შეუცურა, ცალი ხელი საჯდომისკენ წაიღო და თავი მის თმებში ჩარგო
_­ანგელოზი ხარ?!გოგონა მამაკაცის ბოხმა და სიმკაცრე შერეულმა ხმამ უფრო დააბნია და შეშინებულმა მის ძლიერ მკლავებში, ფართხალი დაიწყო
_­გამიშვით!მუშტებს ურტყავდა მის წინ ასვეტილ ორი თავით მაღაც სხეულს, მაგრამ უშედეგოდ. ბიჭმა უფრო მოხვია ძლიერი ხელები და ისე ახლოს მიიკრა გულზე ელენა მთლიანად მიეყრდნო მის ცხელ სხეულს.მალევე მოხვდა სახეზე მისი ცხელი სუნთქვა შემდეგ კი მისი ცხელი ტუჩები, რომლებმაც სხეულის მის ყველა ნაწილზე დაიწყეს ნელნელა გაბატონება...

************

ერთ ადგილზე იყო გაშეშებული და ხმას ვერ იღებდა.ყველაფერს გრძნობდა ელენა,შიშს,ზიზღს და იმ დაუნდობლობას,რომლესაც ახლა სულ უცხო ადამიანი იჩენდა მის მიმართ.პირველად არის ასეთ სიტვაციაში, პირველად ეხება მას მამაკაცი და ელენაშიც უფრო იმატებს შიშისა და ზიზიღის გრძნობა.მთელი ძალებით მოხვია ხელი მამაკაცმა და როცა მისი სუსტი, გაყინული სხეული დაინახა, ხარბად შეათვალიერა და ყელში სველი კოცნა დაუტოვა,შემდეგ ყელიდან ტუჩები სწრაფად აასრიალა ზემოთ,მის ვარდისფერ, სქელ ტუჩებს შეეხო და მხეცივით დაუწყო კოცნა
_­გამიშვით გთხოვთ.ელენა უცებ გამოერკვა,აზრზე მოვიდა და მაშივე სცადა მისი კლანჭებიდან თავი დაეხსნა, თევზივით დაიწყოერთ ადგილზე ფართხალი. მამაკაცის ძლიერ მკლავებს ხელები მაგრად ჩაავლო და ცდილობდა მისი ხელები მოეშორა
_ ­ნუ ფართხალებ!მოისვენე!გემრიელი ჩანხარ !მამაკაცმა უფრო მოხვია ხელები და მხეცივით სწვდა მაისურს, მაშივე გადააძრო და დახამებული მიაშტერდა გოგონას მკერდს.ელენამ მაშინვე ყვირილი დაიწყო, ცრემლები თავისით წამოსცვივდა როცა მიხვდა, რომ უკვე განწირული იყო,რადგან ამ დროს ამ ადგილას არავინ არ ამოვიდოდა და დაეხმარებოდა.უცებ ყველა გადარჩენის იმედი დაკარგა, ერთი ხელისგული მიწას მიაბჯინა,რომ წამომდგარიყო მეორე კი მამაკაცის სხეულს მიადო,რომ ჩამოეშორებინა, მაგრამ მამაკაცი მაინც არ ჩერდებოდა და უფრო უმატებდა თავისი ჟინის დაკმაყოფილების ნიშნებს.ცალი ხელი კაბის ქვეშ აასრიალა და საჯდომს კმაყოფილმა მოადო ხელი, მეორე კი მკერდზე შეაცურა და სიამოვნებით აღსავსე თვალებით ჩააშტერდა ცრემლიან თვალებს,რომლებიც ევედრებოდნენ გაეშვათ, მაგარამ მამაკაცმა ყურადღება არ მიაქცია,ზემოდან მოეცქცა და საბოლოოდ დაეპატრონა გოგონას სხეულს.

***************************
თვალები გაახილა და მაშინვე უსიამოვნო გრძნობა დაეუფლა. საკუთარი თავი შეზიზღდა ამ წამს,უარყო ყველაფერი რაც
თავისთავში მოსწონდა და თავი ყველაზე უმდაბლეს ქალთა კატეგორიას მიაკუთვნა.ცრემლები წამოსცვივდა და მაშინვე ხმამაღლა დაიწყო ტირლი.ცალ ხელით სახეს იხოკდა, ცალით კი მიწას ურტყავდა ხელებს და სწყევლიდა საკუთარ დაბადების დღეს.გულში ინატრა წამით გაუჩინარება და სიკვდილი. საკუთარ სხეულს ზიზღით გადახედა და იგრძნო როგორ დაუბნელდა თვალთ.წამით გაითიშა და სხვაგან წავიდა. საბოლოოდ დაუსვა თავის ცხოვრებას წერტილი და საკუთარ თავში მისი ყველა სიცოცხლის ნიშანიც დაკარგა და მოკვდა.თითქოს სიცოცხლე შეჩერდა.ეზიზღება ის ადამიანი ვინც ეს გაუკეთა, ვერ იტანს, ახლა ისეა საშუალება და
მაგის შესაძლებლობა, რომ ქონდეს მოკლავდა,მაგრამ არ შეუძლია.ტირილს და ბღავილს აზრი არ ქონდა, ამიტომ წამოდგა და გაუყვა თავის გზას. მიხვდა რომ ეს დღე მისთვის დამღუპველი იქნებოდა. გათხოვება?!ამაზე საშინელება არაფერი იყო და ახლა ეს ამბავიც დაემატა. არარაობად გრძნობს თავს, რომელსაც სიცოცხლე აღარ უნდა.უაზროდ დგამდა ნაბიჯებს,თითქოს სახლის გზას დაპროგრამებული მიყვებოდა. რაც უნდა ის ექნათ უკვე დაეკარგა ყველანაირი ღირსება,ამიტომ დანარჩენს მისთვის არანაირი მნიშვნელობა აღარ ქონდა
_­შვილო სად იყავი?!მაშივე შეეგება შვილიშვილს წელში მოხრილი ნანა და როცა ასეთ მდგომარეობაში დაინახა ოთახში შეიყვანა
_­რა მოგივიდა შვილო ხომ კარგად ხარ?ჩუმად ესაუბრებოდა მოხუცი ელენას თან ნერვიულად ხლართავდა თითებს ერთმანეთში
_­არაფერი ბებო!მკაცრად წარმოთქვა ეს სიტყვები და აბაზანაში შესასვლელად მოემზადა
_­გოგო სად ხარ აქამდე ხალხს ვალოდინებთ რამდენიხანია?!ოთახში ელენას დედა შემოვიდა და შვილის დატუქსვა დაიწყო
_­ბოლო წუთებით ვტკბებოდი!ზედ არ შეხედა დედას ისე გასცა პასუხი
_­ელენა ნუ გეწყინება ამას შენს გამო ვაკეთებთ! ­შვილო არაფერს გვკითხავ?უცებ შემოატრიალა თავისკენ ფერწასული შვილი და ინტერესით აათვალიერა
_­კითხვის უფლება მაინც მაქვს?გულში მძიმედ ჩაწყდა რაღაც როცა დედის შეხება იგრძნო
_­შენ სწავლის ფულს სულ გადაიხდიან და ოცნებაც აგიხდება ძვირფასო!დამაჯერებლად საუბრობდა ელენას დედა
_­დღეს ყველაზე უბედური ვარ და ეს თქვენს გამო ხდება. ყველაფერო თქვენი ბრალია. მე მოვკვდი, აღარ ვარსებობ თქვენ თქვენი შვილი მოკალით!აღარ არსებობთ ჩემთვის!უცებ მიაყარა სიტყვები დედამისს და ობოლი ცრემლი ხელით მოიშორა
_­გაიზრდები და მიხვდები!ისევ თავისას აგრძელებდა ლელა
_არ აქვს მნიშვნელობა აღარაფერს!
_ანუ?ლელამ თვალიდან ცრემლი მოიშორა და შვილს გახედა
_­თანახმა ვარ!ირონიით გახედა დედამისს და აბაზანისკენ წავიდა
_მოწესრიგდი და მალე ჩამოდი.ლელას გაუხარდა შვილის ასეთი გადაწყვეტილება, ეტყობა მიხვდა რომ სწავლა ყველაზე მთავარია და იმ ბიჭის ცოლობა ხო ყველაზე სასურველი მისთვის.კმაყოფილმა ჩაიარა კიბეები და მისაღებში შევიდა, სადაც სტუმრები ელოდნენ
_­მალე ჩამოვა?ზურა მეუღლეს მიუტრიალდა და ინტერესიაანი თვალები მიაპყრო
_­რთული დღე ქონდა,ცოტა გადაიღალა, მოწესრიგდება და ჩამოვა.მალევე დაუბრუნა სიტყვა მეუღლეს და სტუმრებს თბილად გაუღიმა
_­ძალიან კარგი.გუგასაც ძალიან აინტერესებს.ეკამ იქვე მჯდომ გუგას გადახედა,რომელსაც ისევ შემორჩენოდა ალკოჰოლის კვალი, მაგრამ უკვე გამოფხიზლებული იყო. დედამისს უაზროდ გახედა და საშინელი სახე მიიღო
_­აი ელენაც!ლელამ ხელი თავისი ქალიშვილისკენ გაიშვირა.ელენა ზანტად წამოვიდა,მთელი დღის ამბები სახეზე ეტყობოდა და აშკარად ცუდად გრძნობდა თავს. ჩაცვენილი თვალები და გადაღლილი ტანჯული სახე აშკარად ხაზს უსვამდა მის მდგომარეობას
_­გამარჯობა შვილო.ეკა ფეხზე წამოდგა და გოგოს ლოყაზე აკოცა.შემდეგ რეზოც მიყვა და კარგად შეათვალიერა გოგო,
კმაყოფილებით აღსავსე თვალებით გადახედა გუგას და ანიშნა აქეთ მოდიო
_­ეს გუგაა შენი მეუღლე!ეკამ თავისი შვილი ახლოს მოწია და ელენას სახეს დააკვირდა
_­ეს ეს თქვენ?თქვენ ის..ელენამ ვერაფერი თქვა,როცა მის წინ ასვეტილი მამაკაცი დაინახა. აი ის,ვინც ბოლო მოუღო და სამუდამოდ მოუკლა გული. წამით გაშრა როცა მიხვდა,რომ ყველაფერ უბედურებასთან ერთად, მოძალადე ადამიანზე თხოვდებოდა
_­მე გუგა!გუგამ გოგო აათვალიერა და მიხვდა,რომ ის იყო.ის გოგო,რომელსაც ცუდად მოექცა, მაგრამ რატომ?დარწმუნებულია, რომ ესიამოვნა კიდეც.ისევ ხარბად მოავლო თვალი მის სხეულს და ტუჩის კუთხე ჩატეხა. გაუმართლა,რომ ეს გოგო შეხვდა და არა სხვა ვინმე მახინჯი.აშკარად ლამაზია თან როგორი ვნებიანი.კიდევ შეათვალიერა და ახლა ისევ მის მკერდზე შეაჩერა მზერა.ელენა გაოცებული იდგა, არ იცოდა სად წასულიყო,იქნებ სიმართლე ეთქვა?მაგრამ არა, არ შეუძლია ასე ვერ მოიქცევა,რადგან სცხვენია და ვერ იტყვის. დედამისს სწრაფად ჩაავლო ხელი და ოთახში შეიყვანა
_­დედა გთხოვ ნუ მაიძულებთ, არ მინდა!ელენას ცრემლები წამოსცვივდა და დედამის საწყალი თვალებით შეხედა
_­რატომ?არ მოგეწონა?გაკვირვებული უყურებდა შვილს ლელა
_­ასე ნუ მომექცევი გეხვეწები!საჩვენებელი თითები ყელტან მიიტანა და დედამისს საწყლად ახედა
_­ელენა შენ თხოვდები და მორჩა.ახლა კი გავიდეთ,უკვე მალე წახვალთ,ყველაფერი ჩაგილაგე და აბა შენ იცი!ლელამ მკაცრად
გამოუცხადა და ოთახში გაიყვანა.რა ექნა ვერაფერს ვერ იზამდა, ალბათ ეს იყო მისი ბედი, აღარც ქონდა მის ცხოვრებას არანაირი აზრი, ამიტომ აღარაფერი თქვა.ჯერ კიდევ ვერ გაიაზრა რა მოხდა, არ იცოდა რა ხდებოდა მის თავს, მაგრამ ის კი იცოდა,რომ გუგას ვერ იტანდა, მის თვალში სულ დაიმდაბლა თავი და მის მიმართ არსებული ზიზღი უსაზღვრო გახდა.სანამ მანქანაში ჩაჯდებოდა იგრძნო მძიმე ხელის შეხება და უცებ შეხტა, როცა გუგა დაინახა მამაკაცი სწრაფად დაიხარა მისი ყურებისკენ და ცხელი ტუჩები ყურთან მიადო
_­სახლში გავაგრძელოთ ძვირფასო!გუგამ ირონიულად შეხედა და მანქანის კარი გაუღო..საშინელებაა როცა იაზრებ,რომ შენს სიცოცხლეს არანაირი აზრი აღარ აქვს. საკუთარი თავი გძულს და ერთადერთი რისთვისაც ცოცხლობ ის არის, რომ დაიტანჯო და თითქოს ამით გადაუხადო საკუთარ თავს სამაგიერო.მაგრამ რა შუაშია აქ ელენა?!რა დააშავა, რომ ახლა ასე ფიქრობს?! რა დააშავა სრულიად უცოდველმა არსებამ, რომელსაც თავის სიცოცხლეში ცუდი საქციელი არასდროს ჩაუდენია.არ ყოფილა გამომწვევი სხვა გოგონებივით, არც თავისი ვიზუალით თავშიავარდნილი და თავქარიანი გოგოების სტატუსით არ სარგებლობდა. არანაირი მიზეზი არ ქონდათ, რომ ასე გაეწირათ და ასე ჩაეკლად მის გულში ყველანაირი გრძნობა და მომავლის იმედი,რომელიც ადრე უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა ელენას ცხოვრებაში,მაგრამ ახლა აღარ არსებობს და სამუდამოდ გაქრა მისი ფიქრებიდან.დაიკარგა ის მიზანი და ოცნება აი მარტო, რომ დარჩებოდა საკუთარ თავთან და მათ ასრულებაზე ფიქროვდა და უკვე წარმოედგინა მისი პირველი წარმატებებისგან გამოწვეული ემოციები და უსაზღვრო ბედნიერება, მაგრამ ეს ყველაფერი დიდ აუხდენელ ოცნებად დარჩა და უცბად გადაკეტა საკუთარი ბედნიერებისთვის მისაღწევი ყველა გზა.არა მარტო ახლობლებმა გაწირეს ის, არამედ თვითონ ბუნებამაც დათმო და თითქოს მისი გაუბედურებით უკან წაართვა ის დამადლებული სილამაზე.აი ის სილამაზე ანგელოზს,რომ გავს და რაღაც არა ამქვეყნიურ სამყაროს გაგონებს.საშინელი სანახავია ახლა ელენა.ახლა რომ ცალი თვალით დაგანახათ ალბათ მისი ცოდვით დაიწვებოდით.ნორმალური ადამიანი ვერ გაუძლებდა მის მდგომარეობაში, რომ ყოფილიყო,მაგრამ იქნებ ეს სიფრიფანა გოგო ბუნებამ არა მარტო სილამაზით არამედ იმ უდიდესი ფარული ძალით დააჯილდოვა, რომელიც უნდა დაეხმაროს მას იმ სირთულეების გადალახვაში რაც აუცილებლად დახვდება თავისი მომდევმო ცხოვრების რთულ და ეკლიან გზაზე.ობოლმა ცრემლებმა ისევ იჩინეს თავი და ელენას მშვენიერი სახე სულ მთლად დაფარეს.უაზროდ იყურებოდა ფანჯრიდან და გვერდით საჭესთან მჯდარი მამაკაცის მწველ მზერას ყურადღებას არ აქცევდა, უფროსწორად ახლა არც ეცალა იმისთვის რომ მისი საზიზღარი სახე დაენახა
_ნუ წრიპინებ!მოიშორე ეგ ცრემლები!კარგად ვიცნობ შენნაირ ბ**** გოგოებს!მამაკაცმა ზიზღით გადახედა გვერდით მჯდომ ელენას, რომელმაც უფრო მოუმატა ტირილს და მამაკაცს ზედაც არ შეხედა.არა მაინც როგორ ბედავს რომ ასე ექცევა ამ გოგოს. ჯერ რა გაუკეთა და ისევ დიდ გულზეა.დაუშვათ ელენა ბოლო დონის ბო*** იყო რადგან ასე მიყვებოდა გუგას, მაგრამ იმ გოგოს რაღას ერჩოდა ვისთანაც დაიკმაყოფილა თავისი ცხოველური ჟინი.ხომ შემ შეიძლებოდა ის გოგო ელენა არ ყოფილიყო?!მაშინ რა გამოვიდოდა, იდარდებდა ამის გამო გუგა?!იდარდებდა,რომ სრულად უდანაშაულო გოგოს მოუღო ბოლო?!მაგრამ არა, რადგან ის გოგო ელენა აღმოჩნდა აღარანაირი მნიშვნელობა ქონდა გუგასთვის რაც გააკეთა.თავს დამნაშავედ არ გრძნობს, რადგან ელენა რომელიც მის თვალში მაგარი ბ*** გოგოა ისედაც ჩაუგორდებოდა ლოგინში, ამიტომ მოვლენების დაჩქარებით ცუდი არაფერი გაუკეთებია.პირიქით მალევე გაუგო თავის ცოლს გემო!არა რეებს ფიქრობს ეს ბიჭი?დავიჯერო ასეთი დაუნდობელია?!მოიცადეთ და დაინახავთ როგორ ინანებს თავის საქციელს და სხვანაირად აჭიკჭიკდება ეს იდიოტი!გუგამ უცებ გააჩერა მანქანა და განრისხებული თვალებით შეხედა ახლა უკვე შეშინებულ ელენას

_ვერ გაიგე რა გითხარი?!ნუ წრიპინებ!ისევ გატეგორიულად გამოუცხადა და გზას გახედა
_მე მე....ელენა განრისხებული მამაკაცის დანახვისას სულ გადაფითრდა და ენა ჩაუვარდა
_მე მე მე რა მე მე!!!!გააჩუმე ენა!ყველაფერთან ერთად ავადმყოფი გოგოც შემომაპარეს!გუგა ისევ მიუბრუნდა საჭეს და ადგილის სწრაფად მოწყდა ისე,რომ გოგოსთვის აღარ შეუხედავს.სამ საათიანი სიარულის შემდეგ დიდ უალამაზეს ეზოში შევიდნენ, რომელსაც ოთხსართულიანი სახლი ამშვენებდა.გუგამ ირონიულად გადახედა ამ სანახაობით გაკვირვებულ გოგოს,რომელიც ყველაფერს გაფაციცებით აკვირდებოდა და ცდილობდა ყველა კუთხე კუნჭული კარგად აღექვა
_კმაყოფილი ხარ?!გუგამ უცებ უხეშად მოკიდა გოგოს ხელი და თვალებში ჩააშტერდა
_რა?ელენა უცებ დაიბნა და ვერ გაიგო მამაკაცმა რა კითხა
_სახლით!ოჯახით!სიმდიდრით!ნუ ქმრით იასნია კმაყოფილი იქნები!ისევ ირონიული სიფათი აიკრა და მალევე მოაშორა მზერა ელენას ცისფერ თვალებს,რომელიც დიდი სევდის მიუხედავად მაინც არავის დატოვებდა გულგრილს.გოგომ ხმა ვერ ამოიღო უცებ შეტრიალდა კარებისკენ, გააღო და მომღიმარ ეკასკენ წასვლა დააპირა
_ეი!ერთი რაღაც დაიმახსოვრე! ყველაფერი ისე იქნება როგორც მე ვიტყვი!ჯერ არ მითქვამს მანქანიდან გადადითქო!
_მე უბრალოდ გადასვლა მინდოდა.ელენამ უცებ მოიშირა ჩამოგორებული ცრემლები და გუგას შეხედა
_კარგი კარგი ახლა ისევ არ აწრიპინდე!ამ ერთხელ გაპატიებ!გადადი!გუგამ სიცილი დაიწყო. შემდეგ ერთ ადგილზე გაშეშებული ელენა, რომ დაინახა,თავი უკმაყოფილოდ გადააქნია,მანქანიდან გადავიდა და კარი გაუღო.თვალებით ანიშნა გადმოდიო და მკაცრი და მწველი მზერა ისევ ესროლა ისედაც დაფეთებულ გოგოს.ელენა მალევე მოშორდა და მათკენ წამოსულ ეკასკენ წავიდა
_შვილო ხომ კარგად იმგზავრეთ?!ჩვენ ცოტა დავიღალეთ. არ ვართ მიჩვეიული ამხელა გზაზე ერთ დღეში ჩასვლა ამოსვლას.ეკამ გოგოს თბილად გაუღიმა და თმაზე ხელი გადაუსვა.ელენასაც რაღაცნაირად თითქოს გული მოულბა მის ასეთ საქციელზე.რაღაცნაირად დედა გაახსენდა და უცებ დაივიწყა დედის წყენა,მალევე მოხვია ეკას ხელები და მის ყელში ჩარგო თავი.როცა გუგასკენ გააპარა თვალი მაშივე შეეჯახა მის მწველ მზერას,უცებ მიტრიალდა და მაშინვე დაიწყეს მისმა ცრემლებმა მის სახეზე გაბატონება რაც ეკას შეუმჩნეველი არ დარჩენია. მოტრიალდა, ელენას თავი მაღლა ააწევინა და აფორიაქებული ჩააშტერდა გოგოს ზღვისფერ თვალებში
_შვილო რა დაგემართა?რამე ხომ არ გაწყენინე?ანერვიულებულმა ეკამ გოგოს გაოცებულმა გახედა
_არა უბრალოდ ჩემი ოჯახი გამახსენდა.ელენამ მშვიდად გაუღიმა ქალს და ისევ მოხვია ხელები.რა ქნას აი ამ დროსაც კი როცა ყველაზე საშინლად გრძნობს თავს,მაინც შეუძლია ძალდატანებით გაიღიმოს,რომ სხვას ცუდად არ მოხვდეს გულზე მისი პასუხი
_შვილო თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში!იცოდე ეს შენი სახლიც არის!მშვიდად ელაპარაკებოდა ეკა ელენას
_გმადლობთ.ელენამ ისევ გაუღიმა და ხელგამოწვდილ ეკას თავისი სიფრიფანა ხელი შეაგება.ერთად შევიდნენ უზარმაზარ სახლში.ოჯახის უფროსი რეზო მაშინვე საქმეზე წასულა, გუგას ძმა გივიც არ იყო სახლში, გუგაც მალევე მოწყდა ადგილს და ისე მოხვდა, რომ ეკა და ელენა მარტო დარჩნენ
_შვილო ყველა წავიდა!ჩვენი პატარა მარიამიც არ არის აქ, დედამისმა წაიყვანა თავისთან!ელენას შეუმჩნეველი არ დარჩენია ეკას სიბრაზენარევი ხმა როცა მარიამის დედა ახსენა,ამიტომ ზედმეტი შეკითხვების დასმა არც უფიქრია. ან როდის დაუსვამს ზედმეტი კითხვები?! ყოველთვის ასეთი იყო, არასდროს ზედმეტად არაფერს არ ამბობდა.ეკამ მალევე აჩვენა მისი და გუგას ოთახი.ელენამაც ამოალაგა თავისი ბარგი. გარდეროვში თავისი მოკრძალებული ტანსაცმელი შეაწყო და მთელი დღის დაღლილდაქანქულს დივანზე ჩამოეძინა ისე რომ არც დაკვირვებია როგორ მდიდრულად იყო თავისი ოთახი მოწყობილი.

***************

განრისხებულმა შეაღო თავისი კაბინეტის კარი და თავის მდივანს დაუბარა შემოდიო.ისიც დენდარტყმული შემოვარდა გუგას ოთახში და შეშინებული წინ აესვეტა
_რა ხდებოდა დღეს ოფისში?!გუგამ კარგად აათვალიერა მის წინ შეშინებული გოგო და ოდნავ გაუღიმა,რომ ცოტა ფერზე მოსულიყო.გოგოც თითქოს უცებ გამოკეთდა, დამშვიდდა და ახლა უფრო დამშვიდებულმა დაიწყო საუბარი,თან საუბრისას უფროს გახედავდა ხოლმე რაიმე ხომ არ ვთქვი ცუდათო, ისიც თავს კმაყოფილი დაუქნევდა და ანიშნებდა გააგრძელეო
_ეს ყველაფერი გასაგებია მაგრამ ის თათბირი,რომ გადავდეთ ?!ინტერესით აათვალიერა მდივანი და საბუთები გვერდზე გადააწყო
_ იცით ბატონმა ირაკლიმ,რომ გაიგო ცოლი მოგყავდათ, გაუხარდა და უყოყმანოდ მოაწერა კონტრაქტს ხელი.დაამშვიდა მდივანმა
_ვაა რაღაცაში მაინც გამომადგა ის სულელი გოგო!თავისთვის ჩაიბურდღუნა გუგამ და კმაყოფილმა ჩაიცინა
_როგორ?!მდივანმა ინტერესიანი თვალები მიაპყრო უფროსს.არა როგორ ბედავს ეს გოგო და რამეს ეკითხება, თუ უნდოდა თვითონაც ეტყოდა.უცებ აწია მაღლა თავი და მდივანს თვალები დაუბრიალა
_შენთვის საინტერესო არაფერი ახლა გადი!
_როგორც თქვენ იტყვით ბატონო გუგა!მდივანმა მალევე დატოვა ოთახი, მაგრამ ორი წამის შემდეგ ისევ შემოვარდა
_რა იყო რა ხდება მოგდევს ვინმე?!გუგამ უცებ წამოყო თავი და დაფეთებულ მდივანს შეხედა
_ვაიმე ბატონო გუგა.ლამის დამავიწყდა!გოგო ძლივს ლაპარაკობდა
_დამშვიდდი და ამოღერღე მალე რისი თქმაც გინდა !ისედაც ბევრი საქმე მაქვს!უაზროდ გადაატრიალა თვალები და მობილურს დახედა
_ხვალ საღამოს შვიდზე რესტორანში ადგილებია დაჯავშნული, თქვენზე, თქვენს მეუღლეზე, ასევე ბატონ ირაკლიზეც და რამოდენიმე კაცზე.გოგომ ძლივს თქვა და გუგას გახედა
_რატომ რა ხდება?!გაკვირვებულმა შეხედა მდივანს
_თქვენი ცოლის მოყვანა უნდა აღნიშნონ და ბატონმა ირაკლიმ დაგიბარათ,რომ შეიკრიბოთ!ვაიმე ოღონდ ეს არა!სულ არ უნდოდა ახლა იმ გოგოს სადმე გამოჩენა!რომ არ გაყვეს?!მოიცა ჯერ ვინ ეკითხება გუგას უნდა და გაყვება!აბა რა ეგონა ცოლად რომ მიყვებოდა მისი მოვალეობაა ქმრის გვერდით იყოს!კმაყოფილმა ჩაიცინა გუგამ და უცებ გაფანტა ფიქრები
_კარგი!გასაგებია!შეგიძლია გახვიდე!გოგომ მალევე დატოვა ოთახი გუგა კი ახლა უკვე მხიარულად შეუდგა საბუთების მოწესრიგებას,მაგრამ ვინ დააცადა.კარზე კაკუნი გაისმა და გუგამაც უკმაყოფილოდ წამოწია თავი
_შემოეტიე,როდის იყო კარზე მიკაკუნებდი!მიხვდა რატი,რომ მაიმუნობდა და ისევ საბუთებს მიუბრუნდა
_ბატონო გუგა შეიძლება?!რატიმ სერიოზული სიფათით შემოყო თავი კაბინეტში და გუგას წარბაწეულმა გახედა
_რას მაიმუნობ ამხელა კაცი!დაუღრინა მეგობარს
_ვა ცოლი მოვიყვანეთ და დავბრძენდით?!რატიმ სიცილი დაიწყო და როცა განრისხებული ძმაკაცი დაინახა, მის წინ სავარძელში კომფორტულად ჩაეშვა
_ნუ სულელობ!
_ბიჭო ისე ეს რა წესია გოგო პირველივე დღეს მარტო, რომ დატოვე!ისე რა ლამაზია არა?!რატიმ ინტერესით გადახედა მის პირდაპირ მჯდომ გუგას
_მისი სილამაზის აღქმა როდის მოასწარი?!დაუღრინა მეგობარს
_ბრმა უნდა იყო ეგ რომ ვერ შენიშნო!
_შენ რაღაც ძალიან აღფრთოვანევული ლაპარაკობ!განრისხებულმა გახედა რატის რომელიც გუგას ინტერესით მიჩერებოდა
_კაი ხო რას გამიმართე აქ ეჭვიანობის სცენები!ისედაც დაღლილი ვარ ყაზბეგში ამხელა გზაზე ჩავედით და უკან წამოვედით, რა პონტია!წავედი უნდა დავისვებო!
_ვინ დაგპატიჟა მერე,რომ დამადექი თავზე!გუგამ სიცილი დაიწყო და კარში გასულ რატის, დივნიდან აღებული ბალიში გაუქანა.

**************
უაზროდ ზის თავის კაბინეტში და ფანჯარაში იყურება.ფიქრობს გუგა,მაგრამ რაზე თვითონაც არ იცის.წარბაწეული გადასცქერის თავის სამფლობელოს და როცა იაზრებს რისი პატრონია კმაყოფილს ეღიმება და თითქოს სიმდიდრით კმაყოფილი საკუთარ თავს იდეალს უტოლებს.ერთი შეხედვით კმაყოფილია თავისი ცხოვრებით,მაგრამ რაღაც მაინც არ არის ისე როგორც უნდა.იქნებ ფულზე ძვირფასი რამ უნდა?!იქნებ რაღაც მარადიულს ეძებს რაც ბედნიერს და უფრო ნათელს გახდის მის ცხოვრებას.ნუთუ ნამდვილი გრძნობა აკლია მას?!ჰომ აკლია,ნამდვილად აკლია აი ის გრძნობა თავს,რომ გაკარგვინებს და სიამოვნების უფსკრულში გაგდებს.სადღაც შორს,ახალ სამყაროს გიქმინს და ფერად,ბედნიერ დღეებს გიხატავს.თითქოს ახალ სამფლობელოს იძენ,რომელიც გინდა დაიცვა და სხვებს მოაშორო.ნუთუ შეიძლება ასეთი სამყარო გუგას დღევანდელს შევადაროთ?!მაინც რა არის გუგას სამყაროში გადასარევი?!არაფერი,გარდა ფულისა.ამ სამყაროში ვერ გრძნობს ბედნიერებას და აი იმ უსაზღვრო სიყვარულს, რომლის პატრონიც მზად არის მწვერვალები დაიპყროს და ნებისმიერი სიგიჟე ჩაიდინოს.შეიძლება გუგას ფული აქვს, მაგრამ მას არ აქვს მთავარი საგანძური.არ აქვს გრძნობა, რომელიც მარადიულია და რომლის გარეშეც ცხოვრებაც უინტერესო და უუნაროა.იქნებ დადგეს დრო როცა მიხვდეს ეს ბიჭი,რომ სიყვარული მასთან ახლოსაა. უბრალოდ უნდა მოწყდეს თავის ბნელ სამყაროს, თვალები გაახილოს და მისცეს თავს უფლება გააღოს თავისი გულის კარი, რადგან სიყვარული გაბატონდეს და აღარსდროს მოშორდეს მას.მალევე მოაშორა მზერა ფანჯარას და კართან აყუდებულ მდივანს გახედა
_კიდევ დიდხანს უნდა იდგე?!წარბაწეულმა შეათვალიერა მდივანი და სახეზე ირონიული ღიმილი აიკრა
_მაპატიეთ ბატონო გუგა არ მინდოდა ხელი შემეშალა.მოროდებით თქვა მდივანმა და ყელში გაჩხერილი მძიმე ბურთი ძლივს მოიშორა
_რამ შეგაწუხა?!ათი წუთის წინ აქ არ იყავი?გუგამ მობეზრებულმა გახედა
_ამ საბუთზე გაქვთ ხელი მოსაწერი.მალევე გაუწოდა ფურცლები გუგას და ერთ ადგილზე გაშეშდა.გუგამაც მალევე მოაწერა და კარში გასულ მდივანს სიტყვა დააწია
_მოიცა რაღაც მინდა გთხოვო?!
_გისმენთ ბატონო გუგა?მდივანმა გაკვირვებულმა გახედა მამაკაცს
_ჩემი ცოლი მინდა მაღაზიაში წაიყვანო და საღამოსთვის გამოაწყო!ახალგაზრდა გოგო ხარ და გემოვნებიანიც,ამოტომ გაბარებ შენ!საქმე იმაშია, რომ ჩემმა მეუღლემ თბილიში არ იცის კარგად მაღაზიები და შენ განდობ!კატეგორიულად გამოუცხადა მდივანს და პასუხის მოლოდინში ხელები თავზე შემოიწყო
_იცით დიდი სიამოვნებით, მაგრამ როდის უნდა გავყვე?!მდივანს ძალიან გაუხარდა, მაგრამ გაახსენდა რომ ბევრი საქმე ქონდა და შეიძლება ვერ წასულიყო
_ხვალ დილით რა იყო?!
_დიდი სიამოვნებით გავყვებოდი,მაგრამ ბატონო გუგა,ხვალ უამრავი საქმე მაქვს.გოგონამ დაღონებულმა ჩაილაპარაკა.არა მართლა ძალიან სურდა გუგას ცოლი გაეცნო
_დაივიწყე საქმე!სხვას ვეტყვი და შეგცვლის!გუგამ მშვიდად მიუგო
_გმადლობთ!
_რას ამბობ მადლობა შენ!გუგამ გოგონას გაუღიმა და ისიც გახარებული გავიდა ოთახიდან. მალევე მორჩა საქმეს ოფისი დატოვა და სახლში წავიდა.ისე კი მოენატრა თავისი სახლი. ცალკე, მშვიდად იყო,ახლა კი მშობლების დაჟინებული თხოვნით იმ გოგოსთან ერთად უნდა იცხოვროს.არა ისე ლამაზი გოგოა,თან საშინლად მიმზიდველი.ტუჩის კუთხე ჩატეხა, გაიცინა და ოთახის კარი შეაღო.დაინახა დივანზე როგორ ტკბილად ეძინა ელენას.წითელი სქელი ტუჩები წინ წამოეწია,თმა ნახევრად გადმოეყარა სახეზე და მშვიდად სუნთქავდა.რატომღაც ძალიან მოუნდა მისი ტუჩების დაგემოვნება, მაგრამ თავი შეიკავა.ახლოს მივიდა,მის წინ ჩაიმუხლა და ინტერესით დაიწყო გოგონას სახის ყველა ნაქვთის შესწავლა.რა ლამაზი ხარ, მაგრამ ბავშვი!პატარა ანგელოზი!ხმადაბლა წარმოთქვა ეს სიტყვები და წამში ინანა დღევანდელი ინციდენტი ელენასთან, მაგრამ როცა გაახსენდა გოგოს აქ ყოფნის მიზეზი, მალევე დაუსერიოზულდა სახე,ისევ ზიზღმა შეიპყრო და სწრაფად გადაფარა ყველა სასიამივნო გრძნობა ამ უმწეო არსებისადმი. ყველაზე მეტად ის აღიზიანენდა გუგას, რომ ერთი შეხედვით ელენა სულ სხვანაირი ჩანდა, მაგრამ მეორემ მხრივ მასში საშინელი, უმდაბლესი ადამიანი იმალებოდა.აღარ გააღვიძა, ხელში აიყვანა და დააწვინა.თვითონაც მის გვერდით დაწვა და მაშინვე დახუჭა თვალები, რათა უხამსი ფიქრები გაექრო.

*****************

დილით მზისსხივებმა გაანათეს მთელი ოთახი.სასიამოვნო დილა იყო.ელენამ მაშინვე ჭყიტა თავისი დიდრონი ზღვისფერი თვალები და ოთახი დაზვერა.მაინც როგორი მდიდრული ოთახი აქვს, ისეთი ის და ანა თოჯინების თამაშის დროს,რომ ოცნებობდნენ და ლამაზ ოცნებად ხატავდნენ.ახალი ლამაზი ავეჯი, რომელისაც უნდა დაჯდე და მხოლოდ უყურო. მარტო ელენასი რომ იყოს ხელს არც მოკიდებდა, რომ არ დაზიანდეს,მაგრამ ფაქტია რომ ამ ოჯახისთვის ეს არაფერს წარმოადგენს.თავის ფიქრებზე ისევ თვითონ გაეცინა და როცა თავის გვერდით მწოლიარე მამაკაცი დაინახა, ღიმილი შეეყინა სახეზე,რაღაც არასასიამოვნო გრძნობამ დაისადგურა ელენაში.უცებ გაშეშდა, ფუმფულა საბანი უფრო აიფარა მთელს სხეულზე და ოსტატურად დაიწყო გუგას ნაქვთების შესწავალა.საშუალო ზომის ცხვირი, მადისაღმრძვრელი ტუჩები და სახის მკაცრი ნაქვთები, რომლებიც ადამიანს თავს აკარგვინებს.ელენამ თავი გააქნია თითქოს უნდოდა ეს ფიქრები სწრაფად გაეფანტა და მოეშორებინა, მაგრამ მაინც არ ამოსდიოდა თავიდან ის აზრი,რომ გუგა ძალიან სიმპატიური მამაკაცი იყო.გუგას სხეულის შეთვალიერებით იყო დაკავებული როცა მამაკაცმა თვალები გაახილა და ელენას დანახვისას ტუჩის კუთხე მადიანად ჩატეხა.არა მაინც რა ლამაზია ეს გოგო, დილითაც კი ახალ გამოღვიძებულზე უფრო გემრიელად გამოიყურება.ყელში გაჩხერილი ბურთი სწრაფად გადააგორა და გოგოს მიაშტერდა
_თუ ასე ძალიან გინდა ჩემი ყურება შეგიძლია ახლოს მოხვიდე!გუგამ ვნებიანად აათვალიერა ელენას სხეული და მკერდთან შეჩერდა.ელენამაც სწრაფად აიფარა საბანი სხეულზე და ისე მჭიდროთ შემოიკრა,ლამის ადგილზე მოკვდა
_მე უბრალოდ გამიკვირდა, რომ აქ იყავი.ვეღარაფერი მოიფიქრა და დაბნეულმა ძლივს ამოღერღა სიტყვები
_მაგაზე მაშინ უმდა გეფიქრა ცოლად, რომ მომყვებოდი!გუგამ ირონიულად გადახედა აწითლებულ გოგონას, ლოყაზე მსუბუქად უჩმიტა და საწოლიდან წამოდგა
_დღეს ნატა მოვა, ჩემი მდივანი და საღამოსთვის გამოგაწყობს!
_რა საღამოსთვის?!ელენამ გაკვირვებულმა გახედა გუგას, რომელიც მისკენ წამოვიდა და წინ აესვეტა.არ იცის რატომ, მაგრამ მაშინვე სასიამოვნოდ მოხვდა გუგას სურნელი და გაბრუებული თვალებს ძლივს ახელდა
_ჩემი ცოლობა შენ რა გგონია?!შენი თავი უნდა გავაცნო ხალხს!აინტერესებთ, ჰოდა შეეცადე ცოტა ლამაზად ჩაიცვა და შენი სოფლური გამოხტომები მოიშორო!
არა მაინც რა დამპალი ბიჭია.რატომ ფიქრობს, რომ ელენას სოფლური გამოხტომები აქვს.აი დღეს წავა და დაუმტკიცებს ელენა თავის სილამაზეს და დახვეწილი მანერებით შეეცდება გუგას დაბრმავებას.ხმა არ ამოუღია თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დაუქნია აბაზანისკენ მიმავალ გუგას.სარკეს მიუბრუნდა ჯერ თავისი ტანი შეათვალიერა,შემდეგ კი სახეს მიაშტერდა და ბოლოს კმაყოფილმა დატოვა ოთახი.ქვემოთ ჩავიდა,ისადილა და მალევე გამოჩნდა დაბალი სუსტი გოგო.ელენასთან მივიდა და თბილად გაუღიმა
_გამარჯობა, თქვენ ალბათ გუგას მეუღლე ბრძანდებით.მაშინვე შემოანათა ელენას თავისი მწვანე თვალები
_დიახ მე ვარ!თქვენ ალბათ ნატა ხართ?!ძალიან მოეწონა უკვე ნატა,ისეთი საყვარელი და კეთილი იყო.ეტყობოდა,რომ ნამდვილად მის დასახმარებლად იყო მოსული და არა უფროსის თავის მოსაწონებლად
_დიახ.მაგრამ თქვენობით ნუ მომართავთ ქალბატონო ელენა.ნატა უცებ დაიმორცხვა და ჩუმად ჩაიცინა
_კარგი მაშინ შენც მოიშორე ასეთი საუბარი, ჩვეულებრივად მესაუბრე.მე სულ რაღაც თვრამეტის ვარ.ელენამ თბილად გაუღიმა და ოთახში ჩამოსულ გუგას გახედა
_ვა ნატა!მალევე წამოვიდა ნატასკენ და მდივანი გადაკოცნა.არა რა დაემართა ამ ერთ დღეში ნეტა გამაგებინა. აქამდე საწყალი ნატა დაშინებული ყავდა და ახლა როგორ კარგად ხვდება
_გამარჯობა ბატონო გუგა!იცით ულამაზესი მეუღლე გყავთ!ნატაც შეგება უფროსს და მორცხვად გაუღიმა.ელენასაც ესიამოვნა ეს სიტყვები,ნატამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მის სილამაზეს და გუგას სიფათის დანახვისას, კმაყოფილმა გაიცინა
_წამოდოთ წაგიყვანთ და შემდეგ გავალ სამსახურში!გუგამ კატეგორიულად გამოაცხადა და გოგოები მალევე დატოვა ერთ ძვირადღირებულ მაღაზიასთან, თვითონ კი ადგილს მოწყდა.გოგოები დიდხანს დადიოდნენ.ყველა კაბა კი უხდებოდა ელენას,მაგრამ რატომგაც ნატა იკავენდა თავს
_ნატა დავიღალე,მოდი რა ის ლურჯი კაბა ვიყიდოთ?თეთრი კაბა გვერდზე გადადო და იქვე მყოფ ნატას გახედა,რომელიც რაღაცის თვალიერებით იყო გართული
_ვიპოვე!ნატამ უცებ წამოიყვირა და ელენას გახარებულმა ლოყაზე აკოცა
_რა იპოვე?!აი მოახერხა ამ გოგომ და ელენა კარგ გუნებაზე დააყენა
_ეს მოიზომე რა გთხოვ.ელენას ნატამ კაბა გაუწოდა და კმაყოფილი პუფზე ჩამოჯდა.მართლაც საოცრად მოუხდა ელენას ტანს წითელი, გამოყვანილი,ამოღებული მოკლე კაბა,რომელიც ხაზს უსვამდა ელენას ლამაზი ფეხებისა და მკერდის არსებობას.ელენამ კმაყოფილმა შეავლო თვალი თავის სილუეტს და უცბათ ჩაომოგორდა ობოლი ცრემლი.რა იქნება ახლა ამ სიტვაციაში არ იყოს და მართლა უყვარდეს ის მამაკაცი, ვისთვისაც ასე ემზადება
_რა მოხდა?!ნატა მალევე მივიდა ელენასთან და გაკვირვებულმა კითხა
_არაფერი,უბრალოდ მგონი ეს კაბა ზედმეტად გამომწვევია,სხვა ხომ არ გვენახა?
_არა რას ამბობ,ეს კაბა შენს ტანზეა მორგებული,ყველაზე მეტად გიხდება.მესმის შეიძლება მიჩვეული არ ხარ, მაგრამ იქ იმდენი შურიანი თვალი შემოგხედავს,რომ შენ შენი სილამაზით უნდა ჩააგდებინო ენა.დამაჯერებლად გამოუცხადა ნატამ და კიდევ შეათვალიერა ლამაზი სილუეტი
_მადლობა რომ მეხმარები,ხომ გამოხვალ ხოლმე ჩემთან?!
_თავისუფალი დრო,რომ მექნება აუცილებლად.ნატამ ელენას ხელები მოხვია და გულში ჩაიკრა.ძალიან ბედნიერი იყო ელენა იმით, რომ კარგი ადამინი იპოვა ვისთანაც შეძლებოდა გულახდილად ესაუბრა.ნატა ნამდვილად არ გავდა სხვებს, ძალიან კარგი პიროვნება იყო.თან სულ რაღაც ცხრამეტი წლის და უკვე სამსახურიც ეშოვა თან როგორი.ტყუილად ხომ არ დასვავდნენ ბატონი გუგას მდივნად,ალბად მანამდე ათასი საფეხური გაიარა.კმაყოფილმა შეაღო თავისი ოთახის კარი და მომზადება დაიწყო.სალონში აღარ გასულა,როგორმე თვითონ მიხედავს თავს.მოკლე წითელი კაბა მოირგო სხეულზე და ქერა, ოდნავ ხვეული თმა მთლიანად გაიშალა.მაკიაჟიც გაიკეთა და ექვსზე უკვე გუგას ელოდა
_ელენა სად ხარ?მოვედი და იცოდე....გუგა უცებ გაშეშდა, როცა მის წინ არსებული სრულად უნაკლო ქალი შენიშნა.როგორი ლამაზი და დახვეწილი იყო.კმაყოფილმა გადაავლო თვალი ელენას და წამით გაუხარდა რისი მფლობელი რომ იყო ახლა გუგა.ახლოს მივიდა და ელენას წინ აესვეტა.მაშივე ცხვირი აუწვა გოგონას სასიამოვნო სურნელმა.ზღვისფერმა თვალებმა ხომ სულმთლად დაიმონეს ჩვენი გუგა.სუსტ წელზე მოხვია ხელები ელენას და ყელზე მიადო ცხელი ტუჩები.შემდეგ ლოყაზე ააცოცა ტუჩები და ბოლოს ყურებთან გაჩერდა
_ანგელოზი ხარ!პატარა ანგელოზი!გუგამ გოგონას უფრო მაგრად მოხვია ძლიერი ხელები და სხეულზე მიიკრა.ელენა გაშეშებული იდგა და ყოველი მამაკაცის შეხებისას სასიამოვნო შეგრძნება ეუფლებოდა და ტანზე სულ ეკალი აყრიდა.სასიამოვნოდ უყურებდა მამაკაცს,რადგან მისგან წამოსული ეს სითბო სადღაც ღრმა უფსკრულში აგდება და თავს აკარგვინებდა.მიუხედავად იმისა,რომ მამაკაცის შეხება სასტიკად სიამოვნებდა, მაინც ახსენდებოდა ის ცხოველური საქციელი,რომელიც სასტიკად სტკენდა გულს და უცებ მოყავდა გონზე.თითქოს გუგა უფრო თბილი და მშვიდი ეჩვენებოდა,მაგრამ მაინც ეპარებოდა მამაკაცში ეჭვი,არ ენდობოდა და ფიქრობდა,რომ მასთან მხოლოდ კიდევ ერთი ღამის გატარება სურდა და სხვა არაფერი.ელენამ უცებ მოიშორა მამაკაცის ხელები და გარეთ დენდარტყმული გავარდა.გუგაც უკან გაყვა და კართან მისულს ძლიერად ჩაავლო ხელი სუსტ მკლავში
_რომ მიდიხარ, იცი მაინც სად უნდა წახვიდე?!გაბრაზებულმა ჩახედა გოგონას ზღვისფერ თვალებს და კიდევ ერთხელ შეათვალიერა მისი ულამაზესი სხეული.ელენამ თავი დახარა,რაღაცაზე ჩაფიქრდა და უცბათ გაუსწორა მზერა მამაკაცს
_მორჩი ჩემს თვალიერებას და ისე ნუ იქცევი თითქოს არაფერი მომხდარა.არ იცის როგორ,საიდან,რანაირად ,მაგრამ გაბედა,გაბედა და პირველად უპასუხა გუგას ყველანაირი დაბნევის და ლოყების აწითლების გარეშე.მაშინვე მოხვდა თვალთ მამაკაცის მწველი მზერა და ცოტახნით შიშმაც კი შეიპყრო.წამით ინანა თვისი ნათქვამი,მაგრამ ახლა უკან დახევას აზრი არ ქონდა.არ იცის საიდან ამხელა გამბედაობა,მაგრამ უნდა აღიაროს,რომ კმაყოფილია თავისი თავით,ნუ დასაწყისისთვის ნამდვილად კარგია
_და რა მოხდა?გუგას ჩაეცინა,რადგან შენიშნა როგორ აუკანკალდა ელენას მთელი სხეული.მიუხვდა და შეეცადა თავისი თავი დაემშვიდებინა და უფრო არ დაეფრთხო მის წინ მდგარი ანგელოზი,რომელიც ცდილობდა გადაეფარა შიში,მაგრამ მაინც არ გამოსდიოდა
_ძლიან კარგად ხვდები რაც!
_ვერა ვერ ვხვდები!გუგა უფრო მიუახლოვდა სასურველ ქალს და ისევ თავის კლანჭებში მოიქცია სასურველი სხეული.დაინახა როგორ შეკრთა მისი შეხებისას და კმაყოფილს ჩაეღიმა.არ იცის რატომ,მაგრამ უნდა აღიაროს რომ საშნლად იზიდავს ეს პატარა გოგო და შეიძლება ითქვას,რომ თავსაც აკარგვინებს
_წავიდეთ რა.მიხვდა,რომ ვეღარ გაუძლება გუგას მწველ მზერას და პატარა ბავშივით მოისაწყლა თავი.ხო პატარა ბავშივით ისე ვთქვი თითქოს ბავშვი არც იყოს.ჯერ კიდევ ახლა გახდა თვრამეტის,მაგრამ ახლა რომ შეათვალიეროთ ისე გამოიყურება როგორც კარგი,ჩამოყალებული,იდეალი და სასურველი ქალი ნებისმიერი მამაკაცისთვის.საშინლად უხდება წელში გამოყვანილი კაბა,რომელიც მის ელეგანტურობას და დახვეწილობას უფრო კარგად უსვამს ხაზს და სხეულის ყველა ფიგურას შესანიშნავ ხიბლს მატებს.ეჰ არ იცის რა ელოდება გუგამ ასეთი სასურველი ქალის გვერდით,როგორია გვერდი ისე ჩაუარო ერთი ვნებიანად არ აათვალიერო ასეთი უნაკლო და მიმზიდველი არსება.ისე ახლა ,რომ დავფიქრდეთ ნეტავ რას გააკეთებდა ელენა ყაზბეგში თავის სოფელში,რომ ყოფილიყო?ალბათ წიგნებში ექნებოდა თავი ჩაყოფილი და ისევ ააგებდა თავის ოცნების კოშკებს,სადაც ზუსტად ისე გამოიყურება,როგორც ახლა,მაგრამ ერთადერთი განსხვავებაა ისაა,რომ მის ოცნებაში სასურველი მამაკაცის გვერდით დგას და არა ვიღაც დაუკმაყოფილებელი არსების,რომელშიც საგრძნობლად აღიზიანებს ის ცხოველური ქმედებები,რომელსაც ელენას მიმართ საკმაოდ დიდი დოზით ამჟღავნებს
_წავიდეთ.გუგამ აღარაფერი უთხრა, უბრალოდ წელზე მოხვია ხელი და ისე მიაცილა მანქანამდე.თვითონ საჭეს მიუჯდა.ჩუმად იცინოდა გოგონას ასეთ საქციელზე.თვითონაც ხვდებოდა,რომ ჯერ ძალიან პატარა იყო,მაგრამ მოიცა მოიყვანდა ჭკუაზე.ისე უნდა ვაღიარო,რომ ჯერ გუგამაც არ იცის რა უნდა.სიყვარული თუ მამაკაცური ჟინის დაკმაყოფილება,რომელიც ძალიან კარგად ჩარჩა გონებაში.ისე კარგადაც,რომ ყოველ დღე თავს ახსენებს,მაგარამ ჯერ თვითონაც ვერ ხვდება, ეს სინანულით მოსდის თუ უბრალოდ ყოველდღიური გახსენებით უფრო მატულობს მასში გოგონას მისაკუთრების სურვილი.გზაში ხმა არ ამოუღიათ,იქნებ არც უნდოდათ გაბატონებული სიჩუმე დაერღვიათ.მაგრამ აშკარაა,რომ გუგასთვის ძლიან გამაღიზიანებელი იყო დუმილი,მაგრამ თავს იმით იმშვიდებდა,რომ იქ მისულებს მთლიანად დაემორჩილებოდა ელენა,რადგან უხერხულ სიტვაციაში ერთდერთი გამოსავალი გუგას გვერდით ყოფნა იქნებოდა.მალევე მივიდნენ ერთ ძვირადღირებულ რესტორანთან.მანქანიდან გადმოვიდა,ელენას მხარეს მივიდა,კარი გაუღო და ისევ მოხვია თავისი ხელები მის სუსტ წელს.გოგონაც აღარ შეეწინააღმდეგა და მალევე დაყვა მის ნებას.რესტორანში შესულებს წინ გუგას მდივანი ნატა დახვდათ
_ნატა..ელენა მალევე გაემართა ნატასკენ და მოეხვია.გაუხარდა ამდენ ხალხში ერთი ნაცნობის დანხვა
_არ შევცდით ეს კაბა,რომ დავიტოვეთ.ნატაც მაშინვე გაექანა და გულში ჩიკრა მონატრებული მეგობარი.კარგად შეათვალიერა და კმაყოფილს ჩაეცინა
_არ ვიცოდი შენც თუ იქნებოდი.აღტაცებით საუბრობდა ელენა
_არც მე.ბატონმა გუგამ დამპატიჟა
_ხო მე დავპატიჟე!უცებ მოესმა ზურგს უკან მდგარი მამაკაცის ბოხი ხმა,რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში გაფაციცებით აკვირდებოდა ელენას და ნატას შეხვედრას და კმაყოფილი იღიმოდა
_კარგია.ელენამ დაბნეულმა გახედა მომღიმარ გუგას
_ნატა, აბა მხოლოდ ირაკლი და რამდენიმე თანამშრომელიო?!დაუღრინა გუგამ
_მეც მასე ვიცოდი ბატონო გუგა ,მაგრამ....დაბნეულმა გახედა წარბშეკრულ უფროსს
_კარგი კარგი ,წამოდი სტუმრები ვნახოთ.მამაკაცმა ისევ მოხვია წელზე ხელი და როცა,ელენას დაბრაწული ლოყები შენიშნა, ყურთნ ჩუმად უთხრა
_ნუ ნერვიულობ,დამშვიდდი!ლოყაზე მსუბუქად მიადო თავისი ცხელი ტუჩები და გზა მშვიდად გააგრძელა.ელენა მის შეხებაზე უფრო აწითლდა,მთლიანად გააჟრჟოლა და წამით ისევ გუგას რომ არ მიეშველებინა თავისი ხელები, ალბათ იქვე წაიქცეოდა. ყველას ძალიან მოეწონა ელენა,ან რა ქონდა დასაწუნი?!შეუდარებელი იყო.მამაკაცები აღფრთოვანებით უყურებდნენ, გოგოები კი შურიანი თვალებით ათვალიერებდნენ და ძალით უღიმოდნენ ულამაზეს წყვილს.ყველას აოცებდა ელენას მშვიდი,გაწონასწორებული ხასიათი.მოხიბლულები იყვნენ მისი სიტყვა პასუხით და გუგას ულოცავდნენ.გუგაც კმაყოფილი იყო,თან როგორი კმაყოფილი.ამ წამს ეამაყებოდა კიდეც მის გვერდით ელენა, რომ იდგა და არა ვინმე სხვა.თვითონაც ძალიან უკვირდა ელენას საქციელი.ვერ ხვდებოდა მართლა ასეთ კეთილი იყო, თუ უბრალოდ კარგად ქონდა ნიღაბი შერჩეული.ვერც ვერაფერს ვიტყვით ამ ბიჭზე,ვერ შევეწინააღმდეგებით!რატომ უნდა იფიქროს კარგი ისეთ გოგოზე,რომელიც სრულიად უცხო მამაკაცზე დაქორწინდა.გუგაც ამიტომ იკავებს თავს და ფიქრობს,რომ მას მისი ფული აინტერესებს და სხვა არაფერი.თან მამაკაცმა არც იცის ელენას ძალა, რომ დაატანეს და ძალით გააყოლეს სრულიად უცხო მამაკაცს.ამიტომ გუგას ფიქრები ელენასთან დაკავშირებით, წესით მისაღები უნდა იყოს
_ვაა სიძე შე ძველო!რატი მაშინვე გამოექანა ძმაკაცისკენ და მხარზე ხელი დაარტყა,როგორც სჩევვია ხოლმე
_აქაც მომაგენი?!გუგამ სიცილი დაიწყო
_დავაი რა!აბა შენი ანგელოზი უფრო კარგად გამაცანი,ყაზბეგში კი ვნახე, მაგრამ უნდა ვაღიარო,რომ ახლა უკეთესად გამოიყურება!მაშინვე ჩამოშორდა წარბებშეკრულ ძმაკაცს და ელენას წინ ასევეტა.თბილად ჩაიკრა გულში ერთ ადგილზე გაშეშებული გოგო და ლოყზაე ხმაურიანად აკოცა
_რძალო მართლაც ანგელოზი ხარ!ულამაზესი ხარ!რატი აღფრთოვანებას ვერ მალავდა,თან ცალი თვალით გუგას გახედავდა ხოლმე და აშკარად ხედავდა სერიოზული სახით მყოფი მამაკაცის თვალებში რაღაც სხვას,რაც აქამდე არ ქონდა
_მადლობა.ელენამ მორცხვად დახარა თავი და თბილად გაუღიმა.რატომღაც ძლიან მოეწონა გუგას მეგობარი,ალბათ იმიტომ,რომ გუგასთან შედარებით უფრო კონტაქტური და მხიარული იყო
_რა მადლობა რძალო?!აქეთ უნდა მოგიხადოთ მადლობა ჩვენს ურჩხულს ,რომ გამოყევი!რატიმ სიცლი დაიწყო და როცა გუგას გაბრაზებული სახე დაინახა მალევე დასერიოზულდა.ელენასაც გაეცინა და როცა მამაკაცის დაღრეჯილი სახე დაინახა მანაც მალევე მოიშორა ღიმილი სახიდან
_კარგით გეყოფათ!
_უჟმური!უცებ შეუბრუნა სიტყვა უკმაყოფილო სიფათით მდგარ ძმაკაცს
_რა უჟმური ,უნდა წავიდეთ, რამდენი ხანია აქ ვართ!დაუღრინა ძმაკაცს და ელენას ხელი მოკიდა
_ნახვამდის რატი.ელენამ თბილად გაუღიმა სახე დაღრეჯილ რატის და გუგას გაყვა.მანქანაში ისევ დუმილი იყო გამეფებული.არა უკვე ნერვებს მიშლის ეს დუმილი,ღირსია ახლავე კინწისკვრით გადავისროლო მანქანიდან,მაგრამ მგონი ჯერ ადრეა.ხო სანამ მე აქ დუმილზე ვჩხუბობ ელენამ უკვე შენიშნა,რომ გუგა სახლში არ მიდის და სადღაც გადაკარგულ ადგილას მიყვას ჩვენი გოგო.ესეც უხმოდ ზის და არაფერს არ ამბობს.ფანჯრის მინაზე აქვს თავი მიყრდნობილი და რაღაცას გაშტერებული უყურებს.რაღაცას არა,ბნელ ღამეს უყურებს და მთვარეს,რომელიც წყვილს ჩუმად მიყვება
_გადმოდი!გასცა ბრძანება და მანქანის კარი გამოაღო.ელენაც უხმოდ გადმოვიდა და მამაკაცთან ერთად მანქანის წინა ნაწილს მიეყრდნო.ორივე ჩუმად იყვნენ,არაფერს ამბობდნენ.ესე წყნარად უყურებდნენ მათ წინ გადაშლილ თბილისის სურათს
_დღეს ძალიან ლამაზი ხარ და არა მარტო დღეს!გუგამ სიგარეტი ამოიღო და ღრმა ნაპასი დაარტყა
_გმადლობ.ისე უპასუხა მამაკაცს ზედაც არ შეხედა ,რაც გუგას არ გამოპარვია.მაშინვე ხელით გასრისა სიგარეტის ნამწვავი და გოგონას მიუტრიალდა.კარგად დაზვერა მისი სქელი,წითელი ტუჩები და მხეცივით დაიწყო მისი დაგემოვნება.ხარბად უკოცნიდა ჯერ ქვედა,შემდეგ კი ზედა ტუჩს,კიდევ გააგრძელებდა თავისი ცხოველური ჟინის დაკმაყოფილებას,მარცხენა მხარეს სილა რომ არ გაერტყათ.უცებ ვერ გაიზრა რა მოხდა,უფრო სწორად გაიაზრა,მაგრამ ის ვერ მოიფიქრა,რომ ელენამ გაარტყა სილა.ელენამ კი არა, ჯერ როგორ გაუბედეს სილის გარტყმა სახეში.ძარღვები დაებერა და განრისხებულმა ჩახედა გოგოს თვალებში
_როგორ ბედავ?!დაუღრიალა მის წინ მდგარ გოგოს
_მე კი არა შენ როგორ ბედავ, მაინც ვინ გგონივარ?!აი ახლა მოიკრიბა მთელი დარჩენილი ძალები და მამაკაცს მზერა გაუსწორა
_ჩემი საკუთრება,რომელიც ვალდებულია ის გააკეთოს რაც მე მსურს!გუგა ისევ ხმამაღლა ყვიროდა და გოგონას ცრემლებს ყურადღებას არ აქცევდა
_მე ასეთი არ ვარ!რატომ გგონივარ ასეთი?ელენა ხელით იშორებდა ჩამოგორებულ ცრემლებს
_გინდა გითხრა როგორი მგონიხარ!უფროსწორად როგორი ხარ?!
_არ ვარ ისეთი,როგორსაც შენ ფიქრობ..ცდილობდა გუგასთვის რაღაცის თქმას,მაგრამ არ დააცადა
_შენ ყველაზე უბრალო ბ*** გოგო ხარ!არ გაგაჩნია ელემენტარული ღირსება!ნებისმიერ მამაკაცს ჩაუგორდები საწოლში და ნებისმიერის ცოლი გახდები,ფულის გამო!შენ ყველაზე უმდაბლესი ბინძური ადამიანი ხარ ვინც კი მინახავს!უმდაბლესი ბ***!ჰოდა მე გამოგიყენებ,ისევ გამოგიყენებ,როგორც მაშინ!ელენა გაოცებული უყურებდა მამაკაცს და ყოველ სიტყვა ეკალივით ესობოდა გულზე.საშინელი შეურაწყოფა იყო მისთვის მისი ყოველი სიტყვა
_ძალიან ცუდად მელაპარაკები.ძლივს ამოიღო ხმა და მამაკაცს ცრემლიანი თვალები მიაპყრო
_როგორც კი კარგს ვიფიქრებ შენზე მაშნვე ეს მახსენდება და ვხვდები რომ შენც ჩვეულებრივი ერთი დღის ბ*** ხარ ჩემთვის, უფროსწორად ნაქირავები ბ**** ,ოღონდ სხვა ყოფილებისგან განსხვავებით ერთი წლით ვიხდი შენში ფულს!ისევ აგრძელებდა გუგა და ვერ ხვდებოდა ეს როგორ ტკენდა ელენას გულს,ან სად ეცალა მისთვის შეეხედა ,გამწარებული ყვიროდა
_ჯანდაბა,მე არ მინდოდა შენი ცოლობა!მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე კიდევ ერთხელ გავხდე შენი!ვერ გიტან,მეზიზღები შენ მე სიცოცხლე მომპარე,ცხოვრება დამინგრიე სხვა ადამიანებთან ერთდ!თქვენ მე მომკალით!არასდროს ვიქნები შენი ყოფილების სიაში მოხვედრილი უმდაბლესი ადამიანი,ამის უფლებას არ მოგცემ!ელენა ხმამაღლა ყვიროდა და ცალი ხელით ცრემლებს იშორებდა სახიდან.არ უნდოდა გუგას ენახა მისი ცრემლები.არ უნდოდა ჩაეთვალა,რომ ელენა სუსტი ადამიანი იყო,მაგრამ როგორ გაბედა და მის ყოფილებს შეადარა,ამაზე გული საშინლად ტკიოდა და თავს მაინც ვერ იკავებდა
_რას ბოდავ!! შენ არ გამომყევი ცოლად?!შენ არ გადმოხვედი ჩვენთან საცხოვრებლად?!თავს ამით იმართლებ?!მამაკაცი გაოცებული უსმენდა გოგოს და ხვდებოდა რომ რაღაც ისე არ იყო როგორც თვითონ ეგონა,მაგრამ ახლაც ფიქრობდა რომ ესეც ელენას ერთგვარი თვისშეცოდების გეგმა იყო
_სახლში წამიყვანე!ელენამ ზედაც არ შეხედა ისე ჩაჯდა მანქანაში.მამაკაციც გვერდით მიუჯდა და სწრაფად მოწყდა ადგილს.სახლში ორივე გაბუსხულები შევიდნენ.ელენა მაშინვე თავის ოთახში ავარდა და საწოლზე დაემხო,მთელი არსებით სურდა ხმამაღლა ეყვირა, ეტირა მაგრამ თავს იკავებდა.გუგა ოთახში არ ასულა,მაშინვე ელენას სიტყვები გაახსენდა და ღამის ორ საათზე თავის მშობლებს შეაკითხა ოთხში
_გააღეთ!ძლიერად აბრახუნებდა მუშტებს ოთახის კარზე და ხმამაღლა ყვიროდა
_რახდება შვილო ?ეკა მაშინვე გამოვიდა ხალათით და შვილს გაოცებულმა შეხედა.აქამდე არ ენახა თვისი შვილი ასეთ მდგომარეობაში.თვალებჩასისხლიანებული,განრისხებული სახით უყურებდა ეკას და თვალებით ოთხში ვიღაცას ეძელბდა
_მამა სად არის?!
_სძინავს შვილო,გავაღვიძო?!ეკამ როცა შვილი ასეთ მდგომარეობაში დაინახა მიხვდა,რომ რაღაც ხდებოდა
_მე გავაღვიძებ!მალევე შევარდა ოთახში და ეკაც თან გაყვა
_ რა იყო რა გაღრიალებს?!რეზოც მალევე წამოდგა საწოლიდან და ცოლთან ერთად, დატუქსული ბავშვივით დივანზე ჩამოჯდა
_უნდა ვილაპარაკოთ!მათ წინ სკამი ძლიერად დაახეთქა,კარგად მოკალათდა და მშობლებს განრისხებული სახე მიაპყრო.სრული სიჩუმე ჩამოვარდა ოთახში.ეკა და რეზო ერთმანეთს გაოცებულები უყურებდნენ და ცდილობდნენ მშვიდად გაერკვიათ ,რა ხდებოდა გუგას თავს
_შვილო რა დაგემართა გვითხარი სანამ მოვკვდით ნერვიულობით!ძლივს მოახერხა ეკამ ხმის ამოღება
_ხო ამოიღე ხმა დავიტანჯეთ!აყვა რეზოც
_რაღაც უნდა გავარკვიო!როცა მშობლების შეშინებული სახეები დაინახა მალევე დაიმშვიდა თავი და შეეცადა წყნარად და მშვიდად წამოეწყო საუბარი,მაგრამ როცა ელენა ახსენდებოდა ისევ სიბრაზე იმორჩილებდა და მაშინვე უქრებოდა ყველა ადამიანისთვის დამახასიათებელი თვისება
_გვითხარი შვილო,ჩვენ ყველანაირად დაგეხმარებით..ცდილობდა ეკა შვილის დამშვიდებას
_ელენაზე მაინტერესებს!
_რა ელენა?რამე ხომ არ დაუშავე იმ გოგოს? გუგა იცოდე..რეზო მაშინვე წამოდგა და შვილთან ახლოს მივიდა
_იცოდა?შეეცადა ბრაზი მოეშორებინა, მაგრამ არ გამოსდიოდა
_რა იცოდა შვილო?
_იცოდა,რომ ცოლად მომყვებოდა?!გუგამ მშობლებს გადახედა
_შვილო იცი ელენამ...
_რა თქმა უნდა იცოდა,ეგ რა სალაპარაკოა ახლა!მაგის გამო გაგვაღვიძე?!რეზომ ეკას არაფერი დააცადა,უცბად მოუყარა სიტყვებს თავი და ცოლს თვალით რაღაც ანიშნა,ისიც მალევე გაჩუმდა და უკმაყოფილო სახით დაჯდა დივანზე
_თვითონ სხვანაირად მითხრა!მტკიცედ წარმოთქვა ეს სიტყვები,თითქოს ახლა უკვე ელენაში კი არა თავის მშობლებში ეპარებოდა ეჭვი
_თვითონ რა გითხრა?!ინტერესით მიაჩერდა რეზო შვილს
_არ აქვს მნიშვნელობა!მე თგვენგან მინდა სიმართლის მოსმენა!გუგამ უცებ მოაშორა თვალი რეზოს და შეწუხებულ ეკას გახედა
_ჩვენ სათქმელი გითხარით!მტკიცეთ გამოაცხადა რეზომ და სითხით სავსე ჭიქა ბოლომდე გამოცალა
_ანუ გამოდის ,რომ გოგო იტყუება?!გუგამ ეჭვის თვალით გადახედა მშობლებს
_ხო ალბათ!
_შეწყვიტე,ახლავე შეწყვიტე!ეკა უცებ ადგა და მეუღლეს წინ აესვეტა
_ეკა არ გინდა!უცებ გაისმა რეზოს ბოხი ხმა მაგრამ ამას ეკა არ გაუჩუმებია
_რა არ მინდა რეზო რა? სიმართლე უნდა ვუთხრათ!
_რა ხდება იქნებ გამაგებინოთ?!გუგამ ხმამაღლა დაიყვირა და ხელი კედელს მთელი ძალით მიარტყა.სკამიდან უცებ წამოხტა და ოთახში დაიწყო სიარული
_შვილო საქმე იმაშია,რომ გოგომ არაფერი არ იცოდა,საერთოდ.მაშინ გაიგო როცა სახლში დავადეგით წამოსაყვანად და მინდა გითხრა,რომ მისთვის ოჯახში აზრი არც უკითხავთ.უცებ თქვა ეკამ და გუგას გახედა
_ეს აქამდე რატომ არ ვიცოდი?!გაგონილით შეშფითებულმა ხმამაღლა დაიყვირა და რეზოს მიუბრუნდა
_ამას ქონდა რამე მნიშვნელობა შენთვის? რეზომ ინტერესით გახედა შვილს
_მაშინ არა, მაგრამ ახლა ნამდვილად აქვს!ვერც კი ხვდებით რა გააკეთეთ!გუგა მაშინვე გამოვარდა ოთხიდან და სახლი დატოვა.მანქანაში ჩაჯდა და მაშინვე მოწყდა ადგილს.საშინლად გრძნობს თავს დღევანდელის გამო,უფროსწორად იმ ყველაფრის გამო რაც ელენას დამართა.ახლა რომ გაიგო, რომ ეს პატარა გოგო არაფერ შუაში არ არის მომხდართან, საკუთარი თავის სძულს.ნანობს, სასტიკად ნანობს თავის შეცდომას,რომელიც არ იცის როგორ გამოასწოროს.დარწმუნებულია არ აპატიებს,რადგან ელენა მართლა არ გავს მათ, ვინც აქამდე ყოლია.იქნებ უყვარს კიდეც ეს პატარა ანგელოზი,მაგრამ არა,ახლა ფიქრობს, რომ არ აქვს ამის უფლება.ფიქრობს, რომ ელენას ღირსი არაა და არ იმსახურებს მას.ახლა როცა სიმართლე იცის,ახლა როცა ხვდება დანაშაულს, გრძნობს რომ სტკივა,ცხორებაში პირველად გოგოს გამო სტკივა გული და საკუთრი თავი სძულს.უფრო იმიტომ სძულს, რომ შეუყვარდა და არ იცის ამ სიყვარულის გამო რეებს ჩაიდენს, რადგან იცის რომ ელენა უკვე ძალიან ღრმად შევიდა მის გულში და უკვე დაიდო ბინა.უკვე დაიმორჩილა გუგას გრძნობები და თითქოს ახლა გუგა კი არა ის ბრძნანებლობს.ახლა რას აკეთებს?ალბათ გგონიათ რომ დასალევად მიდის, რომ სასმელს გადააყოლოს მთელი გრძნობები და ყველაფერს გაექცეს. მოკლედ ისე მოიქცეს როგორც ჩვეულებრივ სჩვევია ხოლმე, მაგრამ არა, ცხოვრებაში პირველად თბილისის ერთ წყნარ ქუჩას მიუყვება და მშიდად ფიქრობს,ყველაფერს აანალიზებს და გეგმებს სახავს, გეგმებს რითიც მოიპოვებს საყვარელი ადამიანის ნდობას და პირველრიგში პატიებას.იცის როგორც მოიქცა და ახლა უნდა ყველაფერი კარგად გააკეთოს, აღრაფერი შეეშალოს და ელენას დაუახლოვდეს.ისიც იცის, რომ ეს ყველაფერი ძალიან რთული იქნება, მაგრამ ის ხომ მამაკაცია,ოცდაოთხი წლის ბიჭი,უფრო მეტი მოეთხოვება. ის ელენაზე ძლიერია, ამიტომ მან უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი,მან უნდა დაუმტკიცოს, რომ სულაც არ ფიქრობს იმას რაც უთხრა.მიუხედავად იმისა რომ იცის არ იმსახურებს მას, იმდენად უყვარს რომ ვერ თმობს,იმდენად არის მასში ელენასთან ყოფნის სურვილი გაღვივებული, რომ არ შეუძლია დათმოს ის.დილით სახლში არ მისულა. გვიანობამდე შარვალკოსტუმში გამოწყობილი სეირნობდა და თითქოს ცდილობდა ადამიანური სახის დაბრუნებას.ვერ გაბედა ელენასთან მისვლა და მის გვერდზე კი არა, ერთ ოთახში ძილი.შეეშინდა, რომ ამით უფრო გააღიზიანებდა მას ამიტომ სასტუმროში წავიდა.დილით ერთ ერთ თნამშრომელს მოატანინა ტანსაცმელი,თავიც მოიწესრიგა და ისე წავიდა ოფისში.მიუხედავად იმისა, რომ გუშინდელთან შედარებით კარგად იყო დამშვიდებული და მისი სახეც ჩვეულ ფორმაში ჩამდგარიყო მაინც ვერ ფარავდა მის საშინელ ხასითს.მდივანს ზედაც არ შეხედა ისე უთხრა საბუთები შემომიტანეო,უცებ შევიდა თავის კაბინეტში და მაგიდასთან მოკალათდა.წამით ისევ ელენაზე ჩაიფქრდა ,მაგრამ უცებ გაიფანტა ფიქრები და საბუთებს მიუბრუნდა
_ბატონო გუგა შეიძლება?ნატა მაშინვე შევიდა უფროსის ოთახში.არა ვერ ხვდება ეს გოგო,ჯერ იმ შეხვედრაზე დაპატიჟადა კარგად ექცეოდა,ახლა რა ჯანდაბა დაემართა.არ არა ვერ არის ეს კაცი.ის ელენა ეცოდება ამის ხელში
_გისმენ ნატა.საბუთებს მოშორდა და კართან ატუზულ გოგოს შეხედა, რომელიც რაღაცაზე იყო ჩიფიქრებული და სულაც არ გაეგო გუგას სიტყვები_რა ხდება აღარ იტყვი?კიდევ გაუმეორა შეკითხვა და უკვე გამოფხიზლებულ გოგოს შეხედა
_უი ბოდიშით, ეს ის ახალი საბუთებია რაც მითხარით.მაშინვე გაუწოდა საბუთები
_კარგი აქ დადე.მაგიდაზე ანიშნა და ისევ საბუთებს მიუბრუნდა
_კარგით თუ აღარაფერი გინდათ შემიძლია გავიდე?ნატამ მორიდებით კითხა უფროსს და ნერვიულობისგან თითები ერთმანეთში ახლართა
_გადი და ყავაც შემომიტანე!მაშინვე გასცა ბრძანება
_დიახ ახლავე ბატონო გუგა.ნატაც მაშინვე კარის სახელურს დასწვდა და გასვლისთვის მოემზადა
_ნატა მოიცა!მაშინვე მისწვდა მის ყურებს გუგას ბოხი ხმა და ადგილზე გაშეშდა,ნეტავ ახლა რაღა უნდაო ,უცებ მოურტიალდა და მშვიდად კითხა
_რამე გნებავთ ბატონო გუგა?
_შენ და ელენას როგორი ურთიერთობა გაქვთ?მკაცრი ტონით მიუგო და გოგოს თვალებში ჩააშტერდა.არა ძალიან უკვირს ნატას ამას მას რატომ ეკითხება და არა თავის ცოლს
_მე ძლიან მომწონს თქვენი მეუღლე, არაჩვეულებრივი ადამიანია
_მერე და რატომ არ მოდიხარ ჩვენთნ მის სანახავად?წარბაწეულმა გახედა გაკვირვებულ მდიანს და ჩუმად ჩაიცინა
_იცით არვიცი აქაც საქმეები მაქვს, თან არც მინდა შევაწუხო
_არ შეაწუხებ.დღეს მაგარი ფილმი გადის და ერთდ წადით კინოში აბა რას იტყვი?
_კი რათქმა უნდა,მაგრამ აქ...
_არავითრი მაგრამ! ახლავე დავრეკავ და ყველაფერს შეგატყობინებ!
_კარგით ბატონო გუგა.ნატა გაოცებული იყო,ვერ ხვდებოდა რატომ ცდილობდა მისი უფროსი თვის მეუღლესთან მის დაახლოვებას. არა ეს ნატასაც სურს, მაგრამ მაინც ვერ ხვდება.ისე მეც ვერ გავიგე რა ჩაიფიქრა ამ ბიჭმა.რათ უნდა ეს ნატა?იქნებ აკვირდება ამ გოგოს ამდენი ხანი და იცის, რომ ელენას შურის თვალით არასდროს შეხედავს?იქნებ იცის, რომ ნატა ძალიან კარგი ადამიანია და ზუსტად ასეთთან სურს მისმა მეუღლემ იმეგობროს?არვიცი არვიცი, რას გაუგებ ამას. ხან როგორ ფიქრობს ხან როგორ.გუგა კი არა, კაცი გამოცანა უნდა ერქვას ამას! მაშინვე გადარეკა, გადმორეკა და რვა საათისთვის შეუკვეთა ადგილები წინა რიგში,უფროსწორად მთლიან კინოთეატრს შეუთნხმდა რომ რვა საათისთვის მხოლოდ ოთხი ადამინაი უყურებდა ფილმს და სხვა არავინ შევიდოდა.ნუ იმათაც რა ექნათ თვით ბატონი გუგას დანაბარები შეასრულეს და ყველა დანარჩენი შეკვეთა მაშნვე გააუქმეს.სანამ ბილეთებს აიღებდა ჯერ სახლში გადარეკა და დედამისსმა რომ უთხრა არამგონია რამე გეგმები ქონდეს ჯერ კიდევ სძინავსო,ლამის სიცილით მოკვდა,ძილისგუდა ცოლი მყოლია და არვიცოდიო.

************************
დილით საშინელ გუნებაზე გაეღვიძა.თავი საშინლად სტკიოდა,თუმცა რა არ ტეკინებოდა გუშინდელის შემდეგ.თავი ნელა მიატრიალა საწოლის მეორე მხარეს და იქ მწოლი ურჩხული, რომ არ დაინახა კმაყოფილი გაწვა მთელს საწოლზე.ისე ნეტავ აქამდე სცოდნოდა გუგა ოთახში რომ არ ამოვიდა გუშინ,მთელ საწოლზე უფრო კარგად გაწვებოდა და ტკბილად დაიძინებდა.ძალიან აინტერესებს სად წავიდა ის ურჩხული.ან რაში აინტერესებს, რაც უფრო ხშირად არ იქნება მის გვერდით მით უკეთესი.ყოველ წამს აშხამებს და ნერვებს უფრცქვნის.როგორ ვერ იტანს, ნეტა სულ წავიდეს,გაქრეს მისი ცხოვრებიდან.მაგრამ ეს ერთი წელი მაინც უნდა მოითმინოს.ერთი წლის შემდეგ თავისუფალი იქნება და წავა საერთოდ ამ სახლიდან და მორჩა,დამთავრდება ყველაფერი.ამ დროის გნამავლობაში არც მის მეგობარ ანას დაურეკავს და არც დედამისს.სწყინს საშინლად სწყინს, არც კი იცის რატომ ექცევიან ასე.უნდა აღიაროს, რომ ანასგან უფრო სწყინს ვიდრე დედამისისგან,მაგრამ რას იზამს, ესეთია ცხოვრება. ყველამ დაივიწყდა, ყველამ გული დასწყვიტა და მარტო დატოვა ამ გიგანტ ურჩხულთან.საწოლიდან წამოდგა,აბაზანაში შევიდა და ერთი საათის შემდგომ გამოვიდა.უცხო ქალი რომ დაინახა თავის ოთახში გაუკვრიდა და წინ აესვეტა
_თქვენ ვინ ხართ?გაკვრივებული მიაშტერდა ქალს, რომელიც ელენას ლოგინს ალაგებდა
_გამარჯობა შვილო, მე მოსამსახურე ვარ.უცნობმა გაკვირვებულმა შეხედა გოგოს და თბილად გაუღიმა
_იცით მე ჩემითაც შემიძლია ჩემი ოთახის მოწესრიგება
_ვიცი შვილო ვიცი, მაგრამ აქ ასეთი კანონი გვაქვს.ეკამ უკვე გამაფრთხილა ამის უფლებას არ მოგქცემს ,მაგრამ შენ არ დათანხმდე და ოთახი შენ დაალაგე, არ ეკადრება ეგ ჩვენს რძალსო
_კარგით ისეთი მისალაგებელი არაფაერია, დახმარებაც არ შიძლება?მოწყენილმა გახედა მოსამსახურეს
_არა შვილო, ჯობს ქვემოთ ჩახვიდეთ, საუზმე მზად არის.ქალმა თბილად გაუღიმა გოგოს და თმებზე ხელი გადაუსვა.ელენამაც გაიღიმა.შემდეგ მალევე გადაიცვა მოკლე ვარდისფერი სარაფანი და ოთახი დატოვა.ქვემოთ ჩასულს მთელი ოჯახი დახვდა შეკრებილი
_მოდი შვილო ,შენ გელოდებით.ეკამ მაშინვე მაგიდასთან მიიყვანა და თავის ადგილზე დასვა.ელენამ ყველას გადაავლო თვალი და გუგა, რომ ვერ შენიშნა საშინლად ესიამოვნა
_რძალო ძილი გიყვარს შენ გეტყობა.აი ჩემი ძმა კი ვერ იტანს ძილს, სულ სადღაც დადის.მაშინვე მიუტრიალდა გივი ელენას და ინტერესიანი მზერა მიაპყრო.გოგონას მთელი სახე აუწითლდა და თავი დახარა_ნუ გრცხვენია კარგი რა, რამდენი ხანიც გინდა დაიძინე.გივიმ როცა შენიშნა ,რომ შერცხვა მაშინვე ინანა ნათქვამი და ელენას თბილად გაუღიმა
_ამას ნუ უსმენ შვილო,შენ კიდე რამდენი ხანიც უნდა დაიძინებს, შენ ვინ გეკითხება!გადაიღე შვილო,ნახე ეს რა გემრიელი ნამცხვარია.მაშინვე გაუწოდა ეკამ შოკოლადის ნამცხვარი და მის თეფშზე მოათავსა
_შვილო ელენა შენ სწავლასთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვს?ოჯახის უფროსმა თბილათ გაუღიმა გოგოს და წვენი მოსვა
_იცით რაც აქ ჩამოვედი გეგმები საერთდ აღარ მაქვს.მორცხვად ჩამოაჭრა პატრა ნაჭერი ნამცხვარს და დააგემოვნა
_რატო შვილო!არ რისთვის ხარ? ჩვენი მოვალეობაა გასწავლოთ
_ეკა მართლია!დაეთანხმა ცოლს რეზოც
_სად გეგმავდიი ჩაბარებას?გივიმ ინტერესით გახედა
_იურიდიულზე.მშვიდად მიუგო და ეკას დამატებულ ნამცხვარს კმაყოფილმა გახედა
_ვაა მაგარია!მეც იურიდიული მაქვს დამთავრებული.ადვოკატი ვარ,თუ გინდა დღეს წამოდი და დაგათვალიერებინებ ყველაფერს.გივიმ თბილად გაუღიმა ელენას.უნდა აღიაროს ,რომ მიუხედავად დიდი სილამაზის პატრონისა, ეს გოგო ძალიან თავმდბალია, რაც ძალიან მოსწონს მასში
_ძლაიან კარგია, მაგრამ სად წავალთ?ელენას აშკარად ესიამოვნა გივის შემოთვაზება
_მე ლექციებსაც ვკითულობ,ისე უბრალოდ სტუდენტებთან ურთიერთობა საუბარი ჩემთვის საჭიროც კია.ჯავახიშვილში წავიდეთ, სამართალის მხრივ მაგარი უნივერსიტეტია და კარგად ისწავლი
_ კარგია, თუ არ შეწუხდები გამოგყვები.ძალიან უხაროდა რომ ჯავახიშვილში შეძლებდა ჩაბარებას, ეს ხომ ის უნივერსიტეტი იყო სადაც ყოველთვის სურდა სწავლა
_არ შევწუხდები რასამბობ,მომეზადე და წავიდეთ
_რას ამბობ შვილო რა შეწუხებეაა ,შენ ოღონდ ისწავლე და!მხარი აუბა გივის ეკამ
_მართალია უნდა ისწავლო,მიდი ანახე ეს უნივერსიტეტი და თუ მოეწონება მანდ ვასწავლოთ!რეზომ გივის გახედა და თვალით რაღაც ანიშნა
_კარგით მაშინ მოვემზადები.ელენა მაშინვე წამოდგა და თავის ოთახში წავიდა.სულაც არ ეთაკილებოდა ის, რომ ისინი გადაუხდიდნენ სწავლის ფულს.არავითარშემთხვევაში არ იტყოდა ამის გამო სწავლაზე უარს .ყველაფერს გააკეთებდა და ისწავლიდა, აუცილებლად ისწავლიდა და დაუმტკიცებდა იმ ცხოველ ბიჭს, რომ მასაც შეეძლო მიეღწია იმისთვის, რითც ასე ძლაიან მოქონდა თავი ბატონ გუგას და ყოველ წამს აყვედრიდა მის შესაძლებლობებს.ელენასთვის ახლა ერთადერთი მიზანი სწავლა იყო,ამიტომ არ იტყოდა უარს სწავლის დაწყებაზე.მიუხედავად იმისა, რომ კერძოდ არ მომზადებულა მასწავლებელთნ სკოლაში კარგად სწავლობდა,ამიტომ ქონდა საკუთრი თავის იმედი.ძალიან მოეწონა გივის შემოთავაზება,მაშინვე ავიდა თავის ოთახში და მოემზადა.ჩვეულებრივად ჩაიცვა შავი შარვალი,კედები და უბრალო თეთრი მაიკა.ახლა ნამდვილად არ მიდიოდა გუგასთან ერთდ შეხვედრაზე ან წვეულზებაზე, ამიტომ ისე ჩაიცმევდა როგორც თვითონ სურდა.ან ვინ ეკითხებოდა საერთოდ იმ ურჩხულს როგორ იქნებოდა ელენა,რა მაგისი საქმეა.აი დაუკვირდა ახლა და რა კარგად დაიწყო ყველაფერი გუგას გარეშე,როგორი ხალისით დადის სახლში და როგორი ბედნიერია ახალი დღის დაწყებით.ნეტავ საერთოდ არ მოვიდეს ის ურჩხული სახლში, აი მაშინ იქნება ელენა უსაზღვროდ ბედნიერი.ისე ძალიან ინტერესებს თუ გუგასაც არ უნდოდა მისი ცოლად მოყვანა მაშინ რატომ მოიყვანა?რატომ დასთანხმდა?თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს.უცებ გაიფანტა უაზრო ფიქრები,პატარა ჩანთა აიღო და მისაღებში ჩავიდა, სადაც ისევ მთელ ოჯახს მოეყარა თავი
_აბა შეხედეთ როგორი ბედნიერია!ეგრე შვილო ცოტა მოდი ხასიათზე!მაშინვე წამოვიდა რეზო ელენასკენ და ხელები მოხვია,იქვე ატუზულ გოგოს
_შვილო ძალიან კარგი გადაწყვეტილება მივიღეთ.სავარძელში მოკალათებულმა ეკამ თბილად გაუღიმა გოგოს და ჩაი მოსვა
_არ წავიდეთ რძალო?გივიც მალევე შემოვიდა მისაღებში და ელენასთნ მივიდა
_წავიდეთ.ელენა მალევე დაემშვიდობა ყველას და გივისთან ერთად დატოვა სახლი.მანქანაში ბევრი ისაუბრეს.გივი ჯერ თავის ამბებს უყვებოდა შემდეგ კი ელეანამც ამოიღო ხმა და უნდა ავღნიშნო რომ ძალიან გახსნილად საუბრობდა გივისთან.მოეწონა გივი,სულაც არ გავდა თავის უჟმურ ძმას.კარგი, ზრდილობინაი ბიჭი იყო.ისე უნდა აღიაროს, რომ ძალიან გაურკვირდა ასეთ სიმპატიურ და საყვარელ ბიჭს რატომ დაშორდა ცოლი,თუმცა ვერ კითხა ვერფაერი.გაჩუმება არჩია, არ უნდოდა ზედმეტი კითხვები დაესვა მისთვის და თავი მოებეზრებინა.
_მოვედით რძალო.ფიქრებიდან გივის ბოხმა ხმამ გამოაფხიზლა.უცებ შეტრიალდა გივისკენ და მომღიმარ მამაკაცს, თვითონაც თბილად გაუღიმა
_ცოტა ვნერვიულობ
_რა განერვიულებს გამოცდებს ხომ არ აბარებ?! წამოდი წავიდეთ.მაშინვე გაუღო ელენას მანქანის კარი ,ხელი კარგი ძმაკაცივით გადახვია და ისე შეიყვანა უნივერსიტეტში.ყველაფერი დაათვალირებინა.ელენა ისეთ კარგ ხასიათზე დადგა, რომ სახიდან ღიმილს ვეღარ იშორებდა.შემდეგ გივიმ ,რომ სასაცილო ანეგდოტების მოყოლა დაიწყო ხომ საერთოდ, გიჯივით იკრიჭებოდა ყველაფერზე
_არ დაიღალე?უცებ შეუტრიალდა გივი და ზღვისფერ თვალებში ჩააშტერდა
_ცოტა
_ლამაზი თვალები გაქვს,ისეთი ჩემი ძმა რომ გიჟდება
_გმადლობ.ანუ შენი ძმას ცისფერი თვალები მოსწონს?გაუკვირდა გივის ნათქვამი და ინტერესიანი თვალები მიაპყრო
_არ მითხრა, რომ შენთვის ეს ჯერ არ უთქვამს!გივიმ გაკვირვებულმა შეხედა აწითლებულ ელენას და მისი სახის დანახვისას სიცილი დაიწყო
_არა არ უთქვამს.ელენამ მორცხვად დახარა თავი ,შემდეგ როცა დაინახა გივი იცინოდა თვითონაც სიცილი დაიწყო
_რატომ იცინი?გივი ისევ აგრძელებდა სიცილს
_არ ვიცი ,რაც მოვედით სულ ასე არ ვიცინივარ.ელენა ისევ იცინოდა
_ჰო რძალო,ჩვენთან ერთად არ მოიწყენს კაცი,ისე გუგაც წამოვიყვანოთ ხოლმე ,იქნებ გაუცინარი ხელმწიფეც გავაცინოთ.ამის თქმა იყო და ორივემ იმხელა ხმაზე დაიწყეს სიცილი ყველა მათ მიაშტერდა.შემდეგ ხალხის გამოშტერებული სახეები, რომ დაინახეს ვაიმე ბატონი გივი რამ გააგიჟა როგორ იკრიჭებაო, ორივე უცებ დასერიოზულდა და მალევე დატოვეს უნივერსიტეტი
_ის გუგა არ არის?უცებ დაიყვირა გივიმ როცა თავისი ძმა დაინახა, რომელიც უნივერსიტეტის დირექტორს ესაუბრებოდა
_ხომ ეგაა.ელენაც დაეთანხმა და წამით ინანა აქ რომ წამოვიდა.ჯობდა სახლში დარჩენილიყო ამას მაინც არ გადაეყრებოდა.მაშინვე დაუძახა გივიმ თავის ძმას და გუგამაც როდესაც ელენა და გივი დაინხახა, მაშინვე მათკენ წამოვიდა
_თქვენ აქ რა გინდათ?ისევ ისეთი მკაცრი ტონით თქვა და ელენას არც შეხედა
_ძმაო ისე შეგახსენებ, რომ მე აქ ლექციებს ვკითხულობ
_შენ არა ,ამას რა უნდა აქ?ახლაღა იკადრა და ელენას მწველი მზერა მიაპყრო
_მე წამოვიყვანე სწავლას იწყებს აქ და დავათვალიერებინე,ძალიან მოეწონა
_მოგეწონა უნივერსიტეტი?ისე კითხა ელენას, თითოს გივის სიტყვები არც გაეგო.ერთ ადგილზე გაშეშებულ გოგოს მიშტერებოდა და თვალს არ აშორებდა
_კი.მოკლედ მოუჭრა და გივისკენ გადადგა ერთი ნაბიჯი, თითქოს გივის ანიშნა წავიდეთო
_კარგი წავიდეთ!გოგონას საქციელზე ჩუმად ჩაეცინა გუგას და გივის რაღაც ანიშნა
_ჩვენ სახლში მივდივართ და შენ რას იზამ?გივი უცებ მიუტრიალდა გუგას და ინტერესიანი თვალები მიაპყრო
_შენ სახლში წადი ,მე და ელენა ერთად წამოვალთ!გასცა ბრძანება და ელენას თბილად გაუღიმა.მოიცა ამან ღიმილიც იცის?ელენა გაშტერებული უყურებდა მომღიმარ გუგას, თითქოს ამ წუთას დიდი სასწაულის მომსწრე ყოფილიყო
_ვერ შეგეწინააღმდეგები ძმაო!გივიმ ხელი მხარზე დაარტყა, შემდეგ ელენას ლოყაზე აკოცა, გადაეხვია და მანქანასთნ ერთად სწრაფად მოწყდა ადგილს.ხუთ წუთი ესე იყვნენ გაშეშებუილები და ერთმანეთს უყურებდნენ.არც ერთი ხმას არ იღებდა ,გამეფებული სიჩუმე ისევ გუგას ბოხმა და მკაცრმა ხმამ დაარღვია ,რომელიც ასე ჟღერდა წავიდეთ წვიმა დაიწყოო.ელენაც მალე მოვიდა გონს და მანქანაში ჩაჯდა.უვე შვიდი ხდებოდა .ოდნავ ეპარებოდა დღის შუქს ბნელი სხივები.წვიმის წვეთების ხმა კარგად ისმოდა, მანქანაში გამეფებული სიჩუმის გამო.ელენას თავი ფანჯრის მინაზე მიედო და უაზროდ იყურებოდა.არ უნდოდა მამაკაცის მწველ მზერას შეჯახებოდა
_რატომ არ მითხარი სწავლის დაწყება რომ გინდოდა!და აი უცებ გაისმა ისევ ის მკაცრი და კატეგორიული ხმა, რომელიც საშინლად არ სიამოვნებს ელენას,უცებ მიატრიალა თავი გუგასკენ და მშვიდად მიუგო
_მკითხე და არ გითხარი?მალევე შეეჩეხა გუგას მწველ მზერას და შავ თვალებს, რომლებიც პირდაპირ მის ზღვისფერ თვალებს უყურებდა
_ასე ნუ მელაპარაკები!
_ისე გელაპარაკები როგორც იმსახურებ!არ თმობდა ელენა ,ან რატომ უნდა დაეთმო მართალი იყო ეს გოგო.ისე უნამუსოდ უყურებს თვალებში და ისე უსწორებს მზერას, თითქოს გუშინ ის სშინელი სიტყვები გუგას კი არა, ვინმე სხვას ეთქვას მისთვის
_მაბრაზებ ელენა!ისევ მოხვდა ყურში მისი ბოხი ხმა
_კიდე მე გაბრაზებ ხო?არა მაინც როგორი უნამუსოა ეს ბიჭი
_ხო მაბრაზებ!მე შენი ქმარი ვარ და ვალდებული ვარ ვიცოდე როდის რას აკეთებ!
_მე საერთოდ არ ვარ ვალდებული შენ რამე გითრა
_გოგო გავჭედავ ახლა?!ვერ გაიგე რა გითხარი?!ამის მერე იმას გააკეთებ რასაც მე გეტყვი და მორჩა ამაზე საუბარი!უცებ მოაშორა მზერა ელენას,ისევ საჭეს მიუბრუნდა და განრისხებულმა გახედა გზას.ელენას საშინლად ეტკინა გული მის სიტყვებზე. რას ქვია იმას გააკეთებს რასაც ის ეტყვის. ნუთუ გუგა სწავლას დაუშლის და არ მისცემს სწავლის დაწყების უფლებას.ამის წარმოდგენაზეც კი რაღაც მძიმედ ჩაწყდა გულში.ობოლი ცრემლი მაინც გადმოვარდა და ტირილი დაიწყო.გუგამ როცა დაინახა მისი ცრემლები მანქანა გააჩერა,გადმოვიდა და ელენას მხარეს მანქანის კარგი გააღო
_რატომ ტირი?საშინელი სიტყვებით შეამკო თავისი თავი როცა ატირებული გოგო დაინახა,გოგო რომელიც უყვარს და სჭირდება.მალევე მოაშორა ცრემლები მის ლამაზ სახეს და ელენას ისევ ზღვისფერ თვალებში დაიწყო ძრომიალი
_სწავლას დამიშლი?ძლივს შეიკავა თავი, რომ ისევ არ დაეწყო ტირილი.მამაკაცი ისე ახლოს იყო მასთან, რომ მისი სუნთქვა მთიანად ედებოდა სხეულზე და თითქოს მთელს სხეულს უთბობდა.წამით მისი სურნელიც შეიგრძნო და სასიამოვნოდ გააჟრჟოლა.მალევე გამოფხიზლდა, მაგრამ უნდა ვაღიარო რომ ეს გუგას შეუმჩნეველი არ დარჩენია.უფრო მიუახლოვდა გოგოს,მის წინ ჩაიმუხლა და ახლა უკვე დამშვიდებული სახე მიაპყრო
_სულელო, საიდან მოიტანე რომ სწავლას დაგიშლიდი.გაეცინა მის ბავშურ საქციელზე,რა ქნას ბავშია,ჯერ ხომ თვრამეტი წლისაა, ბავშვია აბა რა არის.საერთოდ არ შეუძლია თავის კონტროლი და რა ქნას
_შენ ხომ....
_მე უბრალოდ ის ვთქვი, რომ უნდა ვიცოდე სად მიდიხარ და როდის მოხვალ!ისევ მკაცრი ტონით მიუგო და ელენას მიაშტერდა.როგორ უნდა ახლა ის გამობურცული ტუჩები დააგემოვნოს,როგორ უნდა გულში ჩაიკრას ეს ანგელოზი და უთხრას როგორ უყვარს.მთელი ძალით მოხვიოს ძლიერი ხელები და აგრძნობინოს, რომ ის სიტყვები რაც წინაზე უთხრა ტყულია,ყველაფერი ტყუილია, რადგან ელენა სულ სხვანაირია. ის მისი ანგელოზია,ციდან გამოგზავნილი ანგელოზი
_რა საჭიროა თქმა მე ხომ შენს ძმასთან ერთად ვიყავი..
_პატარავ აბა წარმოიდგინე რა დამემართება, როცა ჟურნალისტმა მკითხოს თქვნი მეუღლე უნივერსიტეტში სწავლობს და თქვენ რას ფიქრობთ ამასთნ დაკავშირებითო?!მე ხომ დავიბნევი,არა კი ვეტყვი, რომ რათქმა უნდა უნდა ისწავლო, მაგრამ რომ მკითხოს რომელ უნივერსიტეტშია და რას სწავლობსო? რა ვუპასუხო გოგო?!არ იტყვიან ერთმანეთის ცოქმარი კიარა უცნობები არიანო?!მთელი სერიოზულობით უხსნიდა ელენას და თითქო ყოველ სიტყვას გამოთქმით ამობობდა რომ ყველაფერი კარგად გაეგო
_მართალი ხარ!ელენამ უცებ ისტერიკული სიცილი დაიწყო გუგას სახის დანახვისას
_სიცილი ძალიან გიხდება მაგრამ ახლა რა გაცინებს?უკმაყოფილოდ გადააქნია თავი თითქოს ეგონა ელენა მას დასციოდა
_ჩვენ ხომ ისედაც უცხოები ვართ ერთმანეთისთვის.ელენა უცებ დასერიოზულდა და გუგას თვალებში ჩააშტერდა
_მალე აღარ ვიქნებით!თბილად გაუღიმა და ელენას გაკვირვებული სახე არ შეიმჩნია.შუბლზე მიადო ცხელი ტუცები და იგრძნო როგორ გაკანკალა გოგოს მისი შეხებისას. ამით კმაყოფილმა კარგად შეისუნთქა მონატრებული სურნელი.უცებ წამოდგა, თავის ადგილს მიუბრუნდა და ადგილს დიდი სისწრაფით მოწყდა.არ იცოდა სად მიდიოდნენ, ან გუგა რას გულისხმობდა იმაში როცა თქვა მალე ერთმანეთისთვის უცხოები აღარ ვიქნებითო, მაგრამ ერთი რამ კარგად იცოდა, რომ გუგასთან არ სურდა არანაირი ურთიერთობა.გუგა გუგა იყო და ელენა ელენა.ან როგორ უნდა დაახლოვებოდა მას იმ საშინელი ქმედების შემდეგ? ამას ხომ ვერასოდეს ვერ დაივიწყებდა.მანქანაში ისევ სიჩუმე იყო გამეფებული და არ თმობდა თავის პოზიციებს.ელენა უაზროდ იყო ჩაფიქრებული, გუგა კი მშვიდად გზას უყურებდა და ზოგჯერ ელენასაც შეავლებდა ხოლმე თვალს.არა არ შეუძლია ამ გოგოს,რომ ახლა არ იფიქროს.უნდა იფიქროს.რატომღაც თავის სამომავლო გეგმებს გადაავლო თვალი და იქ გუგა არსად ჩანს.ან რატომ უნდა ჩანდეს?!ეგეთი რა სიკეთე გაუკეთა, რომ თავის სამაომავლო გეგმებში ჩასვას ეს ურჩხული.არა არა ახლავე მიუტრიალდება და თავის გემებსაც გააცნობს,სადაც გუგა საერთოდ არ ჩანს.ან არა, ჯობს დაელოდოს,ჯერ გუგამ წამოიწყოს საუბარი,აბა ეს ხომ არ ეცემა პირველი
_კინოში მივდივართ.გზას მოაშორა მზერა და ელენას შეხედა,რომელიც ფანჯარას არ მოსცილდა და ისევ უაზროდ დაიწყო ყურება
_რატომ?ისე კითხა არ შეტრიალებულა მამამკაცისკენ
_კინოში რატომ მიდიან ხოლმე?გუგას ჩაეცინა
_ფილმის სანახავად.მოკლედ მოუჭრა და ისევ გზას გახედა
_რა გჭირს?მანქანა უცებ გააჩერა და ელენას შეხედა, რომელიც უცებ მოტრიალდა მისკენ და თვალებში ჩააშტერდა
_და რა მჭირს?
_არ ვიცი, აქამდე კარგად იცინოდი და ახლა რა გჭირს?!მკაცრად გაუმეორა შეკითხვა და წარბაწეულმა გახედა
_სიცილი არ შეიძლება?ისე კითხა მამაკაცს ზედაც არ შეხედა, ისევ ფანჯრის მინას მიადო თავი და უაზროდ დაიწყო ყურება
_როგორ არ შეიძლება მაგრამ...
_მაგრამ რა?არ დააცადა მამაკაცს წინადადების დასრულება,ერთი სული ქონდა თვითონაც ეთქვა თავისი სათქმელი
_მაგრამ ის, რომ ხუთი წუთის წინ თითქოს ყველაფერი კარგად იყო და ჩვენც კარგად ვიყავით!ყველაფერი უცებ ჩაოამარაკრაკა და ისევ გზას გახედა
_ყველაზე საშინელი არსება ხარ რაც კი მინახავს!სულელიც!დაინახა როგორ გაბრაზდა მამაკაცი ამ სიტყვების მოსმენისას, როგორ დაებერა ძარღვები სიბრაზისგან და როგორ დაუჭირა ცალი ხელით სუსტი მკლავი, მაგრამ არ დანებდა და ისევ გააგრძელა
_იმიტომ ვიცინი, რომ არ გავგიჟდე!ჰო ალბათ მალე გავგიჟდები და ჭკუიდნა შევიშლები სიცილიც რომ აღარ შემეძლოს! შენ რომ ჩემს დღეში იყო ალბათ ვერც გადაიტანდი ამას!შენ რა ბიჭი ხარ, რა კაცი გქვია!იმის შემდეგ რაც გამიკეთე, იმის შემდეგ რაც შენი ცხოველური ქმედებები გამოავლინე ჩემთან და მის გარდა არაფერი სხვა ადამიანურისა, როგორ მეუბნები რომ ყველაფერი კარგად იყო!იმ დღის შემდეგ ნახევრად მკვდარი დავდივარ..
_მორჩი!ახლავე შეწყვიტე ელენა!ამას ყოველდღე ნუ მახსენებ!იმხელა ხმაზე დაიღრიალა უცებ შიშისგან შეხტა და მამაკაცს შეშინებულმა გახედა
_ჰო ყოველდღე უნდა გახსოვდეს ყოველდღე!
_მორჩი, ისედაც ყოველდღე მახსოსვს!უფრო მოუმატა ყვირილს და როცა შეშინებული გოგო დაინახა შეეცადა დამშვიდებულიყო
_ერთი წლის შემდეგ დაგავიწყდება!
_რა შუაშია აქ ერთი წელი?ინტერესით გახედა და ელენას კმაყოფილი სახე,რომ დაინახა ეჭვით აათვალიერა
_ის რომ ერთ წელში წავალ,კარგად მეყოლე!ირონიულად გაუღიმა გაკვირვებულ მამაკაცს
_ეგ ვინ მოგატყუა?სიცლი დაიწყო და ისევ გახედა ელენას,რომელიც ახლა უკვე გაოცებული უყურებდა და აშკარად რაღაც აზრებს ალაგებდა თავში,მაგრამ ვინ დააცადა
_ვინ მოგატყუათქო.გაუმეორა შეკითხვა და ელენას პასუხს მშვიდად დაელოდა
_არავის მოუტყუებია.შენ მართლა შენი ცოლი ხომ არ გგონივარ?!საშინლად გაღიზიანდა გუგას ირონიულ საუბარზე და სიცილზე.ღირსია ახლა გაუქანოს ეს ხელი და აუწითლოს ის ორივე ლოყა,მაგრამ ამდენი რომ შეეძლოს ამ სიფრიფანა გოგოს რაღა უჭირს
_მისმინე პატარა ქალბატონო!თავიდანვე უნდა შეიგნო,რომ ვერსად ვეღარ წახვალ!უკვე გვიანია,ამიტომ მორჩი ამ ისტერიკების გამართვას და შეეცადე დამშვიდდე!მთელი სერიოზულობით ესაუბრებოდა გამოშტერებული სახით მჯდომ გოგოს და მისი სახის დანახვისას სიცილს ძლივს იკავებდა
_ვერ გიტან!უცებ მოიშორა ობოლი ცრემლი და მამაკაცს ისევ გაუსწორა მზერა.თითქოს დაინახა როგორ ეცვალა ფერი სახეზე მისი ამ სიტყვების მოსმენისას, წამით შეეცოდა კიდეც ,მაგრამ მალევე გაახსენდა ყველაფერი და ისევ ზიზღით დაუწყო ყურება
_ეს აღარ გაიმეორო!
_ვერ გიტან!
_აღარ გაიმეორო ამის დ**** შ****!შენ გგონია მე არ ვდარდობ?შენ გგონია არ მახსოვს და დამავიწყდა? ყოველდღე მახსოვს ელენა, ყოვედღე. ამის გამო ჩემი თავი ყველაზე საშინელი ადამიანი მგონია, ყველაზე საშინელი, მაგრამ არ შემიძლია ყოველ წამს მახსოვდეს. მე ახალი ცხოვრება მაქვს, უფროსწორად ახლა ვიწყებ.ისე მშვიდად ელაპარაკებოდა გოგოს, რომ თვითონაც უკვირდა თავისი სიმშვიდის.აღარ უნდოდა გული ეტკინა მისთვის ,აღარ უნდოდა ახალი საბაბი მიეცა მისი სიძულვილის
_მაგარია, მე ცხოვრენა გამიუბედურე და შენ ახალ ცხოვრებას გეგმავ!ისეთ ხმაზე დაიყვირა აქამდე, რომ არასდროს დაუყვირია. თვითონაც გაუკვირდა თავისი გამბედაობის.არა აშკარად სარგებლობს გუგას მოთმინებით.არა ისე რაში ადარდებს გუგას ახალი ცხოვრება.-ახლა ამის დრო არაა ელენა,ისევ საწყის პოზიციას უნდა დაუბრუნდე.მტკიცეც შემოუძახა საკუთარმა მე-მ და ელენაც უცბად მოეგო გონს
_შენთან ერთად ვიწყებ!მტკიცედ უპასუხა და ისე რომ მის პასუხს არც დალოდებია ისევ სწარაფად მოწყდა ადგილს .რას აღარ ფიქრობდა ელენა, მხოლოდ ის უტრიალებდა თავში გუგამ რაც თქვა, მაგრამ თან ვერ ხვდებოდა რა ეთქვა ამ ბიჭს
_მე შენთან არანაირი ურთიერთობა არ მსურს!უცებ გამოფხიზლდა, თითქოს ახლა გაანალიზა გუგას სიტყვები
_ეგ შენ აღარ გეხება!
_რას ქვია მე არ მეხება?არა მაინც რა უზრდელია, ჯერ ეუბნება შენთან ერთად ვიწყებ ცხოვრებასო და ახლა შენ არ გეხებაო,ეს ვერ არის ხო?!
_მე გადავწყვიტე უკვე ყველაფერი!
_როცა საუბრობ ჩვენზე იქ მხოლოდ მე_ს ნუღარ გაჰკივიხარ!მთელი სიბრაზით აათვალიერა კმაყოფილი სახით მჯდომი გუგა და დაინახა როგო გაეცინა მისი ნათქვამისას
_კარგია პატარავ!ხედავ უკვე ჩევნ თქვი!
_მანქანა გააჩერე!
_გაგიჟდი გოგო?სად გავჩერო?!გაკვირვებულმა შეხედა და უაზროდ გააქნია თავი
_გააჩერე სანამ გადავხტი?!ხმამღლა იყვირა და მამაკაცს მკვლელის თვალები მიაპყრო
_და შენ გგონია დაგიჯერებ რომ გადახტები?გუგამ სიცილი დაიწყო და გოგონას სახის დანახვისას ისევ დასერიოზულდა
_ნუ დაგავიწყდება რომ მთაში გაზრდილი გოგო ვარ....
_იმიტომ ხარ ასეთი ჯიუტი!მაგრამ ეს კარგს არაფერს მოგიტანს!საჩვენებელი თითი გამაფრთხილებლად დაუქნია
_გააჩერე სანამ მართლა გადავხტი!
_გადადი!მალევე გაუჩერა მანქანა იმ იმედით, რომ ვერსად წავიდოდა, მაგრამ შენც არ მომიკვდე.ელენა ისეთი სისწრაფით მიდიოდა თითქოს ვინმე მისდევსო.არა სად მიდის ამ შუაღამეს ისე საკითხავია?რა ჯიუტია ეს გოგო,მაგრამ რა ქნას? ამ ურჩხულთან ყოფნას ისევ წასვლა ურჩევნია
_ელენა ახლავე დაბრუნდი!დაუყვირა მაგრამ ნეტა შენ, უსმენდა რო?
_თავი დამანებე გუგა!
_კარგი მე წავედი და ვნახოთ სახლში როგორ მოხვალ!
_ნამდვილი ურჩხული ხარ!უცებ დაუძახა გუგას სანამ მანქანაში ჩაჯდებოდა და თავისი ნათქვამის გამო, კმაყოფილი სახე მიიღო
_ყველაფერ ბედნიერებასთან ერთად ურჩხულიც ვარ?!ნაწყენმა დაიყვირა და სწრაფად მიმავალ ელენას ხელი ჩავლო
_ხო ურჩხული ხარ!აი დიდი ულვაშები რომ აქვთ და დიდი ბრჭყალები ისეთი ურჩხული!ახლა უკვე მის წინ იყო ასვეტილი მაღალი სილუეტი და ყვრილიც აღარ სჭირდებოდა.არა ისე რა ეტყობა ურჩხულის,შეხედავ კაცია ზე სიმპატიური.შავი თვალები და მისი მკაცრი გამოხედვა ადგილზე აქვავებს ელენას,აღარაფერს ვამბობ იმ სურნელზე რომელიც ცხვირში უღიტინებს და სასიამოვნოდ უთბობს სხეულს
_მოიცა მე თუ ურჩხული ვარ მაშინ შენ მზეთუნახავი გამოდიხარ!გუგამ იმხელა ხმაზე დაიწყო სიცილი,ელენამ გარემო კარგად დაზვერა ვინმე ხომ არ გვიყურებსო.შემდეგ როცა მარტო დაიგულა ბატონი გუგა უფრო გათამამდა.მეტი თავდაჯერებულობისა და ეფექტურობისთვის ,ხელები გადაიჯვარედინა და ისე გაუსწორა მზერა
_დიახ მასე გამოდის!
_ანუ შენ ამბობ რომ მზეთუნახავი ხარ?!სიცილს არ წყვეტდა გუგა
_კი თქო!მობეზრებულად გდაიქნია თავი
_მერე შენ ის არ იცი,რომ ურჩხული პრინცად უნდა გადაიქცეს?!წარბაწეულმა გახედა ელენას და მის პასუხს დიდი ინტერესით დაელოდა
_მერე მე რა უნდა ვქნა?!გაშტერებულმა შეხედა ირონიული სახით მდგომ მამაკაცს,რომელიც ნელნელა ამცირებდა მათ შორის მანძილს
_რა უნდა ქნა და უნდა აკოცო!ამის თქმა იყო და უცებ მოხვია ძლიერი მკლავები მის სუსტ სხეულს,უცებ დაეწაფა მის ვარდისფერ ,სიცივისგან გამობურცულ ტუჩებს და მთლიანად აიკრა მამაკაცმა სასურველი სხეული.უცბად შეეხო მისი ცხელი ტუჩები და წამით სხვაგან გაუფრინდა გონება.სხეული გაუთბა და მამაკაცის ძლიერ მკლავებში მოქცეულმა ყველაზე დაცულად იგრძნო თავი.არასოდეს დაუფლებია ის გრძნობა,რომელიც ახლა დაეუფლა.სასიამოვნოდ გააჟრჟოლა და მთელი სახე აუწითლდა.მაინც ვერ ხვდება ელენა რა ემართელბა როცა გუგა ეხება.რატომ გრძნობს თავს ყველაზე ბედნიერ ქალად როცა კარგად ახსოვს მისი ქმედებები.იქნებ უნდა დათმოს?იქნებ არც ის არის გუგას მიმართ გულგრილი?ან რა სჭირს ამ ბოლო დროს ეგეც ვერ გაუგია. ხვდება,რომ ძალიან მგრძნობიარე გახდა,არა ისედაც ასეთი იყო,მაგრამ ახლა თითქოს ყველაფერს გაასმაგებულად გრძნობს და ყველაფერს გულში იხვევს.იქნებ მხოლოდ გუგასთან ემართება ასე,იქნებ ის დიდი სიძულვილიც კი რომელიც წესით უნდა განიცადოს გუგასადმი იკარგება,რადგან სიძულვილზე უფრო ძლიერი გრძნობა არსებობს მათ შორის და ნელნელა იწყებს თავისი ადგილის მოპოვებას მის გულში
_ეს არ არის სწორი საქციელი!უცებ დაუბრუნდა რეალობას და მამაკაცს გულზე მიაბჯინა ხელი,რომ მოეშორებინა,მაგრამ უშედეგოდ
_რატომ?!გუგამ ისევ შეამცირა მათ შორის მანძილი და სუსტ წელზე ხელები შემოაწყო
_იმიტომ რომ....ვერაფერს აბამდა თავს როცა ასე ახლოს იყო ეს ურჩხული.მისი სურნელი ისეთი სასიამოვნო იყო წამით თავს კარგავდა და თითქოს ენა გადაეყლაპაო გაშეშებული მუნჯივით იდგა.მაღალი სილუეტი კმაყოფილი დაჰყურებდა თავის ანგელოზს,დიახ ანგელოზს რომლის თვალებშიც აშკარად შენიშნა მამაკაცმა სიძულვილის გარდა კიდევ სხვა გრძნობა,რომელიც კარგად იყო დამალული და შორიდან ადევნებდა თვალყურს მიმდინარე მოვლენებს
_თუ ეს ორივეს გვინდა რა გვიშლის ხელს?!დამშვიდებული სახე მიაპყრო აცრემლებულ ელენას და ზემოდან ჩააშტერდა მის ზღვისფერ თვალებს
_არ მინდა რომ კიდევ გამომიყენო,ამის უფლებას არ მოგცემ!ნერვიულობდა,აშკარად ნერვიულობდა, მაგრამ მაინც არ ნებდებოდა.მამაკაცს უფრო ეცინებოდა მის საქციელზე და კმაყოფილი ადევნებდა მის ქმედებებს თვალს
_სადიან მოიტანე, რომ შენი გამოყენება მინდა პატარავ?!გაეცინა მის ნათქვამზე,უფროსწორად სიმწრით გაეცინა,რადგან გულში რაღაც ჩაწყდა ელენას ამ სიტყვების მოსმენისას
_ეს ხომ უკვე გააკეთე....
_მაგრამ ვნანობ,ძალიან ვნანობ ჩემს საქციელს!
_უკვე გვიანია გუგა მე...
_მაპატიე გთხვოვ!მაპატიე,რომ ასე მოგექეცი გეხვეწები არ გამწირო,გთხოვ ელენა!გუგამ ხელით მოაშორა ცრემლები,ხელები მოხვია და თავი მის ყელში ჩარგო.როგორ შეაყვარა თავი ამ გოგომ?როგორ უყვარს ალბათ თქვენ ვერც წარმოიდგენთ.მისი ყოველი შეხება და ჩახუტება ,დიდი სიხარულს და ბედნიერებას ანიჭებს გუგას,აი იმ ბედნიერებას ამდენ ხანს, რომ ეძებდა და ახლა ძლივს იპოვა.იტანჯება ძალიან იტანჯება,რადგან ის რაც უნდა ხვდება, რომ უკვე ძალიან ძნელი მოსაპოვებელია.მიხვდა, რომ მთელი ჩადენილი ცოდვები ელენას სახით მოევლინა და იცის რა დიდი გასაჭირის წინაშეც დგას.ნანობს ,სასტიკად ნანობს თავის საქციელს,ნანობს რაც გააკეთა, მაგრამ რა ქნას რომ უყვარს და ელენას გარეშე არ შეუძლია?ის ხომ მამაკაცია,ქალზე ძლიერია ,ამიტომ არ უნდა დანებდეს და ბოლომდე უნდა იბრძოლოს თავისი სიყვარულისთვის
_გახსოვს მაშინ მეც ასე გთხოვდი,მაგრამ შენ....არ აცდიდა მამაკაცი საუბარს,ალბათ იმიტომ რომ აღარ სურდა ელენასგან იმ ამბის მოსმენა რაც გულს უკლავდა და საკუთარი თავის სიკვდილის სურვილს უფრო უმატებდა
_მაპატიე პატარავ,გეხვეწები მაპატიე!უცებ ჩაიმუხლა ელენას წინაშე და ქვემოდან მიაჩერდა მის სახეს
_გუგა რას აკეთებ?ადექი გთხოვ....
_მიყვარხარ!ძალიან მიყვარხარ!გევედრები მაპატიე პატარავ!სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ!თვალებში უყურებდა შეწუხებული სახით მდგომ გოგოს და თითქოს რაღაცას ეძებდა მის სევდიან თვალებში,რაღაცას რაც გამოანათებდა და ამ დიდ სევდას მალევე მოუღებდა ბოლოს
_გეხვეწები ადექი.მაშინვე დაიწყეს ცრემებმა ელენას სახეზე გაბატონება.მაშინვე ჩაიმუხლა თვითონაც და გუგას გაუსწორა მზერა.მამაკაცი უცებ წამოდგა და ხელში აიტაცა სუსტი სხეული,მთელი არსებით ჩაიკრა გულში და აი ამ დროს შენიშნა რომ ის სხვისი ანათებდა,ელენაშიც იყო რაღაც რაც ბრწყინავდა და მომავლის იმედს აძლევდა მას
_კარგი გუგა დამსვი..იცინოდა აი ახლა იცინოდა,ახლაც კი როცა ისევ ახსოვს წარსული მაინც ფიქრობს,რომ ერთი შანსში საჭიროა გუგასთვის.ერთ შანს ხომ ყველა იმსახურებს და რატომაც არა.იქნებ გუგაა მისი ბედი, იქნებ თავიდანვე ასე იყო საჭირო რაც მოხდა?არა არა რას ფიქრობს ეს გოგო,მგონი მართლა შეუყვარდა და სულ დაბრმავდა
_მიყვარხარ!შენ მე სიცოცხლე მაჩუქე პატარავ!ჩემი ანგელოზი ხარ!უფრო მოხვია გოგოს ხელები და კმაყოფილი სახით მიაშტერდა
_მეშინია.მხარზე დაადო თავი და გაბუსხულმა ჩაიბუტბუტა
_რატომ გეშინია პატარავ,მე დაგიცავ,არაფრის არ უნდა გეშინოდეს, შენ ხომ ჩემი ხარ ,უკვე ჩემი!თვალებში უყურებდა გოგონას და სიხარულით აღარ იცოდა რა ექნა.ცალი ხელი მის წელზე შემოედო, ცალით კი სახეზე ეხებოდა მისი სახის ყველა ნაწილს . მსუბუქად უსვამდა თავის თითებს პატარა ცხვირს,თვალებს.გამობურთუც წითელ ტუჩებს, ფრტხილად ეხებოდა და დიდ სითბოს ღვრიდა ამით ელენას გულში
-დრო მჭირდება....
_მესმის,რათქმაუნდა.არ ქონდა გუგასთვის დროს მნიშვნელობა მთვარია,რომ იმედი მიეცა იმედი,რომელმაც უცებ გაამხნევა და იმ დღის შემდეგ გიჟივით დაიწყო ყველაფერზე სიცილი.თანამშრომლები გაკვირვებულები უყურებდნენ, ვაიმე ეს გუგა არ არის ალბათ სხვა ვინმე ჩასახლდა მის სხეულშიო.ოჯახშიც ყველაფერი ისე კარგად იყო,თითქოს ყველა გრძნობდა გუგას სიხარულს და უსაზღვრო ბედნიერებას.ელენაც ეჩვეოდა გუგას სითბოს და ხვდებოდა,რომ მის გარეშე ყოფნა აღარ შეეძლო.ცოლქმარი კი არა შეყვარებულები უფრო იყვნენ.ჯერ კიდევ ერთმანეთს რომ ეპრანჭებიან აი ეგეთი შეყვარებულები.ელენამაც დაიწყო უნივერსიტეტში სიარული ,გუგას დაყავდა ყოველ დღე.აბა მას შემდეგ რაც დაინხა უცხო ბიჭბი თავის საკუთრებას როგორ ათვალიერებდნენ, იქ მარტოს როგორღა გაუშვებდა.ყოველ დღე თვითონ მიყავდა და მოყავდა ელენა.ზურა და ეკა გაოცებულები უყურებდნენ, შვილო აქამდე მაინც მოგვეყვანა ეს გოგო შენც დაისვენებდი და ჩვენცო.გივი ბედნიერი იყო თავისი ძმის ბედნიერებით,რატი როგორც ყოველთვის დასცინოდა და ნერვებს უშლიდა გუგას, ოჯახის კაცი გახდიო....

*****************************
დღეს დილით ადგა და სამსახურში წავიდა,ჰომ სანამ წავიდოდა ჯერ ელენას დაუკოცნა მთელი ლოყები და ბოლოს გემრიელი ტუჩებიც რომ დააგემოვნა, მაშინღა იკადრა ოთახიდან გამოსვლა.სამსახურში ხალისით შევიდა და ყველა თანამშრომელს მიესალმა
_ნატალია როგორ გიკითხო?მდივანთან მივიდა და წელზე მოხვია ხელები, შემდეგ კი ნელი ნაბიჯებით დაიწყო მისი აყოლიება ცეკვაში.ნატა გაოცებული უყრებდა.ჰომ სულ დამავიწყდა მეთქვა.ნატა და ელენა დამეგობრდნენ და ისე არ გავა დღე ერთმანეთი, რომ არ ნახონ.ალბათ ნატას დამსახურებაა ელენა, რომ დაიხვეწა და ახლა ზუსტად ისეთი გოგოა ,როგორიც ბატონ გუგას ეკადრება
_სულ გაგიჟდი შენ ხო?!უკვე შენობითაც ელაპარაკება ბატონ გუგას
_ოჰ ხო იცი როგორ მიიყვარხარ და რა ბედნიერი ვარ!სიცილი დაიწყო და ნატას ხმაურიანად აკოცა ლოყაზე
_მე ვიცი შენი მხიარულების წამალი.ყავა გინდა?უცებ მოშორდა უფროსს,როცა გაშტერებული თანამშრომლები დაინახა და ყავის მომზადებას შეუდგა
_ნატალია ერთი კოვზი შაქრით!სანამ თავის კაბინეტში შევიდოდა უცებ მიაძახა მდივანს და სიცილი დაიწყო
_ნატალიას ნუ მეძახი მოგკლავ იცოდე!გაბრზებულმა დაუყვირა უფროს და ფინჯანში ყავა მოათავსა
_მერე სამსახური?!მაშინვე მოაღწია ნატას ყურამდე გუგას სიცილნარევმა ხმამ
_ხო კარგი!უკმაყოფილოდ მოუბრუნდა თავის საქმეს და ორ წუთში უფროსის კაბინეტში შევიდა
_შემოდი გოგო რას აკაკუნებ!დაუღრინა ნატას
_მისმინე რატია მოსული საქმეებიაო,შემოვიყავნო?!წარბაწეულმა გახედა უფროსს,რომელსაც ფეხები მაგიდაზე აეწყო და ყავას სვამდა
_მოიცა ეგ როდის იყო ნებართვას ითხოვდა აქ შემოსვლისთვის?!ინტერესით გახედა ნატას და ფეხები ძირს ჩამოალაგა
_არვიცი!უი ნატა და რატი ერთად არიან.რატიმ გამოიჩინა ინიციატივა და ისე მოხდა, რომ საბოლოოდ ძალიან შეუყვარდა ეს გოგო.ნატასაც უყვარს და არიან ასე ტკბილად.ისე უნდა ვაღიარო, რომ ძალიან საყვარლები არიან
_შემოვიდეს უთხარი ერთი!გაკვირვებულმა უპასუხა ნატას და თვალი კარისკენ გააყოლა.რატიც მალევე შემოვარდა ოთახში.ჯერ ნატას მოხვია ხელები და მის ტუჩებს გამწარებული დაეტაკა, შემდეგ გუგას ხმა რომ გაიგო, ისა და მეც აქ ვარო,მაშინღა გაუშვა ხელები და მის წინ სავარძელში ჩაეშვა
_რა კონცერტები გამიმართე სანამ აქ შემოხვიდოდი?დაუღრინა ძმაკაცს და იქვე მდგარ მომღიმარ ნატას წარბაწეულმა გახედა
_მეც მინდა ყავა ტოო!თვალები გააყოლა ყავის ფინჯანს და ნატას საწყალი მზერა ესროლა
_გაგიკეთებ!ნატაც მიუხვდა,თბილად გაუღიმა და კაბინეტი დატოვა
_აღარ იტყვი?!ყავა დადო მაგიდაზე და საბუთებიც გვერდზე გადააწყო
_ბიჭო რაღაც უნდა გითხრა, თან არ ვიცი როგორ გითრა!ძლივს ლაპარაკობდა რატი
_ამოიღე ხმა!
_მოკლედ თურქეთში უნდა წავიდეთ ერთი თვით,საქმეებია!
_კაი რას ამბობ!აღარ კითხა არაფერი ,რადგან თუ რატიმ საქმე ახსენა, ესეიგი საჭირო იყო ძალიან და მორჩა
_მერე ელენა?ძლივს ავაწყე ურთიერთობა.ელენას გარდა არავინ გახსენებია რატომღაც
_ელენა აქ დარჩება,ნატაც ხომ აქაა, არც ნატა მომყავს დაწყნარდი!მთელი სერიოზულობით ლაპარაკობდა რატი
_ვერ დავტოვებ!
_აუ ეს სულ დაბრმავებულია ტოო!იქნებ ჯერ მკითხო რატომ მივდივართ?!
_რატომ მივდივართ?!ძმაკაცს თვალებში ინტერესით მიაშტერდა და პასუხის მოლოდინში ხელები მაგიდაზე შემოაწყო
_ბიჯო გავკოტრდებით იქ რომ არ წავიდეთ!გუგას ჭიქიდან ყავა მოსვა და ინტერესით მიაჩერდა
_იმ კომპანიაში გუშინ დავრეკე და ყველაფერი კარგად არისო,ერეკლეა სათავეში და რა დაემართა?გაკვირვებულმა კითხა რატის,რომელიც ნერვიულად ისვამდა თავზე ხელს
_ზუსტად ეგ ერეკლე ჩალიჩობს!
_ფუ მაგის დ*** შ****!
_ხო ხო და წავედით რა ხვალ გავფრინდეთ!რატი ფეხზე წამოდგა და წასასვლელად მოემზადა
_მოიცა ელენაც რომ წამოვიყვანო?!უცებ რომ წარმოიდგინა ერთი თვე რამხელა დრო იყო ლამის ცუდად გახდა
_აზრი არ აქვს,სულ საქმეზე ვივლით და მოიწყენს მარტო!
_ნატაც წამოვიდეს და ერთდ იქნებიან !
_ნატა რომ წამოვიდეს აქ ხომ გვინდა საიმედო კაცი!უაზროდ გადაიქნია თავი და ჩაფიქრებულ გუგას გახედა
_ხო მართალი ხარ!ძალიან უმძიმდა ელენასთან განშორება ,თან ერთი თვით.მერედა შეყვარებული ადამიანისთვის რამხელა დრო იყო ერთი თვე ხვდებით ალბათ.საშინელ გუნებაზე დადგა.არც კი იცოდა როგორ უნდა ეთქვა ეს მისთვის,რომ მივდივარ და ცოტა ხანს ვერ გნახავო.იმ დღეს ბოლომდე დარჩა კომპანიაში და ღამემდე იმუშავა,რომ ყველაფერი მოეწესრიგებინა.ათი ხდებოდა შინ რომ მივიდა, მაშინვე თავის ოთახში შევიდა და მძინარე ელენას გვერდით დაუწვა.ხელები მოხვია და თავი მის ყელში ჩარგო.კარგად შეიგრძნო მისი სურნელი და უცებ გული საშინლად დაწყდა ,რომ მიდიოდა, მიდოდა და ცოტა ხანს ვეღარ ნახავდა თავის პატარა ქალს
_ელენა პატარავ.ოდნავ მსუბუქად შეახო ხელი მხარზე, რომ გაეღვიძებინა
_გუგა ახლა მოხვედი?გუგას მხარეს გადმობრუნდა და ყელზე შემოაწყო ხელები მონატრებულ მამაკაცს
_ხვალ თურქეთში მივდივარ.ფრთხილად მიუტანა ტუჩები ელენას ყურთან და ჩუმად უთხრა
_რა?დენდარტყმული, თვალებისფშვნეტით წამოხტა საწოლიდან და მამაკაცს ხელებ გადაჯვარედინებული წინ დაუდგა
_ხო საქმეები მაქვს, რომ არ წავიდე არ შეიძლება!გუგაც წამოდგა და გაბრაზებულ ელენას ხელები წელზე მოხვია,ახლოს მიიზიდა და თვალებში ჩააშტერდა_შენთვის ჯერ არ მითქვამს რომ საშინლად ლამაზი თვალები გაქვს?!ტუჩის კუთხე ჩატეხა და ელენას სახის დანახვისას კმაყოფილს გაეცინა
_რა დროს ეგ არის?რამდენი ხნით მიდიხარ?გაბუსხულმა გამოწია ტუჩები წინ და გუგაც მაშინვე დაეწაფა მის ბაგეებს.თან კოცნიდა, თან ელაპარაკებოდა ქალბატონს
_ერთი თვე!მოკლედ მოუჭრა და კიდევ გაუსინჯა გემო ვარდისფერ ტუჩებს
_გუგა ერთი თქვე ხომ ძალიან ბევრია?უცებ წამოსცვივდა ცრემლები და მალევე მოშორდა მამაკაცს
_პატარავ რა გატირებს?სულ კი არ მივდივარ?!მამაკაცი უკან გაყვა და მდივანზე ჩამომჯდარი გოგო, ერთი ხელის მოსმით უცებ ჩაისვა კალთაში.ხელები მოხვია და ყელში ხმაურიანად აკოცა
_მარტო აქ რა გავაკეთო?!ვერც წარმოედგინა ამ გოგოს გუგას გარეშე დილა როგორ უნდა დაეწყო,ან საერთოდ გუგას გარეშე როგორ უნდა ეცხოვრა ეს ერთი თვე
_მისმინე შევეცდები ერთ თვეზე მალე ჩამოვიდე!უფრო მოხვია ძლიერი ხელები და მთელი ძალით აიკრა სხეულზე
_კარგი.ელენამაც მოხვია ხელები და მის მკლავებში მოკალათებულმა გაიტვრინა
_მიყვარხარ,ხვალ ხომ გამაცილებ?
_არმინდა რომ გაგაცილო!პატარა ბავშვივით გადააჯვარედინა ხელები და კოპებშეკრულმა ახედა მასზე ორი თავით მაღალ მამაკაცს
_გთხოვ!
_კარგი
_მიყვარხარ!
_ მეც მიყვარხარ. უი ეს არ მითქვამს რომ აქამდე ელენას არუთქვამს გუგასთვის, რომ უყვარს?!ოხ ეს მთის ქალი
_რა თქვი?უცებ დატყიჭა თვალები და გაბრწყინებული თვალებით შეხედა გოგოს
_ხო მეც მიყვარხარ!ელენამაც გაიცინა და მის ტუჩებს ახლა თვითონ შეეხო.გაუხარდა გუგას მისი ქმედება და თვითონაც აყვა
_ახლა უფრო მაქვს იმის მიზეზი, რომ მალე დავბრუნდე!
_მოიცა აქამდე არ გქონდა?ეჭვით აათვალიერა მამაკაცი
_როგორ არა,უბრალოდ ახლა შენც რომ გამოტყდი..ისე ეგ უკვე ვიცოდი რომ გიყვარდი!იცინოდა გუგა
_დამპალო!მამაკაცის მოშორება სცადა, მაგრამ ვინ დააცადა.მაშინვე აიტაცა გუგამ ხელში ელენა და საწოლზე მასთან ერთად მოკალათდა.დილით შვიდზე უკვე აეროპორტში იყვნენ და აცილებდნენ.ოჯახის წევრებს, რომ გამოემშვიდობა ,გემრიელი ლუკმა ბოლოსკენ მოიტოვა და ელენას გადაეხვია
_გუშინ იცი რაზე ვფიქრბდი?გაბრწინებული სახე მიაპყორო მის წინ ასვეტილ გოგოს და თბილად გაუღიმა
_რაზე?ელენამ ყელზე შემოაწყო ხელები და ლოყაზე ხმაურიანად აკოცა
_რომ ყველაფერი მაქვს რაც მინდოდა,უბედნიერესი კაცი ვარ ამ ქვეყნად შენს გამო,მაგრამ ერთი რაღაც დამრჩა სრული ბედნირებისთვის!მთელი სერიოზულობით ესაუბრებოდა ყურებდაცქვეტილ გოგოს
_კაი მალე მითხარი სანამ რატი მოგვარდა ..ელენამ იქვე დაღრეჯილი სახით მდგომი რატისკენ ანიშნა
_გოგო მინდა!აი შენსავით ქერა, დიდი ცისფერი თვალებით და ლამაზი კაბით ,აი ბარბებს რომ აცვიათ ხოლმე.უფრო ახლოს მივიდა ელენასთან და თვალებში ჩააშტერდა
_მეც ბევრი რამე მინდა!ენა გამოუყო და გუგას დაეჯღანა
_ელენა მე მართლა ვამბობ,ესღა დამჩა სრული ბედნიერებისთვის!კმაყოფილმა ახედა გოგოს და წარბები ეშმაკურად აათამაშა
_ იცოდე მალე თუ არ ჩამოხვალ ამ ბედნირებას დაკარგავ!მხარზე ხელი კარგი ძმაკაცივით მიარტყა და გადაეხვია.მამაკაცმაც მოხვია ხელები და უცებ დაეწაფა მის ტუჩებს.ისე უკოცნიდა ბაგეებს თითქოს მათ უკან ზურა,ეკა და გივი სულაც არ იდგნენ.აღარაფერს ვამბობ იქ მდგომ რატიზე, რომელიც საშინლად მანჭავდა სახეს, მალე დაგვაგვიანდებაო
_გუგა მიყვარხარ!მალე ჩამოდი რა.საწყლად ახედა ელენამ და ცრემლი მოიშორა
_არ იტირო, იცოდე ახლავე წამოვალ უკან!ჯანდაბას ჩვენი კომპანია!
_გაგიჟდი ხო?მიდი წადი..ხელი ძალით კრა და რატისკენ გაუშვა.
_მიყვარხარ!უცებ მიაძხა გუგას და აქეთ მოტრიალდა,რომ არ დაენახა
_მეც მიყვარხარ პატარავ,მალე ჩამოვალ!მაინც მოსწვდა მის ყურს გუგას ხმა,შემდეგ რომ ვეღარ გაიგო მიტრიალდა, უნდოდა კიდევ ერთხელ დაენახა, მაგრამ აღარ იყო.წავიდა და დატოვა.ამას კიდევ ვერ ხვდებოდა,ვერ ხვდებოდა, რომ გუგა მის გერდით აღარ იყო.უცებ გაახსენდა ერთი თვის წინ როგორ უნდოდა გუგა საერთოდ არ მოსულიყო სახლში,საერთოდ არ ენახა ელენას და გაეცნია.ეს უფრო სიმწრის სიცლი იყო, რადგან ძველი დროისგან განსხვავებით ახლა ყველაფერს მისცემდა იმისთვის, რომ გუგა მის გვერდით ყოფილიყო.უყვარდა ელენას,სიცოცხლეზე მეტად უყვარდა გუგა და ამას თვითონაც ხვდებოდა.იცოდა, რომ მობილურით ყოველ წამს დაურეკავდა, მაგრამ ის ჩახუტება და სურნელი რომელიც სასტიკად მოენატრებოდა,როგორმე უნდა დაეიგნორებინა და გუგას დანაბარებიც შეესრულებინა
_სანამ მე აქ არ ვიქნები გაფრთხილებ არ იტირო,არ მოიწყინო,ისევ ისე კარგად ისწავლე როგორც სწავლობდიო!მალევე გაახსენდა მისი სიტყვები და გულში რაღაც ჩაწყდა.რა სასაცილოა არა?განა შეიძლება ადამიანი ისე შეგიყვარდეს, რომ საკუთარი თავიც დაკარგო,საკუთარი სიამაყეც დაივიწყო და ყველაზე საშინელი შეცდომები,ქმედებებიც კი სადღაც შორს გადამალო და სამუდამოდ დაუკეტო კარი საშინელ წარსულს.ყველა სახლში წავიდა.ელენაც მალევე ავიდა თავის ოთახში და უხალისოდ მოთავსდა საწოლზე.საათს დახედა და დილის რვა საათი იყო.იფიქრა ცოტას გამოვიძნებ სანამ უნივერსიტეტში წავალო მარგამ რად გინდა?როგორც კი ჩაეძინა მაშინვე გაუგო თავისი ოთახის კარზე კაკუნი.ხალათი მოიცვა და კართან მივიდა
_შვილო ბოდიში გაგაღვიძე?უხერხულად იდგა ეკა კართან
_არა რას ამბობთ,მოხდა რამე?გაკვირვებულმა აათვალიერა ეკა და ინტერესით მიაჩერდა
_აი ეს ჩემა გიჟმა შვილმა გაჩუქა..უცებ გაუწოდა ვარდების უზარმაზარი თაიგული და გოგონას გაბრწყინებული თვალების დანახვისას,ქალს გაეღიმა
_წავედი მე შვილო,მიდი ცოტა გამოიძინე.მელევე დატოვა ეკამ ელენას ოთახი და გოგო მარტო დარჩა.უცებ აიღო თაიგული და კმაყოფილი უყურებდა,თან ფიქრობდა ნეტავ როდის მოასწრო ამის ყიდვაო?მობილურზე სმს თავის დროზე მოვიდა და ელენამაც უცებ ნახა
_დილამშვიდობის პატარავ!ყოველდღე მიიღებ ვარდებს მზეთუნახავო!მიყვარხარ!ჭკუით!
_ეს ჭკუით რა იყო?!უცებ გაიფიქრა და ცალი წარბი ზემოთ აზიდა.შემდეგ ისევ გაეცინა თავის ნათქვამზე და ვარდების სურნელით დაიწყო ტკბობა.მაშინვე მოათავსა ულამაზესი თაიგული განკუთვნილ ადგილას,თვითონ კი ისევ თავის ფუმფულა საწოლზე მოკალათდა და ძილი განაგრძო.ნუ ეს რა ძილი იყო, ერთ საათში ისევ უნივერსიტეტში მიდიოდა,მაგრამ ეს ერთი საათიც მნიშვნელოვანი იყო ახლა მისთვის.თვალები დახუჭა და მაშინვე მომღიმარი გუგა წარმოიდგინა,თითქოს მისი სურნელიც იგრძნო .წამით ეგონა, რომ მასთან იყო,ეგონა რომ გულში იკრავდა და ეხვეოდა ,მაგრამ როცა თვალები გაახილა ისევ მწარე რეალობას დაუბრუნდა და ამ მწარე რეალობას გამოყოლებული ცრემლი უცებ მოიშორა სახიდან.მალევე წამოდგა,სარკეში შეათვალიერა თავისი ფიგურა და უკმაყოფილოდ გაიქნია თავი.არა აშკარად მოიმატა წონაში,ლოყებიც გაეზარდა და მისი მუცელიც არ გამოიყურება კარგად.ნეტა რისი ბრალია?რა სჭირს ამ გოგოს?მას რომ კითხოთ ყველაფერი ეკას გემრიელი ფუნთუშების ბრალია,რადგან ელენას დღე ამ ფუნთუშებით იწყება და მთავრდება.ამ ბოლო დროს თავს კარგად ვერ გრძნობს და ამასაც ამ ფუნთუშებს აბრალებს.ალბათ აწყინა ამდენმა შოკოლადმა და მაგის ბრალია.გარდეროვიდან მოკლე სარაფანი გამოიღო ტანზე მოირგო და ქვემოთ ჩავიდა
_მოდი შვილო ვისაუზმოთ.მაშინვე შეეგება ეკა და ელენა გაწყობილ სუფრასთან მიიყვანა.არა როგორ შეაყვარა ამ ქალმა თავი,თითქოს დედამისიც კი შეცვალა.ისეთი მზრუნველი და კეთილია ელენასადმი,რომ ძნელია არ შეგიყვარდეს
_როგორ ხარ აბა მოყევი?თბილად გაუღიმა მის წინ მჯდომმა რეზომ და ეკას გამომცხვარი ფუნთუშა გემრიელად ჩაკბიჩა
_კარგად ვარ,უბრალოდ გუგა რომ არ არის აქ...
_არაუშავს შვილო გუგა მალე ჩამოვა,ასეთია მაგისი საქმე და რას ვიზამთ!თვალი ჩუკრა რეზომ ახლა უფრო თამამდ მყოფ ელენას და თბილად გაურიმა
_უნივერსიტეტში რა ხდება?ცხელი ჩაი მოსვა გივიმ და ელენას ფუნთუშებზე ანიშნა,გადაიღე გემრიელიაო.ოჰ ამას რომ არ ეთქვა თვითონ არ იცის რომ გემრიელია?მაგრამ დღეს საშინლად არ მოეწონა თავისი ფიგურა.არა ვაზვიადებ,უბრალოდ ეს ელენას არ მოეწონა თავისი სხეული,მაგრამ მე თუ მკითხავთ შესანიშნავად გამოიყურება
_ყველაფერი კარგადაა.გაეცინა ელენას და მაშინვე მასთან მყოფ ეკას დახედა,რომელიც ზემოდან დასცქეროდა მის სახეს
_გადაიღე შვილო,რაც ჩამოხვედი მხოლოდ ლაპარაკობ,შენ ამათ რომ უყურო შიმშილით მოგკლავენ!ეკამ მაშინვე გადაუღო შოკოლადის ფუნთუშა და ელენას თვალები დაუბრიალა,ბოლომდე შეჭამეო.საშინლად აღიქვა ის შოკოლადის ფუნთუშა რომლის გარეშეც ელენას დილა არ იწყებოდა.ახლა რატომღაც ცუდად გამოიყურება,მისი სუნი კი საშინელებაა,ვერ შეჭამს,ალბათ ეკამ გამოაცხო ცუდად ან არ შია.უხალისოდ ჩაარჭო ჩანგალი და როგორც კი პირისკენ წაიღო ჩანგალზე შემოსკუპული ფუნთუშის ნაჭერი,მაშინვე უსიამოვნო გრძნობა დაეუფლა და მსხვერპლი უკან დააბრუნა
_შვილო არ მოგეწონა ჩემი ფუნთუშა?ეკამ საწყლად გახედა ელენას და ინტერესით მიაჩერდა
_არა რას ამბობთ,ისეთი გემრიელია, უბრალოდ არ მშია.მორიდებით გადახედა ეკას და პატარა ბავშვივით გაეკრიჭა
_ცოტა მაინც გეჭამა შვილო,იცოდე შენ თუ გუგას გამო ნერვიულობ და არ ჭამ ,ამას გუგას ვეტყვი და მერე ნახე!საჩვენებელი თითი გამაფრთხილებლად დაუქნია რეზომ,ფეხზე წამოდგა ,შუბლზე აკოცა ელენას და დაიბარა,ბევრი საქმე მაქვს და დღეს გვიან დავბრუნდებიო.ელენაც მალე წამოდგა,უნივერსიტეტში მიდიოდა,ყველას დაემშვიდობა და სახლი დატოვა.უყვარს უნივერსიტეტი,უხარია რომ სწავლობს,ძალიან უხარია.ყოველდღე უფრო მეტს იგებს და ეს ახარებს.ბერვი მეგობარიც შეიძინა ამიტომ თავს მარტოდ აღარ გრძნობს.რაც მთავარია ნატაც ყავს,თავისი ქმრის მდივანი,რომელიც ძალიან უყვარს და შეიძლება ითქვას იმ ანას ადგილიც დაიკავა,რომელიც ადრე ძალიან უყვარდა და საუკეთესო მეგობრად აღიქვამდა.ხო აი მე იმ ანაზე ვამბობ ჯერ კიდევ სანამ გუგას ცოლი გახდებოდა მაშინ, რომ მეგობრობდა და დასავით ყავდა.საინტერესოა რატომ არ ურეკავს,ან საერთოდ აქამდე რატომ არ შეეხმიანა.ბრაზდება ელენა, ძალიან ბრაზდება,მაგრამ არ უნდა ანას მასთან მეგობრობა დააძალოს,მხოლოდ იმას ფიქრობს, რომ ანას აღარ უნდა მასთან მეგობრობა და მორჩა ,დამთავრდა.ყველასთან გაწყვეტილი აქვს ურთიერთობა,საკუთარი დედაც კი არ ეხმიანება და სხვას რა უნდა მოთხოვოს.მალე გავიდა უნივერსიტეტის დროც და ახლა გუგას დანაბარებიც შეასრულა.კომპანიაშიც შეიარა და ყველაფერს დახედა,ნუ ნატა იქ იყო ამიტომ მალევე წამოვიდა და ისევ შინ მივიდა.ვერ იტანს ამ უფროსობას და რა ქნას,არც უნდა თავისი ქმრის ადგილი დაიკავოს.ისე ეს, რომ გუგამ გაუგოს ძალიან გაუბრაზდება, მაგრამ რა ქნას ასეთია,ის რაც მისი საქმე არ არის არ ერევა.მერე საშინლად აღიზიანებს ათასი თვალი,რომ უყურებს და ათვალიერებს,აფერისტობასაც ვერ იტანს, ამიტომ მალევე სცილდება არასასიამოვნო გარემოს.დატოვა იქ ნატა საიმედო ადამიანი და იმიტომ წამოვიდა ასე დამშვიდებული.მთელი ღამე იმეცადინა,გაუკვირდა გუგამ, რომ არ დაურეკა,თვითონაც სცადა დარეკვა, მაგრამ გათიშული ქონდა,იფიქრა ალბათ არ სცალია საქმეები აქვს და შემდეგ დამირეკავსო.გარდეროვიდან გუგას ორი ზომით დიდი მაიკა გადმოიღო და თავისი პიჟამოების მაგივრად ის ჩიცვა.კარგად მოკალათდა საწოლზე ,ხელები მოხვია თავის სხეულს თითქოს გუგას სხეულს ეხვეოდა და ასე ჩაეძინა.დილით უსიამოვნო შეგრძნებებმა გააღვიძეს.ასე არასდროს არ სჭირდა და საერთოდ იქნებ მოიფიქროს და ექიმს მიმართოს.მალევე ჭყიტა თვალები და საწოლიდან დენდარტყმული წამოდგა.ექმითან მიდის, ხომ ასე არავის არაფერი არ უთხრა და საერთოდ ისიც არავინ იცის, რომ ერთი კვირის წინ იყო ექიმთან მისული,რადგან ეს სიმპტომები ადრეც ქონდა ოღონდ მცირე დოზით.ასეთი ფეთელაა,ყველაფერზე ისტერიკებს აწყობს, ამიტომ ურჩევნია ყოველთვის მშვიდად იყოს თავის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.გუგას არაფერი უთხრა არ უნდოდა ენერვიულა,ამიტომ მის გარეშე მოაგვარებს ყველაფერს,ან იქნებ თუ რამე არ სჭირს კარგი ,სანამ გუგა ჩამოვა მანამდე იმკურნალოს?კი კი ასე გააკეთებს.მალევე შეაღო ექიმის კაბინეტის კარი
_გამარჯობა ბატონო გიორგი შეიძლება?ნერვიუად მიადო თავი კარს და მამაკაცს ინტერესით შეხედა
_მობრძანდით ქალბატონო ელენა!მალევე წამოდგა ფეხზე გიორგი და ელენა მის წინს სავარძელში მოათავსა_ალბათ პასუხებზე მოხვედით?კმაყოფილმა გახედა წინ მჯდომ გოგოს,რომელიც ნერვიულად ხლართავდა თითებს ერთმანეთში
_დიახ,რამე სერიოზულია?
_უჰ თან როგორი სერიოზული!დაემოწმა ექიმი
_ვერ გავიგე?ნერვიულობით ის ვარდისფერი ტუჩები სულ შემოეჭამა ამ გოგოს და კი ვერ ხვდება რომ გაჩერდეს
_თქვენი ნერვიულობა არ შეიძლება ამიტომ გეტყვით, რომ მალე პატარა ბიჭი ან გოგო გეყოლებათ!გაბრწინებული თვალები შემოანათა გაოცებულ ელენას და თბილად გაუღიმა
_ვაიმე,მე....ვერ აბამდა სიტყვებს თავს,ვერაფერს ამბობდა,თითქოს რაღაცამ უცებ დაარტყა და ერთ ადგილზე გააშეშა.დუმდა, ხმას ვერ იღებდა,სამაგიეროდ მისი გახშირებული გულის ცემა კარგად ისმოდა მთელს ოთახში
_დიახ ორსულად ხართ ელენა,გილოცავთ!დაბნეულმა დატოვა ექიმის ოთახი.ვერ გაიზრა ვერაფერი, ნუთუ ბოლომდე ვერ დაივიწყა ის საშინელი დღე ,რომელიც თითქოს წარსულს ჩაბარდა.არა არა, მაინც წამოეწია ის საშინელი წარსული რის გამოც გუგა შეიძულა ,მარგამ ახლა,ახლა როცა იცის, რომ მას შვილს აჩუქებს? ახლა როცა მასში ახალი არსება იზრდება რა უფლება აქვს ის დღე უარყოს ,ან ინანოს ის რაც მოხვდა.ის ხომ დედა გახდება,გუგა კი მამა.რას გრძნობს ახლა?სიხარულს,სიყვარულს,ბედნიერებას და ყველაფერს ერთად.უხარია ,საშინლად უხარია.დადის კი არა დაფრინავს,თითქოს ახალი მიზანი გაუჩნდა ,თითქოს რაღაც ახალი სასწაული მოხვდა მის ცხოვრებაში.დაურეკოს გუგას და უთხრას?არა ჯერ ოჯახის წევრებს გააგებინოს ასე აჯობებს .მთელი ოჯახში, რომ გამოაცხადა ეს ახალი ამბავი ეკა სიხარულისგან დაფნივადა,ახალი ოჯახის წევრი გვეყოლებაო.რეზო ხომ საერთოდ, მაშინვე მოაწყო ოთახი პატარა შვილიშვილისთვის..ერთ დღეში ყველაფერი მზად ქონდათ ,არადა ის კი არ ახსოვთ რომ ელენა ჯერ მხოლოდ ერთი თვის ორსულია!არც სქესი იციან და არაფერი.მეორე დღეს ეკამ ძალით წაიყვანა სქესი გავიგოთო და ექიმის ღრეჯვის და მიუხედავად რომ ვერ გაარკვევდა ჯერ გოგო იყო თუ ბიჭი მაინც მოახერხეს და დანამდვილებით თუ არა მიახლოვებით მაინც გაიგეს რომ გოგო იქნებოდა.მოისმინა მისი პატარას გულის ცემა და მაშინვე მოადგა მის თვალებს ცრემლები.ნაზი ,თლილი თითები ფრთხილად გადაისვა მუცელზე და უცებ გუგა გაახსენდა.ორი დღეა რაც წავიდა და ერთხელაც არ დაურეკავს, ეს ნორმალური საქციელია?!არა არ არის! მაგრამ ელენა ყველაფერს რატომღაც გუგას საქმეებს აბრალებს,ან არ უნდა რეალობას თვალი გაუსწოროს,იმ რეალობას რასაც რაღაც ცუდის მოხდენა ქვია.

********
აი ჩამოვიდა თურქეთში.რომ თქვა გიჟდება ისე უყვარს ეს ქვეყანა, რომ ძალიან მოენატრა და გახარებული სახით აკვირდება ყველაფერსთქო მოგატყუებთ, მე კიდევ ტყუილები სულაც არ მიყვარს.საშინელი სახით მიყვება რატის უკან ,თან ელენაზე ფიქრობს.თვალებიდან არ გამოსდის მისი მოწყენილი სახე და აწყლიანებული თვალები.არა მაინც რაღა ამ დროს წამოვიდა აქ ახლა ამის დრო იყო? ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი და მასზე მიშტერებულ რატის წარბაწეულმა შეხედა
_რა იყო რას მომაშტერდი?!დაუღრინა ძმაკაცს და მანქანაში ადგილი დაიკავა
_ბიჯო შენ სულ ეგეთი სახით უნდა იარო?უკმაყოფილოდ მიუჯდა საჭეს რატი და ადგილს მოშორდა.ხმა არ ამოუღია, ან რა უნდა ეთქვა ,მაინც ვერ მოიშორებდა ელენაზე ფიქრებს და ისევ გაჩუმება არჩია
_ლამაზი ქალაქია სტამბული.აღფრთოვანებულმა გახედა რატის და უცებ წარმოიდგინა რა კარგ დროს გაატარებდა აქ ელენასთან ერთად.არა არა, ამ სამსახურის საქმეებს მორჩეს და მერე ნახოს მთელს მსოფლიოს, რომ შემოივლის
_ხო ბიჯო!დაეთანხმა რატიც
_შეადარე ახლა ეს თბილის!
_თბილის რას ადარებ .ჩვენ ქვეყანას საიდან ამდენი შესაძლებლობები .გაეცინა რატის, შემდეგ ისევ დასერიოზულდა თითქოს ახლა გაახსენდა რისთვის იყვნენ აქ_დღესვე წავიდეთ კომპანიაში!მკაცრად გადახედა გუგას და სიგარეტს მოუკიდა
_წავიდეთ!დაემოწმა ძმაკაცს და სიგარეტის ღრმა ნაპასი დაარტყა
_ერეკლეს ძვლებში გადავამტვრევ!დაზუზსტებით წარმოთქვა რატიმ
_რას გადაამტვრებ ბიჯო შენ შ*** გ***?!ნორნალურად და ცივილიზებულად მოვაგვარებთ ამ საქმეს!იმ ს*** ზუსტად ეგ უნდა !მთელი ძარღვები დაეჭიმა როცა ერეკლე გაახსენდა.არა მაინც როგორ გაუკეთა ეს?ფეხზე დააყენა, ხელი გაუმართა და თავის კომპანიის უფროსადაც დანიშნა, ახლა კი ცდილობს ყველაფერი მიითვისოს!რატისი არ იყოს და დიდი სიამოვნებით ჩაუმტვრევდა ყველა ნეკნს, მაგრამ არა, ეს საქმეს არ უშველის.საერთოდ როცა საქმე გუგას სამფლობელოს ეხება, ყველაფერს ნორმალურად ,ცივილიზებულად აგვარებს და ამ მომენტში ყველაზე გაწოსასწორებული ადამიანი ხდება.ისე უნდა აღიაროს რომ არ იცის ერეკლეს შეხვედრისას გაუწევს თუ არა თავს კონტროლს.ზუსატად იცის ერეკლე ამას რატომ აკეთებს,მაგრამ იმაზე ბრაზდება,რომ ამდენი ხნის შემდეგაც კი ვერ მიხვდა ეს ბიჭი სიმართლეს
_იასნია როგორც გინდა!
_რა ბაგა ბაღის ბავშვივით მებუსხები?!ვეღარ მოითმინა როცა რატის უკმაყოფილო სახე დაინახა
_დაიკიდე!უცებ გააჩერა მანქანა ერთ ძვირადღირებულ სასტუმროსთან.გუგაც გადმოვიდა და მაშინვე დახვდა წინ ჟურნალისტების უზარმაზარი არმია
_ესენიღა მაკლდნენ რა!უკმაყოფილოდ გააქნია თავი
_კაი ბიჯო აფერისტულად მაინც გაიცინე ტეხავს ეე! მხარი გაკრა მის გვერდით ასვეტილ სილუეტს და ჩუმად გაიცინა
_შენ რომ ძლით იცინი ხომ რას ამობ მალავს შენს საშინელ სახეს!კმაყოფილმა დაკრა მხარზე ხელი გაშეშებულ რატის, რომელიც შეშფოთებული უყურებდა თავის სახეს მანქანის სარკეში იმის გადასამოწმებლად მართლა საშინელი სახე ქონდა თუ არა
_ბატონო გუგა!მაშინვე აესვეტა წინ ქართველი ჟურნალისტი და კაცს წასვლის უფლება არ მისცა.არა არა როგორც კი გაიგეს მოდიოდა მაშინვე აიბარგნენ და თან გამოყვნენ ამ კაცს,ნეტა თუ არ მობეზრდათ,მაგრამ მაგათი საქმე ეგაა და რა ქნან_ბატონო გუგა დაიცადეთ გთხოვთ, ერთი კითხვა
_გისმენ!მთელი სერიოზულობით გახედა ჟურნალისტს და თბილად გაუღიმა
_რა არის თქვენი აქ ჩამოსვლის მიზეზი?!
_ჯერ მეც არ ვიცი!მტკიცედ გასცა პასუხი და გაოცებულ ჟურნალისტს თვალი ჩაუკრა
_მეგობრებო მეგობრებო, გავატაროთ ბატონი გუგა, დასვენება სჭირდება !კითხვები სხვა დროს!უცებ დაშალა რატიმ ირგვლივ მყოფი საზოგადოება და გუგასთან ერთად სასტუმროში შევიდა.მაშინვე გამოცვივდნენ სასტუმროს მომსახურე პერსონალიდან უფროსებით დამთავრებული და გუგას ჩამწკრივებულები დახვდნენ
_გამარჯობა ბატონო გუგა, გვიხარია არჩევანი ჩვენს სასტუმროზე რომ შეაჩერეთ!მაშინვე დაუდგა წინ შარვალკოსტუმში გამოწყოვილი უფროსი და გუგას ხელი ჩამოართვა
_არავინ არ შეგვაწუხოს!მკაცრად გასცა პასუხი და მალევე მოშორდა მამაკაცს
_რათქმაუნდა !უცებ მიაძახა სასტუმროს უფროსმა და თანამშრომლებს მაშინვე გასცა განკარგულებები.მთლიანი სასტუმრო იქირავა სანამ იქ იყო.ასე იცის როცა საქმე თავის საქმეს ეხება, იქ ყველა ქრება და მორჩა.ნამდვილად არ ქონდა სხვა დამსვენებლების თავი ,ამიტომ მარტო ისურვა თავის თავთან დარჩენა და სწორი გადაწყვეტილების მიღება.მოსამსახურე პერსონა ყოველ ორ ნაბიჯში იყო და წამებში ასრულებდნენ მისი და რატის დავალებებს
_წავიდეთ ოფისში?!საღამოს შეამოაღო კარი რატის ოთახში გუგამ
_წავედით!მაშინვე დატოვეს სასტუმრო და კომპანიაში მივიდნენ.შრვალკოსტუმში გამოწყობილები ,უსიმაპტიურესი მამააკაცები ,ამაყად მიიწევდნენ წინ და თანამშრომლების მოკითხვებს თბილად პასუხობდნენ.ნუ ეს უფრო რატიზე ითქმის რადგან გუგას ისევ მკაცრი და დინჯი სიფათი აეკრო სახეზე
_ვააა კარგ ხალხს სალამი!როგორ გიკითხოთ? აფერისტული სახით დახვდა გუგას კაბინეტში, სავარძელში მოკლაათებული ერეკლე ,რომელიც უცებ წამოხტა და ბიჭებს შეეგება
_რავიცი ვუძლებთ ამ ცხვორებას და ვართ რა!აფერისტული ღიმილი სტყორცნა რატიმ და ერეკლეს დაბნეული სახე არ შეიმჩნია.წინ აესვეტა და თავისადგილზე დაბრუნებულ ერეკლეს თვალებით ანიშნა, ეს გუგასადგილიაო.ისიც მალევე წამოდგა, გუგას თავისი ადგილი დაუთმო და რატისთნ ერთად მის წინ მოთავსდა
_უჰ მომნატრებია ეს სკამი!კარგად დაპროწიალდა სავარძელში მოკალათებული და მზერა ისევ მის წინ ,სკამზე მჯდომ ერეკლეს გაუსწორა
_ხოდა უნდა ჩამოხვიდე ხოლმე!მშვიდად მიუგო ერეკლემ და მის გვერდით მჯდომ რატის გაკვირვებულმა გახედა,რომელიც ეჭვის თვალით ათვალიერებდა
_შეჩვევაც იცის ხო ერეკლე?!რატიმ უცებ გაუღიმა და დაბნეულ ერეკლეს თვალებში ჩააშტერდა
_ხო არ ეტყობა ტოო?!არ დააცაცა გუგამ ბიჭს ხმის ამოღება
_ეტყობა ეტყობა!დაეთანხმა რატიც
_ხოო მაგრამ შეჩვევასთან ერთად ისიც უნდა გახსოვდეს ვინ ხარ და რა გეკუთვნის!
_რა ხდება მე არ მეტყვით?მოთმინება დაკარგულმა დარტყა მაგიდას ხელი და ბიჭებს გადახედა
_კიდე ,რომ ჩვენ გვეკითხება!გაოცებულმა წამოიყვირა რატიმ
_და ბიჯო ხელებსაც რომ აქეთ უტყაპუნებს მაგიდას!შენი დ*** შ****!მზერა გაუსწორა მის წინ მჯდომ ერეკლეს,რომელიც მზად იყო ადგილზე მოეკლა გუგა,მაგრამ რისი თავი აქვს საინტერესოა
_ვერ გავიგე!
_რა ვერ გაიგე?!ყველაფერი ვიცით და განთავისყფლებული ხარ სამსახურიდან!კატეგორიულად გამოაცხადა რატიმ და გუგას თვალებით ანიშნა დამშვიდდიო
_გუგა ეს რას ამბობს?!აღშფოთებულმა გხედა მის წინ მჯდომ სილუეტს ,რომელიც თვალებში უყურებდა
_წადი, უბრალოდ ადექი და წადი!მოკლედ მოუჭრა და მკვლელი მზერა ესროლა ერეკლეს
_გავიგეთ ერეკლე შენი ცუდი საქმეები და ...
_ამას ასე არ დავტოვებ!ფეხზე უცებ წაოხტა და ხელები დამუშტა
_შენ ბიჯო შ*** ხო არ გ**?!დავაი ა** ახლა ქედან დროზე!გუგაც წამოხტა და რატის, რომ არ გაეჩერებინა ალბათ შემოიკლავდა ხელზე
_მიიღებთ საკადრის პასუხს!დაემუქრა გაბრაზებული ერეკლე ბიჭებს და ირონიული სიფათი აიკრა სახეზე
_უნამუსო ბიჭი ხარ!როგორ გაიფიქრე ისიც კი ,რომ გუგას ამ ქონებას წაართმევდი!რატიმ უაზროდ გააქნია თავი და ერეკლეს ანიშნა გასულიყო
_ეს კომპანია გუგასი კი არა ჩემია!მტკიცედ თქვა და ძარღვებდაბერილმა გახედა გუგას რომელიც უკვე თავს ვეღარ იკავებდა,მაშინვე მივარდა ერეკლეს და კედელზე მიაკრა,ცალიხელი მის ყელს მიაბჯინა, ცალი კი სახეში გაუქანა და კარგად აუწითლა სახის ერთი მხარე
_რა ბოდავ შე ა***?!მთელი ხმით იღრიალა და მთელი ძალით ააკრა კედელს ,ირონიული სახით მყოფი მამაკაცი
_გუგა დამშვიდდი!მაშინვე მივიდა რატი, მაგრამ გუგას სახე რომ დაინახა ადგილზე გაშეშდა
_შენც იცი რასაც ვამბობ!მამჩემს ეკუთვნოდა და მამაშენმა წაართვა!ახლა შენ კი არა, მე უნდა ვიყო აქ!მართალია ვითომ ეს ბიჭი?არა ,არ არის მართალი! ეს კომპანია ბატონმა ზურამ იმ ვალის გამო მიიღო, რომელსაც წლობით ვერ უხდიდა ერეკლეს მამა,ამიტომ სულაც არ ამბობს ეს ბიჭი სიმართლეს
_გადი სანამ კიდევ შემიძლია თავის კონტროლი!
_არ შეგრჩება გუგა! მოგკლავ!მალევე გავარდა გარეთ და კომპანია უსიტყვოდ დატოვა.რატი გადაბჟირებული იყო და იმდენს იცინოდა, რომ მუცელი ხელით ეჭირა და ატკივებულ ყბებს ხელებით იზელდა
_ბიჯო შემოგხედავს ადამიანი კაცი ხარ და რა დებილისავით იკრიჭები?!განრისხებულმა გახედა გადაბჟირებულ ძმაკაცს
_მოგკლავო ,რომ დაგემუქრა მაგააზე გამეცინა!უფრო უმატებდა რატი სიცილს, თან გუგას უყურებდა და მისი განრისხებული სახის დანახვაზე ვეღარ იკავებდა თავს
_აი ძმაკაცი მესმის!კაცი სიკვდილით დამემუქრა ეს კიდე იცინის !ვაიმე!
_კაი რა არ მითხრა, რომ მაგ დორბლიანის შეგეშინდა?რატიმ ეჭვისთვალით გახედა წარბაწეულ გუგას
_გადი გამასწარი სანამ ცოცხალი ხარ!დაუღრინა ძმაკაცს,უცებ წამოდგა და მდივანზე ჩამწკრივებული ბალიშების სროლა დაიწყო.ახლა უნდა ვიკითხო რომელიმეს თუ აქვს თავში ჭკუა?ორი ორმეტრიანი ოცდახუთი წლის ბიჭი, ბიზნესმენები და ამხელა კომაპნიის მფლობელები, დგანან და ბალიშებს ესვრიან ერთმანეთს.ვინმემ რომ დაინახონ, ხომ მოეჭრათ თავი.არა არა რა ეშველებათ.ნეტა რეზოს დაანახა ახლა თავისი შვილი, ალბათ იმფაქტს მიიღებდა კაცი.უცებ შემოაღო კარი მდივანმა და სანახაობით გაოცებული ადგილზე გაშეშდა
_უკაცრავად!მორიდებით გადახედა ბიჭებს და ნაბიჯი უკან გადადგა.ჯერ რატი გაიმართა წელში შემდეგ გუგა,ბალიშები დააწყვეს და მკაცრი მზერა მიაპყრეს გაოცებულ ქალბატონს
_რა ხდება?სიცილით გახედა გუგამ მდივანს და კარგად აათვალიერა,ეჰ ელენა კი არა თავისი მდივანი ნატაც მოენატრა მგონი.ხო ისე ელენას არ დაურეკა რადგან იცის უფრო მოენატრება.რატი ელაპარაკა ნატას და ყველაფერი იცის რასაც აკეთებს ამიტომ არ ნერვიულობს!თან რაც ერეკლემ უთხრა ცუდად დარჩა გულში და ამიტომ არ უნდა რამე ცუდად მოხდეს
_ბოდიშით მაგრამ თათბირი გაქვთ ჩასატარებელი ბატონო გუგა!მორიდებით უთხრა გოგომ და გუგას თანხმობის შემდეგ ოთახი დატოვა...


საინტერესოა რამდენად შეუძლია ადამიანს საკუთარი ბედის შექმნა ან შეცვლა.ხშირად გამიგია ადამიანები საკუთარ ბედს თვითონ ქმნიანო, მაგრამ რატომღაც არ ვეთანხმები.აი იქ მაღლა რაც არის გადაწყვეტილი არამგონია ის ჩვენ შევცვალოთ.მაგალითად ავიღოთ ელენა,სულაც არ უნდოდა გოგოს ის საშინელი დღე ოდესმე გადაეტანა,სულაც არ უნდოდა გუგას ცოლი გამხდარიყო,მაგრამ მოხდა.მოხდა ის რამაც სრულიად შეცვალა მისი ცხოვრება.ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა ამ ყველაფერს,მაგრამ ვერც თავისი ბედი გადაწყვიტა თვითონ და ვერც შეცვალა ის.ახლა, რომ კითხოთ ნანობს თუ არა იმ ღამეს ალბათ გეტყვით, რომ არ ნანობს, რადგან მას ყველაზე ძვირადღირებული საჩუქარი უბოძა ბუნებამ იმ საშინელი დღის სანაცვლოდ.დიახ ის ფეხმძიმედაა,ეყოლება შვილი, პატარა გოგოს, იმ გოგო გუგას რომ უნდოდა ასე ძალიან.უცებ წარმოიდგინა გუგას სახე როცა შვილის შესახებ გაიგებდა და თვალები სიხარულისგან მაგრად დახუჭა.თითქოს გუგასთან იყო,მას ეხვეოდა და მის სურნელსაც გრძნობდა.საყვარელი მამაკაცის მაისურში გახვეული ყველაზე კომფორტულად გრძნობდა თავს.საწოლის შუა ნაწილზე კომფორტულად იყო წამოწოლილი და თავისი სუსტი ხელები მუცელზე შემოეწყო.ნელა,ფრთხილად ეხებოდა მუცელს და თითქოს თავისი პაწაწინას ყოველ სუნთქვას მთელი არსებით შეიგრძნობდა.უკვე წარმოედგინა როგორ გაატარებდნენ დღეებს ის მისი პატარა და გუგა.სასაცილოა არა? გუგას, რომ მამიკოს დაუძახებს და ელენას დედას.ზუსტად იცის, რომ თავის გოგოს ყველაზე მოსიყვარულე დედა ეყოლება და ყველაზე მზრუნველი მამიკო, რომელიც გაგიჟდება ისე შეუყვარდება თავისი პატარა.კმაყოფილს ბედნიერი ღიმილი მოეფინა სახეზე,გვერდი იცვალა და ოთახში შემოსულ მზის სხივებს გახარებული შეხვდა.თითქოს ბუნებაც გრძნობდა ელენას სიხარულს, რომელიც უსაზღვრო იყო.უცებ ადგა, მაისურო გადაიძრო და ახლა სარკეში დაუწყო საკუთარ თავს თვალიერება.დიდისამბით აკვირდებოდა მუცელს, რომელსაც ჯერ სულაც არ ეტყობოდა ორსულობა.უკმაყოფილოდ დამანჭა სახე, უნდოდა მალე გაზრდოდა მუცელი,რომ უფრო კარგად შეეგრძნო პატარას არსებობა.ნუ მართალია სხეულის დანარჩენი ფორმები ზედმეტად პუტკუნა და მოსუქებული ეჩვენა,მაგრამ არაუშავს,ახლა ყველაზე მთავარი თავისი პატარას ჯანმრთელობა იყო.ვარდისფერი, თხელი სარაფანი გადმოიღო გარდეროვიდან და ტანზე მოირგო.მაინც კმაყოფილმა აათვალიერა საკუთარი სილუეტი და გაბრწყინებული თვალებით ჩავიდა ქვემოთ, სადაც ყველა უცინოდა და ისე ექცეოდა თითქოს ორსულად კი არა ავად იყო და უვლიდნენ.ეკამ თავი გაიგიჟა,შვილო უნივერსიტეტში არ იარო არ გინდაო,მაგრამ ბოლოს როგორც იქნა გივის,ზურას და ელენას ერთიანი ძალებით გადაწყვიტეს, რომ ცოტახანს კიდევ ევლო და შემდეგ ცოტახნით შეეწყვიტა სწავლა.იქვე დივანზე იყო მოკალათებული და გემრიელ შოკოლადებს შეექცეოდა,როცა მოულოდნელად მივიდა გივი ელენასთან, ხელები მოხვია და ყელში ხმაურიანად აკოცა
_რძალო,გუგას უკვე უთხარი?თბილად გაუღიმა მომღიმარ ელენას და ინტერესიანი თვალები მიაპყრო
_არა ჯერ არ მითქვამს.პატარა ბავშვივით გაეკრიჭა და შოკოლადი გემრიელად ჩაკბიჩა.არა ამან ასე თუ გააგრძელა ალბათ ძალინ მოიმატებს წონაში
_ვაა საინტერესოა მობილურით, რომ ელაპარაკები როგორ იკავებ თავს რომ არ უთხრა!მტკიცედ თქვა გივიმ და თბილად გაუღიმა
_გივი იცი რაც გუგა წავიდა მხოლოდ ერთხელ ვისაუბრეთ და არვიცი..
_კაი რას ამბობ!გაუკვირდა გივის ძალიან გაუკვირდა, მაგრამ ელენასთან არ შეიმჩნია და ვითომარაფერის სიფათი აიკრა სახეზე
_ჰო ასეა.უცებ მოიწყინა გუგას ხსენებაზე და თავი გივის დაადო მხარზე.ამ ბოლო დროს,რომ ძალიან მგრძნობიარე გახდა და ყველა სიტყვა მძიმედ ხვდება გულზე,ეგ უკვე გითხარით მაგრამ მაინც
_ალბათ ბევრი საქმე აქვს!ალბათ კი არა შენც ხომ ხვდები, რომ ბევრი საქმე რომ არ ქონდეს მობილურზე იქნებოდა ჩამოკიდებული?!შეეცადა სიტუაციის განეიტრალებას გივი, მაგრამ არ გამოუვიდა
_კი,მაგრამ ეს არ ამართლებს მის საქციელს.გაბუსხული უფრო აეკრო გივის და ხელები მოხვია
_ელენა ხო იცი დასავით მყავხარ გუგა კი ჩემი ძმაა ამიტომ ნამდვილად არ მოგატყუებ და გეტყვი, რომ გუგას ძალიან უყვარხარ და სხვა ქალის პონტი ყველავარიანტში გამორიცხე!მთელი სერიოზულობით გახედა მასზე მიშტერებულ გოგოს და მის ზღვისფერ თვალებს ინტერესით დააკვირდა
_იცი დღეს საღამოს დავურეკავ და ყველაფერს ვეტყვი!დამოწმებით თქვა და თვალიდან ობოლი ცრემლი მოიშორა,გივის გადაეხვია და უცებ დაფეთებულმა გახედა მათ შორის მდგარ პატარა გოგოს, რომელიც გაკვირვებული, თვალებგაფართოვებული აკვირდებოდა გივის და ელენას
_მამიკო ეს გოგო ვინ არის?უცებ დაქაჩა მამამისის საროჩკა და თვალები დაუბრიალა.გივი საკუთარი შვილის დანახვისას უცებ წამოხტა და პატარა ხელში აიტაცა. დაბრაწული ლოყები სულ დაუკოცნა და ყელში ხმაურიანად აკოცა.მიხვდა ელენა, რომ ეს გივის პატარა შვილი იყო. ალბათ დედამისმა მოიყვანა და ახლა აქ იქნება.ძალიან გაუხარდა პატარა ბავშვის ყოფნა სახლში.საშინლად ესიამოვნა გივის სითბო ამ პატარისადმი და წამიერად გუგა წარმოიდგინა ახლა მის ადგილას.უცებ გაიფანტა სასიამოვნო ფიქრები და მასზე მიშტერებულ ორ სახეს თვალი გაუსწორა
_ელენა ეს ჩემი პრინცესაა მარიამი.მარიამ ეს ელენაა,გუგა ბიძიას ცოლი,რომელიც მალე კიდევ ერთ პატარას გავჩუქებს!ჯერ ელენას შეხედა გახარებულმა,შემდეგ კი მარიამს,რომელიც ელენასთან მივიდა და ჩაეხუტა.ელენამაც მოხვია პატარას ხელები და მთელი ლოყები დაუკოცნა
_მარიამ შოკოლადებზე რას იტყვი?თბილად გაუღიმა მასზე აკრულ პატარას,რომელსაც უკვე გამოეტენა პირი და გამწარებული ჭამდა შოკოლადებს
_ვჭამ..
_არა მე იმ განსაკუთრებულ შოკოლადებზე ვამბობ ჩვენს სახლთან ახლოს,რომ იყიდება
_მაგარიაა ვიყიდოთ რა?უცებ შემოკრა ტაში და ფეხზე წამოხტა
_კი ოღონდ უნდა დამპირდე, რომ ერთად გავისეირნებთ და სუფთა ჰაერსაც ჩავყლაპავთ შოკოლადებთან ერთად.აბა რას იტყვი?ამის თქმა იყო და მალევე გავარდა გოგონა გარეთ, გივი და ელენაც უკან გაყვნენ და მარიამთან ერთად დაიწყეს სეირნობა.

***************
ისევ თავის კომპანიაში იყო როცა გახარებული რატი შემოვარდა ოთახში და რაღაც ფურცლები ცხვირწინ აუფრიალა
_რა იყო რა ძალიან გახარებული ხარ?!გაკვირვებულმა გახედა თვალებგაბრწყინებულ ძმაკაცს და ინტერესით მიაჩერდა
_ყველაფერი მოვაგვარე!კმაყოფილმა,მტკიცედ გამოაცხადა და სავრძელში მოკალათებულმა მაგიდაზე შემოაწყო ფეხები
_რა მოაგვარე?!თან უხაროდა რატის გახარებული სახე,თან ვერ გაიგო რა უხაროდა და ინტერესით კვდებოდა
_ბიჭო რა და რისთვისაც მთელი ერთი თვე უნდა ვყოფილიყავით აქ,ის საქმე მოვაგვარე!გაიცინა და ძმაკაცს მხარზე დაარტყა ხელი
_ღადაობ!მტკიცედ წარმოთქვა და ისევ საბუთებს მიუბრუნდა
_არ ვღადაობ ბიჯო!უპრობლემოდ მოაწერა ხელი ერეკლემ საბუთებს!
_აქ სიკვდილით მემუქრებოდა და მოიცა ასე მარტივად რატომ დათმო ეს კომპანია?! შეეძლო წილი მაინც მოეთხოვა აქციების 20% ის მფლობელი იყო!გაკვირვებულმა გახედა რატის და უსიამოვნო გრძნობამ დაიმორჩილა, უცებ გუგას ვერ გაეგო ერეკლეს ასეთი საქციელი
_ბიჯო თვითონ მოვიდა და რავი მოაწერა ხელი!ახლაღა გაიკვირვა რატიმ ერეკლეს უცნაური საქციელი
_სხვა არაფერი გითხრა?!
_არა უი ხო ის თქვა, მე ჩემსას მაინც შევასრულებო!
_არ მომწონს მისი საქციელი!ნერვიულად გადაისვა გუგამ თავზე ხელი და რატის გახედა
_მოიცა რა დაიკიდე ეგ ბიჭო ავადმყოფია მაგარი!ალბათ მიხვდა, რომ ტყუოდა და ეგაა რა!რისი თავი აქვს რო?!გაიცინა რატიმ და ხელი ჩაიქნია
_ხო ალბათ..მაინც არ სჯეროდა ერეკლეს ასეთი გულუბრყვილობის,მაგრამ სხვა აზრი რომ არ მოსდიოდა თავში დაიჯერა
_ბიჭო დღესვე წავალთ საქართველოში.კმაყოფილმა ტაში შემოკრა რატიმ და უცებ წამოხტა
_ხო მაგარია.არ მიუწევს გული თითქოს აქ რაღაც რჩება, რაღაც არ აძლევს დანებების და წასვლის უფლებას,მაგრამ რა ვერ ხვდება.წამით გაუხარდა კიდეც ელენას ნახვა და მასთან ყოფნა, მაგრამ მისდაგასაკვირად რაღაც არასასიამოვნო გრძნობა დაეუფლა და სახე უშნოდ დამანჭა.ჯერ წამოსვლა არ უნდოდა ახლა კი ასე უბრალოდ წასვლა არ სურს!იქნებ ჯერ ერეკლეს მიუჩინოს ხალხი?არა არა ალბათ გუგა აზვიადებს ყველაფერს, რომ გაუგოს ეს კიდევ უფრო დიდ უკმაყოფილობას გამოიწვევს, რაც ახლა ყველაზე ნაკლებად უნდა
_რა იყო ბიჭო არ გიხარია?!გაოცებულმა გახედა მეგობარს და ეჭვისთვალით აათვალიერა
_მიხარია მიხარია..ძალით გაეკრიჭა რატის და უცებ წამოდგა_წავიდეთ!რატის საბუთები გამოართვა, მაგიდაზე დააწყო და თანამშრომლების გამომშვიდობების შემდეგ დატოვა კომპანია.გადაწყვიტა თბილისიდან ემართა ეს კომპანია და არავისთვის აღარ ჩაებარებინა!ათაში ერთხელ ჩამოვიდოდა და დახედავდა, შემდეგ ისევ წავიდოდა და ასე.სასტუმროში მოსამსახურე პერსონასაც გამოემშვიდობნენ, სასტუმროს უფროს მადლობა გადაუხადეს და მანქანაში ჩაჯდნენ.
საათს,რომ დახედა უკვე შვიდი ხდებოდა.რამოდენიმე საათში ჩავიდოდა ელენასთან და მაგრად მოხვევდა ხელებს. ეტყოდა, რომ უყვარდა და ძალიან სჭირდებოდა.მალევე შეიგრძნობდა საყვარელი ქალის სურნელს და სულ დაუკოცნიდა მთელს სახეს.მის ვარდისფერ ტუჩებს კიდევ გაუსინჯავდა გემოს და მთელი არსებით მოეფერებოდა მას.როგორ მოენატრა ამ სამ დღეში ეს პატარა გოგო?ისე მოენატრა ლამის ხმამაღლა იღრიალოს პატარა ბავშვივით და დაიყვიროს, რომ ახლა მასთან უნდა, რომ მოენატრა მისი ზღვისფერი თვალები და არაჩვეულებრივი ღიმილი, რომელიც საშინლად სიამოვნებს მამაკაცს და თავს აკარგვინებს!აწკრიალებული მობილურის ხმამ გამოაფხიზლა გუგა და როცა ელენას ნომერი დაინახა გულის ცემა სასტიკად აუჩქარდა.უცებ იფიქრა რამე ხომ არ დაემართაო და დაფეთებული დასწვდა ტელეფონს
_ელენა პატარავ კარგად ხარ?!მკაცრი ხმით კითხა გოგოს და მისი პასუხის მოლოდინში უცებ დადუმდა
_კი კარგად ვარ!რატომ არ მირეკავდი?!გაისმა ელენას ნაწყენი ხმა
_პატარავ მიყვარხარ ასე აღარ შემაშინო!
_გუგა დაგირეკე და რა არის აქ საშიში?კარგად ისმენდა ელენას სიცილნარევ ხმას და სხეულში დიდი სითბო ეღვრებოდა
_არ გაბრაზდე პატარავ!ბევრი საქმე მქონდა, მაგრამ მე შენ ისეთ სურპრიზს გიმზადებ....უნდოდა დაემთავრებინა, მაგრამ მის გვერდით საჭესთან მჯდომმა რატიმ ჩუმად უთხრა, რომ მანქანის წინა ფანჯარაში გაეხედა.გუგამაც ისე,რომ მობილური არ გათიშა, გაიხედა და ისევ შემოყო თავი
_რა გინდა რატი?!უკმაყოფილოდ გახედა რატის
_უკან ორო შავი ბემვე მოგვყვება რამდენიხანია!ჩუმად უთხრა რატიმ
_კარგი რა გელანდება რაღაცეები!დამაცადე ელენას ველაპარაკები!დაუღრინა ძმაკაცს და ისევ მობილურს მიუბრუნდა
_გუგა მისმენ?მობილურიდან გამწარებული ყვიროდა ელენა
_კი გისმენ პატარავ!
_აბა რა ვთქვი?
_ხო კარგი რატის ველაპარაკებოდი!უცებ იმართლა თავი და დაბღვერილ რატის გაეკრიჭა
_დამაცადოს რატიმ სულ მაგასთან არ ხარ?
_ვაიმე გაჩერდი თუ არ გინდა გადმოვხტე ახლა აქედან და ეგ გამობურცული ტუჩები შეგიჭამო!იცინოდა გუგა
_აუ მიდი გადმოხტი რა
_მოიცა მოიცა ჯერ მითხარი რას მელაპარაკებოდი!
_რა და მოკლედ ვეღარ ვითმენ უნდა გითხრა..მამა გახდები!გოგო გვეყოლება.უცებ მიაყარა ელენამ და რამდენიმე წუთი გუგას უყვიროდა ცოცხალი ხარო?
_ვაიმე მამა გავხდები რატი მამა გავხდები!პატარა გოგოს გამიჩენს ჩემი ანგელოზი!ელის დავარქმევ ბიჯო ელის დავარქმევ!მაშინვე მივარდა რატის და გახარებულმა გულში ჩაიკრა ძმაკაცი.შემდეგ ელენას მიუბრუნდა
_ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარხართ შენც და ჩვენი პატარაც!ახლა ორი ანგელოზი მყავს პატარავ,ორი ანგელოზი!გახარებული ყვიროდა თითქოს ელენა ყრუ იყო და არ ესმოდა გუგასი
_პატარავ ელი...

_რა თქვი?!

_ელ.....უცებ გაჩერდა ყველაფერი, უცებ ჩაწყნარდა, მხოლოდ ფერადი შუქები იყო ჩაბნელებულ გზაზე და ხალხი, რომელიც დაჭეჭყილ მანქანას საცოდავად უყურებდა.რატი იჯდა მიწაზე და სისხლში ამოვლებული ძმაკაცი ხელში ეჭირა.ძლიერად მოეხვია ხელები დაა ხმამაღლა ღრიალებდა!კარგავდა, კარგავდა ძმაკაცს და არა მარტო ძმაკაცს, არამედ საკუთარ ძმას.საშინლად სტკიოდა სხეულის ის ნაწილი სადაც გუგას სისხლის წვეთები ედებოდა!საშინლად უნდოდა ახლა გუგას ხმის მოსმენა ისე უნდოდა როგორც ადასდროს!წამით მოსილიყო გონზე, რომ რატის ისევ დაენახა და ეთქვა თუ როგორ ძლიერ უყვარდა ის, მაგრამ თვითონაც ხვდებოდა,რომ ეს საშინელი ოცნება იყო .ოცნება,რომელიც რატის და არამარტო რატის, არამედ ყველა გუგას ახლობელს მთელი ცხოვრების აუხდენელი ოცნება გახდა!

*****************

დაუნდობელია ეს ცხოვრება, სასტიკი და დაუნდობელი!ერთი შეხედვით სიცოცხლით არის სავსე,მაგრამ საკმარისია თავი ნამდვილად, სულიერ,ცოცხალ არსებად შეიგრძნო,მაშინვე კარგავ ყველაფერს და ისევ უსულო საგნად იქცევი.ხშირად გვიკითხავს თუ რატომ მიყავს ღმერთს თავისთან საუკეთესოები?ეს იმიტომ,რომ ისინი იმდენად კარგები არიან, იმდენად დიდი დოზით აქვთ სიყვარული გამჯდარი, რომ უფალს ენანება ამ ცხოვრებისთვის და იქ თავისთან მიყავს.როგორი იყო გუგა ერთ დროს?!იყო თუ არა მასში სიყვარულის მცირე ნაპეწკალიც კი?!არა არ ყოფილა. ის იყო უაზრო სულის, უაზრო ცხოვრების მატარებელი ადამიანი, რომელმაც არ იცოდა ამ გრძნობის შესახებ.ახლა, ახლა როგორი იყო ის?!სრულიად შეცვლილი პიროვნება, რომელშიც იმდენად დიდი დოზით იყო სიყვარული გამჯდარი,იმდენად წმინდა და სუფთა იყო ეს გრძნობა, უფალმა საუკეთესოს ტიტული მიანიჭა მას და თავისთან წაიყვანა.ესეც ერთგვარი სასწაულია,რომელიც უცებ ისე ხდება არც კი ვაქცევთ ყურადღებას.სასწაულია როცა ასეთი გარდასახვა ხდება ადამიანში და ასე უცბათ ღებულობს საუკეთესოს ტიტულს!საკითხავი ისაა თუ რა უნდა ქნას ელენამ?!ახლა რა გააკეთოს, როცა ორი თვის ფეხმძიმე ქალი საშინლად გლოვობს საყვარელ ადამიანს?!ნუთუ შესაძლებელია ასეთი საშინელი იყოს ეს ცხოვრება და საუკეთესოების წასვლით უბედურებას ედებოდეს საფუძველი.ახლაც მის საფლავთან დგას და გამობურცულ მუცელზე ნაზად ისვამს თითებს.თავისთვის ლაპარაკობს რაღაცას და თვალებიდან ცრემლებს ხელით იშორებს!არ უნდა გუგას ცრემლები დაანახოს,არ უნდა რადგან იცის,რომ მიუხედავად საყვარელი მამაკაცი დაკარგვისა არ აქვს ტირილის უფლება.ახალ არსებას ელოდება და ამიტომ იშორებს ცრემლებს!მოდით მომავლისკენ წავიდეთ და ხუთი წლის შემდგომ მომხდარ ამბებსაც დავხედოთ

ამაყად მიაბიჯებს ლამაზი ქალი და სტუმრებს უღიმის.ხუთი წელი გავიდა,ზუსტად ხუთი წელი, მაგრამ არც უგვრძვნია,რომ გუგა მის გვერდით არ იყო!ახლაც გრძნობს მის სურნელს,რომელიც ცხვირში სასიამოვნოდ უღიტინებს და სახეზე ღიმილს გვრის.ბედნიერი სახით უყურებს სახლში შეკრებილ ნათესავებს, ნაცნობებს და ელის,პატარა გოგოს,რომელიც თავის დაბადებისდღეს აღნიშნავს
_დედიკო ტორტი დავჭრათ რა.უცებ მივიდა ქერა, კულულა თმიანი გოგო და ელენას ცისფერი თვალები შემოანათა
_კი დავჭრათ, ოღონდ ჯერ სურვილი უნდა ჩაიფიქრო საყვარელო.შუბლზე აკოცა თავის პრინცესას და ხელით სახეზე ჩამოგორებული თმა გადაუწია
_რაც მინდოდა უკვე მიყიდა გივი ბიძიამ!გაბუსხულმა გამოწია წინ ტუჩები და ხელები გადაჯვარედინა
_მაინც უნდა მოიფიქრო!ხელი გამაფრთხილებლად დაუქნია და ლოყაზე უჩმიტა
_ჩავიფიქრე!უცებ შეუბერა სანთლებს და ტაში შემოკრა_დედი,მამიკო ხომ გვიყურებს?უცებ ჩაწყდა გულში რაღაც,უცებ წარმოიდგინა გუგას მომღიმარი სახე,მაგრამ არ მისცა ცრემლებს მისი განადგურების უფლება.მალევე მოიშორა და თბილად გაუღიმა შვილს
_კი, აი ზემოდან გვიყურებს და სულ გვხედავს! შენ,რომ ჩუმად ჭამ ბევრ შოკოლადს,მაგასაც ხედავს და მეც მეუბნება!
_მართლა ხედავს?უცებ გაოცებისგან დააღო პირი და დედამის ყელში თავი ჩარგო, აწითლებული ლოყები,რომ დაემალა...

დ ა ს ა ს რ უ ლ ი


ეს ისტორია ადრე დავწერე საიტზე და გადავწყვიტე ახლა სრულად დამედო. შეიძლება ბევრი არ მოელოდა ასეთ დასასრულს და ბევრს დაწყდეს გული,მაგრამ მინდოდა ჩემი მოთხრობა რეალობასთან ყოფილიყო ახლოს და არა მხოლოდ ფერადი დღეები დამეხატა თქვენთვის.მინდოდა მეთქვა რომ ცხოვრება სულაც არ არის ისეთი კარგი როგორიც ჩვენ გვგონია..ის დაუნდობელია რომლის წინაშეც ყველა ადამიანი ბოროტიც და კეთილიც უძლურია.
ვიცი რომ ცუდი დასასრული სულაც არ არის სასიამოვნო მაგრამ ყველაფერს კარგი დასასრული ვერ ექნება...იმედია მოგეწონებათ და არა დასასრულს არამედ მთლიან მოთხრობას შეაფასებთ..



№1  offline მოდერი niako crazy

ეს ისტორია ადრე მაქვს წაკითხული და ძალიან მომწონდა, გამიხარდა ახლაც რომ დადე. ხო ასეთ დასასრულს არ ველოდი, მაგრამ ისტორია მართლაც ძალიან მაგარია. წარმატებები შენ და ველი ახალ ისტორიას love

 


№2  offline წევრი Xati Zaalishvili

Auui :((( ramdeniii vitiree :'( ♥♡♡♡

 


№3  offline წევრი qetiqetiA3

კარგი ისტორია ძალიან კარგად წერ..გააგრძელე მომავალში და მე დიდი სიამოვნებით წავიკითხავ შენ სხვა ნაწერსაც..მაგრამ მაქვს რაღაც შენიშვნა შენიშვნაც არ არის უბრალოდ ჩემი აზრი უნდა გამოვხატო ამ თემაზე რაც დასაწყისში გიწერია პირველ რიგში გუგა საშინელი პერსონაჟია მე მასში ერთი კარგი თვისება ვერ დავინახე აიი როგორ ვთქვა რა გააკეთა და როგორ იქცეოდა ... სინანულიც არ ჩანს დიდათ(მე ვერ დავინახე),მოკლედ არ ვიცი უფრო მეტი ემოცია უნდოდა არ მგონია სინამდვილეში მოძალადეს ასე ადვილად შეეგუო :( ეს მქონდა სათქმელი სხვა ყველაფერი კარგიაა ყოჩაღ <333333

 


№4 სტუმარი hipo

adrec bevri vitire am istoriaze sataurs ro shevxede egreve gamaxsenda ! kargi iyo magram sacodaobaa elenes cxovreba :/

 


№5  offline აქტიური მკითხველი lalita

წაკითხული მქონდა მაგრამ დიდი სიამოვნებით გადავიკითხე უმაგრესია.

 


№6 სტუმარი mari

Me ar momewoa. Am bolos sul cudi dasasruli aqvs aq dadeb istoriebs. Bolomde mjeroda ro kargad damtavrdeboda. Momwons bednieri dasasruli. Dadebitad mavsebs da maxalisebs xolme aman ki xasiati wamixdina da survilic gamiqra aq shemosvlis da istoriebis kitxvis. Ar momewona arada kitxva rom daviwye dzaan movixible am istoriit vipitqre dzaan bev matgans jobia tqo magram dasasruls mivxvdi rom sashineli istoria iyo da me wasakitxad ar migirda

Realoba mware da daundobeli roa eg yvelam kargad vicit. Magram araa sachiro aq am romanebshic aisaxos cxovrebis siborote. Dadebits nu spobt yvelapers. Bevrad uketesi wasakitxi iqneboda uketesi dasasrulit. Nu miwyen is davwere rac vipiqre

 


№7 სტუმარი LaNa

Wakitxuli mqonda, magram mainc wavikitxe kidev ertxel... motxrobis dasasrulit rogorc madhin exlac ukmayofilo davrchi, magram mainc dzalian magari motxrobaa da dzalian momwons... warmatebebi... :-*

 


№8  offline წევრი mariam.mariam

Adre maqvs wakitxuli es istoria da axlac rom shemxvda gamixarda. Magram bolos ratomgac mainc velodi rom kargad damtavrdeboda. Axal istorias velodebi da warmatebebii ♥♥

 


№9  offline წევრი an ni

თავიდან რომ წავიკითხე გუგაზე ნერვები მომეშალა და ვოცნებობდი მეთქი რამე დაემართოს და პასუხი აგოს ელენეს წინაშე მეთქი მაგრამ ბოლოს მაინც შემეცოდა... მთლიანობაში ძალიან მაგარი იყო ერთერთი საუკეთესო იყო რაც აქამდე წამიკითხავს ამ საიტზე

 


მეგობრებო მადლობა შეფასებისთვის <3 ყველას თავისი აზრი აქვს და რათქმაუნდა მე პატივს ვცემ თქვენს აზრს ისევე როგორც თქვენ ჩემსას <3 გმადლობთ <3

 


№11 სტუმარი anastasia

იმედია არ გეწყინება რო მოვაკოპირო და ფბზე დავდო ვიტყვი რო არაა ჩემი დაწერილი გპირდები, უბრალოდ მინდა სხვებმაც წაიკითხონ მაგარი მოთხრობაა

 


anastasia
იმედია არ გეწყინება რო მოვაკოპირო და ფბზე დავდო ვიტყვილი გპირდები, უბრალოდ მინდა სხვებმაც წაიკითხონ მაგარი მოთხრობაა



არ მეწყინება რათქმაუნდა პირიქით ძალიან სასიამოვნოა როცა შენი მოთხრობა ისე მოსწონთ რომ სურთ სხვებსაც გაუზიარონ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent