შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭირვეული სტუმარი (6 თავი)


20-04-2016, 00:01
ავტორი murachashvili
ნანახია 5 141

მეექვსე თავი
მაქსიმალურად ცდილობდა მისი ტირილის ხმა არ გამეგო, მაგრამ მაინც ვხვდებოდი რომ ძალიან ეტკინა, ტელეფონი მეჭირა და ჩუმად ვისმენდი დედაჩემის ტირილს, კითხვის დასმა ვერ გავბედე. ჩვენი დუმილი კარგა ხანს გაგრძელდა, საბოლოოდ გონს ისევ ქეთი მოვიდა და რატომღაც საყვედურ ნარევი ხმით მკითხა:
- მთიულეთში არ გაგიშვი?! - თითქოს საკუთარ თავს ეუბნებოდა - ლევანი მანდ როგორ აღმოჩნდა?
- ისიც სტუმრადაა ჩამოსული, ნინიკოს ბიძაა, დედის ძმა.... - ვხვდებოდი, რომ ჩემდა უნებურად მამაკაცისთვის ტელეფონის გადაცემით დედას ტკივილი მივაყენე, ალბათ უკეთესი იქნებოდა შემემზადებინა, ამის გააზრებაზე მეც გული ამიჩუყდა, ხმა გამებზარა.
- ნინიკოს ბიძაა?! - ხმამაღლა მსჯელობდა ის. - მაპატიე, არ მინდოდა მასთან შეხვედრისას მარტო ყოფილიყავი! - ვერ მივხვდი რატომ მიხდიდა ბოდიშს.
- გაურკვევლობაში ნუ დამტოვებ, მითხარი, მამაჩემია?! .. - ჩესდაუნებურად ვერ გავბედე მამაკაცის სახელის წარმოთქმა.
დედამ ღრმად ამოისუნთქა, თითქოს გულიც ამოაყოლაო: - კი!... არ გეწყინოს მარიამ, ამ საკითხზე ტელეფონით ვერ დაგელაპარაკები, რამოდენიმე დღე მადროვე გთხოვ და ყველაფერს მოგიყვები!... - მუდარით მეუბნებოდა ის.
- დე, ხომ კარგად ხარ?! თუ გინდა ნურაფერს მომიყვები, არაფერს გკითხავ, ოღონდ არ ინერვიულო!... - ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი მე.
- მარიამ, გემუდარები, მანდ გასართობად გაგიშვი... ჩემზე ნუ ფიქრობ, ასეთ დღეში თუ იქნები, ახლავე წამოვალ იცოდე!...
მისი ხასიათიდან გამომდინარე ნამდვილად არ გამიკვრიდებოდა, მართლა ჩამოსულიყო ფასანაურში.
- ნუ გეშიანია, უცხოებში ხომ არ ვარ, საკუთარ ოჯახში ვყოფილვარ!... - ხუმრობა ვცადე - დავბრუნდები თბილისში და ერთს კარგად ჩაგეხუტები...
ჩემი ხალისიანი ხმის გაგონებაზე მივხვდი, რომ ცოტა დამშვიდდა: - რაც არ უნდა მოხდეს, იცოდე, ჩემი ცხოვრება ხარ, არც კი იცი, უკვე როგორ მომენატრე! - ისევ გაებზარა ქეთის ხმა.
აღარ მინდოდა ზედმეტი სენტიმენტებით სევდიან ნოტაზე დაბრუნება, ტელეფონი სწრაფად გავუთიშე, სველ მიწაზე მოწყვეტით დავჯექი, ტელეფონის ჩაბნელებულ ეკრანს ვუმზედი და ცრემლებს ვიწმენდდი.

წესით ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი, სხვა თუ არაფერი ცხოვრების ერთად-ერთი ოცნება ავისრულე, მე კი ამ ბედნიერებას ვერ ვგრძნობდი. როგორც იქნა აზრები მოვიკრიბე, სახეზე ნაძალადები ღიმილი ავიკარი და სუფრას მივუბრუნდი.
- კარგად ხარ?! - ეჭვით ამომხედა ნინიკომ.
- მშვენივრად! - არ მინდოდა, მაგრამ მაინც ირონიულად გამომივიდა ნათქვამი. ისევ ჩემს ადგილს დავუბრუნდი და დედა-შვილს შორის ჩავეკვეტე. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ყველამ იცოდა ჩემი ვინაობა, თითქოს სამუზეუმე ექსპონატი ვიყავი ისეთი ინტერესით მაკვირდებოდნენ.
- თამრიკო დეიდა, ოდესმე მომიყვებით როგორ გაიცანით დედა?! - მუდარით ვუმზერ ქალს.
- რა თქმა უნდა... - თბილად ჩამიხუტა, მისმა მოფერებამ აშკარად დამამშვიდა.
- აქ იმისთანები დატრიალდა ვიდრე დედაშენს ელაპარაკებოდი, დეიდა კი არა, მე მგონი მამიდა უნდა დაუძახო!... - ნახევრად ხუმრობით ჩუმად მიჩურჩულა ნინიკომ.
გავწითლდი, უხერხულად გავხედე გვედით მჯდომ მამაკაცთან მოსაუბრე ლევანს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის არც კი შემოუხედავს, მაინც მივხვდი, რომ ჩემი მზერა არ გამოჰპარვია, ოდნავ შესამჩნევად, გვერდულად იღიმოდა. სიცილისგან თვალებთან რამოდენიმე ნაოჭი გაუჩნდა და ეს პატარა ბავშვივით გამიხარდა, მე და ლევანს ერთნაირი სიცილი გვქონდა. დღემდე შეუცნობელი კმაყოფილებისა და ბედნიერების განცდა დამიჩნდა, წინ მამაჩემი მეჯდა.

ალკოჰოლური სასმლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოქეიფეები სიცივეს აშკარად ვერ გრძნობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ თბილი ქურთუკი მეცვა, ნელ-ნელა მაინც ვითოშებოდი. მობუზული ვიჯექი და ნაბახუსევი ხალხისგან მომეტებულ სიყვარულის გამოხატვას მოთმინებით ვიტანდი. მოქეიფეები აშკარად არ აპირებდნენ დაშლას. ალბათ ზედმეტად საცოდავი და შეწუხებული სახე მქონდა, როგორც იქნა ისევ ნინიკომ ყურადღებაც მომაქცია.
- მოგწყინდა? - ჩუმად მიჩურჩულა მან.
- არა, მაგრამ შემცივდა... - ხელებით მკლავებს ვისრესდი და ვცდილობდი როგორმე გავმთბარიყავი.
- წასვლა გინდა? ბიჭებს ვთხოვ რომელიმემ სახლამდე ჩაგვაცილოს... - ის-ის იყო იქვე მჯდომი დეიდაშვილისთვის უნდა ეთხოვა წამოყოლა, რომ ლევანმა შეაჩერა:
- არაფრის თხოვნა არაა საჭირო, შენც თუ დარჩები არც ეგ იქნება ურიგო, მე და მარიამს არ გვაწყენს ფეხით გასეირნება, ვფიქრობ სალაპარაკო ბევრი გვაქვს!...
უნდა ვაღიარო მისმა სიტყვებმა საკმაოდ დამაფრთხო, ყველაფერს მივცემდი ოღონდ მასთან მარტო არ დავრჩენილიყავი, მუდარით გავხედე ნინიკოს, მაგრამ მეგობარი ჩემს ფიქრებს ვერ მიხვდა, ან ბიძისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერ გაბედა:
-კარგი, დავრჩები და ჩემებთან ერთად წამოვალ...
უკმაყოფილო, ნაწყენი თვალებით შევხედე მეგობარს, ნირწამხდარი დავემშვიდობე ყველას და მოთმინებით მომლოდინე ლევანს გავყევი.

ორივენი ჩუმად მოვდიოდით, სიბნელეში გზას კარგად ვერ ვხედავდი. ხელში ფანარ მომარჯვებული ლევანი გვერდით მომყვებოდა, ბილიკ-ბილიკ რამოდენიმეჯერ წავიბორძიკე, მამაკაცმა დროულად შემაშველა ხელი, საბედნიეროდ თავის შეკავება შევძელი. უკმაყოფილო სახით დავხედე მკლავზე მარწუხებივით მოჭერილ მისი თითებს და უხეში მოძრაობით მოვიშორე.
- დედაშენი არ მაპატიებს, რომ დამიგორდე!... - ჩემმა საქციელმა აშკარად გაახალისა, ირონია ნარევი სიცილით გამომიცხადა მან.
- არა მგონია მისი გაბუტვის დიდად გეშინოდეს!...
- არასოდეს მშინებია, მით უმეტეს დედაშენის, თუმცა სხვა თუ არაფერი შვილი ხარ... - ვერ ვხვდებოდი მისი ირონიის მიზეზს, თითქოს დამცინოდა, თავი შეურაწყოფილად ვიგრძენი და დაუკვირვებლად რაც ენაზე მომადგა პირდაპირ წამოვაყრანტალე:
- რატომ ხართ ასე დარწმუნებული, რომ მაინც და მაინც თქვენი შვილი ვარ?!
თითქოს ასეთ კითხვას არ ელოდაო, ადგილზე გაშეშდა. თვალებში ჯიუტად ჩამაშტერდა, მისთვის თვალის არიდება არც კი მიფიქრია, კოპებშეკრული ვუმზერდი გაკერპებულ კაცს.
- საკუთარ სისხლს როგორმე ვიცნობ!... - ღრენით გამოსცრა კბილებში.
- მართლა?! როდის მიცანით, პაპაჩემის სახელი რომ ვთქვი?! - თანდათან ბრაზი მემატებოდა და ცოტაც და ალბათ ვიფეთქებდი.
ის კი უცნაურად მიმზერდა და ისევ გამაღიზიანებლად იღიმებოდა:
- გამიკვირდებოდა ასეთი რეაქცია რომ არ გქონოდა!... - დაუფარავი კმაყოფილებით აღნიშნა მან.
- ეს კომპლიმენტია?!
- ჩემი შვილისთვის კომპლიმენტი იქნებოდა... - გვერდულად გამომხედა.
ამჯერად მორიგი სისულელე რომ არ დამცდენოდა, შეგნებულად გაჩუმება ვარჩიე. მისი რეპლიკა უკომენტაროდ დავტოვე.
- შენთან ერთად წამოსვლა საკინკლაოდ არ გადამიწყვეტია... - როგორც იქნა ირონია მოაშორა ხმას - მეგონა გარკვეული კითხვები გექნებოდა. კითხვები, რომელსაც მოწმეების თანდასწრებით ვერ დამისვამდი...
- მე ორად-ორი კითხვა მქონდა, ვინ იყო მამაჩემი და უყვარდა თუ არა დედა...
- პირველის პასუხი უკვე იცი, რაც შეეხება მეორეს ნამდვილად მიყვარდა...
- დედას?!
- ამის პასუხი კარგახანს არც მე არ ვიცოდი, თურმე ვყვარებივარ, სამწუხაროდ გვიან გავიგე... - ამ სიტყვებში იმხელა ტკივილი იგრძნობოდა, რომ ძნელი მისახვედრი არ იყო, ამ თემაზე საუბარი აშკარად უჭირდა, არადა ცნობისმოყვარეობა მოსვენებას არ მაძლევდა, თავში ახალ-ახალი კითხვები მიტრიალებდა.
აშკარად მიხვდა ჩემს ფიქრებს: - არადა მეუბნებოდი მხოლოდ ორი კითხვა მაქვსო... - მეგობრულად ამიჩეჩა თმები.
- მომიყვები?!
- რას?! - ინტერესით შემომხდა მან.
- თქვენი შეხვედრის ამბავს.
- დედაშენს არ ეწყინება?
- ალბათ, მაგრამ... შენი ვერსიაც რომ მაინტერესებს!...
რამდენიმე წუთით მიყურებდა, თითქოს ფიქრობდა, ყოყმანობდა.
- ამიტომ არ წამომიყვანე, ეს საუბარი ხომ მხოლოდ ჩვენს შორის უნდა დარჩეს?!
- არა, ამ ამბავს ალბათ ქეთიც მოგიყვება, როცა დაბრუნდები. მინდა, სიმართლე ჩემგან მოისმინო... დღეს ბევრი რამ გადაწყდება, მიმიღებ თუ არა მამად, თუ ისევ ჩემს გარეშე გააგრძელებ ცხოვრებას. იქნებ როცა ყველაფერს მოისმენ ჩემი დანახვაც კი აღარ მოინდომო. ვინ იცის....



№1 სტუმარი ემი

რატომღაც ემოცია დამკლდა...

ამ სიტუაციაში ყველაზე ადეკვატური ქეთი მომეჩვენა, ყველა დანარჩენის რეაქცია ჩემთვის ძალიან გაუგებარია...

ამდენი წლის შემდეგ მამის თუ შვილის (თუნდაც ნათესავის) აღმოჩენის შემდეგ ალბათ ბევრად უფრო მძაფრი რეაქცია მექნებოდა... სიხარული იქნებოდ თუ ბრაზი, მაინც უფრო მძაფრი....

 


№2  offline წევრი StrangerManiac

Kargia magram tavebi gazarde da male dade <3

 


№3  offline წევრი sofi_rio

კარგიაძალიან მაგრამ დიდთავები დადე ხოლმე <3 იმედია ალედადებ

 


№4  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ცოტა არ იყოს ლევანის ემოციებს ვერ მივხვდი ძალიან ჩვეულებრივად მიიღო ეს ამბავი ასე მგონია... გაურკვევლობაში ვარ მეგონა უფრო მეტად ემოციებში იქნებოდა დადებითში ან უარყოფითში თუმცა მგონია ჯერ თვითონაც ვერ გაიაზრეს ბოლომდე ის რომ მამა და შვილი არის ერთმანეთის... მოკლედ ველოდები მომდევნო თავს მოუთმენლად...

 


№5  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ემი
რატომღაც ემოცია დამკლდა...

ამ სიტუაციაში ყველაზე ადეკვატური ქეთი მომეჩვენა, ყველა დანარჩენის რეაქცია ჩემთვის ძალიან გაუგებარია...

ამდენი წლის შემდეგ მამის თუ შვილის (თუნდაც ნათესავის) აღმოჩენის შემდეგ ალბათ ბევრად უფრო მძაფრი რეაქცია მექნებოდა... სიხარული იქნებოდ თუ ბრაზი, მაინც უფრო მძაფრი....


თანდათან გაიხსნებიან ჩვენი გმირები, და ალბათ ლევანის გაუგებარ რეაქციის მიზეზსაც გავიგებთ...

StrangerManiac
Kargia magram tavebi gazarde da male dade <3

sofi_rio
კარგიაძალიან მაგრამ დიდთავები დადე ხოლმე <3 იმედია ალედადებ

შემდეგი თავით ფაქტიურად ახალი ამბავი იწყება, ლევანის და ქეთის ისტორია... ვცდილობ მაქსიმალურად ცოტა მსუყე თავი დავდო, რამდენად გამომივა არ ვიცი

 


№6  offline აქტიური მკითხველი lalita

ალბათ არ გეწყინება და შენი ისტორიები რომ ვიცი სხვებს დავეთანხმებიდა მეც დამაკლდა ემოციები .თავები ხომ საერთოდ არ ზრდი .

 


№7  offline აქტიური მკითხველი grafo

მეტ ვნებათაღელვას ველოდი, შენი ისტორიებიდან გამომდინარე არა, ზოგადად მსგავსი სიტუაციიდან გამომდინარე. დედა-შვილი დაიღვარა მხოლოდ ცრემლად,სხვები...ლევანის რეაქცია ყველაზე ბუნებრივი მგონია. ეს ისტორია ქეთიზე და ლევანიზეა თუ მათ შვილზე?

 


№8  offline ახალბედა მწერალი murachashvili

grafo
მეტ ვნებათაღელვას ველოდი, შენი ისტორიებიდან გამომდინარე არა, ზოგადად მსგავსი სიტუაციიდან გამომდინარე. დედა-შვილი დაიღვარა მხოლოდ ცრემლად,სხვები...ლევანის რეაქცია ყველაზე ბუნებრივი მგონია. ეს ისტორია ქეთიზე და ლევანიზეა თუ მათ შვილზე?


ისტორია ქეთიზე და ლევანზეა wink უბრალოდ მთხრობელი გვეყოლება შვილი ..

 


№9 სტუმარი eto

sauketeso istoriaa ubralod emocias sxvanarad gamoxates albat vnaxot ra daemartat axalgazrdobashi dzalian mainteresebs velodebi axal tavs

 


№10  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

Au sad gaachere ra.. male dade

 


№11  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Ragacnairad uemocio kacad mimachnia levani

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent